Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > სამშობიაროები, გამოცდილება, ფასები


Posted by: ლიკლიკა 14 Dec 2012, 13:46
http://forum.ge/?f=97&showtopic=34291057&st=0 I



http://forum.ge/?f=97&showtopic=34233300 II




http://forum.ge/?f=97&showtopic=34347617 III




http://forum.ge/?f=97&showtopic=34396325 IV



http://forum.ge/?showtopic=34299888&f=&st=0&#entry27331830

Posted by: kvatunia24 15 Dec 2012, 17:46
გადმოვბარგდეთ აქეთ ჩვენ ჩვენი კითხვებით და პრობლემებით biggrin.gif smile.gif

Posted by: FoXy 15 Dec 2012, 20:50
წინა თემა სადამდეც შევძელი წავიკითხე და ღუდუშაურზე არაფერი წერია...

იქნებ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, ვინ არის კარგი ექიმი, რა ფასებია და ა.შ.

Posted by: blblbl 15 Dec 2012, 20:51
FoXy
ექიმები კარგები არიან,მაგრამ ცხელი წყალი არა,გათბობა არა,საწმელი არაა,ყინავს,პლიუს ანესთეზია არ მოსწონთ არათუ გაუტკივარება არამედ უმეტესობასთან კოლტები რომ რჩებატ გამოფხეკასაც კი გაუყუჩებლად აკეთებენ,ანტისნიტარიაც ,ვისაც როცა უდნა შედის და გადის არანაირი ხალათი და ა.შ.გავაგრძელო?

Posted by: David_S 15 Dec 2012, 21:04
გაგუაზე რას იტყვით?

როგორი მდგომარეობაა?

Posted by: blblbl 15 Dec 2012, 21:07
David_S
დეიდაჩემმა იმშობიარა ორჯერ თითო წლის შუალედით,მე ვესწრებოდი ორივე მშობიარობას,რაც ვნახე უმაღლესი ყურადღება იყო ყველა თან გადაჰყვა.შემდეგ დღეებში მე არ ვიცი,მაგრამ თითონ ძალიან კმაყოფილია.თუმცა უკმაყოფილოებიც ჰყავს რა თქმა უნდა .მე რომ გავაჩენ აუცილებლად მანდ მივალ ეგ ნამდვილად ვიცი biggrin.gif

Posted by: ქინქლა 15 Dec 2012, 21:10
blblbl
QUOTE
ექიმები კარგები არიან,მაგრამ ცხელი წყალი არა,გათბობა არა,საწმელი არაა,ყინავს,პლიუს ანესთეზია არ მოსწონთ არათუ გაუტკივარება არამედ უმეტესობასთან კოლტები რომ რჩებატ გამოფხეკასაც კი გაუყუჩებლად აკეთებენ,ანტისნიტარიაც ,ვისაც როცა უდნა შედის და გადის არანაირი ხალათი და ა.შ.გავაგრძელო?

ამ პირობებში ჩემმა მეგობარმა 1400 ლარი გადაიხადა ღუდუშაურში. ამეებს რომ მიყვებოდა თმა ყალყზე დამიდგა. ელემენტარული წყალი არ დაალევინეს გოგოს, შენი ჭიქა უნდა მოიტანოო

Posted by: blblbl 15 Dec 2012, 21:12
ქინქლა
QUOTE
ამ პირობებში ჩემმა მეგობარმა 1400 ლარი გადაიხადა ღუდუშაურში. ამეებს რომ მიყვებოდა თმა ყალყზე დამიდგა. ელემენტარული წყალი არ დაალევინეს გოგოს, შენი ჭიქა უნდა მოიტანოო

მერე კიდე ვინმე იტყვის რატომ წერ ცუდს ექიმები კარგი ჰყავთო,რაში მჭირდება მაGათ ექიმების სიკარგე,უამრავი აკრგი ექიმია,მაგ პირობებში გაჩენას სახლში გაჩენა სჯობს,1400ლარად ექიმები სახლში მოვლენ და გამშობიარებენ biggrin.gifთავისი ნებით მანდ ადამინი როგორ უნდა მივიდეს მართლა არ მესმის.


პ,ს,ნეტა მიშიკოს ცოლმა რომ იმშობიარა რამე ცალკე მააგრი პალატა ჰქონდათ მანდ? biggrin.gif ეტყობა ჩაკეტილია ვიპ კლიენტებისთვის biggrin.gif

Posted by: CAMPOLINA 15 Dec 2012, 21:15
blblbl
პათოლოგიურებს ხო მანდ უშვებენ და ვერ გავიგე ისედაც რაღაც ჭირს ადამიანს პრობლემურია და მასეთ პირობებში ალბათ უფრო უარესად გახდება sad.gif რა კოშმარია

Posted by: ქინქლა 15 Dec 2012, 21:15
QUOTE
1400ლარად ექიმები სახლში მოვლენ და გამშობიარებენ

blblbl
yes.gif yes.gif უბრალოდ მართლა სამარცხვინოა ამისთანა პირობები, ან ის ექიმები როგორ მუშაობენ ასეთ პირობებში;

Posted by: ლიკლიკა 15 Dec 2012, 21:26
David_S
QUOTE
გაგუაზე რას იტყვით?

როგორი მდგომარეობაა?

ნორმალური. ცუდი არაა. თუ გაგიმართლა გადაგყვებიან ზედ, თუ ცუდ ხასიათზე ან დაღლილები იქნებიან ამოგიყვანენ ძმრად. როგორც ყველგან რა biggrin.gif

საერთო ჯამში შედარებით დაბალი ფასებია და ნორმალური პირობები, ამიტომ ბლომად მშობიარე ჰყავთ.

Posted by: ლილეკა 15 Dec 2012, 21:58
ახალი სიცოცხლის ფასები როგორია გოგოებო? და კიდევ ემბრიონზე ვერ მოვიძიე ინფორმაცია ინტერნეტში და იქნებ დამეხმაროთ, დამაკვალიანეთ აბა რა ხდება, ემბრიონსაც აქებენოო, მაგრამ მე ახალი სიცოცხლე მომწონს რაღაც

Posted by: FoXy 15 Dec 2012, 22:52
blblbl

ეს რეები დაწერე biggrin.gif აბა ვისაც ნაადრევი გვემუქრება სად წავიდეთsad.gif

ემბრიოში ვიარე ექიმთან და არ ვიცი ძალიან არ მომეწონა, უყურადღებო, ყოველ სიტყვაზე 40 ლარს მახდევინებდნენbiggrin.gif ანალიზები გამაკეთებინეს 300 ლარის და თოდუაში (მგონი ეს მითხრეს) გაიკეთე მაინც გადაამოწმეო, თავის ანალიზებს არ ენდობოდნენ.
სამშობიაროც იქვეა, ეს ხალათიანი გოგოები დაბორიალობდნენ, არ ვიცი არ მომეწონა(

ხომ არ იცით 4-ში (ორთაჭალაში) ინკუბატორი თუ აქვთ?

Posted by: blblbl 15 Dec 2012, 23:31
FoXy
CAMPOLINA
საბედნიეროდ ახლა ახალი სიცოცხლეც პათოლოგიურია ,ღუდუშაურის მეანებიც იქ არიან და ღმერთმა დაიფაროს რომ რამე და სხვა სამშობიარომ არ მიიღოს გართულებული ორსული,(ეს სამშობიაროს ბრალი არაა,არ აქვთ უბრალოდ უფლება ზოგ შემთხვევაში )ღუდუშაურის მაგივრად მანდ შეუძლია მშობიარეს წასვლა.

Posted by: FoXy 15 Dec 2012, 23:36
blblbl
ვინმე კარგი ექიმის სახელი და გვარიც გვითხარიsmile.gif

Posted by: E_ko 15 Dec 2012, 23:44
FoXy
"ახალ სიცოცხლეზე" არ გიფიქრია? მე არ მიმშობიარებია მანდ მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდი რამე რომ გაგვრთულებოდა. და ვისაც ვკითხე ყველამ კარგიაო. აქ გოგოებიც აქებენ. ფასებიც ნორმალური იყო, ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ფასის გაგებისას არ შემშინებია.

Posted by: blblbl 15 Dec 2012, 23:48
FoXy
თუ ახალ სოცოცხლესი მოგიწია,როგორც ვიცი მამუკა ნემსაძე უნდა მუშაობდეს მანდ და ძალიან კარგია .ღუდუშაურის ექიმია.

Posted by: FoXy 15 Dec 2012, 23:55
E_ko

აი ჯერ ვარჩევ 2 თვე გვაქვს კიდევ წინ თუ არ გართულდა უფრო, ექიმი ყველა ვარიანტში პათოლოგიურში მაგზავნის. ღუდუშაურში მიშვებდა, მაგრმა ისეთები წავიკითხე...biggrin.gif

blblbl
უი ეგ ნემსაძე გამიგია ახლობელმა მითხრა ღუდუშაურში ეგ არის კარგი ექიმიო.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 16 Dec 2012, 12:08
ღუდუშაურის გახსენებაზე მე თმები მიბრუნდება biggrin.gif სამშობიარო ბლოკთან არ მქონია შეხება მაგრამ ისე მეზიზღება იქაურობა რომ სულ რომ ვკვდებოდე მანდ არ მივალ შანსი არაა.
მე გადავწყვიტე უკვე ახალი სიცოცხლე და მივალ ამ კვირაში მოვინახულებ და ექიმებსაც და ფასებსაც გავარკვევ და გეტყვით მერე გოგოებო, მე ვისთანაც ვიკითხე ყველამ მიქო და რა ვიცი აბა?

Posted by: agnes 16 Dec 2012, 12:41
QUOTE
ვისაც ნაადრევი გვემუქრება სად წავიდეთ

გაგუაც შეგიძლიათ, იაშვილის კლინიკაში ბავშვის გადაყვანაა შესაძლებელი. ბევრი ასეთი პაცინტი მიდის იქ

Posted by: CAMPOLINA 16 Dec 2012, 14:29
blblbl
ერთხელ ვიყავი უკვე მაგასთან კონსულტაციაზე და ძალიან მომეწონა თუ რამე გართულებულად მექნება მაგასთან ვაპირებ და თუ ახალ სიცოცხლეშიცაა დავმშვიდდიsmile.gif ისე ღმერთმა დაგვიფაროს ყველა გართულებულისა და ნაადრევისგან.

Posted by: ლილეკა 16 Dec 2012, 17:03
blblbl
QUOTE
თუ ახალ სოცოცხლესი მოგიწია,როგორც ვიცი მამუკა ნემსაძე უნდა მუშაობდეს მანდ და ძალიან კარგია .ღუდუშაურის ექიმია.


აი ნემსაძე თუ ახალ სიცოცხლეშია ნამდვილად ღირს ახალ სიცოცხლეში მშობიარობა smile.gif მაგასთან მინდოდა ისედაც და ღუდუშაურის გამო ვიკავებდი თავს, რა მაგარია!


Posted by: Pumpula 16 Dec 2012, 17:07
ეგ მამუკა ნემსაძე საკეისროსაც სიტყვაზე ისე მაგრად აკეთებს როგორც ფიზიოლოგიურზეა ცნობილი?

Posted by: ლილეკა 16 Dec 2012, 17:35
Pumpula
ზოგადად ძალიან წინააღმდეგია საკეისროების, თუ მართლა ჩვენება არ გაქვს არ გაგიკეთებს, მაგრამ საკეისროზე ნამდვილად არ ვიცი როგორია, ცუდი არ გამიგია ნამდვილად, მაგრამ ისე რო ძლიერი გინეკოლოგია ვიცი.

ნატა ფირცხალავაც ხომ არაა ახალ სიცოცხლეში გადასული თუ იცის ვინმემ?

Posted by: pandora23 16 Dec 2012, 18:21
ახალ სიცოცხლეში მშობიარობა რა ღირს არ იცით? ვერსად მოვიძიე ინფორმაცია.
პ.ს. ეგ ხო იაშვილის კლინიკაშია?
* * *
ლილეკა
ემბრიო მქონდა მეც აქამდე გადაწყვეტილი მაგრამ ახალ სიცოცხლესაც აქებენ ძალიან და ჯერ ისევ ვფიქრობ. როდის ელოდები? მე ჯერ 25 კვირის ვარ smile.gif))

Posted by: ლილეკა 16 Dec 2012, 18:59
pandora23
მე ჯერ 17-ის biggrin.gif მაგრამ უკვე დავიწყე ფიქრი სამშობიაროზე smile.gif ახალი სიცოცხლე იაშვილში არაა, სულ ბოლოში ჟვანიას კლინიკა რომ იყო ბავშვთა იქაა აშენებული რო მიდიხარ მარჯვნივ.
მეც ახალ სიცოცხლეს ვფიქრობ, მაგრამ ფასები მეც ვერ გავარკვიე ვერსად sad.gif

Posted by: kvatunia24 16 Dec 2012, 19:11
ამ კვირაში თუ წავედი გავარკვევ მე ფასებს და გაგაგებინებთ გოგოებო, ფიზიოლოგიური როგორც მითხრეს ექიმის აყვანიანად 950 ჯდება მგონი და საკეისრო ვერ დავადგინე ვერც მე, თან კარგი სპეციალისტი მინდა საკეისროს თუ მეტყვიან და მაგასაც გავიგებ ვინ ყავთ საუკეთესო smile.gif

Posted by: ლილეკა 16 Dec 2012, 19:14
kvatunia24
თუ წახვედი ეპიდურულიც გაარკვიე რააა

Posted by: pandora23 16 Dec 2012, 20:32
kvatunia24
უი ეპიდურული მეც მაინტერესებს და ექიმის აყვანის გარეშე რა ღირს ეგეც გაგვიგე ბარემ.... დავალებები მოგეცით მოკლედ biggrin.gif

Posted by: laliko_laliko 16 Dec 2012, 20:44
ნემსაძე გადავიდა ახალ სიცოცხლეში? აგვისტოში ვიყავი და ისევ ღუდუშაურში იყო, მიყვარს აქ მუშაობა , გართულებების შემთხვევაში ყველანაირი უზრუნველყოფილია ეს კლინიკაო smile.gif ძალიან მაგარი ექიმია, რაც მთავარია არ უყვარს წამლების უაზროდ მიყრა პაციენტებზე. მაგრამ გოგოებო, თუ მართლა რამე პათოლოგია და გართულება არ არის, ღუდუშაურში ნუ მიხვალთ smile.gif

Posted by: kvatunia24 17 Dec 2012, 13:58
ლილეკა
pandora23
ყველაფერს გავარკვევ აუცილებლად smile.gif მეც მაინტერესებს ეგენი, ორივე ვარიანტს განვიხილავ ფიზიოლოგიურსაც და საკეისროსაც, ხოდა მაგ ნემსაძეზეც გავიგებ მანდ არის თუ ისევ ღუდუშაურშია.

Posted by: FoXy 17 Dec 2012, 21:04
გოგოებო ე.ი. დავრეკე ნემსაძესთან, მიღება მაქვს ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 13:00-16:00 ღუდუშაურშიო და ვამშობიარებ ახალ სიცოცხლეშიო. ზეგ წავალ და უკეთ გამოვკითხავ ყველაფერსsmile.gif

Posted by: kvatunia24 17 Dec 2012, 21:11
FoXy
რა კარგი გოგო ხარ, თუ გადავწყვიტე ნემსაძე მეცოდინება smile.gif
* * *
გოგოებო ნოდარ ზალდასტანიშვილზე რას იტყვით? ყველა აქებს და ყველა ისე თბილად იხსენიებს, ეგეც ხომ ახალ სიცოცხლეშია ?

Posted by: makuna1980 18 Dec 2012, 00:14
გოგოებო, ჰერაში არავინ აპირებთ? ღოღობერიძესთან მაქვს გეგმაში და აქაური აზრიც მაინტერესებს... ხუთშაბათს ვაპირებ მისვლას და ნახვას...

Posted by: kvatunia24 18 Dec 2012, 13:10
makuna1980
ჩემი დაქალი მუშაობს მანდა და ვიცი რომ კარგია ძალიან ღოღობერიძე, მეც მაბავდა მოდიო ჩვენთანო მაგრამ მე მიზეზთა გამო ვერ მივდივარ smile.gif

Posted by: makuna1980 18 Dec 2012, 17:05
QUOTE (kvatunia24 @ 18 Dec 2012, 13:10 )
makuna1980
ჩემი დაქალი მუშაობს მანდა და ვიცი რომ კარგია ძალიან ღოღობერიძე, მეც მაბავდა მოდიო ჩვენთანო მაგრამ მე მიზეზთა გამო ვერ მივდივარ smile.gif

ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მე ღოღობერიძესა და დარახველიძეს შორის ვაპირებ არჩევანის გაკეთებას და საბოლოოდ ჯერაც ვერ გადავწყვიტე, არადა გავხდი უკვე 34 კვირის ამ ფიქრში smile.gif მრცხვენია უკვე რომ მეკითხებიან სად მშობიარობო და ჯერ არ ვიცითქო რომ ვპასუხობ smile.gif

Posted by: kvatunia24 18 Dec 2012, 17:41
makuna1980
მეც მაგ დრეში ვარ თუმცა 33 კვირის არ ვარ ჯერ biggrin.gif და რომ მეკითხებიან და არ ვიცი ძალიან ძალიან მრცხვენია უკვე, თუმცა ეხლა გადავწყვიტე მგონი რომ ახალ სიცოცხლეში გავაჩენ.
დარახველიძეზეც და ღოღობერიძეზეც კარგის მეტი არაფერი მსმენია მართლა smile.gif

Posted by: pandora23 18 Dec 2012, 22:03
გოგოებო მაქვს ასეთი სიტუაცია და თქვენი რჩევა მჭირდება, სამშობიარო სახლებიდან გაგუასა და ემბრიოს შორის ვარ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემი დედამთილის დაქალი მუშაობს მე-4 სამშობიარო სახლში (ორთაჭალაშია) პედიატრია და უკვე ტვინს aba.gif aba.gif მიჭამენ ყველა რომ ნაცნობი რომ გვყავს ბევრს ნიშნავს და მანდ ჯობიაო, რამე გსმენიათ ამ კლინიკაზე? ვინმეს ხომ არ უმშობიარებია ან რა ვიცი, მომწერეთ რაა ძალიან მაინტერესებს sleep.gif

Posted by: anuka2009 18 Dec 2012, 22:04
makuna1980
QUOTE
ღოღობერიძესა და დარახველიძეს


მე დარახველიძეს გირჩევდი, უბრალოდ გაითვალისწინე, ფასებშიც სხვაობაა

Posted by: Where Is Everybody 18 Dec 2012, 22:15
pandora23

ჩემმა ნაცნობმა იმშობიარა მანდ და ძალიან კმაყოფილია რავიცი.. ექიმი ყავდა აყვანილი და ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდნენო
QUOTE
ნაცნობი რომ გვყავს ბევრს ნიშნავს


ეს მგონი მართლა მასეა smile.gif

Posted by: blblbl 18 Dec 2012, 22:39
pandora23
ნაცნობი ზოგჯერ ბევრს ნიშნავს და ზოგჯერ არც არაფერს,ამიტომ თითონ აწონე კარგად და სადაც გული მიგიწევს იქ წადი smile.gif

Posted by: makuna1980 19 Dec 2012, 00:54
ხვალ მივდივარ რკინიგზის საავადმყოფოშI და ბარემ ღოღობერიძესთანაც მივალ, ვნახოთ როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს smile.gif მერე დარახველიძEსთანაც მივალ და მოვიფიქრებ რამეს... იმედია smile.gif

Posted by: pandora23 19 Dec 2012, 14:59
Where Is Everybody
blblbl
ის დაქალიც ექაჩება გინდა თუ არა აქ მოიყვანე ყურადღებას მივაქცევთო და აღარ ვიცი, ახალი წლის მერე გავივლი ერთი და ვნახავ იქაურობას smile.gif)))))

Posted by: FoXy 19 Dec 2012, 20:57
pandora23
QUOTE
ვინმეს ხომ არ უმშობიარებია ან რა ვიცი, მომწერეთ რაა ძალიან მაინტერესებს


ჩემმა დაქალმა იმშობიარა მანდ და ძალიან კმაყოფილია yes.gif


დღეს ვიყავი ნემსაძესთან, 4 თუ 5 სთ-ი ველოდე ცოცხალ რიგში, ჩაწერაა საჭირო, რომ დავურეკე არ არის საჭიროო და ნუ მოკლედ თურმე საჭიროაbiggrin.gif

რავიცი თვითონ ძალიან მომეწონა, აყვანა 400 ლარი ღირს (კონსულტაცია 25), ამშობიარებს ღუდუშაურში ან ახალ სიცოცხლეში, მე ავიყვან. ახალ სიცოცხლეში ვეღარ წავედით ფასები, რომ გამეგო.

Posted by: Pumpula 19 Dec 2012, 21:02
FoXy

ცოტა მეტი შთაბეჭდილებები? biggrin.gif მეც ეგ მირჩიეს და მაინტერესებს biggrin.gif ახალგაზრდა კაცია? ვიცი რომ ფიზიოლოგიურის მომხრეა და ძალიან უკიდურეს ვითარებაში აკეთებს საკეისროებს

Posted by: FoXy 19 Dec 2012, 22:06
Pumpula
http://www.vidal.ge/doctors/more.php?id=1473

ალბათ 45მდე biggrin.gif რა გითხრა მეტი თვითონ ძალიან მომეწონა, საყვარელი კაცია, დამამშვიდა დამაწყნარა , არაფერი ნაადრევის არ ეტყობა ამასოbiggrin.gif რომ დარბის ხულიგანია ალბათოbiggrin.gifუბრალოდ სხვაზე უფრო ხშირად უნდა იარო ეხოზე-2 კვირაში ერთხელო. მიდი ერთხელ ვიზიტზე აუცილებლად მოგეწონება-მე ასე ვფიქრობsmile.gif ისეთი მშვიდი და საყვარელი საპარაკი აქვს ალბათ 5 წუთში გაგაჩენინებსbiggrin.gif

Posted by: dadu411 20 Dec 2012, 09:58
გოგოებო ჰერაზე რაას მეტყვიით? ექიმის აყვანას არ ვაპირებ და ხომ არ მომკლავეენ ? facepalm.gif ვიყავი მანდ და დავათვალიერე ყველაფერი მომეწონა პალატაც შევარჩიე 1 კაციანი და მაინტერესებს ეხლა ხომ კარგი ექიმები ყავთ?

Posted by: Dido 20 Dec 2012, 10:48
dadu411
ჩემმა ბიძაშვილმა სამივე შვილი მანდ გააჩინა და კმაყოფილია yes.gif

Posted by: Pumpula 20 Dec 2012, 11:03
FoXy

ვაიმემ რა სასაცილო კაციააააააააა, სურათზე როგორ იცინის, როგორც კი შევხედე სიცილი ამივარდა lol.gif მარტო მაგის ღიმილის გამო ვიმშობიარებ მაგასთან მგონი givi.gif ჯერ ჩემი მისვლა ადრეა, მარა ასე 3 თვეში მაქსიმუმ უკვე უეჭველი მომიწევს მისვლა..თუ ახალ სიცოცხლეში ცალკე პალატაში დამაწვენენ და ქმარი დაესწრება, მოკლე ვირჩევ მამუკა ნემსაძეს და ეგაა რა boli.gif

Posted by: anakh 24 Dec 2012, 14:24
QUOTE
ალბათ 45მდე  რა გითხრა მეტი თვითონ ძალიან მომეწონა, საყვარელი კაცია, დამამშვიდა დამაწყნარა , არაფერი ნაადრევის არ ეტყობა ამასო რომ დარბის ხულიგანია ალბათოუბრალოდ სხვაზე უფრო ხშირად უნდა იარო ეხოზე-2 კვირაში ერთხელო. მიდი ერთხელ ვიზიტზე აუცილებლად მოგეწონება-მე ასე ვფიქრობ ისეთი მშვიდი და საყვარელი საპარაკი აქვს ალბათ 5 წუთში გაგაჩენინებს

აუ რა კარგია, მაგრამ მე ამ ახალ სიცოცხლეზე ცოტას ვატორმუზებ, რომ დაწერეს სეფსისი დამართეს ვიღაც გოგოსო. თანაც ახალი რომ არის... ღუდუშაური კიდე არ მინდა help.gif
* * *
QUOTE
ვაიმემ რა სასაცილო კაციააააააააა, სურათზე როგორ იცინის, როგორც კი შევხედე სიცილი ამივარდა  მარტო მაგის ღიმილის გამო ვიმშობიარებ მაგასთან მგონი 

მეც ძალიან მომწეწონა, აშკარად დადებითი პიროვნებაა smile.gif

Posted by: ლიკლიკა 24 Dec 2012, 14:34
მე მქონდა შეხება მამუკა ნემსაძესთან 5-6 წლის წინ. ძალიან დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თავისთავად კმაყოფილი პაციენტიც ვარ smile.gif


anakh
QUOTE
ახალ სიცოცხლეზე ცოტას ვატორმუზებ, რომ დაწერეს სეფსისი დამართეს ვიღაც გოგოსო

ეგ ახალი სიცოცხლე არც გამიგია, მაგრამ მაგის მიხედვით ნუ გადაწყვეტ. ცუდი შემთხვევები ყველგან ხდება, აბსოლუტურად ყველგან. თითო ჩონჩხი ყველა ექიმს ყავს, სამწუხაროდ sad.gif
მთავარია ორსულობა აკონტროლო შესაბამისად, აარჩიო სასურველი ექიმი და ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო არაფერზე 2kiss.gif

Posted by: anakh 24 Dec 2012, 15:17
QUOTE
მთავარია ორსულობა აკონტროლო შესაბამისად, აარჩიო სასურველი ექიმი და ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო არაფერზე

გაიხარე 2kiss.gif არა ეს მამუკაზე არ უთქვამთ, ვინმემ ეგრე არ გაიგოს, ექიმი ვინ იყო არ ვიცი ...

Posted by: makavel1 28 Dec 2012, 18:15
ხალხო ერთი წესიერად გამარკვიეთ, ვინც ჩაჩავაში გააჩინეთ, ბავშვი თქვენთან გყავდათ თუ მათთან იყო, თუ თქვენს სურვილზე?

Posted by: taktakuna 28 Dec 2012, 18:37
Pumpula
მამუკა ნემსაძე არის ძალიან კარგი ექიმი, კარგი და თბილი პიროვნება, პაციენტების მიმართ ძალიან ყურადღებიანი, არც ერთი ექიმი არ შედიოდა თავის ნამშობიარებ გოგონებთან ღუდუშაურში, მარტო ეგ დადიოდა ყოველ დღე და ამოწმებდა. ძალიან ძლიერი ქირურგია, ისეთი მშობიარეები ყავდა მე რომ ვიწექი, უმძიმესი. თუ მას აირჩევთ დარწმუნებული ვარ არ ინანებთ.
makavel1
ჩემებმა ვინც გააჩინეს ახლობლებდა, ჩვენ გვყავდაო.
საერთოდ მგონი ყველა სამშობიაროში დედასთან ტოვებენ ბავშვს, რაც არ არის სწორი ნამდვილად. მე ძალიან მიჭირდა მოვლა, განსაკუთრებით, როცა ბავშვი წყნარი არაა, მის გამო ვერც მე ვიყავი კარგად.

Posted by: Pumpula 28 Dec 2012, 20:43
taktakuna

უი შენ გაიხარე რომ ესე დამიხასიათე..მე იმის მეშინია რომ ფიზიოლოგიურზე თუ კაია, იქნებ საკეისროზე არ იყოს ისეთი მაგარითქო და როგორც პირადმა გინეკოლოგმა მითხრა, ძალიან კარგია ორივეშიო და მთავარია ეხლა ახალი სიცოცხლის პირობები მომეწონოს და ულაპარაკოდ მაგას ავიყვან

Posted by: taktakuna 28 Dec 2012, 21:20
Pumpula
საკეისროშიც ძალიან კარგია, ისეთი სისხდენით გადაარჩIნა გოგო, ექიმები ეუბნებოდნენ მერე დედამისს ბედი გქონიათ მამუკასთან რომ მოხვდაო, შეხება მქონდა მაგის სამ ნაკეისრალებთან და ძალიან კარგი ქირურგია. ახალ სიცოცხლეშI არ ვიცი რა ხდება, მე ღუდუშაურში მომიწია და დღემდე კოშმარად მაქვს დარჩენილი მოგონებები.

Posted by: tlikina 28 Dec 2012, 23:14
makavel1
მე გავაჩინე ჩაჩავაში, ღაამე გამყავდა და ვუტოვებდი, ჭამის დროსც იტოვებდნენ და ისე მეთვითონაც მინდოდა ჩემთან ყოფილიყო და სულ მე მყავდა smile.gif


ვისაც საკეისრო ქონდა გაკეთებული,იმათი ბავშვები თითქმის სულ გაყვანილი ყავდათ ან ვინმე იყო ამათთან დამხარედ მოსული

Posted by: seikogeiko 29 Dec 2012, 02:44
გოგოებო დათო დავარაშვილზე რას იტყვით? და ბიბიდაში ეხლა რა ხდება, ამბობენ გაარემონტეს და გაუმჯობესდა პირობებიო.

Posted by: anuka2009 29 Dec 2012, 11:38
makavel1
QUOTE
ხალხო ერთი წესიერად გამარკვიეთ, ვინც ჩაჩავაში გააჩინეთ, ბავშვი თქვენთან გყავდათ თუ მათთან იყო, თუ თქვენს სურვილზე?


როცა მინდოდა დღის განმავლობაში ჩემთან მყავდა, ღამით გაყავდათ ყველა ბავშვი და გვაძინებდნენ. ჭამის დროსაც შემოდიოდა ექთანი, გვაფრთხილებდა რომ სადიკლის დრო იყო, ბავშვები გაყავდა და ჩვენ სასადილოში მივდიოდით. მნახველები რომ მოდიოდნენ, ერთი-ორჯერ მაშინაც დავუტოვე ექთნებს ბავშვი ცოტა ხნით.

Posted by: makosha 29 Dec 2012, 12:03
seikogeiko

ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც შემიძლია ვიმშობიარო smile.gif))))

Posted by: stefani 29 Dec 2012, 14:18
makavel1
QUOTE
ხალხო ერთი წესიერად გამარკვიეთ, ვინც ჩაჩავაში გააჩინეთ, ბავშვი თქვენთან გყავდათ თუ მათთან იყო, თუ თქვენს სურვილზე


ნოემბრის ბოლოს ვიმშობიარე ჩაჩავაში (და ვფიქრობ მას შემდეგ არაფერი შეიცვლებოდა) ბავშვი არ გაჰყავდათ არც ერთი წუთით,პირველ დღესაც კი,როცა საკეისრო მქონდა გაკეთებული,ექთნები ამბობდნენ ახალი წესია და ბავშვი რომ გავიყვანოთ სამსახურიდან მოგვხსნიანო ასე რომ გაითვალისწინეთ smile.gif

Posted by: Pumpula 29 Dec 2012, 14:31
მდააააა, დღეს ისეთი გავიგე ქორიძეზე, სათოფეზე არ გავეკარები smile.gif სანდო წყაროსგან ვიცი რომ მოკლედ უყვარს ხოლმე კაიფში ყოფნაო და მშობიარობის დროს ექიმი კაიფში იყოს და გამართლებაზე ვიყო როგორ მომხედავს, არ მინდა რა, კარგად იყოს, გადავიფიქრე ქორიძე, ვინმე სხვა კარგი ყავთ ჯამრთელობის სახლში?

Posted by: tlikina 29 Dec 2012, 14:35
Pumpula
რაღAდროს ქორიძის კაიფია, იმდენმა გააჩIნა ჩემს გარშEმო,მსგავსი არავისგან გამიგია

Posted by: makavel1 29 Dec 2012, 14:55
QUOTE
ექთნები ამბობდნენ ახალი წესია და ბავშვი რომ გავიყვანოთ სამსახურიდან მოგვხსნიანო

რა სასწაული ხალხია რააა smile.gif

Posted by: Pumpula 29 Dec 2012, 15:03
tlikina

ეხლა პაციენტს იმას კი არ ეტყვის კაიფში ვარო biggrin.gif

Posted by: ლუნა 29 Dec 2012, 15:28
QUOTE
ბავშვი არ გაჰყავდათ არც ერთი წუთით

ამ საშინელი წესის გამო სამშობიაროდან საშინლად დაღლილი და უძინარი გამოვედი, კიდევ კარგი ფიზიოლოგიურად გავაჩინე ნაკერების გარეშე თორემ ნაკეისრალი რომ ვყოფილიყავი რა მეშველებოდა არ ვიცი.

რამდენი უკმაყოფილო მშობიარეა ამის გამო და მაინც არაფერი იცვლება, სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან ერთი და იგივეა..
კეთილი ინებონ და აიყვანონ დამატებითი პერსონალი (თუნდაც იმ უზარმაზარი თანხებიდან რომელსაც პაციენტები იხდიან) რომელიც მიხედავს ღამე გაყვანილ ბავშვებს და დააძინონ ეს საწყალი მშობიარე რამდენიმე დღე მაინც..

Posted by: Dido 29 Dec 2012, 16:45
stefani
ლუნა
ხო, მეც რო გავაცინე 7 წლის წინ ჩაჩავაში ეგ მითხრეს, მაგრამ მე მაინც შევუყვანე ბავშვი მეთქი მეძინება და მიხედეთქო. ხოდა ზოგი ამბობს რო არაო სულ გაყავდათო და ზოგი პირქით.ვეღარ გავიგე რა. მემგონი მორიგე ექიმებ/ექთნებზეა ეგ დამოკიდებული biggrin.gif

Posted by: ლუნა 29 Dec 2012, 17:04
Dido

მე ჩაჩავაში არ გამიჩენია შარაშიძეში გავაჩინე მაგრამ იგივენაირად იყო იქაც..

QUOTE
მემგონი მორიგე ექიმებ/ექთნებზეა ეგ დამოკიდებული

ანუ მშობიარეს უნდა გაუმართლოს რომ დაუზარელი ექთანი დახვდეს ცვლაში + კარგ ხასიათზე მყოფი.. vis.gif

Posted by: mainc 29 Dec 2012, 17:12
ქორიძეზე ასეთი რამ მართლა არ გამიგია.თან მრავალმხრივი ინფო მაქვს.
უფრო კონკურენციის გამო დაყრილი ხმა მგონია.
თუმცა, ნება შენია, არ გაეკარო : )

Posted by: blblbl 29 Dec 2012, 17:47
Pumpula
ეგ არ ვიცი მაგრამ,მეც ბევრი მიზეზი მაქვს ქოტრიძეს რომ არც კი მივუახლოვდე biggrin.gif ეგ ადრეც გამიგა მარა ასე ვერ დავიჯერებ ნამდვილად.

Posted by: taktakuna 29 Dec 2012, 18:25
ლუნა
საშIნელებაა, ყველა ერთნაირად ვერ დაფრინავს და ყველას ერთნაირად არ შეუძლია ბავშვის მოვლა, ნაკეისრალს მეორე დღესვე მომიყვანეს, არადა ნახევარი საათის წამომჯდარი ვიყავი და დატოვეს, გამოსაცვლელი იყო და გადატრიალება არ შემეძლო, არათუ ადგომა და პამპერსის გამოცვლა. უშედეგო რეკვის მერე ექთნების ოთახში ერთი უბედურებით გამოვუცვალე. ისეთი უზნეო ექთანი იყო მორიგე, გადამიყვანა ჭკუიდან და რომ წამოვუხტი კინაღამ წავაგლიჯე თავი, ინება მერე დატორმუზება.
საერთოდაც კი, ჩვენთან არც მომსახურება ვარგა არსად და არც არაფერი, იხდი თუ არ იხდი ერთი ფასი აქვს. მე ვერ წარმომიდგენია ეხლა მეორეს გაჩენა და არც ვაპირებ, მაგრამ თუ მაინც გადავირიე, ავიღებ ისეთ პალატას თავზე მდგომი რომ დაუშვან და მომხედოს დედამ, თორემ მაგათ იმედზე ჩემი მტერი იყოს.
არავინ არ იცის, ვის როგორი მშობიარობა და შემდგომი პერიოდი ექნება, ჩემი რჩევა ეგ იქნება, მით უმეტეს ვინც საკეისროს იკეთებს, ჯობია თავზე ახლობელი გედგათ და ექთნების ცვლების იმედზე არ იყოთ.

Posted by: Dido 29 Dec 2012, 18:44
taktakuna
QUOTE
გამოსაცვლელი იყო და გადატრიალება არ შემეძლო, არათუ ადგომა და პამპერსის გამოცვლა. უშედეგო რეკვის მერე ექთნების ოთახში ერთი უბედურებით გამოვუცვალე. ისეთი უზნეო ექთანი იყო მორიგე, გადამიყვანა ჭკუიდან და რომ წამოვუხტი კინაღამ წავაგლიჯე თავი, ინება მერე დატორმუზება.

ეს ჩაჩავაში მოხდა? არა, ჩემ დროს დარეკილზე ეგრევე შემოდიოდნენ, პამპერსსაც უცვლიდნენ და ბანდნენ კიდეც, ამას დაუზარებლად აკეთებედნენ. პირველი დღეც თავისთან ჰყავდათ დღის პირველ ნახევარშI და მერე შემომიყვანეს და მერე რამდენიმე საათით გაყვანაზე უარს ამბობდნენ.

Posted by: makavel1 29 Dec 2012, 18:52
QUOTE
საშIნელებაა, ყველა ერთნაირად ვერ დაფრინავს და ყველას ერთნაირად არ შეუძლია ბავშვის მოვლა, ნაკეისრალს მეორე დღესვე მომიყვანეს, არადა ნახევარი საათის წამომჯდარი ვიყავი და დატოვეს, გამოსაცვლელი იყო და გადატრიალება არ შემეძლო, არათუ ადგომა და პამპერსის გამოცვლა.

რას ლაპარაკობ, აქ რომ კითხო ნაკეისრალებს მეორე დღესვე დაფრინავენ და ლამისაა ცეკვა ცეკვით გამოვიდნენ სამშობიაროდან ხოდა ამიტო პრეტენზიები არც მაგაზე არ უნდა გვქონდეს თუ ბავშვს არ იტოვებენ, დაქრიხარ მეორე დღეს და ბავშვის მოვლა გახდა პრობლემა?

Posted by: ლუნა 29 Dec 2012, 19:04
taktakuna

მესმის.. sad.gif მე პალატაში 2 ნაკეისრალთან ერთად მოვხვდი, ერთი შედარებით ყოჩაღად იყო მეორე კი ძლივს დაღოღავდა რასაც ჰქვია, ნაკერი სტკიოდა ძალიან სულ გამაყუჩებელს ითხოვდა და რასაც ჰქვია ტანჯვის ფასად უვლიდა ახალშობილს, ერთი აქედან დროზე გამაღწევინა და სახლში დამეხმარებიანო ამბობდა..
მითხრა ჯობდა მშობიარობის ტკივილი ამეტანა და ბუნებრივად გამეჩინა ვიდრე ახლა ასე მეწვალაო.. sad.gif


* * *
QUOTE
აქ რომ კითხო ნაკეისრალებს მეორე დღესვე დაფრინავენ და ლამისაა ცეკვა ცეკვით გამოვიდნენ სამშობიაროდან

+1 biggrin.gif


Posted by: SPC 29 Dec 2012, 19:17
stefani
QUOTE
ნოემბრის ბოლოს ვიმშობიარე ჩაჩავაში (და ვფიქრობ მას შემდეგ არაფერი შეიცვლებოდა) ბავშვი არ გაჰყავდათ არც ერთი წუთით,პირველ დღესაც კი,როცა საკეისრო მქონდა გაკეთებული,ექთნები ამბობდნენ ახალი წესია და ბავშვი რომ გავიყვანოთ სამსახურიდან მოგვხსნიანო ასე რომ გაითვალისწინეთ 

უჰ არადა ჩაჩავაში მინდა.
და რთულია ძალიან ბავშვი რომ არ გაჰყავთ? ზოგადად პერსონალი როგორ მოგეწონა? ყურადღებიანია? მთლიანობაში კმაყოფილი ხარ?

Posted by: taktakuna 29 Dec 2012, 19:27
makavel1
მფრინავი ნაკეისრალი მე იქ არ მინახია 20 დღე ვიწექი და რავი biggrin.gif
უბრალოდ ყველას არ აქვს ერთნაირი ორგანიზმი, ზოგი ადრე მოდის მწყობრში, ზოგიც გვიან, თან გააჩნია როგორი ბავშვი გყავს, ჩემი სულ წუხდა და ტიროდა, აქეთ-იქით უნდოდა ტარება და სად მქონდა მაგდენი ენერგია. ამას გარდა, როცა ფეხზე არ ხარ ჯერ წამომდგარი და ვერც დადიხარ, არ მესმის როგორ უნდა გამოუცვალო, დაბანო და ა.შ. მარჯვენა მხარეს, საითაც ნაკერის დაბოლოებაა, საერთოდ ვერ ვტრიალდებოდი ოდნავადაც კი.
Dido
ჩაჩავაში არა, ღუდუშაურში, მაგრამ ეჭვი მაქვს იქაც იგივე სიტუაცია იქნება, ერთიდა იგივე ხელმძღვანელობა ყავთ და მათი აზრით თავიდანვე უნდა დაიწყო ტანჯვა-წამებით ბავშვის მოვლა, რომ მერე სახლში არ გაგიჭირდეს smile.gif

Posted by: Pumpula 29 Dec 2012, 19:57
mainc

მე ისეთი სანდრო წყაროსგან ვიცი ეგ, რომელიც არანაირად არაა ქორიძის კონკურენტი და ისიც ვიცი, თვითონ საიდან გაიგო, ამიტომ 100%იანი ინფოა...ნემსაძესა და ქორიძეს შორის ვაკეთებდი არჩევანს, ამ ეტაპზე გადავიხადე ნემსაძისკენ და ვნახოთ

blblbl

მიზეზები დარაგაია ჩამოთვალე biggrin.gif

Posted by: ESCADA 29 Dec 2012, 20:03
Pumpula
მასეც რომ იყოს იცის ამ კაცმა თავისი საქმე , 2 კვირის წინ გავიკეთე, სპინალურად ანუ გონზე ვიყავი, არანაირი კაიფის ნიშნები არ შემიმჩნევია, თუმცა მაგას ნამდვილად მივხვდებოდი მქონდა ბედნიერება ესეთი ადამიანებთან კონტაქტის და ეგ არ გამომეპარებოდა ნამდვილად, თუმცა ქირურგების უმრავლესობა რომ კაიფობს ეგ სამედიცინო წრეებში ცნობილი ფაქტია smile.gif

Posted by: Pumpula 29 Dec 2012, 20:10
ESCADA

მე ხომ არ გეუბნებით თქვენ არ წახვიდეთთქო, მე პირადად ამ ამბის მერე აზრი შემეცვალა, მითუმეტეს ისეთმა პიროვნებამ მომაწოდა ინფო,მომლისაც ინდობა..ამიტომ ეგ ჩემი არჩევანი დავაფიქსირე რომ ამის მერე მე აღარ ვენდობი..კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, უმეტესობა თუ კაიფშია biggrin.gif

Posted by: makavel1 29 Dec 2012, 20:56
QUOTE
მფრინავი ნაკეისრალი მე იქ არ მინახია 20 დღე ვიწექი და რავი

მე 11 დღე ვიწექი და გადატრიალება კიარა საწოლიდან ფეხებს ძლივს ვყოფდი დაბლა ჩამოსასვლელად და ჩემს გარშემოც ყველა ეგრე იყვნენ, ერთი ესენი როგორ დაფრინავენ ნეტა ეგ საიდუმლო ამომახსნევინა შემდეგ საკეისროზე გამომადგებოდა.

Posted by: kvatunia24 29 Dec 2012, 21:03
მე ნემსაძე გადავწყვიტე საბოლოოდ და იმედია არ ვინანებ, ყველამ ძალიან აქო ვისაც ვკითხე და იმ კვირაში ვაპირებ მივლას იმედია ეცლებათ ჩემთვის biggrin.gif

Posted by: crystal 29 Dec 2012, 21:09
QUOTE
ექთნები ამბობდნენ ახალი წესია და ბავშვი რომ გავიყვანოთ სამსახურიდან მოგვხსნიანო ასე რომ გაითვალისწინეთ

ვინც ეს წესი მოიგონა ის უნდა ჩააგდო ნაკეისრალების დღეში
ამხელა თანხას ვიხდი და იმას მაინც არ ვიმსახურებ წესიერად მომემსახურონ? mad.gif
იმდენს იზავენ სახლში დაიწყებს ხალხი მშობიარობას, კაი ბებია ქალი და მისი ჯანი

Posted by: blblbl 29 Dec 2012, 21:30
makavel1
როგორ დაფრინავენ არ ვიცი,მაგრამ მე ვნახე რამდნეიმე ნაკეისრალი გაგუაში,რომელიც უპრობლემოდ დადიოდა და ბავშვიც ეQირათ ხელში თან.ჩემს გარშემო ვინც საკეისრო გაიკეთა ყველა მეორე დრიდანვე დადიოდა უპრობლემოდ.

Posted by: crystal 29 Dec 2012, 21:35
blblbl
QUOTE
ჩემს გარშემო ვინც საკეისრო გაიკეთა ყველა მეორე დრიდანვე დადიოდა უპრობლემოდ

უპრობლემოდ სიარულს რას ეძახი?

ჩემს გარშემო ყველა ოთხად იყო მოკეცილი და კვნესოდა თითოეულ ნაბიჯზე

Posted by: blblbl 29 Dec 2012, 21:47
crystal
QUOTE

ჩემს გარშემო ყველა ოთხად იყო მოკეცილი და კვნესოდა თითოეულ ნაბიჯზე

ამის გარეშე სიარულს,წელში გამარტული და არანაირი კვნესა .ბავშვსაც მარტო უვლიდნენ

Posted by: tlikina 29 Dec 2012, 22:08
Pumpula
პაციენტს რათ უნდა თქმა, კაიფში ადამიანი თუ ვერ შეამჩნიე , დებლი უნდა იყო smile.gif) რავიცი რავიცი, smile.gif


taktakuna
ჩაჩავასი გაცვლევინებდნენ შენ პამპერს? მე ერთხელაც არ გამომიცვლია სამშობიაროში, მიყავდათ უცვლიდნენ,ბანდნენ და მოყავდათ smile.gif მაჩვენეს ერთხელ როგორ უნდა დამებანა და გამეკეთებინა პამპერსი, მე არვიყავი ნაკეისრალი,მაგრამ ღამე 2ჯერვე დაიტოვეს, დღისით საჭმლის დროს , ღამე არ მეძინებოდა რამდენჯერმე გავედი და ჩემი შვილის გარდა იმდენი ბავVში ყავდათ smile.gif

Posted by: blblbl 29 Dec 2012, 22:15
ისე მარტლა ვერ ვხვდბეი რგორ უდნა მაოხერხოს პერსონალმა იმდენი ბავშვის მოვლა.რა თქმა უდნა მეც მირჩევნია რომდ ავისვენო და აბვშვი მატ ჰყავდეთ მაგრამ რაღაც Eწვი მეპარება აკრგად მოაუარონ,ალბათ წვანან და ტირიან ,აბა მაგათ ხელში ვინ აიყვანს სათითაოდ და დააწყნარებს sad.gif

Posted by: ლუნა 29 Dec 2012, 22:17
თუ გახსოვთ ვინმეს ჩაჩავაში ორკაციანი პალატაში ფიზიოლოგიური მშობიარობა გაუტკივარების და ექიმის აყვანის გარეშე რა ჯდება?

Posted by: tlikina 29 Dec 2012, 22:46
ლუნა
850 და 1040,

პალატაა ცოტა დიდი 1040 და პლაზმური ტელევიზორია,სხვა არანაირი განსხვავება

Posted by: stefani 29 Dec 2012, 23:54
SPC
QUOTE
უჰ არადა ჩაჩავაში მინდა.
და რთულია ძალიან ბავშვი რომ არ გაჰყავთ? ზოგადად პერსონალი როგორ მოგეწონა? ყურადღებიანია? მთლიანობაში კმაყოფილი ხარ?

სიმართლე გითხრა ჩაჩავას კლინიკა ზურა დარახველიძის გამო ავირჩიე და მაგ მხრივ ჩემი იმედები 100%-ით გამართლდა,ბავშვის არ გაყვანის ფაქტორი ჩემთვის პირადად რთული იყო,რადგან პირველი ბავშვია,გამოცდილება არა მაქვს და უცებ მთლიანად შენზე გადმოდის პასუხისმგებლობა,იმ დროს როდესაც ფეხზეც კი ვერ დგები,ფაქტიურად საშიშიც კი ხარ ბავშვისთვის...
ჩაჩავას კლინიკას თუ აირჩევ უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩები (პერსონალით და ყურადღებით) ბავშვის არ გაყვანის საკითხის გამოკლებით smile.gif

Posted by: taktakuna 30 Dec 2012, 00:19
tlikina
არა, ჩაჩავაში არ მიმშობიარია, ღუდუშაურზე ვწერდი.
blblbl
არც უვლიან, სულ რომ სამი ბავშვი ყავდეთ მაინც ისე იწვებიან და იტირებენ. შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა გამოინახოს შუალედი, მაგალითად გააკეთონ ფასები, როგორც პალატებზეა, მაგრამ განისაზღვროს თუი რა მოეთხოვებათ პერსონალს ამ შემთხვევაში, გაიყვანენ თუ არა ბავშვებს და მიხედავენ თუ არა, როცა დედას დასვენება უნდა. ზოგი ისე იჭყანება და სახეს კერავს, რომ ჯობია სულ არ დაუტოვო მოსავლელად ბავშვი.როცა 1000 ლარზე მეტი გიჯდება მშობიარობა და ნორმალურ პირობებს არ გიქმნიან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ძალიან ცუდია. არაა სამედიცინო მომსახურება იაფი საქართველოში ნამდვილად.
makavel1
არ ვიცი, ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. მე ნამდვილად ვერ დავდიოდი და ვერც ბავშვის ჭერა შემეძლო ხელში და არც ჩემს გარშემო იყვნენ წელგამართულად მოსიარულე ნაკეისრალები, აქეთ ვიყავი მისახედი და საპატრონო. არც გამაყუჩებელი მშველოდა, არადა იმ დღეს სამი მაინც გამიკეთეს, ცალ დუნდულაზე ეხლაც ჩამაგრებული მაქვს ნანემსრები sad.gif

Posted by: crystal 30 Dec 2012, 00:53
blblbl
QUOTE
ამის გარეშე სიარულს,წელში გამარტული და არანაირი კვნესა .ბავშვსაც მარტო უვლიდნენ

რავი მე ეგეთი ვერ ვნახე

QUOTE
ისე მარტლა ვერ ვხვდბეი რგორ უდნა მაოხერხოს პერსონალმა იმდენი ბავშვის მოვლა.რა თქმა უდნა მეც მირჩევნია რომდ ავისვენო და აბვშვი მატ ჰყავდეთ მაგრამ რაღაც Eწვი მეპარება აკრგად მოაუარონ,ალბათ წვანან და ტირიან ,აბა მაგათ ხელში ვინ აიყვანს სათითაოდ და დააწყნარებს

მაგაში გეთანხმები. მერჩივნა მეწვალა და ჩემთან მყოლოდა, ვერ ვისვენებდი როცა ვიცოდი რომ შეიძლებოდა იმ უამრავ ბავშვს შორის საწყლად ეტირა და არავის დაემშვიდებინა. უბრალოდ პერსონალისგან ეგეთი დამოკიდებულებაა გამაღიზიანებელი, როცა გიჭირს.

Posted by: gvants 30 Dec 2012, 01:00
მცირე პერსონალმა კი არ უნდა მოახერხოს, კეთილი ინებონ სამშობიაროების ხელმძღვანელობამ და დაამატონ ძიძები. კატასტროფული ფასები აქვთ მშობიარობაზე და მომსახურების ხარისხი ჰკიდიათ.
--------
ვისაც უნდა თავისთან ჰყავდეს ბავშვი, კი ბატონო, მაგრამ საკმაოდ ვიყავით ნაკეისრალებიც და ბუნებრივად ნამშობიარებებიც, ვისაც ძალების მოკრება და მოსვენება გვინდოდა ღამით, მაგრამ ...

Posted by: crystal 30 Dec 2012, 01:14
gvants
QUOTE
მცირე პერსონალმა კი არ უნდა მოახერხოს, კეთილი ინებონ სამშობიაროების ხელმძღვანელობამ და დაამატონ ძიძები.

მაგაზე გიპასუხებენ ყველა ბავშვს სათითაო ძიძას ხომ არ ავუყვანთო biggrin.gif

Posted by: gvants 30 Dec 2012, 01:20
crystal
სათითაოდ არა, თითო ბავშვს ორი ძიძა gigi.gif

-------
20-30 ბავშვია საშუალოდ, 5 ადამიანი სრულებით საკმარისია .





Posted by: makavel1 30 Dec 2012, 01:48
აუ თქვენ იღადავეთ და თუ არ ჯობდა კომუნისტების დრო მაგ მხრივ biggrin.gif მეც ვღადაობ მარა რა ვქნა ეგრეა biggrin.gif მიუხედავად იმისა რომ ექიმისთვის, ექთანისთვის და ა. შ ფულები უნდა ჩაგეკუჭა ადამიანს გასვენებდნენ მაინც, ბავშვი მარტო ჭამაზე მოყავდათ. გინდაციყო იმშობიარო მით უფრო გჭირდება ძალების მოკრება და დასვენება და ნაოპერაციებზე აღარ ვლაპარაკობ უკვე.
QUOTE
რავი მე ეგეთი ვერ ვნახე

ვერც მე და ვეძებ ეგეთებს რომ ვნახო იქნებ მეც მიშველონ.

Posted by: SPC 30 Dec 2012, 18:27
stefani
აჰა გასაგებია მადლობა

pros and cons უნდა ავწონ-დავწონო ესეიგი

Posted by: ლუნა 30 Dec 2012, 19:59
tlikina

მადლობა.. smile.gif


იმედის კლინიკაში როგორაა ბავშვის გაყვანის მხრივ საქმე?

საერთოდაც რა აზრის ხართ მაგ სამშობიაროზე?

Posted by: LA FEMME 3 Jan 2013, 01:13
blblbl
QUOTE
ეგ არ ვიცი მაგრამ,მეც ბევრი მიზეზი მაქვს ქოტრიძეს რომ არც კი მივუახლოვდე  ეგ ადრეც გამიგა მარა ასე ვერ დავიჯერებ ნამდვილად.


გაგვიმხილე რააა


rolleyes.gif

Posted by: მარიამი 3 Jan 2013, 10:55
მიუხედავად იმისა, რომ ლამის მკვდარი ვიყავი მშობიარობის მერე, მაინც მინდოდა ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. იწვა გუდურასავით და ეძინა. დიდად არ მაწუხებდა. მეც ვიწექი და ვუყურებდი. ეგეც რომ არ მქონოდა ნუგეშად, სულ გადავირეოდი მგონი. ხანდახან მივიწვენდი და ძუძუს ვაჭმევდი. სულ არ მინდოდა, იმათ რომ გაეყვანათ.

Posted by: Tamarella 3 Jan 2013, 11:49
აუ მთელი თემა გადავიკითხე და უკვე აღარ ვიცი სად წავიდე. 35 კვირის ვარ და კია დრო რო ჩამოვყალიბდე..ჩაჩავაში ვარ აღრიცხვაზე მარა აქ რო დაწერეს რო ბავშვი არ გაყავთო ეგ არ მაწყობს.. არსებობს ისეთი სამშობიარო სადაც კარგი ექიმები, სისუფთავე და ბავშვის გაყვანა იქნება? sad.gif

Posted by: მარიამი 3 Jan 2013, 12:06
QUOTE
იმედის კლინიკაში როგორაა ბავშვის გაყვანის მხრივ საქმე?

საერთოდაც რა აზრის ხართ მაგ სამშობიაროზე?

ეს მეც მაინტერესებს. ერთ-ერთია სავარაუდო სიაში.

Posted by: Ssalome 3 Jan 2013, 12:54
makavel1

QUOTE
აუ თქვენ იღადავეთ და თუ არ ჯობდა კომუნისტების დრო მაგ მხრივ  მეც ვღადაობ მარა რა ვქნა ეგრეა  მიუხედავად იმისა რომ ექიმისთვის, ექთანისთვის და ა. შ ფულები უნდა ჩაგეკუჭა ადამიანს გასვენებდნენ მაინც, ბავშვი მარტო ჭამაზე მოყავდათ. გინდაციყო იმშობიარო მით უფრო გჭირდება ძალების მოკრება და დასვენება და ნაოპერაციებზე აღარ ვლაპარაკობ უკვე.

ჯანმრთელობის სახლში გავაჩინე, თუ გინდოდა სულ არ შემოგიყვანდნენ, ღამე შანსი არაა რომ დაგიტოვონ. სულ იმას მეუბნებოდნენ, დაისვენე სანამ აქ ხარ, ბავშვის მოვლა სახლშიც გეყოფაო smile.gif

პ.ს. ფული არავისთვის ჩამიკუჭია ჯიბეში.

პ.პ.ს. არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა შემიჩნევია ქორიძისთვის, 4 დღე ვიყავი მანდ და ნამდვილად საღ აზრზე იყო smile.gif)

Posted by: მარიამი 3 Jan 2013, 13:19
QUOTE
ღამე შანსი არაა რომ დაგიტოვონ

აუუ, რატომ? იყოს დედასთან, იძინოს, ვის რას უშლის? ბავშვ(ებ)ის გაჩენის წუთიდან მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყვნენ. შეიძლება ჩემები იყვნენ წყნარები, სულ ეძინათ. არ მაწუხებდნენ.

Posted by: chaPPek 3 Jan 2013, 13:21
მარიამი
QUOTE

QUOTE
ღამე შანსი არაა რომ დაგიტოვონ

აუუ, რატომ? იყოს დედასთან, იძინოს, ვის რას უშლის? ბავშვ(ებ)ის გაჩენის წუთიდან მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყვნენ. შეიძლება ჩემები იყვნენ წყნარები, სულ ეძინათ. არ მაწუხებდნენ.


თუ მოითხოვ დამიტოვეთო როგორ არ დაგიტოვებენ smile.gif

Posted by: Ssalome 3 Jan 2013, 13:26
მარიამი
QUOTE
აუუ, რატომ?

არა სწორედ დავწერე smile.gif შიდა განწესია ასეთი რომ ღამის 12 დან დილის 6 მდე გაიყვანონ ბავშვი (პერსონალს რომ ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს smile.gif) ), მაგრამ თუ დედას აქვს სურვილი თავისთან ყავდეს ჩვილი უპრობლემოდ დაუტოვებენ smile.gif
მე პირველ დღეს არ მეძინებოდა და გამოვიყვანე, მაგრამ იმის მერე სულ ვტოვებდი smile.gif

Posted by: მარიამი 3 Jan 2013, 13:27
chaPPek
რა ვიცი აბა, შანსი არააო, დაიძინე, დაისვენეო. მე მაინც არ მეძინა მთელი ღამე და კიდევ ბავშვიც არ მყოლოდა გვერდით? თან ახალი დაბადებული როა, სულ სხვა განცდები გაქვს: აკვირდები, აბა ვის ჰგავს, ცხვირი ვისი აქვს, ნიკაპი ვისი აქვს, ყველა დამთქნარებაზე და დაცემინებაზე გული გიფანცქალებს... smile.gif მომენატრა ეგ განცდა...
* * *
Ssalome
მაშინ არა უშავს smile.gif

Posted by: LA FEMME 3 Jan 2013, 20:19
Ssalome
QUOTE
ჯანმრთელობის სახლში გავაჩინე


ფიზიოლოგიურად იმშობიარე?
მოყევი რა
მეც მანდ ვაპირებ და მაინტერესებს smile.gif

Posted by: Ssalome 3 Jan 2013, 21:55
LA FEMME
QUOTE
ფიზიოლოგიურად იმშობიარე?
მოყევი რა
მეც მანდ ვაპირებ და მაინტერესებს

მოგწერე მშობიარობის მოგონებების თემაში smile.gif

Posted by: TEZI 4 Jan 2013, 04:20
Pumpula
რომელი ექიმი გინახიათ ფხიზელი, ძირითადად არ ეტყობათ, ქირურგები მეანები თითქმის ყველა მორფს იკეთებს, , ოღონდ კი არ ეძინებათ პირიქით უფრო ხოდზე არიან, ქირურგები თითქმის ყველა ოპერაციის წინ, მციერეოდენ მორფს ყველა იკეთებს ოღონდ ტქვენ ვერ შეამჩნევთ..

Posted by: Dido 4 Jan 2013, 09:14
QUOTE
ქირურგები მეანები თითქმის ყველა მორფს იკეთებს

rolleyes.gif მდას boli.gif

Posted by: მანიაჩკა 4 Jan 2013, 10:14
FoXy
როგორ ხარ? რა ისმის ახალი, ჯერ ხომ არ გაგიჩენია? შენი პოსტები წავიკითხე ღუდუშაურზე და არაფრით არ გირჩევ. თუ უბრალოდ სხვა გზა არ დაგრჩა, მაშინ მუდმივად ვინმე უნდა იყოს შენს გვერდით და ყურადღებას გაქცევდეს, ექიმებს/ექთნებს/სანიტრებს აზანზარებდეს, თორემ ნამშობიარევს მაგის თავი არ გექნება და ისე დაგტანჯავენ. ღუდუშაური მუდმივ შავ ლაქად დარჩება ჩემ ცხოვრებაში. ვინც რისკ ჯგუფში არ არის, მანდ არაფრით არ უნდა იმშობიაროს! მე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, არცერთმა სამშობიარომ არ მიმიღო, 7 თვეზე პათოლოგიურში ვიწექი ღუდუშაურში, მერე 9 თვეზე სამშობიაროში. სრული კოშმარია.
QUOTE
აბა ვისაც ნაადრევი გვემუქრება სად წავიდეთ

ზუსტად ამიტომ მომიწია ღუდუშაურში, 5 წლის წინ. ახლა სხვა არჩევანიც ყოფილა, მაშინ არ იყო sad.gif

ქინქლა
QUOTE
ამ პირობებში ჩემმა მეგობარმა 1400 ლარი გადაიხადა ღუდუშაურში. ამეებს რომ მიყვებოდა თმა ყალყზე დამიდგა. ელემენტარული წყალი არ დაალევინეს გოგოს, შენი ჭიქა უნდა მოიტანოო

sad.gif მეც, ზუსტად, ღამის 3 საათზე შემათრიეს პალატაში, წინა დღეს 5 საათიდან ბლოკში წყალს არ მასმევდნენ არ შეიძლებაო, პალატაში ვინც შემიყვანა, იმას რომ ვთხოვე, შენი ჭიქა გაქვსო? მეთქი, ჯერ არაფერი არ მაქვს, მაშინ იქნებ კრანიდან დალიოო. მეთქი ადგომა არ შემიძლია და იქნებ ვინმეს ჭიქით მომიტანოთქო, კარგიო და აღარ გამოჩენილა sad.gif
სადისტები!


CAMPOLINA
QUOTE
პათოლოგიურებს ხო მანდ უშვებენ და ვერ გავიგე ისედაც რაღაც ჭირს ადამიანს პრობლემურია და მასეთ პირობებში ალბათ უფრო უარესად გახდება  რა კოშმარია

ზუსტად პათოლოგიური ვიყავი smile.gif ანუ, რისკ ჯგუფის და ექთანი 5-ჯერ დაძახების შემდეგაც რომ არ მოდიოდა, მეექვსედ ფეხზე ვდგებოდი და იქით ვაკითხავდი, პირველად რომ ავდექი, სისხლდენა ამიტყდა და ისე მეჩხუბნენ, იატაკი რომ დავსვარე, მეგონა კარცერში გამომკეტავდნენ.

არადა იმაზე მეტი გადავიხადე, ვიდრე ნებისმიერ სამშობიაროში დამჭირდებოდა გადახდა.



kvatunia24
QUOTE
გოგოებო ნოდარ ზალდასტანიშვილზე რას იტყვით?

მე მამშობიარა ღუდუშაურში 5 წლის წინ, კარგის მეტი არაფერი მეთქმის. 7 თვეზე წყალი დავღვარე და ნოდარი იყო ჩემი ექიმი პათოლოგიურში რომ ვიწექი, ყველას გვეგონდა 7თვიანს გავაჩენდი და 9 თვემდე შემანარჩუნებია. მშობიარობითაც უპრობლემოდ მამშობიარა. მერეც სულ ყურადღებას მაქცევდა.

makuna1980
QUOTE
ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მე ღოღობერიძესა და დარახველიძეს შორის ვაპირებ არჩევანის გაკეთებას და საბოლოოდ ჯერაც ვერ გადავწყვიტე

მეც ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს, დარახველიძეს და ღოღობერიძეს შორის ვერ ვაკეთებ არჩევანს. სამშობიაროების მხრივ, უფრო ჰერასკენ ვიხრები, მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია. ჩაჩავა ცენტრშია მაინც და ყველა კმაყოფილია, მაგრამ მე მაინც ბოლომდე არ მომწონს.

TEZI
QUOTE
რომელი ექიმი გინახიათ ფხიზელი, ძირითადად არ ეტყობათ, ქირურგები მეანები თითქმის ყველა მორფს იკეთებს, , ოღონდ კი არ ეძინებათ პირიქით უფრო ხოდზე არიან, ქირურგები თითქმის ყველა ოპერაციის წინ, მციერეოდენ მორფს ყველა იკეთებს ოღონდ ტქვენ ვერ შეამჩნევთ..

რა არ ეტყობათ, რესპუბლიკურის საოპერაციოში გავდიოდი პრაქტიკებს სტუდენტობის დროს და ხელიდან სკალპელი უვარდებოდათ, ისეთი განგრეულები იყვნენ ხანდახან sad.gif გეთანხმები, ქირურგებში ხშირია ლოთები და ნარკომანები, მაგრამ ახლა არ მგონია მასე ხშირი, როგორც 20 ან 10 წლის წინ იყო.

Posted by: Pumpula 4 Jan 2013, 11:06
TEZI
მანიაჩკა

აი თქვენ ორის ნათქვამი უფრო მარწმუნებს biggrin.gif ნუ მე ისეთი სანდრო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია ზემოთხსენებული ქირურგის კაიფში ყოფნის შესახებ ოპერაციების დროს რომ აღარავის ნათქვამი აზრს აღარ შემაცვლევინებს, არადა 99% ქორიძესთან მივდიოდი, კარგად მეყოლოს biggrin.gif და ღმერთით ყველა პაციენტი კმაყოფილი ყავდეს და წარმატებული ოპერაციები ქონდეს, ცუდი რატომ უნდა ვუსურვო, უბრალოდ მე ჩემი აზრი დავაფიქსირე რომ მე მაგასთან მიმსვლელი არა ვარ და სხვებმა კაცო რაც უნდა ის ქნან, ეგ მე არ მეხება biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 4 Jan 2013, 11:11
Pumpula
რავიცი, რა გითხრა, შენი გადასაწყვეტია 100%, მე ზოგჯერ ექიმთან მარტო იმიტომ არ მივდივარ, რომ თვალები არ მომწონს smile.gif მითუმეტეს, თუ ექიმს არ ენდობი, იმასთან რა გინდა.
უბრალოდ, რაც არ უნდა მარწმუნოს სხვამ, თუ ჩემი თვალით არ ვხედავ, ნალაპარაკევს ძნელად ვიჯერებ, იმიტომ რომ ენას ძვალი არ აქვს. ჩემ თავზეც გამიგია ისეთები ულაპარაკიათ ისეთი დარწმუნებით, ისეთ სანდო წყაროებს, ზოგჯერ დავფიქრდები, რამე ხო არ მეშლებათქო smile.gif ამიტომ ვარ სკეპტიკოსი.

Posted by: taktakuna 4 Jan 2013, 11:40
მანიაჩკა
ტიპიური ღუდუშაურის სიტუიაციებია.
ღმერთმა დაგიფაროთ და თუ ვინმეს მოგიწიათ ღუდუშაურში მშობიარობა, ანუ სხვა გზა არ გაქვთ დაიმახსოვრეთ შემდეგი smile.gif აიყვანეთ აუცილებლად ექიმი, თორემ არავინ ყურადღებას არ მოგაქცევთ წესივრად, გირჩვეთ მამუკა ნემსაძეს და დიმა ჭითანავას, ასევე ნატო ფირცხალავას, ყვეკას მაინც მამუკა ჯობია, კარგები არიან და ყურადღებიანები, ყოველ დღე შედიოდნენ თავიანთ პაციენტებთან შემოვლაზე, ჩემსას კი არ გავდნენ, მარტო გამოსაფხეკად მომიბრძანდა მეექვსე დღეს.
არ გაეკაროთ ამ ექიმებს http://www.vidal.ge/doctors/more.php?id=1469 ეს ჩემი პალატის ექიმი იყო და ძველი ბიჭია სუფთა, სიცოცხლე გამიმწარა, http://www.vidal.ge/doctors/more.php?id=1471 ამან საკეისრო გამიკეთა, ძალიან აქებენ, მაგრამ მე არ გირჩევთ.

Posted by: მანიაჩკა 4 Jan 2013, 11:50
taktakuna
QUOTE
ძველი ბიჭია სუფთა

lol.gif ყველაფერს ვიფიქრებდი, იმის გარდა, რომ ქალია smile.gif

Posted by: taktakuna 4 Jan 2013, 11:52
მანიაჩკა
ვაიმეე, ეგ არის სუფთა არა ქალი,ადამიანობა რომ არ გექნება ისეთი smile.gif

Posted by: flying teapot 4 Jan 2013, 13:53
ორთაჭალის მე-3 უხსენებელია ამ თემაში? :დ biggrin.gif

Posted by: kvatunia24 4 Jan 2013, 15:59
flying teapot
მე ვარ მანდ აღრიცხვაზე ეგ ეხლაა 3 ე თორემ ეგ მესამე მანამდე სხვაგან იყო biggrin.gif არანაირად არ ვაპირებ მანდ მშობიარობას, არ ვიცი არც ექიმებს ვიცნობ ჩემი აღრიცხვის ექიმის გარდა, მაგრამ მაინც არ მიმიწევს მანდ გული tongue.gif

Posted by: flying teapot 4 Jan 2013, 16:34
kvatunia24
QUOTE
მე ვარ მანდ აღრიცხვაზე ეგ ეხლაა 3 ე თორემ ეგ მესამე მანამდე სხვაგან იყო

აუჰ, მგონი ნომრები ამერია. საპატრიარქოსი კი არ ვიგულისხმე, აი ის, რეზუსუარყოფითიანებს რომ იღებს. მე-4 არის ეგ მგონი biggrin.gif

Posted by: kvatunia24 4 Jan 2013, 16:40
flying teapot
კიი 4 ეა ეგ biggrin.gif მაგას ნამდვილად არ ვიცნობ და აქ არც უხსენებია მართლა არავის tongue.gif

Posted by: kid a 4 Jan 2013, 18:36
TEZI

QUOTE
რომელი ექიმი გინახიათ ფხიზელი, ძირითადად არ ეტყობათ, ქირურგები მეანები თითქმის ყველა მორფს იკეთებს, , ოღონდ კი არ ეძინებათ პირიქით უფრო ხოდზე არიან, ქირურგები თითქმის ყველა ოპერაციის წინ, მციერეოდენ მორფს ყველა იკეთებს ოღონდ ტქვენ ვერ შეამჩნევთ..


არ გრცხვენია, ასეთ ზღაპრებს რომ ყვები? მამა მყავს ქირურგი და ბავშვობიდან ვუყურებ მას და მის მეგობრებს, რატომ აყენებ ტყუილად ადამიანებს შეურაცხყოფას? საერთოდ, აზრზე ხარ, რაზე საუბრობ?

და საერთოდ, ხალხნო, რატომ ავრცელებთ ასეთ საშინელ ხმებს? რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ, მეზობლისგან ყურმოკრულებს და ა.შ. ტყუილად ნუ აპანიკებთ ადამიანებს

Posted by: juzeppe1 7 Jan 2013, 16:35
მოვიდა ჩვენი დროც smile.gif

პირველი სამშობიარო როგორ მდგომარეობაშია? smile.gif

საერთოდ ძალიან ბევრი თემაა და რთულია საჭირო ინფორმაციის მოძიება, რაიმე კატალოგი რომ იყოს სამშობიარო - ფასები კარგი იქნებოდა smile.gif

Posted by: მანიაჩკა 7 Jan 2013, 17:28
drozera
Liluu85
Pumpula

დადგა ახალი წელი smile.gif მოვიდა სამშბიარო–ტურის დაგეგმვის დრო smile.gif ხოარ დაგავიწყდათ? სამშობიაროების დალაშქვრას რომ ვაპირებდით? როდისთვის დავგეგმოთ?

Posted by: Pumpula 7 Jan 2013, 18:15
მანიაჩკა

მე მაგალითად ამ კვირას მცალია, დანარჩენი დღეები ვმუშაობ როგორც დავწერე მომავლებში და ფიზიკურად ვერ მოვახერხებ გამოსვლას

Posted by: Dea-Dea 8 Jan 2013, 00:33
QUOTE (crystal @ 29 Dec 2012, 20:35 )
blblbl
QUOTE
ჩემს გარშემო ვინც საკეისრო გაიკეთა ყველა მეორე დრიდანვე დადიოდა უპრობლემოდ

უპრობლემოდ სიარულს რას ეძახი?

ჩემს გარშემო ყველა ოთხად იყო მოკეცილი და კვნესოდა თითოეულ ნაბიჯზე

მე მომიწია საკეისროს გაკეთება ეხლა 29-ში, პატარამ არ ინება გამოსვლა დროზე და სხვა გზა არ დამიტოვა, ისე კი თავს ვიკლავდი, ისე არ მინდოდა საკეისრო - კი, მტკივნეული ყოფილა ეს საკეისრო, მაგრამ არც ოთხად მოვკეცილვარ და პირველივე ღამეს პატარა ჩემთან იყო, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი smile.gif არ წარმომიდგენია, როგორ გავჩერდებოდი, რომ გაეყვანათsmile.gif

თავისუფლად სიარულს და სირბილს რაც შეეხება, კი, მტკიოდა და ეხლაც ოდნავ მტკივა, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელს ვითხოვდი და მშვენივრად ვიყავი მთელი დღის მანძილზე. ეხლა ნელ-ნელა იკლო ტკივილმა. ერთი სული მაქვს მარტო, ვარჯიშები დავიწყო, რომ ფორმაში ჩავდგე.
* * *
პ.ს. აქ ვწერდი, მოგწერთ-თქოი ჩემი მშობიარობის გამოცდილებას - ემბრიოში ვიმშობიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ, მართალია, ახალი წელი იყო და იქ მომიწია დარჩენა საკეისროს გამო. მე ლუქსში ვიწექი და შეიძლება იმიტომ ვარ კმაყოფილი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგი კოლექტივია და გოგოებიც ყურადღებიანები არიან - რომც მომენდომებინა, არ მომასვენებდნენ, წამდაუწუმ ვიღაც შემოდიოდა, აბა როგორ ხარ და აბა რამე ხომ არ გჭირდება და ა.შ. ... არც ღამე მტოვებდნენ უყურადღებოდ, არც დღე.

Posted by: ebi_chan 8 Jan 2013, 01:05
Dea-Dea
QUOTE
პ.ს. აქ ვწერდი, მოგწერთ-თქოი ჩემი მშობიარობის გამოცდილებას - ემბრიოში ვიმშობიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ, მართალია, ახალი წელი იყო და იქ მომიწია დარჩენა საკეისროს გამო. მე ლუქსში ვიწექი და შეიძლება იმიტომ ვარ კმაყოფილი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგი კოლექტივია და გოგოებიც ყურადღებიანები არიან - რომც მომენდომებინა, არ მომასვენებდნენ, წამდაუწუმ ვიღაც შემოდიოდა, აბა როგორ ხარ და აბა რამე ხომ არ გჭირდება და ა.შ. ... არც ღამე მტოვებდნენ უყურადღებოდ, არც დღე.

ლუქსში ვინმე შენიანი რო დარჩეს შეიძლება?


გოგოებო ხო არ იცით სტუდენტური დაზღვევა კერძო კლინიკებში მოქმედებს? ჯანმრთელობის სახლზე გავიგე არ მოქმედებს

Posted by: drozera 8 Jan 2013, 11:30
მანიაჩკა
მე საღამოს მცალია 7-ის მერე სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას ნებისმიერ დროს, ნუ 1-2 სთით შემიძლია გამოვიდე შესვენების დროს, დიღმის მასივში მვუშაობ და დიღომში მდებარე სამშობიაროების დათვალიერება მაგ პერიოდშიც შეიძლება smile.gif
შემეხმიანეთ, მე ჯერ ისევ დიდ გაურკვევლობაში ვარ biggrin.gif

Posted by: ninia84 8 Jan 2013, 11:47
ebi_chan
კი, შეიძლება. მე ჩემს დას ვტოვებდი ხოლმე

Dea-Dea
კარგია, რომ კმაყოფილი ხარ. მეც მანდ ვაპირებ დაახლოებით 1 თვეში. პირველიც მანდ გავაჩინე, თითქმის 2 წლის წინ და მაშინ კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ეხლანდელი სიტუაცია მაინტერესებდა

Posted by: მანიაჩკა 8 Jan 2013, 12:44
Pumpula
drozera
შაბათ დღეს რომ დავგეგმოთ? მე სამუშაო დღეებში ვერ შევძლებ, ლილოში ვმუშაობ 6-მდე.
შევთანხმდეთ, ახლა შაბათს, ან იქითა შაბათს.

Posted by: drozera 8 Jan 2013, 14:00
მანიაჩკა
კი ბატონო, ამ შაბათს იყოს, იმ შაბათს ქორწილში მივდივარ, თან ნათლისღებაა და დასვენებაა, შეიძლება არც შეგვიშვან სამშობიაროებში biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 8 Jan 2013, 14:22
drozera
უი, ხო, ნათლისღებაა. ამ შაბათსაც დღესასწაულია, 12 მაისი ემთხვევა, მაგრამ სამშობიარო დაკეტილი არ დაგვხვდება რაც არ უნდა იყოს smile.gif

მე დიდად არ მაწყობს 12-ში, სამეცადინო მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ თუ ყველა ასე გადავწყვეტთ, არაუშავს, წავიდეთ 12-ში.

ვნახოთ აბა, სხვები რა აზრის არიან და დავლაშქროთ. მე დიდი სია უნდა გავაკეთო, რა უნდა ვიკითხო, რა ჩავინიშნო, ა.შ. რომ არაფერი გამომრჩეს smile.gif

Posted by: Dido 8 Jan 2013, 14:40
მანიაჩკა
QUOTE
ამ შაბათსაც დღესასწაულია, 12 მაისი ემთხვევა

მაისი ხო biggrin.gif ? ? smile.gif))) 12 იანვარია და თინაობაა, დღესასწაული ნაკლებად, არა მგონია ვინმე დიდად აღნიშნავდეს smile.gif წადით და მოგვახსენეთ თქვენი ძიების შედეგები biggrin.gif

Posted by: ლუნა 8 Jan 2013, 14:42
ჯერ 9 კვირის ვარ და უკვე გადაწყვეტილი მაქვს იმედის კლინიკაში ვიმშობიარებ, შარაშიძეზე უკეთესი ნამდვილად იქნება ზუსტად ვიცი..

Posted by: მანიაჩკა 8 Jan 2013, 14:53
Dido
QUOTE
12 იანვარია და თინაობაა, დღესასწაული ნაკლებად, არა მგონია ვინმე დიდად აღნიშნავდეს

lol.gif ვაიმე, რა კარგად ვაააააააააააააარ biggrin.gif დღეს ვათვალიერებდით კალენდარს, დასვენების დღეებს, 12 მაისი და 26 მაისი შაბათ კვირას ემთხვევაო biggrin.gif ხოდა ეს 26 ნათლისღებაში ამერია ეტყობა biggrin.gif:D:D:D ვაიმე, რამდენი ვიცინე

Posted by: anakh 8 Jan 2013, 15:55
QUOTE
მაისი ხო  ? ? )))

გულზე მოგხვდა ხო? ეგრევე მაისი მოგინდა რო იყოს smile.gif)) როდის მოვააა love.gif

Posted by: Dido 8 Jan 2013, 16:05
anakh
QUOTE
გულზე მოგხვდა ხო? ეგრევე მაისი მოგინდა რო იყოს )) როდის მოვააა

ხოო, მარტო შენ მიმიხვდი ჩემს გულისთქმას smile.gif) 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Liluu85 8 Jan 2013, 17:20
აჰა როგორც იქნა მეც შემოვედი აქbiggrin.gif შაბათი მეც უფრო მირჩევნია, მაგრამ თუ კვირა იქნება ესეც არ არის პრობლემაsmile.gif
მეც სია უნდა შევქმნა, მაგრამ რა მაინტერესებს, ჩვენ ექიმებსაც შევხდებით თუ მხოლოდ დავათვალიერებთ პირობებს?
ანუ ექიმის კონსულტაცია ფასიანია როგორც მე ვიცი.

Posted by: მანიაჩკა 8 Jan 2013, 17:31
Liluu85
რავიცი, მაგაზე აღარ მიფიქრია. ამ დღეებში დავრეკავ რამდენიმეგან, და ვიკითხავ წინასწარ გაფრთხილება თუ არის საჭირო.
არ მგონია ექიმთან ვიზიტი იყოს საჭირო smile.gif უბრალოდ ვიღაცა გვჭირდება, რომ ეს კითხვები დავუსვათ. პალატები დაგვათვალიერებინოს და ბლოკსაც თუ გვანახებენ, ხომ საერთოდ კარგი იქნება.

Posted by: anuka2009 8 Jan 2013, 17:50
მანიაჩკა

ასე რამდენიმეს ერთად თუ შეგიშვებენ ისიც იკითხე, რაღაც ეჭვი მეპარება

Posted by: მანიაჩკა 8 Jan 2013, 17:52
anuka2009
რას ქვია არ შეგვიშვებენ vik.gif smile.gif ხო გადავთელეთ იქაურობა

Posted by: blblbl 8 Jan 2013, 19:07
მანიაჩკა
არც მე მგონია შეგიშვან,აბა წარმოიდგინე შენი თავი,წევხარ სამშობიაროში ახალნამშობიარები და 5_6 გოგო დაგადა თავს და დადიანნ ათვალიერებენ პალატებს,მე მგონი არაა მთლად სასიამოვნო biggrin.gif ორ ორი წადით

Posted by: მანიაჩკა 9 Jan 2013, 09:36
blblbl
სულ რომ მარტო წავიდე, ვიღაცასთან პალატაში შევარდნას ისედაც არ ვაპირებ smile.gif ცარიელი პალატის ნახვა მინდა, თორემ ნამშობიარევთან რა მინდა.

ბროშურებს წამოვიღებთ და ადმინისტრატორს დავუსვამთ კითხვებს. ვის აქვს უფლება უარი გვითხრას, ან არ შეგვიშვან, იქ, სადაც ნებისმიერისთვის ნებადართულია შესვლა?
პალატა ისედაც უნდა მაჩვენონ, სანამ ვიმშობიარებ, ამდენ ფულს რომ ვიხდი, ის მაინც არ უნდა ვნახო, როგორ ოთახში მომიწევს წოლა? ცარიელი პალატა თუ არ იქნება, სურათებს მაინც გვანახებენ.

Posted by: anuka2009 9 Jan 2013, 11:37
მანიაჩკა
QUOTE
ვის აქვს უფლება უარი გვითხრას


კერძო სტრუქტურაა, თან სამედიცინო დაწესებულება. როგორ არ აქვთ უფლება უარი უთხრან 6 ქალს ერთად დათვალიერებაზე smile.gif

Posted by: მანიაჩკა 9 Jan 2013, 12:27
anuka2009
დათვალიერება რა, ექსკურსიაზე კიარ მივდივართ smile.gif უბრალოდ პალატას მინდა შევხედო, ისიც თუ იქნება შესაძლებელი და ბლოკის სურათი მაინც გვანახონ, თუარ შეგვახედეს. დანარჩენის გარკვევა მისაღებშიც შეიძლება. მაგდენი დრო სად არის ყველგან რომ მოვიაროთ ყველა კუთხე-კუნჭული smile.gif კითხვებზე პასუხის გაცემა თუ დაეზარათ და მაშინ საერთოდ არ მინდა ეგეთ სამშობიაროში მისვლა, რაღა პირობებზე უნდა ქონდეთ პრეტენზია, პაციენტის ინფორმირება თუ არ შეუძლიათ.

Posted by: Liluu85 9 Jan 2013, 12:39
მანიაჩკა
პალატებს იმედია გვანახებენ... smile.gif
ყველაზე ძალიან მაინტერესებს ახალი სიცოცხლე, იმედი, ჩაჩავა.. მაგრამ დანარჩენებსაც ვნახავ რა ვიცი, იქნება და ისე მომეწონოს რომ უცებ გადამიტრიალდება რაღაცაsmile.gif
დიღმიდან დავიწყოთ და შემდეგ გავაგრძელოთ მისამართების მიხედვითsmile.gif
შენ მანქანით იქნები? smile.gif

Posted by: ebi_chan 9 Jan 2013, 13:21
ესეიგი დღეს ვიყავი ახალ სიცოცხლეში და რაც მახსოვს ყველაფერს დავწერsmile.gif

ფიზიოლოგიური მშობიარობა ჯდება 550 ლარი, თუ ეპიდურული გაუტკივარება გსურთ + 150 ლარი. ორ კაციან პალატაში (პალატები მომეწონა კარგია smile.gif)
საკესირო არ მახსოვს მგონი 950 მითხრეს
პათოლოგიური მშობიარობა გააჩნია რა ხდება და რა არის საჭირო, 800 ლარამდეო
ბავშვი თუ ყველაფერი წესრიგშია 24 საათი თქვენთან არის
მნახველების საათები 4 იდან 8-მდე
ოთხჯერადი კვება
48 საათში გაგწერენო
სტუდენტური დაზღვევა თუ გაქვთ ვინმეს 400 ლარი მანდედან შეგიძლიათ გამოიყენოთ
ჰო კიდე ბლოკში ვინმე თქვენიანი უნდა დაესწროსო, კარგი იქნება თუ მეუღლე იქნებაო და უმჯობესია თუ დედა არ იქნებაო, ყველაზე მეტს დედები ნერვიულობენო smile.gif)
ექიმის აყვანა 300-იდან 500 ლარამდე

რამე თუ გამახსენდა კიდე დავწერ

Posted by: Pumpula 9 Jan 2013, 19:42
ebi_chan

საკეისროს 950 ლარში გაუტკივარებაც შედის თუ კიდე ცალკეა?

Posted by: kvatunia24 9 Jan 2013, 23:05
ebi_chan
აბა მე დამაგოიმეს 995 რომ მითხრეს საკეისრო პლიუს ექიმის აყვანა ვინც მე მინდა 500 ლარიო ? biggrin.gif ფიზიოლოგიურიც ეგრე თქვეს 995 თავის აყვანიანად და მაგაში შედის მგონი ყველაფერი ეპიდურულის გარდა tongue.gif
* * *
ჩემთვის უკეთესი კაცო რაც ნაკლები იქნება მით უკეთესია მაგრამ ასე ყველას სხვადასხვა ფასს ეუბნებიან თუ მე დამაგოიმეს მარტო biggrin.gif

Posted by: ebi_chan 10 Jan 2013, 01:02
kvatunia24
საკეისროზე ზუსტი ფასი ნამდვილად არ მახსოვს მაგრამ 900 რაღაც რო იყო ეგ მახსოვს ( ზუსტად რაშედიოდა კიდე არ ვიცი) და ფიზიოლოგიური ნამდვილად 550 მითხრეს, ექმის აყვანაზეც 300-დან 500ლარამდეო

QUOTE
საკეისროს 950 ლარში გაუტკივარებაც შედის თუ კიდე ცალკეა?

Pumpula
ხო ალბად

Posted by: ninia84 10 Jan 2013, 08:16
ebi_chan
500 ლარი ექიმის აყვანაზე რა უბედურებაა...მთლიანი მშობიარობა ჯდება ეგ თანხა

Posted by: Dido 10 Jan 2013, 09:47
ebi_chan
kvatunia24
QUOTE
ექმის აყვანაზეც 300-დან 500ლარამდეო

რაო? ჩაჩავაში 250 ლარი არის დადგენილი, გამოკრულია განცხადება. 500 ლარი რა ამბავია?

Posted by: mcho 10 Jan 2013, 10:22
ემბრიოს ვინც აპირებთ და გაინტერესებთ ვიყავი და მომეწონა ფასებიც მისაღებიაა ფიზიოლოგიური 625 ლარიდან იწყება და ერთიანი პალატის შემთხვევაში ადის 785 მდე , ექიმის აყვანა 300 ლარიო, ძაან კარგი გარემოა smile.gif

Posted by: SPC 10 Jan 2013, 12:18
ჩაჩავაში ორადგილიანი რა ღირს? საიტზე თითქოს ვერ ვნახე...და ერთადგილიანი რა ღირს? და ამ ფასში შედის მშობიარბაც ხო?

Posted by: kvatunia24 10 Jan 2013, 12:22
ebi_chan
რა ვიცი მამაჩემიც იქ იყო და ჩემი ქმარიც და 995 მითხრა ორივე, უბრალოდ ფიზიოლოგიურს 550 ალბათ ემატება ექიმის აყვანის ფული და გამოდის ჯამში იმდენი რამდენიც მე ვთქვი biggrin.gif და საკეისრო ორჯერ ვკითხე და ორივეჯერ 995 მითხრა
+500 მამუკას აყვანაო. კიდევ ერთხელ ვაპირებ მისვლას და დავაზუსტებ უფრო კარგად მაგ ყველაფერს არ არის პრობლემა smile.gif

Posted by: blblbl 10 Jan 2013, 12:36
QUOTE
500 მამუკას აყვანაო

რა უნამუსობაა ამხელა ფასი ექიმის აყვანა,არცერთი ექიმი არ ღირს ამდენი.

Posted by: ebi_chan 10 Jan 2013, 15:21
აი ახალი სიცოცხლის ნომერი 2 30 95 65
გეტყვიან ფასებს დაწვრილებითsmile.gif გადაამოწმე მაინც kvatunia24

Posted by: makavel1 10 Jan 2013, 15:34
წავედი მე ემბრიოში, არ აქვთ იქ არც პულტიანი საწოლები და 1000 ლარი ღირს საკეისრო ნუ 995 რაღა დარჩა და კიდე ექიმმა თუ 500 ლარი გამომართვა ბარემ 500 საც დავამატებ და ჯამრთელობის სახლში წავალ და ის მაინც ვიცი რო მიღირს ეგ თანხა მაგდენად იმიტო რო იქ მართლა მაგარი პირობებია.

Posted by: მარიამი 10 Jan 2013, 15:38
იმედის კლინიკის საიტზე წერია, მარტო 2-ადგილიანი პალატებიაო და მართლა ასეა? თუ მე გავიგე არასწორად? 1-ადგილიანები არა აქვთ?

Posted by: kvatunia24 10 Jan 2013, 17:03
ebi_chan
გადავამოწმებ აუცილებლად, ნუ მე მაინც მანდ ვაპირებ გადავწყვიტე უკვე და აწი აღარ დავიწყებ ბორიალს, უბრალოდ დავაზუსტებ იქამდე არ არის ეგ პრობლემა smile.gif

Posted by: teo-niko 12 Jan 2013, 12:03
ახალი სიცოცხლის საიტი ხო არ იცით ვინმემ? და ვინ არის მანდ კლინიკის ხელმძღვანელი?

Posted by: FoXy 12 Jan 2013, 13:29
kvatunia24

მე მითხრეს ფიზიოლოგიური 550 ლარი ღირსო, ალბათ ამ დღეებში მომიწევს მისვლა და გავიგებ ზუსტად, მამუკა კი 500 ღირს მანდ, ღუდუშაურში 400

Posted by: Anastasya 12 Jan 2013, 17:25
ჯანმრთელობის სახლის ფასები ვისაც გაინტერესებდათ:

1665 ლარი ღირს საკეისრო, 277 ლარი - წინასაკეისრო კვლევები.

მე ვიკეთებ საკეისროს მანდ rolleyes.gif

Posted by: drozera 12 Jan 2013, 19:05
აქ დავწერ, მგონი უფრო შესაბამისი თემაა.
მოკლედ მე, მანიაჩკა და liluu85 ვიყავით: ჰერაში, ახალ სიცოცხლეში, ემბრიოში და ჯანმრთელობის სახლში. გაგუაში არავინ იყო რეგისტრატურაში, შაბათიაო მოიმიზეზეს და ვერ ვნახეთ პალატები.


ეხლა დავწერ ფასებს, თუ რამე გამომრჩა, გოგოები დაამატებენ მერე:
ჰერა
ფიზიოლოგიური მშობიარობა:
3 კაციანი პალატა - 650 ლარი;
2-იანი - 750;
1-იანი 850;
ლუქსი - 980.

საკეისრო:
3-იანი - 1000;
2-იანი-1050;
1-იანი 1100;
ექიმის აყვანა - 300;
გაუტკივარება - 150.
გამოწერა ხდება მე3-მე4 დღეს.
კვება - 3ჯერადი (მგონი, ნუ 3იანი გვითხრეს თუ 4-იანი ეგ არ მახსოვს.

ბლოკში დგას 2 სავარძელი, შესაბამისად 2 მშობიარე თუ იქნება, დასწრებით ვერ დაესწრება ვერავინ (ასა კატეგორიულად არ უთქვამს, მაგრამ ალბათ არ დაასწრებენო, მით უმეტეს, თუ ერთთან იქნება და მეორესთან - არა.
ნახვის საათები არ ჩამიწერია ზუსტად და დაწერენ გოგოები მერე smile.gif

საერთო ჯამში მომეწონა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სისუფთავე დაცულია, მომსახურე პერსონალმა ძალიან თბილად მიგვიღო.



Posted by: Pumpula 12 Jan 2013, 19:10
drozera

ახალი სიცოცხლე? biggrin.gif

Posted by: stasia 12 Jan 2013, 19:11
drozera
ჯანმრთელობის სახლში რა სიტუაცია იყოო?

Posted by: drozera 12 Jan 2013, 19:12
ახალი სიცოცხლე

ამ სამშობიაროში არის სულ 2 კაციანი პალატები,
მშობიარობა - 550 ლარი;
გაუტკივარება - 150;
ექიმის აყვანა - 400 ლარი (ჩვენ ასე გვითხრეს, ნემსაძის აყვანა რა ღირს, ეს არ დაგვიკონკრეტებია).

ამ სამშობიაროს დიდი პლიუსი არის ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკი, სადაც დასწრება შეუძლია მუღლეს, ან დედას. ეს არის წინასამშობიაროც და უშუალოდ სამშობიარო ბლოკიც. მშობიარობის დაწყებამდე ხარ ამ ოთახში, აქვე იმშობიარებ და შემდეგ 2 საათში გადაჰყავხართ პალატაში. იმავე ოთახში არის ვანა-ტუალეტი და ა.შ.

გამოწერა ხდება მე-3 დღეს.
(ხო, ერთი დეტალი კიდევ, ოყნა სახლში უნდა გაიკეთოთ და ისე მობრძანდეთო)
მთელი პერსონალი ღუდუშაურიდან არიან, როგორც ჩანს და კარგი პედიატრებიც ჰყავთ.

