მცირე აბულზე გზა მიდის სოფ. განძანიდან. სოფლის ბოლოს ქვით ნაგებ ძველ ხიდს გადახვალთ თუ არა,მარცხნივ დაიწყება გრუნტის გზა. საორიენტაციოდ,სოფლის თავზე ტყის ზოლს დაინახავთ,რომელსაც მხარმარცხნივ ჩამოიტოვებთ. გზა გადის შუაში,მაგრამ "ხეობიდან" დიდი აღმართია ასაღები. უმჯობესი იქნება,თუ გზას ისე აიღებთ,როგორც რუკაზეა ნაჩვენები,ანუ მარჯვნივ ქედზე ერთხელ აიღებთ სიმაღლეს და მერე სულ სწორზე აგრძელებთ სიარულს. ესე ბევრად მარტივია.
Uploaded with
ImageShack.usდიდ აბულზე გზა გადის სოფ. ვლადიმიროვკიდან (მახარონი). ეს სოფ. ფოკასთანაა ახლოს,ტყის ზოლთან. სოფლის შუაში იწყება გზა,რომელსაც უბრალოდ უნდა მიჰყვე. დიდი აბულის გამოცნობა ძალიან იოლია - ყველაზე დიდი,გრანდიოზული და ულამაზესი
Uploaded with
ImageShack.usყურადღება მიაქციეთ იმას,რომ მარჯვენა, დაბალი მთა ითვლება მწვერვალად - 3331მ და ნიშნულიც მანდაა
)
Uploaded with
ImageShack.usწითელი ხაზით მონიშნულია გზა,სადამდეც მანქანა მიდის (ჯიპი,ან მაღალი გამავლობის ორხიდიანი). მწვანედან კი უკვე ფეხით უნდა გააგრძელოთ
გზა ახალქლაქიდანაც გადის,სოფ. აბულზე,მაგრამ ეს გზა უფრო შთამბეჭდავი და მარტივია
გაითვალისწინეთ,რომ აბულის ორივე მთა ვულკანური წარმოშობის მაგნიტური გამოსხივების მთაა და მის სიმაღლეს ნუ აიგდებთ აბუჩად - გამოცდილ ალპინისტებსაც კარგი დღე არ დასდგომიათ მანდ ასვლისას
) ანუ,წნევის ცვალებადობა,თავბრუსხვევა და თავის ტკივილია მოსალოდნელი. ასევე,ნებისმიერ სეზონზე,მთაზე ასვლისას თან იქონიეთ საწვიმარი! ფეხზე აუცილებლად ჩაიცვით სამთო ბათინკი (კოჭს უნდა გიფარავდეთ),მთის ზედაპირი სხვადასხვა ადგილას დაფარულია უზარმაზარი ლოდებით,სხვადასხვა ზომის ქვებითა და წვრილი ხრეშით!
* * *
შაორის მთა,მეგალითი. იგივე ქოროღლი,ანუ,როგორც სომხები მოიხსენებენ ამ მთას.
მთაზე ჯერ კიდევ საკმაოდ კარგადაა შემონახული შუაბრინჯაოს ხანაში აგებული მეგალითური,მშრალი წყობით ნაგები ციხე,რომელიც ზღვის დონიდან 2752 მეტრზე მდებარეობს და თარიღდება ჩვ.წ.აღ. 15 საუკუნით,ანუ დაახლ. 4000 წლის წინანდელი ციხე
) კარგ ამინდში ციხიდან მთელი შავშეთ-ერუშეთის მთები ხელისგულზე გადაგეშლებათ.
Uploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.us[IMG=http://img577.imageshack.us/img577/8305/yq8e.jpg][/IMG]Uploaded with
ImageShack.us This post has been edited by kato_stropa on 29 Aug 2013, 21:31