forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უინიციატივო, მარცხისთვის განწირული ოპოზიცია, და უმოტივაციო ამომრჩეველი
BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5691
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 17:11  #55504619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (grafinia79 @ 20 Nov 2019, 16:51 )
QUOTE
კარგი თემაა,მაგრამ აქ არ უყვართ ეგეთები.ცისფერი მთები გამახსენდა-ალაგ-ალაგ წამიკითხეო.
ოპოზიციის სტრატეგიაა დაბრუნება და შურისძიება.ტაქტიკა-დაბალი დონის აგიტაცია. არ აქვთ სამოქმედო გეგმა და ყველაფერს სპოტანურად აკეთებენ.რატომღაც ჰგონიათ,რომ მთავარია ბევრი ხალხი.ბევრი ხალხი მაშინაა საჭირო,როცა შტურმზე მიდიხარ.მაშინ უნდა შეაიარაღო კიდეც.ალბათ ჰგონიათ,რომ როგორც ედიკამ დაუთმო მიშას ისე დაუთმობს ვინმე რამეს.
ეს გამოსვლები ქოცებისთვის იყო არჩევანი-ან იკრა ვჭამოთ ან ბალანდაო.სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.იმ განწყობით და უტიფარი განცხადებით გამოსვლების ფონზე უნდა მიხვდე,რომ ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. ვთვლი,რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.მართალი ბრძანდებით-სუსტი პოლიტიკოსები გვყავს-რასაც ჰქვია.ყველა თავის "მინდა"-თი მოქმედებს.ეს სცენარი რამოდენიმეჯერ უშედეგოდ გაიმეორეს.დაკარგავენ ხალხის ნდობას.

+1

ზუსტი შეფასება.

არ გვყავს კარგი პოლიტიკოსები ქვეყანაში. იმედია არ ჩამქოლავთ, თუ ვიტყვი რომ კარგი პოლიტიკოსების გამორჩევა უფრო შევარდნაძის პერიოდში შეიძლებოდა. მას მერე უფრო თეორიტიკოსები გვყავს ვიდრე პოლიტიკოსები. მახსოვს აქუსთან ეტერში რამდენი ჭკვიანურს ამბობდა : სანიკიძე, ქუცნაშვილი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ძალიან ბევრი, რომლებიც შემდგომ მთავრობაშ მოვიდნენ და ვერაფერი სასიკეთო დაატყვეს ქვეყანას.
ჩვენ ემოციურად, გონებრივად დაბალანსებულები არ გვიყვარს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იყვირებს, თეატრალურად გამოვა, იმისკენ მიდის ბრბოც...

რაც შეეხება ახლანდელ ოპოზიციას, სანამ უგულავა, ბერძენიშვილი და მსგავსნი მათნი იტივტივებენ ოპოზიციის ავანგარდში, მანამდე არ შეივსება რუსთაველი ხალხით და ამასობაში ქოცმთავრობაც "ბუა-ბუა მოვა"-ს ძახილში სიღარიბისკენ მიაქანებს ქვეყანას...

კი, ძალიან მდარეა და დაბალ დონეზეა ქართული პოლიტიკა, პოლიტიკოსებიც, მედიაც, ვისაც დონე ქონდა იმანაც დაკარგა. გაუნათლებელი უინტელექტო დროშის მქნეველ და კარვებში გამთენებელ ადამიანებზეა მორგებული, რომელთა საშუალებებითაც მოდიან პარტიები ხელისუფლებებში და შემდეგ უფასებენ ამაგს და ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე. ამას წინათ ვუყურებდი აქციიდან ნაწყვეტებს შევარდნაძის წინააღმდეგ 2001 წელს, ახალგაზრდა ბიჭი აქციაზე სიტყვით გამოდიოდა მესიამოვნა რომ ვუსმენდი. ეროვნულ მოძრაობაშიც და შემდგომ პერიოდშიც ძირითადად იყვნენ ადამიანები რომელთა მოსმენაც გსიამოვნებს, არ ვსაუბრობ შინაარსზე ან მაშინდელ პერსონალიებზე, სიტყვათა წყობა, ტემბრი, გადმოცემის უნარი..