ნახვის საათები 4-8 საათამდე;

მე მომეწონა ეს სამშობიარო ძალიან, განსაკუთრებით სამშობიარო ბლოკი.
მაგრამ ვისაც გადაწყვეტილი აქვს ლუქსი, ან 1-კაციანი პალატა აუცილებლად, იმათთვის ნამდვილად არ იქნება მისაღები.
* * *
stasia
Pumpula

დავწერ ნელ-ნელა smile.gif

ჯანმრთელობის სახლი

აქ მარტო 1ადგილიანი და ლუქს-პალატებია. ლუქსის და 1-ადგილიანის განსხვავება ის არის, რომ დივანი დგას ლუქსში და ტელევიზორი, მაგრამ იქ დატოვების უფლებას არავის აძლევენ, ამიტომ აზრს დიდად ვერ ვხვდები მე პირადად.

ფიზიოლოგიური ღირს 1550 ლარი (1 კაციანი პალატა)
+200 ლარი - ლუქსი.
გაუტკივარება - 150.
საკეისრო - 1665+277 (ეს წინასაკეისრო ანალიზებისთვის)

გამოწერა მე-4 დღეს -ფიზიოლოგიური;
მე-5 - საკეისრო.


სამშობიარო ბლოკი -ინდივიდუალური.

აქ ექიმის აყვანა არ ხდება, ყველა მშობიარობას თუ საკეისროს ქორიძე აკეთებს, (ამას კარგად ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს, ერთდროულად სამშობიარო ბლოკშიც იყოს და საოპერაციოშიც, მაგრამ ახერხებსო smile.gif

მშობიარობა-საკეისროზე არავის ასწრებენ, დარჩენითაც არავის შეუძლია დარჩენა.
ნახვის საათები - 2-დან 8 საათამდე საშვით, 2-2 კაცი (მგონი ასე თქვეს, გოგოები დააზუსტებენ)

საკმაოდ კარგი პალატებია, კვება მგონი ოთახში შეჰქონდათ, (მაგიდები არის tongue.gif)


Posted by: Dido 12 Jan 2013, 20:26
ნეტავ ჩაჩავას თუ აქვს ინდივიდუალური სამშOბიარო ბლოკი? ალბთ ექნება. მინდა user.gif

Posted by: Pumpula 12 Jan 2013, 21:46
ან ქმარი ან დედაო დასწრებაზეო რომ ამბობენ, როგორ შეამოწმებენ ერთი ის ქალი დედაა თუ დედამთილი? biggrin.gif და ეს მე-3 დღეს გამოწერა რაღაც მეცოტავება user.gif

Posted by: ninia84 12 Jan 2013, 22:04
Pumpula
ყველგან მესამე დღეს წერენ, როგორც ვიცი, თუ რამე პრობლემა არაა

Posted by: kvatunia24 12 Jan 2013, 23:13
drozera
რა კარგი გოგოები ხართ smile.gif ანუ 1200 გამოდის ახალ სიცოცხლეში ფიზიოლოგიური თავისი ექიმიან გაუტკივარებიანად smile.gif არ არის ბევრი ნორმალური ფასია, დანარჩენი მეც ვიცი და მე კმაყოფილი ვარ ყველაფრით მანდაურობის.

Posted by: stasia 12 Jan 2013, 23:14
kvatunia24
სად იმშობიარებ გადაწყვიტე უკვე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kvatunia24 12 Jan 2013, 23:19
stasia
კი ექიმიც აყვანილი მყავს უკვე biggrin.gif ახალ სიცოცხლეში გადავწყვიტე მამუკასთან smile.gif

Posted by: ლიკლიკა 12 Jan 2013, 23:21
kvatunia24
QUOTE
მამუკასთან

ნემსაძე?

Posted by: kvatunia24 12 Jan 2013, 23:22
ლიკლიკა
აჰა, ნემსაძე smile.gif
* * *
stasia
მადლობა, მეც მიხარია რომ გადავწყვიტე, უფრო მშვიდად ვარ, ორშაბათს ოფთალმოლოგთან მივდივარ და ვნახავ რას მეტყვის თორემ სხვა ჩვენება არ მაქვს და მიხარია ძალიან თუ არ დამჭირდება საკეისრო smile.gif იმდენად არ მინდა რომ სულ მცირე შანსი მაინც თუა რომ არ გავიკეთო ვებღაუჭები მთელი ძალით biggrin.gif

Posted by: stasia 12 Jan 2013, 23:22
kvatunia24

გილოცავ გილოცავ biggrin.gif კაია ბოლო დღეს რომ არ გადაწყვიტე biggrin.gif : D biggrin.gif

საკეისროს იკეთებ თუ ისე ჩვეულებრივ

Posted by: ლიკლიკა 12 Jan 2013, 23:26
kvatunia24
ძალიან კარგი არჩევანია. წარმატებები 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 12 Jan 2013, 23:27
ლიკლიკა
მადლობააა მეც მომწონს ძალიან და მიხარია რომ ვენდე ინტუიციას smile.gif 2kiss.gif

Posted by: garfield1 12 Jan 2013, 23:36
ეხლა წავიკითხე ძველი პოსტებიც .
ქორიძეზე მსგავსი რამე პირველად მესმის, მე და ჩემი დაც მაგასთან ვართ დაბადებულები და ერთადერთი იმ საკითხში შეიძლება დავეთანხმო ადამიანებს როდესაც ამბობენ დაბერდა და რაღა დროს ქორიძეაო, მაგრამ ნარკოტიკები და კაიფში ყოფნა ოპერაციის დროს არ მჯერა და მომკალით და არ შეიძლება ასე დაბრალება /
მე მანდ ვაპირებ ალბათ, აღრიცხვაზეც მანდ ვარ . ჩემმა ორმა უახლოესმა ადამიანმა იმშობიარა მანდ და როგორც აბრალებენ საკეისროები მოწონს ძაანო, მთლად მასეც არაა, ორივემ ფიზიოლოგიურად გააჩინა და ამირანს არც უხსენებია საკეისრო . ამის გარდა მომწონს ის რომ მშობიარეს აქცევენ უზომოდ დიდ ყურადღებას, აკვირდებიან რამდენად კარგად მიდის შემდგომი პროცესი, მკერდის და მუცლის მასაჟები და ასე შემდეგ. ასევე ზედმეტად ერთ ლარს არ გთხოვს არავინ, ერთჯერადი საცვლებით დაწყებული ბავშვის პამპერსით დამთავრებული ადგილზე გხვდება ყველაფერი და მნახველებსაც უშვებენ გარკვეული დროით და თუ ეტყვი ქმრის მეტი არ მინდა არავინო სხვას არც შემოუშვებენ.
ბავშვიც გაყავთ ღამით და დედის სურვილზეა დამოკიდებული თუ ენდომება დაიტოვებს. მოკლედ მე პირადად ალბათ არ შევიცვლი აზრს .
იმედის კლინიკას რაც შეეხება, მანდაც ძალიან კარგი პირობებია როგორც ვიცი, ერთადერთი რაც მეუცნაურა ისაა რომ მნახველებს ზემოთ არ უშვებენ,მშობიარე ჩამოდის ქვემოთ, რაც ნაკეისრალისთვის ცოტა რთულია. ბავშვი დაბადებისთანავე ჩამოყავთ ქვემოთ და ფანჯრის მეორე მხრიდან გაჩვენებენ და მერე უკვე მხოლოდ მეორე სართულის ფანჯრიდან, როცა ჭიპი მოძვრება გაწერა მერე ხდება დაახლოებით მე4 დღეს . ხო კიდევ ტანსაცმელთან ერთად, ფეხსაცმელები არ აიტანეს ზემოთ, არ შეიძლებაო და ვინც ეწერებოდა გოგოები ისხდნენ ქვემოთ ჰოლში და იქ იცვლიდნენ ფეხზე . კვება ნორმალურია, სასმელი წყალი ონკანის ქონდათ და ჩემმა დამ მიგვატანინა ნაყიდი . ყურადღებიანი ექიმები და ექთნები ყავთ და ასევე რაც მთავარია, მანდ ექიმის აყვანას ჯობია მორიგე შეგხვდესო, იმიტომ რომ თუ აყვანილი ექიმი გყავს, სხვა არ გაქცევს ყურადღებასო, მოდის გამშობიარებს და მიდის და მერე კარგად მეყოლე. მორიგე თუ შეგხვდა თან გყვება მთელი განყოფილებაო. ეს ის არის რაც ჩემი დისგან ვიცი, თუ კიდევ გამახსენდა რამე დავწერ .
* * *
Pumpula
თუ პრობლემა არ გექნა, ის სამი დღეც ვერ გაჩერდები, ჩემ დას ნაკერებიც არ ქონია და ოთხი დღე დაიტანჯა რასაც ქვია, სახლში მინდა წასვლა აღარ შემიძლიაო

Posted by: მანიაჩკა 13 Jan 2013, 01:21
უფფ, ძლივს მოვიცალე კომპიუტერისთვის

drozera , Liluu85 2kiss.gif დღეს ძალიან მაგარი დღე იყო. შემოვიარეთ სამშობიაროები.

ვინ ამბობდა არ შეგიშვებენო? ყველამ ძალიან თბილად მიგვიღო, რომ მივდიოდით, გვეუბნებოდნენ, ამდენი არა, ერთი შემოვიდესო და რომ ვეუბნებოდით, სამივე ორსულები ვართ და სამშობიარო უნდა ავირჩიოთო, ეგრევე ღიმილი ეფინებოდათ და მაშინ სამივე უნდა შემოხვიდეთო, თვითონ გვეუბნებოდნენ. ყველა გვიღიმოდა და გვესიყვარულებოდა.

ისე, გოგოებო, drozera , Liluu85 , მემგონი ეგ ჩემ გამო მოვწონდით ყველას, თორემ აბა გაგუადან რატომ გამოგისტუმრეს? gigi.gif tongue.gif


მოკლედ, სამშობიაროების ფასებზე drozeram დაგიწერათ დაწვრილებით. მე უფრო პირობებზე დავწერ ჩემ აზრს.



1. ჰერა - ყველაზე ძალიან ეს სამშობიარო მომეწონა და ალბათ აქ გადავწვეტ მშობიარობას. მარტო IFFY - ს ველოდები, რომ იმშობიაროს და მერე შთაბეჭდილებები დაწეროს, რომ საბოლოოდ ჰერა გადავწყვიტო smile.gif IFFY, შენ იმედზე ვარ 2kiss.gif

რა შემიძლია დავამატო ჰერაზე:
1. არის ყოფილი რკინიგზელთა საავადმყოფოს შენობაში. ახალი გარემონტებულია მთელი კლინიკა, ამიტომ ძალიან კარგად გამოიყურება ყველაფერი. პირველი დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ეზომ და პარკინგმა. მართალია ფასიანი პარკინგია, მაგრამ ძალიან დიდია და მოწესრიგებული.
2. თვითონ ჰერა არის ძალიან მაგრად გაკეთებული. ყველაფერი ახლის შთაბეჭდილებას ტოვებს (ასეც არის რეალურად) და პერსონალიც მოწესრიგებული, როგორც ჩაცმულობით (ლამაზი, სუფთა ფორმები), ისე საუბრით.
3. 1 ადგილიანი პალატები არის ნორმალური, ზომაში არაუშავს, ცოტა პატარებია, საწოლები როგორც დავაკვირდი პულტიანი არ არის და ყველა ოთახში არის ვანა-ტუალეტი. ყველა პალატაშია პლაზმური ტვ და კონდიციონერი. და რაც ყველაზე კარგია, Wireless აქვთ, თანაც სამი.
ლუქსი დიდია 1 ადგილიანთან შედარებით და დგას ტახტი (სამეული).
4. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - აქვთ ბავშვთა რეანიმაცია (ღმერთმა არავის დაგვაჭირვოს, მაგრამ მე პირველზე მაგიტომ გამწირეს ღუდუშაურისთვის, პათოლოგიური ორსულობა მქონდა და ეშინოდათ, რამე არ გართულებულიყო).
5. კიდევ სასიამოვნო ფაქტი: ბავშვი გაყავთ ხოლმე.
6. მნახველების მიღების საათებია 6-8, მაგრამ ლუქსში შეგიძლია დაიტოვო ვინმე.
7. და ამ კლინიკის ერთადერთი მინუსი: ბლოკი არ არის ინდივიდუალური. მგონი მარტო ერთი ბლოკია და ვისაც დაეწყება ჭინთვები, ყველა იქ შეყავთ. სამაგიეროდ წინასამშობიარო ოთახებია ერთადგილიანი (გოგოებო, ხოარ მეშლება), სადაც ჭინთვებამდე არიან.
8. ფასი არის ყველაზე ნორმალური პირობებთან შედარებით დაჟე იაფია.
ლუქსი, ექიმის აყვანა და პერიდურალური ფიზიოლოგიური მშობიარობით ყველაფერი ერთად ჯდება 1430 ლარი.



2. ახალი სიცოცხლე - ეს სამშობიარო ამ ოთხს შორის მეორე ადგილზე დგას ჩემ სიაში. ერთადგილიანი პალატები რომ ქონდეთ, ჰერაზე დავფიქრდებოდი, იმიტომ რომ აქ ბლოკი ინდივიდუალურია. ბავშვი აქაც გაყავთ ხოლმე, მაგრამ ძირითადად სულ დედასთან არის. ნახვის საათებია 4-დან 8-მდე, პალატაში შეიძლება მნახველების შეყვანა, მაგრამ რადგან 2-ადგილიანია ტეხავს, ვიღაცის მნახველებმა რომ უნდა გიყურონ. Wireless არ ქონდათ. ბლოკიც გვანახეს და მომეწონა ძაან, ღუდუშაურის ბლოკზე გაცილებით პატარა იყო, მაგრამ სისუფთავით და ხარისხიანი მოწყობილობებით, თითქმის იგივე იყო, რაც ღუდუშაურში აქვთ, ანუ, მშვენიერი ბლოკი აქვთ, ვერაფერს დაუწუნებ, რაც მთავარია ბლოკში მარტო შეყავთ მშობიარე, მშობიარობაზე დასწრება შეიძლება.
ფასი ძალიან ნორმალურია, ფიზ. მშობიარობა, ექიმის აყვანა და გაუტკივარება ერთად ჯდება 1100 ლარი. ოღონდ პალატაა 2-ადგილიანი, გაითვალისწინეთ.



3. ჯანმრთელობის სახლი - ეს მესამეა ჩემ სიაში.
აქ ცოტა დომხალია მისაღებში, პირველ სართულზე. რაიონის კლინიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. სოფლებში რომ აქვთ სახლები კარგად მოწყობილი, ხეში რომ არის კედლები გაწყობილი, ეგეთი ინტერიერია. ძაან შინაურული ინტერიერია კლინიკისთვის, გეგონება საცხოვრებელი სახლია გადაკეთებული.
1. არ მომეწონა პალატები. ყველა პალატა 1-ადგილიანია, მაგრამ აქაც ეს შინაურული პონტი იგრძნობა. პალატებში არაა კონდიციონერი, არის რაღაც ადამ-კუკუს დროინდელი ვინტილიატორის სტილში, ჭერზე რომ მაგრდება და ტრიალებს. საწოლები კი აქვთ პულტიანი, მაგრამ ზოგადად ძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა ავეჯი (ტახტები ლუქსში). ლუქსში ღამე არავის ტოვებენ, ამიტომ ერთი განსხვავება ისაა, რომ 200 ლარით მეტს იხდი იმაში, რომ ორჯერ უფრო დიდი პალატაა ერთადგილიანთან შედარებით. არადა მე ერთადგილიანი უფრო მოეწონა. მაგიდა და ორი სკამი დევს ერთადგილიანში.
2. ნახვის საათებია 2-8 საათამდე
3. ბუფეტიდან გამოდიოდა საშინელი სუნი, ბულიონის, რაც მთელ დერეფანში იგრძნობოდა, სადაც პალატებია.
4. მშობიარობაზე დასწრება არ შეიძლება!!!!!!!!!!!!!!!
5. ბლოიკი ინდივიდუალურია.
6. ბავშვი გაყავთ ხოლმე. ჩემი ახლობელი შემხვდა, ნამშობიარევი და ფაქტიურად სულ ამათ ყავთ ბავშვიო.
7. ყველაზე მნიშვნელოვანი: ფასებია კატასტროფა! ფიზიოლოგიური მშობიარობისას ლუქსი, ექიმი არ აგყავს, იმიტომ რომ ისედაც და ასედაც ქორიძეა მარტო, და გაუტკივარება ერთად გამოდის 1800 ლარი.


4. ემბრიო - სრული კატასტროფა!!! არ მეგონა ამას თუ რომელიმე სამშობიაროზე ვიტყოდი, მაგრამ ამას ნამდვილად ღუდუშაური ჯობდა! საშინელება და საოცრებაა! მანდ მშბოარობაში ფულს როგორ იხდიან საერთოდ, მიკვირს. გთხოვთ, ვინც მანდ იმშობიარეთ, ან აპირებთ მშობიარობას, შეურაცხყოფად არ მიიღოთ ჩემი ნაწერი. უბრალოდ ვერ ვმალავ ჩემს აღშფოთებას და რასაც ვწერ, იმაში ნამდვილად ობიექტური ვარ 100% და გრამსაც არ ვაჭარბებ, გოგოები დაწერენ თუ რამეში ტყუილს ვამბობ, იქ იყვნენ ისინიც ჩემთან ერთად.
1. ეზო და შენობა არის ისეთი საშინელი, თავი უჟასში გეგონება. ნახევარ შენობაში მშენებლობები მიმდინარეობს. ეს სამშობიარო არის მეორე სართულზე, სადაც ადიხარ რაღაც სტრაშნი კიბეებით. ჩვენ ვიცინოდით, მარტო ამ კიბეებზე ასვლით დაგეწყება მშობიარობა. რაღაც კატასტროფაა.
2. ინტერიერი კატასტროფა! შესასვლელიდანვე უჰაერობა იყო საშინელი და საშინელი სუნი იდგა ყველგან! ყველაფერი ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, პერსონალსაც არ ეცვა გაკრიალებული ხალათები. ჩვენ ხალათები და ურნაში ჩაყრილი ნახმარი ბახილები ჩაგვაცვეს sad.gif აბსოლუტურად არაჰიგიენური ბახილები იყო, რა აზრი ქონდა მაგათ ჩაცმას არ ვიცი.
3. ბუფეტში საშინელი სუნი იდგა, პოდნოსებზე სადაც საჭმელს ალაგებდნენ, იმხელა ნაჭერი პური იდო თითო თეფშზე და ისე უშნოდ მოჭრილი, გული შემიწუხდა, ნამდვილი კონცლაგერია.
4. პალატები იყო 4-დან 1 ადგილიანამდე. პალატები არცერთი არ მომეწონა. აბაზანები იყო საშინელი. დუშკაბინები არ იყო, იყო უბრალოდ დუშები.
ლუქსი იყო ყველაზე საშინელი. იმიტომ რომ პალატაში დგას უზარმაზარი სამშობიარო საწოლი ჩვეულებრივი საწოლის გვერდით. ანუ, შეგიძლია ბლოკში იმშობიარო (ინდივიდუალური არაა, არც წინასამშობიარო ოთახია ინდივიდუალური, იქ 2 ერთად შეყავთ), ან შეგიძლია ლუქს-პალატაში იმშობიარო. ნუ, თუ არ იმშობიარებ, მაინც მთელი ეს დღეები იმ საშინელ სამშობიარო საწოლს უნდა უყურო. და იმის შეგრძნება, რომ მაგ ოთახში წინა დღეს შეიძლება ვიღაცამ იმშობიარა, თან მაგ ლოგინზე, მე ღამე არ დამაძინებდა. sad.gif ლუქსში შეგიძლია დაიტოვო ვინმე.
5. მნახველების მიღება 4-6 საათამდე (სამუშაო საათებია და ტეხავს). მნახველებს პალატაში არ უშვებენ, დედა გადის მისაღებში და ბავშვი შეუძლია კარებს რომ გააღებს, მაშინ დაანახოს.
6. ლუქსი ფიზ. მშობიარობისას ექიმის აყვანით ჯდება 955 ლარიდან (-დან იმიტომ რომ ექიმის აყვანა ეწერა 200 ლარიდან, გაუტკივარება არ ეწერა, არ ვიცი აკეთებენ თუ არა).
კიდევ ერთხელ მაპატიეთ, თუ ჩემი პოსტის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძენით, ჩემი მიზანი არავის წყენინება არაა. ვხვდები, რომ ცოტა ცინიკურად ვწერე, მაგრამ ამ სამშობიაროს ჩემი აზრით პაციენტი საერთოდ არ უნდა ყავდეს, მითუმეტეს, ისეთ პირობებში, სადაც კონკურენცია დიდია.






აი, ასე bis.gif რამდენი ვწერე smile.gif სანახავი დამრჩა გაგუას სამშობიარო. და ჩაჩავას ზუსტი ფასები უნდა გავიგო. ნახვით ნანახი მაქვს ჩაჩავას პალატებიც და აღრიცხვაზეც იქ ვარ და ბოლოს ყველა ჩემმა ახლობელმა მანდ იმშობიარა, ამიტომ პირობები მეტ-ნაკლებად ვიცი.
საბოლოოდ მაინც მგონია ჰერას გადავწყვიტავ.

Posted by: ninia84 13 Jan 2013, 07:36
მანიაჩკა
ისეთი საშინელებები დაწერე ემბრიოზე, მანდ ნამშობიარები რომ არ ვიყო, გული გამისკდებოდა

Posted by: kurshaaa 13 Jan 2013, 08:13
მანიაჩკა


ძაან ვიხალისე biggrin.gif ჯან. სახლში ამირანის ინტერნეტს ვიჭერდი და რო მესარგებლა ამით ვის დავაზარალებდი არ ვიცი. რამდენიმეს რო ვკითხე თუ შეიძლება პაროლი თუ დახურულია-მეთქი ისე შემომხედა ყველამ მეგონა XIX საუკუნეში ვიყავი და იქ ვითხოვდი ინტერნეტს, ასეთი მოთხოვნა საერთოდ არავის გასჩენიაოbiggrin.gif ფასებით გაოცება მაშინ გენახა ამხელა ფულს რო გადაიხდიდი და ჩამოგლეჯილჟალუზებიან ოთახში რო დაგაწვენდნენ მზის გულზე და საშინლად უხეში ყავისფერი ქაღალდები როა ეგ რო გექნებოდა ტუალეტში biggrin.gif ეს ორი ჩემთვის განსაკუთრებული დისკომფორტი იყო. არ დამავიწყდება ჩემი ქმრის სახე ტუალეტის ქაღალდის მოტანა რო ვთხოვე... მისაღების ბარდაგინკიდე ცალკე თემაა



ვაიმეეეეე, გურიაsmile.gif ვარ

Posted by: მანიაჩკა 13 Jan 2013, 12:17
QUOTE
ვაიმეეეეე, გურია ვარ

კიდევ კარგი, თქვი smile.gif ჯან. სახლისკენ დიდად არ მიმიწევდა გული შენთან ლაპარაკის მერე, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველაზე ძვირი სამშობიაროა და მაგიტომ.


ისე, ვისაც საკეისრო უწევს, იმათთვის მგონი ღირს, ქორიძის გამო. ნუ, ცუდი კი არაა, პირიქით, კარგი პირობებია, მაგრამ ამ ფასს არ შეესაბამება იქაური გარემო.

ninia84
QUOTE
ისეთი საშინელებები დაწერე ემბრიოზე, მანდ ნამშობიარები რომ არ ვიყო, გული გამისკდებოდა

პირველი რომ მანდ მივსულიყავით კიდე არ გვექნებოდა მასეთი შოკი. უბრალოდ ჰერას და ახალი სიცოცხლის მერე მართლა საშინელებად მოგვეჩვენა. ალბათ რაღაც სამშობიაროებთან შედარებით, პირიქით, ემბრიოში კარგი პირობებია.

Posted by: ninia84 13 Jan 2013, 12:40
მანიაჩკა
მე თებერვლის დასაწყისში ველოდები და 99% მანდ მივალ და დავწერ მერე შთაბეჭდილებებს. პირველზე უკმაყოფილო არ წამოვსულვარ და ვნახოთ. ისე, მიმღები მეორე მხრიდან აქვს, მაღალი კიბეების მხრიდან მნახველები მიდიან ხოლმე

Posted by: garfield1 13 Jan 2013, 12:51
ერთადერთი რაც არ მომწონს ჯან.სახლში ისაა რომ კონდიციონერები არ აქვთ, თუმცა რომ ვიკითხე ასე მითხრეს, კონდიციონერი საშიშია, მეძუძურ დედას მკერდი უცივდებაო და მაგიტომ არ გვაქვსო. მე ზაფხულში მიწევს მშობიარობა და ერთადერთი მაგიტომ ვყოყმანობ, პალატაში დახრჩობა არ მინდა ნამდვილად . სხვა მხრივ ვისაც მანდ უმშობიარია ყველა ძალიან კმაყოფილია

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:03
გამარჯობა smile.gif)
მოკლედ აქ იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ემბრიოზე გიამბოთ smile.gif)
სულ ვკითხულობდი აქ პოსტებს, შემოვიარე ყველაფერი და ემბრიოზე მაგარიკ პირობები არავის არ ჰქონდა შესაბამის ფასში. აბაზანა ძალიან კარგი, საწოლი, კვება უგემრიელესი,მოკლედ ყველაფერი ძალიან მომეწონა .
ავიყვანე ყველაზე განთქმული ექიმი,რომელიც შემდეგ აღომაჩინე რომ ამ კლინიკის წილშია-პაატა ჟორჟოლიანი.
იქვე ჰყავდა ბევრი ორსული და რიგში ვიდექი კონსულტაციაზე,კონსულტაცია-ნუ იკითხავტ,იდიოტური,2 სიტყვა მოთხრა ამა და ამდროს მოდიო და 40 ლარი გადაგვახდევინა. თვითონ პაატას აყვანა 400 ლარი ღირდა და ემბრიოში ყვეოლა თვალებში შესციცინბდა,ბატონო პაატა ,ბატონო პაატა..
მეც ესე მეძახდნენ პატიკოს პაციენტი და თავს მევლებოდნენ.
მოკლედ, ეს ყველა ზემოდხსენებული სანამ მშობიარობის ტკივილები დამეწყებოდა.
მოვიდა 29ივნისი(2012) და ამტკივდა მუცელი, 5 წუთში 1ხელრო აგტკივდება მერე მოდიო პაატამ,ამტკივდა..
გამაქცუნეს ჩქარა,ჩქარა დაიქ დაიწყო ჩემი ტანჯვა..
მოკლედ შემიყვანეს,გამსინჯა ხელით მორიგე გინეკოლოგმა სოფომ.უკვე 2.5ზეაო,წამიყვანეს რაღაც ოთახში,მანამდე ტელეფონიო დამატოვინეს.
წამიყვანეს და იქ ერთი გოგოკიდე იყო,იმის ტკივილებს რო უყურებდი მე უფრო მტკიოდა. 10 წუთში ერთხელ ეს სოფოშემოდიოდა და გულისცემას სინჯავდა.მანამდე ვიყავით სულმარტო. მარტო იმის მეშინოდააგოგოს არაფერი დაემართოსთქო, დავიწყე წივილ-კივილი ან ტელეფონი მომეცით ან დედაჩემი შემოიყვანეთთქო. როგორც იქნა შემოიყვანეს დედაჩემი.
ამასობაშ გავიდა 4 საათი და ჩვენი პაატაარ მოდის..ვურეკავ და ხან რას მატყუებს,ხან რას.. აი10 წუთში ამოვალ,5წუთში დაა.შ.
დედაჩემი გაბრაზდა მერე და დროზე ეხლა გაგუაში გადავდვართო (სანამ პაატა არ მოვა ვერაფერს ვიზამთო და გაუტკივარებაც სახვეწარი გამიხდა)
მერე შემოვიდა ერთ-ერთი ექიმი,სახელი დამავიწყდა,არსენი მგონი ,იმან გამსინჯა და დაეწყება ეხლა მალეო.მესმოდაროგორ თათბირობდნენ თეთრხალათიანები რაუნდა ექნათ პაატა რომ აგვიანებდა. საქმეის იყო რომ წყლები ვერ დავღვარე და აუცილებელი იყოჩარევა.
ნუ როგორც იქნა მოაღწია პაატამ ზუსტად 8 საათის შემდეგ და უიუი აბა ჩქარაო და დამაღვრევინა წლები ( რაღაც დიდი ხელსაწყოა და ყელში შეუშვებენ და ვერაფერი ვრგავიგე საერთოდ)
გადამიყვანეს სხვა პალარტაში და ,ალევ ჭინთვები დაგეწყებაო,ამ დროს დედაჩემი გავათვაისუფლე და ბექა(მეუღლე) შემოვიყვანე ,მერე ისემოხდა რომმე უკვე ძალიან მაწვებოა ქვემოთ საამ პატარა პალატაშიმარტო მე და ბექა ვიყავით,არც ექიმი შემოდიოდა,არ ექთანი,საერთოდ არავინ.მერე ბექამ გაჭედა და პაატა მოიკითხა ხმამაღალი ტონით,პასუხი-პაატა ქვემოთ პაციენტებს იღებსო. ვაიმეე თუ ტვინში სისხლი არჩამექცეოდა არ მეგონა.
როგორც იქნა გადამიტვანეს ბლოკში,რა თქმაუნდა ბექაცგამომყვა და ,აი მაქსიმალურად მივყვევი პაატას ნათქვამს,მაგრამ ეტყობა ვერ შევძელი და 14 ნაკერი დამჭირდა, აქედან 8შიგნით.
ბავშვი რო დაიბადა აღარაფერი მახსოვდა,ავატარივით ლურჯი იყო და მერე გავარდისფრდა.ყველაზე ლამაზი ლურჯთვალება წერტილი იყო.
ბექაგავიდა..
მერე ნარკოზი გამიკეთეს..2 საათიანი და ვინ დამადო ნაკერები არვიცი..
იმ ნაკერების მკურნალობამ მშობიარობის მერე 2თვეს გასტანა +გამწოვი ძაფები არ იყო და 3 სახის ინფექცია მქონდა.
გავიღვიძე და ბავშვის დანახვა მინდოდა და თავს ვერ ვწევდი..მტკიოდა ქვემოთ საშინლად, გვერდითგავიხედე ერთი ექთანი იყო და მზესუმზირასჭამდა ბლოკში:| მე ვუტხარი მტიკათქო და კათეტერი მე ჩაგიდგი დაარგტკივა ეგ შენ გგონია მასეო.სანამ ცხარე ცრემლითარდავიწყე ტირილი9 მანამდე არდამიჯერეს.
გადამიყვანეს პალატაში (2 კაციანი) და ძლივს მოვახერხე დაწოლა. ძალიან მტკიოდა და ამომიღეს კათეტერი.
ცოტა ხანში ჩაქრაშუქი,ვაიმეე კინაღამ გული გამისკდა,გვერძე გოგო იწვა დადღეს უკვე მე3მედ ჩაქრაო. ამ დროს მოვიდა 3 ექთანი ,აი იცითრაეჭირათხელში? ბატარიას რო ეძახიან ,და ესე მომანათეს და ცდილობენ კათეტერის კვლავჩადგმას. 9ჯერ სცადეს მარავერგააკეთეს სწორად და იყავიო.:|
იქ გატარებული დღეები ჩემთვის იყო კატასტროფას,ყურადღება მინიმალური, ეს 25 წლის ექიმები საერთოდმაღიზანებდნენ. ბავშვს თურმე რძე არ ყოფნიდა და შარდის მაგივრად ცოტა სისხლებს აკეტებდა და არცერთ პედიატრს თავში არ მოუვიდა რო ხელოვნური მიეცა.
არსენმა დამიძახა და შეცდომითგაკეთებული ნაკერი ამომიღო და მოკლედ გავმწარდიი.
მეზიზღება სრულიად ემბრიო ,რა ჯანდაბად მინდოდა კარგი საწოლი და მაგარი აბაზანა არ ვიცი,ეხლამეორეს ველოდები ,მივაყოლედა მაგათი დანახვაც აღარ მნდა.უი ,იმის თქმა დამავიწყდა, ბავშვი სულ რო ტიროდა ,ნუ რა თქმაუნდა მეც სულვტიროდი და პედიატრს გაყავდა.
ერთხელაცგაიყვანა ღამე და ღამის 4 საათამდე აღარ შემოიყვანა, გავაკითხე დამაშინ აღმოვაჩინე რომ ბავშვების ოთახი , სადაც აი თავში რო წვეთოვანი აქვთ ხოლმე,ისეთი ბავშვიც იწვა, იყო ბლოკის გვერდით და ისმოდა გაქანებული წივილ-კივილი.
მივედიდა სძინავს ჩემსპაწაწუნა~ს და გვერძე ბოთლი არ უდევს? ვაიმეეეეე !!! მეთქი ეხლა ამათ სახეს ავახევ !
როგორც იქნა გამოგვწერეს და მოვედით სახლში,ეხლა იმაზე ვნერვიულობ აი რომელ სამშობიაროს უნდავენდომეორეზე

Posted by: liziko 13 Jan 2013, 13:06
მოკლედ მე გავაჩინე "იმედის კლინიკაში" მე-3 შვილი, საკეისრო, ექიმი დავით კობეშავიძე. ვარ უზომოდ კმაყოფილი. მიმღებიდან და ბლოკიდან დაწყებული და პალატებით და გამოწერით დამთავრებული... ბედნიერი ვარ რომ გვიან, მაგრამ მაინც მოვხვდი მანდ. სამწუხაროა რომ წინა 2 გაჩნდა სხვაგან...

ფანტასტიურად ჩაიარა თვითონ საკეისრომ, ყველაზე ძალიან მაგის და გაუტკივარების მეშინოდა. საერთოდ არაფერი არ მიგრძვნია, + დათო ხომ მთლიანად თვითონ მუშაობდა. მერე რეანიმაციაში ვიყავი მეორე დილამდე გამაყუჩებლის ფონზე ნორმალურად ჩავიარეთ. ოპერაციის დროსაც და რეანიმაციაშიც სპეციალური ბამბის პერანგები გვეცვა, უკან შესაკრავით, გაუტკივარებისთვის.

პალატები არის 2 ადგილიანი ძირითადად, იშვიათად 4. ყველანგან დუშკაბინა და უნიტაზ-ხელსაბანი. თხევადი საპონი+ ტუალეტის ქაღლდი (ამას იმიტომ ვწერ, რომ ვიღცამ რომელიღაც სამშობიაროზე დაწერა, ქმარს მივატანინეო....! ! ! ) ფასი ერთიდაიგივე.
ძალიან ყურადღებიანი და მობილიზიბეული პერსონალია. 5 დღე-ღამის მანძილზე არ მახსენდება რომ რომელიმე მაინც ცოოოტათი უყურადღბო ან დაბნეული ან უღიმილო ყოფილიყო. ან დაზარებოდა რაიმე...

საკვებს რაც შეეხება 3 ჯერადი კვებაა, აბსოლიტურად ბალანსირებული... ზოგიერთი ამბობდა რომ არ ჰყოფნიდათ, ან კომპოტს ითხოვდნენ ანუ სითხეებს რა) მაგრამ ეს იყო ის აბსოლიტური ნორმა, რომ რძე არ მოგასკდეს და მერე გამოსაწველებით არ ირბინო (მე წინა 2 შემთხვევაში 4 ჯერადი კვების გამო და გადამტებული სითხეებით ზუსტად ეგ დამემართა).

აბსოლიტურად მთლიანად პატრონობენ ბავშვს. აცრა, გამოცვლა+ ჩაბანა(ყველა ჯერზე!!! ადრე ჩემებს მარტო სველი სალფეტკით წმენდნენ ხოლმე, იშვიათად ბანდნენ). თუ არ გინდა რომ შენთან იყოს, გაიყვან, არავითარი პრობლემა. შენი ნებართვით და შეთანხმებით( მარტო!!!) თუ არ გაქვს რძე, აჭმევენ დამატებით საკვებს.

ფასებს რაც შეეხება
საკეისრო 950 ლარი
წინა საკეისრო ანალიზები 60 ლარი (მგონი შევიდა ამ 950-ში, ზუსტად არ მახსოვს)
ეპიდურალური გაუტკივარება 185 ლარი
ექიმის აყვანა 250 ლარი

პ.ს. ყველაზე მეტად სასიამოვნო შოკი მქონდა იმით, რომ არსად ექიმი ნაკერების დამუშავებაზე თავს არ იწუხებს, არც შემოდიან ხოლმე... 3 დღის მანძიზე, ყველა დამუშავებაზე დაჰყურებდა "თავის ნამუშევარს" რაიმე გართულება არ ყოფილიყო.

მნახველებიც მკაცრად განსაზღვრულ დროს. როცა კონსულტაციის პერსონალი მიდიოდა მხოლოდ შემდეგ, ისიც რა თქმა უნდა ბავშვის გარეშე. 5 დან 8 საათამდე. ყველაგან იყო კამერები, რაც განაპირობებს მათ მაღალ ხარისხს. (მითუმეტეს რომ ფასთან შედარებით)

მოკლედ უზომოდ კმაყოფილი ვარ... მთელი გუნდით და კლინიკით აბსოლუტურად ჩემს ოჯახში ვიგრძენი თავი, დეიდა, ბიცოლა, დაიკო დედიკო რომ მოგხედავს ისეთი მზრუნველობა იყო.


კინაღამ დამავიწყდა, 2 იანვარს გაჩნდა ჩემი კნუტი, და 1 ში ღამის თერთმეტზე რომ დავურეკე პირადად, (ვიცი რომ ბევრი საერთოდ არც აძლევს მობ, ნომერს, და ახალწელს ფხიზელი პასუხი ხომ საერთოდ...) და ვუთხარი, წნევა მაქვს 2 დღეა მაღალი და დავსივდი-თქო, თვითონ უფრო შეშინდა, ვიდრე მე, და სასწრაფოდ დილითვე მომზადებული მოდი, მგონი პირდაპირ დაგტოვებო... ხმა ჰქონდა აბსოლიტურად მამა შვილს რომ ელაპარაკება ისეთი...

ინფოსთვის კი გეცოდინებათ ისედაც, მაგრამმაინც დავდებ:
http://www.imediclinic.com/432443044321430843054312.html

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:08
უიმართლაის გამომრჩა,სანამ სამშობიაროში ახვაოლ,უნდა გაიარო დიდი , ხრიგინა ,რკინის კიბეები თუ იქვეარდაგეწყო მშობიარობა smile.gif)მოკლედ არავითარი ემბრიო !!

Posted by: stasia 13 Jan 2013, 13:23
liziko
გილოცავ ჯანმრთელი და სასახელო ბაო გაგეზარდოს 2kiss.gif


ანუ ეს საკეისრო ისეთი საშინელიც არ არისსს როგორც წერენ ხოლმეეე?

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:28
იმედის კლინიკაში დავით კობეშავიძე ანუ ხო?ესეიგი, ჯერ 8კვირის ვარ :დმარა ემბრიოდან შეშინებული ვიწერ ესეთრაღაცეებს :დ

Posted by: liziko 13 Jan 2013, 13:31
stasia
მადლობ მოლოცვისთვის.

მაინც ვფიქრობ რომ ფიზიოლოგიური სჯობს, თუ ყველაფერი ნორმაშია, და კარგი ექიმის მეთვალყურეობით მშობიარობ. გაიკეთებ გაუტკივარებას და ვერ იგრძნობ ძირითად ვერაფერს. აი საკეისროს რაც შეეხება, თვითონ ოპერაციას საერთოდ ვერ გაიგებ, ოღონდ პოსტოპერაციული პერიოდი აქვს უფრო რთული, ვიდრე მშობიარობას. (მე 2 გაჩენილი მყავს ჩვეულებრივ, ეს მესამეზე გახდა საჭირო საკეისრო) ვთვლი რომ ფიზიოლოგია (სიტყვა გეუბნება თვითონ ბუნებრივია რომ რაღაც მომენტში ორგანიზმი ამისთვის მზადაა) მითუმეტეს თუ სპინალურ გაუტკივარებას გაიკეთბ ხომ საერთოდ ვერაფერს გაიგებ ისე გააჩენ.




* * *
chiamaiaano
გილოცავ, მნიშვნელოვან 8 კვირას. smile.gif

რა ვიცი, მე აღრიცხვაზეც მანდ ვიყავი კონსულტაციაში ნინო ჯაფარიძესთან და გამოკვლევებისაც, ექოსკოპიისაც ძალიან კმაყოფილი ვარ და ლაბორატორიისაც, ხარისხიანად აკეთებენ ყველა ანალიზს.მითუმეტეს რომ საკმაოდ რთული ორსულობა მქონდა, და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო 1 ადგილზე მისვლით ყველა ანალიზის და გამოკვლევის ჩატარება.

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:36
მე ნინო ჭავჭავაძესთან ვარ ენმედიც-ში და იქდავდივარ სულ :|
აუ ნეტა ყველა სმენა ეგეთი ყურადღებიანი იქნება? :|

Posted by: liziko 13 Jan 2013, 13:41
chiamaiaano
5 დღის მანძილზე, ყველა სმენა ვნახე, და აბსოლიტურად ყველა ყურადღბიანი იყო, სხვა გზა არცაქვთ მე თუ მკითხავ... ირგვლივ ყველაფერი კონტროლდება კამერებით... ასე რომ სრული სიმშვიდე გარანტირებულია.


Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:43
QUOTE (liziko @ 13 Jan 2013, 13:41 )
chiamaiaano
5 დღის მანძილზე, ყველა სმენა ვნახე, და აბსოლიტურად ყველა ყურადღბიანი იყო, სხვა გზა არცაქვთ მე თუ მკითხავ... ირგვლივ ყველაფერი კონტროლდება კამერებით... ასე რომ სრული სიმშვიდე გარანტირებულია.

დიდი მადლობა :* მგონი ერთადერთი კლინიკაა რომელსაც ესე კარგად ახასიათებენ

Posted by: stasia 13 Jan 2013, 13:45
liziko

რავი ზოგი ამბობს გაუტკივარებას რო იკეთებ გრძნობ ტკივილსოოოო, ალბათ ანასთეზიოლოგს გააჩნია და კლინიკას

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:46
liziko დიდი მადლობა :* მგონი ერთადერთიკლინიკაა ესეთი კარგი დახასიათებით
* * *
ეგ მეორე პრობლემა, გაუტკივარება არ გამკეთებია პირველზე და მაგაზეც მაინტერესებს :| ვაიჰმე

Posted by: მანიაჩკა 13 Jan 2013, 13:58
chiamaiaano
ვაიმე, რა საშინელება მოყევი, გული შემიწუხდა sad.gif მე პირველი ღუდუშაურში გავაჩინე და ეგ ყველაზე ცუდი 6 დღე იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მშობიარობაზე არ შემქმნია პრობლემები, ექიმიც კარგი მყავდა და ბებიაქალიც კარგი შემხვდა. მაგათი მადლობელი ვიქნები ყოველთვის, რაც არ უნდა საშინელი ყოფილიყო შემდგომი 6 დღე.

მეც მეორეს ველოდები ახლა და ერთ რამეს გირჩევ, ემბრიოში კარგი ფასი აქვთ, მართლაც, მაგრამ ექიმის აყვანაში 400 ლარის დამატებას, მე გირჩევდი ჰერაში, ან ახალ სიცოცხლეში მორიგე ექიმთან მშობიარობას და ჩვეულებრივი პალატის აღებას. ფასი დაჟე ემბრიოზე ნაკლები გამოგივა. ექიმები ყველანი კარგები არიან ახალ სიცოცხლეში და ფიზიოლოგიური მშობიარობა 550 ლარი ჯდება, თუ ექიმს არ აიყვან. გაუტკივარება ყველგან 150 ლარია. საკეისრო 990 ლარი ჯდება. ამ მხრივ ყველაზე დაბალი ფასი და ძალიან კარგი პირობები აქვს ახალ სიცოცხლეს.

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 14:03
QUOTE (მანიაჩკა @ 13 Jan 2013, 13:58 )
ამ მხრივ ყველაზე დაბალი ფასი და ძალიან კარგი პირობები აქვს ახალ სიცოცხლეს.

იცი რაშია საქმე, დაზღვვა მაქვს 1000 ლარიანი,მაინც მერიცხება ეგ თანხა და არაა პრობლემა,მთავარია ყურადღებიანები იყვნენ თორე აი რავიცი რა, ემბრიოზე ისეთ რაღაცეებს წერდნენ,იმიტო დავრეგისტრირდი აქ რო ყველას ვუთხრარა საშინელება იყო.
მადლობა დიდი..
გაუტკივარება გაიკეთე?

Posted by: მანიაჩკა 13 Jan 2013, 14:07
chiamaiaano
QUOTE
დაზღვვა მაქვს 1000 ლარიანი,მაინც მერიცხება ეგ თანხა

bis.gif მაშინ საერთოდ დიდი არჩევანი გექნება. მეც 900 ლარს მირიცხავს დაზღვევა და ჰერაში შეიძლება ცოტას დამატება დამჭირდეს, იმიტომ რომ ერთადგილიანი პალატა მინდა აუცილებლად.

QUOTE
გაუტკივარება გაიკეთე?

არა, პირველ ბავშვზე გადაწყვეტილი მქონდა პერიდურალურის გაკეთება და მთელი 2 თვე სულ ვახსენებდი ექიმს, გაუტკივარებით მინდათქო და სულ მეუბნებოდნენ ჯერ რა დროს ეგ არისო. რომ დამეწყო მშობიარობა და ვიკითხე, როდის გამიკეთებთ გაუტკივარებასთქო, ახლა რა დროს ეგ არის, ანესთეზიოლოგს უნდა შეთანხმებოდი აქამდეო. sad.gif ხოდა მომიწია მეც გაუტკივარების გარეშე, საშინელი ტკივილების გაძლება.

ახლა აუცილებლად უნდა გავიკეთო, არადა იმასაც ვფიქრობ, მაინც მეორე ბავშვია და იქნება არ დამჭირდეს, მაგრამ მაინც წინასწარ დავიჭერ თადარიგს რომ შემთხვევით იგივე გაუგებრობაში არ მოვხვდე.

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 14:17
QUOTE (მანიაჩკა @ 13 Jan 2013, 14:07 )
ახლა აუცილებლად უნდა გავიკეთო, არადა იმასაც ვფიქრობ, მაინც მეორე ბავშვია და იქნება არ დამჭირდეს, მაგრამ მაინც წინასწარ დავიჭერ თადარიგს რომ შემთხვევით იგივე გაუგებრობაში არ მოვხვდე.

მოკლედ,შენც ჩემს დღეში ყოფილხარ. ხო ორნაირი გაუტკივარება არსებობს და ნეტა რომელი უფრო უსაფრთხოა?
უი მართლა,რა ხნის ორსული ხარ?

Posted by: makuna1980 13 Jan 2013, 14:18
1. ჰერა - ყველაზე ძალიან ეს სამშობიარო მომეწონა და ალბათ აქ გადავწვეტ მშობიარობას. მარტო IFFY - ს ველოდები, რომ იმშობიაროს და მერე შთაბეჭდილებები დაწეროს, რომ საბოლოოდ ჰერა გადავწყვიტო smile.gif IFFY, შენ იმედზე ვარ 2kiss.gif

რა შემიძლია დავამატო ჰერაზე:
1. არის ყოფილი რკინიგზელთა საავადმყოფოს შენობაში. ახალი გარემონტებულია მთელი კლინიკა, ამიტომ ძალიან კარგად გამოიყურება ყველაფერი. პირველი დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ეზომ და პარკინგმა. მართალია ფასიანი პარკინგია, მაგრამ ძალიან დიდია და მოწესრიგებული.
2. თვითონ ჰერა არის ძალიან მაგრად გაკეთებული. ყველაფერი ახლის შთაბეჭდილებას ტოვებს (ასეც არის რეალურად) და პერსონალიც მოწესრიგებული, როგორც ჩაცმულობით (ლამაზი, სუფთა ფორმები), ისე საუბრით.
3. 1 ადგილიანი პალატები არის ნორმალური, ზომაში არაუშავს, ცოტა პატარებია, საწოლები როგორც დავაკვირდი პულტიანი არ არის და ყველა ოთახში არის ვანა-ტუალეტი. ყველა პალატაშია პლაზმური ტვ და კონდიციონერი. და რაც ყველაზე კარგია, Wireless აქვთ, თანაც სამი.
ლუქსი დიდია 1 ადგილიანთან შედარებით და დგას ტახტი (სამეული).
4. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - აქვთ ბავშვთა რეანიმაცია (ღმერთმა არავის დაგვაჭირვოს, მაგრამ მე პირველზე მაგიტომ გამწირეს ღუდუშაურისთვის, პათოლოგიური ორსულობა მქონდა და ეშინოდათ, რამე არ გართულებულიყო).
5. კიდევ სასიამოვნო ფაქტი: ბავშვი გაყავთ ხოლმე.
6. მნახველების მიღების საათებია 6-8, მაგრამ ლუქსში შეგიძლია დაიტოვო ვინმე.
7. და ამ კლინიკის ერთადერთი მინუსი: ბლოკი არ არის ინდივიდუალური. მგონი მარტო ერთი ბლოკია და ვისაც დაეწყება ჭინთვები, ყველა იქ შეყავთ. სამაგიეროდ წინასამშობიარო ოთახებია ერთადგილიანი (გოგოებო, ხოარ მეშლება), სადაც ჭინთვებამდე არიან.
8. ფასი არის ყველაზე ნორმალური პირობებთან შედარებით დაჟე იაფია.
ლუქსი, ექიმის აყვანა და პერიდურალური ფიზიოლოგიური მშობიარობით ყველაფერი ერთად ჯდება 1430 ლარი.



რა კარგია რომ მოგეწონა, მეც მანდ ვაპირებ, ღოღობერიძესთან... პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე ჰერაზე კარგ პოსტებს რომ ვკითხულობ, იმედი მემატება smile.gif))
* * *
http://pregnancy.baby-gaga.com/

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 14:24
ჰერაში ,ჭავჭავაძეზე რო იყვნენ,მაშინმყავდა გინეკოლოგი მარინა, და იქიდან ვერ ვიტან ჰრას. არდა სამშობიაროვიციროძალიან კარგი აქვთ.

Posted by: kvatunia24 13 Jan 2013, 14:41
მეც ზუსტად იგივე შთაბეჭდილებებით წამოვედი ებრიოდან, მიუხედავად იმისა რომ უბრალო ეხოსკოპიაზე ვიყავი მისული. საშინელი ანტისანიტარია, ხმაური სულ რაღაცას არემონტებენ, სამშობიარო ბლოკი იქვეა, მტვერი, ჭუჭყი, ეს ახალნამშობიარები ქალები დატანტალებდნენ ამ მტვრიან ფოიეში, მშობიარეები ეხოსკოპიებზე შეყავდათ, რიგები ორმეტრიანი და საშინელი უჰაერობა. როგორი კარგი ექიმებიც არ უნდა ყავდეთ შანსი არაა მანდ მივიდე ოდესმე სამშობიაროდ კი არა კონსულტაციაზეც კი. ყველასთან დიდი ბოდიში ვისაც მოსწონს და მანდ ყავს ექიმი, მაგრამ არ მიღირს არანაირად ეგეთ ბალაგანში მისვლა მაშინ, როცა უამრავი კარგი სამშობიარო და უამრავი კარგი ექიმია.

Posted by: მანიაჩკა 13 Jan 2013, 16:43
chiamaiaano
QUOTE
მოკლედ,შენც ჩემს დღეში ყოფილხარ. ხო ორნაირი გაუტკივარება არსებობს და ნეტა რომელი უფრო უსაფრთხოა?უი მართლა,რა ხნის ორსული ხარ?

მე პერიდურალურს ვაპირებ. ახლა 27 კვირის ვარ.
QUOTE
ჰერაში ,ჭავჭავაძეზე რო იყვნენ,მაშინმყავდა გინეკოლოგი მარინა, და იქიდან ვერ ვიტან ჰრას

ხო, მეც ვარ მაგ მარინასთან ნამყოფი და ძალიან არ მომეწონა. არადა ჩემი და სულ მაგასთან დადის და გიჟდება, ისე უყვარს.

makuna1980
smile.gif მშვიდობიან მშობიარობას გისურვებ, მერე დაწერე შთაბეჭდილებები ჰერაზე.

Posted by: JVX 13 Jan 2013, 17:11
makuna1980
რამდენ დღეს აჩერებენ ჰერაში მშობიარობის შემდეგ? სოსოს აყვანა რა ჯდება? მადლობა

Posted by: ლუნა 13 Jan 2013, 17:35
liziko

მე ვაპირებ იმედის კლინიკაში, თუ იცი ფიზიოლოგიურად ნამშობიარებებიც კმაყოფილები იყვნენ?
690 ლარი ღირს როგორც ვიცი, ოღონდ ექიმი არ ამყავს არც გაუტკივარებას ვიკეთებ..

თუ მშობიარის სურვილი იყო ბავშვები ღამე გაყავდათ? 5–დან 8–მდე ნახვის საათების დროს ალბათ ბავშვს ტოვებ და ჩადიხარ მნახველებთან არა?





Posted by: garfield1 13 Jan 2013, 18:06
ლუნა
ჩემმა დამ იმშობიარა მანდ . ნახვის საათებში ბავში გაყავთ . ისედაც როცა გინდა მაშინ დაიტოვებ შენთან , როცა გინდა გაატან . ექიმი არ აუყვანია და თავზე მევლებოდა მთელი განყოფილებაო . მოკლედ ძალიან კმაყოფილია . ყურადღებიანი პერსონალი ყავთ და სიმკაცრეა საკმაოდ . 690 ლარი გადაიხადა ფიზიოლოგიურში ექიმის აყვანის და გაუტკივარების გარეშე

Posted by: მარიამი 13 Jan 2013, 18:26
liziko
ორი კითხვა მაქვს:
1-ადგილიანი პალატები არ არის ხომ ნამდვილად?
ბავშვის გაყვანა მნახველებთან არ შეიძლება? აი, კარებთან რომ მივიყვანო და ნახონ... რა გააძლებინებთ 3-4 დღე ბავშვის უნახავად ჩემებს smile.gif

Posted by: garfield1 13 Jan 2013, 18:31
მარიამი
ერთადგილიანი პალატები არ აქვთ . ბავშვი რომ იბადება ათ წუთში ჩამოყავთ და აჩვენებენ და მერე მხოლოდ მეორე სართულის ფანჯრიდან შეიძლება ჩვენება , ქვემოთ ვერ ჩამოიყვან

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 18:45
QUOTE (garfield1 @ 13 Jan 2013, 18:31 )
მარიამი
ერთადგილიანი პალატები არ აქვთ . ბავშვი რომ იბადება ათ წუთში ჩამოყავთ და აჩვენებენ და მერე მხოლოდ მეორე სართულის ფანჯრიდან შეიძლება ჩვენება , ქვემოთ ვერ ჩამოიყვან

და მამიკომ პირველი სართულიდან უნდა დაინახოს მეორე სართულზე კნოპკა?

Posted by: garfield1 13 Jan 2013, 18:51
chiamaiaano
ხოო მანდ ეგეთი წესია . არადა არ ჩანს ქვემოდან ისეთი კნოპკები არიან

Posted by: mainc 13 Jan 2013, 18:53
რაები გიწრიათ ჯანსახლზე.. აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ვფიქრობ.
იმედია,პრაქტიკაშიც რომ გამოვცდი,ასე იქნება,
ამიტომ მერე დავწერ რეალურად,რა როგორი აღმოჩნდება.



Posted by: liziko 13 Jan 2013, 18:54
ლუნა
QUOTE
თუ მშობიარის სურვილი იყო ბავშვები ღამე გაყავდათ? 5–დან 8–მდე ნახვის საათების დროს ალბათ ბავშვს ტოვებ და ჩადიხარ მნახველებთან არა?


კი ბავშვებს ტოვებ მაშინ როცა შენ გინდა... და ნამდვილად ფიზიოლოგიურად ნამშობიეარებ გოგონებსაც არააყვანილ ექიმთან აბსოლიტურად იგივე ყურადღება ჰქონდათ რაც თუნდაც მე. უბრალოდ მემირჩევნია ხოლმე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვენდობოდე და ვეყრდნობოდე ექიმს, რომელმაც იცის ჩემი მდგომარეობა მთლიანად.

მარიამი
QUOTE
ორი კითხვა მაქვს:
1-ადგილიანი პალატები არ არის ხომ ნამდვილად?
ბავშვის გაყვანა მნახველებთან არ შეიძლება? აი, კარებთან რომ მივიყვანო და ნახონ... რა გააძლებინებთ 3-4 დღე ბავშვის უნახავად ჩემებს


ბავშვის ჩAყვანა არაფრით არ შეიძლება. მე-2 სართულიდან ანახებ თუ გინდა, თუ არადა ვიდეოზარით დარეკავ მობილით, მე პირადად ვიდეოებს ვუღებდი, სურათებს და იმას ნახულობდნენ. smile.gif) როგორმე გაძლებენ აბა რას იზავენ. და კიდევ საერთოდ არ არის ერთადგილიანი პალატები.

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 19:07
QUOTE (garfield1 @ 13 Jan 2013, 18:51 )
chiamaiaano
ხოო მანდ ეგეთი წესია . არადა არ ჩანს ქვემოდან ისეთი კნოპკები არიან

უი,ერთიც მითხარი რა,მშობიარობაზე ქმარი რომ დამესწროს ხო შეიძლებამანდ?

Posted by: liziko 13 Jan 2013, 19:09
შეიძლება. თუ კი სურვილი ექნება smile.gif) წინასწარ მაინც შეთანხმდებით smile.gif

Posted by: garfield1 13 Jan 2013, 19:12
mainc
მეც შენს აზრზე ვარ , ბევრი კარგი მსმენია მაგ კლინიკაზე და გული დამწყდა აქ რომ წავიკითხე რაღაცეები
* * *
chiamaiaano
კი შეიძლება ინდივიდუალური სამშობიარო ოთახებია და სურვილის შემთხვევაში შეიძლება .

Posted by: drozera 14 Jan 2013, 11:10
მანიაჩკა
QUOTE
დღეს ძალიან მაგარი დღე იყო. შემოვიარეთ სამშობიაროები

კიიი, ძალიან კარგი smile.gif


QUOTE
ისე, გოგოებო, drozera , Liluu85 , მემგონი ეგ ჩემ გამო მოვწონდით ყველას, თორემ აბა გაგუადან რატომ გამოგისტუმრეს

მართალი ხარ მგონი, რომ გევთქვა, შეგვიშვებდნენ ალბათ, უბრალოდ რეგისტრატურაში რომ არავინ იყო და დღეს არ მუშაობენო, რომ გვითხრეს, მაგიტომ გამოვბრუნდი უკან.
გუშინ ჩემმა დაქალმა ძაან მიქო გაგუაც და უნდა ვნახო ეგეც, თორემ ისე ვერ მოვისვენებ, მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას smile.gif


* * *
mainc
QUOTE
რაები გიწრიათ ჯანსახლზე.. აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ვფიქრობ.იმედია,პრაქტიკაშიც რომ გამოვცდი,ასე იქნება,ამიტომ მერე დავწერ რეალურად,რა როგორი აღმოჩნდება.

მე არ მითქვამს ცუდი არაფერი, მომეწონა სიტუაცია, უბრალოდ ფასია უფრო დიდი, სხვებთან შედარებით.
და ლუქსსა და ჩვეულებრივი 1-ადგილიანს შორის განსხვავებას დიდად ვერ ვხედავ, დარჩენით მაინც არავის ტოვებენ და 200 ლარს იხდი ტყუილად, მხოლოდ ტელევიზორის და დივნის გამო smile.gif

Posted by: anakh 14 Jan 2013, 11:44
drozera
მეც გუშინ ძალიან მიქეს გაგუა, არადა ისეთი რაღაცეები გამიგია მაგ კლინიკაზე არამგონია მივიდე.
გოგოებო რა მაინტერესებს, ვენური გაუტკივარება რომ არის ხომ აკეთებენ მაგას?

Posted by: Dido 14 Jan 2013, 11:47
anakh
QUOTE
ვენური გაუტკივარება რომ არის ხომ აკეთებენ მაგას?

ეს მე გამიკეთეს ჩაჩავაში მაგრამ ტკივილი კი არ გამიყუჩდა უბრალოდ გამთიშა სადღაც საათნახევარი მეძინა და კარგ იყო მაინც, დავისვენე ცოტა.

Posted by: mainc 14 Jan 2013, 11:50
drozera
შენ ხო.სხვა პოსტები იყო ნეგატიური : )
ჰო,ლუქსი სისულელეა, თვითონ იმ ქალმაც,ვინც მათვალიერებინებდა, მითხრა, არაფერია სხვაობა სამეულის და ცოტა სიფართოვის გარდაო. ისე რომ არ ღირს ნამდვილად +200 ლ სამეულში.

anakh
QUOTE
, ვენური გაუტკივარება რომ არის ხომ აკეთებენ მაგას?

აკეთებენ, მაგრამ ეგ გაუტკივარება პლაცენტას გაივლის და ნაყოფზეც მოქმედებს, რა ვიცი, ჯობს, თავი შეიკავო,არა?
http://www.babycenter.com/childbirth-class-view?isNotLoggedIn=false&isNotSubscribed=true
თუმცა, მსოფლიში მიღებული პრაქტიკაა და ბევრი იკეთებს

Posted by: tamusinka 14 Jan 2013, 11:55
მანიაჩკა
QUOTE
არ მომეწონა პალატები. ყველა პალატა 1-ადგილიანია, მაგრამ აქაც ეს შინაურული პონტი იგრძნობა


მე ზუსტად ეს შინაურული პონტი მომეწონა smile.gif თავს არ ვგრძნობდი როგორც პალატაში, სასტუმროს ნომერივითაა - ოთახი ტელევიზორით, პატარა მრგვალი მაგიდით და სკამებით, თავის აბაზანით. მაგიდაზე ყვავილის თაიგული (ხელოვნური , მარა მაინც) მიტანილი მქონდა ჟურნალები, ვიჯექი ამ მაგიდასთან და ვერთობოდი.

ლუქსზე გეთანხმები. აზრი არ აქვს ლუქსის აღებას. ერთადერთი განმასხვაბებელი ნიშანი არის სამეული, ისიც რაღაცნაირი, არც თუ ისე თანამედროვე smile.gif

საერთოდ, სუპერ-პურპერ ულტრათანამედროვე ევრო დონე რემონტი არაა რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არც მჭირდება. მე რაც სერვისი მივიღე (თან დაზღვევა მიხდიდა smile.gif ) დავრჩი 10000% ით კმაყოფილი, მითუმეტეს პირველი მშობიარობის პირობებს თუ შევადარებ...



ჰოლი მართლა საშინელებაა. კინაღამ გადავიფიქრე იქ მშობიარობა, უბრალოდ საკეისრო მიწევდა და ყველა ვარიანტში ქორიძე მინდოდა. ზემოთ სრული სიწყნარე იყო. მე მე-2 სართულზე ვიყავი, მე-3 უფრო ხმაურიანია მგონი.

Posted by: makuna1980 14 Jan 2013, 12:00
QUOTE (მანიაჩკა @ 13 Jan 2013, 16:43 )
chiamaiaano
QUOTE
მოკლედ,შენც ჩემს დღეში ყოფილხარ. ხო ორნაირი გაუტკივარება არსებობს და ნეტა რომელი უფრო უსაფრთხოა?უი მართლა,რა ხნის ორსული ხარ?

მე პერიდურალურს ვაპირებ. ახლა 27 კვირის ვარ.
QUOTE
ჰერაში ,ჭავჭავაძეზე რო იყვნენ,მაშინმყავდა გინეკოლოგი მარინა, და იქიდან ვერ ვიტან ჰრას

ხო, მეც ვარ მაგ მარინასთან ნამყოფი და ძალიან არ მომეწონა. არადა ჩემი და სულ მაგასთან დადის და გიჟდება, ისე უყვარს.

makuna1980
smile.gif მშვიდობიან მშობიარობას გისურვებ, მერე დაწერე შთაბეჭდილებები ჰერაზე.

აუცილებლად დავწერ smile.gif ხვალ ვარ დაბარებული კონსულტაციაზე სოსოსთან, ვნახოთ რას მეტყვის...

Posted by: anakh 14 Jan 2013, 12:09
QUOTE
აკეთებენ, მაგრამ ეგ გაუტკივარება პლაცენტას გაივლის და ნაყოფზეც მოქმედებს, რა ვიცი, ჯობს, თავი შეიკავო,არა?

ხო ისე ეჭვი გამიჩნდა მაგაზე, ექიმს უნდა ვკითხო. და სპინალური არ მოქმედებს ნეტა? ძუძუს რო აწოვებ მერე მაინც ხო მოხვდება ბავშვის ორგანიზმში?
Dido
ჩემმა მამიდაშვილმა გაიკეთა ჩაჩავაში და მეც დავინტერესდი, მაგრამ მარტო საათ ნახევარი გაგიყუჩა? გუშინ მითხრა ერთმა გოგომ, გაგუში იმშობიარა მეთქი რო დავწერე, სპინალური გავიკეთე და არაფერი გამიგია ვაფშეო, ერთი ნაკერიც არ მაქო, რო არ მტკიოდა ექიმს ვუსმენდი და მარტივად გავაჩინეო და ეგ ძალიან დიდი კომფორტია, უბრალოდ ამ გაუტკივარებების ცოტა მეშინია... აი არ ვიცი რა. შენც ფიზიოლოგიურად აპირებ ხო?

Posted by: narkozeli 14 Jan 2013, 12:16
მე მგონი რომ ჯან.სახლს იმიტომ ლანძღავენ რომ მაღალი ფასები აქვს და როცა არ გინდა ამხელა ფასის გადახდა რათქმაუნდა ბევრ კარგ რამეზე ხუჭავ თვალს და ბევრ ცუდს ხედავ biggrin.gif ძალიან ფსიქოლოგიური ფაქტორია :დ
ჩემი მოკრძალებული აზრით ბევრ ზემოთჩამოთვლილ კლინიკას 1000ჯერ ჯობს ჯან.სახლიyes.gif

Posted by: anakh 14 Jan 2013, 12:18
narkozeli
შეიძლება მართალი ხარ. დამტანჯა ამ სამშობიაროებზე და მეანებზე ფიქრებმა რა sad.gif აღარ ვიცი სად მივიდე და როგორ ვიმშობიარო sad.gif

Posted by: narkozeli 14 Jan 2013, 12:23
anakh
QUOTE
აღარ ვიცი სად მივიდე და როგორ ვიმშობიარო sad.gif


სადაც გული მიგიწევს იქ უნდა წახვიდე 2kiss.gif
ძალიან ბევრ კარგს და ცუდს წაიკითხავ აქ.გააჩნია შენთვის რა არის პრიორიტეტული,ვინც კომფორტულ გარემოს და "სახელს" ანიჭებს უპირატესობას,ის სავარაუდოდ ჩაჩავაში წავა.ზოგისთვის კომფორტი მეორე ხარისხოვანია და მთავარია ფასი იყოს დაბალი და მისთვის ხელმისაწვდომი,ზოგისთვის მეანია მთავარი და ა.შ.
გააჩნია შენ რა პრიორიტეტები გაქვს და როგორ გაქვს ეს პრიორიტეტები გადანაწილებული ))

Posted by: drozera 14 Jan 2013, 12:27
anakh
4 ხომ ვნახე, კიდევ 2-ის ნახვას ვაპირებ, მაგრამ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი, ხან ერთისკენ ვიხრები, ხან - მეორისკენ smile.gif
ეხლა გავარკვიე, რომ სადაზღვევო ექიმის აყვანასაც მიფინინასებს და ძაან გამიხარდა, მაგრამ მაინც არ ვიცი, სად წავიდე, ზოგს ის მოსწონს, ზოგს -ის, სანამ შენ თვითონ არ იმშობიარებ, მგონი ბოლომდე ვერ გაარკვევ რა biggrin.gif

Posted by: natia2203 14 Jan 2013, 12:27
narkozeli
QUOTE
გააჩნია შენთვის რა არის პრიორიტეტული,ვინც კომფორტულ გარემოს და "სახელს" ანიჭებს უპირატესობას,ის სავარაუდოდ ჩაჩავაში წავა

მე პირადად ჩაჩავაში ამის გამო არ ვყოფილვარ. პროფესიონალი ექიმები არიან, და ბავშვს რომ რამე დასჭირვებოდა მანდვე აქვთ ყველაფერი და არსად არ გადაყავთ. და არ მომიწევდა სამშობიაროსა და საავადმყოფოებს შორის სირბილი

Posted by: narkozeli 14 Jan 2013, 12:34
natia2203
QUOTE
მე პირადად ჩაჩავაში ამის გამო არ ვყოფილვარ. პროფესიონალი ექიმები არიან, და ბავშვს რომ რამე დასჭირვებოდა მანდვე აქვთ ყველაფერი და არსად არ გადაყავთ. და არ მომიწევდა სამშობიაროსა და საავადმყოფოებს შორის სირბილი



ერთერთი პრიორიტეტი ვთქვი უბრალოდ,თორე ჩაჩავას მარტო ეგ კიარა კიდევ ძალიან ბევრი პლიუსი აქვს,რათქმაუნდა smile.gif
* * *
drozera
QUOTE
ზოგს ის მოსწონს, ზოგს -ის


ასეც უნდა იყოს მარ,ჩვენ ყველას ხომ განსხვავებული პრიორიტები გვაქვს 2kiss.gif ამიტომ არის ძნელი არჩევა,პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდე შენთვის რა არის მნიშვნელოვანი,მერე დააკვირდე ვის ჰქონდა მსგავსი მოთხოვნები და ამათგან რომელია კმაყოფილი და იმისი აზრი შეგიძლია გაითვალისწინო 2kiss.gif

Dido
QUOTE
ნუ ხლა პროფესიონალი ექიმები ყველასთვის პრიორიტეტია მაგრამ ამის შემდეგ არის რაღაცები gif


+100000

Posted by: Dido 14 Jan 2013, 12:34
anakh
QUOTE
ჩემმა მამიდაშვილმა გაიკეთა ჩაჩავაში და მეც დავინტერესდი, მაგრამ მარტო საათ ნახევარი გაგიყუჩა?

გაყუჩებით ვერ აყუჩებს იმ ტკივილს სპინალურის გარდა ვერაფერი. უბრალოდ ცოტახნით გამთიშა. კი ვიცოდი რო მთლად კარგი არ იყო ბავშვისთვის მაგრამ იმ ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. ახლა აუცილებალდ სპინალურს გავიკეთებ yes.gif ხო narkozeli-მ სწორად დაგიწერა გააჩნია შენთვის რა არის პრიორიტეტი და იმის მიხედვით გადაწყვიტე. ნუ ხლა პროფესიონალი ექიმები ყველასთვის პრიორიტეტია მაგრამ ამის შემდეგ არის რაღაცები და smile.gif

Posted by: ინფინიტი 14 Jan 2013, 12:43
მშობიარობას სჭირდება ერთი გამოცდილი მეანი, ამდენივე ბებიაქალი, ერთი მაგიდა თუ რაცაა, გახამებული ტილოები და პილიონკები, ერთი ჩვეულებრივი პალატა სუფთა საწოლით და ელემენტარული მოთმინების უნარი.
მამინდომეს ტელევიზორები, ჯაკუზები და დოლ-გარმონი.
პროსტა ნერვები მეშლება, მე რატომ არ ვიცოდი ამდენი biggrin.gif არც მირჩევია, არც არაფერი. სადაც შემიყვანეს , იქ დავწექი დეკეულივით და გავაჩინე facepalm.gif

ცირკად უნდა აქციოთ ყველაფერი რა - ექოსკოპიის ვიდეოების ჩაწერიდან, სამშობიაროში წასაღები ჩემოდნის ჩალაგებიდან და ექიმის არჩევიდან დაწყებული, სამშობიაროთი დამთავრებული. რა კაპრიზნი ახალგაზრდობა მოდის facepalm.gif

Posted by: narkozeli 14 Jan 2013, 12:48
ინფინიტი


როცა შეგვიძლია ვიყოთ კომფორტულად,რაღატო გავიჭირვოთ? user.gif

QUOTE
ცირკად უნდა აქციოთ ყველაფერი რა


lol.gif lol.gif lol.gif

ისე რა დაგიმალო და მე მიყვარს ეს უწი-პუწი რაღაცეები,ზოიაქოთი ქალწული ვარ და დეტალები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია yes.gif


QUOTE
პროსტა ნერვები მეშლება, მე რატომ არ ვიცოდი ამდენი biggrin.gif


მეორეზე გეცოდინება biggrin.gif გნახავ შენ ექოსკოპიის ვიდეობის რიგში და სამშობიაროდ ჩემოდან ჩალაგებულს givi.gif biggrin.gif

Posted by: garfield1 14 Jan 2013, 12:52
narkozeli
გეთანხმები ძვირია საკმაოდ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ბევრგან ის საწყისი 700 - 800 ლარი ექიმის აყვანის და ყველა დამატებითი მომსახურების გარეშეა და აქ ამ ფასში ექიმიც იგულისხმება, ერთადგილიანი პალატაც და ყველაფერი რაც საჭიროა, გაუტკივარების გარდა რათქმაუნდა .
მე ერთადერთი ის მაფერხებს რომ კონდიციონერი არ არის და ზაფხულში ცოტა რთული იქნება, მაგრამ მაგასაც გავარკვევ რამდენად ასატანი ტემპერატურაა, სხვა მხრივ დაზღვევა 2000 ლარს მირიცხავს და ფასი არ მაღელვებს დიდად და ისე ბევრი კარგი გამიგია მაგ კლინიკაზე და აღრიცხვაზეც მანდ ვარ .

Posted by: anakh 14 Jan 2013, 12:52
Dido
რა თქმა უნდა პირველ რიგში არის ექიმების გუნდი, დანარჩენი სიმართლე რომ ვთქვა აღარ მაინტერესებს. ნუ ძაან ცუდ პირობებში ვერ გავაჩენ და ამიტომ ღუდუშაურს არც განვიხილავ, თორე ფასს არ აქვს მნიშვნელობა. შენ ჩაჩავა გაქ ხო გადაწყევტილი? შენთვის შედარებით ადვილია, რაც იცი და გამოცდილი გაქ იმას აირჩევ smile.gif
narkozeli
სწორად ჩამოაყალიბე ნამდვილად, სვოტ ანალიზი უნდა ჩაატარო smile.gif მაგრამ ემოციური ფონიც რომ ერთვის ცოტა ძნელი გამოდის. აღარ ვიცი გული საით მიმიწევს smile.gif
drozera
ხო მეც ესე მგონია, რომც დავათვალიერო სამშობიაროები, გადაწყვეტილების მიღებაში მაინც ვერ დამეხმარება, იმიტომ რომ მთავარი ექიმებია და ეგ როგორ შევაფასო უკვე არ ვიცი...ზოგი ვის აქებს, ზოგი ვის და ვისაც აქებენ იმას სხვები ლანძღავენ biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 14 Jan 2013, 12:57
narkozeli
QUOTE
როცა შეგვიძლია ვიყოთ კომფორტულად,რაღატო გავიჭირვოთ?

ეხლა ყველაგან არის კომფორტი, ცხელი წყალი, საპონი, ნორმალური ლოგინი და საკვები. სასტუმრო ხო არაა, სამშობიაროა. დასასვენებლად ხო არ მიდიხარ, სამშობიაროდ მიდიხარ . რა ვიცი კაცო, ჩვენ დროს სად იყო ეგეთები mo.gif

QUOTE
გნახავ შენ ექოსკოპიის ვიდეობის რიგში და სამშობიაროდ ჩემოდან ჩალაგებულს 

შანსი არაა biggrin.gif ჩემოდანს მე ისედაც არ ვალაგებ, ორი კვირითაც რომ მივდივარ. ერთ ზურგჩანთაში მეტევა ყველაფერი. ვიდეოები და ზედმეტი ტანკლი-ტუნკლები კიდევ სხვისი მეზარება და ჩემი მით უმეტეს.

მარა შეიძლება ქე გადამიბრუნდეს ტვინი , ხზ

Posted by: narkozeli 14 Jan 2013, 13:03
ინფინიტი
QUOTE
დასასვენებლად ხო არ მიდიხარ, სამშობიაროდ მიდიხარ


აქაც მომაგნო დედაჩემმა? mad.gif

დედაჩემის საყვარელი სიტყვებია lol.gif
ვაახ,თუ შემიძლია თან დასასვენებლად ვიგრძნო თავი და პარალელურად ვიმშობიარო biggrin.gif რატომ უნდა ვთქვა უარი? givi.gif



QUOTE
შანსი არაა biggrin.gif ჩემოდანს მე ისედაც არ ვალაგებ, ორი კვირითაც რომ მივდივარ. ერთ ზურგჩანთაში მეტევა ყველაფერი. ვიდეოები და ზედმეტი ტანკლი-ტუნკლები კიდევ სხვისი მეზარება და ჩემი მით უმეტეს.

მარა შეიძლება ქე გადამიბრუნდეს ტვინი , ხზ


შენ გინდოდეს თორე, ზურგჩანთაშიც ჩაატევ და დოლ-გარმონებს და ათას უბედურებას,არაა პრობლემა lol.gif




garfield1
QUOTE
გეთანხმები ძვირია საკმაოდ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ბევრგან ის საწყისი 700 - 800 ლარი ექიმის აყვანის და ყველა დამატებითი მომსახურების გარეშეა და აქ ამ ფასში ექიმიც იგულისხმება, ერთადგილიანი პალატაც და ყველაფერი რაც საჭიროა, გაუტკივარების გარდა რათქმაუნდა .


სწორი შენიშვნაა yes.gif

QUOTE
ზაფხულში ცოტა რთული იქნება,


ისე მართლა ძნელია ზაფხულში მაგრამ შეიძლება მზე არ ადგება და ასატანი ტემპერატურა იყოს )

anakh
QUOTE
სვოტ ანალიზი უნდა ჩაატარო smile.gif მაგრამ ემოციური ფონიც რომ ერთვის ცოტა ძნელი გამოდის. აღარ ვიცი გული საით მიმიწევს smile.gif


გეთანხმები ძნელია,მითუმეტეს შენზეა მთელი პასუხისმგებლობა და შენ უნდა აირჩიო,მართლა ძნელია,მესმის ((

Posted by: garfield1 14 Jan 2013, 13:06
QUOTE
ისე მართლა ძნელია ზაფხულში მაგრამ შეიძლება მზე არ ადგება და ასატანი ტემპერატურა იყოს

ხო თან ჩემმა ექიმმა ასე ამიხსნა რომ ამირანს მიაჩნია რომ არ არის საჭირო ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს კონდიციონერი ქონდეს ოთახშიო, მაგ დროს გაციება ნამდვილად არასასურველია .
ზოგადად ეგ შენობა საკმაოდ გრილია, ზაფხულში რომ დავდიოდი ექიმთან, გარეთ მზეზე გამოსვლა მსიამოვნებდა შიგნით ისე ციოდა და იმედია ნორმალური ტემპერატურა იქნება პალატებში .

Posted by: tamar1586 14 Jan 2013, 13:11
ინფინიტი
QUOTE
სადაც შემიყვანეს , იქ დავწექი დეკეულივით და გავაჩინე

შენ მოგიკვდი მე cry.gif 2kiss.gif

მარა მეც ეგრე მომივიდა და, სიმართლე გითხრა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვარ რომ ასე ტვინი არ მიღრძვია სამშობიაროების არჩევით.
არც ჩემოდანი მქონია, ჩემოდანი კი არა, ერთი პატარა საფულით მივედი მე უბედური biggrin.gif სახლშიც არ მქონდა არაფერი გამზადებული, ერთი ხალათი და ჩუსტები მოვატანინე ჩემ ქმარს და ეგ იყო სულ ჩემი ავლა-დიდება biggrin.gif

Posted by: drozera 14 Jan 2013, 13:13
ინფინიტი
lol.gif მაგარი ხარ რა biggrin.gif
ისე სად იმშობიარე?


Posted by: ინფინიტი 14 Jan 2013, 13:35
tamar1586
QUOTE
არც ჩემოდანი მქონია, ჩემოდანი კი არა, ერთი პატარა საფულით მივედი მე უბედური  სახლშიც არ მქონდა არაფერი გამზადებული, ერთი ხალათი და ჩუსტები მოვატანინე ჩემ ქმარს და ეგ იყო სულ ჩემი ავლა-დიდება 

ესე შიშლიკინად მივტანტალდი გოგო მეცა, წინ მუცელი მიმქონდა, უკან დარდი მრჩებოდა, ძველით ახალი წელია და სუფრას გამოვრჩები-მეთქი sad.gif


narkozeli
დედას დაუჯერე lol.gif


drozera
რომელიც ახლო იყო ჩვენების სახლთან, ორთაჭალაში, მეოთხე სამშობიაროში biggrin.gif ძაან კოხტად ვიყავი, საჭმელს არა უჭირდა, ნუ, მწვადები არავის მოუტანია და არცაა საჭირო, ექიმი კარგი, ცხელი წყალი მქონდა, ლოგინი ეხლა... რენესანსში არ ვწოლილვარ და ისე, ნორმალური იყო, ექთნები კი იყო თითო-ოროლა ზანტი, მარა ერთი რო გადავხედე, მეორე გადახედვა არ დასჭირვებიათ და ეგრე bis.gif

biggrin.gif ნუ ნერვიულობთ, კარქათ იქნება ყველაფერი )

Posted by: ლიკლიკა 14 Jan 2013, 13:42
ინფინიტი
შენ ეხლა ნუ იბოღმები, რომ შენს დროს ასეთი არჩევანი არ იყო.
გააჩინე მეორე და იმშობიარე კომფორტში.

Posted by: Dido 14 Jan 2013, 13:44
anakh
QUOTE
შენ ჩაჩავა გაქ ხო გადაწყევტილი? შენთვის შედარებით ადვილია, რაც იცი და გამოცდილი გაქ იმას აირჩევ

კი, თან დაზღვევა მიფარავს და ფასს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.
ინფინიტი
ხო იცი სადამდეც საბანი მიგწვდებაო smile.gif თუ გაქვს საშუალება რატომ არ უნდა აირჩიო კომფორტში წოლა/დაუმადლებელი პამპერს/საფენ/კვება და ა.შ. smile.gif ნუ ახლა ჯაკუზებს და შამპანურებს არსად მოგიტანენ biggrin.gif ვიპები და ლუქსები მართლა ნამეტანია სამშობიაროსთვის smile.gif

Posted by: ლიკლიკა 14 Jan 2013, 13:45
Dido
QUOTE
ჯაკუზებს და შამპანურებს

ჩაჩავაშია :დ

Posted by: garfield1 14 Jan 2013, 13:47
Dido
მაგ ვიპ-ში და ლუქს-ში დატანჯეს ჩემი ნაცნობი გოგო, ჩაჩავაში რიგი ედგა მნახველების და მიდიმოდიოდა მთელი დასავლეთ საქართველო, რაც სასტიკად არ მომწონს.

მე პირადად გავაფრთხილებ სადაც ვიქნები რომ ქმრის გარდა არ შემოუშვან არავინ და იმედია მაგაზე პრობლემა არ შემექმნება, სულ არ მინდა ახალნამშობიარევს დედამთილ-მამამთილი და კიდე უფრო შორეული ნათესავების დელეგაცია მეწვიოს

Posted by: coroline 14 Jan 2013, 13:48
ლიკლიკა
მე ვარ ბოღმა ნამბა ვანsmile.gif)))

Posted by: Dido 14 Jan 2013, 13:48
ლიკლიკა
smile.gif)) მართლა? ვიპ თუ ლუქსი როა ალბათ იქ ხო ? smile.gif)) facepalm.gif ნუ მანდ მხოლოდ "ერთეულები" თუ შედიან. აქაური გოგოების 99% მაქს ერთადგილიანში მივიდეს yes.gif

Posted by: ინფინიტი 14 Jan 2013, 13:52
ლიკლიკა
ჰელგა ძვირფას აპარტამენტებში თუ არ აჯღავლდა, ისე რავა იქნება biggrin.gif


Dido
რავი, ჩემთვის არავის არაფერი დაუმადლებია, კომფორტშიც ვიწექი და ზედმეტი არავისთვის არაფერი მიმიცია. რაფაელო ვაჩუქე, ეგეც იმიტომ, რომ შემომიგზავნეს და მე ვერ შევჭამდი, ნუში ალერგიას მაძლევს / თორე არც მაგას მივართმევდი.
biggrin.gif


მეტი კომფორტი რა უნდა იყოს მშობიარისთვის, სწორედ ვერ წარმომიდგენია და მითხარით მაშინ biggrin.gif საჭმელ-სასმელი და პამპერსი ყველაგან არის თუ ვცდები? biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 14 Jan 2013, 13:53
coroline
მე ისეთი დაშტერებული ვიყავი, რაც იყო სავსებით მაკმაყოფილებდა, რაც დროს გადის უფრო მახსენდება რაზე უნდა მქონოდა პრეტენზია და არ მქონდა ;დდდ

Dido
QUOTE
მართლა?

კი :დ ვინც იყო პალატების ასარჩევად მშობიარობამდე მისული იმან თქვა. საიტზეც იდო ფოტო, პრინციპში.
ჩვენ ვმსჯელობდით ვისთვის იყო ეს ჯაკუზი,( ჯაკუზი ხო იცი რა არის? აი, თეთრი როა და ბევრნი ბანაობენ ერთად)ქანცგაწყვეტილი ნამშობიარები ქალისთვის თU ბედნიერი მამისთვის.

Posted by: natia2203 14 Jan 2013, 13:53
Dido
ეგ ვიპ პალატა 1 დღითაც არ არის ხოლმე თავისუფალი, თან სულ რაიონებიდან ჩამოსულები მშობიარობენ მანდ უმეტესად biggrin.gif ფასი ისეთი აქვს მე ამსტერდამში დამიჯდა 1 კვირა სასტუმრო იგივე თანხა smile.gif

Posted by: ლიკლიკა 14 Jan 2013, 13:56
ინფინიტი
QUOTE
ჰელგა ძვირფას აპარტამენტებში თუ არ აჯღავლდა

lol.gif lol.gif

Posted by: Dido 14 Jan 2013, 13:59
ინფინიტი
QUOTE
მეტი კომფორტი რა უნდა იყოს მშობიარისთვის, სწორედ ვერ წარმომიდგენია და მითხარით მაშინ  საჭმელ-სასმელი და პამპერსი ყველაგან არის თუ ვცდები?

ზოგიერთ სამშობიაროში ისეთი პირობებია რო გამოქცევა მოგინდება, ელემნტარულ ჰიგიენურ წესებს არ იცავენ smile.gif რაფაელოს ჩუქება biggrin.gif biggrin.gif არაფრისმთქმელ;ი სიტყვების ნაცვლად ხო ? biggrin.gif biggrin.gif
ნუ ყველას თავისი საზომი აქვს მაგრამ მე არ ვარ ზედმეტად პრეტენზიული, მინიმალურიც მაკმაყოფილებს (ხანდახან ზედმეტად უპრეტენზიოც ვარ), უბრალოდ ორადგილიან პალატაში არ მინდა, ცუდი გამოცდილება მაქვს smile.gif
ლიკლიკა
QUOTE
,( ჯაკუზი ხო იცი რა არის? აი, თეთრი როა და ბევრნი ბანაობენ ერთად

lol.gif აქუ smile.gif))))

Posted by: drozera 14 Jan 2013, 15:05
ინფინიტი
QUOTE
რენესანსში არ ვწოლილვარ

biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
მარა ერთი რო გადავხედე, მეორე გადახედვა არ დასჭირვებიათ  და ეგრე 

მე რომ არ შემიძლია მასეთი რაღაცეები, მირჩევნია, თავიდანვე ნორმალურად მომექცნენ, თორემ ყველაფერზე თავის დაქნევა ვიცი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მანამდე კი ვატრიალებ ხოლმე ენას, მაგრამ ფაქტის წინაშე უსუსური ვხდები biggrin.gif biggrin.gif\

Dido
ჩაჩავას ფასები სად ვნახო?
ან ხომ არ იცი, ჩვეულებრივი 1-ადგილიანი, (ვიპ და ლუქსი არ მინდა, ფიზიოლოგიური) გაუტკივარება და ექიმის აყვანა რა ჯდება?

Posted by: garfield1 14 Jan 2013, 15:13
drozera

ჩაჩავას კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანია. ფიზიოლოგიური მშობიარობისას სამედიცინო მომსახურების ღირებულება 550 ლარიდან იწყება და 2950 ლარს აღწევს. საკეისრო კვეთის ღირებულება 1140 ლარიდან იწყება და 3550 ლარამდე მერყეობს. ფასების სხვაობა განპირობებულია მხოლოდდა მხოლოდ კომფორტის სხვაობით. თითოეულ ფასში გათვალისიწნებულია პაციენტის დაყოვნება კლინიკაში3-5 დღის განმავლობაში (3 დღე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში და 5 დღე საკეისრო კვეთის დროს), კვება და ყველა ის მედიკამენტი, რომელიც ფიზიოლოგიურ მელოგინეს და ახალშობილს ესაჭიროება. პერსონალური ექიმის (აყვანილი ექიმის) ჰონორარი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 250 ლარს არ აღემატება, ხოლო საკეისრო კვეთის დროს 300 ლარს არ აჭარბებს. ჩვენი კლინიკის სამეანო სერვისების გაცნობა შეგიძლიათ ადგილზე, რისთვისაც უნდა მობრძანდეთ თქვენთვის ხელსაყრელ დღეს “მშობელთა სკოლაში”, ჩვენი სპეციალისტები სიამოვნებით გაგიწევენ მეგზურობას და ყველა კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ. სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 09:30-17:30; შაბათი 10:00-16:00; დამატებითი ინფორმაცია ტელ: 2 95 33 11 (შიდა 101;105;106;)

აი ეს უწერიათ საიტზე

Posted by: drozera 14 Jan 2013, 15:17
garfield1
ეს ვნახე, მაგრამ 550-იდან იწყება ალბათ 4 ადგილიანი, 1 ადგილიანის ფასი თუ იცის ვინმემ, იქნებ დაწეროს smile.gif


Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 15:29
გოგოებო მე ვიმშობიარე იმედში ძალიან კმაყოფილი ვარ 670 ლარი გადავიხადე და 2 ადგილიანში ვიწექი... ყურადღების მხრივ და ისედაც ძაან მაგარია ... თან მორიგე ექიმები ისეთი მაგრები ყავთ რომ ბევრს არც აყავს ისე მიდის სულ მაგრები არიან მე კობეშავიზე მყავდა მაგრამ მოსვლა ვერ მოასრო ისეთი მაგარი მორიგე ექიმი შემხვდა რო რა გითხრათ.... ფასითაც მისაღებია და ისედაც ყურადღებიანები არიან ზალიან

Posted by: anuka2009 14 Jan 2013, 15:46
garfield1
QUOTE
ყველა ის მედიკამენტი, რომელიც ფიზიოლოგიურ მელოგინეს და ახალშობილს ესაჭიროება.


აი ეს კი უწერიათ ტყული smile.gif

100 ლარის მარტო ანტიბიოტიკი ვიყიდეთ საკეისროს შემდეგ, ასე 50 ლარის ფრაქსიპარინი დაახლოებით + ამას ახალშობილს რაც დაჭირდა ჰუმანა პრე და სუდო კრემი, ესეც მივიტანეთ smile.gif

Posted by: liziko 14 Jan 2013, 15:46
QUOTE
მე კობეშავიზე მყავდა მაგრამ მოსვლა ვერ მოასრო

აი ეს არ გავს სიმართლეს. იცოდა რომ უეჭველად მაგასთან უნდა გემშობიარა, შეთანხმებულები იყავით, და ვერ მოასწროო ??? აშკარად არაა სწორი ეს ინფორმაცია...

პ.ს. მასე მე რომ იქ ვიყავი ამ 10 ოდე დღის წინ, ვიღაც ფოეში რომ შემოვიდა, მაშინ მოიფიქრა, რომ უი თურმე დათოსთან უნდოდა მშობიარობა და როგორც იქნა გადაწყვიტა... ასეთებთან ყველა წუთს ვერ მოვა...რომც მოვიდეს არ იცის შენი მდგომარეობა, ორსულობის მიმდინარეობა და ა.შ....


სხვა ყველა დანარჩენზე კი აბსოლუტურად გეთანხმები...
* * *
anuka2009
QUOTE
50 ლარის ფრაქსიპარინი

ეს და ფრაგმინები არ შედის არცერთი სამშობიაროს აუცილებელ მედიკამენტთა სიაში. მაგას საკუთარი ხარჯით ყიდულობ, ისე როგორც მე ანტი რეზუს იმუნო გლუბულინს, რომელიც სამივე ბავშვზე სხვადასხვა თანხა დაჯდა... 100 -178 და 128 ლარები. მოდი და მოსთხოვე ახლა სამშობიაროს ასეთი ძვირიანი მედიკამენტის გაკეთება და თან ისე რომ თAნხა არ დაამატო მშობიარობას...

აი ჰუმანა პრე კი უნდა ჰქონოდათ , ბარემ პამპერსიც მიგატანინონ..

Posted by: garfield1 14 Jan 2013, 15:56
anuka2009
ნამდვილად არ ვიცი მანდ ტყუილმართალი, საიტზე რაც ვნახე ის დავაკოპირე.

მაგრამ ფასები მაინც გაბერილი მეჩვენება, ლუქს პალატის ფასი მგონი 1500 ლარამდე ემატება და ეგ არის სრული სისულელე , ის ოთხი დღე რა უნდა აკეთო მაგის ფასი ვერ ვხვდები .

მე ჯერ ჯანმრთელობის სახლს ვერ ვამჯობინე ვერცერთი და აგვისტომდე ვნახოთ

Posted by: flying teapot 14 Jan 2013, 15:57
QUOTE
ლოგინი ეხლა... რენესანსში არ ვწოლილვარ და ისე, ნორმალური იყო, ექთნები კი იყო თითო-ოროლა ზანტი, მარა ერთი რო გადავხედე, მეორე გადახედვა არ დასჭირვებიათ და ეგრე

lol.gif lol.gif up.gif


ორთაჭალაში გავიკეთე საკეისრო პირველზე smile.gif))))))

არა უშავდა,,..

ან მე ვიყავი ძალიან უპრეტენზიოsmile.gif)))



QUOTE
საჭმელს არა უჭირდა, ნუ, მწვადები არავის მოუტანია და არცაა საჭ

მწვადი კი არა, ორცხობილას ვერ ვჭამდი)))))

Posted by: pravinia 14 Jan 2013, 16:08
მე ისევ ჯანსახლში მივალ,
თავაზიანი პერსონალი, ჩემი შეხედულებით და ექიმი მამის რეკომენდაციით სუპერექიმი, მშვენიერი პირობები პალატებში, თან ერთადგილიანია ყველა და ვიღაც ისტერიჩკა არ გადამეყრება მთელი 4 დღით, ამაზე მეტი კომფორტი არ არსებობს ჩემთვის smile.gif
ამჯერად საკეისრო მინდა, მშობიარობის პროცესის მოგონებები საკმარისად მაქვს, მეყო givi.gif

Posted by: anuka2009 14 Jan 2013, 16:08
liziko
QUOTE
აი ჰუმანა პრე კი უნდა ჰქონოდათ , ბარემ პამპერსიც მიგატანინონ..


პამპერსიც მიოვიტანე, ალერგოა ქონდა ჩემს.
ფრაგმინზე გეთანხმები მეც, აი ანტიბიოტიკიც უნდა შEდიოდეს ასე მგონია საკეისროს დროს.[
b]garfield1[/b]
QUOTE
ლუქს პალატის ფასი მგონი 1500 ლარამდე ემატება


მაქ 1 ლუქსია, ზამთრის ბაღით და ბოდიალით, რომელიც მართლა არაა საჭირო, ახალნამშობიარებ ქალს არ ეჯაკუზება, ასე მგონია მე.
1 და 2 ადგილიანები აქვთ ძალიან კარგი smile.gif

Posted by: garfield1 14 Jan 2013, 16:19
pravinia
როგორ მიხარია ასეთ კარგ რამეებს რომ ვკითხულობ ჯან.სახლზე, მიყვარს ეგ კლინიკა და ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს ჩემთვის .
ყველა იმ პირობის გათვალისწინებით რაც ჩამოთვალე

Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 16:26
QUOTE
აი ეს არ გავს სიმართლეს. იცოდა რომ უეჭველად მაგასთან უნდა გემშობიარა, შეთანხმებულები იყავით, და ვერ მოასწროო ??? აშკარად არაა სწორი ეს ინფორმაცია...

