მოკლედ, ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა გაჯეტების და პროგრამირების საკითხებმა, თუმცა პროფესიით ვარ იურისტი და ელექტრონიკა-პროგრამირებაში ცოდნა და გამოცდილება მაქვს 0. სკოლის შემდეგ მხოლოდ კალკულატორთან და ვორდის პროგრამასთან ურთიერთობის შემოიფარგლება ჩემი გამოცდილება ელექტრონიკასთან ურთიერთობაში.
ამიტომ მაქვს ზოგადი კითხვები და იქნებ ამ კითხვებზე მიპასუხოთ. ასევე, ვფიქრობ, რომ ასეთი თემა სხვა ჩემნაირებსაც დაეხმარება - დასაწყისში. შესაბამისად, მოდერატორს ვთხოვ, ეს თემა დატოვოს დამწყებთათვის.
კონკრეტულად მე დაინტერესებული ვარ გაჯეტების მიბმით ქლაუდთან და ინტერნეტთან. როგორც ვიცი ამ სფეროს ეწოდება Internet of Things ან შემოკლებით IoT. ამის მერე რა ხდება, უკვე აღარ ვიცი
)
რითი დავიწყო ამ სფეროს შესწავლა? როგორ გავერკვიო რა პროგრამები არსებობს გაჯეტების ინტერნეტით ასამუშავებლად? როგორ გავიგო პროცესორების საკითხები? რა პროცესორები არსებობს, სიმძლავრეები და პლუს-მინუსები?
როგორ ვისწავლო ინტერნეტის და გაჯეტების დაკავშირება და ამ პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევა?
საერთოდ, რითი დავიწყო? მიმითითეთ და დამაკვალიანეთ გთხოვთ.
This post has been edited by ინაველ on 7 Sep 2016, 11:58