დღევანდელი დისკუსიები და საუბრები არის ბაზარი, სიტყვების სროლა, ეპატაჟი, ლანძღვა, გესლის და ბოღმის ნთხევა საშინელი საყურებელია. ალბათ იმიტომ რომ ყველას მიეცა ყველანაირი ტრიბუნა და თან აღარ არის საჭირო ერუდიცია, განათლება, შეგიძლია დაგუგლო და გუგლით მიიღო ინფორმაცია და ამით რაღაც ინფორმირებულის იმიჯი შეიქმნა. როცა განათლება და ერუდიცია ადამიანში ილექება პერსონას უფრო აკადემიურს და ერთეტიურს ხდის.


--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
Crypto
კატა უძაღლო ქვეყანაში


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8840
წევრი No.: 9780
რეგისტრ.: 3-May 05

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 21:01  #55505401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
თუ შეძლებ რომ არ შემომხედო და არ დაინახო როგორც ხელისუფლების გამპრავებლის მიერ დაწერილი

აი ვცდი და ამის დასტურად იმას, თუ როდის იყო ძალადობა, არა რიტორიკული კითხვით, არამედ თხრობითი ფორმით დაგიწერ:
საკუთარი შეცდომებზე და მიქარვებზე პროტესტის საპასუხოდ 9 წელეს პირში ბურთად ჩაჩრა ხალხზე ძალადობაა
დამატებით გადასახადების შემოღება ხალხისთვის უკითხავად ხალხზე ძალადობაა
ნულოვანი რეიტინგის ჩამოწერილი პოლიტიკოსის შემოტენვა პრეზიდენტად ხალხზე ძალადობაა
პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა ხალხზე ძალადობაა
საზოგადოების დაყოფა და ერთმანეთზე დაპირისპირება ხალხზე ძალადობაა
სიცრუის, სიბილწისა და დემაგოგიის ტირაჟირების ფინანსირება ხალხის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით ხალხზე ძალადობაა
ხალხის ჯიბიდან მეტი და მეტი ფულის ამოცლა ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოტივით, და ამავე დროს ცხოვრების დონისა და შემოსავლების ვარდნის სრული ფეხზე დაკიდება ხალხზე ძალადობაა
და ა.შ.

ყურადღება მიაქციე, ჩამოთვლილი ძალადობა შეეხო არა პუროვნებებს, ან პიროვნებათა ჯგუფს, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილს
არამედ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ქვეყანაში!
ძალადობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფა შეეხო, უბრალოდ ვერ ჩამოთვლი, იმდენია


ეს ყველაფერი პირველად გესმის, ან იცოდი ოდესღაც და დაგავიწყდა
ან ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავ და ქოცურად წყალს ამღვრევ
რომელი?

This post has been edited by Crypto on 20 Nov 2019, 21:01


--------------------
აიღე აგური!
ASIA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2926
წევრი No.: 22862
რეგისტრ.: 4-September 06

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 21:10  #55505438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
კი, ძალიან მდარეა და დაბალ დონეზეა ქართული პოლიტიკა, პოლიტიკოსებიც, მედიაც, ვისაც დონე ქონდა იმანაც დაკარგა. გაუნათლებელი უინტელექტო დროშის მქნეველ და კარვებში გამთენებელ ადამიანებზეა მორგებული, რომელთა საშუალებებითაც მოდიან პარტიები ხელისუფლებებში და შემდეგ უფასებენ ამაგს და ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე. ამას წინათ ვუყურებდი აქციიდან ნაწყვეტებს შევარდნაძის წინააღმდეგ 2001 წელს, ახალგაზრდა ბიჭი აქციაზე სიტყვით გამოდიოდა მესიამოვნა რომ ვუსმენდი. ეროვნულ მოძრაობაშიც და შემდგომ პერიოდშიც ძირითადად იყვნენ ადამიანები რომელთა მოსმენაც გსიამოვნებს, არ ვსაუბრობ შინაარსზე ან მაშინდელ პერსონალიებზე, სიტყვათა წყობა, ტემბრი, გადმოცემის უნარი..