პ.ს. მასე მე რომ იქ ვიყავი ამ 10 ოდე დღის წინ, ვიღაც ფოეში რომ შემოვიდა, მაშინ მოიფიქრა, რომ უი თურმე დათოსთან უნდოდა მშობიარობა და როგორც იქნა გადაწყვიტა... ასეთებთან ყველა წუთს ვერ მოვა...რომც მოვიდეს არ იცის შენი მდგომარეობა, ორსულობის მიმდინარეობა და ა.შ....


სხვა ყველა დანარჩენზე კი აბსოლუტურად გეთანხმები...
* * *




ხო ვერ მოასწრო რო დავურეკეთ მოვალო მაგრამ ვერ მოასწრო.... მშობიარობის მერე კი მოვიდა მაგრამ მშობიარობას ვერ დაესწრო მაგრამ მერე ექიმის ფული არ გადაგვახდევინეს რახან ვერ მოასწრო მოსვლა ან რას მოასწრებდა 7 წუთში ბავშვი გაჩენილი მყავდა biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 14 Jan 2013, 16:26
flying teapot
QUOTE
საკეისრო პირველზე

თან პირველზე ??
მე შენ გასათხოვარი და საკმაოდ პატარა გოგო რატომ მგონიხარ ? lol.gif

Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 16:29
QUOTE
პ.ს. მასე მე რომ იქ ვიყავი ამ 10 ოდე დღის წინ, ვიღაც ფოეში რომ შემოვიდა, მაშინ მოიფიქრა, რომ უი თურმე დათოსთან უნდოდა მშობიარობა და როგორც იქნა გადაწყვიტა... ასეთებთან ყველა წუთს ვერ მოვა...რომც მოვიდეს არ იცის შენი მდგომარეობა, ორსულობის მიმდინარეობა და ა.შ....



რაც შეეხება ამას დათოს ახლობელი ვარ თან უბრალოდ ვერ მოასწრო მოსვლა მასთან დავდიოდი ისედაც მთელი ორსულობა კი მნახა ბოლო კვირაცას მაგრამ ჯერ ერთი რომ გვიანი იყო და თან მე ფიზიოლოგიურად ვიმძშობიარე და თან სულ რაღაც 7 წუთში wink.gif. კი მოვიდა მაშინვე მაგრამ უკვე გაჩენილი მყავდა.

Posted by: natia2203 14 Jan 2013, 16:36
anuka2009
QUOTE

QUOTE
ყველა ის მედიკამენტი, რომელიც ფიზიოლოგიურ მელოგინეს და ახალშობილს ესაჭიროება.


აი ეს კი უწერიათ ტყული

100 ლარის მარტო ანტიბიოტიკი ვიყიდეთ საკეისროს შემდეგ, ასე 50 ლარის ფრაქსიპარინი დაახლოებით + ამას ახალშობილს რაც დაჭირდა ჰუმანა პრე და სუდო კრემი, ესეც მივიტანეთ

ფიზიოლოგიურ მელოგინესო, საკეისროს შემთხვევა ხო არ უწერიათ. ისე 4 წლის წინ საკეისროს მედიკამენტებიც შედიოდა და 2 წლის წინ უკვე აღარ. პრინციპში ფიოზიოლოგიურს არც სჭირდება მედიკამენტები smile.gif

* * *
liziko
QUOTE
აი ეს არ გავს სიმართლეს. იცოდა რომ უეჭველად მაგასთან უნდა გემშობიარა, შეთანხმებულები იყავით, და ვერ მოასწროო ???

და რა არის გასაკვირი რომ შეიძლება ექიმმა ვერ მოგისწროს? მე ძლივს მივასწარი სამშობიაროში, არადა 10 წუთი დამჭირდა მისასვლელად და ექიმი რომ მყოლოდა აყვანილი უეჭველი ვერ მოასწრებდა მოსვლას თუ იქვე არ ცხოვრობდა.

Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 17:17
QUOTE
და რა არის გასაკვირი რომ შეიძლება ექიმმა ვერ მოგისწროს? მე ძლივს მივასწარი სამშობიაროში, არადა 10 წუთი დამჭირდა მისასვლელად და ექიმი რომ მყოლოდა აყვანილი უეჭველი ვერ მოასწრებდა მოსვლას თუ იქვე არ ცხოვრობდა.



მეც ეგრე ვიყავი მუცელი არ მტკიოდა ოდნავ წელი მივლიდა თან არც წყლები არ დამიღვრია დავურეკე და მითხრა მიდიო გაგსინჯავს ექიმი და თუ უკვე დროა მაშინ დამირეკეთ მოვალო იმათმაც დაურეკეს ჩვენც კი მოვიდა მაგრამ უკვე გაჩენილი მყავდა... და ასე თქვეს ასეთი მშობიარობა მილიონში 1 ხდებაო ისე მალე გავაჩინე რო მივედი მუცელი არ მტკიოდა საერთოდ არა და რო გამსინჯეს ყიპლიბანდზე ხელს ვადებო ექიმმა თქვა და საკაცით გაიყვანეთო . ისე რა არის გასაკვირი რო ვერ მოასწრო ეს ხო დაგეგმილი არ იყო

Posted by: tamusinka 14 Jan 2013, 17:18
ინფინიტი
QUOTE
დასასვენებლად ხო არ მიდიხარ, სამშობიაროდ მიდიხარ


პირველზე სამშობიაროდ მივედი და არ მომეწონა, მეორედ დასასვენებლად და ძალიან კარგი იყო! biggrin.gif

Posted by: natia2203 14 Jan 2013, 17:22
sopi_sopi
მეც ეგეთი მშობიარობა მქონდა, ორივეჯერ. ასე რომ მილიონში ერთხელ კი არა ბევრს გვიმართლებს მასე

Posted by: Iris87 14 Jan 2013, 17:36
QUOTE
პირველზე სამშობიაროდ მივედი და არ მომეწონა, მეორედ დასასვენებლად და ძალიან კარგი იყო! biggrin.gif


აი ზუსტად, მეორეზე ვარ და ეხლა ნამდვილად ვაქცევ ყველაფერს ყურადღებას, ხალხო მე ისეთ პირობებში ვიმშობიარე, თმები ყალყზე დაგიდგებათ აქაურებს biggrin.gif მარა გამოუცდელი ვიყავი, ექიმი ჩემი უახლოესი ნათესავია და მის გარდა ვერ მივიდოდი ვერსად, უბრალოდ უხერხული იყო. არამიანცის სამშობიაროზე მაქ ლაპარაკი. ჯერ ერთი, ტუალეტი იყო ჩემ სართულზე 2, ჩემი პალატიდან ერთი დერეფნის ერთ ბოლოში მეორე მეორეში, კედელ-კედელ მივღოღავდი ძლივს. ნუ სისუფთავეზე არ მაქ ლაპარაკი,კომუნისტების დროინდელი რემონტი, ტუალეტში ხალათის ქამარი დამივარდა და რო ავიღე გეგონებოდა ტალახში ეგდოო. კვება დედაჩემს მოქონდა, იქაური არ მომინდა. დერეფანში იდგა მაცივარი და იქ ვინახავდი. 4 დღე გავუძელი როგორღაც. არ უნდა შეუქმნა თავს ამდენი დისკომფორტი ნამდვილად, როცა ამის საშუალება არის. ეხლა მაგ სამშობიაროში ხო მშობიარე დაეღუპათ, და იკადრეს და მიაქციეს ყურადღება და ატყდა მთელი ამბავი, აქამდე სად იყვნენ ნეტა, რომ ანტისანიტარია იყო და არ აკმაყოფილებდა არანაირ პირობებს. ხოდა დაახლოებით 1 წელია დახურული იყო, ეხლა არემონტებენ და მალე გაიხსნებაო, ძალიან მაგარს აკეთებენ თურმე. ზოგადად პერსონალით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვიყავი, დირექტორის მოადგილეა ჩემი ნათესავი, თან მყვებოდნენ და ისედაც პროფესორია და უმაგრესი ექიმია ეს ქალი. ჩემ დას ორივე საკეისრო მაგან გაუკეთა და ეხოზე რო დადიოდა მეორეზე ეკითხებოდნენ ეს შედევრი ნაკერი ვინ დაგადოო, ნამდვილი იუველირის ნამუშევარიაო. ეხლა თუ მაგრა გააკეთებენ დიდი სიამოვნებით მივალ, ოღონდ ჯერ კარგად დავათვალიერებ biggrin.gif

Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 17:37
ისე წამლების მხრივ ერთადერთი რაც იყო ის იყო რო მე უარყოფითი ვარ და იმუნო გლობულინი გამიკეთეს მეთი საერთოდ არაფერი ... ისიც ჩემებმა მომიტანეს დაახლოებით 140 ლარი ღირს როგორც მახსოვს ....
* * *
QUOTE
მეც ეგეთი მშობიარობა მქონდა, ორივეჯერ. ასე რომ მილიონში ერთხელ კი არა ბევრს გვიმართლებს მასე




აბა აბაააა ვაიმეე ისე მეშინოდა თან 17 ის ვიყავი რო გავაჩინე ეხლა 19 ის ვარ biggrin.gif:D:D და არც ვიცოდი არაფერი ისეთი კოშმარი მეგონა ფიზიოლოგიური რო რა გითხრათ..... საკეისრო მინდოდა მეგონა გამჩრიან და ვსოო ვერაფერს ვერ ვიგრძნობ მერეთქო მაგრამ კიდევ კარგი რო არ გამიკეთეს ისე სტკიოდა ზოგს რო sad.gif

Posted by: ლუნა 14 Jan 2013, 19:25
garfield1
liziko
მადლობა გოგოებო..
2kiss.gif

Posted by: მანიაჩკა 14 Jan 2013, 22:03
mainc
QUOTE
რაები გიწრიათ ჯანსახლზე.. აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ვფიქრობ.

ნუ, ყველას თავისი აზრი აქვს.
tamusinka
QUOTE
საერთოდ, სუპერ-პურპერ ულტრათანამედროვე ევრო დონე რემონტი არაა რა თქმა უნდა

ხო, აი, ზუსტად ეს არის. ჩაჩავაში არის სუპერ-პუპერ პერო პონტი და ჯან. სახლზე ნაკლები ჯდება ლუქსი. ამიტომ ვთქვი, ის რაც ვთქვი. ჯან. სახლის ლუქსი ახლოსაც ვერ მივა ჩაჩავას ლუქსთან. უბრალოდ მე ამ ორიდან არცერთი არ მომწონს. ერთი ძალიან შინაურული პონტია, თავი სახლში გეგონება, მეორე ძალიან პერო პონტია, თავი პოდიუმზე გეგონება smile.gif აი ჰერა არის ჩემთვის ყველაზე მისაღები.

narkozeli
QUOTE
მე მგონი რომ ჯან.სახლს იმიტომ ლანძღავენ რომ მაღალი ფასები აქვს

ამაში გეთანხმები, თავიდანვე ხაზი გავუსვი, რომ პირობები ზოგადად ძალიან კარგია, უბრალოდ ფასს არ შეესაბამება არანაირად.
QUOTE
და როცა არ გინდა ამხელა ფასის გადახდა რათქმაუნდა ბევრ კარგ რამეზე ხუჭავ თვალს და ბევრ ცუდს ხედავ  ძალიან ფსიქოლოგიური ფაქტორია :დ

აი ამაში ნამდვილად არ გეთანხმები. ფასი ჩემი შეფასების კრიტერიუმებიდან ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, მითუმეტეს, რომ თითქმის მთლიანად დაზღვევა მიფარავს.

ინფინიტი
QUOTE
მშობიარობას სჭირდება ერთი გამოცდილი მეანი, ამდენივე ბებიაქალი, ერთი მაგიდა თუ რაცაა, გახამებული ტილოები და პილიონკები, ერთი ჩვეულებრივი პალატა სუფთა საწოლით და ელემენტარული მოთმინების უნარი. 

თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, ესეც არ არის აუცილებელი, ჩვენი წინაპრები სახლში მშობიარობდნენ.
QUOTE
ცირკად უნდა აქციოთ ყველაფერი რა - ექოსკოპიის ვიდეოების ჩაწერიდან, სამშობიაროში წასაღები ჩემოდნის ჩალაგებიდან და ექიმის არჩევიდან დაწყებული, სამშობიაროთი დამთავრებული. რა  კაპრიზნი ახალგაზრდობა მოდის

იმედია ხუმრობ. მთელი 6 დღე გავატარე ღუდუშაურში და ცოტა დამაკლდა, რომ ფანჯრიდან გადმოვმხტარიყავი. მაგის მერე ყველა დეტალს ვუკვირდები და დავაკვირდები კიდევ ათასჯერ, თუ საჭირო გახდა. უწი-პუწი და კომფორტი კიარა, ელემენტარული პირობებიც არ იყო, მაგრამ ეს ვის ახსოვდა, როცა ექთნები და პედიატრები ფაქტიურად არ ასრულებდნენ თავის მოვალეობას და აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ.

Posted by: makavel1 14 Jan 2013, 22:55
QUOTE
თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, ესეც არ არის აუცილებელი, ჩვენი წინაპრები სახლში მშობიარობდნენ.

გეშლება, ბოსელში ამშობიარებდნენ ხევსურეთში ქალებს და არავის იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა, მარტოს უნდა ემშობიარა..... ასე რომ თუ ესეთი უპრეტენზიოები ხართ რაღათ გინდათ სამშობიარო???????

Posted by: tako44 14 Jan 2013, 23:56
მანიაჩკა
ახალნამშობიარები რომ ხარ, ოჯახური პონტი ცუდია? მე გავიკეთე ჯან.სახლში საკეისრო, აბსოლუტურად კმაყოფილი დავრჩი. მსგავსი მოვლა-კომფორტი სახლში არ მქონია ნამდვილად smile.gif

Posted by: garfield1 15 Jan 2013, 00:03
ჩაჩავას ლუქსი იგივე არ ღირს რაც ჯან. სახლის . ჩაჩავაში მშობიარობის და ექიმის აყვანის ფასს ემატება ზემოდან ლუქსპალატის ფასი ლამის 1000 ლარამდე . ეს მეგობრისგან ვიცი . დაზღვევა 2500 ლარს უხდიდა და საკეისრო სპინალურით , ექიმის აყვანით და ლუქსით დაახლოებით ეგ თანხა დაუჯდა .

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 00:03
tako44
QUOTE
ახალნამშობიარები რომ ხარ, ოჯახური პონტი ცუდია?

ზოგს მოსწონს, ზოგს არა.
მე პირადად, მირჩევნია საავადმყოფოს გარემო.
* * *
garfield1
ჩაჩავაში იმშობიარა ჩემმა ნათესავმა, ლუქსში იწვა და გუშინ ვკითხე, 1700 ლარი გადაიხადა, დარახველიძე ყავდა აყვანილი. ჯან. სახლში ლუქს-პალატა ფიზიოლოგიური მშობიარობისას ჯდება 1650 ლარი.
შეიძლება მეშლება და ერთადგილიანი პალატა იყო ის ჩაჩავაში - დიდი პალატა, სადაც საწოლი იდგა და სამეული, მგონი ლუქსია და თუ არ არის, ჯან. სახლის ლუქსს მაინც ათასჯერ ჯობდა ის პალატა.

ჩაჩავაში მაინც უნდა დავაზუსტო პირობები და ფასები და მერე დავწერ ზუსტად და უშეცდომოდ.

Posted by: garfield1 15 Jan 2013, 00:12
მანიაჩკა
ალბათ ერთადგილიანი იყო იმიტომ რომ მეც დღეს ვკითხე ამ გოგოს და ეგ მიპასუხა . ისე ნდვილად არ ვიცი ჩაჩავაში რა სიტუაციაა

Posted by: tako44 15 Jan 2013, 00:13
მანიაჩკა
თავისთავად. თუმცა ბუნებრივ მშობიარობაში 1650 ლარის გადახდა, ნამდვილად მეძვირება.

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 00:46
garfield1
QUOTE
ალბათ ერთადგილიანი იყო

შეიძლება, მაგრამ ჯან. სახლის ლუქსს მართლა ყველანაირად ჯობდა. ორივე ჩემი თვალით ვნახე და შედარება არ არის.

tako44
QUOTE
ბუნებრივ მშობიარობაში 1650 ლარის გადახდა, ნამდვილად მეძვირება

ამაში "ექიმის აყვანის" თანხაც უნდა იგულისხმო, ყველა ვარიანტში ქორიძე ამშობიარებს ჯან. სახლში, აქედან გამომდინარე, უნდა ჩათვალო რომ აყვანილი გყავს. ისედაც ძვირია და იმ პალატებისთვის ხომ ძვირია და ძვირია. მომსახურება მეტ-ნაკლებად ერთნაირად უნდა იყოს ამ ფასის სამშობიაროებსი. ამიტომ, ჯან. სახლის კომპეტენტურ უპირატესობას ვერ ვხედავ რაშია.

Posted by: ინფინიტი 15 Jan 2013, 00:50
მანიაჩკა
makavel1
ბოსელს და კრუჟაოებ-ჟაბოებიან პალატებს შორის არაფერი არ არის? ან ნეხვში უნდა იწვე, ან დოლჩე და გაბანას ნაქონ ლოგინში? ვისაც სად უნდა , იქ დაწვეს კაცო . მე ჩემი გაოცება გამოვხატე იმასზედ, რომ ადამიანი ამდენს როგორ დარდობს და ნერვიულობს და დარბის სამშობიაროებზე, როდესაც ყველა თავმოყვარე კლინიკაში არის ნორმალური ექიმი, სისუფთავე, კვება, აბაზანა და ყურადღება. ქმარი არ მირჩევია მაგდენი და რავი mo.gif
მარა მართლები ხართ / ჯობდა მერჩია mad.gif ამის მოწუწულ აბაზანაში მხარულით შევდივარ , აააააააა help.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 01:02
ინფინიტი
QUOTE
ყველა თავმოყვარე კლინიკაში არის ნორმალური ექიმი, სისუფთავე, კვება, აბაზანა და ყურადღება.

ეჰჰ, მეც მასე მეგონა და ხელში ტანჯვა-წამების 6 დღე შემრჩა, და არა იმიტომ რომ დოლჩე გაბანას თეთრეულში არ ვიწექი, მეც და ბავშვსაც ექთნების და პედიატრების უყურადღებობის და არაპროფესიონალიზმის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა ღუდუშაურში.
QUOTE
ქმარი არ მირჩევია მაგდენი

ქმრის არჩევაში არც არის ამდენი დაკვირვება საჭირო, როგორც სამშობიაროს არჩევაში smile.gif მართლა smile.gif ქმარი რომ ვერ ავარჩიე სწორად (ან იმან ვერ ამარჩია), კი ვარ აგერ მეორე კრუგზე. და სამშობიაროში რაც გადავიტანე, იმას ხომ არაფერი ეშველა? smile.gif დამრჩა ღუდუშაურში გატარებული დღეები შავ ლაქად ცხოვრებაში.

Posted by: tamusinka 15 Jan 2013, 01:03
მანიაჩკა
QUOTE
ჩაჩავაში იმშობიარა ჩემმა ნათესავმა, ლუქსში იწვა და გუშინ ვკითხე, 1700 ლარი გადაიხადა, დავარაშვილი ყავდა აყვანილი


ჩაჩავა და დავარაშვილი? ან სამშობიარო გეშლება ან მეანი, ან მე არ ვიცი რაღაც smile.gif

ინფინიტი
QUOTE
მე ჩემი გაოცება გამოვხატე იმასზედ, რომ ადამიანი ამდენს როგორ დარდობს და ნერვიულობს და დარბის სამშობიაროებზე, როდესაც ყველა თავმოყვარე კლინიკაში არის ნორმალური ექიმი, სისუფთავე, კვება, აბაზანა და ყურადღება.


აი პირველზე ნამდვილად არ მირჩევია, მივედი, ვიმშობიარე, წამოვედი საშინელი დეპრესიით. მეორეზე იმდენი ვიფიქრე, იმდენი, რომ ძლივს მივიღე გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკურ ტკივილზე მეტად ფსიქოლოგიური სტრესი დამამახსოვრდა. სად შემიძლია. მესამეც მინდა(როცა იქნება biggrin.gif ) მშვიდად, წყნარად გავაჩინო და იმაზე ნაკლები ყურადღება არ მქონდეს, რაც ჯან.სახლში მქონდა. ვათხლიშო ეხლა ნერვები ვიღაც უზრდელ ექთან-სანიტრებს...

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 01:05
tamusinka
QUOTE
ჩაჩავა და დავარაშვილი? ან სამშობიარო გეშლება ან მეანი, ან მე არ ვიცი რაღაც

lol.gif გვიანია, მეძინება smile.gif დარახველიძე უნდა მეთქვა. ისე, ეგ ორი სულ მეშლება.

QUOTE
აი პირველზე ნამდვილად არ მირჩევია, მივედი, ვიმშობიარე, წამოვედი საშინელი დეპრესიით. მეორეზე იმდენი ვიფიქრე, იმდენი, რომ ძლივს მივიღე გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკურ ტკივილზე მეტად ფსიქოლოგიური სტრესი დამამახსოვრდა. სად შემიძლია. მესამეც მინდა(როცა იქნება  ) მშვიდად, წყნარად გავაჩინო და იმაზე ნაკლები ყურადღება არ მქონდეს, რაც ჯან.სახლში მქონდა. ვათხლიშო ეხლა ნერვები ვიღაც უზრდელ ექთან-სანიტრებს... 

აუ, ამაში ნამდვილად მართალი ხარ, ზიზილ-პიპილოებს და პეროებს ნამდვილად მირჩევნია სიმშვიდე და სიწყნარე. ყურადღების მხრივ ჩაჩავაშიც ძალიან ყურადღებიანები არიან, მე ჯერ არ გამიგია ჩაჩავას უყურადღებობით უკმაყოფილო მშობიარე. უბრალოდ მაინც მგონია, რომ ზედმეტად პერო არიან. იმედია ჰერაც გაამართლებს ჩემს იმედებს ამ მხრივ.

Posted by: tamusinka 15 Jan 2013, 01:08
მანიაჩკა

biggrin.gif კაი მაშინ. დარახველიძე უფრო კაი ტიპიაო ამბობენ tongue.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 01:10
tamusinka
QUOTE
დარახველიძე უფრო კაი ტიპიაო ამბობენ 

lol.gif უფრო სვეცკია

Posted by: ინფინიტი 15 Jan 2013, 01:28
მანიაჩკა
tamusinka

ვერ გამიგეთ, ვერა smile.gif არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ტუალეტი თუ არაა, საჭმელი არ მოაქვთ და ექთანს გულის ძილით სძინავს და ვერ აღვიძებ, კარგია. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეგ ყველაფერი გამორიცხულია ჩაჩავაში, ჯან.სახლში, ჰერაში, გაგუაში , ემბრიოში. აჰა, 5 კლინიკა ხომ არის, კაკ მინიმუმ. ამათ შორის რომ ცხრა თვე დადიხარ და კიდევ ვერ წყვეტ, სად გირჩევნია და გოგო, იქ თურმე კბილის ჩოთქი მოაქვთ და იქ ერთჯერადი ნიფხვები და ვუაიმე და ვუიმე, ის მიკვირს ხოლმე, ის .

QUOTE
ქმარი რომ ვერ ავარჩიე სწორად (ან იმან ვერ ამარჩია), კი ვარ აგერ მეორე კრუგზე. და სამშობიაროში რაც გადავიტანე, იმას ხომ არაფერი ეშველა?  დამრჩა ღუდუშაურში გატარებული დღეები შავ ლაქად ცხოვრებაში.


ჩემი კაი
http://pix.ge/


და პირველმა ქორწინებამ არავითარი ლაქა არ დატოვა ?


:პერვოლმეჯიქი:

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 01:44
ინფინიტი
არა, ყველაზე მაგარი დამიტოვა, თუ კი შეიძლებოდა რამეს დაეტოვებინა - ჩემი შვილი.
პერვოლმეჯიქი აღმოჩნდა მეორე ქორწინება smile.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2013, 02:04
ინფინიტი
QUOTE
ექთანს გულის ძილით სძინავს და ვერ აღვიძებ,

ამაზე ჩავქვესკნელდი lol.gif

QUOTE
:პერვოლმეჯიქი

ესეც არაა ცუდი ღადავი biggrin.gif

პ.ს. ვაიმე, პირველად გავიგე, რომ ქმრის არჩევა უფრო ადვილია, ვიდრე სამშობიაროსი biggrin.gif
რა მეშველება, ანუ, მთავარი გადაწყვეტილება ცხოვრებაში წინ მაქვს? (ხო ამბობენ, მთავარი მეორე ნახევრის არჩევააო, თურმე სად ბანაობ).. რატო გამიკეთეტ ეს, რატოო, რათ არ დამიმალეთ ეს ამბავი weep.gif


პ.პ.ს. ხუმრობა იქით და გული გამისკდა, რა უბედურებაა 2000 ლარი მშობიარობაში ამ გასაწყლებულ ქვეყანაში biggrin.gif იმენა, კაცად უნდა დაიბადო და მეანი (ან ექოსკოპისტი კიდე უკეთესი biggrin.gif) უნდა გამოხვიდე საქართველოში, თუ გინდა პური ჭამო mo.gif

Posted by: glamo 15 Jan 2013, 02:11
Neno_
QUOTE
პ.პ.ს. ხუმრობა იქით და გული გამისკდა, რა უბედურებაა 2000 ლარი მშობიარობაში ამ გასაწყლებულ ქვეყანაში biggrin.gif იმენა, კაცად უნდა დაიბადო და მეანი (ან ექოსკოპისტი კიდე უკეთესი biggrin.gif) უნდა გამოხვიდე საქართველოში, თუ გინდა პური ჭამო mo.gif

სისულელეა და რაც მალე მორჩება ეს ექიმის აყვანები და ჰაი კლას მოთხოვნები ჩემი აზრით უკეთესი იქნება. უნდა დალაგდეს სიტუაცია და ნებისმიერ დაუდევრობაზე სამართლებრივად აგოს პასუხი ექიმმა. აი მაშინ არც ჯიბეში ჩაკუჭვები იქნება და არც უკიდურესობები, სამშობიაროს ექნება ნორმალური დანიშნულება და შეასრულებს თავის ფუნქციას. მოთხოვნებია თუ არ იტირო რა facepalm.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 02:14
Neno_
lol.gif

კი დავჭამეთ აგერ ერთმანეთი ამ სამშობიარო სახლების გამო.

ისე, მე მართლა ვოცნებობ ხანდახან, რა იქნებოდა საქართველოშიც შეიძლებოდეს ბებიაქალის სახლში მოყვანა და შენ გემოზე მშობიარობა საკუთარ სახლში. მემგონი მაგას არაფერი არ ჯობია. biggrin.gif ამაზე გამახსენდა, დღეს ჩემი თანამშრომელი მეუბნებოდა, შენ ბოლო დღემდე რომ აპირებ სამსახურში სიარულს, აქ თუ დაგეწყო მშობიარობა, სამსახურის ექიმთან შეგაგორებთ, წყალს გავაცხელებთ და აქვე გამშობიარებთო. აბა სანამ მე ლილოდან დიღომში მიმიყვანენ, გზაში არ გავაჩინო ბავშვი.

Posted by: Neno_ 15 Jan 2013, 02:19
GLAMOROUS
QUOTE
მოთხოვნებია თუ არ იტირო რა 

გოგო, რატო არა ეხლა, თუა საშუალება მეტი კომპორტი (ც) კაია, მეც სიამოვნებით ვიქნებოდი 1 საწოლიან ოთახში biggrin.gif

მარააა, ინფოსი არ იყოს, ძალიან სერიოზულად ღელავს ეს ორსული საზოგადოება დეტალებზე (ან ეგრე ჩანს მონიტორიდან biggrin.gif) და რაღაც სასაცილოდ გვეჩვენება არადაინტერესებულ სასტავს biggrin.gif

მანიაჩკა
QUOTE
ისე, მე მართლა ვოცნებობ ხანდახან, რა იქნებოდა საქართველოშიც შეიძლებოდეს ბებიაქალის სახლში მოყვანა და შენ გემოზე მშობიარობა საკუთარ სახლში. მემგონი მაგას არაფერი არ ჯობია.

ვაიმე, კაი რა biggrin.gif

ხალხი სამშობიაროში არ მშობიარობს რეანიმაცია თუ არ აქვთ და სახლში ვინ იმშობიარებს საქართველოში biggrin.gif არც იოცნებო მაგაზე კაი ხანი და თან ხო დაიღუპნენ ეს ქართველი მეანები biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 15 Jan 2013, 02:20
მანიაჩკა
QUOTE
არა, ყველაზე მაგარი დამიტოვა, თუ კი შეიძლებოდა რამეს დაეტოვებინა - ჩემი შვილი.
პერვოლმეჯიქი აღმოჩნდა მეორე ქორწინება

ღუდუშაურმაც ხო დაგიტოვა შვილი , რას ერჩი ისე biggrin.gif


Neno_
GLAMOROUS
biggrin.gif
2000 ლარად კატას ნიფხავს ჩააცმევ © ბებიაჩემი
რა ამბავია , რა არის, კენედის ცოლს არ გადაუხდია მგონი მაგდენი yawn.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 02:27
ინფინიტი
QUOTE
ღუდუშაურმაც ხო დაგიტოვა შვილი , რას ერჩი ისე 

მასე ჩემმა უბნელმა ტაქსში გააჩინა smile.gif


Posted by: glamo 15 Jan 2013, 02:36
Neno_
QUOTE
1 საწოლიან ოთახში biggrin.gif

გოგო ამაზე არ ვამბობ არაფერს biggrin.gif მასაჟორებიანი და ჯაკუზებიანი პალატები და რავი ათასი პრიბამბასი კიდევ.. სისუფთავე და პროფესიონალიზმი იყოს მთავარია, რავიცი სხვა არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა იქ და biggrin.gif
აუ კიდე წამლებზე არ მინდა დაწერა, არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ რეალურად მაგარი ბიზნესი კეთდება ორსულებზე რა biggrin.gif აქ ტონუსი რომ ვუხსენე დამცინეს რა ტონუსი შვილო ეგ ნორმალურია საშვილოსნო ვარჯიშობსო.. ზუსტად 5-მა გოგომ გააჩინა რაც აქ ვარ და არც ერთს არ დაულევია ტონუსის წამლები და არ უკეთებია სანთლები.. უზომო რაოდენობის წამლებს ასმევენ ორსულებს. სხვანაირი მდგომარეობა რომ არ მენახა ვიფიქრებდი რომ ყველგან ასეა და რომ ეს ნორმაა,მაგრამ არაა ასე sad.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 02:47
GLAMOROUS
QUOTE
არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ რეალურად მაგარი ბიზნესი კეთდება ორსულებზე რა

yes.gif ნამდვილად. ამაზე უარესია თოთო ბავშვებზე რომ ასაღებენ წამლებს. აქ გაზების წამალიო, იქ ცინგლების წამალიო.. შეიძლება ყველაფერზე წამალი მისცე ბავშვს დაბადებიდან?

იმ დღეს ჩაჩავას აფთიაქში შემოვიდა წყვილი და ახალი დაბადებული ბავშვისთვის იყიდეს დაახლოებით 100 ლარის დუშ-გელი, შამპუნი და კრემები. ნუ, რომელი ნაოჭების საწინააღმდეგო მაგათ ჭირდებათ, მე თუ მკითხავ, თოთო ბავშვს კანზე საპონიც არ უნდა გააკარო ყოველდღიურად.

და ყველაზე მეტად მეშლება ნერვები, ვაშლის პიურეს რომ აფთიაქში ყიდულობენ. გახეხვა ეზარებათ, თუ არ იციან, არ მესმის. ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ახლად გახეხილ ვაშლზე უფრო სასარგებლოა ვაშლის პიურეს კონსერვი, თვეობით რომ დევს აფთიაქის დახლზე.


ამ ყველაფერს ხელს უწყობენ პედიატრები. კვების რაციონში პირდაპირ რომ უწერენ, მაგ. "ნესტლეს" ხილფაფა. და გაწითლებულ ტაკოზე პამპერსის ხშირად გამოცვლის და ჩაბანის მაგივრად, ათასგვარი კრემების წასმას რომ ურჩევენ.
ამ ყველაფრით სამედიცინო მარკეტინგის აყვავებას რომ ვუწყობთ ხელს ჩვენი შვილების ხარჯზე, მაგას ვერ ვფიქრობთ sad.gif ჩემი აზრით საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს "სამედიცინო წარმომადგენლის" ფენომენი.

Posted by: ინფინიტი 15 Jan 2013, 02:54
მანიაჩკა
QUOTE
იმ დღეს ჩაჩავას აფთიაქში შემოვიდა წყვილი და ახალი დაბადებული ბავშვისთვის იყიდეს დაახლოებით 100 ლარის დუშ-გელი, შამპუნი და კრემები. ნუ, რომელი ნაოჭების საწინააღმდეგო მაგათ ჭირდებათ, მე თუ მკითხავ, თოთო ბავშვს კანზე საპონიც არ უნდა გააკარო ყოველდღიურად.

და ყველაზე მეტად მეშლება ნერვები, ვაშლის პიურეს რომ აფთიაქში ყიდულობენ. გახეხვა ეზარებათ, თუ არ იციან, არ მესმის. ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ახლად გახეხილ ვაშლზე უფრო სასარგებლოა ვაშლის პიურეს კონსერვი, თვეობით რომ დევს აფთიაქის დახლზე.


ტრიპაჩები არიან შვილო, ტრიპაჩები

ვაშლის პიურის ყიდვა აღარ გამიგია, სულ არის ვაშლი 24/7 ზე და 12/365-ზე.
ან ასი ლარის რა შამპუნი უნდა ჭყლინტ ბავშვს, ტილები აქვს მოსაშორებელი თუ ცემენტის ცეხში იმუშავა


Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 03:02
ინფინიტი
QUOTE
ან ასი ლარის რა შამპუნი უნდა ჭყლინტ ბავშვს

თმა მაინც ქონდეთ თავზე user.gif

Posted by: coroline 15 Jan 2013, 09:30
ყველაფერს აქვს საზღვარიო, მაგრამ არა. ორსულის პრეტენზია, ფანტაზია, პრიკაზებს არ აქვსsmile.gif))

Posted by: Pumpula 15 Jan 2013, 10:20
QUOTE (მანიაჩკა @ 15 Jan 2013, 03:02 )

თმა მაინც ქონდეთ თავზე user.gif

აი ეს მაგარი იყო lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mirabella 15 Jan 2013, 10:23
ეხლა ორსულების კომფორტის მოთხოვნებს რაც შეეხება:

მე მაგალითად 1 წლის და 9 თვის წინ რომ დავწექი სამშობიაროში,მაქსიმალური კომფორტი მოვუწყე ჩემს თავს,

გავიკეთე საკეისრო სპინალური გაუტკივარებით და სრულიად ბედნიერი (ყოველგვარი ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე) შევხვდი ჩემი შვილის დაბადების პირველ წუთებს.

ავიღე 2 საწოლიანი პალატა და დავიტოვე დედა 24 საათით.

მოვატანინე ჩემებს ტელევიზორი.

ასე რომ თითქმის ჩემს სახლში ვგრძნობდი თავს.

თუმცა ეს ყველაფერი 2000 ლარი მანდვილად არ დამჯდომია.
1260 ლარი გადავიხადე თუ სწორად მახსოვს.

არანაირი კაპრიზები და პრეტენზიები არ მახასიათებს , უბრალოდ მიმაჩნია რომ თუ შეგიძლია რაღაცით კომპფორტულად იგრძნო თავი რატომაც არა?
თუმცა ეს ყველაფერი იდეაფიქსად არ უნდა ექცეს ადამიანს და პრიორიტეტები არ დაავიწყდეს.
ერთხელ ეხოზე მივედი ახმეტელთან და თუ შეიძლება ფოტო მინდა ბავშვის და რომ გაითვალისწინოთ მეთქი და ისე შემარცხვინა, ფოტოზე მეტად შვილის მდგომარეობა უნდა გაინტერესებდესო წესითო და ფოტოს სულ მოასწრებო smile.gif))) აი ასე, არადა მართალი იყო ის კაცი smile.gif

Posted by: flying teapot 15 Jan 2013, 10:43
ლიკლიკა
QUOTE
საკეისრო პირველზე

თან პირველზე ??
მე შენ გასათხოვარი და საკმაოდ პატარა გოგო რატომ მგონიხარ ?


givi.gif

კარგი თვითპიარი მაქვს ესე იგი. lol.gif :*


პირველი რაა, ჯერჯერობით ერთადერთია)))))




QUOTE
ან ასი ლარის რა შამპუნი უნდა ჭყლინტ ბავშვს, ტილები აქვს მოსაშორებელი თუ ცემენტის ცეხში იმუშავა


მაგარი სასტავი პოსტავს, ინფინიტის თამადობით. lol.gif

ხშირად შემოვალ, ვიცინებხოლმე.

ხოშეიძლება? user.gif

Posted by: makavel1 15 Jan 2013, 10:47
პირადად ჩემთვის საწოლია მთავარი რადგან მეორე საკეისროს ვიკეთებ უკვე და ყველაზე დიდ მნიშვნელობას მაგას ვანიჭებ

Posted by: Dido 15 Jan 2013, 11:04
ინფინიტი
ისე, მემგონი ევროპა/ომერიკაშიც საკმაოდ ძვირი ღირს მშობიარობა, არა? smile.gif მე რასაც ვუყურებ ხოლმე ისეთი პრეტენზიები აქვს ზოგს რო აი რავიცი. ყველაფერი იდეალურად არის ხოლმე და მაინც წუწუნებენ და ბებიაქალს ეჩხუბებიან biggrin.gif ასე რომ არ მგონია მარტო გიურჯისტანის პრობლემა იყოს ეს კაპრიზები biggrin.gif ზოგადსაკაცობრიოა yes.gif biggrin.gif

Posted by: tamo7779 15 Jan 2013, 11:12
რავი, მე როცა საკეისრო გავიკეთე ჰერაში, ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, მაშინ ვაკეში იყვნენ.
სოსო ავიყვანე და ოთახი 2 ადგილიანი მინდოდა ისედაც (მარტო ძალიან გამოკეტილის პონტი იქნება მეთქი) და გამიმართლა კიდევ, პალატაში ნორმალური გოგო შემხვდა, მართალია მისი ბარტყი სიტყვით გამოდიოდა ხოლმე, მაგრამ კატასტროფა არ იყო, უბრალოდ ნისას ფონზე იმ ბავშვის ხმა ისმოდა smile.gif ჩემი ქალი ხმას არ იღებდა საერთოდ biggrin.gif

Posted by: Tamarella 15 Jan 2013, 11:20
გუშინ დავიარე ჩაჩავას პალატები! ორადგილიანი იწყება 840 ლარიდან და არის 890-იანიც. ერთადგილიანი არის 1210 ლარი, კიდე ერთადგილიანი არის 1450 და მერე მოდის ლუქსი-2100 ლარი და აპარტამენტები სამიათასრაღაცა...
მე ალბათ ათასორასიანს ან ათასოთხასიანს ავიღებ დაზღვევის გამო თორე ისე ალბათ მაგდენ ფულს არ გადავიხდიდი სამ დღეში....კვება ხუთჯერადიაო. ქონიათ კიდე 550 ლარიანი პალატებიც მარა არ მინახია ისინი! ბავშვი 24 საათი დედასთანო და არ გაყავთო. მნახველებს მარტო ერთადგილიანებში უშვებენ, ვინც ორადგილიანში წევს თვითონ უნდა გავიდეს სანახავად ახლობლებთან. ღAმე ვინმე დატოვება თუ უნდა მშობიარეს მაშინ ლუქსი ან აპარტამენტი უნდა აიღოს. ისე ერთადგილიანში არ ატოვებიებენ. ესაა რაც გუშინ ვნახე და მითხრეს...

Posted by: SPC 15 Jan 2013, 11:24
მე მგონი დაზღვევა ჩემს ფეხებს მინაზღაურებს biggrin.gif ასე რომ უფრო ფიქრი ჩაჩავას ორადგილიანზე დავიწყე. კონტაქტურობით მე არ გამოვირჩევი და იმედია ვინმე ძალიან ენაწყლიანი არ შემხვდება biggrin.gif

Posted by: Dido 15 Jan 2013, 11:25
Tamarella
QUOTE
არის 1210 ლარი, კიდე ერთადგილიანი არის 1450

ამ ორს შორის რა განსხვავებაა ხო არ იცი? მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ჩაჩავა (დაზღვევა მიფარავს) და ამიტომ ერთადგილიანი მინდა smile.gif

Posted by: drozera 15 Jan 2013, 11:28
QUOTE
ერთადგილიანი არის 1210 ლარი

რა უბედურებაა, რა არის, ეს ფიზიოლოგიურის დროს?

მგონი გაგუას გადავწვეტ რა, ძალიან ბევრი მეგობარია კმაყოფილი, (ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, ამას არც ველი) თან დაზღვევის პროვაიდერია, სხვა კლინიკაშიც მინაზღაურებს, მაგრამ მერე საბუთების ტარება უნდა და ჩემი ქმრის და ჩემი სადაზღვევოს ამბავი რომ ვიცი, რაღაც ისე არ იქნება, როგორც მინდა, ამიტომ თავიდანვე პროვაიდერში მივიდე, აჯობებს smile.gif

ერთადგილიანი პალატა+გაუტკივარება+ ექიმის აყვანა 1280 ლარი მიჯდება smile.gif
1000 სადაზღვევო გადაიხდის და 280 -ს მე smile.gif

Posted by: Tamarella 15 Jan 2013, 11:37
Dido
QUOTE
ამ ორს შორის რა განსხვავებაა ხო არ იცი? მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ჩაჩავა (დაზღვევა მიფარავს) და ამიტომ ერთადგილიანი მინდა

არაფერი დიდი დამიჯერე. მაინცდამაინც ვერც მე მივხვდი.... მეც დაზღვევის გამო მინდა ერთადგილიანი.
drozera
QUOTE
რა უბედურებაა, რა არის, ეს ფიზიოლოგიურის დროს?

კი ფიზიოლოგიურზე

კიდე-თუ საკეისროს გაიკეთებ 520 ლარი ემატებაო. და ნუ ცხადია ექიმის აყვანის თანხა და გაუტკივარებები და ეგეთები არ შედის ამ ფასში!

Posted by: pravinia 15 Jan 2013, 11:45
ფიზიოლოგიურის ფასი რატომ გიკვირთ, პალატაში ადგილს ისევე იკავებ როგორც ნაკეისრალი, ბავშვებსაც იგვე უნდათ ყველაფერი, წამლები გამაყუჩებლის გარდა სტანდარტული კეთდება
ერთი ეგაა ანესთეზიოლოგის ხარჯია ამოღებული
თან საკეისროს შემთხვევაში საოპერაციო დაკავებულია სტანდარტულად 40-50 წუთით, მშობიარობის დროს ვის როდის რა გაეხსნება, რამდენჯერ უნდა გასინჯო, ისუნთქე, არ ისუნთქო, დედა ცალკე ასულიერე ბავშვზე ცალკე იფიქრე, არაა ნაკლები შრომა და დანახარჯი smile.gif
ზოგადად ფასის შედარებისას თუნდაც კლინიკებს შორის არ იყენებთ სწორ კრიტერიუმებს, რემონტი სად ჯობია და სად უკეთესი გემოვნებითაა ნაკეთები რა მნიშვნელობა აქვს, შეადარეთ ექიმი, გამოყენებული მედიკამენტები, პალატების მთლიანი რაოდენობა, ანუ ვტქვათ ჩაჩავას "ბრუნვა" (უხეშად რომ ვტქვათ) მეტი აქვს, ჯანსახლს (ამ უკანასკნელს ვადარებ იმიტომ რომ მანდ ვაპირებ) ნაკლები

მეანის გამოცდილება, ჰიგიენის ნორმები, სერვისის ხარისხი დამოკიდებული არაა რემონტის ხარისხზე, აქ ვსაუბრობ ნორმალურ გარემონტებულზე და არა საბჭოთა კავშირის დროიდან გაურემონტებელ, პარკეტ აყრილ, აქოთებულ პალატებზე, სადაც ჰიგიენის ნორმები მეტად რთული დასაცავი იქნება; ხოდა სადაც სუპერ რემონტს ითხოვთ იქ ამ რემონტის ღირებულება ფასშიც შევა ეგეც გაითვალისწინეთ, სახლიდან არავის მოაქვს სარემონტო თანხები და მერე ფასებმაც არ უნდა გაგაკვირვოთ, მეტი პრეტენზიის დაკმაყოფილება კლინიკის მეტ ხარჯს უდრის და მეტ ფასს შესაბამისად;
თუნდაც ამ 3დ და 4 დ აპარატებზე აიწია მოტხოვნა, იყიდა ყველამ და აიწია ფასებმა, აბა ამოღება ხომ უნდა ჩადებულ ფულს, ყველაფერ იმის გასაკეთებლად რაზეც პრეტენზია გვაქვს ფული ციდან არ ცვივა , სამწუხაროდ smile.gif

Posted by: mainc 15 Jan 2013, 11:50
წინა გვერდების შესახებ user posted image

Posted by: Princess 15 Jan 2013, 11:51
2000 ლარამდე ჯდება ჩაჩავაში საკეისრო, 1 ადგილიანი, სპინალურით და ექიმის აყვანით. წინა თემებშიც დავწერე.
მარტში ვიმშობიარე, არამგგონია მას მერე რამე შეცვლილიყო

დეტალურად თუ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ

Posted by: Dido 15 Jan 2013, 11:52
Tamarella
QUOTE
კიდე-თუ საკეისროს გაიკეთებ 520 ლარი ემატებაო. და ნუ ცხადია ექიმის აყვანის თანხა და გაუტკივარებები და ეგეთები არ შედის ამ ფასში!

ხოო, საკმაოდ ძვირია, დაზღვევა რო არ მიფარავდეს არ ავიღებდი.
ღამე დატოვება არც მინდა მაგრამ დღის განმავლობაში მნახველებს რო უშვებენ კარგია, ხალათით ბოდიალი არ მომიწევს და უფრო წყნარადაც ვიქნებით. ოჯახის წევრების გარდა მაინც არავინ მოვა biggrin.gif

Posted by: drozera 15 Jan 2013, 11:57
pravinia
QUOTE
ფიზიოლოგიურის ფასი რატომ გიკვირთ, პალატაში ადგილს ისევე იკავებ როგორც ნაკეისრალი, ბავშვებსაც იგვე უნდათ ყველაფერი, წამლები გამაყუჩებლის გარდა სტანდარტული კეთდება

ხო, მაგრამ საკეისრო უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ფიზიოლოგიური ყველა კლინიკაში
და ფიზიოლოგიური + 1 ადგილიანი პალატა მეძვირა 1210 ლარი.


Posted by: pravinia 15 Jan 2013, 12:11
drozera

ეს სხვაობა ფასში ძირითადად ანესთეზიოლოგის ანაზღაურება და ხარჯი გამოდის
როცა ყველაფერი რიგზეა ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დაგრჩეს, რომ ტყუილად გადაყარე ფული, მაგრამ მე პირველი რთული მშობიარობა მქონდა და საუკეთესო შედეგით რომ დასრულდა ყველაფერი, ეს მიღირდა იმ ფასად რაც გადავიხადე, მეორეზეც მინდოდა დაზღვეული ვყოფილიყავი, მაგდაზე მშობიარობა კარგი მქონდა და სადღაც გულის კუნჭულსი კი მენანება ხოლმე ამხელა თანხა, მაგრამ იმ გარანტიებად რასაც ქორიძისგან ველოდები მიღირდა, ისევ მაგასთან იმიტომაც მივდივარ, მიუხედავად იმისა რომ საკეისრო ძალიან ძვირი ჯდება, პლიუსმილების გადაკეტვაც მინდა და ალბათ ამაზეც ემატება თანხა, მაგრამ არ მინდა ისეთმა გამიკეთოს ეს ოპერაცია, მერე ნინიკო 009-სავით გადაკეტილი მილების პატრონს ორსულობის მეშინოდეს biggrin.gif

Posted by: makavel1 15 Jan 2013, 12:12
drozera
მე საკეისრო 1 ადგილიანში 1300 დამიჯდა.

Posted by: Princess 15 Jan 2013, 12:17
pravinia
+1
მეც ასე ვარ, მირჩევნია ძვირი გადავიხადო და მშვიდად ვიყო. რაც გადავიხადე ამ ფულში კარგი პალატაც შედიოდა, კარგი საწოლიც და კომფორტიც. ბავშვსაც კარგად უვლიდნენ,

Posted by: natia2203 15 Jan 2013, 12:37
drozera
QUOTE
ხო, მაგრამ საკეისრო უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ფიზიოლოგიური ყველა კლინიკაში

ეს კიდევ იმიტომ რომ ფიზიოლოგიურის დროს 3 დღე ხარ პალატაში და საკეისრო დროს 5

Posted by: taktakuna 15 Jan 2013, 13:28
2000 ლარს, რომ გადაიხდი ზოგან და ბავშვიც არ გაყავთ და ექთანიც, რომ თვალებით გაგბურღავს, კი უნდა გადაირიო ადამიანი.
საქმე კომფორტში არაა, მთავარია სისუფთავე, სტერილური გარემო, ნორმალური ლოგინი და ყურადღება დედის მიმართ და ასევე ბავშვის სურვილის შემთხვევაში ბავშვთა ოთახში გაყვანა.
არანაირი პირობა არ იყო ღუდუშუაურში, ყველაფერი სახლიდან მომიტანეს, ტუალეტის ქაღალდი, რომ გეძებნა ვერ ნახავდი ვერსად, მაგრამ მაგას აღარ ვჩიოდი უკვე, სულ მეკიდა რაზე ვიწექი და ონკანშიც ყინულივით წყალი, რომ მოდიოდა, მთავარი იყო იქიდან გამომესწრო, ბავშვისთვის მიეხედათ ხანდახან მაინც და ჩემთვის მოეხედათ, როცა ვეუბნებოდი, რომ რაღაც მაწუხებდა და ირონიით არ შეენიშნათ, რომ თურმე ეგრე ყველას სტკივა. სამაგიეროდ, როცა უკვე ვეღარ გაიგეს რისგან მიმდიოდა ლეიკოციტები 21-ზე და ვკვდებოდი გაურკვეველი ტკივილებით, იკადრეს და ყველაფერი გააკეთეს, ანალიზების ჩათვლით, ეხოზეც დამაბრძანებდნენ ყოველ დღე და მიკეთეს ძვირად ღირებული ანალიზები ისე, რომ არ გადამიხდია დამატებით არაფერი. ერთი ის მომეწონა, რომ სანამ გაწერენ ნაკეისრალს, უკეთებენ სისხლის საერთოს და ეხოს. არ მომწონს, ნაკეისალ ადამიანს სახლში რომ წერენ მე-3 დღეს და მერე შეიძლება არასწორად მოვლილი ჭრილობიდან ინფექცია წავიდეს, ან სულაც ეხოს რომ არ უღებენ და კოლტებით საშვილოსნოში, რომ წერენ სახლში( ბევრი გამიგია ასეთი).
თუ ოდესმე ვიფიქრე მეორეზე, ნამდვილად არ ვიცი სად ვიმშობიარებ, ჩემთვის მთავარია, რომ ნაკეისრალს წესივრად მომაქციონ ყურადღება და ეგრევე ბავშვი არ მომიცუნცულონ და მითხრან მიდი და მიხედეო. ჩემთვის იყო ძალიან მძიმე, თან ტიროდა, თან მტკიოდა და ვერც ვუცვლიდი წესივრად და ვერც ვაძინებდი.

Posted by: pravinia 15 Jan 2013, 13:47
taktakuna

არადა საკეისრო ხომ ოპერაციაა და ახლა ნაოპერაციევს როგორ ანდობენ ბავშვს ვერ გავიგე
ამდენი სისხლის დაკარგვის მერე თავბრუს ხვევა ჩვეულებრივი ამბავია, სისუსტეც და რამე რომ შეგემთხვას ვინაა დამნაშავე?
მე ჯანსახლში ფიზიოლოგიურის მერე მკაცრად გამაფრთხილეს ბავშვი ხელში არ ამეყვანა და ისე არ მეტარებინა, ან ლოგინზე მყავდა მიწვენილი რომ ეჭამა, ან თავის "ურიკაში" იწვა, ან თუ ზიხარ, შეგიძლია ამოიყვანო და მიიხუტო გემოზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიარულისას და ფეხზე მდგომმა, ნუ ეს პირველი ორი დღე და მერე წესით კი მოდიხარ საკმარის ჯანებზე smile.gif


პ.ს. ჩემს კაპარჩხანა თხაკიკინას ისეთი უჟმური ხასიათი აქვს, თავიდანვე გამოიჩინა თავი, პირველ ღამეს კი იყო წყნარად, მაგრამ ცოტა რომ მოიხედა და გონს მოვიდა, ჩაებღაუჭა დედიკუნკულებს (ანუ მე biggrin.gif ) მივხვდი რომ ბავშვების ოთახში არ გაუჩერდებოდათ, მაგრამ მაინც წაიყვანეს, შენ დაისვენე და ჩვენ მივხედავთ ამას, ასეთები გაგვიჩერებიაო?! მაინც იუკადრისეს რომ ვუთხარი არ გაჩერდებათქო, სადღაც 1-2 საათში ძალიან შეწუხებული სახით შემოვიდა მედდა და მომიბოდიშა, არაფრით არ ჩერდებაო, იქნებ რომ შეჭამს დაწყნარდეს და გავიყვანთო, არ გამიტნევია, ვიცოდი ისევ უკან მოსაყვანი გაუხდებოდათ, კოჭებში ეტყობოდა ქიზიყურ-სვანური ხასიათი biggrin.gif მებოდიშებოდნენ მედდები ამის გამო, სხვაგან ალბათ დაიხოკავდნბენ ცხვირ-პირს მოგვაშორეო :ჩემიკაპარჩხანაგამოუსწორებელითხაკიკინა: love.gif

Posted by: Liluu85 15 Jan 2013, 13:48
როგორც იქნე გადავიკითხე ყველა გვერდიbiggrin.gif
მანიაჩკამ და დროზერამ ყველაფერი დაწერეს, და ვერაფერს ვერ დავამატებsmile.gif ჰერაც მომეწონა და ჩემი სიიდან ამოვშალე მხოლოდ 2 ადგილიანი ბლოკის გამო.
მიზეზი 2-ია- მინდა რომ ქმარი დაესწროს მშობიარობას, და არ მინდა სხვა მშობიარესთან ვიყო მშობიარობის დროს. სხვა დანარჩენი მომეწონა ძალიან.
ეხლა არჩევანი მაქვს ახალ სიცოცხლეს და იმედის შორისsmile.gif
ორივე აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს 99%.
იმედი-ში ის არ მომწონს რომ ქმარი ვერ ამოვა ბავშვის სანახავად 3 დღის განმავლობაში, მაგრამ რადგად დაესწრება მშობიარობას, და მე მნახავს მაინც ამას ვიკიდებbiggrin.gif სიტუაცია ძალიან მომეწონა. 2 ადგილიანი ალატა ცუდია მაგრამ თუ კარგი გოგო შეგხვდება პირიქით კარგია და ამ 4 დღის მანძინზე ვერ მოიწყენ მაინცsmile.gif წესრიგი არის 100%.

ახალ სიცოცხლეში ყველაფერი იგივეა, გარდა იმისა რომ იმ 2 ადგილიან პალატაში მნახველების მოსვლა დაშვებულია და ჩემების მოსვლა თუ მესიამოვნება, სხვისი ნახვა ნაკლებადbiggrin.gif მაგრამ ამასაც დავიკიდებ იქ თუ გადავწყვიტავ მშობიარობას იმიტომ რომ ექიმები და ბებია ქალები კარგები ჰყავთ, გამოცდილი ხალხია ყველაsmile.gif

სიამოვნებით მოვისმენ იმედზე სხვის აზრებს. Elsi იმშობიარებს მანდ და ძალიან მაინტერესებს მისი აზრიsmile.gif

Posted by: taktakuna 15 Jan 2013, 16:08
pravinia
ვინ უყურებს საკეისროს როგორც ოპერაციას რო? ძალიან ლაითი შეხედულება აქვს ყველას, არადა ეგრე ადვილიც არაა, უი დავწექი გამჭრეს-გამკერეს და ჰოპლაა, მზადაა ბავშვი. ზოგი ისეთ ჯანზე იყო საკეისროს მერე ბავშვს კი არა ქმარ-დედამთილსაც კი მოიკიდებდა ზურგზე, მაგრამ მე სამი დღე მუცელი მტკიოდა, 4 დღის უძინარი ვიყავი+მოულოდნელი საკეისრო და დაშლილი ვიყავი ფაქტიურად. ვერ ვდგებოდი, ვერ ვჯდებოდი და იმ მხარეს სადაც ნაკერი ბოლოვდებოდა საერთოდ ვერ ვტრიალდებოდი. ჩემი ბიჭი იყო ღუდუშაურის რისხვა, მთელი 20 დღე იყო იქ რამის და მარტო ამის ხმა ისმოდა, თავიდანვე ცელქი და ყაჩაღი იყო, სულ წუწუნებდა და ტიროდა, ხელში ტარება უნდოდა რომ გაჩუმებულიყო და ვის ქონდა მაგის თავი.

Posted by: pravinia 15 Jan 2013, 16:17
taktakuna

QUOTE
ვინ უყურებს საკეისროს როგორც ოპერაციას რო


მინიმუმ მეანი უნდა უყურებდეს
sad.gif

Posted by: CAMPOLINA 15 Jan 2013, 16:28
QUOTE
ვინ უყურებს საკეისროს როგორც ოპერაციას რო


ისე რა უცნაურია . როცა უნდათ მეანები რო მოძღვრავენ დედებს მშობიარობის ტიპებზე ანუ რატომ არ უნდა გაიკეთოთო საკეისროო პირველი არგუმენტი ეგ აგვთ რომ საკეისროს დროს მშობიარე ხდება პაციენტი და იკეთებს ოპერაციას და უფრო ბევრ რისკთან არის დაკავშირებულიო. და საქმე-საქმეზე რო მიდგება თუ მასე უყურებენ ნაკეისრალ გოგოებს მაგრად ყოფილა საქმე. მოკლედ როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ თავის ნათქვამს რა.

Posted by: pravinia 15 Jan 2013, 16:32
CAMPOLINA


როცა ტელევიზიით გამოდიან კი აფრქვევენ სიბრძნეებს smile.gif
როცა პერსონალისთვის ფულია გადასახდელი, რომ ნაკეისრალს კარგად მიხედონ, ურჩევნიათ ხარჯი შეკვეცონ, პერსონალს ნაკლები მოთხოვონ და ნაკეისრალ დედიკოს კიდევ მეტი, სხვა ლოგიკა არ არსებობს smile.gif

Posted by: CAMPOLINA 15 Jan 2013, 16:39
pravinia
ხოდა ვეცდები მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო რო არ დამჩაგრონ და ჩემი ერთი ნაცნობივით არ დამემართოს. ასე იძახდა რო ვიმშობიარე არაფრის თავი არ მქონდა მომიყვანეს ბავშვი მომიგდეს მე კიდე არაფერი არ ვიცოდი, სულ ჩემთან იყო ბავშვი მერე გავლა რო შევძელი აღმოვაჩინე რომ ბავშვების ოთახი ქონიათ და იქ უნდა დაეტოვებინათ ბავშვი მე როცა მისი მოვლა არ შემეძლოო. ისე შემეცოდა მე მაგის ადგილას გადავდგავდი იმ მედდებს.

Posted by: blblbl 15 Jan 2013, 17:19
QUOTE

თმა მაინც ქონდეთ თავზე


უფ უკაცრავად ბატონო biggrin.gif არის ტუ არა ეს თმა biggrin.gif რამდენიმე საათის დაბადებულია biggrin.gif user posted image
ნუ 100ლარიანი შამპუნით არ ბანენ რა თქმა უნდა biggrin.gif


ისე რა კარგია,აგადაწყვეტილი მაქვს უკვე და შეცვლას არც ვაპირებ არც სამშობიაროზე ფიქრი მომიწევს,არც გინეკოლოგზე,არც პედიატრზე და ა.შ. მოხსნილი მაქვს საფიქრალი lol.gif

Posted by: ლიკლიკა 15 Jan 2013, 17:25
flying teapot
QUOTE
კარგი თვითპიარი მაქვს ესე იგი

საოცარი biggrin.gif






blblbl
ვარცხნილობა lol.gif lol.gif

Posted by: ninia84 15 Jan 2013, 17:31
blblbl
ვაიმეე, საყვარელი წიწილა 2kiss.gif
QUOTE
ისე რა კარგია,აგადაწყვეტილი მაქვს უკვე და შეცვლას არც ვაპირებ არც სამშობიაროზე ფიქრი მომიწევს,არც გინეკოლოგზე,არც პედიატრზე და ა.შ. მოხსნილი მაქვს საფიქრალი lol.gif

ბავშვიღა დაგრჩა მოსაფიქრებელი
biggrin.gif

Posted by: blblbl 15 Jan 2013, 18:18
ninia84
ამ ყველაფერთან შედარებით ბავშვი უადვილესია რას ამბობ biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 21:19
drozera
გაგუას გადავწყვიტავო და იყავი გაგუაში? ძაან მაინტერესებს. ფასები ვიცი, საიტზე უწერიათ, მაგრამ პირობები როგორი აქვთ?


blblbl
აჰაჰა, რა საყვარელია, გაბურძგნული smile.gif

Posted by: blblbl 15 Jan 2013, 21:22
მანიაჩკა
შენ Kიდე სად აქვთ თმაოbiggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 15 Jan 2013, 21:27
blblbl
ხო, მაგ ბავშვს კი აქვს ჩემ ქმარზე მეტი თმა smile.gif tongue.gif

Posted by: anakh 15 Jan 2013, 22:23
QUOTE
ხო, მაგ ბავშვს კი აქვს ჩემ ქმარზე მეტი თმა

ჰაჰაჰაჰაჰ biggrin.gif

Posted by: LA FEMME 15 Jan 2013, 23:18
Liluu85
QUOTE
ჰერაც მომეწონა და ჩემი სიიდან ამოვშალე მხოლოდ 2 ადგილიანი ბლოკის გამო.


მე ვიყავი ჰერაში და დავათვალიერე, ესე მითხრეს 1 ადგილიანი ბლოკიცაა და 2 ადგილიანიცო
ნუთუ მომატყუეს
არ მომეცონა პირობები
1 ადგილიანში მინდა და 2 პალატას(ერთადგილიანებს) აქვთ საერთო ტუალეტი და ვანა, რომელის ოთახში არაა, ანუ ოთახიდან გიწევს გამოსვლა, ეგ არ მომეწონა
ნუ სოსო მიქეს ძაან და მაგ პონტში წავედი. პირობები რომ იყოს კარგი მანდ ვიმშობიარებდი

დღეს ჯან სახლში ვიყავი და რადიკალური სხვაობაა პირობებში რა
უბრალოდ არ ვიცნობ ქორიძეს და უნდა დაველაპარაკო ორშაბათს

Posted by: BAXY 16 Jan 2013, 01:49
ჯამრთელობის სახლის ჭრელა-ჭრულა კედლები არა შემიძლია smile.gif, ერთადერთი რის გამოც მანდ არ გავიკეთე საკეისრო ეგ იყო, ძალიან დამღლელი ვარდისფერი, ლურჯი კედლები და რაღაც ძველებური ატმესფერო...
ჩაჩავა -ში როგორც კი შევედი დამვმშვიდდი , მომეწონა ერთი ნახვით smile.gif

Posted by: მანიაჩკა 16 Jan 2013, 01:56
LA FEMME
QUOTE
ესე მითხრეს 1 ადგილიანი ბლოკიცაა და 2 ადგილიანიცო

bis.gif
QUOTE
1 ადგილიანში მინდა და 2 პალატას(ერთადგილიანებს) აქვთ საერთო ტუალეტი და ვანა, რომელის ოთახში არაა, ანუ ოთახიდან გიწევს გამოსვლა

უი sad.gif ლუქსში ნამდვილად შიგნითაა, მახსოვს.

Liluu85 , ამდენი რამე როგორ გამოგვრჩა? smile.gif

QUOTE
დღეს ჯან სახლში ვიყავი და რადიკალური სხვაობაა პირობებში რა

არადა მე ჰერა უფრო მომეწონა user.gif
აუ, კიდე რა არ მოგეწონა ჰერასი, გთხოვ, დაწერე, კიდე აღმოვაჩენ რაღაცეებს. ახლა ნერვები მეშლება ჩემ თავზე, ხოარ მეძინა, ასეთი რამეები რომ არ მახსოვს biggrin.gif

Posted by: ninitini 16 Jan 2013, 11:06
ვაიმე ხალხო რა კედლის ფერი, რა ფარდა. მთავარაის სისუფთავე იყოს და კარგი ექიმები.
საცხოვრებლად ხომ არ გადადიხართ 3 დღე უნდა იყოთ იქ..
არც კედლის ფერი მინახია და არც მახსოვს რანაირი იყო და არც თეთრეულის ფერი, მთავარი სისუფთავე და ყურადღება იყო ჩემთვის..
ვგიჯდები რაა ზოგჯერ როგორ ძალით იქმნიან პრობლემებს და სანერვიულოს

Posted by: 2110 16 Jan 2013, 11:59
ძალიან მაინტერესებს გაგუას რა მინუსები აქვს. გამოცდილებმა დაწეროთ იქნებ. შენარჩუნებაზე ვიწექი მანდ და რადგან ჩემი პრობლემები იციან მანდ ვიმშობიარებთქო ვფიქრობდი... კომფორტის ხარისხია დაბალი, პროფესიონალიზმის პრობლემაა, თუ,თუ , თუ.... არც არავინ ცუდს არ იძახის და არც ქება-დიდებას არავინ იმეტებს..

Posted by: ლიკლიკა 16 Jan 2013, 12:11
2110
QUOTE
არც არავინ ცუდს არ იძახის და არც ქება-დიდებას არავინ იმეტებს..

საშუალოა რა. როგორც ყველა სამშობიაროში გაგუაშიც იყო ცუდი შემთხვევები და ასევე ბევრი გადაურჩენიათ. ყავთ უამარავი უკმაყოფილო და ასევე უზომოდ მადლიერი პაციენტები, კომფორტს რაც შეეხება, საწოლები მოუხერხებელია, ლეიბი სრიალებს,გამოერევა აქა-იქ უხასიათო ექთან-ექიმები და მოგიშლიან ნერვებს უტაქტო სიტყვა-პასუხით , ასევე ძალიან საყვარელი პერსონალიც, რომელიც უანგაროდ გადაგყვება ზედ, გააჩნია ვისი მორიგეობაა და როგორ ხასიათზე არიან. რომ გითხრა ვინმეს შესჩივლებ და მარკეტინგის გაუმჯობესების მიზნით უცბად დატრიალდებიან და აღმოფხვრიან ლაფსუსებსთქო, მოგატყუებ. ბოლო რამდენიმე წელია გაგუა რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე.

Posted by: naneee 16 Jan 2013, 12:18
ლიკლიკა
QUOTE
ბოლო რამდენიმე წელია გაგუა რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე.

აჰა.. კონსულტაციაზე ვიყავი 3 თვის წინ პირადად გაგუასთან. 5 ორსული შეგვიყვანა ერთად კაბინეტში. ჯერ ეს რა წესია? იქნებ რაღაცის კითხვა მინდა და სხვა ორსულებთან მეუხერხულება? მერე მოვიდა ჩემი რიგი, დავჯექი მის პირდაპირ და მიყურებს მიხატული თვალებით, მელოდება, როდის დავუსვამ კითხვას. მე, ორსულმა ქალმა, პაციენტმა უნდა დავუსვა თურმე კითხვები biggrin.gif ერთი არ უკითხვას, რამე ხომ არ გაწუხებს, რამე ხო არ გტკივა, ა. შ.. იმის მერე აღარ მივსულვარ მაგ კაცთან. მე არ მოვითმენ რო ვიღაცამ კონვეირის პრინციპით მიმიღოს ვიზიტზე no.gif ორსულად ვარ ბოლო-ბოლო, გაზები ხო არ მაწუხებს არა? biggrin.gif

პ.ს. ეს ე.წ. "კონსულტაცია" გაგრძელდა წუთნახევარი. სამაგიეროდ 50 ლარი ვთხლიშე ამ წუთნახევარში...ნუ ფასში არაა საქმე. უბრალოდ როცა ამხელა თანხას იხდი, საპასუხოდ ხარისხიან მომსახურებას ელოდები smile.gif

გაგუა down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: 2110 16 Jan 2013, 12:19
ლიკლიკა
მადლობა გასაგები პასუხისთვის..
მდაა.. მგონი ქმრის არჩევა მართლა უფრო ადვილია ვიდრე სამშობიაროსი... biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 16 Jan 2013, 12:25
naneee
ამიტომ ვფიქრობ, რომ უკვე ზეპოპულარულ და მოთხოვნად ექიმებთან მისვლას ერთI საფეხურით დაბლა მდგომ ექიმებთან ჯობს მისვლა, უკეთესად მოგხედავენ და გაქცევაზე არ არიან,ტელეფონსაც პასუხობენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში.
ჩემი ნაცნობის ორსულობა ძალიან ცუდად დასრულდა გაგუას ელემენტარული უყურადღებობის გამო, თუმცა ბევრი ვიცი მისი მადლიერიც, ერთი ხელის მოსმით ვერ გადავუვლი smile.gif
ნუ, ეს ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს.



2110
QUOTE
მდაა.. მგონი ქმრის არჩევა მართლა უფრო ადვილია ვიდრე სამშობიაროსი

ნამდვილად, სხვა თU არაფერი სიყვარულის გამო ბევრ რამეზე დახუჭავ ქალი თვალს biggrin.gif
* * *
naneee
QUOTE
ე.წ. "კონსულტაცია" გაგრძელდა წუთნახევარი. სამაგიეროდ 50 ლარი

ხო, ეგ კიდევ ცალკე თემაა facepalm.gif
ბოლო თვეებში ვიზიტზე ჩემი ექიმი აღარ მახდევინებდა, ესეც მესიამოვნა. ყოველთვის იმდენ დროს მითმობდა ვიზიტზე რამდენიც საჭირო იყო. ასევე მშვიდად მელაპარაკებოდა ტელეფონითაც და გაქცევა არ იყო არასდროს, დიდი + ჩემი აზრით.

Posted by: garfield1 16 Jan 2013, 12:32
naneee
საერთოდ ორსულობის დასაწყისში გაგუასთან და მსგავს ცნობილ მეანებთან კონსულტაციას არ ვთვლი მიზანშეწონილად, მაგ დროსს უკეთესია გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან მიხვიდე, ჩვეულებრივ მოკვდავ ექიმთან, რომელიც უფრო მეტად არის გარკვეული დეტალებში. გაგუა დარწმუნებული ვარ მოსწრებაზეა რაც მალე გაუშვებს, ზოგი ალბათ სამშობიაროდ ელოდება და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობია მასეთთან მიხვიდე მე-8 თვიდან. რავიცი ეს ჩემი აზრია , არავის არ ვახვევ თავს ,

და კედლების ფერებს რაც შეეხება, რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები, მთავარია სისუფთავე იყოს და პროფესიონალები მუშაობდნენ , სამი დღე ლურჯი კედელი იქნება, ვარდისფერი თუ თეთრი რა მნიშვნელობა აქ, სახლში ხომ არ ხარ, რემონტი რომ დაიწუნო

Posted by: LA FEMME 16 Jan 2013, 12:33
მანიაჩკა
QUOTE
აუ, კიდე რა არ მოგეწონა ჰერასი


რა ვიცი რა. არ მომეწონა, არც კი შევადარებ ჩაჩავას და ჯან, სახლს
უბრალოდ ძაან ახლობელია ჩემი სოსო და მაგიტომ მივედი
ლუქსზე მეც ვიფიქრე, მაგრამ რაღაც არ მიმიწევს გული.




Posted by: blblbl 16 Jan 2013, 12:43
naneee
QUOTE
50 ლარი ვთხლიშე

მარტო კონსულტაციაში?სულ 25ლარს ვიხდიდით ორი წლის მანძილზე ორი თვის წინაც და რატო გადაგახდევინეს 50 ?

რავიცი რა გითხრათ 4წელია ჩემი ოჯახის ორი სხვადასხვა წევრი არის გაგუას კლინიკის პაციენტი,არ ვიცი ამათ გაუმართლათ თუ რატომ,მაგრამ არანაირი უკმაყოფილება არ აქვს არცერთს ამ ხნის მანძილზე.დაუფიქრებლ;ად გაგუასთან მივლენ შემდეგ ორსულობაზეც.ა( აჰა კიდე წამომცდა და მცემენ :დ )ასე რომ ვერ გაიგებთ.

მე ზუსტად ვიცი რომ როცა იქნება აუცილებლად გაგუასთან ვიმშობიარებ,მხლოდ და მხოლოდ გაგუას გამო.მე ვუყურე მაგ კაცის მოპყრობას მშობიარეებთან და აღფრთოვანებული ვარ smile.gif


პირადად მე მიმღების ქალი არ მომეწონა საშინლად ღAმე რომ მივედიტ სამშობიაროდ,საშინლად უხეშად იქცეოდა სანამ საკადრისი პასუხი არ მიიღო,მერე კი დატკბა,მარა რატომ თავიდანვე არ იყო მასე.


კედლების ფერს რაც შეეხება,კი მართალია რომ კედლების ფერს ნაკლებ ყურადღებას უნდა აქცევდე,მაგრამ არის ადამიანების გარკვეული კატეგორია,რომელსაც არ შეუზლია ზოგიერთი ფერის ატანა,საშინელ დისკომფორტს განიცდიან ,თვალები სტკივდებატ თავი და ა.შ, ეს უბრალო კაპრიზი არაა,მშობიარობის მერე კი როცა ერთი ათად გეჩვენება ყველაფერი არაა გასაკვირი რომ კელდების ფერმა გაგაღიზიანოს.

Posted by: ლიკლიკა 16 Jan 2013, 12:55
blblbl
QUOTE
ორი სხვადასხვა წევრი არის გაგუას კლინიკის პაციენტი,არ ვიცი ამათ გაუმართლათ თუ რატომ,მაგრამ არანაირი უკმაყოფილება არ აქვს

გამართლებაზეც არის, ნინ.
ყველაზე ელემეტარული, შენ რომ ექთანი მოგეწონა სასწაულად და ზედ გადაგყვათ, ეგ იყო მე რომ სისხლდენით შესულს მიყვიროდა, ფეხი გამოდგი, იატაკს ნუ სვრიო biggrin.gif

Posted by: blblbl 16 Jan 2013, 13:01
ლიკლიკა
ექთანი არა სანიტარი იყო და ამერია მე,მაგან მეც მომიშა;ა ნერვები biggrin.gif ახლაც არ მომეწონა ერთი სანიტარი ნერვებიდან გადამიყვანა ,ასეთ პატარა გოგოს ნეტა რა გინდა რატომ უნდა დაესწრო,მერე მშობიარობა არ გინდააა?რა საშინელებაა და ამბები biggrin.gif მეთქი მადლობთ ვიცი ყველაფერი არ მეშინია ,არაა მაინც ჯინაზე იდგა,გაგუა ეუბნება შემოიყვანეო ,ეგ ჯინაზე იდგა პატარააა არ შევიდესო :დ მერე კიდე ახალშობილს სურათებს ნუ უღებ არ შეიზლებაო biggrin.gif არადა გაგუამ კარგად გადაუღე სურათები ამდენი ხალხი გიცდის გარე|თ ხო უნდა ანახოო biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 16 Jan 2013, 13:02
naneee
QUOTE
. მე, ორსულმა ქალმა, პაციენტმა უნდა დავუსვა თურმე კითხვები  ერთი არ უკითხვას, რამე ხომ არ გაწუხებს, რამე ხო არ გტკივა, ა. შ.. იმის მერე აღარ მივსულვარ მაგ კაცთან. მე არ მოვითმენ რო ვიღაცამ კონვეირის პრინციპით მიმიღოს ვიზიტზე  ორსულად ვარ ბოლო-ბოლო, გაზები ხო არ მაწუხებს არა?


რამე ხო არ გტკივა და გაწუხებს რომ გკითხონ, მაგისთვის არსებობს დაუთვლელი ექიმი. რა გინდოდა გაგუასთან კონსულტაციაზე, დაილია კონსულტაციის ექიმები? კაცს ცალი ფეხი ერთ ბლოკში აქვს და ცალი -მეორეში, დაგიჯდება ეხლა და აბა, რამე ხო არ გაწუხებს, როგორ გძინავს, სექსის დროს უსიამოვნო შეგრძნებებს ხო არ უჩივი მუცლის არეში, კომბოსტო ხო არ გბერავს და სხუანი.
50 ლარს რაც შეეხება, თავის ნახვას ასე აფასებს და კი დადიხართ აგერ ხალხი სანახავად up.gif
QUOTE
ნუ ფასში არაა საქმე

ნუ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა boli.gif 50 ლარი რა არი, არც არაფერი boli.gif



Posted by: ლიკლიკა 16 Jan 2013, 13:06
ინფინიტი
QUOTE
სექსის დროს უსიამოვნო შეგრძნებებს ხო არ უჩივი მუცლის არეში, კომბოსტო ხო არ გბერავს და სხუანი.

გადი რა, გადი, გადი .
მთავრდება შენი მოთხრობა სადაცაა, ახალია დასაწერი, ითხოვს ხალხი, მე კი არ ვხუმრობ biggrin.gif

იყოს ლინკი ბარემ biggrin.gif
http://www.facebook.com/pages/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98/157757311033644

Posted by: blblbl 16 Jan 2013, 13:08
ლიკლიკა
მაგას სანამ ქვებს არ დაუშენენ არ გავა biggrin.gif

ინფინიტი
2kiss.gif

Posted by: noniko77 16 Jan 2013, 13:14
blblbl
QUOTE
ექთანი არა სანიტარი იყო და ამერია მე,მაგან მეც მომიშა;ა ნერვები  ახლაც არ მომეწონა ერთი სანიტარი ნერვებიდან გადამიყვანა ,ასეთ პატარა გოგოს ნეტა რა გინდა რატომ უნდა დაესწრო,მერე მშობიარობა არ გინდააა?რა საშინელებაა და ამბები  მეთქი მადლობთ ვიცი ყველაფერი არ მეშინია ,არაა მაინც ჯინაზე იდგა,გაგუა ეუბნება შემოიყვანეო ,ეგ ჯინაზე იდგა პატარააა არ შევიდესო :დ მერე კიდე ახალშობილს სურათებს ნუ უღებ არ შეიზლებაო  არადა გაგუამ კარგად გადაუღე სურათები ამდენი ხალხი გიცდის გარე|თ ხო უნდა ანახოო

ვისაც ყველაზე ნაკლები ფუნქცია ააქვს ის რატომ ითავსებს უფროსობას და წყვეტს თავისი ჭკუიტ ყველაფერს . facepalm.gif ვინ ეკითხებოდა მაგას შენ დაესწრებოდი თუ არა

Posted by: blblbl 16 Jan 2013, 13:23
noniko77
მაგან გამაბრაზა ზუსტად,ვინ გეკითხება საერთოდ რა,გეუბნებიან ჩააცვი და შემოიყვანე გააკეთე რა biggrin.gif თან შე დალოცვილო თუ იმას მეუბნები რომ მერე შემეშინდება მშობიარობის,იმას რაღას აყოლებ რომ საშინელებაა ეგ უფრო არ შემაშინებს? biggrin.gif არადა ორჯერ დავესწარი და მესამე შემთხვევით ვნახე და სულაც არ მომჩვენებია საშინელებად,პირიქით,იქამდე თუ საკეისროზე ვფიქრობდი მაგის მერე გადავწყვიტე რომ აუცილებლად უნდა გამომეცადა ეს სასწაული smile.gif

Posted by: garfield1 16 Jan 2013, 13:28
როგორ მინდოდა ჩემი დის მშობიარობაზე დასწრება და ვერ დავითანხმე, ორსულად რომ არ იყოო კიდე შეიძლებოდა მეფიქრაო და უარი მითხრა, არადა მაინტერესებდა, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან მეშინია ფიზიოლოგიური მშობიარობის და რაც გავთხოვდი ვამბობ, აუცილებლად საკეისროთი გავაჩენთქო .

Posted by: naneee 16 Jan 2013, 13:34
ინფინიტი
QUOTE
50 ლარს რაც შეეხება, თავის ნახვას ასე აფასებს და კი დადიხართ აგერ ხალხი სანახავად

ხოდა იდიოტი რო ვარ იმიტომ biggrin.gif ამეყვანა ჩვეულებრივი ექიმი. არა! მთავარი ექიმი მოვინდომე! სამაგიეროდ მაგის მერე აღარ მივსულვარ მაგ კაცთან. no.gif no.gif

QUOTE
ნუ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა boli.gif 50 ლარი რა არი, არც არაფერი

დაზღვევა მაქ და 100 პროცენტით მინაზღაურებს smile.gif

Posted by: noniko77 16 Jan 2013, 13:38
garfield1
ორსულად ხარ გოგო შენ და როგორ უნდა დასწრებოდი

blblbl
მაგრად აკლია ამ ხალხს რა

Posted by: liziko 16 Jan 2013, 17:21
QUOTE
რამე ხო არ გტკივა და გაწუხებს რომ გკითხონ, მაგისთვის არსებობს დაუთვლელი ექიმი. რა გინდოდა გაგუასთან კონსულტაციაზე, დაილია კონსულტაციის ექიმები? კაცს ცალი ფეხი ერთ ბლოკში აქვს და ცალი -მეორეში, დაგიჯდება ეხლა და აბა, რამე ხო არ გაწუხებს, როგორ გძინავს, სექსის დროს უსიამოვნო შეგრძნებებს ხო არ უჩივი მუცლის არეში, კომბოსტო ხო არ გბერავს და სხუანი.
50 ლარს რაც შეეხება, თავის ნახვას ასე აფასებს და კი დადიხართ აგერ ხალხი სანახავად 


ინფინიტი

ნუ ვგიჟდები აგერ უკვე მერამდენიღაც წელია მის იუმორზე...
* * *
ისე ამ 3 წლის წინ 25 ღირდა, ეტყობა ინფლაციამ იმძლავრა საქართველოში....

Posted by: blblbl 16 Jan 2013, 18:09
liziko
25 ღირს ახლაც ეტყობა დამატებით გაიიკეთა რამე თორემ 100% ვიცი რომ 25ლარი ღირს გაგუასთან კონსულტაცია.ნუ იანვარში თუ შეიცვალა რამე არ ვიცი.მარა ეს გოგო წერს 3 თვის წინო,მაშინ ნამდვილად 25 ღირდა.

Posted by: naneee 16 Jan 2013, 18:12
blblbl
user.gif
ნამდვილად 50 გადავიხადე და დავიჯერო გამასულელეს? user.gif

Posted by: blblbl 16 Jan 2013, 23:36
naneee
naneee
31 ოქტომბერს იმშობიარა დეიდაჩემმა,მანამდე ყველა კონსულტაციაზე სანამ აიყვანდა იხდიდა 25ლარს.მას მერე რამე თუ შეიცვალა არ ვიცი,მაგრამ სამი თვე ნამდვილად არ გასულა და რა გითხრა აბა :|სალაროში გადაიხადე ოფიციალურად?ძაანს აინტერესეოა,ერთი უდნად ავრეკო ხვალ და ვიკითხო biggrin.gif

Posted by: catherina_10 18 Jan 2013, 21:19
შარაშიძეში არავის გაგიკეთებიათ საკეისრო? მაინტერესებს პირობები და რა ღირს საკეისრო ხომარ იცით?

Posted by: blblbl 18 Jan 2013, 22:21
catherina_10
პირობები საშინელია,საწმელი აქვთ უგემრიელესი თურმე,ყველა სამშობიაროს სჯობს ამითო biggrin.gif

Posted by: dadu411 18 Jan 2013, 22:50
გოგოებო ჰერაზე რას მეტყვიით? დღეს ვიყავი გამსინჯეს და რავიცი კარგად მიმიღეს მომეწონა ექიმები ..თბილი ხალხი ჩანს

Posted by: მარიამი 19 Jan 2013, 21:51
გაგუაში, როგორც ჩანს, ფასები აწიეს. ეხოში სულ 30 ლარს ვიხდიდი. 2 ბავშვი გავაჩინე მანდ. წინა კვირაში მივედი ეხოზე, გამოვიტანე წინასწარ ზედმეტობით 40 ლარი ბანკომატიდან და ქვითარს რომ დავხედე, კინაღამ გული გამისკდა. 55 ლარი ეწერა. ეს რა არის მეთქი? 5 ლარი სურათიო. 50 ეხოო. კიდევ კარგი ჩემს ქმარს ჰქონდა ბოლო 15 ლარი და ისიც დავამატეთ, თორემ დავრჩებოდი ისე. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ცოლ-ქმარმა ჯიბეები გადმოვიბერტყეთ ეხოს ფული რომ გადაგვეხადა. რა უბედურებაა ეხოსკოპია 50 ლარი? რას აკეთებენ ამის ფასს ნეტა ვიცოდე. თან 5 წუთში გამომიშვა. ადრე უფრო დეტალურადაც ათვალიერებდა ხოლმე ყველაფერს, 20 წუთი მაინც უნდებოდა.

Posted by: dadu411 20 Jan 2013, 13:35
გაგუაში კაი ხანია ეგრეეა მე 4 კვირაზე გავიკეთე მანდ ეხო ჯოლოხავასთან მაისში და 50 გადავიხადე .... ძვირიია ნამდვილად

Posted by: ninitini 20 Jan 2013, 14:33
blblbl
პირველზე მანდ ვიმშობიარე და ძალიან კარგი პირობები იყო. ემბრიო არაფრით არ ჯობდა, პირიქით უფრო მეტადაც კი მომეწონა მე

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 15:08
გადავავლე თქვენ პოსტებს გოგოებო თვალი და უფრო სხვა თვალით შევხედე შარაშიძის სამშობიაროს, რომელსაც 7 თვის წინ ვსტუმრობდი. მართლა ნორმალური გარემოა, ფასები მისაღები, სისუფთავე, ყურადღება, მართლა კარგი ექიმები, ექთნები - ზოგი პიტალო, ზოგი მომღიმარი...ბავშვი სულ ჩემთან იყო ოღონდ, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ევროპული სტანდარტია და თითქმის ყველა სამშობიაროშია ასე. თუ დაგაინტერესებთ რაიმე დეტალები კიდე, მკითხეთ :-)
* * *
catherina_10

მე ფიზიოლოგოურად ვიმშობიარე შარაშიძეში, საკეისრო მგონი 1200-მდე ზუსტად არ მახსოვს, აი დარეკე ამ ნომერზე და გეტყვიან ყველაფერს 66 73 71, 66 73 77. თუ ექიმის აყვანასაც აპირებ, საკეისროებში თენგიზ ასათიანია უმაგრესი
* * *
QUOTE (blblbl @ 18 Jan 2013, 22:21 )
catherina_10
პირობები საშინელია,საწმელი აქვთ უგემრიელესი თურმე,ყველა სამშობიაროს სჯობს ამითო biggrin.gif

აი რატომ ამბობ ამას, გინახავს საკუთარი თვალით? :-) მე ივნისში ვიმშობიარე და ძალიან კარგი პირობებია + სისუფთავე, კვებას რაც შეეხება - ჩვეულებრივი :-)

Posted by: blblbl 20 Jan 2013, 17:22
Katerina :-)
კი მინახავს,რომ არ მენახა არ დავწერდი smile.gif ნუ არ ვწოლილვარ მარა მსოაცდელში და დათვალიერების დროს რაც ვნახე საკმარისი იყო.კვება ჩვეულებრივი ნამდვილად არ ყოფილა biggrin.gif ჩემი დაქალი ამბობდა პირობებს ვეღარ ავიტან თორემ კვების გამო ისევ მივიდოდი მანდო,რა აქვთ ასეთი განსაკუთრებულად გემრიელი ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ მაგრამ სხვაც ბევრისგან გამიგია მაგათ უგემრიელეს საწმელებზე.ან ძალიან გემრიელი მართლა ან სხვა სამშობიაროებშია ძალიან უგემური biggrin.gif

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 20:44
blblbl

ძალიან უცნაურია, რა არ მოგეწონა?აი მართლა მაინტერესებს :-) ოთახში აბაზანა გვქონდა უსუფთავესი, დღეში 2 - ჯერ გვილაგებდნენ ოთახს, საწოლები მოხერხებული, ოტახი მშვენივრად გარემონტებული, ტელევიზორიც კი მქონდა და ფეხბურთის ჩემპიონატის თამაშებსაც ვუყურებდი biggrin.gif დერეფანში ინპრესიონისტების რეპროდუქციებიც ეკიდა ;-) ბლოკი ძალიან ნორმალური, ექიმების ყურადღება უმაღლესი, პედიატრი ყოველდღე ნახულობდა ბავშვს, აი ზოგი ექთანი კი იყო იაზვა, მაგრამ ეს ყველგან შეიზლება იყოს. შეიძლება შენ რემონტამდე ნახე, ან არ ვიცი... ისე მითხარი რა, რას გულისხმობ ცუდ პირობებში. მეც გამიგია რომ ადრე გემრიელი საჭმელები ჰქონდათ, ჩემ დროსიყო ნორმალური, არაფერი დიდად განსაკუთრებულ. ხო კიდევ სასადილო იყო, მყუდრო, პატარა ოთახი. რიავიცი აბა

Posted by: chiamaiaano 20 Jan 2013, 20:47
QUOTE (Katerina :-) @ 20 Jan 2013, 20:44 )
blblbl

ძალიან უცნაურია, რა არ მოგეწონა?აი მართლა მაინტერესებს :-) ოთახში აბაზანა გვქონდა უსუფთავესი, დღეში 2 - ჯერ გვილაგებდნენ ოთახს, საწოლები მოხერხებული, ოტახი მშვენივრად გარემონტებული, ტელევიზორიც კი მქონდა და ფეხბურთის ჩემპიონატის თამაშებსაც ვუყურებდი biggrin.gif დერეფანში ინპრესიონისტების რეპროდუქციებიც ეკიდა ;-) ბლოკი ძალიან ნორმალური, ექიმების ყურადღება უმაღლესი, პედიატრი ყოველდღე ნახულობდა ბავშვს, აი ზოგი ექთანი კი იყო იაზვა, მაგრამ ეს ყველგან შეიზლება იყოს. შეიძლება შენ რემონტამდე ნახე, ან არ ვიცი... ისე მითხარი რა, რას გულისხმობ ცუდ პირობებში. მეც გამიგია რომ ადრე გემრიელი საჭმელები ჰქონდათ, ჩემ დროსიყო ნორმალური, არაფერი დიდად განსაკუთრებულ. ხო კიდევ სასადილო იყო, მყუდრო, პატარა ოთახი. რიავიცი აბა

ეგ სად???:დ
რომელ კინიკაზე ამბობ შეენ??
მთავარია ექიმების ყურადღება..

Posted by: blblbl 20 Jan 2013, 20:56
Katerina :-)
მაშინ ეტყობა რემონტამდე ვიყყავი,პირველ რიგში ეგ ურემონტო და ძველი საავადმყოფოს სიტუაცია არ მომეწონა რაღაც სისის მომგვრელი ვიდი ჰქონდა,პლიუს ამ ჩემს მეგობარს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ საერთოდ.sad.gif

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 20:58
chiamaiaano

შარაშიძის #1 სამშობიაროზე ვამბობ, მიმტკიცებენ საშინელი პირობებიაო, არადა ივნისში ვიმშობიარე და პირობებით+წესრიგით+ექიმებით+ბავშვისადმი ყურადღებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ

Posted by: chiamaiaano 20 Jan 2013, 21:00
QUOTE (Katerina :-) @ 20 Jan 2013, 20:58 )
chiamaiaano

შარაშიძის #1 სამშობიაროზე ვამბობ, მიმტკიცებენ საშინელი პირობებიაო, არადა ივნისში ვიმშობიარე და პირობებით+წესრიგით+ექიმებით+ბავშვისადმი ყურადღებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ

მმმ ეგ ის ხომ არაა ნახალოვკაში როა??? :*:*

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 21:05
blblbl

ხო ალბათ რემონატმდე იყავი :-)

chiamaiaano

კი ნახალოვკაშია

Posted by: chiamaiaano 20 Jan 2013, 21:07
QUOTE (Katerina :-) @ 20 Jan 2013, 21:05 )
chiamaiaano

კი ნახალოვკაშია

აუ მაგ სამშობიაროს მაგრად აქებენ.. ექიმის სახელი დაგვარი მომწერე გეხვეწები თუ აყვანილი გყავდა..

Posted by: catherina_10 20 Jan 2013, 21:11
blblbl
Katerina :-)
ექთნებზე მეც გამიგია, რომ ზოგი ნძალიან უხეში არის, აღრიცხვაზე მანდ დავდივარ და რომგითხრათ მომწონსთქო მოგატყუებთ,ამიტომ თვითონ ზევით რა ხდება მაინტერესებს

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 21:21
chiamaiaano

კი აყვანილი მყავდა - მედიკო ადამია, ძალიან კარგი ქალი და მეანია

catherina_10
კონსულტაციაზე რა გითხრა აბა, მე სხვაგან დავდიოდი. პირობებზე კი დავწერე უკვე :-) ექიმზეც ხომ არის დამოკიდებული საერთო შთაბეჭდილებ და მე ძალიან კარგი ექიმი მყავდა :-) შეგიძლია უთხრა დამათვალიერებინეთო და განახებენ ყველაფერს, მე მშობიარობამდე ვიყავი და დამათვალიერებინეს

Posted by: blblbl 20 Jan 2013, 21:22
Katerina :-)
პლიუს ეს ჩემი ემგობარი მაგრა აწამეს და გაუტკივარება არ გაუკეთეს ცოცხალი თავით არ გტკივაო biggrin.gif

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 21:26
blblbl

მეც არ გმიკეთებია, არ მტკიოდა ძალიან და იმიტომ, რომ მომეთხოვა, არა მგონია უარი ეთქვათ. რა ვიცი ბა რა გითხრა, რატომ მოექცნენ შენს მეგობარს ასე... მე პირადად კი კმაყოფილი ვარ

Posted by: catherina_10 20 Jan 2013, 21:28

Katerina :-)
მყავს ექიმიც და ჯერ არ მითხოვია ზევით აყვანა, სხვებისგან მაინტერესებს ინფო, ერთმა ისე შეაქო ეს კაცი დავუჯერე და მეშინია ხომ არ ვცდები არჩევანში,

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 21:45
catherina_10

ექიმებს აქებენ მანდ, მე კმაყოფილი ვარ ჩემით :-) ძალიან ინდვიდუალურია ოღონდ მოწონება, არ მოწონება და აბა რა გითხრა.. :-)

Posted by: Where Is Everybody 20 Jan 2013, 21:46
მეც შარაშიძეში ვარ აღრიცხვაზე და ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ მაგრამ ზემოთ არც მე ვყოფილვარ და მაინტერესებს რა ხდება.. ისე ვინც მანდ იმშობიარა ჩემი
სანაცნობოდან ყველა ძალიან კმაყოფილია

Katerina :-)
ფიზიოლოგიური რა ღირს მანდ?

