Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ვეძებ სამსახურს/სტაჟირებას პროგრამირებაზე


Posted by: nika_nanu 8 Jan 2022, 22:38
მოკლედ ვარ მეორე კურსელი
ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე
არ მაქვს სამუშაო გამოცდილება
1წელი ვსწავლობდი C++
გავდივარ ბითქემფის კურსს JAVASCRIPT
და ვსწავლობ HTML CSS
კარდად ვიცი WINDOWS კომპიუტერის არქიტექტურა ქსელის მუშაობის პრინვიპები საოფისე პროგრამები
უცხო ენები ინგლისური ბ2
მოკლედ მინდა გამოცდილების დაგროვება და ცოდნის შესაბამისი ანაზღაურება
დროის ხელშეწყობით
ვარ მონდომებული

Posted by: webdesigner93 9 Jan 2022, 12:15
ჯავასკრიპტს გადიხარ html და css ცოდნის გარეშე ?

c++ რომ სწავლობდი 1 წელი , ახლა შენით დამოუკიდებლად რისი გაკეთება შეგიძლია მაგ ენის გამოყენებით ?

მგონი სტაჟირებამდე უნდა ჩამოყალიბდე რისი სწავლა გინდა , ფრონტი , ენდი , რამე კურსები მოიძიო , მაგალითად უდემიზე იდო ახლა ყველაფერი 10 დოლარად და ამის შემდეგ დაიწყო სტაჟირებაზე ფიქრი.


.net-ზე გვქონდა ცოტა ხნის წინ სტაჟირება , მაგრამ ასე მშრალად ცოდნას მაინც არ ვითხოვდით , კონკრეტულ ამოცანებს ვაძლევდით აპლიკანტებს და უნდა გადაეჭრათ პრობლემა , მასე მოხდა შერჩევა.

ფრონტზე ბევრი არაფერი ვიცი , მეც ახლა ვსწავლობ , მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საუკეთესო ვარიანტი პორტფოლიოს შექმნაა , რომ აჩვენო პოტეცნიურ დამსაქმებელს რა გაგიკეთებია smile.gif

Posted by: river-song 9 Jan 2022, 12:49
nika_nanu
https://training.epam.com/#!/Home?lang=en&City=705

ეპამს აქვს ხოლმე ტრენინგები და მერე იყვანენ ხალხს, ჯავა დოტ ნეტი და ფრონტი აქვთ ხოლმე, ნუ ეხლა ბოლოს დეკემბერშI იყო გამოცხადებული, შეგიძლია დაელოდო კიდე გახსნიან და გაიარო მერე, საკმაოდ კარგი ტრენინგები აქვთ, მე გავიარე და ლაბში ვარ ეხლა=))) უი ხო კიდე ექსადელმა გამოაცხადა კიდე სტაჟირება მაგდაგვარი ფბზე შეგიძLია დასერჩო, ჯობია თავიდანვე ნორმალურ კომპანიაშI მოხვდე რო ცუდი პრაქტიკები არ შემოგესწავლოს.

წარმატებები =))

Posted by: HReaver 10 Jan 2022, 11:05
მომცერე პირადში შენი ნომერი. მაქვს ვაკანსიები პროგრამირებაზე როგორც ბექ-ენდზე ასევე ფრონტზე.

Posted by: nika_nanu 18 Jan 2022, 12:39
nika_nanu
nika_nanu
nika_nanu
nika_nanu
nika_nanu
უპ

Posted by: Sport2021 18 Jan 2022, 13:52
რეები არ იცის კაცმა და სტაჟირება და მერე ხელფასი 500 ლარი ექნება ალბათ და რამე.

Posted by: nika_nanu 18 Jan 2022, 15:10
Sport2021
მე კიდე პირიქით მგონია ბევრი არაფერი ვიცი :დდდ
ერთი პროგრამული ენა რო ვიცოდე მაქედან სრულყოფილად ბევრად უკეთესი იქნებოდა უნივერსიტეტის გადამკიდე ყველაფერს ვსწავლობ და საბოლოოდ შუაში ვარ გაჭედილი

Posted by: webdesigner93 18 Jan 2022, 22:27
QUOTE
რეები არ იცის კაცმა და სტაჟირება და მერე ხელფასი 500 ლარი ექნება ალბათ და რამე.