დღევანდელი დისკუსიები და საუბრები არის ბაზარი, სიტყვების სროლა, ეპატაჟი, ლანძღვა, გესლის და ბოღმის ნთხევა საშინელი საყურებელია. ალბათ იმიტომ რომ ყველას მიეცა ყველანაირი ტრიბუნა და თან აღარ არის საჭირო ერუდიცია, განათლება, შეგიძლია დაგუგლო და გუგლით მიიღო ინფორმაცია და ამით რაღაც ინფორმირებულის იმიჯი შეიქმნა. როცა განათლება და ერუდიცია ადამიანში ილექება პერსონას უფრო აკადემიურს და ერთეტიურს ხდის.



ასეა კი ... ვცდილობ არ ვუყურო ტვ-ს, მარაა ხანდახან გაგექცევა ადამიანს თვალ-ყური, ხოოოდა მერე ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები . . .

არადა გამოსავალიც თითქოს აღარ ჩანს ან იქნებ მე ვერ ვხედავ!
BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5691
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 22:25  #55505711      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Crypto @ 20 Nov 2019, 21:01 )
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
თუ შეძლებ რომ არ შემომხედო და არ დაინახო როგორც ხელისუფლების გამპრავებლის მიერ დაწერილი

აი ვცდი და ამის დასტურად იმას, თუ როდის იყო ძალადობა, არა რიტორიკული კითხვით, არამედ თხრობითი ფორმით დაგიწერ:
საკუთარი შეცდომებზე და მიქარვებზე პროტესტის საპასუხოდ 9 წელეს პირში ბურთად ჩაჩრა ხალხზე ძალადობაა
დამატებით გადასახადების შემოღება ხალხისთვის უკითხავად ხალხზე ძალადობაა
ნულოვანი რეიტინგის ჩამოწერილი პოლიტიკოსის შემოტენვა პრეზიდენტად ხალხზე ძალადობაა
პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა ხალხზე ძალადობაა
საზოგადოების დაყოფა და ერთმანეთზე დაპირისპირება ხალხზე ძალადობაა
სიცრუის, სიბილწისა და დემაგოგიის ტირაჟირების ფინანსირება ხალხის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით ხალხზე ძალადობაა
ხალხის ჯიბიდან მეტი და მეტი ფულის ამოცლა ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოტივით, და ამავე დროს ცხოვრების დონისა და შემოსავლების ვარდნის სრული ფეხზე დაკიდება ხალხზე ძალადობაა
და ა.შ.

ყურადღება მიაქციე, ჩამოთვლილი ძალადობა შეეხო არა პუროვნებებს, ან პიროვნებათა ჯგუფს, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილს
არამედ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ქვეყანაში!
ძალადობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფა შეეხო, უბრალოდ ვერ ჩამოთვლი, იმდენია


ეს ყველაფერი პირველად გესმის, ან იცოდი ოდესღაც და დაგავიწყდა
ან ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავ და ქოცურად წყალს ამღვრევ
რომელი?