Posted by: catherina_10 20 Jan 2013, 21:48
Where Is Everybody
აღრიცვხაზე ვისთან ხარ?

Posted by: Katerina :-) 20 Jan 2013, 21:50
Where Is Everybody

780 + ექიმის აყვანა 200 ან 300

Posted by: chiamaiaano 20 Jan 2013, 21:54
QUOTE (Katerina :-) @ 20 Jan 2013, 21:21 )
chiamaiaano

კი აყვანილი მყავდა - მედიკო ადამია, ძალიან კარგი ქალი და მეანია


აჰა..მადლობა:*
საიტი ან რამე არა აქვთ???

Posted by: narkozeli 20 Jan 2013, 21:55
QUOTE
შარაშიძეში


მანდ გავდიოდი ონკოლოგიას და ერთი ჩვეულებრივი სამშობიაროა,არაფერი განსაკუთრებული.არც ისეთი პირობებია რომ თქვა უი რა კარგიაო და არც ძალიან საშინელი.

Posted by: Where Is Everybody 20 Jan 2013, 22:14
catherina_10

ეთერ მღებრიშვილთან

შენც მანდ ხარ? ვისთან?

Posted by: seikogeiko 20 Jan 2013, 22:21
გოგოებო ბიბიდაზე დაწერეთ რა რამე. საერთოდ არავინ ახსენებს ამ სამშობიაროს, დავიჯერო ასეთი უვარგისია?

Posted by: CAMPOLINA 20 Jan 2013, 22:23
seikogeiko
ჩემი მეგობარია კმაყოფილი დავარაშვილი ყავდა აყვანილი.ოღონდ ისეთი მარტივი მშობიარობა ქონდა რომ რავიცი. მე-3 დღეს გაწერეს. სხვა არაფერი ვიცი smile.gif

Posted by: ქინქლა 20 Jan 2013, 22:25
seikogeiko
მე პირველი იქ გავაჩინე და მეორეზეც იქ მივდივარ მარტში. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი იდეალურია, მაგრამ რაც სხვა სამშობიაროებში ხდება ის ხდება იქაც; პერსონალი ზოგი კაია ზოგი ცუდი; პირობები ნორმალურია; 2 წლის წინ გაკეთდა რემონტი ჩემი მშობიარობის მერე ანუ ეხლა უკეთეს პირობებს ველოდები ვიდრე იყო იქ 3 წლის წინ. კვება ნორმალურია. მე დავარაშვილმა გამიკეთა საკეისრო და ძალიან კმაყოფილი ვარ; პედიატრიის განყოფილება ძალიან კარგია. სამეანოსაც არაუშავს რა; ზოგიერთი ექთანი ყავთ უხეში მაგრამ მე ცუდი ისტორიები არ მქონია

Posted by: catherina_10 20 Jan 2013, 22:28
Where Is Everybody
მეც მღებრიშვილთან და ლექსო თარაშვილთან ვაპირებ თუ გამიკეთა საკეისრო

Posted by: seikogeiko 20 Jan 2013, 22:30
ქინქლა
მეც საკეისროს გაკეთებას ვაპირებ დავარაშვილთან. ჩემი მეგობარიც საოცრად აქებს, შემდეგი ბავშვების გაჩენასაც იქ აპირებს, მაგრამ იმან ფიზიოლოგიურად იმშობიარა. სხვათაშორის, ისიც მარტში აჩენს ტყუპებს, ასე, რომ დაველოდები თქვენს ახალ შთაბეჭდილებებს ბიბიდაზე და დავარაშვილზეsmile.gif

Posted by: catherina_10 20 Jan 2013, 22:31
ქინქლა
საკეისროს გაკეთებიდან 2 წელში შეიძლება ხო მეორეს გაჩენა?
ჯერ ერთი არ გამიკეთებია და უკვე მეორეზე ვფიქრობ biggrin.gif wink.gif

Posted by: mcho 20 Jan 2013, 23:34
FoXy
თუ საიდუმლო არაა ვინ იყო შენი ექიმი ემბრიოში?smile.gif
P.s. ეხლა შევხედე პოსტის თარიღს ძველი ყოფილა მაგრამ იქნებ მიპასუხოო smile.gif

Posted by: chiamaiaano 20 Jan 2013, 23:39
QUOTE (mcho @ 20 Jan 2013, 23:34 )
FoXy
თუ საიდუმლო არაა ვინ იყო შენი ექიმი ემბრიოში?smile.gif
P.s. ეხლა შევხედე პოსტის თარიღს ძველი ყოფილა მაგრამ იქნებ მიპასუხოო smile.gif

ვერ მოვითმინე რო არ მომეწერა:| ემბრიო არის საშინელებაsad.gif(( არ გინდა რა გთხოვsad.gif(

Posted by: mcho 20 Jan 2013, 23:42
chiamaiaano
რატომ?sad.gif მე კი ვიყავი დავათვალიერე არ გავგიჟბულვარ მაგრამ ექიმი მყავს და იმის იმედით ვარ, გქონდა უშუალოდ შეხება?

Posted by: chiamaiaano 20 Jan 2013, 23:45
QUOTE (mcho @ 20 Jan 2013, 23:42 )
chiamaiaano
რატომ?sad.gif მე კი ვიყავი დავათვალიერე არ გავგიჟბულვარ მაგრამ ექიმი მყავს და იმის იმედით ვარ, გქონდა უშუალოდ შეხება?

ეხლა არ მითხრა ჟორჟოლიანი მყავსო:|

Posted by: mcho 20 Jan 2013, 23:56
chiamaiaano
არაა ქეთი ბოხოჩაძე , ჟორჟოლიანი არც ვიცი , ქეთის გამომივედი მანდ ფაქტიურად , ადრე იმედში იყო და ჩემმა დამ იმშობიარა ძაან კმაყოფილები ვართ, ეხლა ემბრიოშია.smile.gif

Posted by: chiamaiaano 21 Jan 2013, 00:00
QUOTE (mcho @ 20 Jan 2013, 23:56 )
chiamaiaano
არაა ქეთი ბოხოჩაძე , ჟორჟოლიანი არც ვიცი , ქეთის გამომივედი მანდ ფაქტიურად , ადრე იმედში იყო და ჩემმა დამ იმშობიარა ძაან კმაყოფილები ვართ, ეხლა ემბრიოშია.smile.gif

ხო ეგ არ ვიცი;| ნუ თუ ეგრე კარგად იცნობ და ენდობი smile.gif)
ღმერთვა მშვიდობიანად და ჯანმრთელად გაგავლევინოს ის დღეებიsmile.gif)
ისე საქართველოში,ახლობელია და ყურადღება მიმიქციე პონტი კიდევ არსებობს და სულ იარსებებს.
არც არის ეგ ცუდი..
მარა აი უახლობლოებმა რა ვქნათ:დ

Posted by: mcho 21 Jan 2013, 00:14
არა ახლობელი ნამდვილად არაა smile.gif უბრალოდ ერთხელ გვქონდა შეხება და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა გადაყვა ჩემ დას, მართლა არ ვიცი პირველია და შეიძლება ვცდები ამას მომავალში ვნახავ და გაგიზიარებთ კიდევაც ალბათ დაგაინტერესებთ მაგრამ პირველ ადგილზე ყურადღებას და პროფესიონალიზმს ვაყენებ და ამიტომ მიმიწვეს გული მასთან, შენ იმშობიარე ემბრიოში თუ რატომ გაქვს ასეთი დამოკიდებულება? ანუ მაინტერესებს მაინც smile.gif

Posted by: garfield1 21 Jan 2013, 00:22
catherina_10
მე როგორც ვიცი უფრო ადრეც შეიძლება, მაგრამ სამი წლის მერე უკვე ფიზიოლოგიურადაც შეგიძლია გააჩინო. თუმცა ეს მე რაც გამიგია მეგობრისგან ისაა, შეიძლება ვცდები

Posted by: chiamaiaano 21 Jan 2013, 00:29
QUOTE (mcho @ 21 Jan 2013, 00:14 )
არა ახლობელი ნამდვილად არაა smile.gif უბრალოდ ერთხელ გვქონდა შეხება და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა გადაყვა ჩემ დას, მართლა არ ვიცი პირველია და შეიძლება ვცდები ამას მომავალში ვნახავ და გაგიზიარებთ კიდევაც ალბათ დაგაინტერესებთ მაგრამ პირველ ადგილზე ყურადღებას და პროფესიონალიზმს ვაყენებ და ამიტომ მიმიწვეს გული მასთან, შენ იმშობიარე ემბრიოში თუ რატომ გაქვს ასეთი დამოკიდებულება? ანუ მაინტერესებს მაინც smile.gif

ჩემი პოსტი წაიკითხე წინა გვრდზე დევს მგონი:|

* * *


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 65
წევრი No.: 159314
რეგისტრ.: 12-January 13
Warn: (0%)
გამოგზავნილია: 13 Jan 2013, 13:03 #34718336 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობა smile.gif)
მოკლედ აქ იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ემბრიოზე გიამბოთ smile.gif)
სულ ვკითხულობდი აქ პოსტებს, შემოვიარე ყველაფერი და ემბრიოზე მაგარიკ პირობები არავის არ ჰქონდა შესაბამის ფასში. აბაზანა ძალიან კარგი, საწოლი, კვება უგემრიელესი,მოკლედ ყველაფერი ძალიან მომეწონა .
ავიყვანე ყველაზე განთქმული ექიმი,რომელიც შემდეგ აღომაჩინე რომ ამ კლინიკის წილშია-პაატა ჟორჟოლიანი.
იქვე ჰყავდა ბევრი ორსული და რიგში ვიდექი კონსულტაციაზე,კონსულტაცია-ნუ იკითხავტ,იდიოტური,2 სიტყვა მოთხრა ამა და ამდროს მოდიო და 40 ლარი გადაგვახდევინა. თვითონ პაატას აყვანა 400 ლარი ღირდა და ემბრიოში ყვეოლა თვალებში შესციცინბდა,ბატონო პაატა ,ბატონო პაატა..
მეც ესე მეძახდნენ პატიკოს პაციენტი და თავს მევლებოდნენ.
მოკლედ, ეს ყველა ზემოდხსენებული სანამ მშობიარობის ტკივილები დამეწყებოდა.
მოვიდა 29ივნისი(2012) და ამტკივდა მუცელი, 5 წუთში 1ხელრო აგტკივდება მერე მოდიო პაატამ,ამტკივდა..
გამაქცუნეს ჩქარა,ჩქარა დაიქ დაიწყო ჩემი ტანჯვა..
მოკლედ შემიყვანეს,გამსინჯა ხელით მორიგე გინეკოლოგმა სოფომ.უკვე 2.5ზეაო,წამიყვანეს რაღაც ოთახში,მანამდე ტელეფონიო დამატოვინეს.
წამიყვანეს და იქ ერთი გოგოკიდე იყო,იმის ტკივილებს რო უყურებდი მე უფრო მტკიოდა. 10 წუთში ერთხელ ეს სოფოშემოდიოდა და გულისცემას სინჯავდა.მანამდე ვიყავით სულმარტო. მარტო იმის მეშინოდააგოგოს არაფერი დაემართოსთქო, დავიწყე წივილ-კივილი ან ტელეფონი მომეცით ან დედაჩემი შემოიყვანეთთქო. როგორც იქნა შემოიყვანეს დედაჩემი.
ამასობაშ გავიდა 4 საათი და ჩვენი პაატაარ მოდის..ვურეკავ და ხან რას მატყუებს,ხან რას.. აი10 წუთში ამოვალ,5წუთში დაა.შ.
დედაჩემი გაბრაზდა მერე და დროზე ეხლა გაგუაში გადავდვართო (სანამ პაატა არ მოვა ვერაფერს ვიზამთო და გაუტკივარებაც სახვეწარი გამიხდა)
მერე შემოვიდა ერთ-ერთი ექიმი,სახელი დამავიწყდა,არსენი მგონი ,იმან გამსინჯა და დაეწყება ეხლა მალეო.მესმოდაროგორ თათბირობდნენ თეთრხალათიანები რაუნდა ექნათ პაატა რომ აგვიანებდა. საქმეის იყო რომ წყლები ვერ დავღვარე და აუცილებელი იყოჩარევა.
ნუ როგორც იქნა მოაღწია პაატამ ზუსტად 8 საათის შემდეგ და უიუი აბა ჩქარაო და დამაღვრევინა წლები ( რაღაც დიდი ხელსაწყოა და ყელში შეუშვებენ და ვერაფერი ვრგავიგე საერთოდ)
გადამიყვანეს სხვა პალარტაში და ,ალევ ჭინთვები დაგეწყებაო,ამ დროს დედაჩემი გავათვაისუფლე და ბექა(მეუღლე) შემოვიყვანე ,მერე ისემოხდა რომმე უკვე ძალიან მაწვებოა ქვემოთ საამ პატარა პალატაშიმარტო მე და ბექა ვიყავით,არც ექიმი შემოდიოდა,არ ექთანი,საერთოდ არავინ.მერე ბექამ გაჭედა და პაატა მოიკითხა ხმამაღალი ტონით,პასუხი-პაატა ქვემოთ პაციენტებს იღებსო. ვაიმეე თუ ტვინში სისხლი არჩამექცეოდა არ მეგონა.
როგორც იქნა გადამიტვანეს ბლოკში,რა თქმაუნდა ბექაცგამომყვა და ,აი მაქსიმალურად მივყვევი პაატას ნათქვამს,მაგრამ ეტყობა ვერ შევძელი და 14 ნაკერი დამჭირდა, აქედან 8შიგნით.
ბავშვი რო დაიბადა აღარაფერი მახსოვდა,ავატარივით ლურჯი იყო და მერე გავარდისფრდა.ყველაზე ლამაზი ლურჯთვალება წერტილი იყო.
ბექაგავიდა..
მერე ნარკოზი გამიკეთეს..2 საათიანი და ვინ დამადო ნაკერები არვიცი..
იმ ნაკერების მკურნალობამ მშობიარობის მერე 2თვეს გასტანა +გამწოვი ძაფები არ იყო და 3 სახის ინფექცია მქონდა.
გავიღვიძე და ბავშვის დანახვა მინდოდა და თავს ვერ ვწევდი..მტკიოდა ქვემოთ საშინლად, გვერდითგავიხედე ერთი ექთანი იყო და მზესუმზირასჭამდა ბლოკში:| მე ვუტხარი მტიკათქო და კათეტერი მე ჩაგიდგი დაარგტკივა ეგ შენ გგონია მასეო.სანამ ცხარე ცრემლითარდავიწყე ტირილი9 მანამდე არდამიჯერეს.
გადამიყვანეს პალატაში (2 კაციანი) და ძლივს მოვახერხე დაწოლა. ძალიან მტკიოდა და ამომიღეს კათეტერი.
ცოტა ხანში ჩაქრაშუქი,ვაიმეე კინაღამ გული გამისკდა,გვერძე გოგო იწვა დადღეს უკვე მე3მედ ჩაქრაო. ამ დროს მოვიდა 3 ექთანი ,აი იცითრაეჭირათხელში? ბატარიას რო ეძახიან ,და ესე მომანათეს და ცდილობენ კათეტერის კვლავჩადგმას. 9ჯერ სცადეს მარავერგააკეთეს სწორად და იყავიო.:|
იქ გატარებული დღეები ჩემთვის იყო კატასტროფას,ყურადღება მინიმალური, ეს 25 წლის ექიმები საერთოდმაღიზანებდნენ. ბავშვს თურმე რძე არ ყოფნიდა და შარდის მაგივრად ცოტა სისხლებს აკეტებდა და არცერთ პედიატრს თავში არ მოუვიდა რო ხელოვნური მიეცა.
არსენმა დამიძახა და შეცდომითგაკეთებული ნაკერი ამომიღო და მოკლედ გავმწარდიი.
მეზიზღება სრულიად ემბრიო ,რა ჯანდაბად მინდოდა კარგი საწოლი და მაგარი აბაზანა არ ვიცი,ეხლამეორეს ველოდები ,მივაყოლედა მაგათი დანახვაც აღარ მნდა.უი ,იმის თქმა დამავიწყდა, ბავშვი სულ რო ტიროდა ,ნუ რა თქმაუნდა მეც სულვტიროდი და პედიატრს გაყავდა.
ერთხელაცგაიყვანა ღამე და ღამის 4 საათამდე აღარ შემოიყვანა, გავაკითხე დამაშინ აღმოვაჩინე რომ ბავშვების ოთახი , სადაც აი თავში რო წვეთოვანი აქვთ ხოლმე,ისეთი ბავშვიც იწვა, იყო ბლოკის გვერდით და ისმოდა გაქანებული წივილ-კივილი.
მივედიდა სძინავს ჩემსპაწაწუნა~ს და გვერძე ბოთლი არ უდევს? ვაიმეეეეე !!! მეთქი ეხლა ამათ სახეს ავახევ !
როგორც იქნა გამოგვწერეს და მოვედით სახლში,ეხლა იმაზე ვნერვიულობ აი რომელ სამშობიაროს უნდავენდომეორეზე

Posted by: mcho 21 Jan 2013, 00:51
chiamaiaano
წავიკითხეე sad.gif მართლა კოშმარი გადაგიტანიაა.. ისე მე კონსულტციაში ფული არ გადამიხდია რომ ვიყავი , რაც მოყევი უმეტესობა შენს ექიმზე იყო დამოკიდებული ჩემი აზრით და ძალიან ცუდად მოქცეულა, ის კიდევ ცალკე პრობლემაა ვინმეს პაციენტად რომ გთვლიან და უყურადღებოდ გტოვებენ, თვითონ რა თქმა უდნა ესე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას მაგრამ არ უნდა მიგაგდონ უპატრონოდ sad.gif , არსენი ვიცი და ბევრისგან გამიგია კარგიაოო ასევე ზაზაზეც მე პირადად არ მქონია შეხება არცერთთან და ესე ვერ ვიტყვი მაგრამ პაატა ნამდვიალდ არ ვიცი , საერთოდ ნაკერების მეშინია მგონი მშობიარობაზე ძაან და იმედია გადავრჩები

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 00:54
mcho
QUOTE
საერთოდ ნაკერების მეშინია მგონი მშობიარობაზე ძაან და იმედია გადავრჩები

ექიმს თუ მოუსმენ და ისე გააკეთებ ყველაფერს როგორც გეტყვის 99.9%გადარჩები smile.gif

Posted by: mcho 21 Jan 2013, 00:57
blblbl
ხოო ყველა მაგას მეუბნება არ ვარ პანიკაა და ისტერიჩკა იქ რას ვიზავ არ ვიცი არ მგონია გადავირიო , მაქვს თავის იმედი და მგონი გამომივააა smile.gif ნუ იმდენად არ მინდა ეს ნაკერები რომ სავარაუდოდ გამომივა biggrin.gif ყოველშემთხვევაში ვამზადებ ფსიქოლოგიურად თავს

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 01:14
mcho
გაუტკივარებას თუ გაიკეთებ,თავისუფლად გაუკეთებ თავს მოვილიზებას,მთავარია ჭინთვების დროს არ იყვირო,ღრმად უდნა ისუნთქო და მხოლოდ მაშინ გაიჭინთო როცა ექიმი გეტყვის და არა როცა გეჭინთება.ბებიაქალის სიტყვებს გიმეორებ ახლა,ჩემი ყურით მოსმენის biggrin.gif

Posted by: mcho 21 Jan 2013, 01:20
თუ დიდხანს გამიგრძელდა ტკივილი გავიკეთებ გაუტკივარებას აუცილებლაად, ძალებს შემოვინახავ smile.gif მადლობა რჩევისთვიიის yes.gif

Posted by: garfield1 21 Jan 2013, 01:23
blblbl
აუ ისე კარგად წერ ხოლმე ყველაფერს , დეტალურად, თან თითქმის ყველა საკითხზე რომ ხან ექიმი მგონიხარ , ხან კიდევ მრავალშვილიანი დედა 2kiss.gif

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 01:25
garfield1
არადა არცერთი არ ვარ biggrin.gif ჯერჯერობით biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: garfield1 21 Jan 2013, 01:28
blblbl
მართლა ? აი გეფიცები მეგონე რომ მინიმუმ სამჯერ მაინც გამოცდილი გაქვს მშობიარობა და დედობაც შესაბამისად .
მაშინ გისურვებ რომ მალე გამხდარიყავი დედიკო 2kiss.gif და ექიმობაც თუ გინდა, შესაბამისად ექიმიც

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 01:40
garfield1
კი მართლა,მაგრამ მშობიარობებს ვარ დასწრებული და იქიდან ვიცი ბევრი რამ smile.gif დიდი მადლობა 2kiss.gif ექიმობა გვიანია მაგრამ ექთნობა და მსგავსი კურსები შეიძლება biggrin.gif ნუ ბავშვები რა თქმა უნდა biggrin.gif

Posted by: dadu411 21 Jan 2013, 09:14
მართლა რა ცუდი რაგაცეები გადაგიტანიია ისე ემბრიოში იმშობიარა ახლობელმა ახლახანს და საშინლად არ მოეწონა იმასაც .უყურადღებო და უჯმური პორსონალი ყავთო საკეისრო გაიკეთა და ხშირად ჭირდებოდა ექტნის დახმარება სულ როჟებით შემოდიოდნენო.....ისე მეშინია ეგეთები არ შემხვდნეენ მე ჰერაში მივდივაარ სამშობიაროთ რავიცი ბევრმა მიქო ვინც იქ იმშობიარა და მეც რო ვიყავი ძაან მომეწონა ყველაფერი და ვნახოთ ... war.gif

Posted by: IFFY 21 Jan 2013, 09:56
dadu411
QUOTE
მე ჰერაში მივდივაარ სამშობიაროთ რავიცი ბევრმა მიქო ვინც იქ იმშობიარა და მეც რო ვიყავი ძაან მომეწონა ყველაფერი და ვნახოთ ...

+1

მაქსიმუმ ერთ კვირაში მეც გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს ჰერაზე საკუთარი გამოცდილებიდან.

Posted by: dadu411 21 Jan 2013, 10:05
როდის გიწევს მშობიარობაა? მე 39 კვირაში ვარ და ჯერ არ პიქრობს არაფერს და გიჟს ვგავარ უკვე ისე მინდაა რო მალე დამეწოოოს sad.gif

Posted by: IFFY 21 Jan 2013, 10:10
dadu411
39 კირის და 4 დღის. დღეს დამიბარა სოსომ და ვნახოთ თუ არ დამეზარება წავალ. თუ არა და ჩჩემი ფეხით მივადგები 25-ში biggrin.gif. მეც ვეღარ ვითმენ უკვე, ღამეც ვერ ვიძინებ. ვისთან დადიხარ?

Posted by: ქინქლა 21 Jan 2013, 10:14
catherina_10
ძალიან მიხარია უკვე მეორეზეც რომ ფიქრობ. 2kiss.gif 2kiss.gif მე მეორეზე დავრჩი ორსულად როცა უფროსი 2 წლის გახდა. ანუ თითქმის 3 წელი გამოდის შუალედი. თუმცა ჩემს საახლობლოში ორმა გააჩინა ზედიზედ საკეისროთი ბავშვები, ანუ თვეების იყვნენ უფროსები რომ მეორეზე დარჩნენ. ყველას თავისი აზრი აქვს ყველაფერზე და მე ვერავის ვერ დავუწყებ ჭკუის სწავლებას მაგრამ საკეისროც რომ არ იყოს მგონია რომ ორსულობის დროს, მერე ძუძუს წოვების დროს იმდენად იფიტება ქალის ორგანიზმი რომ ორსულობებს შორის მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა იყოს შუალედი რომ ორგანიზმა აღიდგინოს ისევ ის დახარჯული მინერალები და ვიტამინები რაც ახალ ნაყოფს სჭირდება. რა ვიცი, მგონი რომ სწორია ასეთი მიდგომა, მითუმეტეს საკეისროს დროს, როცა საშვილოსნოს ჭრილობა ნორმალურად არაა ჯერ კიდევ მოშუშებული.
თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს ყველაფერზე. მე რომ ვახსენე იმ ორივე გოგომ სრულიად უპრობლემოდ გააჩინეს მეორე ბავშვებიც. თუმცა მე ვერ გავრისკავდი ალბათ.

Posted by: dadu411 21 Jan 2013, 10:17
IFFY
ანუ 1 კვირით დიდი ხარ ჩემზე ... სოსომ უნდა გამშობიაროს ? მე არ მყავს აყვანილი ექიმი ... გოგოს ელოდები თუ ბიჭს?
* * *
არ მძინავს კი არაა ყოველ ღამე სიზმრებში ვმშობიაროობ biggrin.gif

Posted by: IFFY 21 Jan 2013, 10:40
dadu411
ხო სოსო ავიყვანე. პირველია, თან ბავშვიც დიდია და არ ვრისკავ. ბიჭია smile.gif უპრობლემო მშობიარობას გისურვებ... იქნებ ერთადაც მოგვიწიოს biggrin.gif

Posted by: ninia84 21 Jan 2013, 12:47
catherina_10
1 წლის იყო ჩემი, მეორეზე რომ დავრჩი, სადღაც 2 კვირაში დაიბადებაsmile.gif ჯერჯერობით, ყველაფერი უპრობლემოდ მიდის და იმედია, ასევე დასრულდებაsmile.gif

mcho
მე გავაჩინე ემბრიოში და ეხლა მეორეზეც მანდ მივდივარ. თვის ბოლოს მივალ, რომ საკეისროს თარიღი დავნიშნოთ. შენ როდის ელოდები? მე დაახლოებით 10-თვის და დავწერ მერე შთაბეჭდილებებს, პირველზე უკმაყოფილო არ წამოვსულვარ

Posted by: dadu411 21 Jan 2013, 13:17
IFFY
ჩემიც ბიჭია და ესეც დიდი იქნება უკვე 36 კვირაზე 3.100 იყო ეხლა რავიცი რამდენს მოიმატეებდა ... შენც ასევე მშვიდობით გემშობიაროოს ... შენი რამხელაა წონით?

Posted by: Katerina :-) 21 Jan 2013, 13:19
chiamaiaano

აი რომ გაინტერესებს შარაშიძის სამშობიაოზე, დიდი ვერაფერი საიტია, მაგრამ მაინც ... :-)

http://ccm.com.ge/ge/index.php

Posted by: IFFY 21 Jan 2013, 13:31
dadu411
ბიჭუკები ვჯაბნით რაოდენობით გოგოებს smile.gif
38 კვირაზე 3.300 მითხრა ეხომ. წონა არ ემთხვევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში და დიდი იმედი მაქვს 3.500-ზე მეტი არ გაჩნდება. თან ისეთი მოძრავიაააა.

Posted by: naneee 21 Jan 2013, 14:00
დღეს ჯანმრთელობის სახლში ვიყავი ექოსკოპიაზე. ამირან გურგენიძისნაირი უხეში და უტაქტო ექიმი იშვიათად შემხვედრია smile.gif

Posted by: Dido 21 Jan 2013, 14:11
naneee
QUOTE
დღეს ჯანმრთელობის სახლში ვიყავი ექოსკოპიაზე. ამირან გურგენიძისნაირი უხეში და უტაქტო ექიმი იშვიათად შემხვედრია

უიჰ რატო? რეები გითხრა? მოკლედ ეს ექიმები რაა

Posted by: mcho 21 Jan 2013, 14:12
ninia84
მე 38კვირის ვარ და დღეს მივდივარ კონსულტაციაზეე , სავარაუდოდ მითხრა პირველად რომ ვიყავი არ მგონია თებერვალში გადავდიესო და ვნახოთ როგორ იქნება მეც იმედი მაქვს რომ მალე გამოძვრება , ისე ბოლო ვადა 6 თებერვალი მააქვს, ხო რრაღაც მეც არ დამრჩენია თვიტონ კლინიკაზე ცუდი შთაბეჭდილება ყველა გაგიმებული დამხვდა .. და ექიმიც კარგი მყავს ჯერჯერობით. ვისთან იმშობიარე ?smile.gif რა კარგია ძლივს კარგი გავიგე ემბბრიოზე ))

Posted by: naneee 21 Jan 2013, 15:04
Dido
QUOTE
უიჰ რატო? რეები გითხრა? მოკლედ ეს ექიმები რაა

ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ ძალიან უხეში იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ფეხებზე ვეკიდე მეც, ბავშვიც და მთელი დედამიწაც biggrin.gif თან ცალი ხელით ვაშლს ჭამდა facepalm.gif იქნებ მე ვარ ზედმეტად პრეტენზიული არ ვიცი... cry.gif

ჩემამდე ერთი ძალიან საყვარელი გოგო იყო და ეუბნება: "თქვენს შვილს მანკი აქვს (გოგო გაფითრდა, აეცრემლა თვალები).. უი არაა. მგონი შემეშალა.." :|||||

მოკლედ

QUOTE
ეს ექიმები რაა

yes.gif

Posted by: CAMPOLINA 21 Jan 2013, 15:08
naneee

როგორ არ მიყვარს ეგეთი აგდებული დამოკიდებულება sad.gif(( გოგო რა ჯოჯოხეთს გამოივლიდა იმ წამებში ხო წარმოგიდგენია sad.gif

Posted by: naneee 21 Jan 2013, 15:28
CAMPOLINA
QUOTE
გოგო რა ჯოჯოხეთს გამოივლიდა იმ წამებში ხო წარმოგიდგენია

სახეზე ეტყობოდა ყველაფერი. თან არავინ ჰყავდა გვერდით, რომ ენუგეშებინა. ძალიან შემეცოდა cry.gif

შეიძლება მე ვარ ცოტათი პრეტენზიული პაციენტი, მაგრამ რა ვქნა? მე ვფიქრობ, რომ ექიმს მოეთხოვება პროფესიონალიზმიც და ტაქტიც. არ უნდა მიწევდეს არჩევა, პროფესიონალი, მაგრამ უხეში ექიმი ავირჩიო თუ თბილი ბუნების დილეტანტი smile.gif თუ ვცდები, მითხარით და გადავხედავ ჩემს მკაცრ შეხედულებებს biggrin.gif

Posted by: ninia84 21 Jan 2013, 15:30
mcho
მე საშა ფალავანდიშვილთან. საკეისრო გავიკეთე. კარგსაც გაიგებ და ცუდსაც. ყველა სამშობიაროზე მასეა, ყველას ჰყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები. საბოლოოდ მაინც შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო. ემბრიოზე ისეთებს მოყვნენ, ასე მგონია, სხვა სამშობიაროზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხომ არ იგონებენ არა? რაც საკუთარ თავზე გამოსცადეს, იმას ყვებიან. მეც საკუთარი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ. აქ ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მარტო ჩვენი გამოცდილებით გადაწყვეტა რთული იქნება, არ ხარ დაზღვეული, რომ სხვაგან უარესი სიტუაცია არ დაგხვდება, ამიტომ, ცოტა შენც უნდა "გარისკო":)

Posted by: IFFY 21 Jan 2013, 15:47
QUOTE
ყველას ჰყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები.

თავისთავად. ერთმა ნიუანსმა შეიძლება გადაწყვიტოს პაციენტის დამოკიდებულება. მთავარია უფრო მეტი უკმაყოფილო არ იყოს. ისე სოციალურ ქსელებში თუ ნახულობენ პაციენტების მოსაზრებებს. კარგი იქნებოდა ამ მხრივაც, რომ ქონდეთ მონიტორინგის საშუალება. აი მე აღრიცხვაზე დავდექი ჩაჩავაში და იქ ვაპირებდი მშობიარობას. სწორედ ჩემი მეანის გულგრილობამ გადამაწყვეტინა სხვა სამშობიარო სახლის ძებნა. უბრალოდ ვერ ვენდე იმ ადამიანს, რომელიც თვეში ოთხჯერ მიბარებდა და მერე ვერ მიხსენებდა. წელის ტკივილზე კიდევ იმდენი ანალიზები გამაკეთებინა... საერთოდ, რომ არ მჭირდებოდა ისეთებიც. ეხოზეც კი გამიშვა მაგის გამო. თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა ჩემსავით ფიქრობს და ცაჩავას ჩემი უკმაყოფილებით პაციენდები შემოაკლდებიან.

Posted by: Dido 21 Jan 2013, 16:07
naneee
QUOTE
ჩემამდე ერთი ძალიან საყვარელი გოგო იყო და ეუბნება: "თქვენს შვილს მანკი აქვს (გოგო გაფითრდა, აეცრემლა თვალები).. უი არაა. მგონი შემეშალა.." :|||||

მოკლედ

მდააა, გაგიჟდები რა boli.gif ვაშლის ჭამაზე აღარაფერს ვამბობ drug.gif

Posted by: stasia 21 Jan 2013, 16:10
ვაა არადა მეც ვარ მაგ კაცთან ნამყოფი ადრე ოღინდ და ძალიან თბილად მელაპარაკააა

მე ვფიქრობ რომ თავში უვარდებათ რააა, გინდა სერგო გინდა ეს ეხლა, არ უნდა მივიდეს აღარავინ და მერე ხო დალბებიან ისევ

Posted by: Dea-Dea 21 Jan 2013, 16:21
QUOTE (ninia84 @ 8 Jan 2013, 10:47 )
ცკი, შეიძლება. მე ჩემს დას ვტოვებდი ხოლმე

Dea-Dea
კარგია, რომ კმაყოფილი ხარ. მეც მანდ ვაპირებ დაახლოებით 1 თვეში. პირველიც მანდ გავაჩინე, თითქმის 2 წლის წინ და მაშინ კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ეხლანდელი სიტუაცია მაინტერესებდა

არ ვიცი, ეხლა ისეთები წავიკითხე ემბრიოზე, მართლა გამიკვირდა, მე მართლა კმაყოფილი ვარ,,,

ეტყობა გააჩნია ვინ შეგხვდება, მაგრამ მე 6 დღე ვიყავი და პრინციპში, ყველას ცვლა მომესწრო და უკმაყოფილო არავისით არ ვარ..მერეც რომ მივედი, ზაზაც (ვინც ოპერაცია გამიკეთა) დიდი ყურადღებით შემხვდა და დღესაც ბავშვი პედიატრთან მივიყვანე და ნუ კაყოფილი ვარ...არ ვიცი, მოკლედ..

Posted by: ninia84 21 Jan 2013, 16:23
Dea-Dea
ხო, ზემოთაც დავწერე, მეც გამიკვირდა ისეთები წავიკითხე და გული დამწყდა. თვის ბოლოს უნდა მივიდე, რომ საკეისროს დღე დავნიშნოთ და იმედი მაქვს, ისევ დადებითი შთაბეჭდილებებით წამოვალ

Posted by: ათულია 21 Jan 2013, 16:26
QUOTE
თან ცალი ხელით ვაშლს ჭამდა

facepalm.gif

Posted by: Neno_ 21 Jan 2013, 17:39
naneee
QUOTE
ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ ძალიან უხეში იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ფეხებზე ვეკიდე მეც, ბავშვიც და მთელი დედამიწაც  თან ცალი ხელით ვაშლს ჭამდა 

ვაიმე, ვაშლი givi.gif
მადლობა თქვით, საზამთროს სეზონი რომ არ არის, თორე გადაგწუწავდათ ყველას lol.gif

აუ, მახსოვს nanana მაგასთან იყო თავიდან და ისე ეუხეშა, ატირა მგონი და მერე სხვასთან იმშობიარა ბოლოს, თუ ვცდები ნეტა? biggrin.gif

არადა, pravinia სულ მაგ კაცის ქებაშია (პრავინიას შეხედულებებს დიდ პატივს ვცემ მე პირადად, რეკომენდაციასავითაა biggrin.gif)

მარა, მიდი და გაიგე ეხლა, ვისი ვისაშია biggrin.gif

Posted by: ninia84 21 Jan 2013, 17:41
Neno_
მაგის გაგება შეუძლებელია და არა მარტო მანდ biggrin.gif

Posted by: naneee 21 Jan 2013, 17:47
Neno_
QUOTE
ადლობა თქვით, საზამთროს სეზონი რომ არ არის, თორე გადაგწუწავდათ ყველას

lol.gif lol.gif ღმერთო, მადლობა, რომ საზამთროს სეზონი არ იყო lol.gif

QUOTE
არადა, pravinia სულ მაგ კაცის ქებაშია (პრავინიას შეხედულებებს დიდ პატივს ვცემ მე პირადად, რეკომენდაციასავითაა

შეიძლება თავისი საქმე კარგად იცოდეს, ამაზე არც ვდაობ. უბრალოდ, ერთს ვითხოვ: დალოცვილო, მაჩვენე რომ ის ოხერი ჰიპოკრატეს ფიცი გაქ დადებული ოდესღაც და ჯერ ისევ გახსოვს, რომ ექიმი ხარ და არა საპოჟნიკი biggrin.gif

Posted by: Dido 21 Jan 2013, 17:53
Neno_
QUOTE
, მახსოვს nanana მაგასთან იყო თავიდან და ისე ეუხეშა, ატირა მგონი და მერე სხვასთან იმშობიარა ბოლოს, თუ ვცდები ნეტა?

არა ის ამირან ქორიძე იყო, მეანია ის და ეს ეხოსკოპისტია biggrin.gif

Posted by: naneee 21 Jan 2013, 17:56
QUOTE
არა ის ამირან ქორიძე იყო, მეანია ის და ეს ეხოსკოპისტია

ვაიმე ეხლა არ მითხრათ, რომ ამირან ქორიძეც უხეშია თორემ გავგიჟდები cry.gif

nanana მოგვიყევი რა smile.gif

Posted by: mcho 21 Jan 2013, 18:07
ninia84
აჰა გეთანხმები მეც ეგრე ვფიქრობ სხისი გამოცდილებით და აზრებით არ უნდა გადააწყვიტო მარტო.. ყველას ყავს ნამდვილად უკამყოფიილო და იმიტომ არ დავიზმენდი ამ ემბრიოზე მანდამაინც მე რატო უდნა შემემთხვეს მსგავსი .. არსად არ ხარ დაზღვეული ეგრე, ჯერჯერობით რა შეხებეაც მქონდა მომოწნს და იმედია გამიმართლდება იემდები )

Posted by: Neno_ 21 Jan 2013, 18:16
Dido
QUOTE
არა ის ამირან ქორიძე იყო, მეანია ის და ეს ეხოსკოპისტია

უი, მართლა? სირცხვილო biggrin.gif

ყველა ამირანი მე ერთი მგონია, ის "პრავინიას ამირანი" biggrin.gif

მაპატიეთ ქალებო biggrin.gif

Posted by: garfield1 21 Jan 2013, 19:57
naneee
მეც ვიყავი დღეს გურგენიძესთან და ორსულების განყოფილებაში დავწერე ჩემი მოსაზრება, ძალიან მალე გამომიშვა, მგონი გადაღლილი იყო და ერთი ის გავიგე რომ ყველაფერი წესრიგშია და მეტი არაფერი , ხო კიდე რა არის დიდი წონა გაქო და ჩემი ექიმი გაბრაზდა, აბა ყველა მაგისნაირი მოწრიპული ხომ არ იქნებაო, ორსულობაში არ მომიმატია მე ეს და ესეთი ვიყავი სულ რავიცი.
ფასი კი აქვთ 70 ლარი , აშკარად ძვირია.

ამირან ქორიძე ბევრისგან გამიგია რომ არაა უხეში, პირიქით, ძალიან თბილად ხვდება ყველას.
და ეს გურგენიძე ცოტა უცნაური და სიტყვაძუნწი კაცია

Posted by: catherina_10 21 Jan 2013, 20:14
ქინქლა
ninia84
მადლობა გოგოებო,უბრალოდ სანამ 40 წელს მივუკაკუნებ მინდა მეორეც მოვასწრო, საკეისრომინდა პირველი და ამის გამო მეორეს გაჩენის შანსი რომარ მქონდეს, გადავიფიქრებდი საკეისროს,
ასე რომ იმედია არ ვინანებ

Posted by: ninia84 21 Jan 2013, 20:18
catherina_10
არ ინერვიულო, ჩემი მეგობარი უფრო ადრეც დარჩა, არ გექნება პრობლემა

Posted by: Dea-Dea 21 Jan 2013, 22:11
QUOTE (ninia84 @ 21 Jan 2013, 15:23 )
Dea-Dea
ხო, ზემოთაც დავწერე, მეც გამიკვირდა ისეთები წავიკითხე და გული დამწყდა. თვის ბოლოს უნდა მივიდე, რომ საკეისროს დღე დავნიშნოთ და იმედი მაქვს, ისევ დადებითი შთაბეჭდილებებით წამოვალ

იმედია. ან მე არ ვარ კაპრიზებიანი და იმიტომ დავრჩი კმაყოფილი, ეხლა დავფიქრდი... მაგრამ ნამდვილად მართლა ყველა ძალიან ყურადღებიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი იყო და პრინციპში, შეეძლოთ ნაკლები ყურადღებით ყოფილიყვნენ.. მაინც ახალი წელია smile.gif
* * *
QUOTE (mcho @ 21 Jan 2013, 17:07 )
ninia84
აჰა გეთანხმები მეც ეგრე ვფიქრობ სხისი გამოცდილებით და აზრებით არ უნდა გადააწყვიტო მარტო.. ყველას ყავს ნამდვილად უკამყოფიილო და იმიტომ არ დავიზმენდი ამ ემბრიოზე მანდამაინც მე რატო უდნა შემემთხვეს მსგავსი .. არსად არ ხარ დაზღვეული ეგრე, ჯერჯერობით რა შეხებეაც მქონდა მომოწნს და იმედია გამიმართლდება იემდები )

კიდევ რა მინდოდა დამემატებინა ემრიოზე: აქ სადღაც ეწერა, რომ ლუქსში სამშბიარო საწოლიც დგას - ჩემს ლუქსში არანაირი სამშობიარო საწოლი არ იდგა, იყო ჩემი გადასარევი პულტიანი საწოლი, რაც ძალიან დამეხმარა საკეისროს შემდეგ - მთელი დღე ზევით-ქვევით ვარეგულირებდი smile.gif და + დივანი, რომელზეც რიგ-რიგობით ჩემებს ეძინათ, როცა რჩებოდნენ - საშხაპეც, გათბობაც გადასარევი იყო და სისუფთავითაც უკმაყოფილო არ ვარ..სასადილოს გოგოებიც ძალიან ყურადღებიანები იყვნენ, როცა ვერ გავდიოდი პატარას გამო, თვითონ მომართმევდნენ საჭმელს..

ერთი მინუსი კი იყო ნამდვილად: ინტერნეტი არ აქვთ, მაგრამ მე ჩემი მაგტი ქონექტი მქონდა თან, წინასწარ ვიკითხე ინტერნეტის ამბები და + ტელევიზორი ჭედავდა ხოლმე და "ზავხოზი" შეჭმული მყავდა, ჩამირთეთ არხები-თქო smile.gif თუმცა მე ისეთი "ტელევიზორი" მყავდა ჩემი პატარას სახით, რომ ეგ ამბავი დიდად არ მაწუხებდა smile.gif

Posted by: mcho 22 Jan 2013, 13:08
Dea-Dea
მადლობა ასეთი ვრცელი ინფოსთვიის smile.gif მეც დავათვალიერე პალატები და მომეწონა ერთიანი მინდა მეც , მგონი მანდ ერთადგილიანი მარტო ლუქსი აქვთ ხო ? ადრე ჩვეულებრივიც ქონდათ და ლუქსიც ცალკე და ეხლა მგონი მარტო ლუქსია თუ არ ვურევ რამეს.. ბლოკი შეგნებულად აღარ დავათვალიერე იმედშვი ვნახე და ისე შევშინდი მერეც მეყოფა განწყობისთვის ესე ჯობია biggrin.gif

Posted by: ქინქლა 22 Jan 2013, 13:14
ბიბიდაში გაძვირებულა საკეისროს ფასები, მე მეგონა ისევ 3 წლის წინანდელი ფასები იყო; ისე ამ ორსულობაზე, რამოდენიმე თვის წინ შევამოწმე საიტზე და ძველი ფასი გამოვიდა, იმიტომ ვიყავი მშვიდად, ეტყობა ეხლახანს შეცვალეს; 1450 ლარი ვიცოდი და თურმე 1600 ლარი ჯდება საკეისრო+დავარაშვილის აყვანა+გაუტკივარება

Posted by: ninia84 22 Jan 2013, 13:17
Dea-Dea
mcho
სამშობიარო საწოლი რომელია, გინეკოლოგიურ სავარძელს რომ ჰგავს? ჩემთან იდგა ეგ, 1 პალატაში ვიწექი

Posted by: mcho 22 Jan 2013, 14:03
ninia84
ზუსტად არ ვიცი რომელია არ მიმიქცევია მაგისთვის ყურადღება მგონი smile.gif ალბათ ეგ იგულისხმება საწოლიც რომა რის და სავარძლადაც ტრანსფორმირდება, და ერთ ადგილიანი პალატა იგივე ლუქსი იყო შენ შემთვევაში? ეგ ვერ გავარკვიე რაღაც და მაინტერესებს თუ იციი

Posted by: ninia84 22 Jan 2013, 14:08
mcho
მემგონი ერთიდაიგივეა, ოღონდ ზუსტად არ ვიცი

Posted by: mcho 22 Jan 2013, 14:10
ninia84
მეც რაღაც ეგრე ვიცი რომ ერთი და იგივეაა და გავარკვევ smile.gif 785 ღირდა შენ შემთხვევაში?

Posted by: ninia84 22 Jan 2013, 14:14
mcho
მე საკეისრო გავიკეთე და 1060 ლარი გადავიხადე, აყვანილი არ მყავდა ექიმი

Posted by: mcho 22 Jan 2013, 14:25
აჰაა გასაგებია მადლობაა smile.gif შემდეგ მისვლაზე გავარკვევ

Posted by: Dea-Dea 22 Jan 2013, 22:24
QUOTE (mcho @ 22 Jan 2013, 12:08 )
Dea-Dea
მადლობა ასეთი ვრცელი ინფოსთვიის smile.gif მეც დავათვალიერე პალატები და მომეწონა ერთიანი მინდა მეც , მგონი მანდ ერთადგილიანი მარტო ლუქსი აქვთ ხო ? ადრე ჩვეულებრივიც ქონდათ და ლუქსიც ცალკე და ეხლა მგონი მარტო ლუქსია თუ არ ვურევ რამეს.. ბლოკი შეგნებულად აღარ დავათვალიერე იმედშვი ვნახე და ისე შევშინდი მერეც მეყოფა განწყობისთვის ესე ჯობია biggrin.gif

ალბათ კი, მარტო ლუქსია. ბლოკი მეც არ მინახია წინასწარ smile.gif ეს შეგნებულად გავაკეთე და პრინციპში, აღარც დამჭირდა, საკეისროზე შემიყვანეს პირდაპირ smile.gif

სასაცილო ის იყო, რომ ახალი წლისთვის ყველა გაეწერა , ერთდორულად 27 გოგო გავიდა smile.gif და სულ 3 გოგო იყო ჩემს გარდა და ის 3 და 4 ადგილიანი ოთახები ცარიელი იყო smile.gif

* * *
QUOTE (ninia84 @ 22 Jan 2013, 12:17 )
Dea-Dea
mcho
სამშობიარო საწოლი რომელია, გინეკოლოგიურ სავარძელს რომ ჰგავს? ჩემთან იდგა ეგ, 1 პალატაში ვიწექი

მე არ ვიცი რომელია, არ მინახია..

Posted by: Princess 23 Jan 2013, 11:53
Dido
QUOTE
არა ის ამირან ქორიძე იყო, მეანია ის და ეს ეხოსკოპისტია 

ამირან გურგენიძეა ექოსკოპისტი, ამირან ქორიძე მეანი smile.gif

ერთი მეანია ჯანმრთელობის სახლში, ყველა მშობიარეს ქორიძე იღებს, როგორ არ ვიცი , მაგრამ ახერხებს

Posted by: Dido 23 Jan 2013, 11:58
Princess
QUOTE
ამირან გურგენიძეა ექოსკოპისტი, ამირან ქორიძე მეანი

კი, ვიცი, ეგ დავუწერე ნენოს. აერია ქორიძე და გურგენიძე biggrin.gif

Posted by: Princess 23 Jan 2013, 12:02
Dido
ისე ორივე უხეშია ))) ნანანას ქორიძე არ მოეწონა, ასე მახსოვს. მერე ჩაჩავაში იმშობიარა, დარახველიძესთან. მეც დარახველიძის ფანი ვარ biggrin.gif love.gif

Posted by: naneee 24 Jan 2013, 14:19
garfield1
უი შენც იყავი იმ დღეს? smile.gif) იქნებ გნახე კიდეც...
მაგ კაცის აბსურდული დიაგნოზი მეორე დღესვე გადავამოწმე 2 ექოსკოპისტთან (!) და ორივემ დასცინა... მოკლედ, მე აღარ მივალ მაგ კათან, ზუსტად ვიცი.

QUOTE
რა არის დიდი წონა გაქო

ასე უნდა ელაპარაკებოდეს ექიმი პაციენტს? უზრდელია...


Posted by: an apple 24 Jan 2013, 14:37
ვიმშობიარე "ახალ სიცოცხლეში", იდეალური სისუფთავე, საჭმელიც ძალიან კარგი(მე პირადად ფაფებს არ ვჭამ და სუპებს,მაგრამ მოსწონდათ სხვებს,დანარჩენები პირადად მივირთვი და კარგი იყო),პერსონალიც ნორმალური, მორიგე ექიმი ნანობაშვილი იყო და კმაყოფილი ვარ. საპირფარეშო და აბანოც იდეალურად გამართული და სუფთა,დღეში რამდენჯერ წმენდნენ არ ვიცი. პედიატრები მომეჩვენენ უყურადღებოები ,დიდად არ იწუხებდნენ თავს ბავშვის შემოწმებით და არც დარიგებები მოუციათ. გამოწერისას ხელით გამსინჯა ექიმმა, ეხო არც ჩემთვის გადაუღიათ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, ახლა რომ ვაჩენდე ,ისევ მანდ გავაჩენდი.

Posted by: garfield1 24 Jan 2013, 15:10
naneee
კი ვიყავი და 4 ხდებოდა ძლივს რომ შევაღწიე და 5 წუთში გამომიშვა უკან, მაგაზე გადავირიე საერთოდ. ისე მეც არ მივალ მაგასთან, მგონი პაციენტების მოშორებაზეა პირდაპირ, თუ იღლები შე დალოცვილო, ნუ დაიყენებ ამხელა რიგს . ეხლა შაბათს ვარ მისასვლელი განმეორებითზე და მორჩა, ჩემი ფეხი არ იქნება მანდ,.
აქ ადრე დათო ვასაძეზე უკმაყოფილო იყო ვიღაც, (ეგეც ჯან,სახლშია ) ვინ არ მახსოვს, მაგრამ ჩემი და მაგასთან დადიოდა ორივე ბავშვზე და მგონი ნახევარი საათი ათვალიერებდა ხოლმე, ქმარსაც უშვებდა და ყველაფერს უხსნიდა და დაბადების თარიღები ორივეზე ზუსტად უთხრა, ერთი დღეც არ შეშლია თან 40 ლარი ღირს მგონი. თან მაგათ გარდა ისედაც რამდენი კარგი რადიოლოგია, ვნახავ ვინმეს.
წონაზე მართლა გავბრაზდი, გამხდარი არასდროს არ ვყოფილვარ და რა ვქნა ეხლა, ორსულობის დროს ხომ არ ვიშიმშილებ, ჩემი მუდმივი წონაა ეს .

Posted by: tekco777 24 Jan 2013, 17:54
ზურა დარახველიძესე რას იტყვით ???? როგორი მეანია?

Posted by: Tinker Bell 24 Jan 2013, 18:41
naneee

QUOTE (naneee @ 24 Jan 2013, 14:19 )
მაგ კაცის აბსურდული დიაგნოზი მეორე დღესვე გადავამოწმე 2 ექოსკოპისტთან (!) და ორივემ დასცინა... მოკლედ, მე აღარ მივალ მაგ კათან, ზუსტად ვიცი.


რა დიაგნოზი დაგისვა?? მეც სულ მაგასთან დავდივარ და მაგიტო მაინტერესებს, არასწორად გითხრა რამე?? უხეში და უტაქტო კია მაგრამ ეგეთებში არ ცდება ხოლმე. პირველად მესმის ეხლა შენგან.

Posted by: naneee 24 Jan 2013, 20:14
Tinker Bell
ჭარბწყლიანობა გაქო, ჰიპერტონუსიო (!) და ბავშვი 150 გრამით აჭარბებს ნორმასო... მოკლედ, არც თუ ისე სასიამოვნო რაღაცეები smile.gif მეორე დღესვე გავიქეცი სხვა კლინიკებში.. არანაირი ჭარბწყლიანობა არ მაქ, არანაირი ტონუსი - მით უმეტეს ჰიპერტონუსი! და ბავშვის წონაც ნორმის ფარგლებშია! როგორც მითხრეს, ხასიათების კაცია და თუ ცუდ ხასიათზეა, ცუდ დიაგნოზს სვამს... რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული ექიმის ხასიათებზე? biggrin.gif

QUOTE
შენი პაწაწინა თითუკები

user.gif love.gif

Posted by: anakh 25 Jan 2013, 11:40
an apple
ვინ გამშობიარა? ნემსაძემ?

Posted by: Tinker Bell 25 Jan 2013, 14:01
naneee

ხო ხასიათებს კაცი კი არის მაგრამ დიაგნოზის დასმაზე თუ მოქმედებდა ეგ ხასიათი ნამდვილად არ ვიცოდი. პირიქით მე რსაც შევსწრებივარ ცუდი დიგნოზით მოდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდა ნორმაშია ყველაფერიო, ნუ ზოგს. რავიცი რავიცი ვიღას უნდ აენდოს ადმიანი?? ვისთან გადაამოწმე სერგოსთან ხომ არა?

Posted by: an apple 25 Jan 2013, 14:04
anakh
არა,ნანობაშვილია გვარად. სახელი არ მახსოვს.

Posted by: tlikina 27 Jan 2013, 20:53
tekco777
დარახველიძეზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მეორესაც მასთან გავაჩენ smile.gif

Posted by: Dido 27 Jan 2013, 22:48
tlikina
QUOTE
დარახველიძეზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მეორესაც მასთან გავაჩენ

ძალიან კარგი, მეც ვფიქრობ მის აყვანას და იმედია არ შევცდები არჩევანში smile.gif

Posted by: tekco777 28 Jan 2013, 01:13
QUOTE (tlikina @ 27 Jan 2013, 20:53 )
tekco777
დარახველიძეზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მეორესაც მასთან გავაჩენ smile.gif

ვინმე ნაცნობი გყავდათ??ჩაჩავაში თუ ისე მიხვედით???

Posted by: tlikina 28 Jan 2013, 08:55
tekco777
არანაირი ნაცნობი,ისე მივედი, ჩემმა დეიდაშვილებმა გააჩინეს და ორივე ძალიან აქებდა,

Dido
სიმშვიდის განსახიერებაა ეგ კაცი smile.gif ეგ რო შემოდიოდა ეგრევე მშვიდდებოდი , თან ზუსად იცის თავისი საქმე, თუ დაუჯერებ 5 იანზე იქნება ყველაფერი,
4 კგ ბავშვი ჩახევების და ჩაჭრების გარეშე გამაჩენინა smile.gif მადლობელი ვარ

Posted by: guria:) 28 Jan 2013, 09:40
QUOTE (garfield1 @ 21 Jan 2013, 19:57 )
naneee

ამირან ქორიძე ბევრისგან გამიგია რომ არაა უხეში, პირიქით, ძალიან თბილად ხვდება ყველას.

ძალიან საინტერესოა biggrin.gif


არ ვიცი, შეიძლება თქვენ ვინც გითხრათ იმ შემთხვევებში არ ყოფილა უხეშობის ხასიათზე, თორე მართლა უხეში კაცია, ზედმეტად, სიუზრდელეში გადასული უხეAსობები ჩვევია....

მე პირადად ბავშვი რო გავაჩინე და მუცლის ჟღლემა რო დამიწყეს ვაიმე რა მტკივნეული ყოფილა-თქო და ეგვე მაჯახა, ეგრეაო, თუ არ გინდა გექნება მერე გადმობრუნებულიო (ხელითაც მაჩვენა როგორი გადმობრუნებული მექნებოდა) და წკაპ, ამოგაჩრიან, ვეღარ გააჩენ მეტ შვილსო biggrin.gif კინაღამ დავიშოკე, უეჭველი ყბა მომეღრიცა biggrin.gif biggrin.gif რავაი სათქქმელია ესეთი ტექსტები იმ წუთას ნამშობიარები ქალისთვის? ახლა, შეიძლება იგივე ტექსტი არ უთხრა სხვას, კაი გუნებაზე იყო ან რამე, მაგრამ თუნდაც რამდენიმეს რომ ეტყვის ეს უკვე შემთხვევითუ აღარაა და ე.ი. უხეში და მოუზრდელო ტიპია... აქ კიდე აქვთ გოგოებს "უკეთესი" მაგალითები

ნუ მაგასთან ვინც მიდის ის მაინც იცის რომ ზეპროფესიონალის ხელშია, ძალიან ბევრი ისეთი გადარჩენილი გამიგია რო მართლა გამოუვალ სიტუაციებში მოუძებნია გამოსავალი... ჩვენ რო მადლობა ღმერთს კარგი მშობიარობა გვქონდა მერე ვაქცევთ ეგეთ დეტალებს ყურადღებას თორე სიკვდილ-სიცოცხლის საქმე რო ყოფილიყო თავში ჩარტყმასაც ავიტანდით....


გურგენიძეს რაც შეეხება, მაგ კაცთან ფეხს არასდროს მივადგამ.... აქ ერთ,ა გოგომ ისეთი დაწერა ცხოვრების ბოლომდე სოლიდარობის ნიშნად არ გავეკარები მაგ კაცს!! მადობა ღ,ერთს, ზრდიოობიანი და პროფესიონალი ექოსკოპისტები სხვაგანაც მოიძებნება....


ისე, დარახველიძეა ერთადერთი მგონი, ვინც ფიზიოლოგიურ და საკეისრო მშობიარობაზე ერთნაირად მაგარია და +ხასიათიც მშვენიერი აქვს, მეტი ჯერ არ გამიგია...

პ.ს. ჯან.სახლი აშკარად კარგავს რეიტინგს, ჯერ კიდე ნახევარი წლის წინ ერთი უარყოფითი პოსტი არ მინახავს

Posted by: Dido 28 Jan 2013, 11:03
tlikina
QUOTE
კგ ბავშვი ჩახევების და ჩაჭრების გარეშე გამაჩენინა  მადლობელი ვარ

უფ გაიხარე, ძალიან კარგი 2kiss.gif

Posted by: tamar1586 28 Jan 2013, 11:08
QUOTE
მე პირადად ბავშვი რო გავაჩინე და მუცლის ჟღლემა რო დამიწყეს ვაიმე რა მტკივნეული ყოფილა-თქო და ეგვე მაჯახა, ეგრეაო, თუ არ გინდა გექნება მერე გადმობრუნებულიო (ხელითაც მაჩვენა როგორი გადმობრუნებული მექნებოდა) და წკაპ, ამოგაჩრიან, ვეღარ გააჩენ მეტ შვილსო

vis.gif vis.gif vis.gif
რატომ?! რატომ?! facepalm.gif

Posted by: anakh 28 Jan 2013, 11:36
Dido
მე მგონი მეც დარახველიძისკენ ვიხრები smile.gif) ბევრი აქებს და თან ჩაჩავა რატომღაც მეიმედება, იმედია კარგი ანესთეზიოლოგი და პედიატრები ყავთ smile.gif

Posted by: Dido 28 Jan 2013, 11:57
anakh
2kiss.gif smile.gif))) თუ გადაწყვეტ ერთად მივიდეთ დარახველიძესთან. პედიატრები ძალიან კარგი ჰყავთ. ანესთეზიოლოგებზე არ გამიკიტხავს და უნდა გავარკვიო ეგ ამბავიც. თან არ გადამიწყვეტია გავიკეთებ თუ არა გაუტკივარებას sad.gif ამ ჩემი წელის გადამკიდე მეშინია sad.gif

Posted by: Princess 28 Jan 2013, 12:08
Dido
ძალიან კარგი ანასთეზიოლოგი იყო მე რომ ვიმშობიარე, გვარი არ მახსოვს. დაახლობით 50-55წლის კაცია. მე საკეისრო გავიკეთე სპინალურით, უმტკივნეულოდ გამიკეთა ნემსი, დოზა ზუსტად შემირჩია. ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: anuka2009 28 Jan 2013, 12:21
Dido

ძალიან კარგი ანესთეზიოლოგი ყავთ ჩაჩავაში, ირაკლი ღელაღუტაშვილი, მე მგონიPrincess-იც მაგაზე წერს. მე გირჩევ.

Posted by: anakh 28 Jan 2013, 13:12
Dido
ხოო კაკრას ერთად მოგვიწევს, 7 თვიდან უკვე უნდა გადავიდე მეანთან smile.gif მიხარია რომ კარგი პედიატრები ყავთ!! წელზე თვითონ გეტყვის ზურა ალბათ, ისე ვენიდანაც ხო შეიძლება, როგორც წინაზე გაიკეთე შენ, ცოტას მაინც გაგიყუჩებს.
Princess
anuka2009
მიხარია ძალიან, მადლობა გოგოებო

Posted by: Dido 28 Jan 2013, 13:16
Princess
anuka2009
აჰა, კიდევ ბევრი პლუსები ჩაჩავას. მადლობა გოგოებო 2kiss.gif
* * *
anakh
QUOTE
ხოო კაკრას ერთად მოგვიწევს, 7 თვიდან უკვე უნდა გადავიდე მეანთან

smile.gif ხო, ერთხელ დავამთხვიოთ მისვლის დღე და გამოვეცხადოთ ერთად biggrin.gif
QUOTE
ისე ვენიდანაც ხო შეიძლება, როგორც წინაზე გაიკეთე შენ, ცოტას მაინც გაგიყუჩებს.

არაა, ამას აღარ გავიკეთებ, არ გამიყუჩა ტკივილი უბრალოდ გამთიშა, აზრი არ ჰქონდა ფაქტიურად და თან ბავშვზე რა გავლენას მოახდენს კაცმა არ იცის.
QUOTE
წელზე თვითონ გეტყვის ზურა ალბათ

ხო, ავუხსნი სიტუაციას და თუ მეტყვის არ არისო საშიში გავიკეთებ ალბათ, ნუ გააჩნია როგორი ტკივილი მექნება biggrin.gif პირველზე სანამ ვიმშობიარებდი არაფრის გაკეთებას არ ვგეგმავდი მაგრამ ტკივილები რო დაიწყო ყველაფერზე თანახმა ვიყავი ოღონდ ის ტკივილი შემსუბუქებულიყო user.gif

Posted by: tekco777 28 Jan 2013, 16:54
მიხარია რო დადებითი მესმის დარახველიძესე უნდა მივიდე კონსულტაციაშე აუცილებლად და თან მომცონს რატომგაც ეგ კლინიკა

Posted by: anakh 28 Jan 2013, 17:20
QUOTE
არაა, ამას აღარ გავიკეთებ, არ გამიყუჩა ტკივილი უბრალოდ გამთიშა, აზრი არ ჰქონდა ფაქტიურად და თან ბავშვზე რა გავლენას მოახდენს კაცმა არ იცის.

ხო ბავშვზე როგორ გავლენას ახდენს, ეგ გასათვალისწინებელია. ერთ-ერთ მეთოდათ მაგასაც განვიხილავდი და ეხლა დავფიქრდი ცოტა

Posted by: tlikina 28 Jan 2013, 21:44
anakh
არანაირ გავლენას არ ახდენს, აგერ ჩემი შვილი სახეზეა დ. Kიდევ უამრავი ბავშვი, ამაზე მაგარი შვება არაფერიაა,

Posted by: blblbl 28 Jan 2013, 21:48
tlikina
ეპიდურალურზე არ ამბობს,ვენაში რომ აკეთებენ გასათიშ წამალს იმაზე ამბობს.

Posted by: tlikina 28 Jan 2013, 21:55
blblbl
Aააა უკაცრავადsmile.gif მე არასწორედ გავიგე

Posted by: ქინქლა 30 Jan 2013, 16:34
გოგოებო ჩაჩავაში საკეისრო თავის ექიმის აყვანიან, გაუტკივარებიანად რა ღირს?? ჩვეულებრივ ორკაციან პალატაში

Posted by: natia2203 30 Jan 2013, 16:54
ქინქლა
2 კაციანი პალატა 840-ლარიდან 1240-ამდე ღირს. ექიმის აყვანა 300 ლარი და გაუტკივარებას ცალკე არ იხდი მგონი, საკეისროზე ემატება 400 ლარი თუ სწორედ მახსოვს.

Posted by: ქინქლა 30 Jan 2013, 17:10
natia2203
ეჰ ეგეც კაი ძვირი ყოფილა, ისევ ჩემს ბიბიდაში წავალ. ძალიან გააძვირეს ბიბიდაშიც (1600 ლარია საკეისრო+გაუტკივარება+ექიმის 300 ლარი) ხოდა ვიფიქრე სხვაგანაც ვნახოთქო.

Posted by: natia2203 30 Jan 2013, 17:14
ქინქლა
ჩაჩავაში ამ ბოლო დროს წამლებიც არ შედის საკეისროს დროს. 2 კაციანში ვიყავი და მე ფიზიოლოგიურად გავაჩინე და 1240 ლარი დამიჯდა. ანუ მარტო პალატის ფასი, და მეორემ საკეისრო გაიკეთა და აყვანილი ყავდა ექიმი და 2000 დაუჯდა წამლებიანად. ანუ რაც ფიზიოლოგიურზე შედის წამლები ისინი საკეისროს დროსაც შედის ფასში, მაგრამ დამატებით გამაყუჩებლები არ შედის და იაფიც არ ღირდა მგონი

Posted by: Dido 30 Jan 2013, 17:53
natia2203
QUOTE
ექიმის აყვანა 300 ლარი

250 ლარია გამოკრული და 300 გახდა?

ისე ჩაჩავა მართლა ძვირია სხვებთან შედარებით, ნუ ბევრად არა მაგრამ მაინც ცოტა ძვირია რასაც ვუყურებ.

Posted by: natia2203 30 Jan 2013, 17:57
Dido
შეიძლება შეიცვალა, პირველ ბავშვზე 500 ღირდა, მეორეზე 2 წლის შედგეგ 300 .
4 წლის წინ წამლებიც შედიოდა ფასში, 2 წლის წინ აღარ smile.gif

Posted by: QoniCo 30 Jan 2013, 18:08
ჩაჩავაშიც და სხვაგანაც გამოკრულზე მეტს იღებენ ექიმები აყვანისას... ოღონდ ძირითადად ხელზე smile.gif

Posted by: drozera 30 Jan 2013, 18:12
QUOTE
გამოკრულზე მეტს იღებენ ექიმები აყვანისას... ოღონდ ძირითადად ხელზე

ასეთი რამის არ მჯერა, თუ კიდევ არის, ამხელა თანხას იხდი და კიდევ ზედმეტი უნდა მისცე ექიმს?

Posted by: QoniCo 30 Jan 2013, 18:20
LOTUS.
ყველგან არ არის smile.gif

drozera
ჩაჩავაში ჩემ ჯგუფელს გამოართვეს ზედმეტი 200$, წინა გაზაფხულზე, მანამდე ჩემ დეიდაშვილს, და მეც ივნისში გავაჩინე ემბრიოში და ექიმმა ჩემ ქმარს 300 ლარი მოსთხოვა, როგორც მერე გავარკვიე არაოფიციალურად აიღო და წესით 200 ღირდა. ასევე იქ სხვა გოგომაც იგივე მითხრა რომ 300 გადაიხადა smile.gif

Posted by: blblbl 30 Jan 2013, 18:52
QUOTE
:08  #34972980    ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა
ჩაჩავაშიც და სხვაგანაც გამოკრულზე მეტს იღებენ ექიმები აყვანისას... ოღონდ ძირითადად ხელზე

კაპიკი არ აუღიათ გაგუაში ხელზე არავის,სალაროში გადავიხადეთ გამოწერის დღეს და ეგ იყო სულ.

Posted by: drozera 30 Jan 2013, 18:57
არც მე არ ვაპირებ დამატებითი თანხის გადახდას, თუ ჩვენ არ მივცემთ, ვერავინ მოითხოვს მერე... ხოდა მასე ხელზე მიცემა, უკვე ქრთამის მიცემაა და კანონით ისჯება! ვოტ!

Posted by: CAMPOLINA 30 Jan 2013, 19:13
QoniCo
და რატომ გადაუხადეთ ხელზე?? ბოდიში მაგრამ მასეთი საქციელი ზოგადად დარღვევაა როგორც ერთი ისე მეორე მხარის მიერ

Posted by: tekco777 30 Jan 2013, 21:16
საკეისროს ფასი ჩაჩავაში იწყება 1140 ლარიდან და 3550 ლარამდე ადის პალატას გაჩნია რომელს აიგებ ეკიმი დამატებიტ 300 ლარი გირს ვისაც აიყვანთ,ფიზიოლოგიური მშობიარობისას 550 ლარიდან იცყება და 2950 ლარამდე ადის აქაც პალატაშია სხვაობა ეკიმის აყვანა 250 ლარი ჯდება, გაუტკივარება 150 ლარი . მე ვაპირებ ჩაჩავაში და უნდა ცავიდე და დავათვალიერო პალატები და პირობები რა როგორ აქვთ

Posted by: natalia321 30 Jan 2013, 21:23
ჩაჩავაში არ ვიცი, მაგრამ მე ამირან ქორიძესთან ვიმშობიარე, ჯანმრთელობის სახლში და პალატებიდან დაწყებული ექიმებით დამთავრებული, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მშობიარობის ხარჯებს რაც შეეხება, ყველაფერი დაზღვევამ დაფარა. რაც შეეხება ჩაჩავას, ჩემმა ახლობელმა რომ იმშობიარა მისული ვიყავი, პალატები კი მართლა ძალიან კარგი აქვთ, მაგრამ პერსონალის კვალიფიკაცია რომ უფრო მაღალი იყოს ალბათ უკეთესი იქნებოდა.

Posted by: tekco777 30 Jan 2013, 21:32
ხო არ ვიცი მარა ზოგი რას ამბობს ზოგი რას და ვეღარ გავიგე ჩაჩავაზე

Posted by: garfield1 30 Jan 2013, 21:39
natalia321
მიხარია ესეთები რომ მესმის <3

Posted by: tlikina 30 Jan 2013, 23:03
QoniCo
Nუ ავრცელებ ცრუ ინფორმაცია, 1 თეთრი არ Gადამიხდია ზედმეტი, და არავისთვის ჯიბეში ფულ. Aრ ჩამიდია, 250 ფიზიოლოგიურის დროს, 300 საკეისროს დროს, ამის იქით Eქიმს არაფერს აძლევენ

Posted by: QoniCo 30 Jan 2013, 23:49
drozera
CAMPOLINA
არც ჩვენ არ ვაპირებდით და საერთოდ არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები, როცა ავიყვანე ექიმი, რატომღაც წინასწარ ფულზე არ გვილაპარაკია, რადგან მიჩვეული ვარ ყველაფრის ჩვეულებრივ გადახდას, ანუ რასაც გამოწერდნენ იმას გადავიხდიდი, მშობიარობის მერე ექიმმა ჩემი ქმარი დაიბარა რომ დაეკვალიანებინა სად რა გადაეხადა და რა პროცედურები იყო საჭირო და მაშინ მოთხოვა ჩემთვის მოსაცემი თანხა 300 მე უნდა მომცეო, რას იზავდა? თვითონაც გაოგნებული კი იყო, მაგრამ მეწმუნეთ არც თქვენი ქმრები იქ დებოშს არ ატეხავდნენ, თან მერე ყველამ ასე მითხრა რომ ძირითადად ექიმს უხდოდნენ 300 ლარს, მეგონა ასეც იყო, მერე გამოწერისას მივხვდი როცა ქვითარი მომთხოვეს, მეთქი ჩვენ მივეცით და აწი თქვენ იცით თქო. ხოდა არავის აღარაფერი უთქვია.

tlikina
არ არის ცრუ. ის რომ შენ არ გადაგიხდია არ ნიშნავს რომ სხვები არ იხდიან. საკეისრო გაიკეთა ჩემმა ჯგუფელმა და პლიუს 200$ მოსთხოვა ექიმმა ჩაჩავაში.

Posted by: sapple 31 Jan 2013, 00:33
გაგუას აყვანის 280 ლარი და სხვა დანარჩენი ხარჯები გაუტკივარების გარდა დაზღვევამ დაფარა,ხოლო გაუტკივარების 150 ლარი სალაროში გადაიხადა ჩემმა ქმარმა. არავიას არაფერი მოუთხოვია დამატებით.

Posted by: khatia88 31 Jan 2013, 00:40
QoniCo
1 თეთრი არ დამიმატებია ''ჰერაში'' ზედმეტი.
ოფიციალურად რაც იყო ის გადავიხადეთ.
2012 წლის აპრილში დეიდაჩემმა გააჩინა ემბრიოში და არც იმას დაუმატებია რამე.

Posted by: natia2203 31 Jan 2013, 09:14
QoniCo
QUOTE
ჩაჩავაშიც და სხვაგანაც გამოკრულზე მეტს იღებენ ექიმები აყვანისას... ოღონდ ძირითადად ხელზე

ალბათ თვითონ აძლევენ, ჩემთვის არ მოუთხოვიათ

Posted by: Dido 31 Jan 2013, 09:24
natia2203
შეიძლება საკეისრო ღირს მასე? მე ფიზიოლოგიურს ვამბობ. პირველ ბავშვზე (7 წლის წინ) 200 ლარი მივეცი ექიმს თუ სწორად მახსოვს.
drozera
QUOTE
ასეთი რამის არ მჯერა, თუ კიდევ არის, ამხელა თანხას იხდი და კიდევ ზედმეტი უნდა მისცე ექიმს?

ხო, მკაცრი გაფრთხილება არის გამოკრული რომ 250 ლარი ღირს ექიმის აყვანა და არ შეიძლება ზედმეტების გადახდა. რავიცი, ალბათ მაინც იღებენ rolleyes.gif მე არ ვაპირებ ზედმეტის მიცემას, სადაზღვევო გადაიხდის იმ 250ს და ეგაა.

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 10:21
QoniCo
დებოში რა შუაშია. ფული სალაროში არ უნდა გადაიხადო? შესაბამისი ანგარიშგების თუ ქვითრის გამოწერის შემდეგ? მე სალაროს იქით ვერანაირად ვერ გადავიხდი სულ რომ თმის წვერებზე დატრიალდეს ექიმი, ყველა საბუთი დაზღვევას უნდა მივუტანო ასანაზღაურებლად. ხელზე ერთადერთხელ გადავიხადე მახსოვს როდესაც ჩემი გინეკოლოგის ექთანმა რაღაც წამალი მიშოვა არ იყიდებოდა იმ კლინიკაში და მაგიტომ. ექიმმა არ უნდა იკადროს რა

Posted by: ქინქლა 31 Jan 2013, 10:34
natia2203
QUOTE
ჩაჩავაში ამ ბოლო დროს წამლებიც არ შედის საკეისროს დროს. 2 კაციანში ვიყავი და მე ფიზიოლოგიურად გავაჩინე და 1240 ლარი დამიჯდა. ანუ მარტო პალატის ფასი, და მეორემ საკეისრო გაიკეთა და აყვანილი ყავდა ექიმი და 2000 დაუჯდა წამლებიანად. ანუ რაც ფიზიოლოგიურზე შედის წამლები ისინი საკეისროს დროსაც შედის ფასში, მაგრამ დამატებით გამაყუჩებლები არ შედის და იაფიც არ ღირდა მგონი

უპს, ეგ რა უბედურებაა. იმედია ბიბიდაშიც არ აურიეს მაგ მხრივ რამსები. მე ფაქტიურად მძიმე მშობიარედ ვითვლებოდი - საკეისროს მეორე დღეს სიცხე მომცა, მერე სპინალურის გამო თავის სერიოზული ტკივილები მქონდა, არანაირი წამალი არ მიყუჩებდა და გადასხმები გამიკეთეს... მოკლედ რუტინული წამლების გარდა დამჭირდა კიდე რაღაცეები მაგრამ კაპიკი ზედმეტი არ გადამიხდია

QUOTE
ჩაჩავაშიც და სხვაგანაც გამოკრულზე მეტს იღებენ ექიმები აყვანისას... ოღონდ ძირითადად ხელზე

დავარაშვილი 3 წლის წინაც 300 ლარს იღებდა და ეხლაც მასე წერია საიტზე, ჯერ იქ არ მივსულვარ კედელზე რა არის გამოკრული არ ვიცი მაგრამ მაშინ რაც კედელზე ეწერა იგივე გადავიხადე სალაროში!!! ოფიციალურად გაფორმდა ექიმის 300 ლარი თავის ქვითრიან-ყველაფრიანად და სადაზღვევომაც ამინაზღაურა. ასე რომ მგონია ეს ცრუ ინფოა და ჭორები

Posted by: მარიამი 31 Jan 2013, 10:36
CAMPOLINA
როცა ექიმი ხელში გთხოვს ფულს და ამ დროს შენი ცოლ-შვილი იმ ექიმის ხელშია, ვერ დაიწყებს ვერავინ, "არ მოგცემ" და "უფლება არა გაქვს" ფრაზებით ლაპარაკს. ექიმმა რომ არ უნდა იკადროს, მაგაში გეთანხმები.
ჩემს შვილს რომ ოპერაცია გავუკეთე, უფასოდ ეკუთვნოდა ოფიციალურად. ექიმმა დამსვა და პირდაპირ მითხრა: ეს ოპერაცია ოფიციალურად უფასოა, მაგრამ 400 ლარი უნდა გადამიხადოთო. ამაში შევა ანესთეზიოლოგის, ექთნის და ყველას მისაცემი ფულიო. რა უნდა მექნა? ჩემი შვილი უნდა გაეჭრა 2 დღეში და დამეწყო, უფლება არა გაქვს-თქო? დავაჭერინებ შენს თავს-თქო? მერე სხვა ექიმი უნდა მეძებნა და სავარაუდოდ, ისიც მომთხოვდა ფულს. არადა ეს კარგი სპეციალისტი იყო და 400 ლარს ვჩიოდი?

ისე მე გაგუაში ყველაფერი ოფიციალურად გადავიხადე, უფრო სწორად დაზღვევამ გადაიხადა. ხელში არავისთვის არაფერი მიმიცია.

Posted by: QoniCo 31 Jan 2013, 11:13
CAMPOLINA
მე დაზღვევა მქონდა შესაბამისად სალაროში არაფერი გადამიხდია, ექიმის აყვანის ფულს კი არ მინაზღაურებდნენ, როგორც ადრე დავწერე ექიმმა დაიბარა ჩემი ქმარი დაკვალიანებისათვის, ანუ რა საბუთები სად უნდა გადაგზავნილიყო და ასე შემდეგ და ეთქვა არ მოვალო? მაგას არც არავინ ფიქრობდა და როდესაც შევიდა უთხრა რომ მისი ფული პირადად უნდა მიეცა.
მართალი ხარ მარიამი რა უნდა ეთქვა ექიმისთვის, როცა ყველაფერი მის ხელშია?

ქინქლა
ჭორი მეგონებოდა მე რომ არ შემხებოდა, ჩემი ბრალია მაგ ჩანაწერში რომ არ დავწერე ზოგიერთ კლინიკებში თქო, სადაც გამიგია და პირადად შევხვდი ის დავწერე, მარტო მე რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი მე დამაგოიმეს თქო, მაგრამ ჩემი ქმარმა რომ მითხრა, ჩემ პალატაში ვინც იწვა იმ გოგომ ჩვენც 300 გამოგვართვაო, ასევე აქ როცა ჩემი მოგონებები დავწერე, ორსულმა გოგომ მომწერე PM, სადაც მეკითხებოდა რა გადაიხადე, ჩემი პირადი ექიმი 300ლ მთხოვს ხელზე მომეცი მეო და სხვა რაც გინდა გადაიხადეო.

მოკლედ გინდ დაიჯერეთ გინდ არა smile.gif ფაქტი ვიცი ცუდია, და ძაალიან არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები, მაგრამ მგონი პირველმა ამოვიღე ხმა და ყველა მეცით იტყუებიო, სასაცილოა smile.gif სხვასაც რომ დაეწერა იქნებ მეც არ მივსულიყავი იმ კლინიკაში, ან ყველაფერი გამრკვია და მერე მემშობიარა.

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 11:18
მარიამი
ბავშვის გამოწერის შემდეგ მაინც დაგეწერა განცხადება /საჩივარი არ შეიძლება ასეთი რამ? ელემენტარულად ბავშვს ხომ გაატარებდნენ .და ჩატარებული მკურნალობის რომ არ გექნებოდა გადახდილი მაგის გასაჩივრება არ შეიძლება? ისე მაშინებთ მომიწევს ვატყობ ფარული კამერების მომარაგება biggrin.gif შანსი არაა ეგეთი რამე რომელიმე ექიმს შევარჩინო. მასე შეიძლება ფული გადაუხადო და კიდე მოგთხოვოს არააა საკმარისიო. ეგ ექიმი აღარაა ჩემი აზრით და მის მიერ ნებისმიერ სამედიცინო პროცედურაში ეჭვი უნდა შეგეპაროს. მოკლედ ეტყობა არ მქონია სამედიცინო სფეროსთან სათანადო შეხება და არ ვიცი რა ხდება მანდ . მაგრამ ეგ მარაზმი რაც შენ დაწერე უნდა დამთავრდეს არ შეიძლება მასე გაგრძელება.

Posted by: natia2203 31 Jan 2013, 11:19
QoniCo
QUOTE
ექიმმა დაიბარა ჩემი ქმარი დაკვალიანებისათვის, ანუ რა საბუთები სად უნდა გადაგზავნილიყო

და როდის აქეთ აკვალიანებენ ექიმები სადაზღვევოს საბუთებისთვის ხალხს smile.gif

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 11:21
QoniCo

აქ კი არ უნდა ამოიღო ხმა. არ არსებობს რაიმე სტრუქტურა სადაც მსგავს ფაქტებს დავაფიქსირებთ პაციენტები?? რავიცი დღეს ყველა ყველაფერს აპროტეტსტებს და ესაა გასაპროტესტებელი ყველაზე მეტად. თან როდესაც მიდიხარ კერძო კლინიკაში და ეს ხდება . მიდი მფლობელტან და უთხარი. და გაამკაცრებს კონტროლს. ელემენტარულად დააყენებს ფარულ კამერას და მსგავს ფაქტზე საკუთარ თანამშრომელს ამ შემთხვევაში გინეკოლოგს გამოიჭერს და მიიღებს შესაბამის ზომებს. დაიცავს საკუთარი კლინიკის პრესტიჟს.

Posted by: QoniCo 31 Jan 2013, 11:25
CAMPOLINA
როცა იმ კლინიკაში ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია, რატომღაც მგონია უფროს ყველაფერი ეცოდინება smile.gif

natia2203
არ ვიცი, მაგრამ ასე მოხდა smile.gif მეც გამიკვირდა როცა მითხრა შენი ქმარი მოვიდესო, ამას ნამდვილად არ ვიფიქრებდი.

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 11:25
ბანკში საკრედიტო ექსპერტზე კლიენტმა რომ თქვას ხელლზე ფული აიღო სესხის გაცემის სანაცვლოდო რა ამბავი ატყდება ხომ ყველამ იცის და ექიმი რა ტიკიტომარაა მაგას რომ შერჩეს მე ვერ ვხვდები დააფიქსირებ აღნიშნულ ფაქტს კლინიკის მფლობელთან, შენნაირი რამოდენიმე რომ აღმოჩნდება ყველაფერი ნათელი იქნება. მოკლედ ესე თუ გაგრძელდა მაგ საკითხს არაფერი ეშველება.
პ.ს: სადაზღვევოსთვის თანხების დაანგარიშებას ახდენს ბუღალტერია და ექიმისთვის მისაცემი თანხაც უნდა დაფიქსირდეს იქ. მერე მიდიხარ სადაზღვევოში საგარანტიოს წამოსაღებად მე ასე მითხრეს.
* * *
QoniCo
მე ყველა ჩემ ნაცნობს ვურჩევ ემბრიოში არ მივიდნენ სამშობიაროდ მაგ მიზეზით რაც შენ დაწერე. ხოდა იყოს საქმის კურსში მაგის მფლობელი მისი ექიმები ასეთ დანაშაულს რომ სჩადიან. ნელ-ნელა გავრცელდება ეს ინფო და მერე არკვიოს რატომ შეუმცირდა პაციენტები

Posted by: QoniCo 31 Jan 2013, 11:30
CAMPOLINA
ვნახე ჩემი საბუთები, ექიმისთვის მისაცემი თანხა იქ არ ეწერა, ჩემი სადაზღვეო მაინც არ ფარავდა ექიმის აყვანის ხარჯებს, ამიტომ ამაზე არც მიფიქრია სიმართლე გითხრა.
საქმეც მაგაშია რომ საქართველოში
QUOTE
შენნაირი რამოდენიმე რომ აღმოჩნდება ყველაფერი ნათელი იქნება
ეს ცოტა ძნელია საქმეა.... თან გეხვეწები ახალ ნამშობიარებ ქალს მაგის თავი მქონდა? ბანკში რომ მიდიხარ კიდევ სხვაა, ნამდვილად არ ხარ ოჯახის ახალი წევრის გაჩენით ეიფორიაში smile.gif

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 11:35
QoniCo
არვიცი smile.gif გამოვცდი და გეტყვი რისი თავი მექნება biggrin.gif შენ თავზე არ მიიღო რასაც ვწერ. შენ რაც შეგიძლია ყველა შენს მეგობარ-ნაცნობთან დააფიქსირო მსგავსი ფაქტი და სხვები გაითვალისწინებენ smile.gif

Posted by: nusa 31 Jan 2013, 11:37
QoniCo
ნინ, მე გამოწერა უქმეებზე მიწევდა და მაგ დღეებში სალარო დაკეტილი იყო. ამოტომ მომიწია მიმღებში, ხელზე, თანხის გადახდა.
მითხრეს ქვითარს ორშაბათს მოდით და დაგახვედრებთო. ეგონათ დავიზარებდით.
მერე დედა გავაგზავნე. რა ქვითარი ქალბატონო ეგ ფურცელი აქ რჩება, ისტორიაში ვაკრავთო facepalm.gif
რა გარანტია მაქვს რომ ის თანხა სალაროში შევიდა?

Posted by: ქინქლა 31 Jan 2013, 11:38
მართლა სერიოზულად გავბრაზდი ეხლა.
QUOTE
მოკლედ გინდ დაიჯერეთ გინდ არა  ფაქტი ვიცი ცუდია, და ძაალიან არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები, მაგრამ მგონი პირველმა ამოვიღე ხმა და ყველა მეცით იტყუებიო, სასაცილოა  სხვასაც რომ დაეწერა იქნებ მეც არ მივსულიყავი იმ კლინიკაში, ან ყველაფერი გამრკვია და მერე მემშობიარა.

ნამდვილად მჯერა მაგრამ ერთი შეცდომა გაქვთ დაშვებული, უნდა გაგეპროტესტებინათ.
ისე როგორც აქ ჩამოთვილილი რამოდენიმე მაგალითიდან ვხვდები, ყველას დაზღვევა ჰქონდა და უფასოდ იმშობიარეს (სადაზღვევოს პროვაიდერი იყო კონკრეტული კლინიკები) და მაგიტო ექიმებმა ჩათვალეს რომ მაინც ფულს არ იხდიან და ცოტას გამოვრჩებითო (სენი რომელიც ვერაფრით განიკურნა); მაგრამ სადაც მე ვმშობიარობ - ბიბიდაში არცერთ სადაზღვევოს, რამდენადაც მე ვიცი, არ ყავს პროვაიდერი, შესაბამისად უნდა გადავიხადო მე სრული თანხა და მერე სადაზღვევო ამინაზღაურებს,; ანუ სამშობიარო ამ შემთხვევაში ნაღდ ფულს იღებს და არ ელოდება სადაზღვევოს გადარიცხვას. შესაბამისად უფრო პატიოსნად მოქმედებენ ვითომ?? იავიცი ასეთი დასკვნა გამოვიტანე მე ჩემი მოკლე ჭკუით. თუმცა ეს სავსებით არ ამართლებს იმ ქრთამის ამღებ ექიმებს და აუცილებლად გასაპროტესტებელია მსგავსი ფაქტები.

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 11:42
QUOTE
ბანკში რომ მიდიხარ კიდევ სხვაა, ნამდვილად არ ხარ ოჯახის ახალი წევრის გაჩენით ეიფორიაში 

ესეც შენი შერჩევითი სამართალი ერთდგან რადგან ცივი გონებით ვართ ვითხოვთ დამნაშავის დასჯას, მეორეგან რადგან ეიფორიაში და გახარებულები ვართ არაsmile.gif მოკლედ რა არაფერი გვეშველება ჯერ-ჯერობით.


პ.ს: შენ თავზე არ მიიღო ძალიან გთხოვ smile.gif რაც გავიფიქრე ის დავწერე smile.gif

Posted by: QoniCo 31 Jan 2013, 11:50
nusa
QUOTE
რა გარანტია მაქვს რომ ის თანხა სალაროში შევიდა?

ხო ნინ... გაქვს მაგის გარანტია?

ქინქლა
QUOTE
ყველას დაზღვევა ჰქონდა და უფასოდ იმშობიარეს (სადაზღვევოს პროვაიდერი იყო კონკრეტული კლინიკები) და მაგიტო ექიმებმა ჩათვალეს რომ მაინც ფულს არ იხდიან და ცოტას გამოვრჩებითო

სიმართლე გითხრა მეც ასე ვიფიქრე.... მთელი თანხა რომ გადამეხადა შეიძლება არც მოეთხოვათ...

CAMPOLINA
QUOTE
ესეც შენი შერჩევითი სამართალი ერთდგან რადგან ცივი გონებით ვართ ვითხოვთ დამნაშავის დასჯას, მეორეგან რადგან ეიფორიაში და გახარებულები ვართ არა

არამარტო გახარება, არ ვიცი შენ როგორ იმშობიარე, მაგრამ მე იმდენი პრობლემები დამატყდა თავს, თან ჩემი პირველი მშობიარობა იყო რომ მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა. სამაგიეროდ ვინც მკითხავს ყველას ვეუბნები, არც მე ვაპირებ ისევ მანდ მისვლას და მომავალში რომელ სამშობიაროსაც გადავწყვეტ, კარგად გამოვიკითხავ ყველაფერს და ისე მივალ...

Posted by: natia2203 31 Jan 2013, 11:54
nusa
ხო იცოდი რომ უქმეებზე მოგიწევდა გამოწერა, გადაგეხადა იმ დროს როდესაც არ იყო დასვენების დღე და ზედმეტი სიარულიც არ დაგჭირდებოდა, ქვითარსაც ამოარტყმევინებდი და საბუთებსაც გაამზადებდი smile.gif

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 11:57
QoniCo
მე ჯერ არ მიმშობიარია იმიტომ ვჭიკჭიკებ ასე smile.gif)) კარგია რომ დაწერე და სამშობიარო დაასახელე. ბევრი უფრო მომზადებული იქნება ასეთი ფაქტისთვის და ბოლოსდაბოლოს მეუღლეს გააფრთხილებ და ის გააპროტესტებს თუ რამეა ისიც ახალნამშობირებელი ხო არ იქნება. მოკლედ რაც არ უნდა ითქვას კერძო კლინიკაში ასეთი რამ რო ხდება დასაგმობი ფაქტია ცალსახად. (და არა მარტო კერძოში)

Posted by: nusa 31 Jan 2013, 12:05
პ.ს. ჩემი წერილი ემბრიოს არ ეხება, სხვა სამშობაროა.

გამოწერის დღე ვიცოდი, მაგრამ სალარო თუ შაბათ-კვირას იკეტებოდა ეგ საიდან უნდა მცოდნოდა.
როცა გვითხრეს თანხა მაშინ გადავიხადეთ.


Posted by: anuka2009 31 Jan 2013, 12:09
QUOTE
ჩაჩავაშიც და სხვაგანაც გამოკრულზე მეტს იღებენ ექიმები აყვანისას... ოღონდ ძირითადად ხელზე


მე გადავიხადე სალაროში მთლიანი თანხა, აზრადაც არ მომსვლია დარახველიძისთვის ჯიბეში ჩამეკუჭა ფული, უბრალოდ ტიპია ისეთი, შEურაცხყოფილი დარჩებოდა, ნამდვილად ვერ ვაკადრებდი. კლინიკაც არაა მაგ დონის და გაქანების, ექიმები ჯიბეგამოწეული დადიოდნენ. ადრე რა იყო 5-6 წლის წინ არ ვიცი. ახლა როგორაა იმას ვწერ.
მეორე თემაა თუ გულით გინდა ექიმს რაიმე აჩუქო. ეგ ნებაყოფილობითია, არავინ გავალდებულებს. მაგრამ საჩუქარზეა აქ საუბარი და არა ფულზე.

Posted by: Princess 31 Jan 2013, 12:45
QoniCo
რომელმა ექიმმა მოსთხოვა? smile.gif ესეც დაწერე მაშინ

მე გადავიხადე ყველაფერი საალაროში, არავის არაფერი მოითხოვია. თუ სურვილი გაქვს და დამატებით, შენი სურვილით რამეს აჩუქებ ექიმს, ეს უკვე არ უნდა გახდეს მერე სალაპარაკო. თუ არ გინდა და გენანება ნუ ჩუქნი, არავინ გაიძულებს.

პს. ყველაფერი სადაზღვევომ ამინაზღაურა, ექიმის აყვანის ფულიც, სპინალურიც. ექიმის აყვანა 300ლარი ღირდა, საკეისრო გავიკეთე

Posted by: khatia88 31 Jan 2013, 13:40
QoniCo
მარტო ერთმა იუზერმა დაგიწერა ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებო და სხვას არავის უთქვამს იტყუებიო.
ასე რომ ყველას ნუ სწამებ ცილს.
უკვე გაჩენილი გყავდა ბავშვი რომ გადაიხადა?
გამოწერისას მაინც გეთქვათ რამე.

Posted by: Dido 31 Jan 2013, 13:45
anuka2009
QUOTE
მაგრამ საჩუქარზეა აქ საუბარი და არა ფულზე.

კონვერტში ლამაზად ჩადებულ ტკიცინა მწვანე ფულზე უარს არავინ იტყვის biggrin.gif smile.gif თუმცა ეს უკვე ნებაყოფლობითია და მე ვის რამდენს ვაჩუქებ ჩემი გადასაწყვეტია. ჩემმა ძალიან ახლობელმაც აჩუქა ჩაჩავაში 500$ იმ ექიმს რომელსაც მე მხოლოდ ოფიციალური გადასახადი გადავუხადე მაგრამ ამას ბევრი ფული აქვს და უნდოდა რო ეჩუქნა და მორჩა. ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვასაც მოსთხოვს ის ექიმი რამეს.

Posted by: anuka2009 31 Jan 2013, 13:58
Dido
QUOTE
კონვერტში ლამაზად ჩადებულ ტკიცინა მწვანე ფულზე უარს არავინ იტყვი


მე მგონი თუ შიდა განაწესი არ რთავს უფლებას, არ დაარღვევს. არ ვიცი, ვერ დავიჩემებ.
ჩემთვის შEურაცხმყოფელი იქნებოდა, როგორც ექიმისთვის, ფული რომ ჩაედო ვინმეს, შესაბამისად როგორც პაციენტმა ეს გავითვალისწინე smile.gif

[
QUOTE
. ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვასაც მოსთხოვს ის ექიმი რამეს.