არ მინდა თემი ავტორს ვაწყენინო , მაგრამ ეს უფრო არაფრის ცოდნაა , ვიდრე პირიქით .... მართლა რომ ეცოდინება რამე ენა კარგად , მერე 500 ლარიც ექნება , 5000იც და მეტიც smile.gif .net დეველოპერს ვეძებთ რა ხანია , სახელფასო შუალედი 5-10კ ლარი გვაქვს გამოცდილების მიხედვით , მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოვნახეთ კვალიფიციური კადრი.

Posted by: Sport2021 20 Jan 2022, 13:36
QUOTE (webdesigner93 @ 18 Jan 2022, 22:27 )
QUOTE
რეები არ იცის კაცმა და სტაჟირება და მერე ხელფასი 500 ლარი ექნება ალბათ და რამე.

არ მინდა თემი ავტორს ვაწყენინო , მაგრამ ეს უფრო არაფრის ცოდნაა , ვიდრე პირიქით .... მართლა რომ ეცოდინება რამე ენა კარგად , მერე 500 ლარიც ექნება , 5000იც და მეტიც smile.gif .net დეველოპერს ვეძებთ რა ხანია , სახელფასო შუალედი 5-10კ ლარი გვაქვს გამოცდილების მიხედვით , მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოვნახეთ კვალიფიციური კადრი.

ვერ გავიგე რა უნდა გავიარო ამ პროგრამირებაში ერთი ერთს გეუბნება მეორე მეორეს

Posted by: webdesigner93 20 Jan 2022, 18:27
Sport2021
QUOTE
ვერ გავიგე რა უნდა გავიარო ამ პროგრამირებაში ერთი ერთს გეუბნება მეორე მეორეს

რაც გაინტერესებს ის. ყველგან კადრის დეფიციტია smile.gif მე .net დეველოპერი მჭირდება , ვიღაცას java-ს მცოდნე , ვიღაცას პითონის მცოდნე , ვიღაცას ანგულარის , ვიღაცას რეაქტის და ა.შ. უნდა დაფიქრდე რომელ დარგში გინდა მუშაობა , რომელ ენასთან გრძნობ თავს კომფორტულად და ეგრე აირჩიო სასურველი.

Posted by: theodous 20 Jan 2022, 19:21
webdesigner93
გამოცდილები უნდათ სულ

დამწყებს ყველა წუნობს

Posted by: webdesigner93 21 Jan 2022, 10:12
theodous
QUOTE
გამოცდილები უნდათ სულ

დამწყებს ყველა წუნობს

კი დასაქმების მიზნით გამოცდილი უნდათ , მაგრამ სტაჟირება გაიარე იქამდე. აგერ .net-ში კრედოს ჰქონდა სტაჟირება. ახლა ლიბერთის აქვს სტაჟირება , 24 იანვრამდე იღებს განაცხადს. ხოდა გამოცდილებას რო დააგროვებ , მერე უკვე დასაქმდები.

თუ ასე იძახი ყველას გამოცდილი უნდა და არაფერი არ გამოვაო , შეეშვი ამ საქმეს , არაფერი გამოგივა )) jobs.ge-ს ხსნი ხოლმე ? თუ კარგად წარმოაჩენ სტაჟირებისას თავს იქვე დაგტოვებენ , ვინ გამოგიშვებს , ყველა ბანკს სჭირდება .net დეველოპერი .....

Posted by: theodous 21 Jan 2022, 11:06
webdesigner93
რა ვისწავლო?

რითი ჩავაანცვლო ვები?


Posted by: webdesigner93 21 Jan 2022, 11:22
theodous
რაც მოგწოს ის ისწავლე , react-ზე ცოტაა მოთხოვნა , ანგულარზე თუ რა ? უბრალოდ რასაც ისწავლი , იმის ბაზისები კი არ უნდა იცოდე , გამოყენება უნდა იცოდე და მინიმუმ უნდა გესმოდეს რა როგორ მუშაობს. ციკლები რა არის , მასივები რა არის , ფუნქცია რა არის , კლასი რა არის და ა.შ. ამას სამსახურში არ გასწავლიან. სტაჟირება არის ყველა მიმართულებით , https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=348097 აჰა მაგალითად. ეს რაც 2 წამში მოვნახე და კიდე უამრავია smile.gif

ნურავის დაუჯერებ ვინც გეტყვის რო რამე კონკრეტული უნდა ისწავლო წარმატებისთვის , ყველა ენა საჭიროა და რაც გეხერხება , გამოგდის და გაინტერესებს , ის ისწავლე wink.gif

Posted by: theodous 21 Jan 2022, 11:24
webdesigner93
მადლობა

.........................................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)