შენ ბევრ რაღაცას ურევ ერთმანეთში და სიტყვებით თამაშობ და დახტიხარ აქეთ იქით, ეგრე არ გამოვა. შენ გეწერა ესეთი რამ რომ ხელისუფლებამ ჯერ იძალადა (დაშალა) მიტინგი და მერე მოყვა ბლოკირება და პიკეტი. როცა იყო პირიქით. ჯერ იყო ბლოკირება და ხელისუფლებამ მერე მიმართა ლეგიტიმურ ძალადობას.
ამ სიტყვა "ძალადობით" თამაშობ, მანიპულირებ და ახტუნავებ აქეთ-იქით დემაგოგიურად. მოსახლეობა მანდ, შენეული შეფასებით, რასაც ამ ბოლო პოსტში "ძალადობას" უწოდებ, მაგის გასაპროტესტებლად არ მისულა იქ. მივიდა მიცემული პირობის უკან გაწვევის გასაპროტესტებლად. ეს იყო უმთავრესი მიზეზი ამ აქციების რამაც მთელი ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომელსაც ბუნებრივია თან უძღოდა ზოგადი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ.

ბევრი რაღაცისთვის, რაც ჩამოთვალე სიტყვა "ძალადობა" სუბიექტური შეფასებაა, ზოგ შემთხევაში უტრირებული ან არასწორად მორგებული. ზოგი რამ რაზეც ლაპარაკობ შეიძლება მიესადაგებოდეს "მოტყუება", "გაცურება" ან სხვადასხვა ზმნა. და ამიტომ ვამბობ თამაშობ ამ სიტყვით. მაგრამ დავანებით მაგას თავი, დავარქვათ ზოგადი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ.

და შენ თუ ზოგადად უკმაყოფილებას - ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს უწოდებ, მაგ "ძალადობის წინააღმდეგ გამართული" პროტესტის დასაშლელად არ მოუყვანიათ სპეცრაზმი. ეგ პროცესი ახლაც მიმდინარეობს პარლამენტის წინ და არც იმ დღეს შეუწუხებიათ და გადაუნაცვლებიათ აქციის მონაწილეები რომლებიც არასავალ ნაწილზე იდგნენ და მიტინგი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

მესმის და ვიცი რა არის ნაციონალების ამოცანა, რომ მაქსიმალურად მიიმსგავსონ დღევანდელი ხელისუფლება და ხალხს დაანახონ, რომ ჩვენ რომ ვარბევდით მიტინგებს ხო ცუდები ვიყავით, მაგრამ აი ესენიც არბევენ მიტინგებს და ესენიც ცუდები ან ჩვენზე უარესები არიან. მაგრამ მკაფიოა განსხვავება მაშინდელ სასტიკ, დაუნდობელ, დამსჯელ ღონისძიებებთსა და დღევანდელ თუნდაც გადაცდომებით, უცოდინარობით დაშვემულ (20 ივნისის) შეცდომების მიუხედავად და რა თქმა უნდა ბოლო დაშლა რომელიც საერთოდ ყველაზე სწორი პოლიციური ქმედებების დაცვით ჩატარდა. მიტინგების "დარბევებში" ვერ მიიმსგავსებენ ამ ხელისუფლებას, ამის თქმა მინდა. აშკარაა, რომ სპეცრაზმს არ აქვს მიცემული ბრძანება, რომ - დაერიეთ, ურტყით, ცემეთ, დასაჯეთ მიტინგზე გამოსვლის გამო, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ესენი ამ შეცდომას იმიტომ კი არ დაუშვებენ, რომ ძალიან ეხატებით გულზე, უბრალოდ ამით უფრო მეტს მოიგებენ, დისტანცირდებიან ნაცმოსგან და ძალიან დიდი განმასხვავებელი და შესაბამისად სალაპარაკოც ექნებათ რომ როგორ განსხვავებულად შლიან მიტინგებს. და ამას მარტო თვითონ კი არ ლაპარაკობენ, ხილულია, მოსახლეობაც ხედავს.