იმას რა მოსთხოვა? თავისი ინიციატივით არ ჩAუდო? smile.gif



Posted by: ქინქლა 31 Jan 2013, 14:12
ერთი საინტერესო ინფო მაქვს გაგუას კლინიკის და პირადად გაგუას ფანებისა და დამცველებისათვის, განსჯა თქვენთვის მომინდვია.

ჩემმა თანამშრომელმა პირველი შვილი გააჩინა საკეისროთი გაგუაში, პირადად გაგუა ყავდა აყვანილი. მოკლედ ეხლა მეორეზეა ორსულად და ეხოზე შემთხვევით დაადგინეს რო ჭრილობაში ჩარჩენილია ინფილტრატი, ანუ რაღაც სითხით სავსე კაფსულასავით, რომელიც სავარაუდოდ დრენჟის ფუნქციას ასრულებდა თუ რას არ იცის. მოკლედ გაგუამ უცხო სხეული ჩაუტოვა პაციენტს ჭრილობაში; საბედნიეროდ დაამშვიდეს ეს გოგო, ბევრგან გადაამოწმა, რომ ორსულობის და მშობიარობის დროს ეს ინფილტრატი პრობლემებს არ შეუქმნის, ვინაიდან საშვილოსნოსთან შეხება არ აქვს მაგრამ აუცილებლად უნდა ამოიღოს მომდევნო საკეისროზე.
ესეიგი, ეს გოგო რომ მეორედ არ დარჩენილიყო ორსულად და ეხოზე არ მისულიყო, კიდევ კაი ხანი, ვიდრე სერიოზულ პრობლემებში არ გადაეზრდებოდა ეს უცხო სხეული ორგანიზმში მანამდე ვერც მიხვდებოდა რომ თბილისში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სახელოვანმა ექიმმა ოპერაციის დროს რაღაც ჩაუტოვა ჭრილობაში.

პ.ს. ერთ რამეს დავამატებ კიდევ; აქ ფორუმზე სამწუხაროდ მიდიოდა და კვლავ მიდის კონკრეტული ექიმების (გინეკოლოგების(ამათზე ბოლო დროს არ შემიმჩნევია) და მეან-გინეკოლოგების, სამშობიაროების პიარი და ანტი-პიარი. ჩემი პირადი გამოცდილებით, აქ ყველაზე მეტად გაპიარებულ ერთ-ერთ ექიმ-გინეკოლოგთან გავუშვი ჩემი ორი მეგობარი და ისეთ დღეში ჩააგდო ორივე, კაი ხანი ბოდიშებს ვუხდიდი ორივეს; სამაგიეროდ ჩემი პირადი ექიმის წინააღმდეგ მიდიოდა და კიდევ მიდის იმისთანა ლანძღვა გინება ხოლმე ქვეყნის ამომგდები, კრიმინალი და რა აღარ ხდება.

Posted by: Dido 31 Jan 2013, 14:13
anuka2009
QUOTE
იმას რა მოსთხოვა? თავისი ინიციატივით არ ჩAუდო?

არა, რათქმაუნდა, არაფერი უთქვამს smile.gif
QUOTE
მე მგონი თუ შიდა განაწესი არ რთავს უფლებას, არ დაარღვევს. არ ვიცი, ვერ დავიჩემებ.

მოთხოვნის უფლება არ აქვს თორე თუ ვინმე რამეს აჩუქებს ეს უკვე არაა აკრძალული.
* * *
ქინქლა
QUOTE
ესეიგი, ეს გოგო რომ მეორედ არ დარჩენილიყო ორსულად და ეხოზე არ მისულიყო, კიდევ კაი ხანი, ვიდრე სერიოზულ პრობლემებში არ გადაეზრდებოდა ეს უცხო სხეული ორგანიზმში მანამდე ვერც მიხვდებოდა რომ თბილისში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სახელოვანმა ექიმმა ოპერაციის დროს რაღაც ჩაუტოვა ჭრილობაში.

არაფერში არ გადაეზრდებოდა, რადგან ორგანიზმმა მიიღო და არ დაჩიქრდა, სიცოცლხის ბოლომდე ექნებოდა უპრობლემოდ, ვერც გაიგებდა smile.gif
თუმცა რათქმაუნდა ეს არ ამართლებს იმ ექიმს ვინ ესეთი შეცდომა დაუშვა ვინაიდან დიდი შანსი იყო მალევე დაჩირქებულიყო და სეფსისი დაწყებოდა და თავიდან გასაჭრელი გამხდარიყო. უბრალოდ გაუმართლა და ანტიბიოტიკებმა "გადაარჩინა".

Posted by: ქინქლა 31 Jan 2013, 14:23
Dido
QUOTE
არაფერში არ გადაეზრდებოდა, რადგან ორგანიზმმა მიიღო და არ დაჩიქრდა, სიცოცლხის ბოლომდე ექნებოდა უპრობლემოდ, ვერც გაიგებდა 

ხო ისე ეგ მეც გამიკვირდა აქამდე როგორ არ შეაწუხა. მაგრამ ნუ აშკარაა რომ ორგანიზმა მიიღო. თუმცა სხვას შეიძლება სერიოზულ პრობლემაში გადასზრდოდა.


Posted by: garfield1 31 Jan 2013, 14:28
ქინქლა
გეთანხმები , არავის რჩევას არ უნდა დაუჯერო და სხვასაც დიდი სიფრთხილით უნდა მისცე რეკომენდაცია, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისებური შეხედულება ამათუიმ ექიმზე, სამშობიაროზე და ასე შემდეგ. ელემენტარულად, გუშინ თერაპევტთან მივდიოდი კონსულტაციაზე, ჩემი დაც დადიოდა მანამდე იმ ქალთან და გამაფრთხილა, მსგავსი უხეში და უზრდელი ქალი არ მინახავსო, თან დიდი პროფესიონალიც არ ჩანსო . უბრალოდ სადაც ვარ აღრიცხვაზე იქვეა და თან ერთი კონსულტაციის გამო დამეზარა სხვაგან წასვლა . მივედი და რა დამხვდა, საშუალო ასაკის, სასიამოვნო ქალი, რომელმაც ჩემ გინეკოლოგზე თბილად მიმიღო, დეტალურად გამომკითხა და ამიხსნა ყველაფერი, რჩევებიც მომცა და რავიცი მოკლედ სულ შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი გამომიშვა, ნომერიც მომცა თუ რამე დაგჭირდეს დამირეკეო, არადა ჩემ დას ატანა არ აქვს იმ ქალის. ამის მერე დავრწმუნდი რომ მხოლოდ საკუთარ შეფასებას უნდა ენდო და ისე მიიღო გადაწყვეტილებები .

Posted by: anuka2009 31 Jan 2013, 14:36
Dido
QUOTE
მოთხოვნის უფლება არ აქვს თორე თუ ვინმე რამეს აჩუქებს ეს უკვე არაა აკრძალული.


საჩუქარი არ არის აკრძალული, ლიმიტირებულია ტუ არა ღირებულება, ეგ არ ვიცი, მე მგონი არა.
ფული აკრძალულია, ზუსტად ვიცი.

Posted by: drozera 31 Jan 2013, 14:46
ქინქლა
user.gif
კიდევ უნდა დავფიქრდე ე.ი. გაგუაზე?
დავიღალე, რამდენჯერ შევიცვალე აზრი sad.gif

Posted by: anuka2009 31 Jan 2013, 14:48
drozera

ყველა ექიმს აქვს 1-2 არასასიამოვნო შემთხვევა.

Posted by: garfield1 31 Jan 2013, 14:50
anuka2009
მე ექიმი არ ვარ და არც მაგ სფეროში ვარ, თუმცა ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელს (ძალიან ბევრნი ვართ) კონტრაქტებში გვიწერია რომ კლიენტისგან 20 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღების უფლება არ გვაქვს . წესით ექიმებისთვისაც ლიმიტირებული უნდა იყოს .
ჯანმრთელობის სახლში იმშობიარა ჩემმა დაქალმა და ბანანი მომიტანეს მნახველებმა, რომელსაც არ ვჭამდიო და ექთანს შევთავაზეო და სასტიკი უარი მითხრაო, მაგის უფლებაც კი არ აქვთ, ვინმემ რომ გამიგოს, დავკარგავ სამსახურსო.
P.S. რეკლამას არ ვაკეთებ, უბრალოდ გამახსენდა ეს ფაქტი

Posted by: anuka2009 31 Jan 2013, 14:52
garfield1
QUOTE
მე ექიმი არ ვარ და არც მაგ სფეროში ვარ, თუმცა ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელს (ძალიან ბევრნი ვართ) კონტრაქტებში გვიწერია რომ კლიენტისგან 20 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღების უფლება არ გვაქვს . წესით ექიმებისთვისაც ლიმიტირებული უნდა იყოს


მეც, მკაცრად ლიმიტირებული მაქვს საჩუქარი.
კლიენიკას გააჩნია და კონტრაქტს. ჩაჩავა ფულის აღებბას კრძალავს. თუ ვინმე იწევს ჯიბეს - პაციენტს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას.

Posted by: ქინქლა 31 Jan 2013, 15:00
garfield1
QUOTE
მე ექიმი არ ვარ და არც მაგ სფეროში ვარ, თუმცა ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელს (ძალიან ბევრნი ვართ) კონტრაქტებში გვიწერია რომ კლიენტისგან 20 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღების უფლება არ გვაქვს . წესით ექიმებისთვისაც ლიმიტირებული უნდა იყოს .

ზუსტად მასეა ჩვენთანაც, ჩვენ უფასო იურიდიული განყოფილება გვაქვს ორგანიზაციაში და ხალხს ვერ აჯერებენ იურისტები რომ ფულის გადახდა არ ხდება და არ შეიძლება!!! (ნუ რათქმაუნდა უმრავლესობა იმიტომ მოდის რომ უფასოა მაგრამ არიან ხოლმე ფულიანი კლიენტებიც). ერთადერთი რაც არ იკრძალება შოკოლადია biggrin.gif
QUOTE
ჯანმრთელობის სახლში იმშობიარა ჩემმა დაქალმა და ბანანი მომიტანეს მნახველებმა, რომელსაც არ ვჭამდიო და ექთანს შევთავაზეო და სასტიკი უარი მითხრაო, მაგის უფლებაც კი არ აქვთ, ვინმემ რომ გამიგოს, დავკარგავ სამსახურსო.

ბიბიდაშიც მე შევთავაზე ექთნებს "ბამბანერკა" და ხილი მქონდა რასაც მე ვერ შევჭამდი, წაიღეთ მეთქი თქვენ მიირთვით და გადაირია გოგო, გამორიცხულიაო, მეუღლე რომ მოვა სახლში გაატანეო. ავდექი მერე და მე თვითონ შევუტანე. ცოცხალი თავით არ მიჰქონდათ თვითონ

Posted by: Dido 31 Jan 2013, 15:01
ქინქლა
QUOTE
ხო ისე ეგ მეც გამიკვირდა აქამდე როგორ არ შეაწუხა.

ეს ორგანიზმის მიერ მიღების ამბავი იქიდან ვიცი რომ მე მაქვს ფეხში კისტის ტყვია smile.gif ბავშვობაში ბიძაშვილმა იფიქრა შევაშინებო და არ ეგონა ტყვია თუიდო და ახლოს მომიტანა და წვივში უკნიდან მესროლა smile.gif)) ხოდა კუნთში შევიდა ღრმად თითქმის ძვლამდე ჩავიდა და ამიტომ აღარ ამომიღეს, ანტიბიოტიკი დამინიშნეს და თუ არ დაუჩირქდა მაშინ საშიში არაა და მთელი ცხოვრების მანძილზე ექნებაო. ასეც მოხდა, დავდივარ ახლა ტყვიით, რო ვიწონები 10 გრამს ტყვიისას ვაკლებ biggrin.gif biggrin.gif givi.gif მეტალო-დეტექტორზეც არ რეაგირებს კიდევ კაი თორე აეროპორტში არ დამადგებოდა კარგი დღე biggrin.gif
თემიდან გადავუხვიე baby.gif

Posted by: ქინქლა 31 Jan 2013, 15:05
drozera
QUOTE
კიდევ უნდა დავფიქრდე ე.ი. გაგუაზე?
დავიღალე, რამდენჯერ შევიცვალე აზრი

არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი გადაჭრით, ანუკამაც სწორად დაწერა; ყველა ექიმს (ნებისმიერი პროფილის) ყავს ბევრი უკმაყოფილო და ბევრი კმაყოფილი პაციენტი; მაგალითად მე დავარაშვილთან ხო გავიკეთე და კიდევ იმასთან ვაპირებ საკეისროს მაგრამ მის ანგარიშზე, წლების წინ, ერთი გარდაცვლილი პაციენტია sad.gif სამწუხაროდ. მაგრამ ამის გამო აზრი არ შემიცვლია და ისევ მასთან მივდივარ. თუმცა ჩემს ნაცნობ-მეგობრებში გაგუასთან ვინც იმშობიარა, გულწრფელად გეტყვი კმაყოფილი არავინ მინახავს (დაახლოებით 3-4 ადამიანია ასეთი); მაგრამ ყოველთვის ვერიდები ხოლმე ასე კონკრეტული ექიმების ლანძღვას ან ქება-დიდებას აქ, მაგრამ როცა კონკრეტული სერიოზული გადაცდომის ფაქტებს ვიგებ, არ შემიძლია არ დავწერო.

* * *
Dido

QUOTE
ეს ორგანიზმის მიერ მიღების ამბავი იქიდან ვიცი რომ მე მაქვს ფეხში კისტის ტყვია  ბავშვობაში ბიძაშვილმა იფიქრა შევაშინებო და არ ეგონა ტყვია თუიდო და ახლოს მომიტანა და წვივში უკნიდან მესროლა )) ხოდა კუნთში შევიდა ღრმად თითქმის ძვლამდე ჩავიდა და ამიტომ აღარ ამომიღეს, ანტიბიოტიკი დამინიშნეს და თუ არ დაუჩირქდა მაშინ საშიში არაა და მთელი ცხოვრების მანძილზე ექნებაო. ასეც მოხდა, დავდივარ ახლა ტყვიით, რო ვიწონები 10 გრამს ტყვიისას ვაკლებ    მეტალო-დეტექტორზეც არ რეაგირებს კიდევ კაი თორე აეროპორტში არ დამადგებოდა კარგი დღე
თემიდან გადავუხვიე

biggrin.gif:D:D რას არ გაიგებ კაცი

Posted by: QoniCo 31 Jan 2013, 15:11
khatia88
QUOTE
უკვე გაჩენილი გყავდა ბავშვი რომ გადაიხადა?გამოწერისას მაინც გეთქვათ რამე.

კი მყავდა, ეს მეორე დღეს მოხდა.

QUOTE
გამოწერისას მაინც გეთქვათ რამე

სიმართლე გითხრა, ეს ფაქტი კი გამიკვირდა, მაგრამ ზოგადად ძალიან მიმდობი ვარ და შეიძლება შტერულად მოგეჩვენოს მაგრამ ვიფიქრე, აყვანის ფულის გადახდა ალბათ ასე ხდება თქო, თან ჩემ პალატაში გოგომაც იგივე მითხრა. გამოწერისას მივხვდი რომ შევცდი, ადრეც დავწერე
QUOTE
მერე გამოწერისას მივხვდი როცა ქვითარი მომთხოვეს, მეთქი ჩვენ მივეცით და აწი თქვენ იცით თქო. ხოდა არავის აღარაფერი უთქვია.

ეს ხომ ნათქვამი გამოდის და მაშინვე ჩურჩული დაიწყეს და აღარაფერი უთქვამთ.

Posted by: garfield1 31 Jan 2013, 15:14
ქინქლა
დავარაშვილის უკმაყოფილო იყო სხვათაშორის ერთი ჩემი ნაცნობი, პირველ ბავშვზე, ბავშვი წონით დიდი აღმოჩნდა რეალურად და ბევრად ნაკლებს ეუბნებოდნენ და ის ფიზიოლოგიურად იმშობიარებო აიმედებდა, მერე უკვე წნევა აუვარდა რომ დაეწყო მშობიარობა, თან აშკარად რაღაც პრობლემები შეექმნათ, არ ვიცი დეტალები და სასწრაფოდ გადაწყვიტეს საკეისრო . მერე ნაკერზე კინაღამ სეფსისი დაეწყო და ორი თვე საავადმყოფოში იწვა.
მეორე ბავშვზე იქ არ მივალო, მაგრამ სადაც მივიდა იქაც იგივე დაემართა, აღმოჩნდა რომ ორგანიზმის ბრალი იყო და ნაკერზე იქაც პრობლემა შეექმნა და ორი თვე კიდევ საავადმყოფოში იწვა და ძლივს გადაურჩა სეფსისს .

გაგუას რაც შეეხება, ერთი რაც ვიცი ზუსტად, გოგომ გააჩინა ბავშვი და გადაიყვანეს პალატაში დაიძინეო, დილამდე აღარაფერი გჭირდებაო და ღამე სისხლდენა დაეწყო და ძლივს გავიდა დერეფანში ვინმესთვის რომ დაეძახა, თორემ ალბათ დილამდე ვერც გაიგებდა ვერავინ და ძლივს გადაარჩინეს, თუმცა საშვილოსნო ამოსაჭრელი გახდა და ახალგაზრდა გოგო დარჩა ისე.
მიუხედავად ამისა, ასე ცალსახად იმის თქმა, რომ გაგუა ან დავარაშვილი ან ნებისმიერი სხვა, უვარგისია და არ ღირს იქ მისვლა არ შეიძლება ჩემი აზრით . ბევრი უკმაყოფილო პაციენტი ყავთ მაგრამ უფრო მეტი კმაყოფილი .

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 15:15
QoniCo
არ შეიძლება ექიმის სახელი და გვარი რომ დაწერო? სხვები გაფრთხილდებიან მაინც

Posted by: drozera 31 Jan 2013, 15:29
anuka2009
ქინქლა
ხო, ვიცი, რომ ყველა ექიმს ყავს უკმაყოფილო პაციენტები და კმაყოფილებიც. ჩემმა 2 -მა მეგობარმა და +ბიძაშვილმა იმშობიარა ბოლო 2-3 წელში გაგუაში და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო, ყველას უპრობლემო მშობიარობა ჰქონდათ. ერთმა დაქალმა კიდევ ბიბიდაში და ის დავარაშვილს მირჩევს, მოკლედ უკმაყოფილო თავისი ექიმით და სამშობიაროთი ჩემს გარშემო არავინ მყავს biggrin.gif


რა ვიცი...

Posted by: natia2203 31 Jan 2013, 15:39
drozera
ისე ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს და საითაც გული მიგიწევთ იქ იმშობიარეთ. ზოგი სამშობიაროთი იმიტომაა უკმაყოფილო მნახველებს არ უშვებენო, მეორე ნახევარი კიდე პირიქით, მოსწონს მნახველები რომ არ დადიან აქეთ-იქით. ზოგს უნდა ექთნები 2 წუთში ერთხელ ეკითხებოდეს როგორ ხარო, ზოგს პირიქით, ზედმეტი ყურადღება აღიზიანებს, ამიტომ აქ გამოკითხვას რომელ სამშოაბიროს უკეთესი პირობები აქვს აზრი არ აქვს. არც უშეცდომო ექიმი არსებობს.

Posted by: garfield1 31 Jan 2013, 15:42
natia2203
მე მაგალითად სადაც ვაპირებ მშობიარობას იქ მნახველებს უშვებენ, მგონი დღეში 2-3 ადამიანს.
მშობიარობის მერეც, მაშინვე უშვებენ ქმარს , დედას და დედამთილს.
და უკვე აჩემებული მაქვს, ჩემ ქმარს აქედანვე ვაფრთხილებ, იქაც ყველას ვეტყვი რომ იცოდნენთქო და შენს გარდა არავინ არ მოვიდეს სანახავად სანამ არ გამომწერენთქო.
ადამიანზე და ხასიათზეა დამოკიდებული, სულ არ მინდა ახალნამშობიარევი მნახოს ვინმემ ქმრის გარდა

Posted by: QoniCo 31 Jan 2013, 15:56
garfield1
გამოდის ყველას რაღაც ნაკლი აქვს, ფულის აღების ფაქტი რომ არა, ჩემი ექიმი პირადად ზედ გადამყვა, როგორც ფორუმიდან ვიცოდი ექიმი უბრალოდ მეთვალყურეობს და ბებია ქალი ამშობიარებს ხოლმე, ჩემ შემთხვევაში კი ჩემმა ექიმმა მამშობიარა, ბებია ქალი გვერდიდან უყურებდა, მთელი პერსონალი ფეხზე დააყენა და მშობიარობა ძალიან კარგად ჩაატარა. მე არ მქონდა გაუტკივარება გაკეთებული და ნაკერებისთვის გამაყუჩებელი გამიკეთეს, თუმცა მეშინოდა, აქ წერდნენ ზოგი რომ გამაყუჩებლის გარეშე გაკერეს... ექიმი ბოლომდე თავზე მადგა და ძალიან მპატრონობა. ამ მხრივ კმაყოფილი ვარ ძალიან.... smile.gif

Posted by: ninia84 31 Jan 2013, 16:00
drozera
მემგონი, სჯობია, საითაც გული მიგიწევს, იქ წახვიდე და აქ დაწერილს იმდენი ყურადღება აღარ მიაქციო. ესე ყველა სამშობიაროზე დაიწერება კარგიც და ცუდიც და ისევ შენ გაწვალდები. ემბრიოზეც ბევრი ცუდი დაიწერა, მაგრამ მაინც მანდ მივედი. პირველზე ისე უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა, რომ სხვა პაციენტების უარყოფითი შთაბეჭდილებების მიუხედავად, მაინც ვენდობი

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 16:00
ისე სამშობიაროზე უკმაყოფილებას ძირითადად ისინი გამოთქვამენ ვისაც რთული მშობიარო ქონდაო. ერთხელ ასეთი დასკვნა გამოიტანეს საუბრისას. უბრალოდ მე კიდე მიმაჩნია რომ რაღაც რომ გართულდება მაშინ თუ მოიქცა კარგად მეანი და მედპერსონალი სწორედ მაგ დროს გამოჩნდება ამა თუ იმ სამშობიაროს სიავ-კარგე. არ მეთანხმებით? თორე ისე ორ გაჭინთავში გაჩენის შემთხვევაში არაფერი რომ არ გაწუხებს და ბავშვიც კარგადაა. ძირითადად ყველა სამშობიაროში წესით სტანდარტული სერვისია.

Posted by: drozera 31 Jan 2013, 16:10
CAMPOLINA
QUOTE
თორე ისე ორ გაჭინთავში გაჩენის შემთხვევაში არაფერი რომ არ გაწუხებს და ბავშვიც კარგადაა. ძირითადად ყველა სამშობიაროში წესით სტანდარტული სერვისია.

კი, გეთანხმები, ჩემს პოსტშიც ეგ დავწერე, რომ უმეტესობას ადვილი და უპრობლემო მშობიარობა ჰქონდათ და შეიძლება ამიტომ იყვნენ კმაყოფილები გაგუათი.

natia2203
ninia84
ხო, მასე ვიზამ, თორემ ჯერ სანამ მოვიფიქრებდი სად მივსულიყავი დავიტანჯე და ახლა უკვე ვიყავი, დავათვალიერე ყველაფერი, სადაზღვევოს პროვაიდერიც არის და თანხის გადახდა და მერე ასანაზღაურებლად მისვლა რომ არ დამჭირდება, ჩემთვის ეგეც მნიშვნელოვანია, იმდენად ცუდი გამოცდილება მაქვს მაგ მხრივ smile.gif
იმედია, არაფერი გართულდება და მერე სანანებელი არ გამიხდება smile.gif

Posted by: Dido 31 Jan 2013, 16:45
drozera
QUOTE
იმედია, არაფერი გართულდება და მერე სანანებელი არ გამიხდება

არ გართულდება, ნუ ფიქრობ ამაზე და რომც რამე იყოს გამოცდილი პროფესიონალის ხელში იქნები, არ ინერვიულო 2kiss.gif
მართლა ყველა ექიმს და კლინიკას ჰყავს უკმაყოფილო პაციენტები, ასე იდეალურად არსად არაა სამწუხაროდ user.gif

Posted by: მარიამი 31 Jan 2013, 18:58
QUOTE (CAMPOLINA @ 31 Jan 2013, 11:18 )
მარიამი
ბავშვის გამოწერის შემდეგ მაინც დაგეწერა განცხადება /საჩივარი არ შეიძლება ასეთი რამ? ელემენტარულად ბავშვს ხომ გაატარებდნენ .და ჩატარებული მკურნალობის რომ არ გექნებოდა გადახდილი მაგის გასაჩივრება არ შეიძლება? ისე მაშინებთ მომიწევს ვატყობ ფარული კამერების მომარაგება biggrin.gif შანსი არაა ეგეთი რამე რომელიმე ექიმს შევარჩინო. მასე შეიძლება ფული გადაუხადო და კიდე მოგთხოვოს არააა საკმარისიო. ეგ ექიმი აღარაა ჩემი აზრით და მის მიერ ნებისმიერ სამედიცინო პროცედურაში ეჭვი უნდა შეგეპაროს. მოკლედ ეტყობა არ მქონია სამედიცინო სფეროსთან სათანადო შეხება და არ ვიცი რა ხდება მანდ . მაგრამ ეგ მარაზმი რაც შენ დაწერე უნდა დამთავრდეს არ შეიძლება მასე გაგრძელება.

ვერ გავაკეთებდი მასეთ რამეს. ძალიან თვალთმაქცი უნდა იყო ადამიანი, რომ შეძლო ასე მოქცევა: სანამ ის ექიმი თავის საქმეს არ მორჩება, მანამდე არაფერი მეგრძნობინებინა, მადლობები მეხადა და რომ მორჩებოდა ყველაფერს, მერე ზურგში დანასავით გამეშანშალებინა საჩივარი... არ ვარ მე მაგის გამკეთებელი. თუ ადამიანს ხვალ ჩივილს ვუპირებ, დღეს ღიმილით ვერ ვესაუბრები. ჩივილს თუ დავაპირებდი, მაშინ აღარ გავაკეთებინებდი იმ ოპერაციასაც. მასეთ შემთხვევაში სხვა უნდა მომეძებნა და ამისთვის წინასწარ მეთქვა, რომ მის საქციელს ურეაქციოდ არ დავტოვებდი. ჩუმად და ზურგს უკან ჩივილი, როცა უკვე მისგან რაც გჭირდებოდა, მიიღე და შეირგე... რა ვიცი. არა მგონია კარგი საქციელი იყოს.

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 19:36
მარიამი
რა შუაშია თვალთმაქცობა და ღიმილი. მან თავისი საქმე უნდა გააკეთოს ყოველგვარი გვერდითი ფულის მიცემის გარეშე. თუ არ აკეთებს მაგის გარეშე დანაშაულია. ეს უბრალოდ ჩემი აზრია. შენ მისგან რაც მიიღე ეგ ისედაც უნდა მიგეღო. ზედმეტი ფულის გადახდის გარრეშე.

Posted by: მარიამი 31 Jan 2013, 19:47
არავინ დაობს იმაზე, რომ ექიმისგან ფულის მოთხოვნა ცუდი საქციელია, მაგრამ იმ ექიმს რომ გამოიყენებ (არ მიყვარს ეს სიტყვა), არ გააპროტესტებ წინასწარ მის საქციელს და როცა აღარ გჭირდება, მერე უჩივლებ, ჩემი აზრით, ეგ უფრო ცუდი საქციელია. თუ ჩივილს აპირებ, მინიმუმ, მასთან აღარ უნდა იმკურნალო და არ გაიკეთო ოპერაცია. მგონი არ ღირს მაგ თემაზე კამათი. მაინც ჩემს აზრზე დავრჩები.

Posted by: CAMPOLINA 31 Jan 2013, 20:23
მარიამი
თუ არ მივცემ გავასაჩივრებ მაშინვე. აბა რას ვიზამ. უბრალოდ შენ დაწერე სხვაგან ვერ წავიყვანდიო. და იმან რა ქნას ეგ ფული რო არ ექნება ზედმეტი მისაცემი. და საერთოდაც მანამდე რო გაასაჩივრო შეიძლება ცილი დაგწამოს მაბრალებს რაღაცასო. და ვაფშე ხელზე ფული რატო უნდა მისცე ექიმს მაინც არ მესმის არ მქონია შეხება ეგეთ მოვლენასთან. ისე ექიმს მერე არ უნდა გადაუხადო ფული პროცედურას რომ ჩაატარებს?? ვინ ითხოვს წინასწარ? . მგონი ოპერაციიდან 48 საათში ხდება ანაზღაურება ხომ?

მოკლედ მე არ ვარ მომხრე ხელზე ფულის მიცემის. ყველა ნორმალურ კლინიკაში ეს უნდა იყოს დასჯადი.
არ იტყვი და სხვა დროსაც იგივე განმეორდება. და საერთოდ არ ვთვლი მე მას ჩაშვებად. მითუმეტეს შენ ახსნიდი ამ ფაქტს იმით რომ ბავშვი იყო სასწრაფოდ მისახედი.

Posted by: მარიამი 31 Jan 2013, 20:43
smile.gif სხვადასხვაგან ვართ. არ მინდა გაგრძელება. ოკ.

Posted by: agnes 31 Jan 2013, 22:49
QUOTE
სე სამშობიაროზე უკმაყოფილებას ძირითადად ისინი გამოთქვამენ ვისაც რთული მშობიარო ქონდაო. ერთხელ ასეთი დასკვნა გამოიტანეს საუბრისას. უბრალოდ მე კიდე მიმაჩნია რომ რაღაც რომ გართულდება მაშინ თუ მოიქცა კარგად მეანი და მედპერსონალი სწორედ მაგ დროს გამოჩნდება ამა თუ იმ სამშობიაროს სიავ-კარგე.

+10000000

Posted by: tlikina 31 Jan 2013, 23:16
QoniCo
საბუთEბის მიტანაზე ექიმს არდაუკვალიანებივართ! MიმღEბში გაგვაცნეს რადა ღOგორ უნდ. Gაგვეკეთებინა, მე100% ამინაზღAურდა ყველაფერი, ექიმის აყვანაც Dა გაუტკივარებაც, 1 თეთრი ა. Gადამიხდია, წესით ჩემთვის Uნდა გამოეძალათ, მსგავსი არავისგან Mსმენია ჩაჩავაზე, ეტყობა შEნი მეგობარი გამოიჭირა რომელიღAცექიმმა

Posted by: narkozeli 31 Jan 2013, 23:36
საერთოდ დააკვირდით,როცა ადამიანისთვის რაღაც მიუწვდომელია (სიტყვაზე:ფინანსურად ვერ წვდება ჩაჩავაში მშობიარობის ხარჯებს) ასეთი ადამიანებისგან უფრო შემიმჩნევია ხოლმე ლანძღვა:ჩაჩავა ცუდია,მანდ ისეთები და ასეთები ხდება და ა.შ.
არადა თვალად არ უნახავს რა ხდება ჩაჩავაში facepalm.gif
ერთმა ჩემმა ნაცნობმა 4 წლის წინ ისე გალანძღა ჩაჩავა,მანდ არ გავაჩენო და ეხლა მეორე ბავშვს ჩაჩავაში აჩენს..ვკითხე რატო აჩენ,ხომ ლანძღავდითქო და მაშინაც მინდოდა ჩაჩავაში მშობიარობა,მაგრამ ფინანსურად რომ ვერ ვქაჩავდი,ლანძღვაზე გადავდიოდიო facepalm.gif





p.s. ეს გოგო ფორუმელია სხვათაშორის და იმედია ამ ნაწერს რომ ნახავს არ გამიბრაზდება biggrin.gif



Posted by: Princess 1 Feb 2013, 10:19
narkozeli
QUOTE
ერთმა ჩემმა ნაცნობმა 4 წლის წინ ისე გალანძღა ჩაჩავა,მანდ არ გავაჩენო და ეხლა მეორე ბავშვს ჩაჩავაში აჩენს..ვკითხე რატო აჩენ,ხომ ლანძღავდითქო და მაშინაც მინდოდა ჩაჩავაში მშობიარობა,მაგრამ ფინანსურად რომ ვერ ვქაჩავდი,ლანძღვაზე გადავდიოდიო


ასეთი რამე ჯერ არ გამიგია ))))))))

Posted by: natia2203 1 Feb 2013, 10:30
narkozeli
smile.gif ხო, დააკვირდით, ვინ ლანძღავს ძირითადად ჩაჩავას, ვისაც იქ არ უმშობიარია ისინი smile.gif გადმოცემით იციან რომ არ ვარგა და ექიმები ქრთამებს იღებენ

Posted by: QoniCo 1 Feb 2013, 11:04
tlikina
QUOTE
ეტყობა შEნი მეგობარი გამოიჭირა რომელიღAცექიმმა 

ე.ი. შეიძლება გამოიჭირონ... მე ხომ არ მითქვია ყველას ძალავენ თქო.... მაგრამ ასეთი ფაქტები არის...

Posted by: Princess 1 Feb 2013, 12:20
tlikina
QUOTE
მსგავსი არავისგან Mსმენია ჩაჩავაზე, ეტყობა შEნი მეგობარი გამოიჭირა რომელიღAცექიმმა


გამოიჭირა კი არა, როგორც ზემოთ დაწერეს, ეტობა ეძვირა 200$ თუ რამდენიც გადაიხადა და ეხლა ამბობს ძალით გადამახდევინესო ))) თუ არ უნდოდა ამ ფულის გადახდა, არ აეყვანა მაშინ ექიმი. ეს აყვანის გადასახადია, არ აიყვან არც ზედმეტს გადაიხდი...

Posted by: natia2203 1 Feb 2013, 12:25
Princess
დოლარებში გადასახადი არ არის არსად smile.gif ჩაჩავაში ყველაფრის ფასები ლარებშია. 200$ არაფრით არ იქნებოდა აყვანილი ექიმის გადასახადი

Posted by: Princess 1 Feb 2013, 12:30
natia2203
დაწერა იუზერმა 200$ მოთხოვესო, მეც არ მგონია სიმართლე იყოს wink.gif
2012წლის მარტში ვიმშობიარე ჩაჩავაში, ზუსტად ვიცი რა როგორ ხდება smile.gif

Posted by: natia2203 1 Feb 2013, 12:36
Princess
მეც 2-ჯერ ვიმშობიარე მანდ და მინიშნებაც არ ყოფილა რომ ოფიციალური გადასახადის იქით რამე იყო კიდევ გადასახდელი

Posted by: Princess 1 Feb 2013, 12:50
natia2203
ჩვენი ეტყობა შეეშინდათ biggrin.gif biggrin.gif ვერ გამოგვძალეს დოლარები )))))))

Posted by: mcho 1 Feb 2013, 14:38
ჩემგან ძალიან ძალიან დიდი 5იანი ემბრიოს ვინმეს თუ გაინტერესებთ მკითხეთ ძაან კმაყოფილი ვარ , ექიმით, ექთნებით და საერთოდ პერსონალით , ასევე პირობებითაც smile.gif

Posted by: ninia84 1 Feb 2013, 14:47
mcho
რა კარგია, რომ კმაყოფილი ხარ. მე ორშაბათს ვიკეთებ მანდ საკეისროს. მოგონებებში არ დაწერ შენს ისტორიას?smile.gif

Posted by: mcho 1 Feb 2013, 23:55
ninia84
დავწერეეე და მერე წაიკითხე განწყობისტვის გამოგადგება ნადმვილად smile.gif

Posted by: zedka 2 Feb 2013, 23:33
გოგოებო ხომ არ იცით ჩაჩავაში მშობიარობის დსა საკეიოსროს ფასები გაიზარდა ? 1800 გახდაო საეკეისრო და რაღაც შეცდომაა თრუ მართლა გააძვირეს ?

Posted by: tekco777 3 Feb 2013, 13:29
1140 ლარიდან იცყება საკეისრო და 3550 ლარამდე ადის სხვაობა უბრალოდ კოფორტშია ნომრებში იგულისხმება აი ნომერი დარეკე და გეტყვიან დეტალურად 2 95 33 11

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 17:14
ორშაბათს გავიკეთე საკეისრო ემბრიოში, მორიგე ბრიგადასთან. 4-კაციან პალატაში ვიწექი და 900 ლარი დამიჯდა. თვითონ სამშობიაროსი ძალიან კმაყოფილი ვარ. უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე 2 წლის წინ იყო. პალატებს დილა-საღამოს ალაგებდნენ, თუ ბავშვი ძალიან ჭირვეული იყო, გაყავდათ, რომ დედას დაესვენა. ვისაც დამატება დასჭირდა, უპრობლემოდ მისცეს (მათ შორის, ჩემსასაც), რათქმაუნდა, პარალელურად გვაწოვებინებდნენ ბავშვისთვის და თან გვიმოწმებდნენ მკერდს, რამდენად მოიმატა რძემ, იყო თუ არა სადინარები კარგად გახსნილი და ა.შ. ზარის დარეკვისას მაშინვე შემოდიოდნენ. მოკლედ ყველა ძალიან ყურადღებიანი იყო, ექთანიც, ექიმიც და სანიტარიც. მოკლედ, დიდ ათიანს ვუწერ, ათბალიანი შეფასებითsmile.gif

Posted by: ქინქლა 8 Feb 2013, 17:20
ninia84
გილოცავ მშვიდბიან მშობიარობას, ბედნიერი დედიკო იყავი
საკეისრო ვინ გაგიკეთა და წინასწარ თუ გყავდა აყვანილი ექიმი? ამ თანხაში სპინალურიც შედიოდა?

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 17:34
ქინქლა
მადლობაsmile.gif საშა ფალავანდიშვილმა გამიკეთა, მაგრამ აყვანილი არ მყავდა. მორიგე ბრიგადამ გააკეთა. ყველაფერი ამ თანხაში შევიდა
* * *
ხო, დამავიწყდა. იქ რომ ვიყავით, აკურთხეს სამშობიარო და მამაომ დაგვლოცაsmile.gif

Posted by: kvatunia24 11 Feb 2013, 11:42
ხუთშაბათს ვიმშობიარე ახალ სიცოცხლეში, აყვანილი მყავდა მამუკა ნემსაძე რომლისაც ვარ უუუზომოდ კმაყოფილი, ასევე ძალიან დადებითი შეფასება ჩემგან პერსონალს და პირობებს, უზომოდ ყურადღებიანი იყო ყველა, ექიმიდან დაწყებული უბრალო სანიტრით დამთავრებული, ოთახები სუფთავდებოდა დღეში ორ სამჯერ, ვანა ტუალეტს უფრო ხშირად ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ, ყველა დაძახებაზე და ზარის დარეკვაზე იმ წუთასი იქ ჩნდებოდნენ ექთნები, დილა საღამოს სიცხეს და წნევას გვიზომავდნენ აუცილებლად, მკერდს გვიმოწმედნენ, თუ რომელიმე დედას უჭირდა ჭმევა და ბავშვის გაღვიძება მოდიოდ ექთანი და ეხმარებოდა,ერთადერთი რითიც უკმაყოფილო ვარ ეს იყო უჰაერობა, იმის გამო რომ ბავშვები პალატიდან არ გაყავდათ (ახალი წესიაო და ბავშვი დედასთან უნდა იყოს სულო, მარტო ნაკეისრალების ბავშვები გაყავდათ) ფანჯარას არ გვაღებინებდნენ და დავუხრჩვით რასაც ქვია სიცხისგან და უჯანგბადობისგან, ეს დავუწერე პრეტენზიებში იმედია გაითვალისწინებენ, დანარჩენი იმდენად კარგად მახსენდება ყველაფერი რომ იმ სამ დღიან უჰაერობას როგორმე გადავიტან, ხო კიდე ერთი საწოლები იყო ცოტა მოუხერხებელი ვინც ბუნებრივად ვიმშობიარედ იმათთვის კიდე არაუშავს და ნაკეისრალები როგორ იწვნენ არ ვიცი.. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ ძალიან, პირველ რიგში მამუკათი იმიტომ რომ ის რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა მომივიდოდა, ძალიან დამეხმარა.

Posted by: tekco777 11 Feb 2013, 21:06
გაგუას კლინიკასე რას ფიქრობთ??ვინც იმშობიარეთ გაგუაში კმაყოფილები ხართ? და დათოსე რას ფიქრობთ თუ აგიყვანიათ??

Posted by: chiamaiaano 11 Feb 2013, 22:22
გოგოები ჩაჩავაში იმშობიარეთ ვინმემ?პერსონალის ყურადღებით როგორი კმაყოფილი ხართ?

Posted by: ლილეკა 12 Feb 2013, 10:55
kvatunia24
ამომწურავი ინფორმაციაა მამუკაზე და ახალ სიცოცხლეზე smile.gif და ფასებიც რო დაწერო ფიზიოლოგიური მშობიარობა რა ღირს და მამუკას აყვანა მგონი 500 ლარი ხო? გაუტკივარება არ გაგიკეთებია?

Posted by: მარიამი 12 Feb 2013, 12:15
tekco777
გაგუა როცა ავიყვანე, მაშინ იდეალურად ჩაიარა ჩემმა მშობიარობამ. თვითონ გაგუა ესწრებოდა და მითითებებს მაძლევდა. 1 პატარა ნახეთქი მქონდა, მეტი არაფერი პრობლემა. მეორეზე არ ამიყვანია. კი მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, როცა მივალ, მერეც შეიძლება მოვითხოვო-თქო და თურმე ვერ მოგართვეს. მერე აღარ გამოიძახეს. არ ვიცი დამთხვევაა თუ არა, მაგრამ საშინელი მშობიარობა მქონდა მეორე. არც გაუტკივარება გამიკეთეს წესიერად, მშობიარობისას ხომ ბოლომდე ჩამხიეს. თუ ისევ გაგუაში გადავწყვიტე მშობიარობა, აუცილებლად გაგუას ავიყვან.

Posted by: madinka 12 Feb 2013, 14:53
tekco777
მე საკეისრო გავიკეთე გაგუაში აყვანილი მყავდა ვახო ბარკალაია..2 წუთში გაკვეთა და ამოიყვანა ბავშვი..ძალიან ძლიერია,ჩემი ბიძაშვილების ცოლებიც მაგასთან იყვნენ და იმათი რეკომენდაციით მივედი და მართლაც კარგი აღმოჩნდა...ჯერ ანესთეზიოლოგი იყო საოცრება,ხერხემალში ისე გამიკეთა ნემსი (პანიკურად მეშინია ნემსის !!!) მართლა დავიფიცებ რომ ჩხვლეტაც არ მიგრძვნია! თუ შეიძლებოდა ეგრე ინექციის გაკეთება სადმე ვერ წარმომედგინა! მერე პალატებში ყოველ დილას დადიოდა გაგუა და ყველას სათითაოდ ეკითხებოდა მდგომარეობას..ყოველდღე სიცხეს გვიზომავდნენ,მე პირადად ბავშვის ჭმევა მიჭირდა ძალიან,ვერ წოვდა ცუდი თავები მქონდა და თან ნაკეისრალი ზარმაცი იყო და ექთნები ზედ გადამყვნენ რასაც ქვია,მთელი საათი მეჯდნენ და წვალობდნენ რომ როგორმე ბავშვს მოეწოვა...მორიგეობა რომ ეცვლებოდათ შემდეგ მორიგეს აფრთხილბდნენ რომ ამის ბავშვი ვერ ჭამს და მიეხმარეთო და ასე ვიყავით მთელი 4 დღე...მერე სილიკონის თავი ვიყიდე და იმით მოერია smile.gif ეხლა უმაგისოდაც მიირთმევს.მოკლედ რავიცი მე კმაყოფილი ვარ...შემდეგს ისევ მანდ და ისევ იმ ექიმთან გავიკეთებ.

Posted by: drozera 12 Feb 2013, 15:11
madinka
აუ მადი, შენ არ იცი, როგორ დამეხმარა შენი ეს პოსტი ეხლა. მეც გაგუაში ვფიქრობ მშობიარობას, ჩემმა ბიძაშვილმა და ორმა დაქალმა მანდ გააჩინა სხვადასხვა დროს, მაგრამ სამივე ძალიან კმაყოფილია დღემდე და ძალიან მიქებენ გაგუას.
ბარკალაია ფიზიოლოგიურზეც ძლიერია? ექიმი ჯერ არ გადამიწყვეტია, გაგუას და ყანდარაშვილს შორის ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია.
QUOTE
ჯერ ანესთეზიოლოგი იყო საოცრება,ხერხემალში ისე გამიკეთა ნემსი (პანიკურად მეშინია ნემსის !!!) მართლა დავიფიცებ რომ ჩხვლეტაც არ მიგრძვნია! თუ შეიძლებოდა ეგრე ინექციის გაკეთება სადმე ვერ წარმომედგინა!

bis.gif bis.gif უუფ, ნეტავ მეც მასე გამიკეთონ რა იქნება, სულ იმის შიში მაქვს, რომ გაკეთების დროს გავტოკდები და ცუდად არ გამიკეთონ მერე biggrin.gif

Posted by: ninia84 12 Feb 2013, 15:14
drozera
ცუდად არა, საერთოდ ვერ გაგიკეთებენ და თავიდან მოგიწევს ჩხვლეტის ატანაsmile.gif

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 15:19
drozera
QUOTE
ყანდარაშვილს

ეს არ გინდა რა biggrin.gifჩემს გარშმო მართლა ყველა კმაყოფილია გაგუასი smile.gif

Posted by: drozera 12 Feb 2013, 15:52
ninia84
QUOTE
ცუდად არა, საერთოდ ვერ გაგიკეთებენ და თავიდან მოგიწევს ჩხვლეტის ატანა

უუფ, შენც დამამშვიდე რა biggrin.gif biggrin.gif

blblbl
QUOTE
ეს არ გინდა რა ჩემს გარშმო მართლა ყველა კმაყოფილია გაგუასი

რათა? რაღაც შემთხვევა რომ იყო? თუ ის მაგის ნათესავზე იყო, თელავში რომ მუშაობს?


Posted by: Dido 12 Feb 2013, 15:53
ერთი კითხვა მაქვს და გამოცდილებმა დაწერეთ რა smile.gif
ერთადგილიან პალატას რო ავიღებ წინა სამშობიარო პალატაშიც მარტო მე ვიქნები და ერთი ოჯახის წევრის შეყვანის უფლებაც მექნება ხო? ჩაჩავაში ვაპირებ.

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 15:53
drozera
მაგას და იმ თელაველ ნათესავს საკეისროები უტვართ ამით არიან ცნობილები,ავთოსთან თელავში ლამის აღარავინ მიდის ყველას საკეისროს უკეთებს lol.gif

Posted by: natia2203 12 Feb 2013, 16:02
Dido
ჩაჩავაში მნიშნველობა არ აქვს რა პალატას აიღებ, წინასამშობიარო პალატა სხვაა და არჩეულ პალატაში მშობიარობის შემდეგ გადახვალ. წინასამშობიარო პალატაში როგორც დაემთხვევა ისე იქნები, თუ ძალიან ბევრი ხალხი იყო შეიძლება ვინმესთან ერთად იყო, ისე უფრო სათითაოდ ანაწილებენ. ანუ 4 კაციანს აიღებ პალატას თუ 1 კაციანს, წინასამშობიარო პალატაზე არ მოქმედებს, არც ბლოკზე smile.gif

Posted by: Dido 12 Feb 2013, 16:10
natia2203
QUOTE
ანუ 4 კაციანს აიღებ პალატას თუ 1 კაციანს, წინასამშობიარო პალატაზე არ მოქმედებს, არც ბლოკზე

ვაი რა ცუდია sad.gif ე.ი. 7 წლის წინ როგორც იყო იგივეა ახლაც sad.gif თავიდან რო შევედი მარტო ვიყავი და მერე 5 მშობიარე შემოგვემატა biggrin.gif მე მინდა რომ ერთკაციანი წინასამშობიარო პალატა იყოს და იქვე ვიმშობიარო, არანაირი ბლოკი და მაიმუნობა მაგრამ როგორც ჩანს ჩაჩავაში არ ხდება მასე sad.gif რო მივალ უნდა გამოვკითხო ეს ამბავი კარგად. თუ ასე იქნება რა გაეწყობა ვიქნები სხვებთან ერთად ოღონდ დედა უნდა შევაყვანინო yes.gif

Posted by: mainc 12 Feb 2013, 16:24
ასეთი რამ მაინტერესებს user.gif
რომ იმშობიარებ, ჩვეულებრივად დგები მერე იმ სკამიდან და შენით მიდიხარ პალატაში?
თუ გადასაადგილებელ საწოლზე გადაყავხარ და პალატაში ისე მიდიხარ?
თუ ასეა რამდენ ხანში დგები ფეხზე?

Posted by: anuka2009 12 Feb 2013, 16:31
mainc

ჩაჩავაში მოყავდათ ეტლით.

Posted by: ninia84 12 Feb 2013, 16:39
drozera
QUOTE
უუფ, შენც დამამშვიდე რა biggrin.gif biggrin.gif

მეხერხება ხოლმე ხანდახან biggrin.gif

Posted by: natia2203 12 Feb 2013, 16:45
Dido
ეხლა უკვე შეგიძლია რომ ბლოკში აღარ გახვიდე და წინასამშობიარო პალატაში იმშობიარო.

Posted by: Dido 12 Feb 2013, 17:05
natia2203
QUOTE
ეხლა უკვე შეგიძლია რომ ბლოკში აღარ გახვიდე და წინასამშობიარო პალატაში იმშობიარო.

თუ იქ ჩემს გარდა კიდევ 4 მუცელატკივებული ქალი იქნა როგორ? biggrin.gif
* * *
mainc
QUOTE
თუ გადასაადგილებელ საწოლზე გადაყავხარ და პალატაში ისე მიდიხარ?
თუ ასეა რამდენ ხანში დგები ფეხზე?

მე მახსოვს არ ამაყენეს, გორგოლაჭებიან საწოლზე გადამაწვინეს და იმით შემაგორეს პალატაში სადაც ასევე საწოლზე გადამაწვინეს ნელნელა ჩემი დახმარებით. მერე უკვე მალევე მოვიდნენ და მითხრეს ნელა გაიარე თავბრუ თუ არ გეხვევა მაშინ წადიო და იმის მერე დავდიოდი ჩვეულებრივ. საკეისროიანებზე ცოტა სხვანაირად არის ხოლმე.

Posted by: Tamarella 12 Feb 2013, 17:40
Dido
კი. ბლოკშიც მარტო იქნები. ჩაჩავაში ასეა. მე ვიყავი ერთკაციანში. 1450 იანში და ბლოკშიც მარტო ვიყავი. იქეთ იყო კიდე ბევრადგილიანი ბლოკი.
natia2203
QUOTE
ანუ 4 კაციანს აიღებ პალატას თუ 1 კაციანს, წინასამშობიარო პალატაზე არ მოქმედებს, არც ბლოკზე

ეხლა ვიმშობიარე 25 ში და მასე არაა. რო ვიკითხე ბლოკში ცალკე ვიქნებოდი თუ არა მითხრეს კიო, ლუქსი გაქვს აღებულიო და ცალკე იქნებიო.
Dido
QUOTE
მე მინდა რომ ერთკაციანი წინასამშობიარო პალატა იყოს და იქვე ვიმშობიარო,

ზუსტად მასე ვიყავი. ცალკე ოთახი იყო, იდგა საწოლი და კიდე სამშობიარო "გრესლო". ბურთი და ეგეთები და ქმრის აყვანის უფლებაც მომცეს. მოკლედ ერთკაციანი იყო! დედასაც შეიყვან თუ ერთკაციანს აიღებ. ქვემოთ მიმღებში ხელს მოაწერიებენ დედაშენს თანხმობაზე, მერე აფთიაქში გაუშვებენ და ხალათს და პირბადეს აყიდიებენ რომელიც 5 ლარი დაუჯდება და ამოგყვება.
mainc
QUOTE
რომ იმშობიარებ, ჩვეულებრივად დგები მერე იმ სკამიდან და შენით მიდიხარ პალატაში?
თუ გადასაადგილებელ საწოლზე გადაყავხარ და პალატაში ისე მიდიხარ?
თუ ასეა რამდენ ხანში დგები ფეხზე?

მე ეგრევე ავდექი ფეხზე და სამშობიარო სკამიდან ჩემით გადავედი საწოლზე და მერე ბავშვითაც ჩემით გამოვდიოდი მარა ექთანი გამომეკიდა და სკამზე უნდა დაჯდე ისე არ შეიძლება მომხსინიანო biggrin.gif და მოკლედ პალატამდე გამაგორეს. ასე რომ ჩაჩავაში ეტლით გაგაგორებენ.
Dido
QUOTE
თუ იქ ჩემს გარდა კიდევ 4 მუცელატკივებული ქალი იქნა როგორ? 

ვაიმე ამ პირობებში ალბათ გარეკავ ადამიანი. გარედან მაინც ისმოდა ყვირილი და ძალიან ცუდად ვხდებოდი..

Posted by: Dido 12 Feb 2013, 17:51
Tamarella
QUOTE
კი. ბლოკშიც მარტო იქნები. ჩაჩავაში ასეა. მე ვიყავი ერთკაციანში. 1450 იანში და ბლოკშიც მარტო ვიყავი. იქეთ იყო კიდე ბევრადგილიანი ბლოკი.

გაიხარე შენ. დიდი მადლობა 2kiss.gif up.gif

Posted by: mainc 12 Feb 2013, 18:00
Tamarella
Dido
anuka2009
მადლობა ინფოსთვის

QUOTE
ჩაჩავაში ეტლით გაგაგორებენ.

მე არ ვაპირებ ჩაჩავას, ჯანმრთელობის სახლია გეგმაში.

ჯანსახლში ნეტა როგორ არის, ვინც ბოლო დროს იმშობიარეთ, დაწერეთ,რა : )
pravinia tamusinka მგონი თქვენ იმშობიარეთ მანდ?

Posted by: madinka 12 Feb 2013, 19:00
drozera
QUOTE
madinka
აუ მადი, შენ არ იცი, როგორ დამეხმარა შენი ეს პოსტი ეხლა. მეც გაგუაში ვფიქრობ მშობიარობას, ჩემმა ბიძაშვილმა და ორმა დაქალმა მანდ გააჩინა სხვადასხვა დროს, მაგრამ სამივე ძალიან კმაყოფილია დღემდე და ძალიან მიქებენ გაგუას.
ბარკალაია ფიზიოლოგიურზეც ძლიერია? ექიმი ჯერ არ გადამიწყვეტია, გაგუას და ყანდარაშვილს შორის ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია.
QUOTE
ჯერ ანესთეზიოლოგი იყო საოცრება,ხერხემალში ისე გამიკეთა ნემსი (პანიკურად მეშინია ნემსის !!!) მართლა დავიფიცებ რომ ჩხვლეტაც არ მიგრძვნია! თუ შეიძლებოდა ეგრე ინექციის გაკეთება სადმე ვერ წარმომედგინა!

bis.gif bis.gif უუფ, ნეტავ მეც მასე გამიკეთონ რა იქნება, სულ იმის შიში მაქვს, რომ გაკეთების დროს გავტოკდები და ცუდად არ გამიკეთონ მერე biggrin.gif

თვითონ გაგუაც რომ ძლიერია ნამდვილად ვიცი და ეგ ყანდარაშვილი არ გამიგია ვერაფერს გეტყვი...ბარკალაია ფიზიოლოგიურზე არ მინახავს და არ ვიცი..თუმცა საკეისროზე რომ ასეთი კარგია ფიზიოლოგიურზე ცუდი რატო იქნება რავიცი...smile.gif დედაჩემმა ჩემზე რომ იმშობიარა სოხუმში,ბარკალაიას მამა იყო იქ განყოფილების გამგე თურმე.ხოდა ბიძაჩემიც იცნობს თან და სხვასთან არც მიფიქრია ამიტომ..და ზეკმაყოფილი ვარ მაგ კაცის...ანესთეზიოლოგის სახელიც ვიცოდი და დამავიწყდა.ახალგაზრდა ბიჭია მაგრამ ძალიან მსუბუქი ხელი აქვს.
* * *
უი აი საიტზე ვნახე ანესთეზიოლოგი ლაშა ფირცხალავა. smile.gif http://gaguaclinic.ge/index.php?id_pages=24

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 21:04
QUOTE
მერე აფთიაქში გაუშვებენ და ხალათს და პირბადეს აყიდიებენ რომელიც 5 ლარი დაუჯდება

სირცხვილია უბრალოდ და მეტი არაფერი ,ამხელა ფასს იხდი და ესეც არ აქვთ ტAვისი biggrin.gif

ამაზე ნაკელბი ჯდება სხვა სამშობიარო,ხალათს ბახილებს და ქუდს იქვე გაძლევენ არანაირ ფულს არ იხდი,არაა წესი უბრალოდ ეს ყველა საავადმყოფოს მომსახურებაში შედის თითქმის და ისეტ კლინიკას როგორიც ჩაჩავაა უბრალოდ არ ეკადრება

Posted by: Tamarella 12 Feb 2013, 22:06
blblbl
QUOTE
სირცხვილია უბრალოდ და მეტი არაფერი ,ამხელა ფასს იხდი და ესეც არ აქვთ ტAვისი

კი! ნამდვილად სირცხვილია! თან ისეთი ხარისხია რო ჩემ ქმარს ტანზე შემოეხა ერთ ორ საათში ჩვეულებრივი მოძრაობების შედეგად. ფეხზე ამოსაცმელსაც რეზინა ერთ-ორ ნაბიჯში გაუწყდა და სუ გაძვრა biggrin.gif

Posted by: Ssalome 15 Feb 2013, 13:33
mainc
ჩემით გავალ თქო ვიქაჩებოდი, მაგრამ ნურას უკაცრავად smile.gif))

გადამაწვინეს საგორავებელ მაგიდაზე და ისე ამიყვანეს პალატაში smile.gif

Posted by: ebi_chan 15 Feb 2013, 14:06
ჩემმა ექიმმა მირჩია ახალ სიცოხლეში თუ აპირებ შეგიძლია ექიმი არც აიყვანოო, იმიტომ რომ ყველა კარგი ყავთ ვინც არ უნდა შეგხვდესო, თუ მაინც გადაწყვეტ თეონა რაღაც გვარი მითხრა ვერ ვიხსენებ, ყველაზე კარგიაო. თუმცა მე მამუკას ვფიქრობ
ჰოდა რას ფირობთ ექიმის აყვანის გარეშე მშოაბიარობაზე? რისკია? ან ვინმეს თუ გიმშობიარიათ ახალ სიცოცხლეში მორიგე ბრიგადასთან რამდენად კმაყოფილები ხართ?

Posted by: blblbl 15 Feb 2013, 14:15


ebi_chan
ჩემი აზრით ნამდვილად არაა რისკი smile.gif ღმერთმა არ ქნას და რამე გართულება რომ იყოს,მაინც ყველა თავზე გეხვევა.ისე როგორც გოგოები წერენ მამუკა გაუტკივარებას არ აკეთებს,ამიტომ თუ აპირებ გაკეთებას მგონი სხვა სჯობს აიყვანო თუ აიყვან.

Posted by: makavel1 15 Feb 2013, 14:19
ebi_chan
თეონა ბაღათურია ხომ არ გითხრა?

Posted by: pravinia 15 Feb 2013, 14:21
mainc


ბორბლებიან საკაცეზე გადაგაწვენენ და ისე გაგიყვანენ, არ მგონია ამ დროს ვინმემ ფეხზე წამოგაყენოს smile.gif

Posted by: Princess 15 Feb 2013, 14:26
Dido
მარტო ვიყავი წინასამშობიარო პალატაში, ვიმშობიარე შარშან მარტში. თუ გინდა ვინმეს შენიანს აიყვან და შენთან იქნება, სანამ ბლოკში გადაგიყვანენ. მე არ მინდოდა და მარტო ვიყავი ))) უცებ შევავსე კითხვარიც, ერთი სული მქონდა როდის გამიკეთებდნენ საკეისროს, ისე შემაწუხა ორსულობამ , ბოლოს უკვე ძალიან ცუდად ვიყავი.

Posted by: mainc 15 Feb 2013, 19:20
Ssalome
pravinia
მადლობა kiss.gif

Posted by: an apple 15 Feb 2013, 19:26
Ssalome
მე ჩემით გავედი, ეპიდურალური მქონდა გაკეთებული და მაინც მშვენივრად დავდიოდი biggrin.gif
ebi_chan
მე ვიმშობიარე და კმაყოფილი ვარ. ექიმი რომ ამეყვანა, ძალიან ვინერვიულებდი, ჩემი აზრით, ტყუილად გადავყრიდი ფულს. მე ადვილი მშობიარობაც მქონდა პრინციპში.

Posted by: ebi_chan 15 Feb 2013, 20:21
makavel1
QUOTE
თეონა ბაღათურია ხომ არ გითხრა?

მგონი კი

an apple
blblbl
ძალიან კარგი
მამაჩემსაც ვაკითხინებ ჯანდაცვაში და თან ზაფხულამდე დიდი დროა, ვნახოთ რა როგორ იქნება smile.gif

Posted by: Liluu85 19 Feb 2013, 20:58
ebi_chan
მეც ეხლა არჩევანი მაქვს ან ავიყვანო ან არა. უფრო ვფიქრობ რომ არ ავიყვან, მაგრამ თუ ავიყვან მამუკას არა, უფრო ნოდარ ზალდასტანიშვილს. მამუკა როგორც მე გავიგე ძალიან პოპულარულია, და ერთდროულად შეიზლება 10 ორსული ჰყავდეს, და ფიზიკურად ვერ მოგაქცევს 500 ლარის ყურადღებას... ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს როცა ან საკეისროს იკეთებ ან ღმერთმა არ ქნას და რამე გართულება გექნება და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. და ამ შემთხვევაში ვეთანხმები blblbl-ს რომ ისედაც ყველა შენთან იქნება.
ჩემმა გინეკოლოგმაც მირჩია ახალი სიცოცხლე და ან ნოდარიო, ან თამრიკო მაჩიტიძე. მაგრამო ყველა ძალიან კარგები ჰყავთ. აქაური გოგოებიც მეუბნებოდნენ ვინც არ აიყვანა რომ ყველა ექიმი ძალინ მაგარიაოsmile.gif
მე ჯერ ვფიქრობ. თუ სადაზღვეო ამინაზღაურებს ექიმს, მაშინ ალბათ ნოდარს ავიყვან მაინც. თუ არა მაშინ დავფიქრდები.

Posted by: nusa 19 Feb 2013, 21:39
მე არ ამიყვანია ექიმი. ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად.
შედეგად მივიღე უყურადღებობა. მშობიარობის მერე არცერთ ექიმს არ მოვუკითხივარ.

Posted by: CAMPOLINA 19 Feb 2013, 21:45
Liluu85
მე ღუდუშაურში ვიმშობიარე არ ვიცი მამუკას რამდენი პაციენტი ყავს მარა ყურადღება რომ არ დაუკლია არც მას და არც სხვა მომსახურე პერსონალს ფაქტიაsmile.gif სხვას არ ვიცი როგორ ყურადღებას აქცევდნენ მარა მე საწუწუნო არაფერი მაქვს. ოღონდ მე საკეისრო გამიკეთდა.

Posted by: chiamaiaano 19 Feb 2013, 21:47
QUOTE (ebi_chan @ 15 Feb 2013, 14:06 )
ჩემმა ექიმმა მირჩია ახალ სიცოხლეში თუ აპირებ შეგიძლია ექიმი არც აიყვანოო, იმიტომ რომ ყველა კარგი ყავთ ვინც არ უნდა შეგხვდესო, თუ მაინც გადაწყვეტ თეონა რაღაც გვარი მითხრა ვერ ვიხსენებ, ყველაზე კარგიაო. თუმცა მე მამუკას ვფიქრობ
ჰოდა რას ფირობთ ექიმის აყვანის გარეშე მშოაბიარობაზე? რისკია? ან ვინმეს თუ გიმშობიარიათ ახალ სიცოცხლეში მორიგე ბრიგადასთან რამდენად კმაყოფილები ხართ?

ახალი სიცოცხლის საიტი ხმ არ იცი?

Posted by: nusa 19 Feb 2013, 21:53
chiamaiaano
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94/249163565190050?ref=ts&fref=ts

Posted by: chiamaiaano 19 Feb 2013, 22:04
QUOTE (nusa @ 19 Feb 2013, 21:53 )
chiamaiaano
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94/249163565190050?ref=ts&fref=ts

მადლობა:* და აქ მშობიარობაზე ქმრის დასწრება შეიძლება???

Posted by: niniko_022 19 Feb 2013, 23:17
ორივე ბავშვი გაგუაში გავაჩინე და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. პირველზე არავინ ამიყავანია მეორეზე თინა გაგუა ავიყვანე. მესამე ბავშვი თუ კიდევ გავაჩინე ისევ მანდ მივალ მე პირადად უკმაყოფილო არ წამოვსულვარ მანდედან ანესტეზია კაკომ გამიკეთა ვერაფერი ვერ გავიგე.

Posted by: makavel1 20 Feb 2013, 00:37
ebi_chan
თეონა ძაან მაგარია მართლა, საკეისროშიც და ფიზიოლოგიურზეც ვაფშე მაგის მამამთილისაა ეგ კლინიკა. მარა საწოლები აქვთ კოშმარი.

Posted by: natia2203 20 Feb 2013, 09:17
nusa
მშOბიარობის შემდეგ შეიძლება აყვანილ ექიმსაც არ მოეკითხე smile.gifუფრო სწორედ აყვანაზე არაა დამოკიდებული მშობიარობის შემდგომი ყურადღება

Posted by: nusa 20 Feb 2013, 11:15
natia2203
არ ვიცი, სხვა გამოცდილება არ მქონია. smile.gif

Posted by: Liluu85 20 Feb 2013, 11:29
nusa
სად იმშობიარე?

CAMPOLINA
საკეისროზე სხვა სიტუაციაა, იმიტომ რომ აყვანილი ექიმი გიკეთებს ოპერაციას. და ფიზიოლოგიურის დროს როგორც მე ვიცი შენთან არ იჯდება, უფრო ბებიაქალზეა დამოკიდებული შენი მშობიარობა, მაგას უსმენ.

Posted by: nusa 20 Feb 2013, 12:06
Liluu85
II სამშობიაროში, რომელიც მალევე დაიხურა და გადავიდა დიღომში - ვვარაუდობ იგივე ახალი სიცოცხლეა.

Posted by: Liluu85 20 Feb 2013, 12:37
nusa
რამდენადაც ვიცი, ახალ სიცოცხლეში მუშაობენ ექიმები ღუდუშაურიდან და მეორე სამშობიაროდან. მაგრამ ჯერ ჯერობით არ მსმენია ცუდი გამოხმაურება ან მოვლის ან სისუფთავის შესახებsmile.gif თან უმეტესობას არ ჰყავდა აყვანილი ექიმი. ასე რომ არ ვიცი...

Posted by: nusa 20 Feb 2013, 13:00
ახალ სამშობიაროში რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, მხოლოდ აქ მესმის რომ ყველა კმაყოფილია, რაც ძალიან მახარებს. smile.gif
ის საშინელი II სამშობიარო რომ აღარ არ სებობს ეგეც მიხარია. smile.gif სამოცდაათიანი წლების გარემო და ინვენტარი იყო ბლოკში. თუმცა უსუფთაობას ვერ დავწამებ. დღემდე ვებუზღუნები ჩემს მეგობარს, რომელმაც მანდ მისვლა მირჩია. : (
იყო ბევერი რამ რაზეც განაწყენებული წამოვედი იქიდან და ერთ-ერთი ექიმების უყურადღებობა იყო.
კრუსუნით რომ დავდიოდი (ნაკერები მტკიოდა) თანაპალატელის ექიმმა გამსინჯა, სულ რომ არაფერ შუაში იყო. გაუკვირდა რომ ვუთხარი ჩემი ექიმი მშბიარობის მერე თვალით არ მინახავსთქო.


Posted by: Liluu85 20 Feb 2013, 13:34
nusa
ძალიან სამწუხაროა რომ მოგიწია ეგეთ პირობებში მშობიარობაsad.gif
იმედია არავის არ დახვდება არსად ეგეთი სიტუაცია. ფულს ვიხდით, თან ცოტას არა, და ყველას გვინდა მივიღოთ შესაბამისი მოვლა და ყურადღება...

Posted by: natika_84 20 Feb 2013, 17:05
შეგიძლიათ მითხრათ ახალი სიცოცხლის ფასები და მამუკას გარდა სხვა ექიმის აკვანა რა ჯდება?

Posted by: kvatunia24 20 Feb 2013, 17:56
მამუკა მყავდა აყვანილი ახალ სიცოცხლეში, იმ დღეს ჩემს გარდა კიდევ ორი მშობიარე ყავდა და არ დაუკლია არც ყურადღება, არც მოფერება და არც გადარბენაზე ყოფილა, დღეში ორჯერ მოდიოდა ღუდუშაურიდან, გვკითხულობდა ორივეს, ერთ პალატაში ვიწექით ორივე მისი პაციენტი, მოგვიკითხავდა შეგვამოწმებდა გვისმენდა ძალიან ყურადღებით და არც ერთი ჩვენი კითხვა არ დაუტოვებია უყურადღებოდ smile.gif დარწმუნებული ვარ ღუდუშაურშიც ბლომად მშობიარე ეყოლებოდა, იმიტომ რომ წინა დღეს იქ ვიყავი კონსულტაციაზე და სამჯერ ჩამოვიყვანე საოპერაციოდან რომ დამჭირდა, არც ერთხელ უარი არ უთქვამს ჩამოსვლაზე და გასინჯვაზე, ასე რომ იმას ვერ იტყვი რახან პოპულარულია და ბევრი პაციენტი ყავს არ მოგაქცევს ყურადღებას და არ ეცლებაო smile.gif ნამდვილად მიღირდა ის 500 ლარი მამუკას აყვანა, გარდა იმისა რომ ძალიან კარგი სპეციალისტია და ძალიან ძლიერი მეანია, არის უზომოდ თბილი ყურადღებიანი და სულ სიცილ სიცილში და ხუმრობაში გამაჩენინა, მიუხედავად იმისა რომ მძიმე მშობიარობა მქონდა და სამშობიაროში მისვლიდან 18 საათში გავაჩინე არ მომშორებია გვერდიდან მართლა, ყოველ 10 წუთში ერთხელ შემოდიოდა და მეკითხებოდა როგორ ვიყავი.

Posted by: ლუნა 20 Feb 2013, 17:58
kvatunia24
QUOTE
ნამდვილად მიღირდა ის 500 ლარი მამუკას აყვანა

მაგარია რა, 500 ლარს ლამის მთელი მშობიარობაში იხდის ზოგი და შენ მარტო ექიმის აყვანა დაგიჯდა ამხელა თანხა.. ძვირია აშკარად..

Posted by: kvatunia24 20 Feb 2013, 19:07
ლუნა
კი ძვირია გეთანხმები მაგრამ ნამდვილად ღირდა ეს 500 ლარი, ძალიან ბევრია დამოკიდებული ექიმის ყურადღებაზე და მოპყრობაზე, განსაკუთრებით იმისთვის ვისაც ჩემსავით მძიმე მშობიარობა ქონდა, არც ისეა საქმე რომ მშობიარობაზე მხოლოდ ბებია ქალია და ის აკეთებს ყველაფერს და აყვანილი ექიმი მხოლოდ ესწრება აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ერევა სიტუაციაში, კიდევ ვამბობ, სანამ ჭინთვები დამეწყებოდა 10 წუთში ერთხელ შემოდიოდა მამუკა და მკითხულობდა, 2 საათში ერთხელ მსინჯავდა და ამოწმებდა ყელის გახსნის პროცესს და ჭინთვები რომ დამეწყო არ მომშორებია გვერდიდან სანამ არ გავაჩინე, უშუალოდ მამუკა მედგა თავზე და მან მიიღო მშობიარობა, ჭიპლარიც თვითონ გადაუჭრა ბავშვს და გაკერვაც და გამოფხეკვაც მამუკამ გააკეთა, არ მიუშვა არავინ smile.gif

Posted by: CAMPOLINA 20 Feb 2013, 20:31
kvatunia24

+100000
მამუკა არის ძალიან კარგი ადამიანი +პროფესიონალი და ეს ორი ერთად განაპირობებს იმას რომ მეც მიღირდა მის აყვანაში გადახდილი 400 ლარი (ღუდუშაურში ასე ღირს). მეორეს თუ დავაპირებ აუცილებლად მასთან მივალ სადაც არ უნდა იყოს biggrin.gif მამუკას დამსახურებაა რომ ღუდუშაური კურორტივით მახსენდება smile.gif))))))))))))

Posted by: anakh 20 Feb 2013, 20:44
CAMPOLINA
kvatunia24
გოგოებო ისე აქებთ მამუკას და სხვებისგანაც მსმენია რომ ისევ მისკენ ვიხრები, არადა ჩაჩავა თითქმის გადავწყვიტე უკვე smile.gif kvatunia24 ახალ სიცოცხლეში პირობები ნორმალურია ხო??

Posted by: kvatunia24 21 Feb 2013, 00:09
CAMPOLINA
ხო აი თუ მეორე კრგუგზე წავალ აუცილებლად თავიდანვე მამუკას ავიყვან აუცილებლად და მანამდე ალბათ ახალ სიცოცხლეშიც გაითვალისწინებენ ჩემს შენიშვნებს და პრეტენზიებს, თუ არა და მამუკას ხათრით იმ სამ დღეს რაც სამშობიაროში უნდა გაატარო როგორმე ავიტან სულ მცირე დისკომფორტს biggrin.gif
anakh
რა არის იცი ? ყველანაირი პირობაა შექმნილი რომ ორსულმა კარგად და მშვიდად იგრძნოს თავი, ერთადერთი რაც არ მომეწონა ბავშვები რომ არ გაყავდათ საერთოდ და ამის გამო ფანჯრებს არ გვაღებინებდნენ და დავიხუთეთ უჰაერობისგან, თორემ დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტურად, დაწყებული ექიმების და ექთნების ყურადღებიდან, კვებიდან, დამთავრებული პირობებით ყველაფრით კმაყოფილი ვარ, იყო სისუფთავე, სიმშვიდე, სრული კომფორტი, პალატებში ვანა ტუალეტი, რომელიც დღეში რამდენჯერმე ლაგდებოდა, ოთახებს გვისუფთავებდნენ სველი წესით დღეში 2 ჯერ, კვება ნორმალური იყო, ნოყიერი და მსუბუქი, პერსონალი ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ყველა გიღიმის, გეფერება smile.gif მე მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით..

Posted by: Liluu85 21 Feb 2013, 10:35
kvatunia24
ძალიან კარგია რომ შენ ყველაფერი მოგეწონა და გიღირდაsmile.gif მე დაზღვევა მაქვს და თანხის პრობლემა არ მაქვს ნამდვილად, ექიმის აყვანაც მინაზღაურდება. უბრალოდ ჩემი აზრით 10 წუთში შესვლა, და 2 საათში შემოწმება ცოტაა ამ 500 ლარისთვის, გამიკვირდა რომ მითხარი თვითონ გამშობიარა და მიიღო ბავშვი იმიტომ რომ ბევრისგან მსმენია რომ 5 წუთით შემოიხედა ნახა რომ კარგად არის ყველაფერი და გავიდა.
მე ალბათ ავიყვან ექიმს მაგრამ არა მამუკას.

Posted by: kvatunia24 21 Feb 2013, 12:26
Liluu85
დამიჯერე ნამდვილად არ არის ცოტა, რა უნდა გაგიკეთოს ექიმმა სანამ ჭინთვები დაგეწყება იმ დროს ბლოკში? დედა მედგა თავზე და ბებია ქალებიც იქვე იყვნენ, ექთნებიც და საკმარისი იყო დამეძახა მამუკასთვის მოყავდათ ეგრევე, 2 საათში ერთხელ შემოდიოდა სანამ ჭინთვები დამეწყებოდა და მსინჯავდა ყელი იხსნებოდა თუ არა აბა მართლა თავთან ხომ არ დამიჯდებოდა რა უნა ექნა? როგორც კი დამაჩქარებელი დამიმდგეს და ტკივილები მომემატა უკვე აღარ გასულა არსად, დამიდგა თავთან და მიხსნიდა რა უნდა მექნა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი რომ ნაკლებად მტკენოდა და არ გამჭირვებოდა გაჩენა. როცა ქალი პირველად მშობიარობს დამიჯერე ძალიან ბევრს ნიშნავს ექიმი, მამუკა რომ არ ყოფილიყო და მარტო ბებია ქალი ყოფილიყო იქ შეიძლებოდა ჩაჭრა დამჭირვებოდა ან ჩავხეულიყავი smile.gif ნამდვილად ღირს ექიმის აყვანა არა მარტო შენი უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის, ბავშვისთვისაც...

* * *
ნამდვილად არ ყოფილა ასე, 5 წუთით შემოდიოდა კი არა სანამ ყველაფერს არ გამოგვკითხავდა და კარგად არ მოგვისმენდა მანამდე არ გადიოდა...

Posted by: natia2203 21 Feb 2013, 12:39
kvatunia24
თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდებული როგორ ყურადღებას მოგაქცევს. სულ არ ამიყვანია დარახველიძე, მაგრამ მშობიარობა რომ დამეწყო და მივედი მაგისი მორიგეობა იყო და 10 წუთში ერთხელ მსინჯავდა, და მშობიარობითაც მამშობიარა, და ისეთ ყურადღებას მაქცევდა რომ არა მგონია აყვანილი რომ მყოლოდა რაიმე ამისაგან განსაკუთრებულს იზავდა.
მეორე ორსულობაზეც არ ამიყვანია ექიმი და სხვა შემხვდა მაშინ და მეორეზეც მშვენივრად მომაქციეს ყურადღება. ადვილი მშობიარობები მქონდა მაგრამ რომ გართულებულიყო არა მგონია ან დარახველიძე, და ან ის მეორე მეანი გაქცეულიყვნენ, იმიტომ რომ აყვანის ფული არ მქონდა გადახდილი.
ისე დაზღვევა ექიმის აყვანასაც მიფარავდა მაგრამ მე აყვანა უფრო არ მინდოდა იმიტომ რომ რადგან აყვანილი მეყოლებოდა სანამ არ მოვიდოდა ჩემი ექიმი დალოდებას დაუწყებდნენ და უფრო არავინ მომხედავდა. მე კიდე ისეთი სწრაფი მშობიარობები მაქვს სამშობიარომდე ძლივს ვაღწევ biggrin.gif

Posted by: SPC 21 Feb 2013, 12:43
ჩაჩავა არ არის ჩემი დაზღვევის პროვაიდერი და წინასწარ რამე ხარჯთაღრიცხვა უნდა მივიტანო, ან როგორ მიმდინარეობს ეგ პროცეის ხომ არ იცით ვინმემ?




Posted by: kvatunia24 21 Feb 2013, 12:52
natia2203
რა თქმა უნდა, მაგაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ რომ არ ამეყვანა და ისე დამთხვეოდა მამუკას მორიგეობა მაშინაც ასე ყურადღებით მომექცეოდა, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია ამას მარტო მე არ ვამბობ და არც ჩემი ნათესავია, ამ ორი თვის წინ ვნახე პირველად biggrin.gif
კარგია ადვილი მშობიარობა რომ გაქვს და ასე მალ მალე აჩენ, მე ისე დავიტანჯე 24 საათიანი ყელის გახსნის პროცესით რომ ბოლოს უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი ოღონდ მალე დასრულებულიყო ეს კოშმარი smile.gif

Posted by: Liluu85 21 Feb 2013, 13:20
SPC
მე პსპ-ში ვარ დაზღვეული და გუშინ ვკითხე არაპროვაიდერ კლინიკაში როგორ უნდა მოვიქცე. მითხრეს რომ იქ გადავიხდი და სადაზღვეოში მივუტან: ფორმა 100, ანგარიშ ფაქტურას თავისი ჩეკებით, პირადობას და სადაზღვეო ბარათსsmile.gif

Posted by: natia2203 21 Feb 2013, 13:27
SPC
წინასწარ არა, გადაიხდი ჩვეულებრივად და მერე ფორმა 100ს , ხარჯთაღრიცხვას და გადახდის ქვითრებს გამოართმევ სამშობიაროს და მიიტან სადაზღვევოში და ჩAგირიცხავენ თანხას

Posted by: SPC 21 Feb 2013, 15:22
Liluu85
natia2203
აჰა ანუ მშობიარობის მერე რომ მივიდე არაა არანაირი პრობლემა ხო?
ხარჯთაღრიცხვა ეს ზუსტად არვიცი რა არის, ანუ ქვითარი და გადახდის ორდერი ფიგურირებდე აქამდე biggrin.gif და ამ ხარჯთაღრიცხვას სალაროში მომცემენ?

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 15:50
გაცოფებული ვარ!!!!! იმედია ჩემს თანამშრომელს და მის პაწიას ყველაფერი კარგად ექნება მაგრამ როგორც კი დაწყნარდება და გაირკვევა ყველაფერი, მაქსიმალურს ვიზავ რო დავითანხმო გაგუას უჩივლოს და საერთოდ დააკარგვინოს ექიმის ლიცენზია!!!!!!!!! ეს ნაგავი კაცი! ძალიან დიდი ბოდიში ვინც მასთან აპირებთ მშობიარობას მაგრამ ეს ფულზე დაღორებული კაცი უკვე ყველაფერს კადრულობს და ფეხებზე კიდია შედეგები

Posted by: tamar1586 21 Feb 2013, 15:51
ქინქლა
QUOTE
გაცოფებული ვარ!!!!! იმედია ჩემს თანამშრომელს და მის პაწიას ყველაფერი კარგად ექნება მაგრამ როგორც კი დაწყნარდება და გაირკვევა ყველაფერი, მაქსიმალურს ვიზავ რო დავითანხმო გაგუას უჩივლოს და საერთოდ დააკარგვინოს ექიმის ლიცენზია!!!!!!!!! ეს ნაგავი კაცი! ძალიან დიდი ბოდიში ვინც მასთან აპირებთ მშობიარობას მაგრამ ეს ფულზე დაღორებული კაცი უკვე ყველაფერს კადრულობს და ფეხებზე კიდია შედეგები

sad.gif
რა მოხდა?

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 15:54
tamar1586
ადრეც დავწერე ამ გოგოზე, საკეისრო გაიკეთა პრიველი და ჭრილობაში რაღაც დრენაჟის მაგვარი თუ რაღაც კაფსულა ჩაუტოვა გაგუამ; მეორეზეა ეხლა ორსულად და ეხლაღა აღმოაჩინა; თავიდან ამშვიდებდნენ რომ არაფერია საშვილოსნოს გარეთააო მაგრამ ეხლა უკვე აღმოჩნდა რომ ბავშვთან ერთად ეს კაფსულაც იზრდება და გინეკოლოგს, ქეთი შანიძეს უთქვამს, ჯობია მოიშორო ბავშვიო. sad.gif( საშინელ დღეშია გოგო ლამის ნერვიულობაზე მოეშალა მუცელი. იმედია გადაარჩენს ბავშვს. მაგრამ გაგუას ეს რო არ შერჩება ამის პირობას მე გაძლევთ

Posted by: Dido 21 Feb 2013, 15:56
ქინქლა
QUOTE
ქეთი შანიძეს უთქვამს, ჯობია მოიშორო ბავშვიო.

ვაიმეე sad.gif ხოო მახსოვს რო დაწერე ეს ამბავი sad.gif რამდენი კვირისაა? sad.gif

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 15:58
აუუფ მაგარი ცუდი რამეაsad.gif მათითაშვილთან გადაამოწმოს რა sad.gifისე ვერ გავიგე რანაირად იზრდება დრენაჟი თუ კაფსულა ,ეგ ხომ უბრალოდ ნივთია და არა რამე ორგანო ,ვერაფერი გავიგე sad.gif

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 15:59
Dido
სამი თვის არის ან ცოტა მეტის sad.gif

ბლბლ

მე არ ვიცი ზუსტად რა ქვია, სითხის გროვაა შიგ ჭრილობაში და ეს გროვა იზრდება. ანუ ტერმინს ვერ ვწერ მე ზუსტად; არაა ეს გოგო ეხლა ოფისში, შვებულება აიღო და სახლში ზის განადგურებული, ტელეფონსაც არ პასუხობს sad.gif

Posted by: naneee 21 Feb 2013, 15:59
QUOTE
დრეც დავწერე ამ გოგოზე, საკეისრო გაიკეთა პრიველი და ჭრილობაში რაღაც დრენაჟის მაგვარი თუ რაღაც კაფსულა ჩაუტოვა გაგუამ; მეორეზეა ეხლა ორსულად და ეხლაღა აღმოაჩინა; თავიდან ამშვიდებდნენ რომ არაფერია საშვილოსნოს გარეთააო მაგრამ ეხლა უკვე აღმოჩნდა რომ ბავშვთან ერთად ეს კაფსულაც იზრდება და გინეკოლოგს, ქეთი შანიძეს უთქვამს, ჯობია მოიშორო ბავშვიო. sad.gif( საშინელ დღეშია გოგო ლამის ნერვიულობაზე მოეშალა მუცელი. იმედია გადაარჩენს ბავშვს. მაგრამ გაგუას ეს რო არ შერჩება ამის პირობას მე გაძლევთ

cry.gif რა საშინელებაა. მესმის, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ ექიმს შეცდომა ყველაზე ნაკლებად ეპატიება. თან ბავშვის მოშორება როგორია... cry.gif
რა ვქნა, ეს გაგუა თავიდანვე არ მომეწონა. ინტუიციაა ალბათ. თუმცა ამავდროულად ბევრი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს

Posted by: Princess 21 Feb 2013, 16:01
ქინქლა
რა კაფსულა ჩაუტოვა? ვერ გავიგე კარგად,. ან როგორ იზრდება კაფსულა? ნაყოფს უშლის ზრდაში?
რა ცუდია, ქეთი ტყუილად არ ეტყოდა მოშლაზე.((
ეხოზე როგორ ჩანს? იქნებ უფრო ადრე ამშობიარონ და გადაარჩინონ ბავშვი((

უნდა მივიდეს მართლა ან სერგოსტან ან ტატიშვილთან, იქნებ რამე შანსი არის...
შანიძის პაციენტია?

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:04
Princess
QUOTE
რა კაფსულა ჩაუტოვა? ვერ გავიგე კარგად,. ან როგორ იზრდება კაფსულა? ნაყოფს უშლის ზრდაში?

არა კაფსულა არაა, რაღაც მითხრა ადრე რომ მიხსნიდა, ეხლა აღარ მახსოვს რა სიტყვას ხმარობდა. კაფსულა რათქმაუნდა არ გაიზრდებოდა; შესაძლოა რაღაც ჩარჩა და მის გარშემო პარკივით გაიკეთა მერე სითხის გროვა და ის იზრდება. ფაქტია რომ თავიდან ქეთI შანიძემ არაფრად ჩათვალა ეს რო დააფიქსირეს ეხოზე მაგრამ ეხლა უკვე ნახეს რომ გაზრდილია ზომაში.

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 16:06
ისე ამ ხნის მანძიზლე არ ყოფილა ექოზე?40დღის მერე ხოაუცილებელია ექოს გადაღება და არ გამოჩნდა მაშინ?

Posted by: Princess 21 Feb 2013, 16:09
ქინქლა
რა ცუდიაა (( სითხე გროვდება ეტყობა
მათიტაშვილს მაინც აჩვენონ, თუ რამე შანსი არის ეტყვის სერგო, მერე შეიძლება შანიძემაც ურჩიოს შენარჩუნება sad.gif(
საწყალი გოგო რა დღეში იქნება

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:10
blblbl
ეჰ ნეტა რამდენი ჩვენთანაგი მიდის ექიმთან 40 დღის მერე ნინ? პირადად მეც არ ვყოფილვარ. მეორედ რო არ დარჩენილიყო ორსულად კიდევ ასე ექნებოდა; მაგრამ უფროსი უკვე 2 წლისაა და ამდენი ხანი რო არ გართულდა რამე, ეტყობა ორგანიზმა ასეთუისე შეიგუა ეს უცხო სხეული; თუმცა ეხლა ფაქტია რომ უკვე პრობლემა ხდება. რატომ იზრდება ვერ ვხვდები; თუ საშვილოსნოს გარეთაა რატომ უნდა იზრდებოდეს და რა კავშირი უნდა ჰქონდეს ბავშვთან? რავიცი; ჩვენც მაგას ვურჩევთ რომ სერგოსთან მივიდეს და გადაამოწმოს. ტატიშვილთან ყოფილა და იმას უთქვამს არაფერიაო და მე რავიცი დიდად არ ვენდობი ტატიშვილს; შანიძის სიტყვები უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია მე მაგრამ იმედია არ დასჭრიდება მოშლა

Posted by: tamar1586 21 Feb 2013, 16:11
ქინქლა
შეიძლება სანაყოფე წყლით ივსება ისიც, არ ვიცი, ძალიან შემეცოდა შენი მეგობარი sad.gif

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 16:12
ქინქლა
კი სერგოსთან მივიდეს დღესვე,რომ მივიდეს და უთხრს სიტუაცია შეუშვებენ უფასოდ.2წელი შიგ იყო და არ გაიზარდა არც შეაწუხა მართლა გასაკვირია .ნუ ისე ახლა კაი დროსია მარა ყველამ უდნა გაიტვალისწინოს რომ 40 დღის მერე აუცილებელია ექო კონტროლიsad.gif

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:17
tamar1586
ჯერ პირველზე შორენა გოგოჭურთან დადიოდა ჩემი რჩევით; ფორუმზე ისეთი ქება-დიდება მესმოდა შორენაზე რომ ჩემი ექიმი არ ვურჩიე იმასთან გავუშვი. ბავშვი ჰიპოქსიით დაიბადა; შორენამ დაიკიდა ბოლო კვირეებში, არ უთხრა რომ ჭიპლარი 2-ჯერ ჰქონდა ბავშვს შემოხვეული და არც რამე ზომები მიუღია; (გადასხმებს ხო უკეთებენ ხოლმე მაგ დროს თუ რაღაცას) ფაქტიურად ბოლო 2-3 კვირა ბავშვი საკვებს ვერ იღებდა ვერც ჟანგბადს; ძვალზე გადაკრული ტყავი დაიბადა ბავშვი; გაგუა გამოსულა და ოჯახის წევრებს მოაწერინა ხელი თურმე ბავშვი ვერ გადარჩება და ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, გინეკოლოგს მოკითხეთო. ღვთის წყალობით ჯანმრთელი ბიჭია ეხლა გიორგი და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა; მაგრამ ეხლა დედას აქვს ეს ახალი პრობლემა იქიდან შემორჩენილი.

Posted by: Mafanya 21 Feb 2013, 16:18
მე კი გავიკეთე ეხო 40 დღის მერეც და მერე კიდევ ორჯერ ორი წლის განმვალობაშI, მაგრამ ახლა ისე შემეშIნდა, ნეტავ მეც ხომ არ ჩამიდგა რამე გაგუამ? sad.gif
ვაიმე დედიკო რა მინდოდა გაგუაში, დაზღვევა მქონდა, მინაზღაურებდა, წავსულიყავი ნორმალურ კლინიკაში sad.gif

Posted by: tamar1586 21 Feb 2013, 16:18
ქინქლა
რამდენი კვირის ორსულია?
ორსულობის შეწყვეტის გარდა შესთავაზეს რამე სხვა გამოსავალი? sad.gif

Posted by: makavel1 21 Feb 2013, 16:18
ქინქლა
ეს გაგუა ისედაც არ მევასებოდა იმ იდიოტური ტექსტების მერე რომ ფიზიოლოგიურად ნამშობიარებ ქალს უფრო უყვარს თურმე თავის შვილი ვიდრე აკეისრალს და ეხლა ხო ვააააააააააააააფშეეეე..........

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:21
tamar1586
[quote]
[quote]ორსულობის შეწყვეტის გარდა შესთავაზეს რამე სხვა გამოსავალი? [/quote]
არ ვიცი sad.gif ძალიან დიდი იმედი მაქვს გადარჩება დედიკოც და შვილიც

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 16:22
ძალიან ცუდია რაც მოხდა ძალიან,თუმცა რავიცი,მართლა გაგუაც რომ აღმოჩნდეს ყველაფერში დამნაშავე(ნუ ამას ალბათ გაარკვევენ კარგად,მე ასე ხელაღებით ვერავის ვერ დავადანაშაულებ )მაინც ერთადერთი ექიმია ჩემტვის ვისაც ვენდობი და ვისთანაც მივალ.

იმედია ყველაფერი აკრგად ექნება ამ გოგოს 2kiss.gif


ქინქლა
დღესვე წავიდეს რა მათითაშვილთან,როგორც გითხარი მსგავს შემტხვევაში ურიგოდ უშვებენ.

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:24
blblbl
კი ნინ ყველა მაგას ვეუბნებით, მეც ვიცი რომ ასეთ შემთხვევებში ურიგოდ უშვებენ სერგოსთან მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს sad.gif მესიჯი მივწერეთ და იმედია დროულად ნახავს

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 16:29
ქინქლა
ხო თორემ იქნებ არაა ასე საგანგაშოდ სიტუაცია და ამ ნერვიულობით უარესი არ ქნას.თან ტატიშვილმა რომ თქვა არაფერიაო,ეგეც იმედია,როგორც ვიცი ტატიშვილმა ძალიან ბევრი გაუშვა აბორტებზე ტყუილად და გადამოწმეს არ იყო,ახლა რადგან ამბობს არაფერიაო,იქნებ და ამრთლაც არაა.

Posted by: Princess 21 Feb 2013, 16:29
ქინქლა
უნდა მივიდეს აუცილებლად! იქნებ არის რამე გამოსავალი...
შანიძის პაციენტია ეხლა? ქეთი ძალიან ფრთხილია, კარგად ვიცნობ, მასტან დავდიოდი ორსულობის დროს და მანამდეც. ამ გოგოს ისეთი მდგომარეობა აქვს, ვერცერთი ექიმი ვერ აიღებს ტავის თავზე ((

Posted by: makavel1 21 Feb 2013, 16:32
ქინქლა
ბავშვს აწუხებს ეს რაღაც? ანუ იმ სითხეში არის ბავშვი და მაგიტომაა საშიში?

Posted by: Dido 21 Feb 2013, 16:32
ქინქლა
QUOTE
სამი თვის არის ან ცოტა მეტის

აუF პატარა ყოფილა, მე უფრო დიდი მეგონა მაშინ რო დაწერე.
ფისტულა ხომ არ არის რაზეც ამბობ?

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:36
makavel1
QUOTE
ბავშვს აწუხებს ეს რაღაც? ანუ იმ სითხეში არის ბავშვი და მაგიტომაა საშიში?

არა წესით ბავშვს არ უნდა აწუხებდეს,საშვილოსნოს შიგნით არაა ეს სითხის გროვა; ჭრილობაზეა. შანიძემ თავიდან მაგიტომ დაამშვიდა რადგან საშვილოსნოს გარეთ იყო და ბავშვზე არ იმოქმედებსო; უბრალოდ საკეისროს დროს ამოიჭრი ამასო. მაგრამ ეხლა მეორე ვიზიტზე აღმოჩნდა რომ ისიც გაიზარდა; ხოდა ურჩია ჯობია ბავშვი მოიშოროო sad.gif

Dido
QUOTE
ფისტულა ხომ არ არის რაზეც ამბობ?

ხო ალბათ ფისტულა; ზუსტად არვიცი. შინაარსობრივად მესმის რაც სჭირს მაგრამ აი სახელი არ მახსოვს ზუსტად. რომ დარჩა პირველ ეხოზე რო იყო მაშინ მიხსნიდა და უკვე 3 თვე გავიდა.

