მე მაგალითად:
ვკითხულობ, კოდებს ვიწერ (ხელით და არა კოპირებით) ვაკომპილირებ და ვაანალიზებ, გაუგებრად არაფერს ვტოვებ. შემდეგ ისე ვაკომენტარებ, რომ დიდი ხნის მერეც ადვილად წავიკითხო. სანამ წიგნის ბოლოში გავალ, რაღაცეები მეც მავიწყდება და დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ასე იქნება
... ეს არ არის პრობლემა, მთავარია წიგნის დამთავრების შემდეგ პრაქტიკა... აი აქ უკვე მეც მოვიკოჭლებ... აღარ მახსოვს რამდენი წიგნი მაქვს ასე გავლილი... მაგრამ ჩემი პრაქტიკა შემოიფარგლება მცირე პროექტებით ძირითადად მიკროკონტროლერებზე... რაც დიდი არაფერია... და კიდევ, ხარისხიანი პრაქტიკისთვის რეალური პროექტებია საჭირო და არა რაღაც უაზრო მაგალითების კეთება "პრაქტიკისთვის"... ეს დროის ტყუილი ფლანგვაა...