სამშაბათს დადგებიან იქ კორდონებად და გაგაფუჭებენ. ცუდად გამოგიყვანენ მოსახლეობის თვალში - როგორ ესვრით ქვებს, ბოთლებს, როგორ აფურთხებთ, აგინებთ, ფარებს ართმევთ. როგორც ცდილობენ რომ თვითონ არ გიპასუხონ. სრულ სიმპატიას წაიღებენ მოსახლეობისას მითუმეტეს როდესაც ნაცმოს ან თუ გინდა სხვებისაც ასეთ გამომწვევ აქტივობებს მოსახლეობა არც იწონებს და ძალიან დიდი უნდობლობით და და ანტიპატიით უყურებს. და ეს უნდობლობა მერე საერთო ოპოზიციურ ფლანგზეც აისახება.

მერე ვიღაცეებს დააკავებენ, მერე ისევ ესეთი ტიპის სასამართლოები ისევ ჩხუბი არეულობა აყალ-მაყალი და ცუდი ის არის რომ ყველანაირი ოპოზიცია, გინდა დღევანდელი გინდა სააკაშვილის დროინდელი ამ მეთოდიკით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას. რომ იქნებ წამოიკიდონ, იქნებ შეცდომები დააშვებინონ, ტემპერეატურა აწიომ, ტალღა ააგორონ, არეულობა შექმნან წარმოაჩინონ და ამ ფონზე მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს ჩვენთან სამწუხაროდ უკვე დამკვიდრებული სტანდარტია. შეხედე მაგალითად რას ლაპარაკობს გუბაზ სანიკიძე 2011 წელს. პროსტა გვარებია შეცვლილი საწინააღმდეგოდ. იქაც იგივე ლექსიკა რომ "თუ ეხლა არ გამოვედით სახელმწიფო აღარ გვაქვს", თუ ჩვენ "ტალღა არ ავაგორეთ მომავალს დავკარგავთ" და ა.შ. ასეთი მდარე მანიპულირებით სენსიტიურ თემებზე.

პროპორციული არჩევნები

ეს არის ჩემივე გახსნილი თემა 2 თვის წინ. გახსენი და წაიკითხე უბრალოდ. 2 თვის წინ რომ გავხსენი ეს ნიშნავს რომ მანამდე 2 თვის წინაც საერთოდ არ ყოფილა ამ თემაზე ლაპარაკი. ზუსტად ამას ვამბობდი რომ გადაგვაგდებს მეთქი და რატომ არავინ არ კურირებს ამ თემას ოპოზიციიდანთქო. ჭაჭანება არ იყო საერთოდ ამ თემის. რატომ? იმიტომ რომ ადვილი გამარჯვებით მიიღო ოპოზიციამ. მათ არ უბრძოლიათ ამ სისტემის მოსაპოვებლად, მათ არ უმუშავიათ ამომრჩევლებთან და ვერ დაარწმუნეს რომ ამ მოთხოვნით გამოსულიყო ხალხი, შარშანდელი საპრეზიდენტოს მერე, როცა ნათელი გახდა რომ ეს კაცი წამსლველი არ იყო. და როცა საერთო ეროვნული, კრიტიკული მომენტი დადგა 20 ივნისს და სულ სხვა თემაზე გამოვიდა ხალხი ამათ მაშინ დრო იხელთეს და მოდი იქნებ ეს თემაც ჩავაქსოვოთო ბარემ ხალხია გამოსულიო. ადვილად მიიღეს. ყოველშემთხვევაში ჩანდა რომ მიიღეს, მაგრამ ბიძინამ ჯიბიდან ამოაცალა და ქარის მოტანილი ისევ ქარმა წაიღო. მარტივად მიღებული მარტივადვე დაიკარგა. სად იყვნენ ეს თვეები, რატომ ენდნენ ასე მთელი ზაფხული და შემოდგომა, მე ვივარაუდე რომ ესე მოხდებოდა ამხელა გამოცდილების ხალხს როგორ უნდა დამართნოდა. კარგი ის გადამგდებია, მაგრამ შენ როგორ აგდებინებ თავს? მაგრამ აკეთებენ იმას რაც უფრო ეიოლებათ, რომ სიტუაცია გაამწვავონ, თავი აცემინონ, მერე სენსიტიურ თემებზე ადამიანები "ააგდონ" და გვერდით დაიყენონ რევოლუციური სცენარებისთვის. ესეთი სტანდარტი დამკვიდრდა ამ ქვეყანაში
Crypto
კატა უძაღლო ქვეყანაში