Posted by: narkozeli 21 Feb 2013, 16:39
ჯერ უნდა გაირკვეს ნამდვილად არის თუ არა გაგუას ბრალი ის რაც შენს მეგობარს დაემართა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მისი ასე ღიად განხილვა...უკვე მერამდენედ მესმის გაგუაზე მსგავსი ფაქტი და კარგი იქნება თუ ამას გადაამოწმებს შესაბამისი სტრუქტურები..
თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით რომ გაგუას პიროვნულ "სიჟმოტეს" სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი თვალით შევესწარი.მისი შვილიშვილი იყო ჩვენი პაციენტი და ნუ აღარ დავწერ აქ..დავრწმუნდი რომ ეგ ადამიანი პირველ რიგში პიროვნულად არ მომწონს და არც მისი აზროვნება მომწონს.
როგორც ექიმი,ნამდვილად ვერ შევეხები და ვერ გავლანძღავ,მითუმეტეს რომ მე(და არცერთმა ჩვენგანმა) არ ვიცი(თ) რა მოხდა სინამდვილეში smile.gif

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 16:43
narkozeli
QUOTE
ჯერ უნდა გაირკვეს ნამდვილად არის თუ არა გაგუას ბრალი ის რაც შენს მეგობარს დაემართა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მისი ასე ღიად განხილვა

რაღა გარკვევა უნდა, გაგუამ გაუკეთა საკეისრო და სხვა ვისი ბრალი უნდა იყოს. ეს გოგო იურისტია თვითონ; ასე რომ ჩემგან არ ესწავლება როგორ უნდა დაიცვას თავი; სად გადის ზღვარი მის უფლებებსა და გაგუას უფლებებს შორის და დამერწმუნეთ ღმერთმა კარგად დაასრულოს ეს ამბავი და გაგუას კარგი დღე არ დაადგება. სხვა თუ შერჩა რამე, ეს ნამდვილად არ შერჩება

Posted by: Mafanya 21 Feb 2013, 16:47
narkozeli
მართალი ხარ ხელაღებით ლანძღვა არ არის ლამაზი, მაგრამ მეც მისი პაციენტი ვიყავი და მზად ვიყავი გადამეხადა თანხა შესაბამისი სერვისისთვის, ვინაიდან თანხა გადავიხადე და სერვისი ვერ მივიღე, ორი წელია დავდივარ გაგუაზე გაბრაზებული.

იმედია მეც თუ ჩამიდგეს რამე მეტყოდნენ არა?
საერთოდ რატომ იდგმება ეგ რაღაცეები?

Posted by: narkozeli 21 Feb 2013, 16:57
ქინქლა
QUOTE
რაღა გარკვევა უნდა, გაგუამ გაუკეთა საკეისრო და სხვა ვისი ბრალი უნდა იყოს. ეს გოგო იურისტია თვითონ; ასე რომ ჩემგან არ ესწავლება როგორ უნდა დაიცვას თავი; სად გადის ზღვარი მის უფლებებსა და გაგუას უფლებებს შორის და დამერწმუნეთ ღმერთმა კარგად დაასრულოს ეს ამბავი და გაგუას კარგი დღე არ დაადგება. სხვა თუ შერჩა რამე, ეს ნამდვილად არ შერჩება


თუ დასასჯელია უნდა დაისაჯოს,ამაზე არ გეკამათები რათქმაუნდა smile.gif
უბრალოდ მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის რომ ზუსტად და სწორად გაკეთდეს ყველაფერი,ზოგჯერ ხდება ისეთი რამ,რასაც ექიმი თავიდან ვერ აიცილებს,ყველა შემთხვევა ხომ ინდივიდუალურია,ამას ვგულისხმობ თორემ როცა გაირკვევა ყველაფერი და თუ ნამდვილად გაგუას ბრალია,კი უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში yes.gif

Mafanya
QUOTE
მართალი ხარ ხელაღებით ლანძღვა არ არის ლამაზი, მაგრამ მეც მისი პაციენტი ვიყავი და მზად ვიყავი გადამეხადა თანხა შესაბამისი სერვისისთვის, ვინაიდან თანხა გადავიხადე და სერვისი ვერ მივიღე, ორი წელია დავდივარ გაგუაზე გაბრაზებული.


რას იზამ,ზოგჯერ არ გვიმართლებს ხოლმე,ყველა ვუშვებთ შეცდომებს რომელსაც მერე ვნანობთ.. ჩემი დაც მუშაობდა გაგუაში (პედიატრია),ასევე რამდენიმე მისი მეგობარი დღემდე მუშაობენ გაგუაში და ზუსტად ვიცი გაგუას პლიუს-მინუსები.ასე ხელაღებით გასალანძღი არ არის მაგრამ არის ისეთი მიზეზები რის გამოც მე პირადად გაგუაში არ მივალ smile.gif ნუ მე ცოტა პაკაზუხა და ტრიპაჩა ვარ მაგ მხრივ (დეტალებს ვაქცევ ყურადღებას),ასე რომ მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას givi.gif ბევრია კმაყოფილი და არც გაგუაა ასე ხელწამოსაკრავი მეანი smile.gif
ნუ ღელავ,რამე რომ ყოფილიყო ეხოზე გამოჩნდებოდა 2kiss.gif

Posted by: drozera 21 Feb 2013, 17:07
აუუფ!
ზუსტად საჩემო პოსტი იყო რა... sad.gif

Posted by: Mafanya 21 Feb 2013, 17:12
drozera
რატომ დღე-დღეზე გაგუასთან აპირებ მშობიარობას?
ისე მე როგორც დავასკვენი სტატისტიკურად ჩაჩავათია ყველა კმაყოფილი და პალატებიც და მომსახურებაც არის ყველანაირი ბიუჯეტისთვის.
ჯერ ჩემთვის ადრეა იმაზე ლაპარაკი მეორეზე რას ვიზამ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩაჩავაზე კარგი წარმოდგენა მაქვს ჩამოყალიბებული.

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 17:15
drozera
QUOTE
აუუფ!
ზუსტად საჩემო პოსტი იყო რა...

მაპატიე... ალბათ ჯობდა თავი შემეკავებინა მაგრამ უბრალოდ ყველას გვაქვს უფლება მსგავსი რამეები ვიცოდეთ და ასევე წარმატებული მშობიარობის ამბებიც.

Posted by: drozera 21 Feb 2013, 17:21
Mafanya
იმ კვირაში ვაპირებ მისვლას და აყვანას, ჯერ კი მაქვს დრო გადაფიქრების, მაგრამ ალტერნატივებზეც ვეღარ ვფიქრობ, ძაან აჭრილი ვიყავი ისედაც, ძლივს მოვიფიქრე და ახლა ისევ თავიდან გადაწყვტა, მიჭირს.
ჩაჩავას რაც შეეხება, ყველანაირი ბიუჯეტისთვის ნამდვილად არ არის, იმ ფასში, რაც გაგუაში უნდა გადამეხადა, ექიმის აყვანით, გაუტკივარებით და ერთკაციან პალატაში, იქ ოთხკაციანში თუ მოვხვდები ექიმის აყვანის გარეშე და მგონი არის განსხვავება smile.gif


ქინქლა
მესმის, რაც გაწუხებდა, ის თქვი, უბრალოდ ჩემზე მოქმედებს ძალიან მსგავსი შეფასებები და ვეღარ გავიგე რა ვქნა.

პ.ს. დავარაშვილთან მიხვედი? როგორი სიტუაციაა? ფასები? ჩემი ექიმს რომ ვკითხო, ეგრევე მანდ გამიშვებს, ვიცი...

Posted by: Mafanya 21 Feb 2013, 17:26
drozera
QUOTE
ჩაჩავას რაც შეეხება, ყველანაირი ბიუჯეტისთვის ნამდვილად არ არის

ჰო არასწორად დავწერე, ბუნებრივია ყველანაირი სერვისის გათვალისწინებით ჩაჩავა ალბათ უფრო ძვირი გამოდის, მაგრამ თუ სიტყვაზე უნდა ჩაეტიო 1000 ლარში ან ნაკლებ ბიუჯეტშI ჩაჩავაშიც მოახერხებ მშობიარობას ადამიანი და პროფესიონალების ხელში მაინც იქნები თქო. ზუსტად ფასები არ ვიცი ნადვილად.

მე პირველზე ჩაჩავაზე არც მიფიქრია. პატრონაჟის ექიმი მყავდა გაგუაში და პრინციპში სხვაგან წასვლა დიდად არ მიფიქრია. ვიყავი ჯან. სახლში, ვნახე პალატები და ბოლოს მაინც გაგუაში გავიკეთე საკეისრო. გადავიხადე 1600 ლარამდე საკეისრო+აყვანილი ექიმი + ლუქს პალატა, 200-300 ლარი რომ დამემატებინა გამომივიდოდა ჯან. სახლი და როგორც რევიუბიდან ვხვდები ქორიძეს სტატისტიკურად მეტი კმაყოფილი პაციენტი ყავს ვიდრე გაგუას, გაგუაშI იმდენი პაციენტი ყავთ რომ კონვეირი გახადეს უკვე/

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 18:04
drozera
ნუ ნერვიულობ ასე,მე კმაყოფილების გარდა არავინ გამიგია გაგუას კლინისკი,შეცდომა კი ყველა ექიმს მოსდის,კი ძალიან ცუდია მაგრამ ფაქტია რომა სე ხდება,მითუემტეს ეს ჯერ დადასტურებული არაა.რავიცი ასე ნუ აიჭრები და ინერვიულებ,მე პირადად ზემოთაც დავწერე,რომ დადასტურდეს რომ დამნაშავეა,მაინც მასთან მივიდოდი.დარახველიზესაც აქვს სეცდომა დაშვებული,დავარაშვილსაც და ყველას ასე რომა სე ვერ გაიგებ.ექიმობა სამწუხაროდ რთული პროფესიაა.

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 19:12
drozera
QUOTE
პ.ს. დავარაშვილთან მიხვედი? როგორი სიტუაციაა? ფასები? ჩემი ექიმს რომ ვკითხო, ეგრევე მანდ გამიშვებს, ვიცი...

ხვალ ვაპირებ მისვლას თუ მოვიცალე; შესვენებაზე მაინც უნდა გავქანდე თორემ ნამეტანია უკვე. ფასი საკმაოდ ძვირია, საიტის მიხედვით საკეისრო, ექიმის აყვანა და სპინალური 1600 ლარი ჯდება. დაზღვევა 1000 ლარს მინაზღაურებს და მაგით ვრისკავ. ჩემი ექიმი პაციენტებს ან დარახველიძესთან უშვებს ხოლმე ან დავარაშვილთან; მაგრამ მე ვინაიდან წნევების გამო საკმაოდ რთულ ორსულად ვითვლები, მითხრა რომ მარტო დავარაშვილს ვანდობ შენს თავსო; პირველზე ნამდივლად კარგად ჩაიარა ყველაფერი იმედია ეხლაც ასე იქნება

თუმცა დავარაშვილზეც მსმენია მე ცუდები; პაციენტი წლების წინ მასაც გარდაეცვალა მაგრამ გააჩნია მსგავსი შეცდომების სიხშირეს;

Posted by: agnes 21 Feb 2013, 20:03
QUOTE
ამდენი ხანი რო არ გართულდა რამე, ეტყობა ორგანიზმა ასეთუისე შეიგუა ეს უცხო სხეული; თუმცა ეხლა ფაქტია რომ უკვე პრობლემა ხდება. რატომ იზრდება ვერ ვხვდები; თუ საშვილოსნოს გარეთაა რატომ უნდა იზრდებოდეს და რა კავშირი უნდა ჰქონდეს ბავშვთან? რავიცი; ჩვენც მაგას ვურჩევთ რომ სერგოსთან მივიდეს და გადაამოწმოს. ტატიშვილთან ყოფილა და იმას უთქვამს არაფერიაო და მე რავიცი დიდად არ ვენდობი ტატიშვილს; შანიძის სიტყვები უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია მე მაგრამ იმედია არ დასჭრიდება მოშლა


ვერ გარკვეულან ექიმები რა არის, რის გამო ეს წარმონაქმნი და მაინც და მაინც გაგუას ბრალი რომაა ეს იცით ზუსტად?

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 20:06
agnes
ნუ გაგუამ გაუკეთა საკეისრო და biggrin.gif იქ რომ გაგუას გარდა უამრავი ექიმი იყო,გაკერვას რომ მერე სხვა აკეტებს და ა.შ.ეს არავის უფიქრია ჯერ ექსპერტიზა დაადგენს იმედია ყველაფერს smile.gif

საერთოდ ადვილია ხელაღებით დააბრალო ექიმს ყველაფერი,არაერთი შემთხვევა ყოფილა როცა დარწმუნებით აბრალებდნენ,მაგრამ არ დადასტურებულა და არ აღმოჩენილა ექიმი დამნაშავე.ასე რომ ასე გადავლა მართლა არაა სწორი.


QUOTE
დავარაშვილზეც მსმენია მე ცუდები; პაციენტი წლების წინ მასაც გარდაეცვალა

არც ამ შემთხვევაში იყო ექიმი დამნაშავე,არადა ყველა ლანძღავდა,პაციენტის ისტორიაშია რ ეწერა რომ სისხლის შეუდედებლობის დაავადება ჰქონდა გენეტიკურად და ხო არ დაესიზმრებოდა ექიმს sad.gif

Posted by: makavel1 21 Feb 2013, 20:08
QUOTE
აკერვას რომ მერე სხვა აკეტებს და ა.შ.ეს

მართლაა??? უი პირველად გავიგე, ჩემს გარშემო ვინც ვიცი აყვანილმა ექიმმა გაჭრა და გაკერა ყველა, და მე საერთოდ გამაფრთხილა დოლიძემ ჩემ გარდა ხელი არავის მოაკიდებინო გასასინჯად რომ შემოვლენ უთხარი რომ ჩემი პაციენტი ხარ და ხელი არ გახლონო, თვითონ მიმუშავებდა ნაკერს ყოველ დღე

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 20:12
makavel1
ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა როგორ იყო არ ვიცი,მაგრამ ბევრ სამშობიაროში ხდება როცა ნაკერებს უკვე სხვა ადებს,ან თავიდან აყვანილი ექიმი ადებს და მერე დანარჩენს აგძელებ სხვა.ვერ გაიგებ როდის როგორ მოხდა.ხო ისე ამას შენ ვერ დაინახავ იმიტომ რომ წინ ფარდაა და იქ რომელი ექიმი გკერავს მაგას შენ ვერ დაინხავ biggrin.gif ნარკოზის დროს ხო საერთოდ biggrin.gif

Posted by: agnes 21 Feb 2013, 20:12
აერთოდ ადვილია ხელაღებით დააბრალო ექიმს ყველაფერი,არაერთი შემთხვევა ყოფილა როცა დარწმუნებით აბრალებდნენ,მაგრამ არ დადასტურებულა და არ აღმოჩენილა ექიმი დამნაშავე.ასე რომ ასე გადავლა მართლა არაა სწორი.
+100000
ის წარმონაქმნი შესაძლოა სულ არ იყოს ოპერაციასთან კავშირში, სანამ არ იცი რა არის ზუსტად, ეს ვიგულისხმე.

Posted by: makavel1 21 Feb 2013, 20:16
blblbl
პირადად მე ნანას გაჭრილი და გაკერილი ვარ, სხვები არ ვიცი და იმიტომ გამიკვირდა, მეორედაც ნანასთან უნდა მივიდე ზუსტად მაგ მიზეზით გადამაყოლა ლამის მარა ისეთი ნაკერი დამადო მესამედ გაჩენა რომ მომინდეს ჩვეულებრივად გავაჩენ, ეხლაც ჩვეულებრივად გავაჩენდი 6 თვე რომ მომეცადა, მაგრამ.... : )))) ისე ქორიძე როცა აგყავს მაგაზეც ვიცი რომ ქორიძე გჭრის და ქორიძე გკერავს

Posted by: kvatunia24 21 Feb 2013, 20:16
makavel1
მეც მამუკამ გამკერა, 5 ნაკერი დამადო და ხელი არავის მოაკიდებინა სხვას, მიუხედავად იმისა რომ უამრავი ადამიანი იყო იმ წამს ბლოკში ექთნებით დაწყებული ბებიაქალებით დამთავრებული, თვითონ გამომფხიკა და სანამ არ დარწმუნდა რომ აღარაფერი იყო დარჩენილი და სუფთა ვიყავი მანამდე არ გამკერა, ერთი საათი მიჩხიკინებდა ლამის biggrin.gif ასე რომ ასეც ვერ იტყვით რომ ექიმი არაფერ შუაშია, გეთანხმებით რომ ასე ხელაღებით სანამ არ დარწმუნდები ადამიანის ბრალეულობაში არ შეიძლება დადანაშაულება მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც და ზოგჯერ ვერ ვზომავთ, განსაკუთრებით მაშინ როცა ხშირდება ეს შეცდომები და შეიძლება ამ შენი შეცდომის გამო ადამიანს ცხოვრება დაუმახინჯო სამუდამოდ, ეს ხომ კბილის ამოღება არ არის, მომავალ სიცოცხლეს ეხება და ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვებულობა მართებს ექიმს,,,

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 20:22
QUOTE
ისე ქორიძე როცა აგყავს მაგაზეც ვიცი რომ ქორიძე გჭრის და ქორიძე გკერავს

როდის როგორ wink.gif

kvatunia24
QUOTE
ს ხომ კბილის ამოღება არ არის

ხო ვითომ არაფერი და ზუსტად კბილის ამოღებით ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს დეიდაჩემი :|

Posted by: makavel1 21 Feb 2013, 20:24
blblbl
ისე რა დებილობაა რო დაფიქრდე, ვთქვათ ავიყვანე ექიმი ვიღაც პეტრე, მე ხომ ის იმიტომ ამყავს რომ იმან გამჭრას და იმან გამკეროს, ანუ იმან ჩაატაროს ეს ოპერაცია და სხვებმა თუ გააკეთეს რაღაში ვუხდი ფულს

Posted by: RadioShack 21 Feb 2013, 20:33
QUOTE
ebi_chan
თეონა ძაან მაგარია მართლა, საკეისროშიც და ფიზიოლოგიურზეც ვაფშე მაგის მამამთილისაა ეგ კლინიკა. მარა საწოლები აქვთ კოშმარი.

ნეტა ეგ რა ღირს, საბოლოოდ გადავწყვიტე მანდ მშობიარობა, თან მამაჩემის მეგობარი ყოფილა სინაურიძე და მაგისია ეგ კლინიკაც და ღუდუშაურიც მგონი. საწოლს ავიტან როგორმე))
უბრალოდ ხშირად გამიგია კაცები უკეთესად აჩენინებენო, მაგრამ აი ძააან არ მინდა კაცმა მამშობიაროს((

პს ები_ჩან ვარ

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 20:33
makavel1
მთავარს ხო ექიმი აკეთებს,ანუ გაჭრა ამოყვანა ბავშვის მიღება,ყველაზე მთავარი ესაა,მერე უკვე შეიძლება ვთქვათ პრაქტიკანტს ასწავლოს შენზე biggrin.gif ნუ ეს სასტიკად არ მომწონს და თუ საკეისრო დამჭირდა ან ისე ნაკერები აკტეგორიულად მოვითხოვ რომ არ გამაკარონ biggrin.gif თუმცა პასუხი ასეთია აბა როგრღა ისწავლონო,არ მინდა ბატონო რომ ჩემზე ისწავლონ რაში ვიხდი ფულს .ისე ნარკოზში როცა ხარ მაშინ რა ხდება ნეტაა კაცმა არ იცის biggrin.gif
* * *
RadioShack
სინაურიძე თუ მამასენის მეგობარია ეგ აიყვანე მასინ smile.gif იმ დროს სულ გკიდია კაცია თუ ქალი :დ

Posted by: kvatunia24 21 Feb 2013, 20:40
blblbl
რა თქმა უნდა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი მინახავს ზუსტად სტომატოლოგის დაუდევრობით გამწარებული ადამიანები, უბრალოდ ეს ისე სიტყვაზე ვთქვი თორემ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეგეც.
makavel1
ნამდვილად ძალიან უაზრობა მგონია როცა ექიმი მყავს აყვანილი და ფულს ვიხდი ამხელას წესით სხვამ არ უნდა გამკეროს და იმის გამო რომ შეიძლება ეჩქარებოდეს ან დაეზაროს და სხვას გადააბაროს, მე არ უნდა დავზარალდე, ფულს მაგაში იღებს და კეთილი ინებოს თავისი დაწყებული თვითონვე დაასრულოს...

* * *
RadioShack
დამიჯერე სულ გკიდია იმ დროს ქალი გამშობიარებს თუ კაცი biggrin.gif მე კაც ექიმებს უფრო ვენდობი ნებისმიერს, გინდა მენი იყოს და გინდა სტომატოლოგი smile.gif
მამუკა რომ არ ყოფილიყო ჩემი ექიმი და არ მომხმარებოდა ვეჭვობ ის რაც იმან გამიკეთა ქალს მოეხერხებინა და ამდენი ძალა ქონოდა biggrin.gif ბავშვს გამოსვლა გაუჭირდა, და კინაღამ გამხია და ეს კაცი რომ არ ყოფილიყო იმ წუთას იქ რა დამემართებოდა არ ვიცი smile.gif

Posted by: makavel1 21 Feb 2013, 20:58
blblbl
ანუ ჭრა კერვას ჩემზე სწავლობენ? რა ჯანდაბაა..... ისე ბევრისგან გამიგია ფიზიოლოგიურზე ოღონდ პრაქტიკანტმა გამკერაო:|

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 21:00
blblbl
QUOTE
ნუ გაგუამ გაუკეთა საკეისრო და  იქ რომ გაგუას გარდა უამრავი ექიმი იყო,გაკერვას რომ მერე სხვა აკეტებს და ა.შ.ეს არავის უფიქრია ჯერ ექსპერტიზა დაადგენს იმედია ყველაფერს

ირონია არაა საჭირო, მე მგონი არ ვარ იმ დონის პროვოკატორი და ინტრიგანი მსგავსი რამეები დაზუსტებით არ ვიცოდე და ისე ვაბრალდებდე გაგუას რამეს. ზუსტად ეგ ვკითხე პირველივე დღეს როცა გავიგე, თვითონ გაგუამ გაგკერათქო? და კი თვითონ გაგუამ გამკერაო. ასე რომ შენს გარდა სხვებმაც იციან როდის ვის რა უნდა დავაბრალოთ.

მე მაგალითად დავარაშვილს არ გავუკერივარ, სხვამ გამკერა, ოღონდ ზედა შრეზე, ანუ როგორც მივხვდი საშვილოსნოს და ქვედა შრეებს თვითონ კერავდა, მერე სხვამ დაასრულა პროცედურა. ეს რომ ვიცოდი ამიტომაც ჩავეკითხე იმ გოგოს ვინ გაგკერათქო.

QUOTE
იმიტომ რომ წინ ფარდაა და იქ რომელი ექიმი გკერავს მაგას შენ ვერ დაინხავ  ნარკოზის დროს ხო საერთოდ

აბა ეხლა რაებს ამბობ; ფარდა ეხლა მე შენ გეტყვი ხუთმეტრიანი ფარდაა აფარებული; ჭრილობას ვინ ამუშავებს იმას დებილი უნდა იყო რო ვერ მიხვდე.

და ნინ, ერთი გულწრფელად მეგობრული რჩევა მინდა მოგცე. ძალიან გახასიათებს კონკრეტული ექიმების ლობირება აქ ფორუმზე; კონკრეტულად გაგუასი და შორენა გოგოჭურის. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სწორედ შენ ამ თავგამოდებულ ქება-დიდებას ვენდე და ჩემი ორი მეგობარი გავაგზავნე მასთან და დღემდე ბოდიშებს ვუხდი მათ იმის გამო რომ რაც მაგ საშIნელმა ქალმა დამართა ერთსაც და მეორესაც. ასე რომ, ძალიან გთხოვ ნუ იქნები ნურავის ადვოკატი ნურც აქ და ნურც სხვაგან. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ექიმი, გინეკოლოგი რომ პაციენტის დედამთილთან და ოჯახის წევრებთან დაიწყებს რძალზე ჭორაობას, ქალიშვილი გაყვა თუ არა მათ შვილს ის გოგო, ის ექიმი სულ მცირე წიხლისკვრით არის სამედიცინო სფეროდან გასაგდები. სხვას არაფერს არ გავაგრძელებ. პროფესიონალიზმის კუთხით ამ გაგუას მსხვერპლს რაც დამართა გოგოჭურმა ის წინა პოსტებში დავწერე უკვე და მორალიც რო არ გააჩნია ამის მაგალითიც დაგიდე. ასე რომ თავგამოდებით ნუ ცდილობ ყოველთვის დაიცვა ეს ორი ექიმი აქ. ძალიან გთხოვ. მე შენთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ წლებია ამ ფორუმზე ვკითხულობ შენს ამ პოსტებს და კატეგორიულად არ მომწონს შენი მიდგომა.

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 21:07
ქინქლა
ირონიით ნამდვილად არ მითქვამს,განსაკუთრებით კი შენს მიმართ,კი იცი რომ დიდ პატივს გცემ და ირონიით ნამდვილად არ ვიტყოდი ,ბოდიში თუ ასე გამოვიდა 2kiss.gif

makavel1
QUOTE
სე ბევრისგან გამიგია ფიზიოლოგიურზე ოღონდ პრაქტიკანტმა გამკერაო:|

ხო მეც და მერე ხან ეხსნებათ და ხან რაღაც,იმისთვის ვიხდი ფულს ექიმი რომ ამყავს რომ მან გააკეთოს ყველაფერი,პრაქტიკანტი რომ მინდოდეს არ ავიყვან და კიბატონი მაშინ .
* * *
ქინქლა
შორენა გოგოჭურთან არასდროს ვყოფილვარ მე და ყოველთვის ვწერდი ამას,მე ვაქებდი ყოველთვის კლინიკა მედეას,მაგრამ მე მანდ მყავდა სულ სხვა გინეკოლოგი და არაერთხელ მითქვამს ეგ.ნახევარი ფორუმი კი იმ წლებში შორენასთან დადიოდა და მათგან ისმოდა მუდამ ქება დიდება და მეც ბევრისთვის ჩემი ექიმის ნაცვლად,შორენა მირჩევია.ასე რომ მე ნამდვილად არ მიქია და მიდიდებია შორენა აქ,დოლორესმა დაიწყო პირველად სიარული როგორც მახსოვს და მასთან მივიდა ხალხი.მეც შორენასთან მივედი ფორუმის ქების მერე,უბრალოდ რიგი იყო მე მეჩქარებოდა და რადგან უბრალო მიზეზე ვიყავი მისული სხვსთან შევედი და დავრჩი,ამიტომ იმას ნუ მეტყვი რომ ჩემი ქების გამო მიუშვი ვინმე შორენასთან,იმიტომ რომ მე მასთან არასდროს ვყოფილვარ,ფორუმელი გოგოების 90%კი მასთან დადიოდა და აქებდა ყველა.როცა შეხება არ მქონია არასდროს იმას არ ვაქებ ნამდვილად არასდროს smile.gifთუმცა როგორც გითხარი,გოგოები ისე აქებდნენ შორენას მეც ბევრი მეგობრისთვის მირჩევია მასთან მისვლა,ვიდრე ჩემს გინეკოლოგთან.კლინიკა მედეას ნამდვილაც ვიცავდი ყოველთვის აი შორენას ვერ დავიცავდი იმიტომ რომ მართლა არაერთხელ დამიწერია რომ ის არასდროს ყოფილა ჩემი ექიმი.

პ.ს.ამ შემტხვევაში გაგუს არ ვიცავ ნამდვილად,უბრალოდ არასწორად მიმაჩნია ასე გადავლა როგორც აქ გადაურეს,იგივეს ვიტყოდი ნებისმიერ ექიმზე,ზემოთაც დავწერე,ბევრი შემთხვევა ყოფილა როცა ლანძღავდნენ და მერე არ აღმოჩენილა დამნაშავე.თუ გაგუამ ნამდვილად დააშავა უდნა აგოს კიდეც პასუხი ამ შეცდომაზე,არანაირად არ ვაპირებ მის ადვოკატობას.

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 21:15
blblbl
ხო არ ვიცი შეიძლება მე რამეში ვცდები ნინ, მაგრამ ასე გამოკვეთილად შენ ჩამრჩი მეხსიერებაშI შორენას მაქებარი იუზერებიდან; შესაძლოა შენს აზრს უფრო პატივს ვცემდი რადგან ვთვლი რომ სამედიცინო სფეროში ბევრ ჩვენგანზე მეტად ერკვევი და ყოველთვის კარგ რჩევებს აძლევ ყველას დროულად. მაგრამ უბრალოდ მე ძალიან განვიცადე ეს ფაქტი და დღემდე ვნანობ რომ ვენდე აქაურ ქება-დიდებას. და შესაბამისად არასდროს არ ვაქებ ხოლმე არცერთ ექიმს; ვცდილობ არც არავინ გავლანძღო თუ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები არ მოხდა რისი ცოდნის უფლება მგონი ყველას აქვს.

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 21:20
ქინქლა
კლინიკას ვაქებდი ყოველთვის სადაც შორენა მუშაობს და შეიძლება აქედან ავტომატურად შორენასთან დააკავშირე smile.gif თუმცა მართლა საუკეთესოდ მიმაჩნდა მეც შორენა აქაური გოგოებისგან და როგორც გითხარი მეც მასთან მივედი,უბრალოდ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სხვასთან .ჩემი მეგობრები კი გავუშვი და იყვნენ კმაყოფილები რავიცი აბა რა გითხრა.ვისთანაც არ მქონია შეხება ამრთლა ვერაფერს ვიტყვი.

Posted by: ქინქლა 21 Feb 2013, 21:25
blblbl
QUOTE
კლინიკას ვაქებდი ყოველთვის სადაც შორენა მუშაობს და შეიძლება აქედან ავტომატურად შორენასთან დააკავშირე  თუმცა მართლა საუკეთესოდ მიმაჩნდა მეც შორენა აქაური გოგოებისგან და როგორც გითხარი მეც მასთან მივედი,უბრალოდ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სხვასთან .ჩემი მეგობრები კი გავუშვი და იყვნენ კმაყოფილები რავიცი აბა რა გითხრა.ვისთანაც არ მქონია შეხება ამრთლა ვერაფერს ვიტყვი.

გასაგებია ნინ, მაპატიე თუ ზედმეტად დაგადანაშაულე რამეში მაგრამ ჩემი გულისტკივილი მინდოდა გამომეხატა. სამწუხარო ფაქტი ისაა რომ როგორც ვხვდები ექიმები და მათი წარმატებული საქმიანობა ლატარიასავითაა - ერთ პაციენტს უმართლებს კონკრეტულ ექიმთან მეორეს არა... ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. გამოდის ვერასდროს ვერ იქნები ვერცერთ ექიმთან დარწმუნებული რომ მაინცდამაინც შენ აღმოჩნდები იღბლიანი ჯეკპოტის მომგები და ექიმი წარმატებულად გიმკურნალებს. ასე ხომ არ შეიძლება. თუ ექიმი კარგი კი არა და საუკეთესო სპეციალისტად ითვლება ქვეყანაში, იმას არანაირი შეცდომა არ უნდა მოსდიოდეს,სულ მობილიზებული უნდა იყოს და არასდროს უნდა მივდიოდეთ პაციენტები მასთან ალალბედზე

Posted by: agnes 21 Feb 2013, 21:28
QUOTE
უბრალოდ არასწორად მიმაჩნია ასე გადავლა როგორც აქ გადაურეს,იგივეს ვიტყოდი ნებისმიერ ექიმზე,ზემოთაც დავწერე,ბევრი შემთხვევა ყოფილა როცა ლანძღავდნენ და მერე არ აღმოჩენილა დამნაშავე.


ნამდვილად გეთანხმები, ასე ხელაღებით, მითუმეტეს როდესაც კონკრეტულ შემთხვევის არსი და არც ექიმის ბრალეოლობა ცნობილი არაა, არასწორია. ისე ექიმს ვინმე ფორუმით ირჩევდეს თავს და შვილს ანდობდეს არ მგონია.

Posted by: Dido 22 Feb 2013, 13:29
ქინქლა
როგორ არის შენი მეგობარი?გამოვიდა კონტაქტზე? sad.gif

Posted by: ქინქლა 22 Feb 2013, 16:51
Dido

არა, არ გამოსულა კონტაქტზე; გათიშული აქვს ტელეფონი; ჩემი თანამშრომელია; იმედია მივიდოდა უკვე სერგოსთან, სმს-ები მივწერეთ და როცა ჩართავდა ნახავდა ჩვენს რჩევას.

დღეს როგორც იქნა მივაღწიე დავარაშვილთან; ძალიან მომწონს ეს კაცი; ისეთი უშუალოა, თითქოს მისი დიდი ხნის მეგობარი ხარ ისე გესაუბრება. 4 მარტს ჩავნიშნეთ საკეისრო; ფაქტიურად 38-ე კვირას დავამთავრებ და საკეისროსთვის მგონი კარგი დროა. უფრო გვიან აღარც მინდა, დავიღალე ამხელა მუცლით. sad.gif
მართლა საკეისროს ფასი დავადგინე ზუსტად; საიტზე ცალ-ცალკე ეწერა საკეისრო და სპინალური მაგრამ თურმე გაუერთიანებიათ და 1115 ლარში შედის სპინალურიც და საკეისროც. პლუს დავარაშვილის აყვანის 300 ლარი. მე კიდევ ცალკე მეგონა დამატებითი 150 ლარი; ანუ მთლიანად ჯდება 1415 ლარი და არა 1595 ლარი

Posted by: drozera 22 Feb 2013, 17:03
ქინქლა
მეც მასე მიხასიათებს ხოლმე ჩემი დაქალი დავარაშვილს და სულ მაქეთ მიბიძგებს smile.gif

სემთხხვევით ფიზიოლოგიურის ფასებიც ხომ არ გიკითხავს გაუტკივარებიანად?

Posted by: ქინქლა 22 Feb 2013, 17:10
drozera
აუფ არა არ მიკითხავს. საიტზე ნახე აბა ფასები. http://www.med.ge/?a=content&pid=730&id=2895&L=geo

ფიზიოლოგიური 865 ლარი წერია მაგრამ მაგაში სპინალური შედის თუ არა არ ვიცი. საკეისროში ეხლა დაამატეს საიტზეც, ადრე ცალკე ეწერა სპინალურის 150 ლარი. მაგრამ ფიზიოლოგიურს არ უწერია არაფერი და შეიძლება ცალკე ემატება ეგ კიდევ
მოკლედ მაქსიმუმ გამოდის 865+150+300 (ექიმის აყვანა)=1315 ლარი. ძვირია cry.gif მაგრამ შეიძლება სპინალური ცალკე არ იყოს დასამატებელი შეგიძლია დარეკო და გაარკვიო. საიტზე არის ნომრები

Posted by: Dido 22 Feb 2013, 17:32
ქინქლა
QUOTE
არა, არ გამოსულა კონტაქტზე;

sad.gif იმედია ყვეალფერი კარგად ექნება.
QUOTE
დღეს როგორც იქნა მივაღწიე დავარაშვილთან; ძალიან მომწონს ეს კაცი; ისეთი უშუალოა, თითქოს მისი დიდი ხნის მეგობარი ხარ ისე გესაუბრება. 4 მარტს ჩავნიშნეთ საკეისრო;

გილოცავ, ძალიან კარგია, ცოტაღა დაგრჩაა 2kiss.gif

Posted by: blblbl 22 Feb 2013, 17:36
ქინქლა
ცალკე იქნება ყველა ვარიანტში,ეპიდურალური ანესთეზია ცალკეა ფიზიოლოგიურის დროს,იმიტომ რომ შენს სურვილზეა გაკეთება

Posted by: pandora23 22 Feb 2013, 22:51
გოგოებო, თუ იცით მე-4 სამშობიაროში (ქორიძეში) აბაზანა ხომ არის? კი დავათვალიერე რომ ვიყავი მაგრამ რაღაც ძაან ისე შემახედეს და კარგად ვერ დავინახე, თან ნამშობიარები ქალები იწვნენ და მომერიდა. 2 კაციანში ვაპირებ დაწოლას და ვაფშე დაბანის თავი მექნებააა? მომწერეთ რააა თუ იცით rolleyes.gif

Posted by: Mrs_Zum 22 Feb 2013, 23:01
pandora23
მე ვიმშობიარე შარშან მე-4-ეში. 3 კაციანში ვიწექი და ქონდა მშვენიერი საშხაპე. რატომ არ გექნება თავი, ძალიანაც გექნება biggrin.gif

Posted by: pandora23 23 Feb 2013, 09:08
Mrs_Zum
უფფფ დავმშვიდდი biggrin.gif ეგ თემა ცოტა ისეთია ჩემთვის, სულ ვფიქრობდი ის 4 თუ 5 დღე როგორ უნდა გამეძლო დაბანის გარეშე biggrin.gif მეგონა არც შეილებოდა... ე.ი აქვთ. ძალიან კარგიიიიიი, მადლობბ 2kiss.gif

Posted by: pandora23 27 Feb 2013, 19:25
აუ დღეს ვიყავი მე-4 ში მეორედ, წინაზე საღამოს ვიყავი და არავინ აღარ იყო აი დღესს..... მართლა აღარ მინდა უკვე მანდ რაა, ჯერ ძაან დიდი რიგი იყო კონსულტაციაზე რომ შევსულიყავი იმ ექიმთან ვინც უნდა მამშობიაროს, ჩაწერა არ ხდება, უნდა მიხვიდე, ცოცხალი რიგია და როცა მოგიწევს შეხვალ. მერე ის რომ აქედან 90% თათრები იყვნენ და ისეთი სუნი იდგა რომ მერე გამოვედი და დერეფანში ვიდექი კიბეებთან, აი პალატაშიც რომ ვინმე სუნიან თათარს მოგიწვენენ მაგარია რააა... მერე როგორც იქნა შევედი ექიმთან და წნევა გაისინჯეო გამიშვა, წნევის გასასინჯად რომ შევედი გადმოიღო ექთანმა რაღაც ძველი აპარატი და რომ მისინჯავდა, აუ გაჭედა კიდევო და მაგიდას ურახუნებდა და რომ არ ამუშავდა დაშალა და აწყობა დაიწყო, ნუ როგორც იქნა გამიზომა.... მერე არც სისუფთავით გამოირჩეოდა იქაურობა, ყოველ შემთხვევაში ეხოზე რომ შევედი ის რასაც გიფენენ არ გამომიცვალეს და იმაზევე დამაწვინეს და მერე მოსაწმენდად რაღაც სუფრის სალფეთქი მომაწოდეს აჰა მოიწმინდეო. აი ძააან არ მომეწონა რაა და გადავიფიქრე მანდ აღარ მივალ.
ეხლა მაინტერესებს ემბრიოზე რამე თუ იცით, ან ვინაა მანდ კარგი ექიმი. ახალ სიცოცხლესაც ვფიქრობ მაგრამ ჯერ ემბრიოს ვეჭიდები....
ძაან გთხოვთ რაა დამეხმარეთ, უკვე 36 კვირაში ვარ და უნდა გადავწყვიტო smile.gif))))))))))))))))

Posted by: Mafanya 27 Feb 2013, 19:30
pandora23
"სუნიანი" ადამიანები, როგორც თათარი ასევე არათათარი ნებისმიერ სამშობიაროში შეიძLება მოგიწვინონ გვერდზე. ასე რომ ჯობია ერთკაციანი პალატა აირჩიო ან დროებით დისკომფორტს შეეგუო wink.gif ვერც ერთ სამშობიაროში ვერ მოგცემენ გარანტიას რომ შანელის სურნელოვან ქალებს მოგიწვენენ გვერდზე smile.gif

Posted by: mainc 27 Feb 2013, 19:30
pandora23
მგონი ემბრიოს ახალი სიცოცხლე ჯობს ამ ეტაპზე, აქ გოგოების ნაწერის მიხედვით, თუმცა მე არცერთი მინახავს smile.gif

Posted by: E_ko 27 Feb 2013, 19:54
pandora23
QUOTE
აპარატი და რომ მისინჯავდა, აუ გაჭედა კიდევო და მაგიდას ურახუნებდა და რომ არ ამუშავდა დაშალა და აწყობა დაიწყო

კაი აპარატი გაფუჭდა, ახალი ჯერ ვერ მიუტანეს, სხვა არავინ იყო რომ წნევა გაეზომა?
QUOTE
პალატაშიც რომ ვინმე სუნიან თათარს მოგიწვენენ მაგარია რააა...

სუნიანი ქართველი ან სხვა ეროვნების ადამიანი არ გინახავს?

Posted by: pandora23 27 Feb 2013, 20:00
აუ თქვენ ეტყობა 9 თათართან ერთად არ მჯდარხართ, რაღაცნაირი სპეციფიური სუნი აქვთ რაა, არ ვაზვიადებ მართლა... არ ვარ ისეთი პრეტენზიულები რომ არიან და რაღაც წიკები სჭირთ, მართლა ეგრეაა, ჩემ მულთან ერთად ვიყავი და მიუხედავად იმისა რომ მისი და დედამისის არჩეული სამშობიარო იყო თვითონაც აღნიშნა, მერე საპირფარეშოში შევედი, არც საკეტი ქონდა და იქაც საკმაო სიბინძურე იყო, აი ბოდიშით და ნახმარი ტუალეტის ქაღალდებით სავსე იყო ურნა და იქაც სუნი.....
mainc
და ახალ სიცოცხლეში ვინ არის კარგი ექიმიი? მგონი ნემსაძეზე წერდნენ გოგოები ხოო, თუ არ მეშლება.

Posted by: mainc 27 Feb 2013, 21:30
pandora23
ნემსაძედა ზალდასტანიშვილი
სხვა არ ვიცი , აი,დაწერენ გოგოებიც ალბათ

Posted by: E_ko 27 Feb 2013, 21:53
pandora23
QUOTE
მერე საპირფარეშოში შევედი, არც საკეტი ქონდა და იქაც საკმაო სიბინძურე იყო, აი ბოდიშით და ნახმარი ტუალეტის ქაღალდებით სავსე იყო ურნა და იქაც სუნი.....

უი მე, საავადმყოფოში ხო მაინც უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები დაცული.
QUOTE
აუ თქვენ ეტყობა 9 თათართან ერთად არ მჯდარხართ, რაღაცნაირი სპეციფიური სუნი აქვთ რაა, არ ვაზვიადებ მართლა

მჯერა, მე და ჩემი მეგობრები მარშუტკაში ვიჯექით აზარბაიჯანელებთან (ე.წ. თათრებთან) ერთად, ჩემმა დაქალმა პალტოც კი შეახოდა და ერთი კვირა ეს პალტო სარეცხის თოკზე ქონდა გადაკიდებული სუნი რომ გასცლოდა. ქართველებიც ვიცი, მაგათი ვიზიტის მერე ოთახს რომ ვანიავებ ხოლმე.
ხო შეიძლება ცუდ სუნიანი ქართველი შეგხვდეს პალატაში.
მე განვიხილავდი ერთ-ერთ ვარიანტად "ახალ სიცოცხლეს" და ნემსაძეს ან სიანურიძეს ვფიქრობდი. სინაურიძის აყვანა თუ არ ვცდები 500 ლარი ღირდა,, კარგად არ მახსოვს.

Posted by: makavel1 27 Feb 2013, 23:58
pandora23
თუ საკეისროს იკეთებ ახალ სიცოცხლეს არ გირჩევ იმიტომ რომ საწოლები არ აქვთ შესაბამისი, და კიდევ ცხელა არანორმალურად ფანჯარას არ გაგაღებინებენ თუ უჰაერობაც არ გაწუხებს დანარჩენი სისუფთავე და ყურადღება ძაან კაია.

Posted by: tamar1586 27 Feb 2013, 23:59
pandora23
სუნიანი ქალების თუ გეშინია, 1 კაციანი პალატა უნდა აიღო.

Posted by: dadu411 28 Feb 2013, 12:01
მე ვიყავი 1 კაციანში და მეორედ მაგას აღარ მივქარავ 4 კაციანი ჯობია კიდე 1 კაციანს ხმის გამცემი მენატრებოდა ჭამის დრო რო მოდიოდა მიხაროდა სამზარეულოში ხო გამოდიოდა ყველა და იქ დავიქოქებოდი ხოლმე lol.gif ძაან საშინლად ვგრძნობდი თAვს თან პატარა პალატებია ერთ კაციანები დაა მოკლედ ცოტაც და გავგიჯდებოდი სულ ვტიროოდიი სუუულ weep.gif

Posted by: naneee 28 Feb 2013, 12:29
dadu411
smile.gif აი მე პირიქით სიჩუმე და სიმყუდროვე მირჩევნია ამ ბოლო დროს. ამიტომ მინდა ერთკაციანი პალატა yes.gif

Posted by: marguerite 28 Feb 2013, 12:31
მე 4 კაციანში ვიწექი და ზუსტად ვიცი, შემდეგ ჯერ აუცილებლად 1 კაციანს ავიღებ. ძალიან ძნელია, როცა ძლივს დაძინებულ ბავშვს სხვისი ხმაური აღვიძებს. ხმის გამცემს რაც შეეხება, დერეფანშიც მშვენივრად ვახერხებდი კომუნიკაციას.

Posted by: Pumpula 28 Feb 2013, 12:34
ნუ ერთკაციანი თუ არა, 2 კაციანი კიდე შეიძლება, აი მაგაზე მეტიანში კი უკვე მართლა დომხალი იქნება რა..მე იმედში ორკაციანში ვიქნები, მაგრამ მიღირს, რადგან ვიცი მნახველებს არ უშვებენ, არც იმის მნახველები შემაწუხებენ და არც იმას შეაწუხებენ ჩემი მნახველები და ერთმანეთს როგორღაც გავუძლებთ ის 3-4 დღე biggrin.gif

Posted by: pandora23 28 Feb 2013, 13:06
ეგეც ლუბლიანას ქუჩაზეა ხოო? ამ დღეებში ემბრიოს და ახალ სიცოცხლეს ვნახავ და გადავწყვიტავ.
ფიზიოლოგიურად მინდა, საკეისრო არა.
ე.ი. ემბრიოში ზაზა ავალიანი მიქეს და ახალ სიცოცხლეში სინაურიძე და ნემსაძე.
ისე ეს ექიმის აყვანა რა უბედურებაა 500 ლარი, ძაან ძვირია, ნუ 400 მაინც იყოს, ორივე ექიმი ეგრე ღირს? სინაურიძე და ნემსაძე.
* * *
QUOTE (E_ko @ 27 Feb 2013, 21:53 )
მჯერა, მე და ჩემი მეგობრები მარშუტკაში ვიჯექით აზარბაიჯანელებთან (ე.წ. თათრებთან) ერთად, ჩემმა დაქალმა პალტოც კი შეახოდა და ერთი კვირა ეს პალტო სარეცხის თოკზე ქონდა გადაკიდებული სუნი რომ გასცლოდა. ქართველებიც ვიცი, მაგათი ვიზიტის მერე ოთახს რომ ვანიავებ ხოლმე.
ხო შეიძლება ცუდ სუნიანი ქართველი შეგხვდეს პალატაში.

აი ზუსტად ჩემი მული რომ გამოდიოდა ესე ამბობდა, სუნი გამომყვაო ტანსაცმელზეო. სუნიანი და დაუბანელი ქართველების მეტი რა არის (განსაკუთრებით ზაფხულში იგრძნობა ხოლმე) მაგრამ აი თათრებმა რაც არ უნდა იბანონ ეს რაღაცნაირი სუნი აქვთ რაა, ან არც იბანენ რა ვიცი.

Posted by: dadu411 28 Feb 2013, 14:09
ჩემ შვილს მაინც არავის ხმაური არ აგვიძებდა ბავშვების ოთახში რო შევდიოდი ყველა ჩხაოდა ამას გემრიელად ეძინა ხოლმე..... biggrin.gifან ახალშობილს რათ უნდა ძლივს დაძინება ისედაც სულ სძინავთ 4იანს არა მარა შემდეგში აუცილეებლად 2 კაციანს ავიგებ,, მე ჰერაში გავაჩინე და იქ დერეპანში სკამები არ იყო და პეხზე დგომის თAვი მე არ მქონდა

Posted by: makavel1 28 Feb 2013, 14:14
Pumpula
ჩემი დაქალი იწვა 4 კაციანში და მშობიარეები არ იყვნენ ასე რომ მარტო იყო ია 3 დღე biggrin.gif შეიძლება მანდაც არ იყოს იმ დროს მშობიარე და მარტომაც მოგიწიოს ყოფნა. მე რომ გავაჩინე თავიდან 3 კაციანში ვიყავი დააა კოშმარი იყო, ხან ერთის ტელეფონი რეკავდა და მაღვიძებდა და ხან მეორესი, ბოლოს რომ ამომასხა მოვხვიე ჩემს ვეშჩებს ხელი და გადავბარგდი ლუქსში და დავისვენე. ( იქამდე დაკავებული იყო თორემ თავიდანვე ეგრე მინდოდა) და კიდევ რაზეც ძალიან დიდი გართულება მაქვს არის ჰაერი და ის რომ ფანჯარა იყოს ღია, იქ რომ ვთქვი გოგოებმა დაჯღანეს ეგრევე სახეები მარა მერე ექიმი შემოდიოდა ხოლმე და ამბობდა რომ ბავშვები გაგვეყვანა და ოთახი გაგვენიავებინა და დაოკდნენ biggrin.gif

Posted by: ninuwki 28 Feb 2013, 14:18
dadu411
მე პირიქით,შემდეგშიც 1კაციანს ავიღებ.მშვენივრად ვიყავი.იმდენი მნახველი მოდიოდა ვინ დამაცდიდა მარტოობის გამო მოწყენას biggrin.gif თან ლეპტოპი მქონდა და მშვენივრად ვერთობოდი biggrin.gif
დერეფანში როცა გამოვდიოდი ისეთი ხმაური იყო ბავშვების,ნამდვილად მერჩივნა ჩემი ოთახი.მყუდრო და წყნარი smile.gif

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 14:33
dadu411
კარგია კომუნიკაბელური რომ ხარ, მაგიტომაც გაგიჭირდა ერთადგილიანში.
აბა მე ისეთი უჟმური ვარ ვინ გამიძლებს, ამიტომ აუცილებლად ერთადგილიანი მინდა, თან ლეპტოპს და ჯეოსელის მოდემს წავიღებ და ქმარიც მოვა ხოლმე სანახავად, რაც მთავარია ჩემი პატარა გოჭი მეყოლება გვერდზე და მეტი სულ არ მინდა არავინ, არც მნახველები მათშორის jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: marguerite 28 Feb 2013, 15:05
garfield1
QUOTE
აუცილებლად ერთადგილიანი მინდა, თან ლეპტოპს და ჯეოსელის მოდემს წავიღებ და ქმარიც მოვა ხოლმე სანახავად, რაც მთავარია ჩემი პატარა გოჭი მეყოლება გვერდზე და მეტი სულ არ მინდა არავინ, არც მნახველები მათშორის

up.gif

-------

ჰაერს რაც შეეხება, 2 კაციანებია ისეთი ვიწრო, რომ ამ მხრივ 4-იანი ბევრად ჯობდა. 1 დღე მომიწია 2 კაციანში და ვერ გავუძელი. გაგუაში ეს.

--------


Posted by: dadu411 28 Feb 2013, 15:25
ninuwki
ნუ ლეპტოპი რო მქონოდა ალბად ისე გავიდოდა დრო ვერც გავიგებდი მარა საქმეც ეგაა რო არ მქონდა და თან მნახველებსაც მარტო 6იდან 8მდე უშვებდნენ იისე ჩემი ქმრის მეტი არავის ნახვა არ მინდოდა

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 15:28
dadu411
QUOTE
ისე ჩემი ქმრის მეტი არავის ნახვა არ მინდოდა

ამას რომ ვამბობ , ყველას გიჟი და არანორმალური გამოვყავარ facepalm.gif

Posted by: ninia84 28 Feb 2013, 16:18
garfield1
რას გერჩიან, მეც მასე ვიყავიsmile.gif

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 16:20
ninia84
ხოდა მიხარია თანამოაზრეები რომ გამომიჩნდა, სულ არ მინდა მთელმა სანათესაომ იაროს სამშობიაროში, თან იმდენნი არიან

Posted by: dadu411 28 Feb 2013, 16:20
garfield1
მე დაჟე რო მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ მოვალო ყველას ტეხნიკურად უარს ვეუბნებოდი სახლში მნახეთთქო ....... rolleyes.gif

Posted by: naneee 28 Feb 2013, 16:33
garfield1
QUOTE
ამას რომ ვამბობ , ყველას გიჟი და არანორმალური გამოვყავარ

არ ხარ გიჟი, არანორმალური, ასოციალური და ასე შემდეგ, ეს ძალიან ბუნებრივია. ბევრს ემართება ასე. მეც მათ შორის smile.gif

QUOTE
მე დაჟე რო მირეკავდნენ

აპ აპ. ტელეფონს რო არ ვუპასუხებ ან საერთოდ გავთიშავ, ეს ზუსტად ვიცი smile.gif

Posted by: ninuwki 28 Feb 2013, 16:55
marguerite
რატო იყო ვიწრო? მეც მანდ ვიყავი 1 ადგილიანში და 2ანიც ვნახე.რავი მე არ მევიწროვა biggrin.gif
ყველაფერი ინდივიდუალურია ....

Posted by: marguerite 28 Feb 2013, 17:01
ninuwki
იმიტომ, რომ 2 საწოლს შორის ბავშვების საგორავებელი 2 საწოლი არ ეტეოდა . მორიგეობით ვაყენებდით. მე-13 პალატა იყო , ზუსტად მახსოვს. ჰოდა, იმ დღესვე გადავედი 4 კაციანში.

უფროსის ერთი და ბავშვის 1 საწოლი თავისუფლად დაეტეოდა.

Posted by: ninuwki 28 Feb 2013, 17:27
marguerite
ხო,აი ეგ აღარ მიფიქრია.ეგ ამრთლა მასე იქნებოდა.ჩემთანაც თუ მოვიგორებდი ხოლმე,ფაქტიურად გაკვეხილი იყო ბავშვის საწოლი...

Posted by: juzeppe1 2 Mar 2013, 21:22
იმედის კლინიკაზე რას იტყვით?
ფასები საიტზეც უწერიათ, მაგრამ როგორი მომსახურება აქვთ? როგორი პერსონალია?

Posted by: ტიფანი 3 Mar 2013, 09:49
ემბრიო
ახალი სიცოცხლე
გაგუას კლინიკა
თუ იმედის კლინიკა

?

მირჩიეთ რა ფლიიიზ
ფასები დაახლოებით მსგავსია.
ექიმის დაქირავებას არ ვაპირებ.

Posted by: makavel1 3 Mar 2013, 09:59
ტიფანი
მნახველები თუ არ გინდა იმედის კლინიკა

Posted by: ტიფანი 3 Mar 2013, 10:01
ninuwki
სად იმშობიარე მნახველებს რომ უშვებენ?

makavel1
მნახველებს გაგუაშიც ხომ არ უშვებენ? სადღაც ფანჯრის მიღმა დგანან ხოლმე

Posted by: makavel1 3 Mar 2013, 10:11
ტიფანი
გააჩნია ლუქსს თუ აიღებ იქ შეგიძლია კიდევაც დაიტოვო (მეუღლე, დედა...) და იმედის კლინიკაში საერთოდ არავის არ უშვებენ აქ აპირებენ გოგოები იმედში მშობიარობას და დაწერენ რომ ნახავენ, იქ მემგონი ბავშვსაც ვერ ანახებ ის 3 დღე.

Posted by: ninia84 3 Mar 2013, 11:04
makavel1
ტიფანი
მნახველებს ემბრიოშიც აღარ უშვებენ პალატაში. ბავშვი შეგიძლია დაანახო შუშიდან

Posted by: ninuwki 3 Mar 2013, 11:53
ტიფანი
გაგუაში.მაგრამ მე 1 ადგილიანში ვიყავი.


Posted by: ტიფანი 3 Mar 2013, 12:34
ninuwki
ninia84
makavel1
მადლობა
პრინციპში 3 დღე რა პრობლემაა, შეიძლება გაძლება.
ხალხის ნახვის სურვილი მე ნაკლებად მაქვს. სულ არ მინდა, გაგუაში რომ გაატარებენ ხოლმე ახალ ნამშობიარევს მასე მნახოს ვინმემ. არ მომწონს ეგ ამბავი

ეჰ უნდა ჩამოვუარო ამ კვირაში
უკვე 35-ე კვირის ორსული ვარ


ასე წერია საიტზე:

,,იმედის კლინიკაში” ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულება 690 ლარს შეადგენს.

ორსული თავსდება ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში.

ამავე ოთახში ხდება მშობიარობა და ახალი სიცოცხლის მოვლინება.

სხვა კლინიკებში ყველას 1 ოთახში ამშობიარებენ? მაგალითად გაგუაში?
* * *
ახალ სიცოცხლეში ფიზიოლოგიური ღირს 599 ლარი (ანუ 600), რატომ ასე იაფი?

სხვაგან ყველაზე იაფი გაგუაშია 650, მერე იმედი 690....

გაუტკივარების გაკეთება არ მინდა, გავუძლებ ნეტა ?sad.gif

Posted by: pandora23 3 Mar 2013, 13:09
ბავშვებო არსენ ონიკაშვილსა და ზაზა ავალიანს შორის რომელს მირჩევთ?
მაინც ემბრიო გადავწყვიტე და ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რაა, ესენიც აქაური პოსტებიდან ვიცი, სხვა თუ უკეთესი იცით მანდ ისიც მითხარით რაა. 2-3 დღეში უკვე უნდა ავიყვანო ექიმი და ვერ გადავწყვიტე sad.gif

Posted by: blblbl 3 Mar 2013, 13:42
ტიფანი
QUOTE
გაუტკივარების გაკეთება არ მინდა, გავუძლებ ნეტა

რატომ უნდა აიტანო ტკივილი,როცა არსებობს საშუალება რომ უმტკივნეულოდ გააჩინო არ მესმის თორემ შენი საქმეა smile.gif ისე ბევრი ამბობს არ მინდაო და მერე იხვწებიან ,მაგრამ გვიანია ხოლმე ამიტომ კარგად დაფიქრდი მაინც.ტანჯვა გმირობას არ ნისნავს და უმტკივნეულო მშობირობა კი ლამაზ მოგონებად დაგრჩება smile.gif

Posted by: garfield1 3 Mar 2013, 13:49
blblbl
QUOTE
ტანჯვა გმირობას არ ნისნავს

ვაიმე ზოგი მაგით რომ საზღვრავს ვინ როგორი დედაა facepalm.gif თუ დაიტანჯე, იწივლე იკივლე და მოკვდი მაშინ ხარ კარგი დედა .
რკინის ლოგიკაა biggrin.gif

Posted by: ტიფანი 3 Mar 2013, 17:24
blblbl
ჩემი ნათესავი ცუდად გახდა, ჭინთვებზე იმოქმედა და ბავსვი ვაკუმით თუ რაღაცით გააჩინა მერე

Posted by: makavel1 3 Mar 2013, 17:57
ninia84
მეიცა biggrin.gif არც ლუქსში აღარ უშვებენ მნახველებს? ტიტუუუ ხომ გადავირიე მაგის იმედით მივდივარ რომ დედაჩემი დავიტოვო აბა ოპერაციის მერე მე ხელსაც ვერ გავანძრევ და ბავშვს რა ვუყო :|

Posted by: blblbl 3 Mar 2013, 18:18
ტიფანი
ჭინთვების დროს სულ რომ გასკდე არავინ გაგიკეთებს გაუტკივარებას,ასე რომ მაგ მიზეზით ნამდვილად არ სჭირდებათ ვაკუუმი smile.gif

Posted by: regenbogen 3 Mar 2013, 19:34
ანუ ახალი სიცოცხლე ნორმალურია???ჯობს გაგუას???
* * *
საიტი არ აქვს მაგ სამშობიაროს?

.......................................................

Posted by: ninia84 3 Mar 2013, 20:07
makavel1
ლუქსში მემგონი უშვებენ. მე 4-იანში ვიყავი ეხლა და ლუქსში რა სიტუაცია იყო მაგ მხრივ, არ ვიცი.

Posted by: makavel1 3 Mar 2013, 22:14
ninia84
4 კაციანში ისედაც არ უშვებდნენ ჩემ დროს, ლუქსში თუ არ იყავი ისე შიგნით ვერავინ შემოდიოდაregenbogen
საკეისროს თუ აპირებ გაგუა ჯობს. და კიდევ უჰაერობასთან თუ არ გაქვს პრობლემა, იქ არ გაგაღებინებენ ფანჯარას.

Posted by: pandora23 4 Mar 2013, 12:51
QUOTE (pandora23 @ 3 Mar 2013, 13:09 )
ბავშვებო არსენ ონიკაშვილსა და ზაზა ავალიანს შორის რომელს მირჩევთ?
მაინც ემბრიო გადავწყვიტე და ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რაა, ესენიც აქაური პოსტებიდან ვიცი, სხვა თუ უკეთესი იცით მანდ ისიც მითხარით რაა. 2-3 დღეში უკვე უნდა ავიყვანო ექიმი და ვერ გადავწყვიტე sad.gif

აუ მომწერეთ რა თუ იცით ვინმე pleaseeeeee user.gif user.gif ეხლა კიდევ ნანა დოლიძეც მითხრეს და სულ ავირიე facepalm.gif არა და დღე-დღეზე უნდა ავიყვანო უკვე...

Posted by: ტიფანი 4 Mar 2013, 17:34
ახალი სიცოცხლისკენ იხრება ჩემი არჩევანი
იმედია შეცდომას არ დავუშვებ

Posted by: blblbl 4 Mar 2013, 17:37
pandora23
ორივეს ჰყავს კმაყოფილებიც და უკმაყოფილიცო,ყველაზე კარგი იქნება თუ მიხვალ და ორივეს ნახავ უფრო ადვილად აირჩევ

Posted by: shiklgruber 5 Mar 2013, 10:44
მე ჩაჩავაში გავაჩინე ოქტომბერში და სერვისით არ ვარ კმაყოფილი,ექიმებით კი აყვანილი მყავდა ,თვითონ მომსახურებით.

Posted by: ninuwki 5 Mar 2013, 12:10
ტიფანი
QUOTE
სხვა კლინიკებში ყველას 1 ოთახში ამშობიარებენ? მაგალითად გაგუაში?

არა ინდივიდუალური სამშობიარო ოთახებია.ანუ მარტო ხარ...

Posted by: Swanns_Way 5 Mar 2013, 12:17
shiklgruber
რომელი ექიმი გყავდა აყვანილი? კონკრეტულად რით არ ხრა კმაყოფილი? მეც ჩაჩავაში ვაპირებ.

Posted by: shiklgruber 5 Mar 2013, 14:52
Swanns_Way

მე მყავდა აყვანილი ნუკრი ქსნელაშვილი,განყოფილების გამგეა,ზარს რო დავრეკავდი ეზარებოდათ შემოსვლა,გაყვანაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი,ღამე მე გამყავდა ხოლმე ბავშვი რო აგარ შემეძლო უკვე,თვითონ დამოკიდებულებაც რაგაცნაირი ცივი იყო,ყელში აქვთ ამოსული ამდენი ბავშვები უკვე .არ ვიცი ,მე ასეთი შთაბეჭდილებებით წამოვედი .

Posted by: an apple 5 Mar 2013, 22:38
blblbl
QUOTE
ჭინთვების დროს სულ რომ გასკდე არავინ გაგიკეთებს გაუტკივარებას

დამიმატეს ცხენის დოზა წამალი თუ არა, მაშინვე დამეწყო ჭინთვები biggrin.gif ამიტომაა რომ გადასარევად ვიმშობიარე . ანესთეზიოლოგი კი შეჯორა ექიმმა, მაგრამ მე გულში ვლოცავდი biggrin.gif

Posted by: Pumpula 6 Mar 2013, 10:55
QUOTE (an apple @ 5 Mar 2013, 22:38 )
. ანესთეზიოლოგი კი შეჯორა ექიმმა, მაგრამ მე გულში ვლოცავდი biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
-------------------

Posted by: blblbl 6 Mar 2013, 12:28
an apple
უფ მასე მე რომ ვესწრებოდი,მეორე გოგო იყო იქ სა ანესთეზიოლოგი რომ შწმოვიდა დამიმატეო ამან,იმან დაწოლას ხო არ გრძნობ თითქოს კუჭში გინდა გასვლაო,არაო და დაუმატა,გავიდა და ეს გოგო ამბობს ვგრძნობდი მარა მოვატყუეო თორემ არ გამიკეთებდაო,კიდე კაი ექიმი შემოვიდა უნდა გაგასინჯოო,ამ გოგომ ისტერიკა დაიმართა არ მინდაო ,ძალით გადააწევინა ფეხი და ბავშვის თავი ლამის გარეთ იყო ,გაგიჟდა ექიმი,ზუსტად ხუთ წუთში გააჩინა,ასე რომ სულაც არ ნიშნავს გაუტკივარება იმას რომ ბავშვი ვერ გამოვა,ისე კი ეს დამალვა მაინც არ იყო სწორი ჩემი აზრით.

Posted by: pravinia 6 Mar 2013, 12:35
QUOTE
ისე კი ეს დამალვა მაინც არ იყო სწორი ჩემი აზრით.


სწორი კი არა იდიოტი ყოფილა ეგ გოგო,
მერე დაიყებენ ექიმმა მომიკლა ბავშვი და დარბიან საჩივრებით

Posted by: KaTeRiN 6 Mar 2013, 12:55
მე რაც ვნახე ჩემი თვალით და მოვისმინე ჩემი ყურით ეგრე დამიმატე მტკივაზე ზეპირსიტყვიერად არ ამატებენ გაუტკივარებას და სწორიცაა.
ჩემი გოგოც კიოდა ჩქარა დამიმატეთ მტკივაო, მაგრამ ანესთეზიოლოგმა მშვიდი სახით უხრა, მოითმინე ეხლავე მოვა შენი ექიმი და გაგვინჯავსო, მანამდე ვერ დაგიმატებო. სხვებსაც ეგრე უთხრა ხმები მესმოდა მეზობელი ოთახებიდან.

Posted by: tamar1586 6 Mar 2013, 12:56
pravinia
QUOTE
სწორი კი არა იდიოტი ყოფილა ეგ გოგო,
მერე დაიყებენ ექიმმა მომიკლა ბავშვი და დარბიან საჩივრებით

+1 sad.gif
ნერვები მეშლება ეგეთ უპასუხისმგებლობაზე და ტუტუცობებზე.

Posted by: blblbl 6 Mar 2013, 13:05
pravinia
გეფიცები ისტერიკა დაიმართა არ გამსინჯოო,არადა არ სტკიოდა დამატებული ჰქონდა იმ წუთის,კიდე კაი რომ ძალით გასინჯა ექიმმა და ჩქარაო დაძახა.
KaTeRiN
ასე იყო იქაც,დეიდაჩემსაც სინჯავდა ექიმი და ბოლოს რომ გასინჯა აღარ დაუმატო ამის მერე ამასო გააფრთხილა ანესთეზიოლოგი,მეორესთან რომ შემოვიდა როგორ ხარო ისტერიკა დაიმართა დამიმატე ახლავეო,იყო ექიმი და არ მაქვს გახსნაო . ამანც გამოკითხა მაინც და რომ უთხრა არაფერი ეგ სიმპტომი არ მაქვსო დაუმატა.ნახევარი საათით ადრე იყო გასინჯული და 3.5ზე იყო ,სწრაფი გახსნა წავიდა ეტყობა.

Posted by: tamar1586 6 Mar 2013, 13:13
blblbl
მე გამიკეთეს სრულ გახსნაზე ზუსტად მაგ გასინჯვის შედეგად.
ვიცი რომ ზოგადად არ კეთდება მაგრამ ჩემი პრობლემის გამო არ იყო თავი ჩამოსული, ამიტომ გამიკეთეს. მაგრამ გამაფრთხილეს რომ გაკეთების მომენტშიც კი რომ იგრძნო ნებისმიერი დაწოლა ქვემოთ, ეგრევე გვითხარიო. რას ვიგრძნობდი, მგონი 1 საათის ჭინთვის შედეგადაც კი არ ჩამოვიდა თავი ქვემოთ givi.gif

QUOTE
გეფიცები ისტერიკა დაიმართა არ გამსინჯოო,არადა არ სტკიოდა დამატებული ჰქონდა იმ წუთის,კიდე კაი რომ ძალით გასინჯა ექიმმა და ჩქარაო დაძახა.

vis.gif

Posted by: KaTeRiN 6 Mar 2013, 13:18
სწრაფი გახსნა ჰქონდა ამასაც, ოღონდ 2.5 დან სრულამდე, ერთი დღე ღამე იხსნებოდა 1 დან 2 მდე, გაიტანჯა მაგრად, თან ტკივილებიც ჰქონდა, მაგრამ ასატანი, სანამ 2.5 არ გაიხსნა მანამდე გაუტკივარება არ გაუკეთეს, თან წყლები დაღვარა, როგორც იქნა გაუკეთეს და დაიძინა მერე ერთი საათი, კიდევ კარგი დაიძინა თორე ძალა არ ჰქონდა ფაქტიურად 24 საათი არ უძინია, გაიღვიძა მტკივაო, გასინჯეს 3.5 ზე ხარო, კიდევ დაამატებინა. გააგრძელა ძილი, ერთ საათში გაიღვიძა ტუალეტში მინდაო, მეთქი მოიცა სად მიდიხართქო და კი გააჩინა 15 წუთში. მერე იძახდა კიდევ კარგი გამეღვიძაო givi.gif შტერი facepalm.gif

Posted by: blblbl 6 Mar 2013, 13:18
tamar1586
საზღვარგარეთ მე როგორც ვიცი აკეთებენ სრულ გახსნაზე,აქაც შეიძლება მოხდეს მასე რომ ვთქვათ გაგიკეთონ და უცბატ წავიდეს გახსნა,დეიდაჩემს ხო არ დაუმატეს სრული გახსნა რადგან იყო ,მარა ბოლო გასინჯვიდან 15 წუთში დაეწყო ჭინთვები და წამალი ისებ მოქმედებდა,ვევრ გრზნობდა ჭინთვებს,უბრალოდ ექიმი რასაც ეუბნებოდა იმას აკეთებდა.თუმცა ბევრია რომ სტკივა თუ არ სტკივა არ გისმენს და ვერ იჭინთება,ამიტომ ერიდებიან.

Posted by: tatuka_1 6 Mar 2013, 16:33
ახალი სიცოცხლე ძალიან მომწონს როგორც კლინიკა, ისე პერსონალი და ექიმები, განსხვავებით გაგუასგან.

მაგრამ მე ჯანმრთელობის სახლი მაინტერესებს, როგორც ვიცი ყველა პალატა 1 ადგილიანია და ფასები ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: garfield1 6 Mar 2013, 16:44
tatuka_1
ფიზიოლოგიური 1500 ლარამდე
საკეისრო 1800 თუ არ ვცდები ან ცოტა მეტი .
ერთადგილიანია ყველა პალატა, ექიმის აყვანა იგულისხმება ამ თანხაში და თან შეგიძლია ისე მიხვიდე, ბავშვის პამპერსით დაწყებული, ქალის ჰიგიენის ნივთებით დამთავრებული ყველაფერს გახვედრებენ

Posted by: an apple 6 Mar 2013, 17:28
მიუხედავად იმისა ,რომ დამატებიდან ძალიან მალე დამეწყო ჭინთვები, შეგრძნება არ დამიკარგავს. დაწოლას და ჭინთვებს ვგრძნობდი.

Posted by: nushki 6 Mar 2013, 17:47
გამარჯობათ მე პირველად ვარ ორსულად და ძალიან ვნერვიულობ იმდენს ვკითხულობ ამ ფორუმებზე უკვე თავგზა ამებნა სად მივიდე სამშOბიაროდ sad.gif ჩემი დაზღვევა მინაზღაურებს შემდეგ კლინიკებს : გაგუა, ჰერა, შარაშიძის სამედიცინო ცენტრი, იმედის კლინიკა და ემბრიო სად მირჩევთ იქნებ დამხემაროთ?

Posted by: pravinia 6 Mar 2013, 17:49
blblbl

QUOTE
გეფიცები ისტერიკა დაიმართა არ გამსინჯოო,არადა არ სტკიოდა დამატებული ჰქონდა იმ წუთის,კიდე კაი რომ ძალით გასინჯა ექიმმა და ჩქარაო დაძახა


გამაყუჩებელი რომ არ ჰქონოდა გაკეთებული და რომც სტკიებოდა, "არ გამსინჯო" რა საქულად დუქანში იყო ლუდის დასალევად თუ რა, 9 თვე ბავშვის გასაჩენად რომ ემზადება ქალი, ნუთუ ელემენტარული არ უნდა ესმოდეს?!
რა ვიცი, ყველამ საკუთარ ერთ ადგილს მივხედავთ, მაგრამ მაინც მიშლის ნერვებს მასეთი ხალხი biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 6 Mar 2013, 17:53
pravinia
QUOTE
რა ვიცი, ყველამ საკუთარ ერთ ადგილს მივხედავთ, მაგრამ მაინც მიშლის ნერვებს მასეთი ხალხი 

დებილებზე ხო ალერგია მაქვს, მაგრამ დებილი რომაა და თან ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე, ეგ მთლად მაცოფებს. დაეგდე, გააჩინე, აიტანე რა ხელით გასინჯვაც და მეტიც, რა ისტერიკებს აწყობ, რა წამალს ამატებინებ, რომ რამე დაემართოს ბავშვს, ხო ხარ მოსაკლავი!

Posted by: makavel1 6 Mar 2013, 17:55
nushki
ყველაზე "ნაღდია" ერთ დღეს მოკიდო ვინმეს ხელი და წახვიდე დასათვა;ლიერებლად.

Posted by: blblbl 6 Mar 2013, 17:56
ინფინიტი
ბავშVს რამე რომ ემართება(ჯვარი სწერია) ექიმი გამოყავთ უპირობოდ დამნაშავე ,არადა კაცმა არ იცის ვისი ბრალია სინამდვილეში,რატომღაც ექიმს ბრალდება სულ

pravinia
ცოტა ხანი მაცადე და მერეო biggrin.gif

Posted by: garfield1 6 Mar 2013, 17:59
blblbl
QUOTE
ექიმი გამოყავთ უპირობოდ დამნაშავე

რაც მთავარია მთელი ამბავი რომ ატყდება და ყველა ექიმს ადანაშაულებს, ამას ხომ დღეში სამჯერ ვნახულობთ საინფორმაციოში, სამაგიეროდ მერე გამოძიება რომ სრულდება ვისი ბრალი იყო რეალურად და რა მოხდა, მაგით კაციშვილი არ ინტერესდება და არავინ არაფერს აღარ ამბობს ტელევიზიით.
არ მახსოვს მე არცერთი მსგავსი შემთხვევა

Posted by: pravinia 6 Mar 2013, 18:01
ინფინიტი


QUOTE
დაეგდე, გააჩინე, აიტანე რა ხელით გასინჯვაც და მეტიც, რა ისტერიკებს აწყობ, რა წამალს ამატებინებ, რომ რამე დაემართოს ბავშვს, ხო ხარ მოსაკლავი!


გგონია მასეთი მერე თავს დააბრალებს? ირბენს საჩივრებით ექიმმა მომიკლა 9 თვე ნალოლიავები ბალღიო

garfield1


QUOTE
სამაგიეროდ მერე გამოძიება რომ სრულდება ვისი ბრალი იყო რეალურად და რა მოხდა, მაგით კაციშვილი არ ინტერესდება და არავინ არაფერს აღარ ამბობს ტელევიზიით.
არ მახსოვს მე არცერთი მსგავსი შემთხვევა


მასეა ზუსტად smile.gif

Posted by: pandora23 9 Mar 2013, 15:23
გოგოებო ცოტა ისეთი კითხვა მაქვს მარა არ ვიცი და რა ვქნა, ჩემმა მეგობარმა მითხრა მე თავი არ დამაბანინეს სამშობიაროში გაცივდებიო და მართლა ესეა? არა და ისეთი ცხიმიანი თმა მაქვს ყოველ დღე ვიბან და 3-4 დღე ალბათ სუნი ამივა უკვე sleep.gif კერძოდ ემბრიოში ვაპირებ....

Posted by: ninuwki 9 Mar 2013, 15:54
მე არაფერში არ მზღუდავდნენ დაბანის მხრივ.მშობიარობიდან 2 საათში დავიბანე და დანარჩენი დღეებიც მასე...თავი არ დამიბანია მაგრამ არც ეგ იქნებოდა პრობლემა ვიცი smile.gif

Posted by: gvantsula 9 Mar 2013, 18:20
მოკლედ, მოგესალმებით პირველ რიგში smile.gif

მშობიარობა ჩაჩავაში გადავწყვიტე და ძალიან გთხოვთ მოკლედ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება იქ მშობიარობაზე, გარემოზე, პერსონალზე, სიტუაცაზე, ექიმს ვის მირჩევთ და ა.შ. ყველფერი რასაც ჩათვლით საჭიროდ. smile.gif

მართლა ძალიან დამეხმარებით smile.gif

Posted by: ვასასი 9 Mar 2013, 18:24
pandora23
ემბრიოში დაიბან ყველაფერს რაც გინდა smile.gif)) თითო პალატას თითო საბაზანო აქვს (ალბათ უკვე ყველგან ეგრეა) არა მგონია ექთან -სანიტარი სადმე დადიოდეს და სააბაზანოებში უვარდებოდეს ხალხს- ნეტა თავს ხომ არ იბანენ ესენიო biggrin.gif

Posted by: pandora23 9 Mar 2013, 20:25
ვასასი
ხო რა ვიცი biggrin.gif მეც გამიკვირდა ცოტა არ იყოს

Posted by: marguerite 9 Mar 2013, 23:10
pandora23
საკეისრო მაქვს გაკეთებული. ოპერაციიდან 6 საათში, უკვე შეგიძლია დაბანვაო_ექიმმა მითხრა. ნუ, ცხადია, 6 საათში ფეხზეც კი ვერ ვდგებოდი, მაგრამ მე-2 დღესვე დავიბანე .

Posted by: pandora23 10 Mar 2013, 13:49
ბანაობა კი შეილებაო მარა ვითომ თავი არ გაგიცივდესო ესე მითხრესო, მარა პრინციპში აბაზანაში ვინ შემომივარდება თავს ვიბან თუ ტანს.... bis.gif

Posted by: SnowFlakes 12 Mar 2013, 16:40
მიუხედავად იმისა რომ არაფერს შევცვლიდი და საკეისროს მაინც ამირან ქორიძესთან გავიკეთებდი,მინდა ჩემი უკმაყოფილება (და მხოლოდ ამ საკითხში) დავაფიქსირო.
ღამის მორიგეები თითქმის ყველა ერთნაირია და ბავშვთა ექთნებიც საშინლად არ მომეწონა. ისეთი გამომწვარი ტაკოთი გამოვიყვანე ბავშვი რომ 4 დღე ვურჩენდი,სითხე გამოსდიოდა. არ შეიძლება 1-2-3 დღის ბავშვს ტაკო მასე დაუწვა და კეთილი უნდა ინებო და ყოველ წამს უნდა ბანო /უცვალო პამპერსი თუკი ეს საჭიროა. მაგათთვის ეს ბავშვები სამსახურია,მიდიან-მოდიან და ახალნამშობიარებ დედას,რომელსაც თავისი თავი გასჭირვებია,ბავშვის დარდი არ უნდა ჰქონდეს. აღარ გავამწვავე მდგომარეობა,თანაც მანდ არიან ისეთი ექთნებიც,რომლებიც ძალიან შემიყვარდა (დღე მუშაობენ ისინი ძირითადად). დიდი მადლობელი ვარ თვითონ ბატონი ამირანის და ოპერაციის მაგრამ,ბავშვებს მე თუ მკითხავთ ძალიან ზერელედ უვლიან და ვინმემ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება.

Posted by: naneee 12 Mar 2013, 17:07
SnowFlakes
QUOTE
მიუხედავად იმისა რომ არაფერს შევცვლიდი და საკეისროს მაინც ამირან ქორიძესთან გავიკეთებდი,მინდა ჩემი უკმაყოფილება (და მხოლოდ ამ საკითხში) დავაფიქსირო. ღამის მორიგეები თითქმის ყველა ერთნაირია და ბავშვთა ექთნებიც საშინლად არ მომეწონა. ისეთი გამომწვარი ტაკოთი გამოვიყვანე ბავშვი რომ 4 დღე ვურჩენდი,სითხე გამოსდიოდა. არ შეიძლება 1-2-3 დღის ბავშვს ტაკო მასე დაუწვა და კეთილი უნდა ინებო და ყოველ წამს უნდა ბანო /უცვალო პამპერსი თუკი ეს საჭიროა. მაგათთვის ეს ბავშვები სამსახურია,მიდიან-მოდიან და ახალნამშობიარებ დედას,რომელსაც თავისი თავი გასჭირვებია,ბავშვის დარდი არ უნდა ჰქონდეს. აღარ გავამწვავე მდგომარეობა,თანაც მანდ არიან ისეთი ექთნებიც,რომლებიც ძალიან შემიყვარდა (დღე მუშაობენ ისინი ძირითადად). დიდი მადლობელი ვარ თვითონ ბატონი ამირანის და ოპერაციის მაგრამ,ბავშვებს მე თუ მკითხავთ ძალიან ზერელედ უვლიან და ვინმემ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება.

პირველ რიგში გილოცავ პაწიას 2kiss.gif

სიმართლე გითხრა, პირველად გავიგე ჯანსახლის კრიტიკა და გამიკვირდა.. საერთო ჯამში 10 ქულიდან რამდენს დაუწერდი? smile.gif

Posted by: SnowFlakes 12 Mar 2013, 17:34
naneee

მეორე მშობიარობა იყო (საკეისრო) და პირველზეც ჯან.სახლში ვიყავი. ძალიან ბევრი რამ მომწონს და პირველზე არ მქონდა იგივე პრობლემები მაგრამ,ამჯერად ცოტა გამაბრაზეს smile.gif) საკეისრო გაკეთდა ათიანზე,ამირანის გარდა სხვას ვერც ვენდობოდი მაგრამ,ბავშვის გამომწვარმა ტაკომ გამაგიჟა. ღამეები არ მეძინა და მე ვყარაულობდი ამის პამპერსს და რომ შემყავდა გამოსაცვლელად უკმაყოფილო სახით "კიდე ქნააა?" - მეკითხებოდა ექთანი. ხოდა,ერთი საერთოდ მესიჯობდა მთელი ღამე და საბოლოოდ ძაან ცუდ დღეში ჩავარდა ჩემი გოგო sad.gif

ერთი კომუნისტი ქალია კიდე,ძაან რომ დამცხა და რაღაც საშინელი მატერიის ერთჯერადი პერანგი რომ მეცვა მაგისი გამოცვლა მოვითხოვე,ხოდა ზარი რომ დავრეკე ამიკლო "ზაზუნითო" დაიჩივლა,გამიღვიძებს სხვა პაციენტებსაცო smile.gif ხოდა,მოკლედ რა smile.gif მეთქი,ქალბატონო ხვალიდან ავდგები და მე მივხედავ ჩემს თავსთქო და თქვენ არ შეგაწუხებთთქო და მერე მოკეტა smile.gif მიხვდა რომ არ უნდა ეთქვა მასე.


საბოლოოდ ქულა რა ვიცი და ეს იყო ის ფაქტორები,რამაც გამაგიჟა smile.gif

Posted by: ლილეკა 12 Mar 2013, 17:39
ახალი სიცოცხლის ფიზიოლოგიურის ფასი გაუტკივარებით ხომ არ იცით შემთხვევით, ვერადა ვერ მივაღწიე რო დავრეკო smile.gif)

Posted by: QoniCo 12 Mar 2013, 18:32
pandora23
ემბრიოში ვიმშობიარე და ზუსტად ორჯერ დავიბანე თავი smile.gif

Posted by: mainc 12 Mar 2013, 19:08
ფენი თქვენი მიგაქვთ, თუ არის იქ?
მე დიდი ფენი მაქვს და არ მინდოდა ამხელას წაღება ჰმ პატარა მაინც მქონდეს
SnowFlakes
ჯანსახლზე მაინტერესებს კერძოდ

Posted by: SnowFlakes 12 Mar 2013, 19:43
mainc

არა,ფენი არ აქვთ.

კბილის პასტა,რაღაც ერთდჯერადად რომ იხმარ რამდენიმე დღე ეგეთი ჯაგრისია და საპონი.

პირსახოციც აქვთ და ხალათიც.
მე ეგ ყველაფერი ჩემი მქონდა წაღებული.

Posted by: FoXy 12 Mar 2013, 20:16
ლილეკა
QUOTE
ახალი სიცოცხლის ფიზიოლოგიურის ფასი გაუტკივარებით ხომ არ იცით შემთხვევით, ვერადა ვერ მივაღწიე რო დავრეკო )

ფიზიოლოგიური 599 ლარი. გაუტკივარება არ გამიკეთებია, მაგრამ ადრე, რომ ვიკითხე 150 ლარიო.

Posted by: nikmaik 12 Mar 2013, 22:54
mainc
მე მომცეს ფენი

3 წლის და წელიწადნახევრის უკან ქონდათ და რავიცი smile.gif

Posted by: mainc 12 Mar 2013, 23:46
QUOTE
ფიზიოლოგიური 599

ექვსიანის ეშინიათ? biggrin.gif



nikmaik
QUOTE
ქონდათ და რავიცი

ვიკითხავ შემდეგ ვიზიტზე აბა

Posted by: pandora23 13 Mar 2013, 19:07
ბავშვებო იცით რა მაინტერესებს, 40 კვირაზე რომ მოვითხოვო დამაჩქარებლით მამშობიარეთთქო, მამშობიარებენ? თუ აუცილებელი თუ არაა არ გიკეთებენ? ... 37 კვირის და 3 დღის ვარ და უკვე 3,100-ია წონა, ბევრს არ ვჭამ მარა მაინც იმატებს, 40 კვირაზე არ ვიცი რამხელა უქნება უკვე, ცოტა მეშინია sad.gif

Posted by: blblbl 13 Mar 2013, 20:31
pandora23
შენით რატო უნდა მოითხოვო,ექიმი როგორც გადაწყვეტს ისე უნდა იყოს,დამაჩქარებელი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებაა,40კვირაზე კი მშოიბიარობის დაწყება არააა სავალდებულო.

Posted by: FoXy 13 Mar 2013, 23:08
pandora23
მე უარი მითხრა ექიმმა, სანამ 41 კვირის არ გახდები გადაცილება არ ითვლებაო და უფლება არ მაქვს დავაჩქაროო

Posted by: margalita bicola 14 Mar 2013, 01:04
ჰერაში ვინმეს გაქვთ გამოცდილება? ვაკიდან გადავიდნენ დიღომში.

http://hera2011.ge/index.php?id_pages=4

Posted by: khatia88 14 Mar 2013, 01:11
margalita bicola
2009-ში კარგი იყო, სოსო ღოღობერიძემ გამიკეთა საკეისრო.

Posted by: margalita bicola 14 Mar 2013, 01:56
ფასებიც მომეწონა, ნეტა ლუქსში შემიძლია ღამე დედაჩემი რომ დარჩეს? ან ქმარი? სხვა არავინ არ მინდა, არც მნახველებზე მექნება პრეტენზია.
მოკლედ ჩაჩავას ვფიქრობ ან ჰერას, ფასები ძალიან განსხვავებულია (1800 და 1200 )და თუ პირობები კარგია ჰერაში რატომ უნდა გადავყარო 600 ლარით ზედმეტი.

Posted by: ninchancho 14 Mar 2013, 10:18
margalita bicola

მე დავდივარ მანდ ჯერ არ მიმშობიარია მართალია მაგრამ biggrin.gif ძალიან აქებენ მომსახურე პერსონალს

Posted by: kozet 14 Mar 2013, 14:25
margalita bicola
ლუქსში შეგიძლია დატოვო ერთი ადამიანი მუდმივად შენთან ერთად, მე ხვალ მივდივარ ჰერაში მეანის სანახავად

Posted by: pandora23 14 Mar 2013, 15:59
FoXy
მადლობ, ეგ მაინტერესებდა smile.gif)

Posted by: ლილეკა 14 Mar 2013, 17:39
FoXy
QUOTE
ლილეკაQUOTE ახალი სიცოცხლის ფიზიოლოგიურის ფასი გაუტკივარებით ხომ არ იცით შემთხვევით, ვერადა ვერ მივაღწიე რო დავრეკო )ფიზიოლოგიური 599 ლარი. გაუტკივარება არ გამიკეთებია, მაგრამ ადრე, რომ ვიკითხე 150 ლარიო.


მადლობა 2kiss.gif ესეიგი ვეტევი დაზღვევის თანხებში bis.gif

Posted by: pandora23 15 Mar 2013, 14:35
QoniCo
როდის იმშობიარე? და ვინ გამშობიარა შეგიძლია მითხრა? პირობებიც მაინტერესებს.... smile.gif
მე ნანა დოლიძე მირჩიეს მარა მაშინ არ იყო რომ მივედი და საშა ფალავანდიშვილი ვნახე, ეგეც რჩევით, ჯერჯერობით მაგას ვფიქრობ, ეხლა 19-ში მიწევს მისვლა საშასთან, ნანასაც ვნახავ და საბოლოოდ გადავწვიტავ smile.gif

Posted by: ninia84 17 Mar 2013, 23:08
pandora23
საშასთან მე ვიმშობიარე ორჯერ, მაგრამ საკეისრო იყო ორივე. შენ ფიზიოლოგიურად აპირებ თუ საკეისროს?

Posted by: dadu411 18 Mar 2013, 00:43
მე ვიმშობიარე ჰერაში და კმაყოფილი ვაარ ყველაფრით...

Posted by: pandora23 18 Mar 2013, 12:33
ninia84
ფიზიოლოგიურად ვაპირებ.... და როგორი ექიმია, ყურადღებიანია?
კიდევ რა მაინტერესებს იციი sleep.gif ხელით რომ გაგსინჯა გეტკინა? ზოგი ხო ძაან უხეშია.

Posted by: ninia84 18 Mar 2013, 16:20
pandora23
მე ხელით არ გავუსინჯივარ, საკეისროს დროს ხელით არ სინჯავენ ხოლმე, იშვიათი გამონაკლისების გარდა. რომ გითხრა, ყოველდღე პალატაში მეჯდა-მეთქი, არა, მაგრამ მე არც მქონია რამე გართულება/პრობლემა და არც იყო საჭირო (ჩემი აზრით), თან აყვანილიც არ მყავდა. ისე კი, მორიგე ექიმები აუცილებლად ყველას გვკითხულობდნენ ხოლმე დილა-საღამოს. საკეისროზე კარგია და ფიზიოლოგიურზე არ ვიცი. მე ექიმისაც და სამშობიაროსიც ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა არიან აქ გოგოები, გაგონება რომ აღარ უნდათ smile.gif თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდება, გიპასუხებ სიამოვნებითsmile.gif

Posted by: pandora23 19 Mar 2013, 12:00
მადლობ 2kiss.gif თუ რამე გამახსენდა გკითხავ. საერთოდ მეც არ მინდა აყვანა, სახლში შემჭამეს პირველი ბავშვია და აიყვანეო... თან მანდ ბევრს აქებენ და რა ვიცი, ორსულობაც ნორმალურად მიდის smile.gif

Posted by: gamaoce2 20 Mar 2013, 14:45
იქნებ ჩაჩავას კლინიკაზეც დაწეროთ რამე.მე მანდ ვაპირებ მშობიარობას

Posted by: anuka2009 20 Mar 2013, 15:05
gamaoce2
QUOTE
იქნებ ჩაჩავას კლინიკაზეც დაწეროთ რამე.მე მანდ ვაპირებ მშობიარობას


ერთ ერთი ყველაზე კარგი კლინიკაა. მე პირადად და რამდენიმე უზერი ძალიან კმაყოფილები ვართ, ექიმების პროფესიონალიზმით, მომსახურებით, ბავშვის მოვლით, ჰიგიენით და ყველაფრით. ფასი ამართლებს ხარისხს, ნუ ჩემ შემთხვევაში ასე იყო და ამ 1.6 წლის მანძილზე თუ რადიკალურად გააფუჭეს ყველაფერი რ ვიცი, ეჭვი მეპარება.

Posted by: kozet 20 Mar 2013, 20:18
ამ ბოლოს ვინ იმშობიარეთ ჰერაში?

Posted by: მარიამი 26 Mar 2013, 14:57
მთელ თემას ნუ წამაკითხებთ რა, რამდენიმე კითხვა მაქვს ჯან.სახლთან დაკავშირებით:
- როგორც გამიგია, ყველა პალატა ერთადგილიანია არა?
- სადაზღვევოში მითხრეს: ძალიან ბევრ პროფილაქტიკურ გამოკვლევას გიტარებენო, ბავშვსაც უამრავ რამეს უკეთებენო, ყველაფერი აუცილებელი არააო და ამიტომ ჩვენ ყველაფერს არ ვანაზღაურებთო. ვინც დაზღვევით იმშობიარეთ, როგორ აგინაზღაურეს? მესმის, რომ დასაზღვევო პაკეტზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადი მიდგომა მაინც ერთნაირი იქნება.
- ზემოთა შემთხვევაში თუ შემიძლია ავირჩიო რა გამოკვლევა მინდა გამიკეთონ და რა - არა? იქნებ სულ არ მიღირს რაღაც პროფილაქტიკური გამოკვლევა იმ თანხად.
- საკეისროს მერე რამდენ დღეში გიშვებენ სახლში, თუ არაფერი გართულება არ გაქვს?
- ბავშვი გაყავთ თუ დედასთან ტოვებენ?
- მნახველები თუ დაიშვებიან და რა შეზღუდვებით?

Posted by: garfield1 26 Mar 2013, 15:03
მარიამი
ჯან.სახლზე რაც ვიცი მოგიყვები, მეც მანდ ვაპირებ და იმიტომ.
მანდ ყველა ერთადგილიანი პალატაა, ლუქსია და ჩვეულებრივი,ღამე ვერ დაიტოვებ ვერავის ამიტომ დიდი სხვაობა არაა რომელს აიღებ.
მანდ ერთიანი ტარიფია მშობიარობის და ჩემმა თანამშრომლებმა ბევრმა იმშობიარა მანდ და უპრობლემოდ აუნაზღაურეს სრულად . არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა .
ცალცალკე არ იგულისხმება მანდ არც ექიმის აყვანა და არც ლუქსს პალატა, ამიტომ ვერ გაყოფენ ვერანაირად.
ბავშვი გაყავთ ღამე და თუ გინდა შენთან გყავდეს არც ეგაა პრობლემა და მნახველებს რაც შეეხება, სპეციალურ ბარათს გაძლევენ ვიზიტორისთვის, რომელსაც ვისაც გინდა იმას მისცემ , ნახვის საათებია 2-დან 8 საათამდე და დღეში ორი მნახველის მოსვლა შეიძლება.
მშობიარობის მერე, როგორც კი მოგაწესრიგებენ შენ და პატარას, ქმარს დედას და დედამთილს უშვებენ სანახავად .

Posted by: მარიამი 26 Mar 2013, 15:06
garfield1
მადლობა პასუხისთვის. ეგ ყველაფერი ძალიან მომეწონა.
დაზღვევის საკითხი დამრჩა გასარკვევი, მაგას ალბათ ადგილზე გავარკვევ სადაზღვევოში. სრულად რომ არ ამინაზღაურებენ, უკვე მითხრეს. ახლა ხარჯების მინიმიზაციაზე უნდა ვიზრუნო.

