მასკი სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა. ბავშვობიდან უცნაური იყო, რის გამოც ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი. მისთვის მთავარი გასართობი იყო წიგნების კითხვა, ხოლო ერთ-ერთი საყვარელი წიგნი კი აზიმოვის "დასაბამი". 12 წლის ასაკში თავისით ისწავლა პროგრამირება და პირველი პროდუქტი (ვიდეო თამაში) გაყიდა 500$-ად. მისი შექმნილი თამაშის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე:
http://blastar-1984.appspot.com/ Zip21995 წელს მან დაარსა თავისი პირველი კომპანია Zip2, რომლის გაყიდვიდანაც 22 მილიონი დოლარი მიიღო.
X.com/PayPal1999 წელს მასკმა თავისი მეორე კომპანია დაარსა. ონლაინ საიტი X.com, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც PayPal. 2002 წელს Ebay-მ კომპანია იყიდა 1.5 მილიარდ დოლარად, საიდანაც მასკს 165 მილიონი დოლარი ხვდა წილად.
SpaceX2002 წელს მასკმა გადაწყვიტა თავისი ოცნებისთვის ფრთების შესხმა და დაარსა კომპანია SpaceX, რომლის მთავარი მიზანი კაცობრიობის მულტიპლანეტარულ არსებებად ქცევაა. ამისთვის საჭირო იყო მრავალჯერადი "ბუსტერები" შექმნა, რათა კოსმოსში მოგზაურობის ხარჯები მინიმუმადე დავიდეს. 2015 წლის დეკემებერში SpaceX-მა პირველად დასვა "ბუსტერი" მიწაზე, 2016 წლის მარტში - ოკეანეში, 2017 წლის მარტში მეორედ დასვა იგივე "ბუსტერი" და 2018 წლის თებერვალში კი გაუშვა პირველი Falcon Heavy, რომელმაც კოსმოსში გაიტანა ელონის პირადი ტესლა როუდსტერი.
მასკი მარსის კოლონიზირების მნიშვნელობაზე:
SpaceX-ის გზა წარმატებისკენ:
Falcon Heavy
BFR: დედამიწა - მარსი
BFR: დედამიწა - დედამიწა
Tesla Motors.
2003 წელს დაარსეს ტესლა, რომელსაც მასკი შეუერთდა 2004 წელს, ხოლო 2008 წლიდან აქტიურად იყო ჩართული კომპანიის მართვაში.
კომპანიის თავდაპირველი საიდუმლო
გეგმა ითვალისწინებდა შემდეგ პუნქტებს:
1) სპორტული მანქანის აწყობა (Roadster - 2008).
2) მიღებული ფულის უფრო ხელმისაწვდომი მანქანების აწყობა (Model S - 2012 და Model X - 2015).
3) გამომუშავებული ფულით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მანქანების აწყობა (Model 3 - 2017).
4) თითოეული მოდელი უნდა იყოს ელექტრომობილი.
2017 წელს მასკმა მიაღწია 11 წლით ადრე დასახულ ყველა მიზანს და კომპანიის შემდგომი განვითარების
ხედვა დადო:
1) მზის ბატარეების სახურავის შექმნა, რომელიც იქნება ინტეგრირებული ბატარეასთან, ენერგიის შესანახად (Solar Roof & PowerWall).
2) ელექტრომობილების პროდუქტების ხაზის გადართოება, ყველა ძირითადი სეგმენტის მოსაცავად (Model Y, Tesla Semi, Pick-Up Truck).
3) ავტოპილოტის შექმნა, რომელიც 10-ჯერ უფრო უსაფრთხო იქნება ვიდრე ჩვეულებრივი მძღოლი.
4) გაზიარების სისტემის შექმნა (უბერის სტილში, ოღონდ მხოლოდ ტესლას მანქანებისთვის), რათა მფლობელმა ფული გამოიმუშაოს სანამ მანქანა არ სჭირდება (ავტოპილოტი იტაქსავებს).
ტესლას მანქანების გაყიდვები კვარტლურად:
OpenAIმასკი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა გახდეს კაცობრიობის გაქრობის მიზეზი. ამის გამო მან 2015 წელს შექმნა კომპანია, რომლის მიზანიც არის ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც იქნება უსაფრთხო და ამავდროულად სასარგებლო კაცობრიობისთვის.
მას სურს ხელოვნური ინტელექტი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, რათა დიდმა კორპორაციებმა და სახელმწიფოებმა ზედმეტად დიდი ძალაუფლება არ ჩაიგდონ ხელში სუპერ-ინტელიგენტის ფლობით.
Neuralink2016 წელს შექმნილი კომპანიის მიზანი არის ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ინტეგრაცია. მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავისი დამახასიათებელი თვისებების გარდა, ასევე ჰქონდეს ხელოვნური ინტელექტის აზროვნების უნარიც, რათა ადამიანი არ გახდეს უფრო "სუსტი" არსება ამ ორს შორის.
The Boring Companyრავი... ეს კომპანია, მგონი, უბრალოდ გასართობად შექმნა
იდეა კი იმაში მდგომარეობს რომ ქალაქებს შორის გათხარონ გვირაბები, რომლებში მანქანები იმოძრავებენ:
მოკლედ, საქმე გვაქ ადამიანთან, რომელიც ცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ...
მასკის მოკლე ბიოგრაფია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გასადიდებლად სურათს დააჭირეთ:
[IMG]https://forum.ge/?act=Attach&type=post&id=52188995[/IMG]
თემა Iთემა IIწინა თემის ტოპ მპოსტავები:
This post has been edited by Nickboy on 17 Feb 2018, 21:38