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8840
წევრი No.: 9780
რეგისტრ.: 3-May 05

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 23:43  #55506025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
შენ გეწერა ესეთი რამ რომ ხელისუფლებამ ჯერ იძალადა (დაშალა) მიტინგი

ჯერ კარგად წაიკითხე ხოლმე სხვისი ნაწერი, ვიდრე საკუთარი გაშანშალებულით დატკბები.
QUOTE
სიტყვებით თამაშობ და დახტიხარ

დასტოინად ბუტროსო დასტოინად
გავიგეთ, რომ ქოციარხარმაგრამხარ
ვის არ მოსვლია ქოცთაგან.

BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5691
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09

გამოგზავნილია: 21 Nov 2019, 00:25  #55506177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Crypto @ 20 Nov 2019, 23:43 )
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
შენ გეწერა ესეთი რამ რომ ხელისუფლებამ ჯერ იძალადა (დაშალა) მიტინგი

ჯერ კარგად წაიკითხე ხოლმე სხვისი ნაწერი, ვიდრე საკუთარი გაშანშალებულით დატკბები.
QUOTE
სიტყვებით თამაშობ და დახტიხარ

დასტოინად ბუტროსო დასტოინად
გავიგეთ, რომ ქოციარხარმაგრამხარ
ვის არ მოსვლია ქოცთაგან.

რა იყო საწყენად კი არ მითქვამს. სიტყვებზე დახტოდი და თამაშობდი. ერთგან ერთი მნიშვნელობით ნათქვამს, სხვა მოვლენაზე და ვითარებაზე მორგებას ცდილობდი დემაგოგიურად, სიტყვების თამაშით.

მე ძაან დასტოინად ვარ და შენ დასტოინად მოქცევა მიტინგებზე მაინც ამუღამე, აქ კიდე არაუშავს
capuchino
ღრუსები ვერ გვიტანენ, რუსეთუმეებსაც კი!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4415
წევრი No.: 34943
რეგისტრ.: 16-May 07

გამოგზავნილია: 21 Nov 2019, 00:40  #55506223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამომრჩეველთან რომ არ მუშაობენ და სერთოდ არაპროფესიონალები რომ არიან ძირითადად ყველა რად უნდა კამათი.
მაგრამ ის მორალური კრიზისი რომელშიც საზოგადოება იმყოფება ეს ცალკე თემაა.

ვერ ხვდება ხალხი რომ რაღაცეები არ უნდა გაატაროს, მიუხედავად იმის რომ ვინ მოვა, თუ ვინ წავა. არა ბიჭო ეხლა ვლაცლავ ჰაველი დაგიჯდებათ აქ მთავრობაში, რაც მასაა ის ოპოზიციაა და ხელისუფლბაა.

ბიდლო ვერ ბედავს/ხვდება რომ უნდა მაქსიმუმ 2 ვადაზე მეტი არავინ არ უნდა გააჭაჭანოს სულ ვარსკვლაბებს რომ წყვეტდეს და ვისი მობრუნებითაც არ უნდა აშინებდეს არსებული.

დაახლოებით 10% მეცოდება მოსახლეობის, დანარჩენი მეტნაკლებად კარგად გრძნობს თავს. სადაც ბიდლო(მასა) ეხლა ხცოვრობს ის პიროებები გაცილებით უკეთესია სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისთით ვიდრე ოდისმე უცხოვრიათ, უბრალოდ შიმშილი აწუხებს და პასუხისგებლობის თავზე აღება.

ეგ არის და ეგა!

This post has been edited by capuchino on 21 Nov 2019, 00:42


--------------------
რა ომი, რუსეთს ომს მოუგებ?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0313 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]