Posted by: naneee 26 Mar 2013, 15:09
QUOTE
დედამთილს უშვებენ სანახავად .

biggrin.gif ქართული რეალობა

Posted by: garfield1 26 Mar 2013, 15:10
naneee
ხოდა სამაგიეროდ ჩემნაირი ავი და საძაგელი რძალი თუ ხარ, ეტყვი და სავარაუდოდ დედასაც დაჩაგრავ და მარტო ქმარს ამოუშვებენ, ნუ მე მასე ვაპირებ.
სულ არ მინდა ახალნამშობიარევი მნახოს ვინმემ

Posted by: naneee 26 Mar 2013, 15:12
garfield1
QUOTE
მარტო ქმარს ამოუშვებენ, ნუ მე მასე ვაპირებ.

chups.gif chups.gif chups.gif მეც მომწონს ეს იდეა

Posted by: kozet 26 Mar 2013, 17:05
ჰერაში Wi-Fi არის თუ იცით? smile.gif


------------------------------------------------

Posted by: makavel1 26 Mar 2013, 18:25
QUOTE
დედამთილს უშვებენ სანახავად .

..................................................................................................................................... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nikmaik 26 Mar 2013, 18:56
QUOTE
ქმარს დედას და დედამთილს უშვებენ სანახავად .

ნწუ biggrin.gif
დაქალმაც მნახა. მისმა დამაც, ორმა ბიძაშვილმა, დედამ და მეუღლემ
მსურველი არავინ იყო თორემ ალბათ მნახავდა biggrin.gif

Posted by: garfield1 26 Mar 2013, 18:58
nikmaik
არასწორად გაიგე ალბათ smile.gif
მშობიარობიდან 20-30 წუთში უშვებენ ქმარს დედას დ. დედამთილს , თორე მერე ვისაც გინდა იმას ნახავ.
ჩემმა მეგობრებმა იმშობიარეს მანდ და სულ მასე იყო პირველ დღეს.
რომ მოვითხოვო ქმრის გარდა არავინ ამოუშვათთქო შეიძლება ?

Posted by: nikmaik 26 Mar 2013, 19:04
garfield1
QUOTE
მშობიარობიდან 20-30 წუთში უშვებენ ქმარს დედას დ. დედამთილს , თორე მერე ვისაც გინდა იმას ნახავ.

უი ხო
QUOTE
რომ მოვითხოვო ქმრის გარდა არავინ ამოუშვათთქო შეიძლება ?

რა თქმა უნდა შენ ვინც გინდა

Posted by: pandora23 26 Mar 2013, 19:47
ninia84
მნახველების თემა როგორ იყო ემბრიოში? რომ ვიმშობიარებ მერე ალბათ არ შემოყრიან ყველას

Posted by: lulu82 26 Mar 2013, 20:58
გაგუაში ვის გაიმშობიარიათ ან თუ იცით რა სიტუაციაა? კმაყოფილები ხართ? ნუკრი მანჯგალაძესთან ვფიქრობ მე პირადად მშობიარობას. ბავშვი მშობიარობის მერე დედასთან რჩება თუ გაყავთ? რა მოგეწონათ და რა არა ?

Posted by: makavel1 26 Mar 2013, 22:27
pandora23
ქმარი, დედა, დედამთილი, ამათ შემოუშვებენ მშობიარობის შემდეგ. მერე შენთვითონ მოგიწევს ხოლმე გასვლა და ბავშვის გაყვანა თუ ვინმე მოვა. შიგნით არავის არ უშვებენ თუ ლუქსი არ გაქვს აღებული. თუ ვინმეს ნახვა არ გინდა თქვი რომ ნაკერები გადევს და ვერ ირბენ წინ და უკან და არავინ არ მოვიდეს ტყულად biggrin.gif (ბოროტისმაილი)

Posted by: n_elo 27 Mar 2013, 12:06
ვის გიმშობიარიათ უახლოეს პერიოდში ახალ ჰერაში კმაყოფილები ხართ თუ ჯობდა ძველი?

Posted by: ninia84 27 Mar 2013, 12:19
pandora23
შიგნით არავის უშვებენ (ლუქსის გარდა). შენ უნდა გახვიდე დერეფანში. პატარა ოთახია, მისაღებივით და იქ შეგიძლია დაჯდე და ელაპარაკო. ბავშვს იქ არ გაგაყვანინებენ, კარებიდან შეგიძლია დაანახო

Posted by: makau 28 Mar 2013, 13:11
გამარჯობა გოგოებო, მაინტერესებს თუ იცით ჩაჩავაში ზურაბ დარახველიძე საკეისროებს როგორ აკეთებს? და დაახლოებით რა ჯდება

Posted by: Princess 28 Mar 2013, 13:19
makau
მე გავიკეთე დარახველიძესტან შარშან მარტში, ძალიან მშვიდი, გამოცდილი ექიმია. ყველას ვურჩევ. მისი აყვანა საკეისროს დროს ჯდება 300ლარი

Posted by: pandora23 28 Mar 2013, 14:03
ninia84
makavel1
უფ ძაან კაი, იმდენი ვიღაც აპირებს მოსვლას რომ უკვე რომ მეუბნებიან ნერვები მეშლება, ვიღაცა გამოყოფს თავს და მეც მოვდივარო, რა უნდათ ვერ ვხვდები... იყვნენ და მელოდონ, დედაჩემის და ჩემი ქმრის გარდა არავის ვნახავ პირველ დღეს და მერე ნუ ჰაა დედამთილს ბავშვს ვაჩვენებ ეხლა, ტეხავს biggrin.gif

* * *
ე.ი ვარ 40-ე კვირაში, დღეს ვიყავი ექიმთან და ხვალ დამიბარა გაგსინჯავო, წესით ხვალ უნდა მივსულიყავი და დღეს რატო მოხვედიო, არც გამსინჯა არაფერი და გამომაბუნძულა biggrin.gif ხვალ მოდიო, ყელი ოდნავ მაინც თუ გექნება გახსნილი გამშობიარებო თუ არა და იმ კვირაში აუცილებლად უნდა იმშობიაროო... და მეთქი თუ არ მექნება გახსნა დამაჩქარებლითთქო? და არაო არის სხვა საშუალებებიო, ვერ მივხვდი. საკეისროს არ ვაპირებ და თქვენ ხომ არ იცით კიდევ რა საშუალებები არსებობს... ხვალ უნდა ვკითხო ერთი.. ცოტა კი მეშინია მარა მაქსიმუმ იმ კვირის ბოლოს უკვე ჩემი გოგო მეყოლება bis.gif

Posted by: makau 28 Mar 2013, 15:19
Princess
მადლობა,გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: kudracha 28 Mar 2013, 19:42
6 წლის წინ მქონდა გაგუასთან მშობიარობის ბედნიერება. ახლაც იქ ვუმიზნებ. მითუმეტეს რაც აქ წავიკითხე, ბევრი რამე შეცვლილა უკეთესობისკნე

Posted by: dadu411 28 Mar 2013, 20:52
n_elo
მე ვიმშობიარეე იანვარში კიი ნორმალური პირობებიია მე კმაყოფილი დავრჩი

Posted by: jaa 29 Mar 2013, 10:09
გოგოებო ახალ სიცოცხლეში wi fi არის?

Posted by: falestra 29 Mar 2013, 12:00
ბოლო დროს ვინმეს გაგიჩენიათ დარახველიძესთან ჩაჩავაში? რა სიტუაციაა შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: anakh 29 Mar 2013, 12:25
Princess
მეც დარახველიძესთან ვაპირებ და ფიზიოლოგიურის დროს აყვანა ისევ 250 ღირს ნეტა?

Posted by: nan32 29 Mar 2013, 12:42
gogoebo ufaso mshobiarobastan dakavshirebit vinmes xom ar gaqvt rame informacia?
Romelime konkretul samshobiaroebshi iqneba ufaso mshobiaroba tu sadac ginda iq waxval garkveuli tanxa dafinansdeba da tu dachirda danarchens shenit daamateb?
Marto socialurad daucvelebistvisaa tu yvelastvis?

Posted by: garfield1 29 Mar 2013, 12:45
nan32
პირველი ივლისიდან უნდა იყოსო როგორც ამბობენ 500 ლარიანი ლიმიტი იქნება გამოყოფილი. დანარჩენს შენ დაამატებ, ოღონდ ეგ იმ შემთხვევაში თუ სხვა დაზღვევა არ გაქვს.

Posted by: nan32 29 Mar 2013, 13:14
garfield1 madloba, sxva dazgveva ar maqvs..
Imedis klinikashi minda mshobiaroba sadac fiziologiuri 690 lari girs, 500-s tu damifinanseben 190 larshi gamoval rac namdvilad shegavatia chemtvis..

Posted by: stasia 29 Mar 2013, 13:17
garfield1

აუ ეგ მეც მაინტერესებს რა ხდება biggrin.gif დედაჩემი გაიძახის უფასო მშობიარობაოო, ვერ გავაგებინე რო საკეისროებს არ ეხება biggrin.gif

ანუ ეხლა როა რაღაც დაზღვევა მარტო იმაში უნდა იყო დაზღვეული რომ დაგაფინანსონ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nan32 29 Mar 2013, 13:23
stasia chemi azrit sanam 1 ivlisi ar mova danamdvilebit verafers gavigebt, me agvistos dasawyisshi vachen da merchivna tinastar vyofiliyavi yvelafris saqmis kursshi magram manamde ar gamodis, dadgeba ivlisic da vnaxot ra iqneba..

Posted by: stasia 29 Mar 2013, 13:26
nan32

დიდად არ მჯერა მე ეგეთი რაღაცეების biggrin.gif იქნება მორიგი პიარი

Posted by: garfield1 29 Mar 2013, 13:27
stasia
არამგონია, პირველი ივლისიდან შემოდის რაღაც ახალი დაზღვევები, ეხლა ხომ საყოველთაო გააკეთეს, და ივლისიდან კიდევ ემატება მგონი. მოკლედ ზუსტად თვითონაც არ იციან ჯერ და შენ როგორ გეტყვიან. თუ სხვა დაზღვევა არ გექნება და ჩვენებით იქნება საკეისრო კვეთა საჭირო, იმ 500 ლარს დაგიფინანსებენ და დანარჩენს შენ გადაიხდი, რატომ არ ეხება ვითომ .
ეგ იმათთვისაა ძალიან კარგი ვისაც ფინანსურად არ აქვს საშუალება , ახალ სიცოცხლეში მაგალითად 550 ლარი ღირს ექიმის აყვანის და გაუტკივარების გარეშე ფიზიოლოგიური მშობიარობა და 50 ლარს გადაიხდის როგორმე გაჭირვებული ადამიანი .
თორე როცა ქორიძესთან 2000 ლარს იხდი საკეისროში, მიუხედავად იმისა რომ 500 ლარი პატარა თანხა არაა, მაინც არ არის გადამწყვეტი. ნუ ეს ჩემი აზრით რათქმაუნდა

Posted by: stasia 29 Mar 2013, 13:32
garfield1


მე არ მგონია რაღაც ჯან. სახლი დააფინანსონ biggrin.gif დაა თუ დააფინანსეს მთლად კაი ის 500 ლარიც რაღაცაა biggrin.gif ბოლო ბოლო მშობიარობის მერე ახალი ზმანი ხო გინდა ასე რომ არ გვაწყენს lol.gif lol.gif

Posted by: garfield1 29 Mar 2013, 13:35
stasia
ხო ნუ ეგაა რა, წესით მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს სად აჩენ, თუ არ გაქ დაზღვევა და არსებობს სახელმწიფო დაზღვევის პოლისი რატომაც არ უნდა დაგიფინანსოს, ვისი რა საქმეა შენ იმ 500 ლარს რაში გამოიყენებ. მთავარია შენი ახალი ზმანის გამო ვიღაც ისე არ დარჩეს.
მასე გადამრია ჩემმა დედამთილმა უფასო კონსულტაციის ვაუჩერი რატომ არ აიღეო და აი რა ჯანდაბად მინდა 1200 ლარი მქონდა ორსულობის ლიმიტი აპრილამდე და 500 დავხარჯე მარტო და ეხლა ახალი დაზღვევა გამიკეთეს 3500 ლარიანი ლიმიტი მაქვს ორსულობა მშობიარობაზე, ნეტა შეიძლებოდეს ვინმესთვის გაყოფა 2000ზე მეტი არ დამჭირდება არაფერში.

Posted by: stasia 29 Mar 2013, 13:39
garfield1

იარე შენც ყოველ 10 დღეში ეხოებზე და იყავი biggrin.gif ალბომს გაუკეთებ შენ კაცს biggrin.gif

Posted by: Princess 29 Mar 2013, 13:40
anakh
კი ფიზიოლოგიური 250

falestra
ზუსტად 1 წლის წინ გავაჩინე, რა გაინტერესებს?




Posted by: garfield1 29 Mar 2013, 13:41
stasia
გოგო ვისთანაც მივედი დაანებე ამ ბავშვს თავიო, ათ დღეში არა მაგრამ 3 კვირაში ერთხელ კი დავდივარ ამ ეხოებზე და არ დავტოვე არცერთი ეხოსკოპისტი + დაზღვევა გავწეწე . სერგოსთან 17 კვირაზე ვიყავი და 30 კვირამდე არ დაგინახო მოსულიო, ხოდა მერე 20 კვირაზე ძნელაძესთან წავედი, ეხლა აპრილის შუა რიცხვებში კიდე სხვასთან მივალ სადმე და მოკლედ რა, მაცივარზე მაქ ჯერ ალბომი, ყველა ფოტო გაკრული მაქვს

Posted by: marguerite 29 Mar 2013, 13:43
garfield1
QUOTE
გოგო ვისთანაც მივედი დაანებე ამ ბავშვს თავიო, ათ დღეში არა მაგრამ 3 კვირაში ერთხელ კი დავდივარ ამ ეხოებზე და არ დავტოვე არცერთი ეხოსკოპისტი + დაზღვევა გავწეწე

მიმართვას აწერინებ ხოლმე, როცა შენი სურვილით გინდა ეხო ?

თუ მერე ანაზღაურებინებ?

Posted by: stasia 29 Mar 2013, 13:44
garfield1

ძაან არ გიცნოს ეხლა სერგომ კიდე რო მიხვიდე biggrin.gif biggrin.gif იმდენი ყავს ჩვენნაირი biggrin.gif

გასაწეწი უნდა გაიწეწოს გენაცვალე biggrin.gif biggrin.gif თუ გიფინანსებენ რატომაც არა biggrin.gif

Posted by: ტიფანი 29 Mar 2013, 13:44
ყოველდღე ვმუშაობ თან ძალიან აქტიური სამსახური მაქვს
საჭესთანაც ვზივარ
smile.gif
ვამაყობ ჩემი თავით

Posted by: garfield1 29 Mar 2013, 13:45
marguerite
დაზღვევის ექიმთან არ ვყოფილვარ მაგაზე არასდროს. ჩემ პირად ექიმს ვაწერინებ მიმართვას და ჩეკთან ერთად მიმაქვს და რავიცი არ შეუქმნიათ პრობლემა. 3D ეხო ამინაზღაურეს სრულად . მაგრამ ჩემი გოლდია და შეიძლება მაგიტომ , ვერ გეტყვი smile.gif

Posted by: marguerite 29 Mar 2013, 13:48
garfield1
პირადი ანუ ოჯახის ექიმი ხო? და არა გინეკოლოგი. მერე მიდიხარ, იხდი ეხოსკოპიის თანხას და ჩეკით და მიმართვით მიდიხარ ანაზღაურებაზე, _სწორად გავიგე?

Posted by: garfield1 29 Mar 2013, 13:53
ტიფანი
QUOTE
ყოველდღე ვმუშაობ თან ძალიან აქტიური სამსახური მაქვს
საჭესთანაც ვზივარ

ვამაყობ ჩემი თავით

მეც მასე ვაპირებ და იმედი მაქვს გამომივა.
marguerite
არა, პირადი ანუ ჩემი პირადი გინეკოლოგი ჯან.სახლში და არა დაზღვევის ოჯახის ექიმი.
პირველად წავიღე ფორმა 100 და ჩეკები, იმის მერე მიმაქვს მარტო ექიმისგან დაწერილი მიმართვა თუ რაცაა და ჩეკები სადაზღვევოს მომსახურების ცენტრში და მორჩა, მეტი არაფერი

Posted by: marguerite 29 Mar 2013, 13:57
garfield1
მე ფორმა 100-ის გარეშე არ მინაზღაურებდნენ და ამიტომ დავინტერესდი. მადლობა, გასაგებია შენი სიტუაცია. ალბათ მართლა გოლდ ბარათის დამსახურებაა smile.gif

Posted by: ტიფანი 29 Mar 2013, 14:03
garfield1
QUOTE
მეც მასე ვაპირებ და იმედი მაქვს გამომივა.

თუ მოინდომებ გამოგივა, აუცილებლად
განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს

Posted by: makau 29 Mar 2013, 14:55
გოგოებო თუ იცით არსებობს ისეთი დასზღვევა,რომელსაც მოცდის პერიოდი არ აქვს და თან ორსულობის დროს იქნება შესაძლებელი დაზღვევა.
მე კი მაქვს დაზღვევა,მაგრამ თურმე 9 თვე აქვს მოცდის პერიოდი და ჩემს შემთხვევაში არც ორსულობის მონიტორინგს ანაზღაურებს და არც მშობიარობას.რისთვის მინდა ესეთი დაზღვევა,ტყუილად თუ გადავYარე ფული და ვერც გამოვიყენე sad.gif

Posted by: garfield1 29 Mar 2013, 14:57
makau
კორპორატიული დაზღვევაა ?
მე ალდაგში ვარ დაზღვეული და ეხლა ირაოზე გადავდივართ და არცერთს არ ქონდა ორსულობა-მშობიარობაზე მოცდის პერიოდი. პირველიდან შედის ძალაში ირაოს დაზღვევა და 2ში რომ იმშობიარო აგინაზღაურებს ჩვეულებრივად

Posted by: makau 29 Mar 2013, 15:02
კი კორპორატიულია,მაგრამ ალბათ მომიწევს სხვა დაზღვევაზე გადასვლა

* * *
არადა არაკორპორატიულს ალბათ ექნება მაინც მოცდის პერიოდი,თუმცა პაკეტსაც გააჩნია

Posted by: გვ@ნც@ 1 Apr 2013, 20:36
ხომ არ გიმშობიარიათ ვინმეს ბოლო პერიოდში ახალ სიცოცხლეში? იქნებ დაწეროთ რა ხდება მანდ?

Posted by: kvatunia24 1 Apr 2013, 21:57
გვ@ნც@
მე ვიმშობიარე 2 თვის წინ და მოკლედ მოგწერ რა ხდება smile.gif არის იდეალური წესრიგი და სისუფთავე, პერსონალი არაჩვეულებრივი, ყველა გიღიმის, გეფერება, ნებისმიერ დაძახებაზე დ დარეკვაზე შენთან არიან, ძალიან კვალიფიციური მეანები და ბებიაქალები ყავთ, სულ რომ არ აიყვანო ექიმი და უბრალოდ მორიგე ბრიგადა დაგხვდეს გადაგყვებიან თან ისეთი ყურადღებიანები არიან, პალატები 2 ადგილიანია, ვანა შიგნით აქვთ, ოთახი და ვანა ტუალეტი ლაგდება დღეში 3 4 ჯერ მაინც სველი წესით, 4 ჯერადი კვება აქვთ ძალიან ნორმალური ახალნამშობიარევს როგორიც ჭირდება ისეთი, დიეტური მსუბუქი და ნოყიერი, ერთადერთი ნაკლი რაც აქვს ამ სამშობიაროს არის ის რომ ფანჯრების გაღება არ შეიძლება იმიტომ რომ ბავშვები 24 საათი დედებთან არიან არ გაყავთ ახალი გაიდლაინის თანახმად და ამის გამო არის საშინელი უჰაერობა, პალატებში, მაგრამ დანარჩენი იმდენი დადებითია და იდენად კომფორტული სიტუაციაა რომ იმ სამ დღეს როგორმე გადაიტანს ადამიანი უჰაეროდ. ხო კიდე საწოლები არ არის კომფორტული ვინს საკეისროს აკეთებს იმათთვის თორემ ემ ფიზიოლოგიურად გავაჩინე და მშვენივრად ვიწექი იმ საწოლზე biggrin.gif
თუ კიდე რამემ დაგაინტერესოს მომწერე გიპასუხებ.

Posted by: jaa 2 Apr 2013, 09:46
kvatunia24

საწოლი რატომ არ არის კომფორტული? ანუ ასაწევ-დასაწევი არ აქვს? და wi fi იყო?

Posted by: ტიფანი 2 Apr 2013, 10:34
ახალ სიცოცხლეში ვიყავი მისული, გარემო ძალიან ძალიან მომეწონა.
მყუდრო სიტუაციაა.

გაგუაში ბაზარივითაა. თან არ მომწონს ახლად ნამშობიარევი ქალები რომ გამოჰყავთ პრეზენტაციაზე, და მერე ყველა უყურებს ხალათებით ძლივს როგორ დადიან გოგოები ჰოლში

ახალ სიცოცხლეში რატომღაც ძალიან მომეწონა გარემო, ექიმი არ ამყავს და ვნახოთ, იმედია ძალიან არ ვრისკავ

Posted by: naneee 2 Apr 2013, 11:11
ტიფანი
QUOTE
გაგუაში ბაზარივითაა. თან არ მომწონს ახლად ნამშობიარევი ქალები რომ გამოჰყავთ პრეზენტაციაზე, და მერე ყველა უყურებს ხალათებით ძლივს როგორ დადიან გოგოები ჰოლში

სამაგიეროდ ბასები გამოჰყავთ მაგ ჰოლში და მე იმ ბავშვების ყურებით ვძღები. love.gif ის ხალათიანი გოგოები სულ არ მადარდებს biggrin.gif

Posted by: ტიფანი 2 Apr 2013, 11:33
naneee
QUOTE
სამაგიეროდ ბასები გამოჰყავთ მაგ ჰოლში და მე იმ ბავშვების ყურებით ვძღები.  ის ხალათიანი გოგოები სულ არ მადარდებს 

ხო ეგ კი smile.gif ბავშვს ვერავინ ნახავს აქ მგონი smile.gif მაქსიმუმ მამამ smile.gif

Posted by: ninuwki 2 Apr 2013, 12:15
ტიფანი
QUOTE
ხო ეგ კი  ბავშვს ვერავინ ნახავს აქ მგონი  მაქსიმუმ მამამ

შემდეგში მასე ვიზავ მეც.წავალ იქ სადაც არავინ შემაწუხებს დედის და ქმრის გარდა.იმდენი ვიღაც მოდიოდა გადამქანცა მაგან უფრო,ვიდრე მშობიარობამ biggrin.gif 1 ადგილიანში ვიყავი,რომ დამესვენა და ვინ მაცადა biggrin.gif
თან რაღაც არ ხარ მაინც იმ ფორმაში ვინმეს სტუმრობა რომ გიხაროდეს biggrin.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 12:24
ninuwki
უიმე რას ამბობ, ზოგჯერ სახლში რომ ხარ , დალაგებული მოწესრიგებული და გაპრანჭული, მაშინ არ ხარ სტუმრების ხასიათზე და რატომღაც სამშობიაროში დელეგაციების მიღება რომ გესიამოვნოს .
ჩემი მოთხოვნაა ქმრის გარდა არ შემაწუხოს არავინ და იმედია გამოვა biggrin.gif

Posted by: ტიფანი 2 Apr 2013, 13:19
ninuwki
ხო ეს ნათესავები და ვიღაც სასტავები, არ შემიძლია რა....
მაგატ უყურე ახლა ყოველდღე და გამოეწყვე მერე რომ წესიერად გნახონ. სულ არ მინდა ხალათით და ჩუსტებით მაგათთან პოზირება, ვინც არ უნდა იყოს

Posted by: naneee 2 Apr 2013, 13:24
ვაიმე. ისე მინდა ჩემი "ციცქნა" ჩავიხუტო, იმდენად ვეღარ ვითმენ როდის გავიგებ მის სუნთქვას, როდის მივეფერები, უკვე სულ მკიდია ვინ მოვა სანახავად. თუნდაც მთელი საქართველოს შეიარაღებული ძალები მომადგნენ პალატაში lol.gif მზად ვარ ხალათით და თავზე პირსახოცით დეფილე ჩავუტარო biggrin.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 13:31
naneee
შენ და მეც პრინციპში თავი ქუდში გვაქვს როგორც იტყვიან, იქ მაგდენი ხალხი ვერ მოვა tongue.gif biggrin.gif

აუ მეც ისე მინდა უკვე ივლისი იყოს , რა ნელა გადის დრო რააააა

Posted by: Where Is Everybody 2 Apr 2013, 13:38
naneee
QUOTE
აიმე. ისე მინდა ჩემი "ციცქნა" ჩავიხუტო, იმდენად ვეღარ ვითმენ როდის გავიგებ მის სუნთქვას, როდის მივეფერები, უკვე სულ მკიდია ვინ მოვა სანახავად. თუნდაც მთელი საქართველოს შეიარაღებული ძალები მომადგნენ პალატაში  მზად ვარ ხალათით და თავზე პირსახოცით დეფილე ჩავუტარო 


ვაიმე ესეთ პოსტებზე ეგრევე მეტირებააა sad.gif რა მეშველება... biggrin.gif

საყვარელი ხარ 2kiss.gif

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 13:47
garfield1

უფ დაილოცოს ჩემი დედამთილი, გუშინ ამბობდა რა საჭიროა თოთო ბავშვთან მნახველები პალატაშიო და 40 დღე კიდე თუ ბავშვის სანახავადაც არ მოვლენ და გაითვალისწინებენ დიდად მადლობელი დავრჩებიო, რადგან ათასი ინფექცია და ბაქტერიები დადისო, მე ვერიდები ხოლმე სხვისი ბავშვის 40 დღემდე ნახვას და იმედია ჩემთანაც ეგრე იზამენო..ვაა მეთქი იმედი მაგიტომ ავირჩიე რომ მნახველები არ დაიშვებიან პალატაშითქო და ძალიანაც კარგად მოიქეციო biggrin.gif

Posted by: makavel1 2 Apr 2013, 13:48
QUOTE
საწოლი რატომ არ არის კომფორტული? ანუ ასაწევ-დასაწევი არ აქვს?

არა, არ აქვს, არის ჩვეულებრივი სწორი. მაგიტომაც გადავიფიქრე მანდ გაჩენა. ისე რა გაუჭირდათ ამისთანა ნორმალური საწოლები ვერ იშოვეს.....

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 13:51
Pumpula
ეჰ, მე ყველა არ მყავს მასეთი შეგნების, დედამთილი კი ხვდება მაგდენს, აი ქმრის მამიდებს რა ვუყო არ ვიცი , იმედი მაქვს დაკავდებიან რამით და არ ეცლებათ ჩემთვის. თან შენ ხომ არ ეტყვი არ მოხვიდეო, თვითონ თუ ვერ მიხვდა sad.gif მე იმის იმედი მაქვს რომ ზაფხულში გაჩნდება და იქნებ მაგ დროს ბევრი დასასავენებლად იყოს წასული და არ ეცალოთ ჩემთვის და შემოდგომაზე უკვე წამოზრდილიც იქნება და მოვიდეს ვისაც სურვილი ექნება .
ის კი არა აგერ ბიცოლაჩემზე ვბრაზობ ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლე ყავს მეორე ბაღის და გინდა თუ არა უნდა მოვიდეო , ორი პატარა გვყავს სახლში და + მე . რამე რომ უთხრა ეწყინება, არადა ვითომ შეგნებული ადამიანია .

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 13:57
garfield1

ეგ საკითხიც მოაგვარა ჩემმა დედამთილმა, მულს ყოველდღე რომ გადმოყავდა სკოლის და ბაღის ასაკის დები..მე ვთხოვე აპრილის ბოლომდე მომარიდოსთქო და დაელაპარაკა და თხოვა, სანამ ეს ბატონების პერიოდი გადაივლის იქნებ ბავშვები არ გადმოიყვანო თვის ბოლომდე, მეშინია ორსული მყავს სახლშიო, ხოდა ჯერ-ჯერობით მული პირნათლად ასრულებს თხოვნას, იმედია აპრილის ბოლომდე ასე იქნება და მერე რომ გადაივლის ეს ვირუსები, მოიყვანოს კაცო biggrin.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 14:02
Pumpula
გოგო მეც მენატრებიან ბავშვები , ჩემი ბიძაშვილები ანუ, თორე დიშვილებს კი ვნახულობ, ისინი სულ სახლში ყავთ და ვისგან რა უნდა გადაედოთ .
მაგრამ ცოტა ხანს მოვითმენ და მერე ვნახავ როგორმე, რაღა დარჩა, ეს თვეც და მერე იმედია დაწყნარდება სიტუაცია მაგმხრივ.

იმედში პალატები ნახე ? მოგეწონა ?

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 14:07
garfield1

ბებოს საკითხიც მოვაგვარე, მაისში წავიყვანო სოფლად დედამთილმა და წყლიანი თვალებით ვთხოვე იქნებ აპრილის ბოლოს მოახერხოთ ეგ ამბავი, რომ მშობიარობამდე 2-3 კვირა მაინც გამოძინება მოვახერხო კარგადთქო და კარგი შვილოო biggrin.gif ხანდახან მეცოდება ჩემ ხელში ეს ქალი, აბა ეს მინდა, აბა ის მინდა და tongue.gif
არ მინახავს, საიტზე უდევს სურათები და ისედაც კარგად ჩანს იქ ყველაფერი..შემდეგი მისვლა მიწევს 37-ე კვირაში რომ ვიქნები და მაგ დროს თუ გამახსენდა ვთხოვ და დავათვალიერებ, ვიკითხავ მაინც რა არის რაც ისედაც აქვთ იქ და არ დამჭირდება და ა.შ რა..იმედშიც კარანტინია, ეწერა მხოლოდ მეუღლეს შეუძლია ნახოს მშობიარე ისიც პირბადითო, მე თუ მკითხავ ეს სულ ასე უნდა იყოს ყოველთვის

Posted by: naneee 2 Apr 2013, 14:09
garfield1
QUOTE
შენ და მეც პრინციპში თავი ქუდში გვაქვს როგორც იტყვიან, იქ მაგდენი ხალხი ვერ მოვა

მაგაზე მეც ვფიქრობდი. 3 ადამიანზე მინდა მნახველის ბარათის დაშვება. ქმარი და დედები. ლიმიტი რამდენია ხო არ იცი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Where Is Everybody
2kiss.gif

Pumpula
QUOTE
მე ვთხოვე აპრილის ბოლომდე მომარიდოსთქო და დაელაპარაკა და თხოვა, სანამ ეს ბატონების პერიოდი გადაივლის იქნებ ბავშვები არ გადმოიყვანო თვის ბოლომდე, მეშინია ორსული მყავს სახლშიო,

მაგარი ხარ. მე ვერ ვთხოვდი ალბათ. მივჩმორდებოდი, ტრადიციულად biggrin.gif

Posted by: გვ@ნც@ 2 Apr 2013, 14:15
kvatunia24
შენ გაიხარე! 2kiss.gif
როგორ მინდოდა პირადი გამოცდილება მოეყოლა ვინმეს,ისე გამიგია რომ ძალიან კარგი სამშობიაროა, ექიმმაც ეგ მირჩია!
ისე, საკეისრო თუ აქვს გაკეთებული ადამიანს და ადგომის თავი არ გაქვს მაშჲნაც შენთან უნდა იყოს ბავშვი? ფიზიოლოგიურად მინდა მშობიარობა, მაგრამ რა ვიცი ყველა სიტუაცია მინდა ვიცოდე მაინც, მე ივნისის 27დან 2 ივლისამდე ველოდები მელოდება ამოხუთვა პალატაში ესეიგი biggrin.gif

ვნახე შენი პოსტები მოგონებებშიც smile.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 14:20
naneee
QUOTE
მაგაზე მეც ვფიქრობდი. 3 ადამიანზე მინდა მნახველის ბარათის დაშვება. ქმარი და დედები. ლიმიტი რამდენია ხო არ იცი?

ნუ მშობიარობის მერე ზუსტად მაგ 3 ადამიანს უშვებენ და მერე იმ ბარათს ვისაც მისცემ ის ამოვა და შენი ნება არაა ? ან შენი ქმრის .
Pumpula
მერე ცოდო არაა ბებო მარტო სოფელში? შეუძლია მაგდენი ?

Posted by: blblbl 2 Apr 2013, 14:22
naneee
QUOTE
მაგარი ხარ. მე ვერ ვთხოვდი ალბათ

ვერ არა არ ვთხოვდი,დედაჩემის სახლში ვიღაცამ მისვლა ამიკრძალოს და ჩემი შვილების მიყვანა ძაან დიდი შეურაცხყოფაა ჩემთვის,ანალოგიურად სხვას არ ვაკადრებ იგივეს .მენამ მე მივიდიოდი ის იმ სახლში ცხოვრობდა მისი სახლია და უფლება აქვს როცა უდნა მაშინ მოვიდეს,ცალკე თუ ცხოვრობ შენს საკუთარ სახლში რაც გიდნა ის ქენი მაგრამ მისივე სახლშოია რ მიუშვა ადამიანი არაა სწორი .

Posted by: SPC 2 Apr 2013, 14:25
მეც ვთხოვე ჩემს ქმარს რომ იქნებ შენი და მოერიდოს მოსვლას-მეთქი (ბავშვების გარეშე, თუმცა თვითონ არ აქვს მოხდილი, 2 ზუსტად "საშიში" biggrin.gif ასაკის ბავშვი ჰყავს)
ცოტა არ იყოს და ცუდად აღიქვა ჩემი ეს თხოვნა. გასაგებია, რომ შეიძლება ვაჭარბებ და ასე შემდეგ, შეიძლება არ ვარ ბევრ რამეში მართალი ზოგადად, ვაღიარებ. მაგრამ როდესაც მეცხრე თვეშია შენი ცოლი და ისედაც არ არის ყველაფერი მარტივი, ცოტა მეტი მოთმინება გმართებს ადამიანს ამ დროს.
და თუ ჭორაობაა ჭორაობა იყოს biggrin.gif მაღიზიანებს უკვე ბევრი ადამიანი, მათ შორის სამწუხაროდ ჩემი ქმრის ოჯახის წევრები. კიდევ კარგი ცალკე ვცხოვრობთ. ამასწინათ მამამისმა მთხოვა სურათი გადავიღოთო ერთად და მომეშალა ნერვები biggrin.gif არადა ხომ არაფერი ... მაგრამ მეზიზღება ეს დადგმული სურათები. ( ნუ არაფერი მითქვამს, გადავიღე smile.gif) ხო, კიდევ ახალ-წელს, დედამისს უნდოდა სურათის გადაღება, სადაც ფონი არც მეტი არც ნაკლები საახალწლო სუფრა იქნებოდა. არ შემიძლია რა ეს უკანა ხედზე ბაჟების და გოჭის მოჭრილი თავის სურათები, არაესთეტიურად მეჩვენება. ხოდა მაშინ გავჯიქდი და არ მინდა-მეთქი. უჰჰ... მგონი ვამელანის დოზას უნდა მოვუმატო.

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 14:29
SPC
ეგ ორსულობის ამბავია, მეც მჭირს ხშირად ეგეთი გაჭედვები .

იმდღეს უკმაყოფილება გამოვთქვი ბიცოლაჩემზე (იმ სახლში არ უცხოვრია და სტუმრად მოდის ხოლმე სულ)
ცოტა ხანს მოიცადოს რა გაჭირვება აქვს რომ მაინცდამაინც ეხლა არ მოვიდესთქო და ჩემმა დამ გამომლანძღა ფაქტიურად შენს მეტი ორსულად არავინ ყოფილაო ? (ეს გასათხოვარი რომელიც მყავს იმან ) ხოდა მერე იმ საღამოს აჩვენეს ზუსტად კურიერში ორი ადამიანი დაიღუპა წითელას ვირუსითო და დამირეკა, არ ვიცოდი ასეთი სიტუაცია თუ იყოო.
მე ვერანაირად ვერ ვეტყვი ვერავის, არ მოხვიდეთ მეშინიათქო, ვეცდები კულტურულად ავარიდო თავი და თუ მივა ბიცოლაჩემი ჩემებთან მივიდეს კაცო, მე არ მივალ და ეგ იქნება.

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 14:29
blblbl

დედამთილის მულია ეს და როგორაა მისივე სახლი ამისხენი - მეორეც საერთოდ არაა შეურაცხყოფა, ვინაიდან გრიპიანი და ვირუსებიანი ბავშვები რომ ორსულს უნდა მოარიდო ეგ შეგნება თავად უნდა გქონდეს და თუ არ გაქ ადამიანს, მაშინ უნდა მიახვედროს სხვამ..საერთოდ არ წყენია ეგ არც ქმარს და არც დედამთილს, თავადვე თქვეს, უნდა ეყოს იმდენი შეგნება ორსულს ქალთან ეს პატარა ბავშვები ყოველდღე არ მოიყვანოს, მარა რა ვუყოთ რომ არ ესმისო, ამიტომ ვეტყვიო. ექიმმა მითხრა მოერიდე ბავშვებს ძალიან გთხოვო, შეუგნებელს შეაგნებინეო და ასეც მოვიქეცი smile.gif

garfield1

ბებო ყოველ ზაფხულს მიყავთ სოფელში და ზამთრისთვის ჩამოყავთ ხოლმე, ასე რომ ჩემ გამო კი არ აგდებენ სახლიდან, იქ სუფთა ჰაერზე ისე კარგად ხდება ხოლმე, თავისი ხელის აკეთებს ყველაფერს, თან მეუღლე ეხმარება ანუ პაპა..სულ ესეა, უბრალოდ ამ ეტაპზე 2-3 კვირით ადრე წაიყვანენ რომ ჩვენ ბავშვის ამბავში დავწყვეთ, დავლაგდეთ, ცოტა დავისვენოთ და დაველოდოთ მშობიარობის დაწყებას

გავაოფეთ biggrin.gif ერთადერთი რაც იმედში არ მომეწონა ესაა სადაც რეგისტრატურა არის ანუ შესასვლელში იმდენი ხალხია, მართლა ბაზარს გავს იქაურობა, ფართი რომ მეტი იყოს, ალბათ უკეთ გადანაწილდებოდა ამდენი ხალხი და მომლოდინე

Posted by: ინფინიტი 2 Apr 2013, 14:33
garfield1
QUOTE
მერე ცოდო არაა ბებო მარტო სოფელში? შეუძლია მაგდენი ?


აცადეთ ქალს გამოძინება biggrin.gif ბაბო ბებერია , აიტანს biggrin.gif



Posted by: garfield1 2 Apr 2013, 14:40
Pumpula
მასე ჩემი ქმრის ბებიაც მიდის ხოლმე სოფელში ზაფხულობით და ერთი სული აქვს როდის გაიქცევა, არ უნდა აქ გაჩერება, მაგრამ სანამ ძაან არ დაცხება და არ გამოვა ამინდები არ მიყავთ ხოლმე .

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 14:43
garfield1

ეს ყოველ წელს მიყავთ მაისის შუა რიცხვებში, უბრალოდ ამ ჯერზე წაიყვანენ აპრილის ბოლოს ანუ ცოტა ადრე და სულ ეგაა.. იმედში რომ ვიყავით უცებ გაისმა მოსალოცი მუსიკა და გამოიტანეს შამპანურის ორი ბოთლი, ბავშვი დაიბადა როგორც ჩანს, ხოდა გამოატარეს 2 წუთის დაბადებული კარს მიღმა, სადაც ეხოს აკეთებენ, ანალიზებს იღებენ, კონსულტაციებს ატარებენ და ორჯერ მეტი ხალხია ვიდრე შემოსასვლელში, ხოდა ვერ გავიგე რა აზრი აქ პალატაში მნახველების არ დაშვებას, თუკი ორი წუთის დაბადებული 100კაცში გამოატარეს..ეს ახლობლები კი გარედან უყურებდნენ ცქნაფოს biggrin.gif

Posted by: SPC 2 Apr 2013, 14:45
garfield1
QUOTE
ეგ ორსულობის ამბავია, მეც მჭირს ხშირად ეგეთი გაჭედვები .

ჰო, არც მანამდე ვიყავი ”საჩუქარი”, თუმცა რეგრესს განვიცდი აშკარად მაგ კუთხით biggrin.gif

QUOTE
მე ვერანაირად ვერ ვეტყვი ვერავის, არ მოხვიდეთ მეშინიათქო, ვეცდები კულტურულად ავარიდო თავი და თუ მივა ბიცოლაჩემი ჩემებთან მივიდეს კაცო, მე არ მივალ და ეგ იქნება.

კი, ნამდვილად უხერხულია ასე თქმა




Posted by: garfield1 2 Apr 2013, 14:49
Pumpula
ხო მასე ჩამოყავთ ორი წუთით და აყავთ უკან და მაგ დროში რავიცი რა მოუვა, ორ ფოტოს გადაუღებენ და ეგაა სულ

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 16:58
გვ@ნც@
არა ნაკეისრალების ბავშვები გაყავდათ აუცილებლად და თვითონ უვლიდნენ თუ დედას არ ქონდა ადგომის თავი smile.gif მართლა კარგი სამშობიაროა და ჩემგან დიდი დიდი პლიუსი smile.gif

Posted by: გვ@ნც@ 2 Apr 2013, 17:00
kvatunia24
დიდი მადლობა !!! 99 % მანდ წავალ მეც smile.gif

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 17:02
jaa
არა ასაწევ დასაწევი არის უბრალოდ პულტზე არ არის და ცოტა მაღალი საწოლებია smile.gif

Posted by: Diamond Girl 2 Apr 2013, 17:03
QUOTE
ვერ არა არ ვთხოვდი,დედაჩემის სახლში ვიღაცამ მისვლა ამიკრძალოს და ჩემი შვილების მიყვანა ძაან დიდი შეურაცხყოფაა ჩემთვის


არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი ამ თემას biggrin.gif

კი მაგრამ სანამ ვინმე რამეს აგიკრძალავს შენ თვითონ ხომ უნდა მიხვდე? მასე შეიძლება ცალკე ვერ იცხოვრო ვერასდროს და სულ დედამთი-მამამთილთან მოგიწიოს ცხორვება და სულ უნდა იტანო ის რაც არაა მოსაწონი და მისაღები?ან როდის გახდება ის სახლი შენი მაშინ? მული წავიდა გათხოვდა - ის უკვე იმ სახლში სტუმარია. მეც ვარ მული და რძალიც კიდე,მაგრამ ასე მესმის . მე მაგალითად დღეების ბავშვი მყავდა რომ მული დილიდან საღამომდე სახლში მეჯდა 2 პატარა ბავშვით და ქმრით, ჩემი ბავშვი ამდენ ხალხში გიჟდებოდა ტიროდა,იმასაც ეგ ლოგიკა ქონდა-ეს დედაჩემის და მამაჩემის სახლიაო,როცა მინდა მოვალო და წავალო, მაგ ლოგიკით ჩვენთან იცხოვრა მთელი წელი და ფულს აგროვებდა,ისევ მაგ ლოგიკით მოყავდა გრიპიანი ბავშვები დღეების ბავშვთან-მითხარი ეხლა სწორია ეს?ასეთ ადამიანს არ უნდა უთხრა პირდაპირ ?

Pumpula

მაგარი დედამთილი გყოლია, შეგნებული smile.gif


დასკვნა : თუ ვერ იგებს და არ უნდა რომ გაიგოს - უნდა გააგებინო ნებისმიერი გზით

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 17:05
ტიფანი
სად ახალ სიცოცხლეში? გეგონოს, ყველას უშვებდნენ ოღონდ რიგ რიგობით, ორ ორ კაცს smile.gif ხან დედა და ქმარი ამოდიოდნენ ის ორი დღე ხან მამიდა ამოდიოდა დედასთან ერთად, ბავშვსაც უპრობლემოდ ანახებ იმიტომ რომ სულ შენთან არის პატარა smile.gif

Posted by: blblbl 2 Apr 2013, 17:13
Diamond Girl
QUOTE
მული წავიდა გათხოვდა - ის უკვე იმ სახლში სტუმარია.

დედაჩემის სახლში სტუმარი არასდროს ვიქნები!!! აი ასეთი დასკვნები საიდან მოგაქვთ არ ვიცი რა არ მოსწონს რძალს?წავიდეს და იცხოვროს ცალკე.

შეგნება უნდა ჰქონდეს რომ არ მიიყვანოს ცუდათ მყოფი ,მაგრამ ერთი ამიხსენით რა ერთი შვილი სკოლის მოსწავლე გყავტ და მეორეს ელოდებით,ვირუსების მოტანის საშიშროება ყოველთვისაა რას აკეთებთ შვილს აგდებთ სახლიდან?

მოვრჩი ამ თემაზე ოფთებადე თემა ძალიან.

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 17:15
blblbl
გეთანხმები ყველაფერში, ჩემმა რძალმა რომ ის უთხრას დედაჩემს ნუ მოვა შენი შვილი და ბავშვს ნუ მოიყვანსო შეიძლება ისროლოს ფანჯრიდან, რას ქვია სტუმარია? biggrin.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 17:19
kvatunia24
რძალმა მაგ დროს უნდა დააყენოს ერთი ადგილი biggrin.gif ნუ ჩემი აზრით.
შეიძლება არ მომეწონოს ბევრი რაღაც მაგრამ არ ვიტყვი. ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში , ჩემებთან არ მივალ სტუმრად და მივიდეს ბიცოლაჩემი რა ვქნა კაცო. მაგრამ დედამთილთან რომ ვცხოვრობდე და მული გათხოვილი იყოს, მართლა ვერ ვეტყვი და არც ვეტყვი არ მოხვიდე და ბავშვი არ მოიყვანოთქო.
ერთია რა მოგწონს და მეორეა რეალობა

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 17:26
ყველა ისე მოიქეცით როგორც თქვენ მიიჩნევთ სწორად და მე ისე მოვიქცევი როგორც მე ვთვლი, მითუმეტეს მეთანხმებიან ოჯახის წევრები, ასე რომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს სხვების კრიტიკის გარეშე. მოგწონს რაიმე?გააკეთე ისე როგორც გინდა და თვლი სწორად, ანგელოზები არც თქვენ ხართ და არც მე

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 17:28
Pumpula
რომ გეთანხმებიან მაგას რა ჯობია, მაგრამ კონფლიქტს რომ იწვევდეს ოჯახში შენი აზრი, აი ეგაა პრობლემა.


Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 17:30
garfield1

ეგ კიდე სხვა პრობლემაა, ჩემთან კონფლიქტს ეგ საკითხი არ იწვევს და მეთანხმებიან თავისუფლად..რაშიც არ მეთანხმებიან ვსხდებით და ვსაუბრობთ ლამაზად და მშვიდად იმ საკითხზე როგორც შეგნებული ადამიანები და მადლობა უფალს რომ ასეა და ვუგებთ ერთმანეთს

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 17:36
garfield1
რძალისთვის მული ვიქნები მე და მე კი ვაპირებ ცალკე ცხოვრებას მაგრამ ჩემი ძმა და რძალი ალბათ სავარაუდოდ ჩემებთან იცხოვრებენ და არამგონია ეგ გაუბედოს დედაჩემს იმ გოგომ ვინც იქნება, და რომც გაუბედოს და უთხრას ძალიან ცუდი შედეგი მოყვება, სხვა ამბავია მე რამდენად შეგნებული ვარ, სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვები რომ მყავდეს სახლში და ასეთი ვირუსების პერიოდი იყოს ორსულ ქალთან მე თვითონ არ მივიყვან და მივალ მარტო თუ მაინცდამაინც ჩემების ნახვა მომინდება biggrin.gif
Pumpula
რატო გევჩხუბები ფუმფულ? რა თქმა უნდა თუ გაგდის და ოჯახის წევრებიც რასაც ეტყვი იმას აკეთებენ მაგას რა სჯობია? გეთანხმები რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს როგორც საჭიროდ თვლის, უბრალოდ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ შენს ადგილზე ვერ გავბედავდი მეთქვა, ბევრი ბევრი ჩემს ქმართან დამეწუწუნა და ის მერე თვითონ ეტყოდა ალბათ და ამით მოგვარდებოდა პრობლემა, არ მოგვარდებოდა და არც მაგაზე ვიდარდებდი დიდად, შევეცდებოდი თვითონ მოვრიდებოდი მსგავს სიტუაციებს და ეგ იქნებოდა. smile.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 17:41
kvatunia24
მე წარმოიდგინე ბიცოლაჩემს ვერ ვეუბნები, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, კიდევ 2-3 კვირა გადადოს ის ვიზიტი და არ მივიდეს ჩემებთან, არც თავისი მშობლიური სახლია ის და არც მისი ქმრის .
მითუმეტეს მულს და ოჯახის უფრო ახლობელ წევრს ვერ ვეტყვი მაგას, გავბრაზდები ნამდვილად, აგერ ფორუმზე შემოვალ და დავწერ ალბათ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვიტყვი biggrin.gif ანუ მივჩმორდები როგორც ნანემ თქვა biggrin.gif

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 17:46
kvatunia24

მე ამ ქალისთვის არ ამიკრძალია არ მოხვიდეთქო, უბრალოდ ბავშვები არ მოყავს და არასწორია შენი ფორმულირება რომ მეუბნები გაგდისო..კი არ გამდის, ვამბობ ჩემ აზრს და მიგებენ ეს ერთი და მეორეც ზუსტად ქმარმა უთხრა პირველმა ჩემ დედამთილს იქნებ ვთხოვოთ ბავშვებთან დაკავშირებითო და კი დედა, როცა თვითონ არ ესმის, სხვა რა გზაა, დაველაპარაკებიო..მაინც და მიანც ყველა დეტალი დაწვრილებით უნდა დავწერო რომ ავი რძალი არ გამოვჩნდე ეგრე გამოდის biggrin.gif

Posted by: naneee 2 Apr 2013, 17:47
garfield1
QUOTE
ანუ მივჩმორდები როგორც ნანემ თქვა

givi.gif ჩმორზ ფორევა...

QUOTE
აგერ ფორუმზე შემოვალ და დავწერ ალბათ

მე მაგასაც ვერ ვიზამ user.gif

ნუ მაქსიმუმ ჩემს ქმარს მოვუშალო ნერვები და ვეწუწუნო biggrin.gif საწყალი რამდენს იტანს...

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 17:47
garfield1
biggrin.gif მიჩმორების რა გითხრა, შეიძლება არ მოვჩმორდე და უკმაყოფილება გამოვთქვა მაგრამ ვერ მოვთხოვ რომ ჩემმა დედამთილმა საკუთარ შვილს უთხრას არ მოხვიდეო, თვითონ უნდა ეყოს შეგნება ერთსაც და მეორესაც იმდენი რომ გაქანებული ვირუსობანას პერიოდში არ მომადგეს ბავშვებიანად დღე დღეზე რომ ველოდები ისეთ ორსულს და არ გადამდონ რამე უბედურება smile.gif

* * *
Pumpula
ხო ნუ მეც ეგ ვიგულისხმე, კარგია როცა ესმით შენი და რომ თხოვ ეგეთ რამეს უარყოფითი რეაქციები კი არ ექმებათ, შეგნებულად გაიგებენ და ზომებსაც მიიღებენ. სამწუხაროდ ყველას არ ყავს შენნაირი ქმარი და დედამთილი და რა ქნან biggrin.gif ვაოფებთ თემას აშკარად ძალიან და ეგეთი საკითხები გვერდით დესპებში განვიხილოთ smile.gif

Posted by: jaa 2 Apr 2013, 18:14
kvatunia24

ახალ სიცოცხლეში wi fi იყო?

Posted by: ინფინიტი 2 Apr 2013, 18:43
Diamond Girl
QUOTE
კი მაგრამ სანამ ვინმე რამეს აგიკრძალავს შენ თვითონ ხომ უნდა მიხვდე? მასე შეიძლება ცალკე ვერ იცხოვრო ვერასდროს და სულ დედამთი-მამამთილთან მოგიწიოს ცხორვება და სულ უნდა იტანო ის რაც არაა მოსაწონი და მისაღები?

რა არ არის არის მოსაწონი, ნუ გადამრიეთ და გადამშალეთ ჭკუიდან ხალხო , ჩემი შვილიშვილების ჩემს სახლში მოსვლა და ყოფნა? რამდენჯერაც მოუნდებათ, იმდენჯერ მოვლენ და რამდენიც დასჭირდებათ, იმდენ ხანს იცხოვრებენ ჩემს შეძენილ და გაკეთებულ სახლში და ჩემს აშენებულ-დამშვენებულ ოჯახში და ერთი ვინმემ თუნდაც თვალი უქნიოს ცუდად, გაფრინდება პანჩურით კიბის თავიდან!!!

QUOTE
დასკვნა : თუ ვერ იგებს და არ უნდა რომ გაიგოს - უნდა გააგებინო ნებისმიერი გზით

დასკვნა: სახლში არ უნდა შემოახედო არავინ და ოჯახში არ უნდა ჩაისვა, რო მერე შენს შვილს არ გააგებინოს ნებისმიერი გზით, აქ არ მოხვიდეო yes.gif ყველამ თავის ოჯახი მოიწყოს და სუ კარქათ იყოს !



QUOTE
შეგნება უნდა ჰქონდეს რომ არ მიიყვანოს ცუდათ მყოფი ,მაგრამ ერთი ამიხსენით რა ერთი შვილი სკოლის მოსწავლე გყავტ და მეორეს ელოდებით,ვირუსების მოტანის საშიშროება ყოველთვისაა რას აკეთებთ შვილს აგდებთ სახლიდან?


+1
ძალიან მაინტერესებს ერთი smile.gif

გაუჩენიათ სხევბსაც შვილები , გაუზრდიათ და სტუმრებსაც იღებენ, სტუმრადაც დადიან, სამუშაოზეც, ბავშვთა პარკებშიც და მოედნებზეც და არიან გემოზე, რომის პაპივით შუშის კოლბაში არ ჩამჯდარან თავისი ღიპუცებით, ერიდებიან კიდეც რაღაც-რაღაცებს, მაგრამ ცხოვრობენ ამავე დროს და არ სწყდებიან რეალობას, რომ უიმმმეე, რახან მე დავორსულდი, დედაააა, ზოგი სახლიდან წადით, ზოგი არ მოხვიდეთ, ზოგმა თაყუანი მეცით და ზოგმა მარწყვი მიშოვეთ იანვარში !

Posted by: Neno_ 2 Apr 2013, 19:23
მული ჩემთან იჯდა და ფულს აგროვებდაო biggrin.gif

თვითონ ეგრე არა ზიხარ დედამთილთან და ფულს ზოგავ? givi.gif

ხოდა, აუ, მე ს მიკვირს, როგორ გასდით ხოლმე ასეთებს, ერთ ჩემს ახლობელსაც გასდის ისეთები, თვალები შუბლზე ამდის!
ჯერ ხო მული გააგდო სახლიდან (ნუ, გათხოვილი, მარა რა მნიშვნელობა აქვს, არ ეწყობოდა ხელი მარტო საცხოვრებლად და მშობლების სახლში იყო, როდიდან უნდა გამოვიდეთ ვაჟიშვილობის კულტიდან?!), მერე ისე დაუყენა საქმე, რომ სტუმრადაც ვეღარ მოდის მგონი, 1 ღამით დარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია და არიან ესე კოხტათ biggrin.gif

დედამთილი იტანჯება შვილის უნახაობით, მარა რძალს ხმასე ვერ სცემს biggrin.gif ნუ, ძველმოდურები არიან და ეშინიათ ალბათ ოჯახის არევ დარევის, მარა მატრაკვეცას ოჯახი ადრე თუ გვიან უნდა დაინგრეს biggrin.gif

პ.ს. ფუმფულას სიტუაციას ვეთანხმები ამ შემთხვევაში, ის ვიღაც ნათესავი იყო თუ ყვავი ჩხიკვის მამიდა, იმას მეც დავახვეინებდი თავის ბალღებიანად, როცა საფრთხე შემექმნებოდა, იმ ბებოსაც გავატანდი და სახლში ესიყვარულნათ biggrin.gif არ შემიძლია ძილის გატეხვა არც მე, გავგიჟდებოდი ალბათ user.gif მარა, ნუ პრეტენზია მაგ დროს მიუღებელია, რადგან მოხუცი დედის მოვლა შვილის მოვალეობაა და რძალმა ცივი წყალი დალიოს და ყურში ბამბა გაიკეთოს biggrin.gif

Posted by: noniko77 2 Apr 2013, 19:27
ინფინიტი
QUOTE
ზოგმა მარწყვი მიშოვეთ იანვარში !

ეგ აღარაა პრობლემაა biggrin.gif
* * *
Neno_
QUOTE
რადგან მოხუცი დედის მოვლა შვილის მოვალეობაა და რძალმა ცივი წყალი დალიოს და ყურში ბამბა გაიკეთოს

ხოდა საქმე იმაშია რომ ის მომსვლელი სტუმარია სწორედ იმ მოხუცი ბებიის ქალიშვილი და არა ფუმფულას დედამთილი ანუ რძალი უვლის ბებიას,და ქალიშილი სანახავად დადის და თხოვნის მიუხედავად არ მიყავს თAვისთან მოსავლელად.ფუმფულას მე პირადად არ ვამტყუნებ.

Posted by: Neno_ 2 Apr 2013, 19:36
noniko77
QUOTE
ხოდა საქმე იმაშია რომ ის მომსვლელი სტუმარია სწორედ იმ მოხუცი ბებიის ქალიშვილი და არა ფუმფულას დედამთილი ანუ რძალი უვლის ბებიას,და ქალიშილი სანახავად დადის და თხოვნის მიუხედავად არ მიყავს თAვისთან მოსავლელად.ფუმფულას მე პირადად არ ვამტყუნებ.


ნუ, საქართველოში, შვილი უვლის-ში ვიგულისხმე ბიჭი და რძალი (და მოყუჩებად რძალში კიდე, პატარა რძალი drug.gif ) biggrin.gif აგე, მულებს სახლიდან გვაგდებენ რძლები და კეთილი ინებონ და ტრაკი წმინდონ დედაჩვენებს და ჩვენ ისე ვნახავთ ხოლმე, ლამაზათ biggrin.gif

Posted by: noniko77 2 Apr 2013, 19:40
Neno_
ჩემ დედამთილს ბიჭები ყაავს და პრობლემა არაა მე მოვუვული როცა დაჭირდება ღმერთმა კარგად ამყოფოს დიდი ხანი,მაგრამ არ მესმის რა როცა ქალიშილი ყაავს რატომ უნდ ამოუაორს ბიჭის ცოლმა არ მესმის და მომკალით რა, აშკარად თავიდან მოშორებაა

Posted by: Neno_ 2 Apr 2013, 19:43
noniko77
QUOTE
ჩემ დედამთილს ბიჭები ყაავს და პრობლემა არაა მე მოვუვული როცა დაჭირდება ღმერთმა კარგად ამყოფოს დიდი ხანი,მაგრამ არ მესმის რა როცა ქალიშილი ყაავს რატომ უნდა მოურს ბიჭის ცოლმა არ მესმის და მომკალით რა, აშკარად თავიდან მოშორებაა

იმიტომ, რომ იმ ბიჭის ცოლმა მშობლების სახლიდან აგახვეინა და ის სახლი თავისად დაიგულა, ასე, რომ კეთილი ინებოს და შავი საქმეც აკეთოს wink.gif

როცა ასეთი მემკვიდრული მომენტები არაა, მაშინ რიგ-რიგობით უვლიან ხოლმე, ჩემი ინფორმაციით (ან ვისაც მოუხერხდება), მე და ჩემს ძმას ასე მოგვიწევს, მაგალითად! biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 2 Apr 2013, 19:48
noniko77
ხო , თუმცა გინდა ჩალა გიჭამია biggrin.gif

QUOTE
მაგრამ არ მესმის რა როცა ქალიშილი ყაავს რატომ უნდ ამოუაორს ბიჭის ცოლმა არ მესმის და მომკალით რა, აშკარად თავიდან მოშორებაა

ხოდა მაგაზე გეუბნება ნენო, იმიტომ უნდა მოუაროს, რომ იმ ოჯახის წევრად ის მიიჩნევს თავს და მე სტუმარი ვარ მხოლოდ, ხოლო მოხუცს იმ ოჯახმა უნდა მიხედოს, სადაც ის ცხოვრობს და მთელი ცხოვრება უცხოვრია, ვისაც თავის ქონებას უტოვებს და ვისაც მთელი ცხოვრება პატივი სცა. აი, როდესაც გამორჩულად არცერთთან ცხოვრობს, თავისთვისაა და ცუდად ხდება, ორივეს ეკისრება მისი მოვლის და რჩენის ვალდებულება და როგორღაც უნდა მორიგდნენ და მოახერხონ ეს ერთბლივად ( ასეა ხალხური წესებით, თორემ კანონით სხვანაირადაა ყველაფერი smile.gif )

ძალიან ვაოფებთ და წავედი იქით მე, სანამ გავიტისკე სამართლიანად biggrin.gif

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 19:49
Neno_
ვაიმე ჩემ ახლობელს შეყვარებული ყავდა გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, ბიჭის ოჯახი ცხოვრობდა სამსართულიან სახლში და ეს ტუტუცი გოგო იცი რატო რა გაყვა ცოლად ? მული განათხოვარი იყო და შვილებითურთ მშობლებთან ცხოვრობდა და მაგ ოჯახში ჩემი შვილი იმ ბავშვებზე წინ ვერასდროს დადგებოდაო

Posted by: CAMPOLINA 2 Apr 2013, 19:53
შეგნებული უნდა იყოს ერთი და მეორე მხარეხ ხოდა არ იქნება არც კონფლიქტი არც გაუგებრობა:0

ისადა და თემის გაოფება რომ მიმდინარეობს არაფერიი? მოვა მოდერშა და გაბრაზდება smile.gif

სადაა აქ სამშობიაროები და კარგი ცხოვრება ჰა რძალნო და მულნო?smile.giftongue.gif

Posted by: Neno_ 2 Apr 2013, 20:02
garfield1
QUOTE
მაგ ოჯახში ჩემი შვილი იმ ბავშვებზე წინ ვერასდროს დადგებოდაო

ღირსი არაა ეხლა ეს ადამიანი, ქუჩაში გაუშვან თავის შვილებიანად (ბავშვებს რას ვერჩი, მარა მაინც biggrin.gif) და გაიგებს, მერე, როგორია ყველაზე წინ დაყენება biggrin.gif

ვინ ჩემი ფეხები ხარ! ან შენი შვილი, სხვისაზე წინ რატო უნდა იდგეს.. საიდან ეს ამბიციები biggrin.gif

მოკლედ, ძალიან შარია რა, რძლის სახლში შემოშვება biggrin.gif

დედაჩემს სასწაულად გაუმართლა, ძალიან ბულკი რძალი გვყავს და უპრეტენზიო biggrin.gif

QUOTE
ძალიან ვაოფებთ და წავედი იქით მე, სანამ გავიტისკე სამართლიანად biggrin.gif

+1 ვორნი biggrin.gif

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 20:11
chemi dedamtili iset muls gebulobs da iset dedamtils uvlis tavidanve ro sicocxle gaumcares,qali cremlebit mikveba xolme sicocxle ar mindoda isetebs miketebdneno,mara qmris sikvarulit uvlis qals,romelic eubneboda caetrie saxlidano arapris gamo..sxva sxvis omshi brdzenia,amitom roca sigrmiseulad ar icit situacia nu gamoxvalt xolme uxucesebi. temas rac sheexeba shemdeg misvlaze ki vikitxav,magram iqneb exla mipasuxot vinmem-vtqvat vimshobiare,mere bavshvis sanaxav 2cutitac ar shemoushveben qmars?

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 20:17
Pumpula
ზემოთ ამოსვლის შანსი არაა, დაცვა მომენტალურად გაგდებულია ჩათვალე, არ ამოუშვებენ ბავშვთან sad.gif

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 20:23
garfield1
xoda magitomac mindoda dascreboda,im cutis dabadebuls mainc naxavda cota xnit sad.gif ravi exla rom vikavi da bavshvi daibada,mere daudzaxes mamas da vigac qals,deda iko an dedamtili albat da sheikvanes mgoni aba raze daudzaxebdnen neta

Posted by: garfield1 2 Apr 2013, 20:25
Pumpula
არვიცი მაგდენი, იმწუთის დაბადებული ხო ჩამოყავთ ქვემოთ და ნახავს, მერე მეორე სართულის ფანჯრიდან თუ დაანახებ

Posted by: Pumpula 2 Apr 2013, 20:34
garfield1
xoo ai tvis bolos micevs misvla da gavikitxav kvelapers,palatebsac vnaxav,ki viqnebi ukve 37-e kvirashi

Posted by: kvatunia24 2 Apr 2013, 20:40
ინფინიტი
გეთანხმები 100% იანი ხარ, მასე მე და ჩემი ქმარი ჩემებთან ვცხოვრობთ და შეიძლება რაღაცეები და ძალიანაც ბევრი რამე არ მოსწონს ჩემს ქმარს მაგრამ არის ჩუმად, იმიტომ რომ ჩემები ურჩენენ ცოლს და შვილს, აცმევენ აჭმევენ, და შვილივით მიიღეს, თან არც მე ვმუშაობ ჩემი ქმრის სამსახურიც დაიხურა და ვზივართ ჩემების კისერზე, ხმასაც ვერ იღებს biggrin.gif არავინ წამოაყვედრის ამ ყველაფერს მაგრამ კეთილი ინებე და როცა ბოდიში და იმის ტრაკი არ გაქვს რომ ცალკე იცხოვრო და შენ თვითონ მოიწყო ცხოვრება, პატივი ეცი იმ ხალხს ვისთანაც ცხოვრობ და იცხოვრე მისი წესებით, ოღონდ ზედმეტი არაფერი ვარგა, ზომიერება ყველაფერსი საჭიროა, არც ისე უნდა ქნა რომ ვინმემ თავზე გადაგიაროს და შენც არავის უნდა მიაყენო სეურაცხყოფა... სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო ნათქვამია და ვეთანხმები ნამდვილად!

* * *
jaa
არა არ იყოოო. მეც მეგონა იქნებოდა მაგრამ არაო

Posted by: anakh 2 Apr 2013, 21:18
ჰაჰაჰა აქ რა ქაქანიაააა smile.gif))

დარახველიძეზე დაწერეთ რა ვისაც მასთან გიმშობიარიათ

Posted by: makavel1 2 Apr 2013, 21:29
მე ესე მესმის, არ მოგწონს რამე? მიბრძანდი, რომ არ მომწონდა იმიტომაც მივბრძანდი, ( თუმცა სანამ მივბრძანდებოდი იქამდე ხვეწნა მუდარით მიმიყვანეს ჩვენთან იცხოვრეო, რომ ვიცოდი ჩემი ამბავი იმიტომაც არ მინდოდა და საბოლოოდ მაინც გავედი ცალკე) და მერე კიდე ეგრე არაა რძალმა პალაჟენია დამიყენოს სახლში, ის სახლი როგორც დედაჩემის და ჩემი ძმის ასევე ჩემიცაა, ასე რომ იმ სახლში ჩემს ოტახს თუ მინდა თავზე დავიმხობ ჩემი შვილებიანად. თუ არ მოსწონს დაშალოს ბინა მე ჩემი მომცეს და მიბრძანდეს smile.gif მაგრამ მეორე მხარეცაა, ჩემმა ძმამ რომ მომიყვანა რძალი სახლში დავავლე ცემს ტანსაცმელებს ხელი და საკუთარი ოთახიდან დავახვიე ეგრევე, (ცოლ-ქმარი ზალაში ხომ არ დაწვებოდნენ) გაწკრიალებული დავახვედრე რო მერე უკან აღარ დაეხიათ იქ შესვლაზე და არ მორიდებოდა, არასდროს საკუთარ ოთახში დაუკაკუნებლად არ შევსულვარ და კითხვის გარეშე ( ბევრი ჩემი ნივთი იქ დარჩა ცოტა ადგილის გამო) აი ესე მესმის მე. ( ეს ისე სიტყვაზე თორე ცალკე ცხოვრობენ ჩემები)

Posted by: Satevari 2 Apr 2013, 22:02
..........................................................................................................

Posted by: falestra 3 Apr 2013, 09:15
QUOTE
ჰაჰაჰა აქ რა ქაქანიაააა ))

დარახველიძეზე დაწერეთ რა ვისაც მასთან გიმშობიარიათ


მეც მაგას ვკითხულობ და კაცი-შვილი არ მაქცევს ყურადღებას rolleyes.gif

Posted by: Dido 3 Apr 2013, 10:21
Pumpula
QUOTE
magram iqneb exla mipasuxot vinmem-vtqvat vimshobiare,mere bavshvis sanaxav 2cutitac ar shemoushveben qmars?

ჩაჩავაშიც არ უშვებენ ორადგილიანში მაგრამ მე რომ ვიმშობიარე და პალატაში გადამიყვანეს სადღაც 2 სთში 5 წთით შემოუშვეს დილით ჩემი ქმარი ხალათით. სურათები გადაგვიღო, ბავშვი ნახა და გავიდა smile.gif მგონი სხვაგანაც არ იქნება პრობლემა wink.gif

Posted by: ტიფანი 3 Apr 2013, 10:48
kvatunia24
QUOTE
სად ახალ სიცოცხლეში? გეგონოს, ყველას უშვებდნენ ოღონდ რიგ რიგობით, ორ ორ კაცს  ხან დედა და ქმარი ამოდიოდნენ ის ორი დღე ხან მამიდა ამოდიოდა დედასთან ერთად, ბავშვსაც უპრობლემოდ ანახებ იმიტომ რომ სულ შენთან არის პატარა

უი არ ვიცოდი. ეტყობა ახლა კარანტინი იყო და ამიტომ მითხრეს არაო.
ნორამლური სამშბიაროა ხო?

Posted by: Pumpula 3 Apr 2013, 13:48
Dido

ხო აი მაგას ვიძახი მეც, 5 წუთით ხომ შეიძლება შემოუშვან, ნახოს ბავშვი და მერე ის 4-5 დღე რაც სამშობიაროში ვიქნები, კი ბატონო მარტო მე ჩამოვალ დაბლა და ბავშვს გამოსვლის მერე ნახავს

Posted by: Dido 3 Apr 2013, 14:43
Pumpula
QUOTE
ხო აი მაგას ვიძახი მეც, 5 წუთით ხომ შეიძლება შემოუშვან, ნახოს ბავშვი და მერე ის 4-5 დღე რაც სამშობიაროში ვიქნები, კი ბატონო მარტო მე ჩამოვალ დაბლა და ბავშვს გამოსვლის მერე ნახავს

კი, ჩემს შემთხვევაში ზუსტად მასე მოხდა yes.gif

Posted by: Diamond Girl 3 Apr 2013, 15:15
kvatunia24
ინფინიტი
Neno_


როცა სიტუაცია არ იცით, ასე ლაპარაკი არ შეიძლება, არავის კისერზე არ ვცხოვრობ,მშვენივარად ვუძღვებით ოჯახს დამოუკიდებლად, იმ სახლში დიდი შრომა მაქვს კიდევ ჩადებული და არანაირად არ ვაპირებ მთელი ცხოვრება სხვისი წესებით ყოფნას. მეტი კონკრეტიკისთვის -ცალკე გაშვება არ უნდათ ჩვენი თორე ია ზააა smile.gif მე რომ ვიყო უმუშევარი და ჩემი ქმარიც კიდევ,მაჭმევდნენ,მასმევდნენ და ვიღაცის ხელის შემყურე ვიყო მაშინ მართლა ხმა არ ამომეღება,მაგრამ საბედნიეროდ ასე არა.
კვატუნიას არ ეხება,მაგრამ თქვენ ორნი გამოირჩევით ზედმეტად ცინიკური აზრების დაფიქსირებით,რაც არაა ლამაზი.

ვსო მორჩა,ამ თემაზე არ ვაპირებ კამათს. ყველას ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს.

მოდერს იმედია მაპატიებს თემის გაოფებას


Posted by: Princess 3 Apr 2013, 15:19
anakh
შარსან მარტში ვიმშობიარე დარახველიძესთან, 1000ჯერ დავწერე უკვე და მეზარება დეტალების დაწერა,რაცგაინტერესებს მკითხე და გიპასუხებ smile.gif

Posted by: makau 3 Apr 2013, 17:16
Princess
ეგ მეც მაინტრესებს,3 თვიდან ღირს მისი აყვანა თუ ჯობია ბოლოსკენ ავიყვანო და სხვა რეპროდულოქთან ვიარო? ანუ ყურადღებიანი იყო როცა ვიზიტებზე დადიოდი?

Posted by: ლუნა 3 Apr 2013, 17:19
იმედის კლინიკაში მეუღლის გარდა სხვისი დასწრება შეიძლება?

Posted by: garfield1 3 Apr 2013, 17:21
makau
მეანთან ჯობია ბოლოს მიხვიდე, მანამდე იარე ჩვეულებრივ გინეკოლოგთან ან რეპროდუქტოლოგთან.
მეანები იმდენად გადატვირთულები არიან, გეგმიურ ვიზიტებზე არ ღირს ჩემი აზრით

Posted by: Princess 3 Apr 2013, 19:16
makau
დარახველიძე მეანია,მიგიღებს 30 კვირის მერე,ან შეიძLება უფრო გვიანაც მისვლა 32-33 კვირიდან. მანამდე გინეკოლოგთან იარე და მერე ფორმა 100ით მიხვალ უკვე მეანთან. ვიზიტები მეანთან უფასოა, აყვანის ფულს იხდი მშობიარობის მერე. მე მის ცოლთან შანიძესთან დავდიოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთ ერთი საუკეთესო გინეკოლოგია თბილისში. შენ თითონ უნდა აარჩიო მაინც ექიმი, ვისაც ენდობი, ვისთანაც მშვიდად იქნები ის აირჩიე smile.gif

Posted by: kvatunia24 3 Apr 2013, 21:15
ტიფანი
ხო კარანტინია ეხლა აპრილის ბოლომდე იქნება ალბათ და მერე მოხსნიან, მე რომ ვიმშობიარე მეორე დღეს საღამოს გამოცხადდა კარანტინი და არავინ აღარ ამოუშვეს დაჟე ქმარიც კი, ფანჯრიდან ველაპარაკებოდი ტელეფონით ჩემებს biggrin.gif თორემ სანამ კარანტინი გამოცხადეებოდა ვისაც უნდოდა ყველას უშვებდნენ 2 კაცს.
Diamond Girl
გეთანხმები ასეთი შემთხვევა სულ სხვა საქმეა, მართლა სხვა სხვის ომში ბრძენია და ყველა ისე უნდა მოიქცეს და იცხოვროს როგორც თვითონ თვლის საჭიროდ,
მე და ჩემი ქმარი რომ გადმოვედით ჩემებთან, ჩემი ძმა გამოსახლდა თავისი ოთახიდან და დაგვითმო უსიტყვოდ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩემი ოთახი ბევრად პატარა იყო და მერე მეორეც მშობლების საძინებლის გვერდით იყო და ნამდვილად ვერ მივუწვებოდით გვერდით biggrin.gif ჩემი ძმა აბრძანდა ჩემს ოთახში და მშვენივრად გრძნობს თავს, თან გაგვიმართლა რომ კერძო სახლია, დიდია და სულ არ ვაწუხებთ ერთმანეთს.

Posted by: sofunia 4 Apr 2013, 06:41
გოგოებო იქნებ მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან.დარახველიძე ჯობია თუ კინტრაია.ჩემი და ელოდება მესამე შვილს და ვერ გადაგვიწყვეტიაsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: pathfounder 4 Apr 2013, 11:56

26 კვირა და 4 დღე.

___________________________


Posted by: ტიფანი 4 Apr 2013, 12:53
kvatunia24
ახალ სიცხოცხლეIშ იმშობიარე ხო?
ვისთან? მოგეწონა?

აუ ეს მუცელი ისე მეზრდება, ძილი მენატება წესიერი sad.gif გადაბრუენბა, ყველაფერი პრობლემაა უკვე

Posted by: makau 4 Apr 2013, 12:58
garfield1
Princess
მადლობა გოგოებო,გავითწალისწინებ smile.gif

Posted by: nan32 5 Apr 2013, 11:20
gogoebo mobilit var da chemit ver davserchav vinmem imedis klinikis nomeri momweret ra, ver gavarkvie meuglis garda mshobairobaze sxvisi daswreba tu sheidzleba da mimgebshi gadavrekavdi..

Posted by: garfield1 5 Apr 2013, 11:24
nan32
2238480 ეს უწეიათ საიტზე . საკიპშიც შეგიძლია დამატება imedi.clinic არის ნიკი

Posted by: nan32 5 Apr 2013, 12:14
garfield1
didi madloba... smile.gif

Posted by: seikogeiko 12 Apr 2013, 21:12
Princess

გვიან გეკითხები, მაგრამ მაინტერესებს ჩაჩავაში რა არის წასაღები და რა გხვდება? ასევე მაინტერესებს ერთადგილიანი პალატები თუ აქვთ. სანამ მივალ, მინდა თადარიგი დავიჭირო.

Posted by: anakh 12 Apr 2013, 21:34
seikogeiko
ერთადგილიანები არის კი 1200 რაღაც ღირს

Posted by: seikogeiko 12 Apr 2013, 21:39
anakh

მადლობა პასუხისთვის. შენც ჩაჩავაში აპირებ? იყავი უკვე მეანთან?

Posted by: anakh 13 Apr 2013, 22:43
seikogeiko
კი ვიყავი დარახველიძესთან და პარასკევს კიდე მივდივარ, დოპლერს გავიკეთებ და ისე მივალ. იმედია საკეისროს არ მეტყვის, შენ ვისთან აპირებ? საკეისრო გინდა?

Posted by: seikogeiko 13 Apr 2013, 23:44
anakh
მეც ვიყავი დარახველიძესთან. საკეისრო გადაწყვიტა. 22-ში უნდა მივიდე და თარიღს დამინიშნავს. კარგი კაცი ჩანს: სერიოზული და გაწონასწორებული. პალატები არ დამითვალიერებია, ამ დღეებში დავლაშქრავ. ჩაჩავას მშობელთა სკოლაშიც მინდა ჩავეწერო, თუ მოვასწარი.

Posted by: tekco777 13 Apr 2013, 23:59
seikogeiko
Sakeisro rato gadagicyvita?? Saidumlo tu ara biggrin.gif ? smile.gif

Posted by: seikogeiko 14 Apr 2013, 01:24
tekco777
ინვიტრო ბავშვი მყავს და ნუ გავრისკავთო, თან 37 წლის ვარ და პირველი მშობიარობაა.

Posted by: sofunia 15 Apr 2013, 06:09
გამარჯობათ გოგოებო,გთხოვთ ,იქნებ მიპასუხოთ,ნუკრისთან თუ ვინმეს გაგიკეთებიათ საკეისრო ჩაჩავაში, დაწეროთ თქვენი აზრი,ვერ გადამიწყვეტია და ძალიან დამეხმარებოდით!

Posted by: Dido 15 Apr 2013, 10:23
sofunia
საკეისრო არა მაგრამ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ძAლიან კმაყოფილი ვარ, ნაკერი დამჭირდა და იდეალურად გამკერა smile.gif შესაბამისად საკეისროებსაც კარგად აკეთებს yes.gif

Posted by: nushki 15 Apr 2013, 10:58
გამარჯობათ ჰერაში თამრიკო გელაძესთან თუ გიმშობიარიათ ან თუ იცით როგორი გინეკოლოგია?

Posted by: ninchancho 15 Apr 2013, 11:17
nushki

მე გავაჩინე თამრიკოსთან პირველი და მეორეზეც ეხლა მაგასთან დავდივარ საოცრად ყურადღებიანია და რაც მთავარია თავისი საქმის სპეციალისტია.
ნუ მე საკეისრო მაქვს გაკეთებული და ფიზიოლოგიურზე რას შვება არ ვიცი biggrin.gif

Posted by: jaa 15 Apr 2013, 11:44
seikogeiko
რა მშობელთა სკოლა აქვს ჩაჩავას? ბავშვის მოვლას და ეგეთებს ასწავლიან?

Posted by: makau 15 Apr 2013, 11:48
ჩაჩავაში თუ ღირს გოგოებო აღრიცხვაზე დადგომა,დარახველიძესთან თითქმის გადავწყვიტე საკეისრო,აი მანამდე ვისთან ვიარო აზრზე არ ვარ,ვის მირჩევთ,ყურადღებიანს და მცოდნეს ანალიზებზე როგორი ფასებია ჩაჩავაში.მაინც პრობლემა მქონდა წინა ორსულობაზე (სიმფიზიტი მქონდა და ფაქტიურად გადავრჩი რომ მამაშობიარეს)

Posted by: nushki 15 Apr 2013, 11:58
QUOTE (ninchancho @ 15 Apr 2013, 11:17 )
nushki

მე გავაჩინე თამრიკოსთან პირველი და მეორეზეც ეხლა მაგასთან დავდივარ საოცრად ყურადღებიანია და რაც მთავარია თავისი საქმის სპეციალისტია.
ნუ მე საკეისრო მაქვს გაკეთებული და ფიზიოლოგიურზე რას შვება არ ვიცი biggrin.gif

ანუ ყურადღებიანი ქალია ხო? ეგ მაინტერესებდა ზოგი ისეთი უხეში და უყურადღებოა არ მინდა ასეთთან მივიდე

Posted by: Tamarella 15 Apr 2013, 12:37
makau
მე მყავდა დარახველიძე, ოღონდ მე ფიზიოლოგიურით გავაჩინე. მისი კმაყოფილი ვარ. აყვანა 250 ლარი ღირს, მერე პალატას აირჩევ და საკეისროს 550 ლარი დაემატება პალატის ღირებულებას და ეგაა. იანვარში ასე იყო.

Posted by: nan32 15 Apr 2013, 14:43
makau
chemi azrit ar girs, vinc dadga yvelam inana mere.. Yovelkvira dagibareben da milion arasachiro analizs gagaketebineben, gagwewaven mokled..
Magas sjobia chveulebriv ara fashion klinikashi dadge agricxvaze..

Posted by: makau 15 Apr 2013, 14:48
Tamarella
nan32
მადლობა. მეც ეგ არმინდა რომ ტყუილად ვიარო,ფიზიკურადაც ვერ მოვახერხებ და ტყუილადაც რატომ ვყარო ფული..

Posted by: SPC 15 Apr 2013, 14:56
ნუ ჩაჩავაში აღრიცხვაზე გადავედი მე სადღაც მეორე ნახევარში და მე იმ პონტში ვარ კმაყოფილი, რომ ისედაც ექიმი იქ მყავდა. ანუ ნაწილი ანალიზებისა ფასიანი იყო რაც დამატებით მჭირდებოდა და რაც ვაუჩერით იგულისხმებოდა იმასაც ვიკეთებდი. ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო რომ კონსულტაცია ხომ უფასოდ გეკუთვნის ამ ვაუჩერიდან გამომდინარე გარკვეულ კვირას და მანდ მაინც იხდიდი 15 ლარს. ფაქტირუად უფასოდ გავიკეთე მხოლოდ შარდში ცილის ანალიზი და სისხლში ჰემოგლობინი. წინა 2 ვიზიტი სხვაგან მქონდა, მესამე და მეოთხე გამომივიდა ჩაჩავაში

Posted by: makau 15 Apr 2013, 15:02
SPC
თვითონ ექიმი ვინც უნდა გამშობიაროს ის გყავს თუ ჯერ სხვა რეპროდოლოგთან დადიხარ?

Posted by: sofunia 15 Apr 2013, 15:23
QUOTE (Dido @ 15 Apr 2013, 10:23 )
sofunia
საკეისრო არა მაგრამ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ძAლიან კმაყოფილი ვარ, ნაკერი დამჭირდა და იდეალურად გამკერა smile.gif შესაბამისად საკეისროებსაც კარგად აკეთებს yes.gif

დიდი მადლობა,იმედია მეც კმაყოფილი დავრჩები

Posted by: Princess 15 Apr 2013, 15:25
seikogeiko
ძალიან კარგი მეანია დარახველიძე. არაფერზე არ ინერვიულო, მშვიდად იყავი, მართლა სანდო ხელში ხარ. ანასთეზიოლოგიც კარგი ყავთ. მე ერთადგილიანში ვიწექი, ყველაფერი არის, კარგი საწოლია, პულტზეა, ისე დაყენებ როგორც შენ მოგეხერხება, იქვე პულტი გაქვს და ნებისმიერ დროს შეგიძლია ექთანი გამოიძახო. მე ღამე არ ვიტოვებდი ბავშვს ვერ ვდგებოდი და გაყავდათ. საჭმელი ნორმალურია, დიეტური, მე მყოფნიდა, თავიდან მოჰქონდათ პალატაში მერე უკვე ვდგებოდი მე თითონ.

პირადი ნივთები წაიღე შენი, ფენი და პირსახოცები აქვთ. სისუფთავეა, ყოველ დღე ალაგებენ. პირველ დღეს თითონ დაგბანენ მერე უკვე შეძლებ ადგომას და გადავლებას. მე ხალათი და ჩუსტები მაინც ჩემი მქონდა, პერანგი ჯერ მათი მეცვა მერე მაიკით ვიყავი, არ მიყვარს გრძელი პერანგები. სპორტულები მქონდა წაღებბული და ეს მეცვა.
ბავშვებს კარგად უვლიან, დავიტაიაა მანდ მტავარი პედიატრი, პირადად ამოწმებს ყველა ბავშვს.

მშობელთა სკოლაში უკვე გვიან არაა? biggrin.gif მალე გააჩენ

ხო ფეხზე დასახვევი ბინტები იყიდე წინსაწარ, საკეისრომდე დაგახვევენ და ისე დაგაწვენენ. მერე უვკე მოვიხსენი მე და 40დღე გეტრები მეცვა სპეციალური. ქამარიც წაიღე, მეორე დღეს უკვე გაიკეტებ და უფრო ადვილად ივლი. ხო ბოთლი და მატყუარა წაიღე, შეიძLბა არ გქონდეს ტავიდან რძე და დაგჭირდება. ბავშვის ტანსაცმელი, ქუდი და ნასკები აუცილებლად. რომ დაიბადება იქვე აცმევენ smile.gif კიდე რამე თუ გაინტერესებს მკითXე smile.gif

Posted by: SPC 15 Apr 2013, 18:38
makau
გინეკოლოგს ვგულისხმობდი, ეხლა კი უკვე ექიმსაც ვიყვან, ხუთშაბათს ან პარასკევს დამიბარა, მე უკვე 39 კვირაში ვარ

Posted by: seikogeiko 15 Apr 2013, 20:23
Princess
ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისათვის.
SPC
შენ ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიარო?

Posted by: SPC 15 Apr 2013, 20:54
seikogeiko
ასე მინდა კი, თუ რამე გართულება არ გამოხტა

Posted by: Miss tulip 15 Apr 2013, 22:07
მოკლედ, ვისაც ჩაჩავა გაინტერესებთ დღეს ვიყავი და ესეთი ფასები შემომთავაზე: ერთადგილიანი პალატა ორნაირია ერთი ღირს 1270, მეორე - 1450, ორადგილიანი- 1040 და 860. ფასები დამოკიდებულია ოთახის კომპფორტზე, როგორც ამიხსნეს. ფიზიოლოგიურის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ თანხას ემატება ექიმის აყვანის 250-300 ლარი და გაუტკივარება 250 ლარი ( მოთხოვნის შესაბამისად). საკეისროს შემთხვევაში ოთახის ფასს ამატებ 540 ლარს, რაშიც შედის გაუტკივარების თანხაც.

მე დარახველიძე მყავს აყვანილი და კონსულტაციებზეც მანდვე დავდიოდი. ზედმეტი დაწვრილმანება სჩვევიათ, რის გამოც ერთი პერიოდი ისტორიის სხვაგან გადატანაც კი ვიფიქრე, მაგრამ ჯამში მაინც არ ვარ უკმაყოფილო.

Posted by: SPC 15 Apr 2013, 22:26
Miss tulip
მე კი მითხრეს მაგრამ დამავიწყდა და ხომ არ გახსოვს რეები შედის კიდევ ანუ რისი მოტანა გჭირდება სახლიდან და რისი არა?

Posted by: Miss tulip 15 Apr 2013, 22:51
SPC
შენი პირადი ჰიგიენის ნივთები და ბავშვის ტანსაცმელი მიგაქვს. პირსახოცი, საპონი, ფენი და ეგეთი ზოგადი რაღაცეები თითონ აქვთ. კიდევ, ვენების ბინტი შენ თითონ უნდა მიიტანო და შემოგახვევენო. ბავშვის პამპერსი ალბათ თითონ აქვთ, არ მიკითხავს და ზუტად არ ვიცი უნდა მივიტანო თუ არა.

Posted by: SPC 15 Apr 2013, 23:33
Miss tulip
QUOTE
ვენების ბინტი

მადლობა და თუ იცი ეს ვენების ბინტი აუცილებელია? მე არც გამიგია და ვენებზეც ამ ეტაპზე პრობლემა თითქოს არ მაქვს

Posted by: E_ko 16 Apr 2013, 00:06
SPC
თუ საკეისროს იკეთებ გაქვს თუ არა ვენებზე რამე პრობლემა მაინც უნდა შემოიხვიო, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს როგორ ხდება არ ვიცი. ისე მაგ ბინტს წინდები ჯობია მოსახმარად.

Posted by: Princess 16 Apr 2013, 11:41
ჩაჩავაში პამპერსის წაღება არაა საჭირო, პამპერსის პამპერსი აქვთ, დაბანითან ბიოლაინის გელით ბანენ. წაიღეთ ბოთლი და ბავშვის ტანსაცმელი, საკმაოდ ბევრია საჭირო, დღეში რამოდენიმეჯერ უცვლიან. ქუდი და ნასკები აუცილებლად. პილიონკაც გამოგადგებათ, მე ვუფენდი და ისე იწვა პატარა ვანასავით რომ არის, ბორბლებზე, რა ქვია არ ვიცი.

კარგად გამოვიყენე ძალიან ერთჯერადი ტრუსიკები, მაზერქეარში იყიდება, დიდი ჰიგიენური პაკეტები აქვთ მე ჩემიც მქონდა წაღებული, კოტექსის ჯობია, ნატურალური ზედაპირი აქვს, ყველაზე დიდები გამოგადგებათ. საკეისროს მერე გამაყუჩებლის გაკეტება ეზარება ზოგ ექთანს, მე ვიტXოვდი! რომ არ გამიკეთეს დარახველიძეს ვუთხარი და მერე უკვე აღარ დამჭირვებია ხვეწნა. ნოემბერში იგივე მელის და ეხლა ვიხსენებ ყველაფერს რაც საკეისროს და სამშობიაროს ეხება biggrin.gif იმედია ვინც აპირებს ჩაჩავაში, გამოგადგებათ smile.gif

Posted by: naneee 16 Apr 2013, 11:53
QUOTE
საკეისროს მერე გამაყუჩებლის გაკეტება ეზარება ზოგ ექთანს

spy.gif spy.gif spy.gif
ღმერთო მომკალი. biggrin.gif

Posted by: Princess 16 Apr 2013, 12:00
naneee
კი ასეთიც შეიძლება გამოერიოს biggrin.gif არ გტკივა უკვე, გეჩვენებაოო... ხოდა რომ მიიღო საყვედური, მერე უკვე აღარ მეჩვენებოდა არაფერი, თავის ცვლაში ჩუმად მოდიოდა და მიKეტებდა. ერთი ეს ექთანი არ მომეწონა მანდ, დანარჩენი ყველა ყურადღებიანი იყო, 1000ჯერ შემოდიოდნენ და მეკითხებოდნენ რამე ხომ არ გინდაო.

Posted by: makau 16 Apr 2013, 12:00
ესეიგი ჩაჩავაში საკეისროს გაკეთება ვთქვათ 2 ადგილიან პალატაში + ექიმის აყვანა ჯდება მინიმუმ 1700 ლარი??

Posted by: arazam 17 Apr 2013, 15:30
ჰერაში ვინც იმშობიარეთ ბოლოს , ფასები დაწერეთ რაა

Posted by: kozet 17 Apr 2013, 17:06
arazam
http://www.hera2011.ge/index.php?id_pages=4

Posted by: arazam 17 Apr 2013, 17:15
kozet
ეს ფასები სწორია თამო? მოიმატაო თქვეს და იმიტომ დამაინტერესა

Posted by: kozet 17 Apr 2013, 18:13
arazam
საკეისროს ფასები არაა გაძვირებული და ფიზიოლოგიურიც ალბათ იგივეა

Posted by: jalali 17 Apr 2013, 23:28
გაგუაში რა ფასებია გოგოებო? ყველა მადლიერია, ვინც დავით გაგუა აიყვანა და მასთან იმშობიარა. გადავწყვიტე იქ მივიდე. ჯერ მხოლოდ პირველი ვიზიტი მქონდა (ორსულობის დაგეგმვა) მომსახურეობა კარგი აქვთ მემგონი, მე კმაყოფილი დავრჩი. ეხოც გენრიეტასთან გადავიღე.


ხო მართლა ლოყიდან ნაცხი გაიკეთე შემდეგი ვიზიტისთვისო. მსგავსი რა პირველად მესმის.

Posted by: tekco777 18 Apr 2013, 19:10
jalali
www.gaguaclinic.ge ak ceria pasebii

Posted by: blblbl 18 Apr 2013, 19:11
jalali
QUOTE
ხო მართლა ლოყიდან ნაცხი გაიკეთე

გამონაყარი ხოა რ გაქვს სახეზე?

Posted by: sopho_94 18 Apr 2013, 20:10
blblbl
ნაცხი და ნათესი ერთი და იგივეა? შენ გეცოდინება

Posted by: jalali 18 Apr 2013, 23:09
sopho_94

ხანდახან მაკვს, მაგრამ არამგონია მაგიტო ეტთვა. მგონი ყვითელის სხეულების რაოდენობა აქაც ჩანს. ნაკლოვანება მაქვს და მითხრა გაიკეთე ლოყიდან ნაცხი და მერე ვნახოთ უტროჯესტანის დოზა შესაცვლელი იქნება თუ არაო

Posted by: blblbl 18 Apr 2013, 23:51
sopho_94
არა სხვადასხვაა,დათესვა უფრო ღრმა სახის კვლევაა

Posted by: sopho_94 19 Apr 2013, 00:04
blblbl
ეხლა ვარ 33 კვირის,თვის ბოლოს უნდა გავიკეთო ბ სტრეპტოკოკზე ნათესი და რითი კეთდება თუ იცი?

Posted by: margalita bicola 19 Apr 2013, 00:09
sopho_94
ნაცხის ანალიზით. 1წუთის ამბავია

Posted by: sopho_94 19 Apr 2013, 00:10
margalita bicola
რაღაც პატარა წკირით ხო?

Posted by: Miss tulip 19 Apr 2013, 00:23
SPC
მე ვენების ბინტი ვიყიდე უკვე, არადა ექიმმა მოგვიანებით მითხრა, რომ წინდები ჯობია, რადგან მშობიარობის შემდეგაც უნდა გეცვას რაღაც პერიოდი და ეგ უფრო გამოგადგებაო. ფიზიოლოგიურის შემთხვევაშიც უმჯობესია გეკეთოს, უფრო ნაკლები შანსია მერე განგივითარდეს ვენების პრობლემები. მეც არ მაწუხებს ეხლა, უბრალოდ მირჩიეს და ვიყიდე, მაინც გავიკეთებ. მეც ფიზიოლოგიურად ვაპირებ.

Posted by: margalita bicola 19 Apr 2013, 00:28
sopho_94
კი, ვერაფერს ვერ გაიგებ, პატარა ბწკენასავითაა.

Posted by: sopho_94 19 Apr 2013, 00:32
margalita bicola
2kiss.gif

Posted by: kato783 19 Apr 2013, 18:58
გოგოებო ,ჩაჩავაში რომელ პამპერსს აცმევენ ბავშვს? პალატები როცა დავათვალიერე მითხრეს ყველაფერი გვაქვს,მხოლოდ პირადი ნივთები წამოიღეო,არც თეთრეული ,საპონი და შამპუნი წავიღო? და კიდევ ერთი, ბაიასთვის საბ სიმპლექსი ვიყიდე უკვე და სამშობიაროში დამჭირდება?წავიღო?

Posted by: anuka2009 19 Apr 2013, 19:55
kato783

QUOTE
გოგოებო ,ჩაჩავაში  რომელ  პამპერსს აცმევენ ბავშვს


მწვანე პამპერსი ქონდათ


QUOTE
თეთრეული


მაინც თავისაში ჩაგაწვენენ, სტერილურში, არ წაიღო, შამპუნი წაიღე, საპონი აქვთ

Posted by: kato783 19 Apr 2013, 23:11
anuka2009
მადლობაააა :* და პირსახოცი?

Posted by: guria:) 19 Apr 2013, 23:56
kato783

ჩემი გამოცდილებით გირჩევ რაც გაგახსენდეს ყველაფერი წაიღო. ჯობს არ გამოიყენო, ვიდრე დაგჭირდეს და არ გაონდეს. ტუალეტის ქაღალდიანად გამოიკითხე რა აქვთ, შეიძლება ყავისფერი ქაღალდი ქონდეთ დ. არ გინდოდეს, თან მშობიარობის მერე საშინელია

Posted by: ლიკლიკა 20 Apr 2013, 09:15
გლიცერინის სანთლებიც წაიღეთ. ოყნას კი გირჩევნიათ. ნუ ჩემ დროს თუ სამი დღე არ გახვიდოდი კუჭში ოყნას აკეთებდნენ, ახლა არ ვიცი. მე ვიღაც ღვთისნიერმა გამაფრთხილა ამ თემაში და წაღებული მქონდა biggrin.gif და ვისაც მიდრეკილება აქვს იმათ აუცილებლად უნდა მიხედონ კუჭის მოქმედებას, ბუასილში არ ა~გადაიზარდოს ან არ გამწავავდეს.

Posted by: kato783 20 Apr 2013, 23:06
guria:)
ლიკლიკა
მადლობაა,გავითვალისწინებ.

Posted by: Miss tulip 20 Apr 2013, 23:20
ლიკლიკა
და ეგ გლიცინის სანთლები რისთვისაა და როდის უნდა გამოიყენო? ყველასთვის რეკომენდირებულია?

Posted by: ninia84 20 Apr 2013, 23:53
Miss tulip
კუჭის მოქმედებისთვის. ორსულებისთვის შეიძლება თუ არა, არ ვიცი

Posted by: zedka 21 Apr 2013, 11:26
მე გლიცერინის მიკროოყნის წაღებას ვაპირებ , წინა ორსულობის დროს მარტო ეგ შველოდა ჩემს საშინელ შეკრულობას .

ეს წინდები სად შეიძლება ვიყიდო ცოტა შეღავათიან ფასად ? ამ ბინტების გადახვევა ძაან მეზარება sad.gif

Posted by: ლიკლიკა 21 Apr 2013, 18:26
Miss tulip
QUOTE
გლიცინის სანთლები

გლიცერინის. გლიცინი დამამშვიდებელია და მხოლოდ აბებია.
შეკრულობის დროს არის კარგი,მოქმედებს 15 წუთში საშუალოდ.ოღონდ ხშირი ხმარება არ მგონია კარგი იყოს, მიეჩვევა ორგანიზმი.
მე ნაკეისრალი ვარ და შესაბამისად სხვანაირი კვება მქონდა, წვნიანს არ მაძლევდნენ სამშობიაროში და ძლიან გამომადგა გლიცერინის სანთლები.
ორსულებისთვის ალბათ შეიძლება , რადგან მეძუძურებისთვისაც შეიძლება.

Posted by: natalialuka 21 Apr 2013, 19:45
................................................................................................................................

Posted by: kato783 22 Apr 2013, 19:38
გოგოებო ბავშვისთვის მოვლის საშუალებები რა წავიღო? ბოთლი და მატყუარა მიმაქვს,საპონი,შამპუნი და მისთანანი არ დამჭირდება? zedka
ყაზბეგის 5 ში აქვთ მისაღებ ფასაფ,მე მანდ ვიყიდე ყველაფერი,ავერსის აფთიაქია

Posted by: Miss tulip 22 Apr 2013, 23:53
ლიკლიკა
გასაგებია, მე რო არ მაწუხებს ეგ პრობლემა არ ვარ ინფორმირებული smile.gif


Posted by: ლიკლიკა 23 Apr 2013, 00:20
Miss tulip
QUOTE
მე რო არ მაწუხებს ეგ პრობლემა არ ვარ ინფორმირებული

ხო, არც მე მაწუხებდა და არ ვიყავი ინფორმირებული, მაგრამ ნამდვილად გამოსადეგი რჩევა მომცა იმ გოგომ და მეც ვცდილობ იგივე გავაკეთოsmile.gif

Posted by: falestra 23 Apr 2013, 09:19
მომავალო და უკვე შემდგარო დედიკოებო, თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას იქნება გამიზიაროთ,
ჩაჩავაში ვინც ყოფილხართ ერთადგილიან პალატაში, ადრე რომ ვიყავი მითხრეს რომ ღამე შემიძლია დავიტოვო ოჯახის წევრი, მაგრამ იქით თემაში ახსენეს რომ მარტო 3000იანში ანებებენ ღამე დატოვებასო და ცოტა არ იყოს ხასიათი წამიხდა. არც 1500იანი პალატაა მე მგონი იაფი და იმისთვის ვიხდიდი მაგ თანხას რომ ოჯახის წევრის დატოვების საშუალება მქონდეს...

ხოდა, როგორაა საქმე ამ მხრივ?

Posted by: guria:) 23 Apr 2013, 10:06
falestra

მე თავს ვერ დავდებ ახლა რა ხდება, მაგრამ ჩემმა მეგოაბრმა ერთი წლის წინ 1500 ლარიანში დაიტოვა მეუღლე ღამით და მანაც მაგ კრიტერიუმით აიღო მაგ ფასად. გუშინ თუ რამე შეიცვალა არ ვიცი. რო დარეკო? თუ უარი გითხრეს აყვანილი ექიმი თუ გყავს იმასაც შეგიძლია მიმართო მაგ თხოვნით და იქნებ დაუშვას. მაგრამ არ მგონია ეგ შეეცვალათ.

kato783

გააჩნია სად მშობიარობ. საერთოდ, ჯობს მაქსიმაკურად ყველაფერი მიგქონდეს და არ იყენებდე ვიდრე პირიქით. აი, შამპუნი და საპონი კი არ უნდა დაგჭირდეს წესით, ეგეც რო საჭირო იყოს აუცილებლად თავად გეტყოდნენ

Posted by: falestra 23 Apr 2013, 10:33
guria:)
შენ გაიხარე, ცოტა მომეშვა გულზე)))) სამი-ოთხი თვის წინ მეც მითხრეს შეგიძლია დაიტოვოო და რომ მივალ კიდევ დაველაპარაკები მაგ საკითხზე :* ექიმი უნდა ავიყვანო თან

Posted by: Princess 23 Apr 2013, 10:37
falestra
აპარტამენტებში არ ვიცი რა ხდება, მე ერთადგილიანში ვიწექი, ღამე ვერავის ვერ დაიტოვებ. შეგიძლია მთელი დღე გყავდეს შენთან რამდენი ადამიანც გინდა საღამოს 9საათამდე, ღამე არ ტოვებენ, უბრალოდ საწოლიც არაა რომ დაწვეს, დივანი იდგა ჩემთან ტყავის და ვსიო. ისე ღამით რად გინდა დატოვება ? უნდა დაიძინო მაინც, ბავშვიც გაყავთ.

Posted by: falestra 23 Apr 2013, 10:49
Princess
ვააჰsad.gif გავგიჟდები ახლა რაsad.gif დაველაპარაკები მაინც ეგებ მომცენ ნება...
რავი მინდა ქმრის დატოვება, ისე ვარ მიწებებული, პროსტა ვერ ვძლებ და ვერც ვიძინებ თუ არ მყავს გვერდით sad.gif(((

Posted by: Princess 23 Apr 2013, 11:08
falestra
მაშინ მოგიწევს ლუქსის აღება smile.gif არამგონია ჩვეულებრივ ერთადგილიანში საწოლი დაგამატებინონ, მაინც იკითხე კარგად.

anuka2009
QUOTE
მე მგონი შEიძლება, ჩემმა დაქალმა იმშობიარა ჩემს მერე 1 თვეში და დედამისი რჩებოდა 1 იანში.


ხოო?? კარგია, გაეხარდება ფალესტრას smile.gif ეტყობა წინასწარ უნდა შეტანხმება

Posted by: anuka2009 23 Apr 2013, 11:13
Princess
QUOTE
მაშინ მოგიწევს ლუქსის აღება  არამგონია ჩვეულებრივ ერთადგილიანში საწოლი დაგამატებინონ, მაინც იკითხე კარგად.


მე მგონი შEიძლება, ჩემმა დაქალმა იმშობიარა ჩემს მერე 1 თვეში და დედამისი რჩებოდა 1 იანში.

Posted by: kato783 23 Apr 2013, 15:02
guria:)
ჩაჩავაში უნდა ვიმშობიარო, მითხრეს მხოლოდ შენი პირადი ნივთები წამოიღეოდა არ ვიცი რამდენად ვენდო, იქ რა ფირმის და როგორი ხარისხის აქვთ არ ვიციsad.gif

Posted by: SPC 23 Apr 2013, 15:19
მეც ჩაჩავაში ვაპირებ, ხოდა ბავშვის მოვლის საშუალებები უნდა წავიღო თუ არა? და თუ კი, მაშინ კერძოდ რეები?

Posted by: anuka2009 23 Apr 2013, 15:22
kato783
QUOTE
რა ფირმის


გააჩნია რა ფირმაზე გაქვს პრეტენზია smile.gif



რა დაგემართათ ხალხო ნუ გადამრევთ ახლა, დავიჯერო ყველა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონი მომსახურებას იღებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ჯან სახლი აიღე თუ გინდა, თუ გინდა ჩაჩავა.

თუკი არის კარგი ჰიგიენა, კომფორტული ოთახები, მოწესრიგებული სველი წერტილი, მეანები - ძლიერი, პერსონალი - ყურადღებიანი, ბავშვი - მოვლილი, რა ჯაგრისების ხარისხზე და ჩუსტის მარკაზე უნდა იყოს პრეტენზია აი არ ვიცი მართლა. გეპარება ეჭვი, ვაიმე რა ფირმის ხალათს დაგახვედრებენ, წადი და იყიდე, წაიღე, გეზარება წაღება? - ხალათიც აქვთ, პერანგიც, ჩუსტიც, საფენიც, პამპერსიც და ყველა აუცილებელი.

ამ წვრილმანებზე ამხელა ჩაციკვლა რა საჭიროა, არ გაგიღიმებთ ქორიძე - ნუ გაგიღიმებთ, მთავარია საკეისრო გაგიკეთოთ კარგად და ნაკერი იდოს წესიერი. არ მოგეწონება ცაჩავას ერთჯერადი ჩუსტი - გაუშვი ქმარი, ბოლო ბოლო იქვე "პადზემკიდან" ამოგიტანს ჩუსტს. კარგით რა, ბავშვები გყავთ გასაცენი და პირსახოცის ფირმაზე ნაღვლობთ დავიჯერო?

რაჩ შეეხება ჩაჩავას - რა ფირმა და ბრენდია არ დავკვირვებივარ, არ მეგონა ცხოვრებაში თუ დამჭირდებოდა, მაგრამ აქვთ, ერთჯერადი ჩუსტები, სტერილური ჩითის პერანგები, თეთრი პირსახოცის ხალათები, ბავშვისთვის - მწვანე პამპერსი, ბიოლაინით აბანავებენ მე მგონი, მაგრამ არც მაგაზე გადავრეულვარ, არიქა ჩემს შვილს რით აბანავებთ თქო, ჯანმთელობისთვის საშიში საპნით არ დაბანენ ნორმალურ კლინიკაში და მიიყვან სამ დღEში სახლში და გინდ ბიოლაინით დაბან, გინდ ჰერმესს შეუკვეთავ პერსონალურად ბავშვის დასაბან სითხეს. პირადი ნივთები კიდევ, 1 დგითაც რომ მივდივარ სადმე მე ჩემი ჯაგრისი, პასტა, დუშგელი და შამპუნი მიმაქვს. ხო ტუალეტის ქაღალდი აქვთ სელპაკი.



SPC
QUOTE
მეც ჩაჩავაში ვაპირებ, ხოდა ბავშვის მოვლის საშუალებები უნდა წავიღო თუ არა? და თუ კი, მაშინ კერძოდ რეები?


მე მაგალითად დამჭირდა პამპერსის მიტანა, იმიტომ რომ მწვანე პამპერსმა ალერგია დამართა და ლიბერო და სუდოკრემის მიტანა დამჭირდა. ისე არაფერი არ დამჭირვებია. ტანსაცმელი, ბოთლი და თერმომეტრი მქონდა მხოლოდ

Posted by: tamar1586 23 Apr 2013, 15:29
anuka2009
QUOTE
რა დაგემართათ ხალხო ნუ გადამრევთ ახლა, დავიჯერო ყველა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონი მომსახურებას იღებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

gigi.gif

QUOTE
ხო ტუალეტის ქაღალდი აქვთ სელპაკი.

რავი, მგონი კაი ფირმაა ეგა, არა? biggrin.gif


ხანდახან ძაან საცოდავი მგონია თავი cry.gif
ფირმა კი არა, კბილის ერთჯერადი ჯაგრისი რომ მომცეს, გავგიჟდი სიხარულით, სახლიდან ვერ მოვასწარი წამოღება biggrin.gif

Posted by: blblbl 23 Apr 2013, 15:32
anuka2009
საქმე იმაშია ზუსტად რომ ჯან სახლში ეუბნებიან აკტეგორიულად არ შეიძლება ნივთების შემოტანაო და არ მოითანოთ არაფერიო biggrin.gif

პ.ს.ზე მშვიდი ვარ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Unitended 23 Apr 2013, 15:33
შევტანტალდი ცარიელი გამოვტანტალდი სავსე თუ რამე მჭირდებოდა და არ მჭირდებოდა ყველაფერი მომიტანეს
ნეტაი თქვენ ამდენს რო ნერვიანობთ

Posted by: anuka2009 23 Apr 2013, 15:35
tamar1586
QUOTE
ფირმა კი არა, კბილის ერთჯერადი ჯაგრისი რომ მომცეს, გავგიჟდი სიხარულით, სახლიდან ვერ მოვასწარი წამოღება 


რა ვიცი რა, მე მქვია კიდე პრეტენზიული და უჟმური biggrin.gif პერანგი შემთავაზეს, ეს სისხლისთ დაგესვრება, მაინც ოპერაციაზე ხომ არ გირცევნია ჩვენი გეცვასო (ნუ გაბურძგნული და მილიონჯერ განარეცხი რა თქმა უნდა აქ როგორხ ახსენა ერთმა უზერმა) და როგორი მადლოერი ვიყავი არ იცი, იმდენი მადლობა ვუხადე ექთან გოგოს.


დასკვნა აქედან, იხარეთ თქვენი მდგომარეობით, ბავშვით, დედობით, ისედაც მშობიარობის მერე ბევრი პრობლემა იჩენს თავს - ჰემაროი, მკერდი და ჩუსტს, ჯაგრისს და ქაღალდს ნუ გააფუჭებინებთ განწყობას. 2kiss.gif

Posted by: ინფინიტი 23 Apr 2013, 15:39
QUOTE
ხანდახან ძაან საცოდავი მგონია თავი

tamar1586
გეფიცები რა smile.gif
ამათ რო ვუყურებ, ჰერცოგ ანჟუისკის ბრწყინვალე ჩამომავლებში ჩავარდნილი გომბიო მგონია თავი smile.gif

Posted by: tamar1586 23 Apr 2013, 15:40
anuka2009
QUOTE
პერანგი შემთავაზეს, ეს სისხლისთ დაგესვრება, მაინც ოპერაციაზე ხომ არ გირცევნია ჩვენი გეცვასო (ნუ გაბურძგნული და მილიონჯერ განარეცხი რა თქმა უნდა აქ როგორხ ახსენა ერთმა უზერმა) და როგორი მადლოერი ვიყავი არ იცი, იმდენი მადლობა ვუხადე ექთან გოგოს.

biggrin.gif
აბა რა, რაც მეტი რამე გაგახარებს ადამიანს, მით უფრო კაი არაა? gigi.gif

QUOTE
ჰემაროი, მკერდი

აცადე, არ მისულან აქამდე ჯერ biggrin.gif

ინფინიტი
QUOTE
ჰერცოგ ანჟუისკის ბრწყინვალე ჩამომავლებში ჩავარდნილი გომბიო

lol.gif lol.gif

Posted by: garfield1 23 Apr 2013, 15:45
QUOTE (anuka2009 @ 23 Apr 2013, 15:35 )

დასკვნა აქედან, იხარეთ თქვენი მდგომარეობით, ბავშვით, დედობით, ისედაც მშობიარობის მერე ბევრი პრობლემა იჩენს თავს - ჰემაროი, მკერდი და ჩუსტს, ჯაგრისს და ქაღალდს ნუ გააფუჭებინებთ განწყობას. 2kiss.gif

+10000
თუ მიმატანინეს ჩემი ნივთები ხო კაი , თუ არადა იქ სტერილური აქვთ ყველაფერი და უკეთესიცაა თუ მათ ნივთებს გამოიყენებ. თან ბანკეტი ხო არ გაქ გაპრანჭულმა იარო მართლა ჰელოუ კიტის პერანგებით და ჩუსტებით biggrin.gif
არადა ჩემ დაქალს გუშინ კიდე გამოვკითხე ჯან.სახლის ამბები და ფენი და თმის უთოც კი დამხვდა პალატაშიო, ახალი ჩუსტები და ხალათებიც და პერანგებიც მშვენიერ მდგომარეობაშიო და ნუ ყურადღებაზე და პროფესიონალიზმზე არც ვლაპარაკობ საერთოდო

Posted by: Princess 23 Apr 2013, 15:49
anuka2009
ინფინიტი
tamar1586
თქვენ მაღალი ხარისხის სტარდარტები გაქვთ დაბალი! ))))))))

უხსენი რამდენიც გინდა, მაინც ვერ დააჯერებ, რომ ის გაბურძგნული პერანგი უფრო სტერილურია და მშობიარობის დროს ის ჯობია, საკეისროს დროსაც

garfield1
ძალიან კარგი პირობებია ჯან. სახლში, მე არ მიმშობიარია, მაგრამ მეგობრებმა გააჩინეს მანდ და ყველა ძალიან კმაყოფილი წამოვიდა. რაც მტავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ქორიძე კარგი ექიმია, აი ეს არის მთავარი.
ზოგს არ მოსწონს, პიროვნულად სხვანაირი ექიმი უფრო მისაღებია მისთვის, მაგრამ არის არჩევანი ხო? შეგიძლია წახვიდე სხვა გამოცდილ მეანთან, ეს არის და ეს.

Posted by: falestra 23 Apr 2013, 15:49
QUOTE
ხოო?? კარგია, გაეხარდება ფალესტრას  ეტყობა წინასწარ უნდა შეტანხმება

მართლაც სასიამოვნოა ამბავია. მაგრამ ეტყობა მაინც ჭირდება წინასწარ შეთანხმება მაგ საკითხს...



ისე მეც მაინტერესებს რეებია საჭირო წასაღებად... ადრე რომ ვიყავი ამაყად განმიცხადეს, სულ რომ მოუმზადებელი მოხვიდე, აქ ყველაფერს დაგახვედრებთო მაგრამ მაინც... რეები მიგვაქვს?

Posted by: Princess 23 Apr 2013, 16:02
falestra
მე ჩემი პირადი ნივთები მქონდა წაღებული, ბავშვის ტანსაცმელი(ქუდი, ნასკები, ბოდეები, პილიონკა(ქვემოთ დასაფენად), სოსკიანი ბოთლი. მეტი არ დამჭირვებია არაფერი ბავშვისთვის. საკეისრო გავიკეტე და ელასტიური ბინტებიც წავიღე ამიტომ.

არის ფენი, პირსახოცები, ტუალეტის ქაღალდი - თეთრი, სელპაკის )))) ჩუსტებიც და ხალათიც. თეთრეულს გამოგიცვლიან რამდენჯერად გინდა, პერანგიც საკეისროს მერე გამომიცვალეს. ალაგებენ ყოველ დღე, ვანა-ტუალეტს განსაკუთრებით. უნიტაზის, რაკოვინის და ონკანების ფირმა არ დამიმახსოვრებია biggrin.gif biggrin.gif ისე კარგი ხარიხსის იყო, დუშ კაბინაც კარგია biggrin.gif

Posted by: chaPPek 23 Apr 2013, 16:06
garfield1

შეგატანინებენ ყველაფერს. გეტყვიან რომ არაფერია საჭირო - და მართლა მასეა, ყველა აუცილებელი ნივთი არის, მარა შენ თუ შენი ჯაგრისი, პერანგი და ძილისწინსაკითხავი წიგნი გინდა, უპრობლემოდ მიიტან ჩანთას და დაჟე კარადაშიც ამოალაგებ smile.gif არავინ არ შეგეწინააღმდეგება.

Posted by: Neno_ 23 Apr 2013, 16:07
Princess
QUOTE
არის ფენი, პირსახოცები, ტუალეტის ქაღალდი - თეთრი, სელპაკის )))) ჩუსტებიც და ხალათიც. თეთრეულს გამოგიცვლიან რამდენჯერად გინდა, პერანგიც საკეისროს მერე გამომიცვალეს. ალაგებენ ყოველ დღე, ვანა-ტუალეტს განსაკუთრებით. უნიტაზის, რაკოვინის და ონკანების ფირმა არ დამიმახსოვრებია biggrin.gif biggrin.gif ისე კარგი ხარიხსის იყო, დუშ კაბინაც კარგია biggrin.gif


lol.gif

up.gif

ვაახ, რატო ითხოვთ მაღალ ხარისხსო და იმიტომ, რომ მაღალ ფასს ვიხდი, აი ჩემი პასუხიც ესაა biggrin.gif თუ დებენ 30 თეთრიან უკრაინულ ტუალეტის ქაღალდს და ძონძეულს, ასევე, სხვა საკითხებიც დაბალ დონეზეა, მაშინ დაადონ 500 ლარი და არა 1700 biggrin.gif ამაზეა აქ საუბარი, თორე გაძლებით ისეთებისთვის გამიძლია, 3 დღე ვერ დამიბანია, ყოფილა შემთხვევები biggrin.gif

პ.ს. მე, რასაც აღწერთ, არანაირი პრეტენზია არ მიჩნდება, არ იფიქროთ, ეს დიორის და შანელის იქით არაფერს იკარებსო biggrin.gif მარა თუ არის პრობლემა - ის არ უნდა იყოს biggrin.gif

Posted by: falestra 23 Apr 2013, 16:16
Princess
სავარაუდოდ არც თეთრეულის წაღება დამჭირდება ხო? ბოდე დაახლოებით რამდენი წავიღო? 3-4 საკმარისია?
დუშგელი და შამპუნი შეიძლება ჩემი შევიტანო? საშინლად ალერგიული ვარ და...
ისა კიდე, ჰიგიენური საფენებიც ალბათ? თუ მაგასაც იქვე გვაძლევენ? ამ შემთხვევაში ფირმა ნადმვილად მაინტერესებს :შ მაგაზეც ალერგიები მჭირს sad.gif

Posted by: Princess 23 Apr 2013, 16:22
Neno_
იმიტომ ვთხლიშე ამდენი ფული მეც ერტადგილიანში (ნუ არ მითხლეშია )))) სადაზღვევომ გადაიხადა, მარტო 400ლარი დავამატე) რომ მინდოდა კარგი პირობები, კარგი საწოლი, მარტო ყოფნა. მაგრამ ძირითადი ჩემი მოტხოვნა იყო კარგი მეანი და კარგი ექიმები!

მაგრამ მომკალი და არ მჯერა რომ ქორიძესთან 30თეტრიანია ტუალეტის ქაღალდი იყო ან სისუფტაავე არ იყო, უყურადრებოდ ექცეოდნენ მშობიარეებს და ა.შ. თორემ პატარ პატარა მინუსები ყველგან არის, იდეალური და ფილმებში ნანახი სიტუაცია რომ არ იქნება საქარტველოში სამშობიაროში რა გასაკვირია ეხლა ეს??
არადა ანუკა2009 არ იყოს, მე ცემი თავი ყველაზე პრეტენზიული და მომთხოვნი მეგონა )))))))))))
ხო კიდე ჩაჩავაში ლიფებს ასაღებენ მელოგინეებზე ))))))))

falestra
მე არ წამიღია თეთრეული, არც დიდი პირსახოცები. ყველაფერი შსეგიძლია შენი წაიღო, დუშგელიც და ჯაგრისიც. საფენები არ ვიცი რომელი ფირმის იყო, დიდები იყო,კოტონის ზედაპირით, მერე მოვატანინე კოტექსის, ყველაზე დიდი. ეს ყველაზე უკეთესიაო, ნატურალურ მასალაზეა. ბავშვის ტანსაცმელი ბევრი მქონდა წაღებული, ხან აფსამდა, ხან რა ხან რა, ხშირად უცვლიდნენ, განსაკუტრებით ნასკებს. ბანენ ბიოლაინით, პამპერსი აქვთ პამპერსის.

Posted by: anuka2009 23 Apr 2013, 16:24
falestra
QUOTE
დუშგელი და შამპუნი შეიძლება ჩემი შევიტანო? საშინლად ალერგიული ვარ და...


კი

QUOTE
ისა კიდე, ჰიგიენური საფენებიც ალბათ? თუ მაგასაც იქვე გვაძლევენ? ამ შემთხვევაში ფირმა ნადმვილად მაინტერესებს :შ მაგაზეც ალერგიები მჭირს 


ესეც.

QUOTE
სავარაუდოდ არც თეთრეულის წაღება დამჭირდება ხო


არა, თავიანთ ტეთრეულში ჩაგაწვენენ, სტერილურში და გაწკრიალებულში და რამდენჯერმა გამოგიცვლიან კიდევაც.

QUOTE
ბოდე დაახლოებით რამდენი წავიღო? 3-4 საკმარისია?


ჩემს ქონდა რეფლუქსი, აქაფებდა და ცოტა მეტი დამჭირდა.
* * *
Princess
QUOTE
ხო კიდე ჩაჩავაში ლიფებს ასაღებენ მელოგინეებზე ))))))))


ეგ რა თემა მგონია იცი?
მეც რომ გავაჩინე, შემოვიდა ექიმი და ძალიან დელიკატურად მითხრა, რომ უნდა მეცვას აუცილებლად და თუ არ მაქვს, აქაც იყიდება ქვემოთ აფთიაქში და ამოატანინეო.

უბრალოდ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და ეგაა smile.gif

Posted by: Princess 23 Apr 2013, 16:30
anuka2009
QUOTE
უბრალოდ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და ეგაა 

+1 ზუსტად

Posted by: falestra 23 Apr 2013, 16:32
anuka2009
მადლობააა)))

ისა, ექიმი ვინ გყავდა აყვანილი?

QUOTE
რომ უნდა მეცვას აუცილებლად და თუ არ მაქვს, აქაც იყიდება ქვემოთ აფთიაქში და ამოატანინეო

ეგ თემაც მაინტერესებს ისე, ლიფი ბარემ რომ ვიყიდო, ზომა როგორ გავიგო? ვაიდა არ მომერგოს მერე, ძალიან იზრდება მკერდის ზომა? ისედაც 5 გამიხდა უკვე და რამდენიმე აფთიაქში უკან გამომაბრუნეს არ გვაქვს ეგ ზომაო, თან ეს ზომებიც მაგრად ნერვებს მიშლის, ორსულობაზე ლიფის ყიდვამ გამაწამა, სულ სხვადასხვა ზომების ყიდვა მომიხდა

Posted by: Neno_ 23 Apr 2013, 16:36
Princess
QUOTE
იმიტომ ვთხლიშე ამდენი ფული მეც ერტადგილიანში (ნუ არ მითხლეშია )))) სადაზღვევომ გადაიხადა, მარტო 400ლარი დავამატე) რომ მინდოდა კარგი პირობები, კარგი საწოლი, მარტო ყოფნა. მაგრამ ძირითადი ჩემი მოტხოვნა იყო კარგი მეანი და კარგი ექიმები!

მაგრამ მომკალი და არ მჯერა რომ ქორიძესთან 30თეტრიანია ტუალეტის ქაღალდი იყო ან სისუფტაავე არ იყო, უყურადრებოდ ექცეოდნენ მშობიარეებს და ა.შ. თორემ პატარ პატარა მინუსები ყველგან არის, იდეალური და ფილმებში ნანახი სიტუაცია რომ არ იქნება საქარტველოში სამშობიაროში რა გასაკვირია ეხლა ეს??

მეც ესე მგონია, რომ ეგ პრობლემა არ იქნება მასიურად ისეთ კლინიკებში, რაზედ ვწერთ, მარა, ნუ მჯერა, რომ გურიას არ გაუმართლა, ხო ხდება ეგრეც არა? biggrin.gif ერთი ოთახია ალბათ მზე სადაც აჭერს და ზუსტად იქ მოხვდა, დაავიწყდა ჯაგრისი და ის ერთჯერადი არ მოეწონა და ა.შ. დაემთხვა ბევრი ცუდი რამე biggrin.gif თორე, ისე, არც მე ვარ საერთოდ პრეტენზიული, რაც შენ ჩამოთვალე, ყველაფერი იდეალურად მაკმაყოფილებს და დაჟე ცოტა უარესიც, მთავარია მარტო ვიყო პალატაში და ტუალეტი მქონდეს biggrin.gif სასტუმროებსაც მასე ვარჩევ მე biggrin.gif დამატებითი ამენითებს მამენტ არ ვუკვირდები biggrin.gif ჯაგრისიც ჩემი დამაქვს, დეოდორანტიც და პირსახოციც, სადაც დავდივარ biggrin.gif

Posted by: Princess 23 Apr 2013, 16:40
falestra
მე და ანუკა2009 ზურა დარახველიძის ფან-კლუბის წევრები ვართ smile.gif
ფორთOჩკებიანი ლიფის ბაზრობაზე ვიყიდე მე, 15ლარი ღირდა, ასე მახსოვს.

Posted by: kato783 23 Apr 2013, 16:41
anuka2009
მე მხოლოდ ვიკითხე და კონკრეტული პასუხი მაინტერესებდაsmile.gif) მე მინდა ფასის შესაბამისი მომსახურება და ხარისხი. თუ კი ვიხდი 5 ვარსკვლავიანის თანხას,რატომ უნდა მივიღო 3ვარსკვლავიანის მომსახურება.

Posted by: anuka2009 23 Apr 2013, 16:45
kato783
QUOTE
ჩაჩავაში უნდა ვიმშობიარო, მითხრეს მხოლოდ შენი პირადი ნივთები წამოიღეოდა არ ვიცი რამდენად ვენდო, იქ რა ფირმის და როგორი ხარისხის აქვთ არ ვიცი


მომსახურებაზე არ გიკითხავს, ფირმაზე იკითხე, მეც ფირმაზე ჩაგეკიტხე, გააჩნია რომელ ფირმაზე გაქვს პრეტენზია თქო, თორემ ვინც მომსახურებაზე დასვა კითხვა ვუპასუხეთ ყველას მე მგონი, არა ? 2kiss.gif კაი გავიარეთ smile.gif

Posted by: falestra 23 Apr 2013, 17:00
Princess
მეც ზურასთან მინდა მისვლა bis.gif jump.gif

QUOTE
ლიფის ბაზრობაზე ვიყიდე მე, 15ლარი ღირდა

რა იაფია, აფთიაქში და მაღაზიებში ძაან ძვირი ღირს. იმედია ახლა ბეიბი ექსპო-ზე ექნებათ ფასდაკლებით. .

Posted by: garfield1 23 Apr 2013, 17:22
Princess
ვიცი ჯან.სახლის პირობები, მეგობრებმა იმშობიარეს და კმაყოფილები არიან ძალიან.
ბავშვისთვის მარტო გამოსაყვანად რაც გჭირდება ის წაიღეო, შეხვეული ყავთო , მითუმეტეს საკეისროს ბავშვებიო. ჯერ დრო მაქვს და გავარკვევ მაგ დეტალებს

Posted by: E_ko 24 Apr 2013, 01:32
garfield1
QUOTE
ბავშვისთვის მარტო გამოსაყვანად რაც გჭირდება ის წაიღეო, შეხვეული ყავთო , მითუმეტეს საკეისროს ბავშვებიო. ჯერ დრო მაქვს და გავარკვევ მაგ დეტალებს

ჩემი შეხვეული ყავდათ მარტო პირველ დღეს, მეორე დილით მკითხა ბავშვების ექთანმა ტანსაცმელი თუ გაქვს ბავშვისთვის ჩავაცმევო. ასე რომ ეცვა ბავშვს.
ყველაფერს შეიტან რასაც მოინდომებ, ოღონდ შეგალაგებინენ კარადაში, ოთახში არ გაგაშლევინებენ შენს პირად ნივთებს. ამისათვის არის კარადა და უჯრებიანი ტუმბო.
kato783
QUOTE
თუ კი ვიხდი 5 ვარსკვლავიანის თანხას,რატომ უნდა მივიღო 3ვარსკვლავიანის მომსახურება.

ვარსკვლავები რა შუაშია და კიდე სასტუმროებს რომ ადარებენ ამ სამშობიაროებს რა. მართლა არ მესმის.

Posted by: garfield1 24 Apr 2013, 01:47
E_ko
უი მართლა ? მაშინ მირჩევნია ჩააცვან, ვერ ვიტან პილიონკებს, ალერგია მაქვს და თან 5 დღე თუ შეხვეული ეყოლებათ მიეჩვევა და რა გადააჩვევს მერე იმას

Posted by: pravinia 24 Apr 2013, 01:59
garfield1


როგორც ეტყვი ისე იზამენ smile.gif
ისე გაკოჭილები არ ჰყავთ, ხელები უფრო მჭიდროდ აქვთ, მაგრამ ქვემოთ გაშვებულად არიან შეხვეულები ;
ისე პირველი 24 საათი ყველა ვარიანში თავიანთებურად იქნება ბავშვი შეხვეულ-შეფუთული,
მაგ პერიოდში სითბოს შენარჩუნება უჭირს, მერე გამოგიპრანჭავენ smile.gif

Posted by: garfield1 24 Apr 2013, 02:14
pravinia
ხო მეც მასე ვიცოდი რომ პირველ დღეს თვითონ როგორც თვლიან საჭიროდ ისე აკეთებენ , მოკლედ მანამდე გავარკვევ იმედია რას მიმატანინებენ და რას არა, ჩემოდნით ისედაც არ ცაპირებ იქ მისვლას biggrin.gif

Posted by: makau 24 Apr 2013, 10:51
გოგოებო თუ იცით დარახველიძე მარტო ჩაჩავაშია თუ ქავთარაძეზეცაა "ბიბიდაში"?

Posted by: tekco777 24 Apr 2013, 10:56
makau
ჩაჩავაშია მარტო როგორც ვიცი

Posted by: makavel1 24 Apr 2013, 12:02
pravinia
ხოო საკეისროთი დაბადებულებს განსაკუთრებით "სცივათ" მე მეორე დღესაც მითხრეს თუ შეამჩნიე რომ ოდნავ მაინც გაულურჯდა ტუჩები ეგრევე გვითხარიო, ჩაფუთნული მყავდა პირველი 2 დღე და 3 დღიდან ჩვეულებრივად ბოდე გრძელმკლავიანი, შარვალი და ზემოდან ნასკი. აპრილში გავაჩინე მე.

Posted by: anakh 25 Apr 2013, 23:00
გოგოებო ჩაჩავაში ვინც იმშობიარეთ, პირველ დღეს ბავშვი არ გაყავთ თუ თხოვ? თუ სულ დედასთან არის ?

Posted by: guria:) 26 Apr 2013, 12:03
თქვენს პოსტებს რომ გადავხედე ვხვდები რომ საქართველოში კიდევ დიდი ხანი არ იქნება კარგი სერვისი არაფერში. ჯერ მოთხოვნა უნდა არსებობდეს. მაოცებთ რაა!! 1700 ლარს რო იხდი და 30 თეთრს გიჟმოტავენ ძაან კარგია! სულ კარგად ბრძანდებოდეთ wink.gif)
* * *
anuka2009

საოცარი ლოგიკა გაქვს გენაცვალე!! რა საერთო აქვს იმას რაც დავწერე იმ მაგალითთან რომ ექიმი მიგასწავლის სად იყიდება ლიფი? თქვენ რა, მეკაიფებით? ან მზიანი ოთახი რა შუაშია, ჩამოგლრჯილ ჟალუზებზე ვწერდი დ. ვისაც ვეკითხებოდი ფეხებზე რო ეკიდათ!! წარმოგიდგენიათ სამშობიარო ტკივილების დროს უზარმაზარი მუცლით ლოგინს როგორ დავათრევდი ჩრდილის საპოვნელად?! აი ძაან რო დაგაცხუნებთ მზე მაშინ გაიხსენეთ ახლა მუცელიც მტკიოდეს როგორი იქნებოდაო!!


Neno_

მანახე სად მიწერია რომ დამრჩა ჯაგრისი?? უბრალოდ რომ მეუბნებიან რო არაფერი წავიღო და დაჟე არც შემატანინებენ 20 თეთრიანი საშინელი ჯაგრისი არ უნდა დამახვედრონ!!


და საერთოდ რა ბრენდზე და რა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზეა ლაპარაკი?! ნამდვილად არ მეგონა ასე თუ აიგდებდით ამ თემას!!! ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მარტო ტუალეტის ქაღალდით იზომება??


მაგარი სოლიდარობის გრძნობა გაქვთ გოგოებო, ვერაფერს იტყვი! უარესი მეკუთვნის

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 12:22
ვიმშობიარე ახალ სიცოცხლეში
ძალიან მომეწონა
ექიმები ძალიან კარგი ჰყავთ
პერსონალი მომსახურება, კომფორტი მშვნიერი
ფასი საკმაოდ შესაბამისი

Posted by: SUBADARI 26 Apr 2013, 12:23
guria:)
მე მესმის შენი. წინა პოსტების გადაკიტხვა მეზარება . მხოლოდ
QUOTE
1700 ლარს რო იხდი და 30 თეთრს გიჟმოტავენ ძაან კარგია

ამ ფრაზაზე განვავრცობ. ზოგადად რატომ უნდა იყოს სამშობიაროზე ასეთი მიდგომა " უფ რა მოხდა გაუძლებ 3-4 დღეს და წახვალ სახლში". 1700, 1500 ლარს რომ იხდი ჩემი აზრითაც უნდა იყოს ყველაფერი ნორმალური. ღუდუშაურში ვიმშობიარე გადავიხადე 1400 ლარი კაი 400 ლარი ექიმის (საკეისრო დამჭირდა და უნდა ამეყვანა) აი დანარჩენი 1000 ლარი რაშიიი. ერთი გამაგებინა: ყველაფერი ჩემი მქონდა biggrin.gif თვითღირებულება ჩემი და პატარას იქ მოვლის რა იქნებოდა ?? მოკლედ ვიცი ღუდუშაური ცალკე თემაა საერთოდ მაგრამ რატო რატო უნდა იყოს სახვეწარი კარგი პირობები როდესაც საქართველოს კვალობაზე ამხელა თანხას იხდი. (მე ყველანაირად შემზადებული ვიყავი იქაური პირობებისთვის და ცუდად მაინც არ მახსენდება-უბრალოდ ის არ მესმის იქ ხალხი თავისი ნებით რატომ მშობიარობს biggrin.gif)

Posted by: ვასასი 26 Apr 2013, 12:26
guria:)
ნინ ნუ ნერვიულობ. მე მაქვს სოლიდარობის გრძნობა. ყველაფერში მართალი ხარ! რა განერვიულებს ამ ორსულ ქალს. მიყვარხარ 2kiss.gif

Posted by: SUBADARI 26 Apr 2013, 12:26
ტიფანი
გილოცაავ :* პატარა როგორ გყავს? რეამხელა დაიბადა რა დაარქვი? მშობიარობამ როგორ ჩაიარა? (ძველი იუზერი ვარ და გიცნობ პოსტებიდან smile.gif

Posted by: _lale_ 26 Apr 2013, 12:29
QUOTE (ვასასი @ 26 Apr 2013, 12:26 )
guria:)
ნინ ნუ ნერვიულობ. მე მაქვს სოლიდარობის გრძნობა. ყველაფერში მართალი ხარ! რა განერვიულებს ამ ორსულ ქალს. მიყვარხარ 2kiss.gif

ნინ არ ინერვიულო ჩემო კარგო, ყველაფერში 100000000%ით გეთანხმები :* 2kiss.gif

Posted by: Princess 26 Apr 2013, 12:37
guria:)
ვამელანი დალიე შენ, შენც დამშვიდდები და ასე გულტან ახლოს არ მიიტან ყველაფერს, და ჩვენც კარგად ვიქნებით.

ცუდია სამშობაიროები, გავიგეეეეეეეეეეთ, არაა შესაბამისი სერვისი, ფასი მაღალია, სერვისი 0.
ხო კარგად გავიგე რაც დაწერე, ცუდიაააა!!!! ჯან.სახლიც, ჩაჩავაც, სანდო წყაროებიდან რაც ვიცით, გაგუაც, მოკლედ ყველა! აღარ ვიმშობიარებთ აქ და თუ ვინმე შეცდა და მაინც გადაწყვიტა აქ მშობიარობა... ყველაფერზე დავახურეავთ პერსონალს ტავზე და "დედას ვუტირებთ"...კარგად გამოვხატე სოლიდარობა?

ბოლო ბოლო ვიმშობიარებთ ყველანი სახლში! არ ინერვიულო შენ ოღონდ...
შენ გახსენი მაღალი დონის სამშობიარო და ეგ არის...


Posted by: an apple 26 Apr 2013, 12:39
guria:)
ზოგი ორმაგსაც გადაიხდის და მაინც კმაყოფილი წამოვა,თუნდაც საერთოდ არ დახვდეს ის ტუალეტის ქაღალდი. მთავარია იცოდე, რომ ქორიზემ გამშობიარა biggrin.gif

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 12:44
SUBADARI
QUOTE
გილოცაავ :* პატარა როგორ გყავს? რეამხელა დაიბადა რა დაარქვი? მშობიარობამ როგორ ჩაიარა? (ძველი იუზერი ვარ და გიცნობ პოსტებიდან

მადლობა
3200 დაიბადა
მშობიარობამ მძIმედ wink.gif გახსენებაც არ მინდა, საშინელება იყო ...

Posted by: jalali 26 Apr 2013, 12:47
პირველი ბაია ჩაჩავაში გავაჩინე. ექიმების ( პიკრი კამლაძის და ზურა დარახველიძის) კმაკოპილი ვარ, მაგრამ, რასაც ქვია გამტყავეს და მთავარი ისაა, რომ საკმაოდ უყურადღებოდ ვგრძობდი თავს. (ლუქსში არ ვიყავი, თორე იქ ასე არ იყო).

მოკლედ ახლა გაგუაში მივდივარ, ბევრი ჩემი ახლობელია კმაყოფილი და ტქვენი აზრი მაინტერესებს გოგოებო.

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 12:52
an apple
QUOTE
ზოგი ორმაგსაც გადაიხდის და მაინც კმაყოფილი წამოვა,თუნდაც საერთოდ არ დახვდეს ის ტუალეტის ქაღალდი. მთავარია იცოდე, რომ ქორიზემ გამშობიარა

ნამდვილად !!!
ის მაინც მეცოდინება რომ პროფესიონალის ხელში ვარ, ცალკე ვარ ჩემთვის პალატაში , სუფთად , მოწსერიგებულად და არავინ მაწუხებს და ბავშვსაც გადასარევად უვლიან.
მე სხვა მოთხოვნა სამშობიაროსთან არ მაქვს და ორალ B-ის ჯაგრისები რომაა მოძრავი ეგ თუ არ დამხვდა იქ როგორმე ავიტან 4 დღე .

Posted by: guria:) 26 Apr 2013, 12:53
Princess

არ მეკუთვნის ეგეთი ტექსტები ნამდვილად!! ეს რაა ჩემი პოსტების სამართლიანი შეფასება! აქ საერთოდ არ ჩანდ რომ მე კარგიც დამოწერია, არასწორადაა წარმოდგენილი თითქოს ვინმეს ვეუბნები ამ მოზეზების გამო იქ არ იმშობიაროს, საერთოდ უგულვებელყოფილია ჩემი მთავარი მიზანი, რომ ყველაფერი მხოლოდ იმისთვის დავწერე რომ ვისთვისაც იგივე მნიშვნელოვანია ეცოდინება და გაითვალისწინებს. თქვენ კიდე გამომიყვანეთ ნერვოზიანი მატყუარა და სამშობიარო და სასტუმრო რო ერთმანეთში ერევა და ა.შ. ნახევარი წლის წინ ბევრად სხვანაირი მახსოვდა ეს განყოფილება და ახლა საიდან ამდენი ცინიზმი ან რით დავიმსახურე ვერ გავიგე! ერთმანეთის პატივისცემა არ ვიცით და რა სერვისზეა ლაპარაკი საერთოდ! უკაცრავად რო ვსუნთქავ! კარგად ბრძანდებოდეთ თქვენს ილუზიებთან ერთად! ეტყობა აქაური ილუზიების ბრალი იყო რეალპბის წინაშე რო აღმოვჩნდი რა გაკვეთილიც მივიღე.

და ვიღაც რო რაღაცას ამბობს და თქვენ მარტო იმიტო იგდებთ სასაცილოდ რო პირველად გესმით ან პირადად სხვა გამოცდილება გაქვთ, ყველაზე ზრდილობიანი შეფასებით ადამიანის შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა


an apple
_lale_
ვასასი

მადლობა გოგოებო

Posted by: makau 26 Apr 2013, 13:09
ჯერ კიდევ კარგა ხანს არ გვეშველება,არ გვეღირსება სათანადო მომსახურება საქართველოში,( არამარტო სამშობიაროში,არამდეს ბევრ სხვა ადგილას) სანამ მენტალიტეტი არ შეიცვლება ხალხში და სანამ არ ვისწავლით ყველა ჩვენ ჩვენი საქმის პირნათლად შესრულებას,მანამ სულ იქნება ეს პრობლემა.უმეტესად პრობლება არის უკადრისობაში და ქედმაღლობაში,"მე რატომ უნდა გავაკეთო", " ეს მე არ მეხება", მეტი საქმე არ მაქ" და ა.შ.
მე მაგ. 1 სამშობიაროში გავაჩინე 2 ივე ბავშვი, მე2 ზე გადავიხადე 1200 ლარი,(2 წლის წინ) საშინელებაა რომ მახსენდება,ერთადერთი რაც მომეწონა, ნორმალური კვება ქონდათ. ბავშვის მოვლა--0 , წარამარა ჩაბანა რათ უნდა,სველი სალფეტკით გაუწმინდეო,საჭმელად რომ გავდიოდით,მაშინაც არ იტოვებდნენ ბავშვებს.. ყველაფერზე წუწუნებდნენ,პამპერს რომ ვითხოვდით ლამის გვითვლიდნენ რამდენს ხარჯავთო.. მოკლედ საშინელი მომსახურება იყო,1200 ლართან აბსოლიტურად შეუსაბამო.პირადი ექიმი რომ არა ,იქ არც მივიდოდი მეორედ.ელხა მე 3 ბავშვს ველოდები და არც მინდა მანდეთ გახედვა,თუმცა ჯერ ისიც არ ვიცი სად გადავწყვიტავ. ასე რომ სამწუხაროდ ძირიტადად ყველგან ასეა, ფასები უსაშველოდ გაბერილი, მომსახურება --- საშინლად უხარისხო და დაბალი!

Posted by: sapple 26 Apr 2013, 13:25
ფასი და ხარისხი რომ უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს რა არ ვიცით?თუ 1700 ლარს ვიხდი, თუნდაც ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად შკურკა რატომ უნდა დამახვედრონ?ნინ,აბსულუტად გასაგებია რაც დაწერე და რა მიზნითაც.გეთანხმები ყველაფერში.

Posted by: ninuwki 26 Apr 2013, 13:25
ოჰ,კარგით რა..მთლად მასეც არ არის,რომ მთავარია კარგი ექიმი იყოსო...აბა ამდენ ფულებს რატო იხდით?ღუდუშაურს რომ ვერ იტანს ვერავინ,რა აის მიზეზი?? ზუსტადაც სიბინძურე და ცუდი პირობებიიი...... ხოდა რომ გადავიხდი ფულს არა მარტო ექიმში,პირობებშიც.მაშინ უნდა დამხვდეს კიდეც

Posted by: Princess 26 Apr 2013, 13:28
guria:)
კიდევ გეუბნები, ყველას თავისი შეხდეულებები აქვს, ზოგს გაგუა მოსწონს ზოგს კიდე ვინ...ზოგისთვის ექიმია მტავარი და სხვა მინუსებზე თვალს ხუჭავს, ზოგს სხვა პრიერიტეტები აქვს, ბევრჯერ დაწერეს აქ და შენ რატომ ბრაზობ და იშლი ნერვებს? რატომ გგონია რომ ვიღაცის ნატქვამი უფრო სარწმუნოა გახდება ჩემთვის, ვიდრე საკუთარი გამოცდილება? ადრეც დავწერე, 3წელია დავდივარ ჩაჩავაში და ლიფი არ შემოუტახაზებიათ მეტქი, არააა გინდა თუ არა, შენ რა იცი....მე სანდო წყაროდან ვიცი რომ შესთავაზესო. ნუ ჩემთვის ცოტა სასცილოა ასეთი დაჩემება ისეთი რამის, რაც შენ პირადად არ გადაგხდენია და სხვის მონაყოლს ასე ტავგამოდებით იცავ და იმეორებ.

ესაა და ეს...
ვამელანის დალევა კიდე სულაც არაა ცინიკოსობა, მეც ვსვამ, იცის ხოლმე ორსულობის დროს, მითუმეტეს დასაწყისში ჰორმონებმა შემოტევა.

Posted by: tamar1586 26 Apr 2013, 13:28
guria:)
ტყუილად ნერვიულობ 2kiss.gif
მეც დავაფიქსირე აქ ჩემი აზრი მაგრამ შენი პოსტი სულ არ წამიკითხავს smile.gif
მე "ფირმა"-ზე გამეცინა ერთადერთი თორემ შკურკას რომ დაგახვედრებენ ქაღალდის ნაცვლად და რომ ეს საშინელებაა ახალნამშობიარევისთვის ამაზე არავინ დავობს wink.gif

სერვისზე, რა თქმა უნდა, პრეტენზია მეც მექნება კაცო, მარა რა ფირმის ხალათს მახვედრებენ სამშობიაროში ეგ არ მადარდებს, მთავარია რომ ჩაცმადი იყოს ჩემთვის. ესეც სტანდარტების ამბავია მარა მაინც smile.gif

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 13:31
ninuwki
ღუდუშაურის სიბინძურეში თუ 1400 ლარს გადაიხდის ვინმე, მაშინ ჯან.სახლის ნორმალური პირობები (გარკვეული ხარვეზებით) 1700 ლარად აღარ უნდა გაუკვირდეს .

ტუალეტის ქაღალდი კიდევ მგონი ძაან ელემენტარული რაღაცაა და მარტივად შეიძლება მაგის გამოსწორება

Posted by: an apple 26 Apr 2013, 13:39
garfield1
ჯან სახლში არ მიმშობიარია, არც მეანი იყო გვარად ქორიძე(ნანობაშვილი იყო), არც სისუფთავის ნაკლებობა იყო და ოთახიც საკმაოდ მყუდრო და გაწკრიალებული გახლდათ. 3 ჯერ ნაკლები ფასი გადავიხადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. პ.ს მეანის პროფესიონალიზმზე ხელები ამიწევია, იგივეს ვიტყოდი ექთნებზეც.
მე არავის ვეხები, ვისაც სად მიუწევს გული, იქ უნდა იმშობიაროს და ყველა მშობიარე პირველ რიგში ექიმის პროფესიოპნალიზმს ითვალისწინებს, კბილის ჯაგრისისთვის და ხალათისთვის არავინ ირჩევს სამშობიაროს. უბრალოდ როდესაც გიხსნიან, რომ ამხელა ფასს ამ სერვისის გამო იხდი, უნდა დაგხვდეს კიდეც .

Posted by: ninuwki 26 Apr 2013, 13:40
garfield1
პირობებს მნიშვნელობა თუ არ აქვს არც ღუდუშაურში უნდა ქონდეს....

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 13:48
an apple
QUOTE
კბილის ჯაგრისისთვის და ხალათისთვის არავინ ირჩევს სამშობიაროს

აი მაგას ვამბობ მეც ზუსტად.
თუ თავიანთ სტერილურ ხალათებს და პერანგებს გაცმევენ, რათქმაუნდა ის ასჯერ იქნება გარეცხილი , ახალს არავინ მოგიტანს.
დაზღვევა რომ არ მქონდეს, შეიძლება დავფიქრებულიყავი და არ გადამეხადა 1700 ლარი და წავსულიყავი სხვაგან , მაგრამ იმ სხვაგანაც პროფესიონალიზმს დავაკვირდებოდი და სხვა დეტალებს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი .
ninuwki
პირობებით ჯან.სახლის და ღუდუშაურის შედარება მგონი მართლა დანაშაულია, რავიცი, ეს ჩემი აზრია smile.gif

Posted by: blblbl 26 Apr 2013, 13:49
ხალხო აქ სხვა რამეს ამბობს ეს გოგო,რომ გეუბნებიან რომ საუკეთესო პირობებს გაძლევენ ამ 1700ლარრში უნდა დაგხვდეს ეს პირობებიდ ა არ უნდა გატყუებდნენ სულ ესაა.არ დახვდა ის პირობები რაშიც ეს თანხა გადაიხადა და რასაც შეპირდნენ და ამაზე აქვს პრეტენზია რა რთული გასაგებია smile.gif

Posted by: an apple 26 Apr 2013, 13:51
garfield1
QUOTE
პირობებით ჯან.სახლის და ღუდუშაურის შედარება მგონი მართლა დანაშაული

პირობებით შეიძლება, მაგრამ ნაადრევ მშობიარობას და ბავშვის შენარჩუნებას მაგათ ექიმებს ვუმადლი, ამის არ დანახვაც დანაშაულია...

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 13:55
an apple
ხოდა მაგას ვამბობ მეც, როცა რისკის ფაქტორი დადგა, ხო ყველანაირმა კომფორტმა და კარგმა პირობამ გადაიწია უკანა პლანზე.
დარწმუნებული ვარ საერთოდ არ გაინტერესებდა როგორი კბილის ჯაგრისი დაგახვედრეს სამშობიაროში.
აქ ჩხუბით კიდე მაგ საქმეს არაფერი ეშველება და პრეტენზიებით ყველამ უნდა მივმართოთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს და ეს იქნება რეალურად საქმის კეთება და არა ის რაც აქ ხდება ეს ბოლო დღეები.

Posted by: an apple 26 Apr 2013, 13:55
და გოგომ რომ არჩევანი გააკეთა და აირჩია ის ჯან სახლი, გაარკვია პირობები და უთხრეს ყველაფერი 10 იანზე იქნებაო, უნდა დახვედროდა კიდეც.
პ.ს პრიორიტეტული იყო მეანი და პროფესიონალიზმი, მაგრამ ამ ადამიანისთვის სერვისიც მნიშვნელოვანია და შენ ვალდებული ხარ, დაპირებული კომფორტი შეუქმნა ადამიანს.

Posted by: stasia 26 Apr 2013, 13:55
guria:)

ძალიან კარგია რაც დაწერე ჯან. სახლზე... ვინც მანდ ვაპირებთ მისვლას ქორიძის გამო გვეცოდინება რომ წავიღოთ ჩვენი ჯაგრისი და ა.შ...


რატო ატყდა აჟიოტაჟი არ მესმის... ყველა თავის გამოცდილებას წერს აქ და აზრს


საკეისროსი არ იყოს
საკეისროს თუ იკეთებ ჯვარზე გაკრავენ აქ არამკითხე მოამბეები

Posted by: guria:) 26 Apr 2013, 13:58
Princess

არავინ გთხოვს რომ "ვიღაცის ნათქვამი უფრო სარწმუნო გახდეს შენთვის ვიდრე საკუთარი გამოცდილება", უბრალოდ გაუგებარია რატომ გგონიათ საკუთარი გამოცდილება აუცილებლად ყველას გამოცდილებაა და სხვა ვარიანტი არ არსებობს! თუ საერთოდ არ უნდა ვისმენდეთ ვინმეს აზრს და მხოლოდ უტყუარი საკუთარი გამოცდილებით უნდა ვიყოთ აბა რას ვწერთ და ვკითხულობთ აქ? რატო გამორიცხავს თქვენი "საკუთარი გამოცდილება" სხვისას?

მაგაზე მწყდება გული რომ სრულიად დაამახინჯეთ ჩემი აზრი და ხან "ფირმებზე" ლაპარაკობთ და ხან ორალბის მბრუნავ ჯაგრისებზე! სად დავუშვი შეცდომა, რომ დავწერე 1700 ლარში და ჯან.სახლში ველოდი 20 ლარ. მაინც დახარჯავდნენ ჰიგიენის ნივთებზე-თქო? თუ საერთოდ არასწორი ინტერპრეტაცია რო მიეცა და გიჟად გამომიყვანეთ ამაზე რო გული მეტკინა? სამშობიაროებს რა უნდა მოსთხოვო აქ ვერ ვაგებინებ ხალხს რომ პროფესიონალიზმთან ერთად სერვისიც მჭირდება, და არა 5ვარსკვლავიანი სასტუმროს და ბრენდული უნიტაზების, არამედ ჩვეულებრივი, საშუალო დონის!

Posted by: macaco-fast65 26 Apr 2013, 13:59
აქ სხვის აზრს არ იზიარებენ.
კრიტიკა გადასარევი იციან .
დიდი ხანია გავეცალე აქაურობას..
guria:)
გეთანხმები. ტყუილად ნერვებს ნუ იშლი!
ფულს რომ ვიხდი შესაბამისად პირობებიც მინდა რომ იყოს,რა თქმა უნდა!
რა არის ამაში გასაოცარი ვერ ვხვდები.

Posted by: guria:) 26 Apr 2013, 14:07
QUOTE (garfield1 @ 26 Apr 2013, 13:55 )
an apple
ხოდა მაგას ვამბობ მეც, როცა რისკის ფაქტორი დადგა, ხო ყველანაირმა კომფორტმა და კარგმა პირობამ გადაიწია უკანა პლანზე.
დარწმუნებული ვარ საერთოდ არ გაინტერესებდა როგორი კბილის ჯაგრისი დაგახვედრეს სამშობიაროში.

აი ამას ისეთი რიხით წერ გეგონება ვინმე არსებობს დედამიწის ზურგზე ვინც არ დაგეთანხმება!!! ამავე მოტივით საკეისრო რო დამჭირდეს მეც ქორიძესთან მივალ და არაა საჭირო ბუზის სპილოდ გადაქცევა და ადამიანის ჩაქოლვა

Posted by: Mur_Mur 26 Apr 2013, 14:09
anuka2009
QUOTE
რა დაგემართათ ხალხო ნუ გადამრევთ ახლა, დავიჯერო ყველა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონი მომსახურებას იღებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში

როცა ვიხდი დიდ თანხას, მაშინ მექნება პრეტენზია, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურება მქონდეს smile.gif ყოველდღიურ ცხოვრებაში ამდენი ფულის დახარჯვის ფუფუნებას საკუთარ თავს ვერ მივანიჭებ. smile.gif

რაც შეეხება ექიმი გამიღიმებს თუ არა, მე მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგად შესრულებული საკეისრო კვეთა smile.gif

ახლა რაც შეეხება ჩემს კითხვას - მთელი თემის ნახვა ძალიან მეზარება და ემბრიოში თუ გიმშობიარიათ ვინმეს, დაახლოებით იქნებ მომიყვეთ რა პირობებია.

მადლობა smile.gif

Posted by: anuka2009 26 Apr 2013, 14:11
guria:)
QUOTE
ადამიანის ჩაქოლვა


ვინ ვის ქოლავს ? smile.gif

შენ ორსულად ხარ ახლა და ცოტა მძაფრად აღიქვამ ამ ყველაფერს smile.gif 2kiss.gif

Posted by: an apple 26 Apr 2013, 14:12
guria:)
მე მაპატიე, ჩავასწორე smile.gif

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 14:14
guria:)
ვინ ჩავქოლე ძალიან მაინტერესებს რა, ჩემი აზრი გამოვთქვი და ისიც აღვნიშნე რომ აქ ერთმანეთის ლანძღვით არაფერი გამოვა, პასუხისმგებელ პირებამდე უნდა მივიდეს ეგ ამბავი , რომ რამე ეშველოს .
მე ჩემი ნებით ვიკეთებ საკეისროს და მივდივარ ქორიძესთან და შეიძლება ისე წამოვიდე უკან სულ არ გამახსენდეს რა კომფორტი დამხვდა სამშობიაროში. ჩემთვის მთავარია რომ იმედიანად ვიქნები ჩემი არჩეული ექიმის ხელში .
ყველა ადამიანი თავისებურია და შენ შენი პრეტენზია გაქვს, მე ჩემი ხო ?
მასე ჩემ დაქალს რომ ვკითხე, ერთი შენიშვნაც კი არ მაქვს მე ჯანმრთელობის სახლთანო. ზოგიერთი საერთოდ იმ 30 თეთრიან ტუალეტის ქაღალდს სახლშიც ხმარობს და ეკონომიას აკეთებს მაგაზე და სელპაკზე არ ხარჯავს ფულს , დარწმუნებული ვარ ასეთს პრეტენზია საერთოდ არ გაუჩნდებოდა რატომ არ დამახვედრეს უკეთესიო .
გამოსასწორებელია ნამდვილად ეს ხარვეზები და არავინ დაობს მაგაზე.

Posted by: Princess 26 Apr 2013, 14:17
guria:)
სადმე დავწერე რომ ჩემი გამოცდილება მარტო და სხვა არ არსებობს?

მე ეჭვი შემეპარა, რომ არამგონია შეეტავსზებინათ მეთქი, არ მაქვს ეჭვის გამოხატვის უფლება? თუ ყველას დაწერილის ბრმად უნდა მჯეროდეს? მითუმეტეს რომ ეს შენთვის არ შეუთავაზებიათ...

გასაგებია რომ გადაიხადე 1700 და ჯან.სახლის პირობები არ იყო ამის შესაბამისი, ძალიან ცუდია თუ ასე მოხდა.

ისე ჯობია რომ სანამ აარჩვდეთ სამშობიაროს, წინასწარ დაათვალიეროთ პალატები, საწოლები, როგორი პირობებია სამშობიაროში. მერე უფრო გაგიადვილდებათ შერჩევა...ზუსტად ვიცოდი რაში ვიხდიდი ფულს, რა პირობები მექნებოდა, როგორი საწოლი, როგორი ტუალეტი იყო თუ სხვა წვრილმანი ნივთები. შესაბამისად კმაყოფილი წამოვედი, ექიმებითაც, პირობებიტაც და პედიატრითაც. რაც და ვინც არ მომეწონა, სამშობიაროშიც ვტქვი და აქაც დავწერე

Posted by: stasia 26 Apr 2013, 14:17
garfield1
QUOTE
პასუხისმგებელ პირებამდე უნდა მივიდეს ეგ ამბავი , რომ რამე ეშველოს .


ექნება შედეგი როოოოოოო???

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 14:18
stasia
ნუ უფრო დიდი შანსია მაგან გამოიღოს შედეგი, ვიდრე აქ ჩხუბმა და ერთმანეთის ლანძღვამ

Posted by: ninuwki 26 Apr 2013, 14:29
QUOTE
რომ გეუბნებიან რომ საუკეთესო პირობებს გაძლევენ ამ 1700ლარრში უნდა დაგხვდეს ეს პირობებიდ ა არ უნდა გატყუებდნენ სულ ესაა



++++++++++++++++++1111111

Posted by: anuka2009 26 Apr 2013, 14:33
მე გეტვით ერთს, ჩემ მაგალითზე,

მე მქონდა პრობლემა, მოსალოდნელი იყო გართულება, ასეც მოხდა, მსობიარობიდან 24 საათში დაიძრა თრომბი და რომ არა შესაბამისი თერაპია, დროული რეაგირება, დაეცემოდა გულზე თრომბი და მორჩა smile.gif ასეთი სიტუაციისგან დაზღვეული არაა 50%. მე პირადა იმიტომ გადავიხადე სხვა სამშობოაროებთან შედარებით ცოტა ძვირი, რომ ასეტ სიტუაციაში სწორი მომსახურება მიმეღო. რაც შეეხება ჯან სახლს, ჩემმს მეგობარს ისეთ დროს გაუკეთა საკეისრო ამირანმა, ისეთი სიტუაციიდან იხსნა და ისეთი სწორი გადაწყბვეტილება მიიღო, რომ 90% შეიძლება დაღუპულიყო დედაც და შვილიც.
მე ამაში ვიხდი ფულს, ჩემთვის ესაა მტავარი და არა ჯაგრისი და ქაღალდი.
ვინც გაიგებს გაიგებს smile.gif

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 14:39
anuka2009
გავიგე და მერე როგორ, მაგას ვამბობ ამდენი ხანია, მაგრამ ვის ესმის.
ღმერთმა არავის დააჭირვოს და არავის არაფერი გაურთულდეს, ვიღას ახსოვს მაგ დროს წვრილმანები

Posted by: guria:) 26 Apr 2013, 14:42
anuka2009

მეც მაგაში ვიხდი ფულს და ყველა მაგაში იხდის ფულს! უსაფრთხო მშობიარობაში და კურორტზე არავინ მიდის!

არავის დაუწერია რომ შვილის და საკუთარ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი რამე არსებობს დედამიწაზე და სწორედ საკითხის ასე დაყენება ნიშნავს თანაფორუმელის აზრის დამახინჯებას. არავინ მეგულება აქ ვინც შენს ამ მოსაზრებას არ იზიარებს.


საბოლოოდ ვიმეორებ, კარგი იქნებოდა პროფესიონალიზმს პლიუს ბოლომდე გამართულ სერვისს ვიღებდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას პირველ რიგში ჯანმრტელობას გისურვებთ და შემდეგ სერვისს!! აქ არავინ ამბობს რომ უხარისხო ჰიგიენის ნივთები აკნინებს ამირანის პროფესიონალიზმს, მაგრამ ჩემთვის ის მითი რომ ჯანმრთელობის სახლი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის (რაც, გინდათ თუ არ გინდათ, სერვისსაც გულისხმობს) დაიმსხვრა და არა ახლა, როცა ორსულობის ჰორმონები მაწუხებს, არამედ რო ვიმშობიარე მაშინ.

მე მოვრჩი, ვინც გაიგეთ გაიგეთ. ვინც არა და იგივე შეცდომას აღრ დავუშვენ და საკუთარი ნერვების ფასად არ გავეკიდები თქვენს არაადეკვატურ კომენტარებს! ვოტ

Posted by: ვასასი 26 Apr 2013, 15:27
QUOTE (Mur_Mur @ 26 Apr 2013, 14:09 )

ახლა რაც შეეხება ჩემს კითხვას - მთელი თემის ნახვა ძალიან მეზარება და ემბრიოში თუ გიმშობიარიათ ვინმეს, დაახლოებით იქნებ მომიყვეთ რა პირობებია.

მადლობა smile.gif

მე ვიმშობიარე ემბრიოში.მეტს აღარ ვაპირებ, თორე ისევ მანდ მივიდოდი სამშობიაროდ.
ექიმი არ ამიყვანია, რადგანაც საკმაოდ ძლიერი სამშობიარო ბრიგადა ყავთ მეანიდან დაწყებული ექთნით დამთავრებული. 1-2-3-4 ადგილიანი პალატებია, გადასახადიც შესაბამისი. ყველა პალატაში ზარია, დარეკავ და მოგაკითხავენ. ლოგინები კომფორტული, აბაზანა-ტუალეტი გაწკრიალებული და სპეციალური ხსნარით დამუშავებული. ყველა პალატას თავისი აბაზანა აქვს, ტელევიზორიც. თუ ვერ დგები საჭმელს ოთახში შემოგიტანენ.საჭმელები ძალიან გემრიალი, ბუფეტში ჭამ.კვება 4-ჯერადი. ხშირად შემოდიან შენც გსინჯავენ და პაწუკასაც. რაც გაინტერესებს, კითხავ და აგიხსნიან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით.თუ ბავშვს რძე არ ყოფნის დამატებას აძლევენ.ცუდი ისაა, რომ მასაჟისტი არ ყავთ, თუმცა ახალგაზრდა სანიტარს შევეცოდე რომ ვცოდვილობდი და კარგად დამიმასაჟა მკერდი, საწველიც შემოქონდა .კიდე რა? ხო, პაკეტებს გაძლევენ, თეთრეული თავისი აქვთ,(შენ თუ გინდა შენსას გადააკრავ, თუმცა იმათი ძალიან სუფთაა), ბავშვის პამპერსს გაძლევენ.
ცუდი მხარე: ბავშვი არ გაყავთ.საკეისრო გაკეთებულებს ძალიან უჭირდათ ადგომა და ბავშVის მოვლა, ჩვენ ვეხმარებოდით. 4 ადგილიანი პალატები ვიწროა, თუმცა ასატანი.. არსენია მთავარი ექიმი, ვისაც აყვანილი ყავდა, იმათ აკითხავდა, დანარჩენ გოგოებს კი ზედაც არ უყურებდა, ხომ შეეძლო ეკითხა-აბა გოგოებო რამე ხომ არ გიჭირთო, ბოლო-ბოლო მთავარი ექიმი იყო.

Posted by: Mur_Mur 26 Apr 2013, 15:31
ვასასი
მადლობა smile.gif კიდევ ერთი - 1 კაციან პალატაში მინდა, მაგას და ლუქს შორის რა განსხვავებაა?

Posted by: algulga 26 Apr 2013, 15:32
guria:)

ნინოოო ვიღიმებით და ხელს ვიქნევთ.

მოვყვე ჩემი გამოცდილება ღუდუშაურზე?
არ გინდათ biggrin.gif
გაგუაზე?
არც ეგ გინდათ. არ მინდა გახსენება. მაგრამ იმდენად კარგად მახსენდება გაგუასჰი ყოფნა მიუხედავად ბევრი წვრილმანისა რომ უკმაყოფილო პაციენტად არ ვითვლები biggrin.gif

ახალი სიცოცხლე ფორ ევერ bis.gif bis.gif

აი ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ მე დიდი მოთხოვნილებები არც მქონია biggrin.gif
მივედი სავსე ჩემოდნებით. იმათი არაფერი არ მინდოდა. თხევადი საპონიც არ მიხმარია მათი. მე ჩემი მინდოდა და იმიტომ.

შეიძლება ვინც ჩაჩავას და ჯან სახლის პირობები ნახა იმას ახალი სიცოცხლე არ მოეწონოს. მაგრამ მე მომეწონა და კმაყოფილი ვიყავი :*
სხვა სამშობიაროები არ გამომიცდია და იმედია აღარც დავაპირებ მეტი შვილის გაჩენაას.

მიყვარხარ და ნუ ნერვიულობ :* ცხოვრება მშვენიერია. უსაკვარლესი პაწუკა გიზის მუცელში და სისულეებით ნუ ითრგუნავ თავს :*
:მშვიდობისმტრედისმაილი:


Princess

გეხვეწები შენც ნუ ნერვიულობ და არაა ეს ისეთი ტემა გოგოებო რომ ერთმანეთს გული ვატკინოთ.
არ ღირს არაფრის გულისთვის დავერიოთ ერთმანეთს.
განსაკუთრებით ორსულებს და მეძუძურებს ჰორმონების რევოლუცია რომ გვაქვს ვიცით და დავინდოთ ერთმანეთი 2kiss.gif

Posted by: Princess 26 Apr 2013, 15:38
algulga
არა გოგო არ ვნერვიულობ, უბრალოდ ცოტა შევკამათდით biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: algulga 26 Apr 2013, 15:49
გეფიცები შეკამატების რა გითხრა მაგრამ ურთულესი კვირა მქონდა და ძალიან ბევრი ვიცინე ამ სიტუაციაზე ახლა.ძლივს გავხალისდი ამდენი პრობლემების ფონზე. მადლობა გოგოებო. ცრემლები მდის სიცილისგან. აი მართლა ძალიან ცუდად ვიყავი დათრგუნული, დაძაბული, დაღლილი და მთელი 20 წუთია ღაპაღუპით ვტირი სიცილით. მართლა მევასებით ყველა და სითუაციამ გამახალისა. ვასასიმ ხო ვაფშე დაგლიჯააააააააააააააააააააააააააააააააა

კიდევ კარგი ახლა გაკვეთილი არ მაქვს თორე ვერ შევძლებდი ჩატარებას.


არ გავაოფო გვერდი და დავწერ ახალი სიცოცხლე ფორ ევერ biggrin.gif

Posted by: kvatunia24 26 Apr 2013, 16:35
algulga
რა საყვარელი ხარ smile.gif ხო გამამწარა ნემსაძემ იმით რომ როცა დამჭირდა და გამიჭირდა მშობიარობა გაუტკივარება არ გამიკეთა, მაგრამ დანარჩენი იმდენად 5 იანზე იყო ყველაფერი და იმდენად კმაყოფილი ვარ მისი პროფესიონალიზმით, პერსონალის მომსახურებით, პირობებითაც და დამოკიდებულებითაც, რომ ის მშობიარობის მომენტი დავიწყებული მაქვს საერთოდ. ჯერ არ ვაპირებ ამხელა ტკივილის მერე გაჩენას, მაგრამ თუ უფლის ნება იქნა და მაინც დავრჩი მეორედ სხვაგან მივალ მაინც, იყო პატარა ნიუანსები რის გამოც გავბრაზდი, თუნდაც ის რომ ბავშვები არ გაყავდათ და უჰაერობა იყო ამის გამო ოთახებში საშინელი, თუნდაც ის რომ ახალნამშობიარევმა ექთანს რომ ვკითხე როდის შემიძლია ვიბანავოთქო, მე მოვალ და დაგეხმარებიო, გავიდა და აღარც გავხსენებივარ, ჩემით ავდექი მივჩოჩდი აბაზანამდე და ჩემით საწყლად ვიბანავე, არაფერი დაუხვედრებიათ იქ, არ შედის მაგათ სერვისში და არც მქონია პრეტენზია, მირჩევნია ჩემი მქონდეს ყველაფერი.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვს ახალ სიცოცხლეს და ყველაზე მეტად რის გამოც აღარ მივალ მანდ, ეს არის პედიატრები, რაც საკუთარი თვალით ვნახე და რაც მერე ჯოენში ჩემმა თანაპალატელმა მომიყვა იმის მიხედვით შემიძლია თამამად ვთქვა რომ არ ყავთ პედიატრები და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მეანი მხოლოდ მშობიარობის დროს და იმ სამ დღეში დღეში ერთხელ გხედავს დანარჩენს პედიატრი აკეთებს ყველაფერს და თუ არ დგას სათანადო სიმაღლეზე ჩათვალე რომ დაღუპული ხარ..

Posted by: makavel1 26 Apr 2013, 17:56
QUOTE
მე ვიმშობიარე ემბრიოში.მეტს აღარ ვაპირებ, თორე ისევ მანდ მივიდოდი სამშობიაროდ.
ექიმი არ ამიყვანია, რადგანაც საკმაოდ ძლიერი სამშობიარო ბრიგადა ყავთ მეანიდან დაწყებული ექთნით დამთავრებული. 1-2-3-4 ადგილიანი პალატებია, გადასახადიც შესაბამისი. ყველა პალატაში ზარია, დარეკავ და მოგაკითხავენ. ლოგინები კომფორტული, აბაზანა-ტუალეტი გაწკრიალებული და სპეციალური ხსნარით დამუშავებული. ყველა პალატას თავისი აბაზანა აქვს, ტელევიზორიც. თუ ვერ დგები საჭმელს ოთახში შემოგიტანენ.საჭმელები ძალიან გემრიალი, ბუფეტში ჭამ.კვება 4-ჯერადი. ხშირად შემოდიან შენც გსინჯავენ და პაწუკასაც. რაც გაინტერესებს, კითხავ და აგიხსნიან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით.თუ ბავშვს რძე არ ყოფნის დამატებას აძლევენ.ცუდი ისაა, რომ მასაჟისტი არ ყავთ, თუმცა ახალგაზრდა სანიტარს შევეცოდე რომ ვცოდვილობდი და კარგად დამიმასაჟა მკერდი, საწველიც შემოქონდა .კიდე რა? ხო, პაკეტებს გაძლევენ, თეთრეული თავისი აქვთ,(შენ თუ გინდა შენსას გადააკრავ, თუმცა იმათი ძალიან სუფთაა), ბავშვის პამპერსს გაძლევენ.
ცუდი მხარე: ბავშვი არ გაყავთ.საკეისრო გაკეთებულებს ძალიან უჭირდათ ადგომა და ბავშVის მოვლა, ჩვენ ვეხმარებოდით. 4 ადგილიანი პალატები ვიწროა, თუმცა ასატანი.. არსენია მთავარი ექიმი, ვისაც აყვანილი ყავდა, იმათ აკითხავდა, დანარჩენ გოგოებს კი ზედაც არ უყურებდა, ხომ შეეძლო ეკითხა-აბა გოგოებო რამე ხომ არ გიჭირთო, ბოლო-ბოლო მთავარი ექიმი იყო.

++++++++++++++1 00000000000000000000

პირადად მე იმიტომ ავარჩიე ეს სამშობიარო პირველზე რომ უზლიერესი ბავშვთა ექიმები ყავთ და ჩემთვის მთავარი იყო ბავშვი ყოფილიყო კარგად და არა მე როგორ ტუალეტში შევიდოდი ეგ სულ ფეხებზე ემკიდა. მოხდა კიდეც ცუდი შემთხვევა და ძლივს გადაგვარჩინეს, ყოველთვის უდიდესი მადლიერი ვიქნები მაგათი პედიატრების უმაგრესები არიან. თორე ქორიზე გამიკეთებს საკეისროს თუ მორიგე ექიმი სადმე რომელიმე სამშობიაროში ჩემთვის სულერთია.

Posted by: ლილეკა 27 Apr 2013, 13:38
რაღაცა დავარაშვილის ხსენება არაა აქ და არავის გიმშობიარიათ ბიბიდაში?

Posted by: nuci17-89 1 May 2013, 13:22
აუ იმედში რამდენ ადგილიანი პალატებია ხო არ იცით?

Posted by: garfield1 1 May 2013, 13:25
nuci17-89
2 ადგილიანია ყველა პალატა, ერთადგილიანები არ აქვთ smile.gif

Posted by: L I Z I 1 May 2013, 14:20
nuci17-89
2 ადგილიანებიც და 4 ადგილიანიც აქვთ 2 პალატა. თუმცა თუ გადაჭედილია იმ შემთხვევაში გაწვენენ ოთხიანში და როგორც კი გაცარიელდება გადაყავხართ ორიანში. თუ არადა გიგა გურასპაშვილს მოიკითხავ და შეუთანხმდები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმედით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან პრეტენზიული ვარ.

Posted by: Pumpula 1 May 2013, 14:45
L I Z I

გურასპაშვილს რაზე შეიძლება შევუთანხმდე?1-იანად რომ გადამიკეთოს ის ორიანი არ შეიძლება? biggrin.gif

Posted by: nuci17-89 1 May 2013, 19:51
garfield1 და L I Z I დიდი დიდი მადლობაააsmile.gif))

Posted by: Tiu 2 May 2013, 00:56
ვასასი
QUOTE
არსენია მთავარი ექიმი, ვისაც აყვანილი ყავდა, იმათ აკითხავდა, დანარჩენ გოგოებს კი ზედაც არ უყურებდა, ხომ შეეძლო ეკითხა-აბა გოგოებო რამე ხომ არ გიჭირთო, ბოლო-ბოლო მთავარი ექიმი იყო.

მე მყავდა აყვანილი არსენი smile.gif ისევ არსენის აყვანას ვაპირებ smile.gif კი, ძალიან ყურადღებიანია. ზუსტად იმ ღამით, მე რომ საკეისრო გამიკეთა, დედა დაეღუპა და ხშირად არ იყო სამშობიაროში, როცა მოდიოდა, მაკიტხავდა, მაგრამ სიმართლე გითხრა, დიდად არ მიგრძვნია უარსენობა, ყოველ დილას შემოდიოდა ახალგაზრდა გინეკოლოგი სოფო, ქერად შეღებილი თმა აქვს, დეტალურად გვეკიტხებოდა, როგორ ვიყავით და 6 დღე ყოველ დილას გვსინჯავდა მუცელზე ზევიდან, გვიმოწმებდა გამონადენს. მოკლედ, მოვიხიბლე ამ გოგოთი. თქვენს დროს არ შემოდიოდა სოფო?
მე ღამის მორიგე გინეკოლოგების უკმაყოფილო წამოვედი ძალიან: უმეტესობა თვალით არ გვინახავს, ერთ საღამოს კი ასეთი ამბავი შეგვემთხვა: კარი იღება, ქალბატონი გვესალმება - გამარჯობათ, მე ვარ ღამის მორიგე გინეკოლოგი, არაფერი გჭირდებათ ხომ? კარგი! და კარი იხურება. მისალმება ვერ დავუბრინეთ ადამიანს smile.gif)))

Posted by: makavel1 2 May 2013, 17:27
QUOTE
ქალბატონი გვესალმება - გამარჯობათ, მე ვარ ღამის მორიგე გინეკოლოგი, არაფერი გჭირდებათ ხომ? კარგი! და კარი იხურება. მისალმება ვერ დავუბრინეთ ადამიანს )))

lol.gif lol.gif lol.gif მეც შემხვდა ეგეთი biggrin.gif მარა არსენი არაა მანდ მთავარი ექიმი ზაზაა ავალიანი ემბრიოში.

Posted by: Tiu 3 May 2013, 01:13
makavel1
QUOTE
არსენი არაა მანდ მთავარი ექიმი ზაზაა ავალიანი ემბრიოში.

++++++++
ნამდვილად smile.gif))

Posted by: pathfounder 4 May 2013, 22:10
გოგოებო,ის ვაუჩერი რომაა-რისთვისასაა?ანუ 4 უფასო ვიზიტი-გასაგებია,ანალიზებიც გასაგებია მაგრამ კიდე სხვა რამე დანიშნულება აქვს?თუ გააცდენ ვიზიტებს და მერე გაგიუქმდება ის ვაუჩერი ამით რას წააგებ თუ მერე ანალიზებს სხვაგან გააკეთებ ან სხვა დროს?
სამშობიაროს სჭირდება ეს ვაუჩერი რამეში?

31 კვირაზე ვარ,მეოთხეს ველოდები,მაგრამ ბოლო მშობიარობიდან 9 წელი გავიდა და მაშინ სულ სხვანაირად იყო ყველაფერი.
ჯამრთელობის სახლში დავდექი აღრიცხვაზე,რატომ არ ვიცი,უბრალოდ სახლთან ყველაზე ახლო ეგაა და ალბად მაგიტომ.3 შვილი გავაჩინე ყოველგვარი კომფორტის გარეშე და ეხლა ყველაზე ცუდი კლინიკაც სამოთხეთ მომეჩვენება.
ყველას ბედნერ დედობას გისურვებთ.





Posted by: mainc 4 May 2013, 22:36
pathfounder
არაფერში არ გჭირდება ეგ ვაუჩერი,გარდა იმ უფასო ვიზიტებისა. შეგიძლია,საერთოდ არ გამოიყენო. მე მასეც ვქენი smile.gif

Posted by: pathfounder 5 May 2013, 00:23
ჯერ მითხრეს სამსახურში დეკრეტისთვის გინდაო და მერე გავიგე თურმე იქაც არ ჭირდებოდათ.
კონსულტაციის ექიმმა აუცილებელიაო და რისთვის ვერ ამიხსნა)
ბოლო ვიზიტი დამრჩა და კაი დროს ვიკითხე))))

Posted by: mainc 5 May 2013, 00:37
pathfounder
დეკრეტისთვის საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მაგის გარდა სხვა ექიმთან არ დადიხარ ვიზიტებზე და აღრიცხვაზე მარტო მანდ ხარ,
თუ სხვაგან ხარ აღრიცხვაზე და მანდაც მიდიხარ ვაუჩერის გამო, შეგიძლია არ იდარდო, ის სხვა ექიმი მოგცემს იმ საჭირო ცნობას

Posted by: ვასასი 5 May 2013, 15:58
QUOTE (makavel1 @ 2 May 2013, 17:27 )

lol.gif  lol.gif  lol.gif მეც შემხვდა ეგეთი biggrin.gif      მარა არსენი არაა მანდ მთავარი ექიმი ზაზაა ავალიანი ემბრიოში.

ტყუილად მოვდე შარი? lol.gif
ზაზა ავალიანი მითუმეტეს არ მინახავს smile.gif))

Posted by: makavel1 8 May 2013, 13:12
ვასასი
აუუუ ზაზა იყო მაგარი ღადაობა, მოკლედ ლუქსში 1 კაცზე მეტის შესვლა არ შეიძლებოდა ხოდა თვითონ არის ძაან უჟმური ტიპი და უხეში და ა.შ. სამშობიაროში მოდიოდა ხოლმე მარა პაციენტებთან არ შემოდიოდა
(ნუ ალბათ თავისებს კი მიაკითხავდა) ხოდა ჩემთან სულ დედა ჩემი ქმარი და 3 4 კაცი მინიმუმ იყო ხოლმე რო გავიგებდით ზაზა მოვიდა ყველა აივანზე გადაძვრებოდა, ცოტახანში ექთანი შემოვიდოდა წავიდაო გვეტყოდა მერე ისევ გადმოძვრებოდნენ უკან

Posted by: samole 14 May 2013, 13:05
იქნებ აქ მაინც მირჩიოთ ვინმე ღვთისნიერმა, პირველ სამშOბიაროშI მინდა კონსულტაციაზე მისვლა მაგრამვისთან მივიდე არ ვიცი, დამეხმარეთ რაააააა..... sad.gif sad.gif

Posted by: makau 14 May 2013, 13:25
samole
1 სამშობიაროში მე დავდიოდი ,ორივე ბავშვი მანდ გავაჩინე.კონსულტაციის ექიმი იყო ეთერ მღებრიშვილი.ენერგიული,ცოცხალი გოგოა,მაგრამ ძაან ქაქანა იყო biggrin.gif და სულ დადიოდა აქეთ-იქით.თან ბევრი ორსული ყავდა და სულ მიწვდა ლოდინი. ეხლა რა სიტუაციაა არ ვიცი მაგრამ რომ ვთქვა ძალიან კმაყოფილი ვართქო -არა.განსაკუთრებით მშობიარობის მერე, მომსახურე პერსონალი იყო საკმაოდ დაბალ დონეზე.სულ წუწუნწბდნენ და ყველაფერზე იჯღანებოდნენ..არადა 1200 ლარს რომ იხდი ხომ უნდა იყოს შესაფერისი მომსახურება.რა ჩემი გადასახადია თუ იმათ დაბალ ხელფასს უხდიან და მე მიყურებენ ხელებში.. მოკლედ მე უკმაყოფილო ვარ.ზოგი კმაყოფილია მაგ სამშობიაროსი და რავიცი.ყველას თავისი აზრი აქვს..

Posted by: samole 14 May 2013, 13:36
makau

მე საქართველოში მშბიარობა არ მიწევს, ამიტომ არ ვნერვიულობ მაგაზე, უბრალოდ სანამ წავალ მანამდე მინდა ვინმე კარგი ექიმი კონსულტაციებისთვის და ასე შემდეგ. smile.gif დიდი მადლობა გამოხმაურებისთის 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Mur_Mur 14 May 2013, 17:01
ვასასი
მითხარი რა, რა დაგხვდა სამშობიაროში და მე რა უნდა ვიყიდო smile.gif შეიძლება დაიწერა უკვე ემბრიოზე, მაგრამ მთელი თემის გადაკითხვა ძალიან მეზარება. sad.gif საკუთარი პერანგების და კბილის ჯაგრისის გარდა თავში არაფერი მომდის biggrin.gif

Posted by: ebi_chan 14 May 2013, 18:11
რომელს მირჩევთ იმედის კლინიკა თუ ახალი სიცოცხლე?
ახალ სიცოცხლეში პალატებში ინეტრნეტი იჭერს?

Posted by: kvatunia24 14 May 2013, 19:37
ebi_chan
ინტერნეტი არ არის ახალ სიცოცხლეში პალატებში, მაგრამ კარგი სიტუაციაა ძალიან, მშვიდი მყუდრო გარემოა, კარგი პერსონალი ყავთ, მაგრამ პედიატრებს უნდათ უკან დევნა რომ რამე არ გამოეპაროთ, ძალიან ცუდი პედიატრები ყავთ.

Posted by: ვასასი 14 May 2013, 21:35
Mur_Mur
ემბრიოში წასაღები ნივთების სია (ნუ მე რაც დამჭირდა):
2 პერანგი, 1 ხალათი, 4 ტრუსიკი, 1მეძუძურის ლიფი, 2 ჩუსტი (1ოთახის,1აბანოსი),ტანის დუშ-გელი,შამპუნი,კბილის ჩოთქი,პასტა,2 პირსახოსი (1აბანოსი, 1ხელის)1 ერთჯერადი საპარსი,იღლიების სპრეი,სახის მოვლის საშუალებები, სავარცხელი.
ბავშვისთვის 3 ხელფეხიანი ბოდე,სამი შარვალი, სამი უხელფეხო ბოდე, 1თხელი ადიალა, 2 "პილიონკა", თუ მიცემას აპირებთ-მატყუარა სოსკა
და კიდე ჭიქა (იმათი ჭIქით რომ წყალი არ დალიოთ)

Posted by: Mur_Mur 15 May 2013, 13:50
ვასასი
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: lolipopi-pop 18 May 2013, 22:29
ჩაჩავაზე და დარახველიძეზე რას იტყვით?

Posted by: Dido 20 May 2013, 22:25
ჩაჩავასი კი კმაყოფილი ვარ მაგრამ მინუსებიც არ აკლიათ. მაგალითად, ერთი ბეწო ოთახია სადაც ბავშვებს უცვლიან/ბანენ ექთნები (ნუ ყველა პალატას აქვს ბავშVის დასაბან გამოსაცვლელი მაგრამ ეს ოთახი სხვადასხვა პროცედურების დროს გამოიყენება. ხოდა, ამ ერთი ბეწო ოთახში დგას ქალის გასასასინჯი სკამი სადაც წასვლის წინ გინეკოლოგი გსინჯავს. მე რო მსინჯავდა იქვე ბავშვი ჰყავდათ შემოყვანილი და იმას უცვლიდნენ. თან ერთი ბეწო ოთახია, წესიერად ვერ გაივლი. რა წესია ვერ გავიგე, ერთი ცალკე გასასინჯი ოთახი გაუჭირდათ? ამდენ ფულს კი იღებენ და.
ხოდა კიდე ბავშვთა ოთახი არ აქვთ სადაც ყველას ერთად შეიყვანენ და დერეფანში ჰყავთ ჩამომწკრივებული ეს ახალშობილი ბავშვები. ესეც არ მომეწონა. ადრე უფრო სხვანაირად იყო, საპროცედურო ოთახი ცალკე ქონდათ და ბავშვთა ოთახიც ცალკე. ახლა ეტყობა პალატებად გადააკეთეს ყველაფერი რო რაც შეიძლება ბევრი ფული შეუვიდეთ biggrin.gif

Posted by: fredsonco 21 May 2013, 15:15
ემბრიოში საკეისროს ყველაზე უკეთესად რომელი ექიმი აკეთებს ხომ არ იცით?

Posted by: makavel1 21 May 2013, 16:28
QUOTE
ხოდა კიდე ბავშვთა ოთახი არ აქვთ სადაც ყველას ერთად შეიყვანენ და დერეფანში ჰყავთ ჩამომწკრივებული ეს ახალშობილი ბავშვები. ესეც არ მომეწონა.

ეს ყველა სამშობიაროს მინუსია და საერთოდ ბავშვები მხოლოდ ჭამაზე უნდა მოყავდეთ დედასთან, ან როცა თვითონ დედა მოითხოვს, იმიტომ რომ ოპერაციის ან მშობიარობის მერე ადამიანმა ოღონდ დაიძინო და დაისვნეო არაფერი არ გინდა, მითუმეტეს ამდენი ძალები მიგდის დაგჭირდება აღდგენა, ეს "ახალი წესი" ბავშვს ვერ გავიყვანთ დედასთან უნდა იყოს არასწორია.

Posted by: მარიამი 21 May 2013, 17:57
makavel1
მე კი ვფიქრობ, რომ დედის სურვილზე უნდა იყოს. მე არ მინდოდა, რომ გაეყვანათ და არც ვატანდი, თუ რამე აუცილებლობით არ იყო გამოწვეული. სულ ჩემთან მყავდნენ. ბავშვი გავაჩინო და მარტო ძუძუს წოვების დროს ვნახო, ხომ დამაწყდა ნერვები. თავიდან საათობით ვიჯექი/ვიწექი და ვუყურებდი ხოლმე ორივეს, ყველა ნაკვთს, ყველა მოძრაობას. დიდად არც მაწუხებდნენ, ძირითადად ეძინათ. ბავშვი თუ ძალიან ჭირვეულია და დედას დასვენება უნდა, შეუძლია გაიყვანოს, მაგრამ ეგ ზოგადი წესი არ უნდა იყოს.

Posted by: makavel1 21 May 2013, 18:04
მარიამი
ხოდა ეგ დავწერე, ან როცა თვითონ დედა მოითხოვს მეთქი. ძალიან ძნელია ნაოპერაციებ ადამიანს რომ შემოგაჩეჩებენ ბავშვს, მითუმეტეს პირველ შვილს როცა არაფრის აზრზე არ ხარ და ვერ გავიყვანთო გეტყვიან ესეთი წესია შენ უნდა გყავდესო. ჩემთან ფიზიოლოგიურად ვინც გააჩინა ისინი უვლიდნენ ნაკეისრალების ბავშვებს, აბა ეს ნორმალურია?

Posted by: annaninio 22 May 2013, 00:27
fredsonco
მე როგორც ვიცი არსენის შვილია ემბრიოში რეზო ქვია და საკეისროებში ძალიან ძლიერიაო. ჩემმა დაქალმა გაიკეთა მაგასთან ორჯერ, მეორე საშინლად გართულდა მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. არც მინერვიულია ისე ვენდობოდი რეზოსო. wink.gif პირადი გამოცდილება სამწუხაროდ არ გამაჩნია წეროების გოგო ვარ biggrin.gif

Posted by: ninia84 22 May 2013, 09:57
annaninio
არსენის შვილი რომელია ნეტა? ერთი ახალგაზრდა ბიჭი დადიოდა ხოლმე დერეფანში, ზაზა ბურჭულაძეს ჰგავდა და ეგ იყო ალბათsmile.gif.

fredsonco
მე ორივე საკეისრო საშა ფალავანდიშვილმა გამიკეთა და ორივემ გართულების და პრობლემების გარეშე ჩაიარა. ტკივილებიც კი არ მქონია მეორე დღიდან

Posted by: fredsonco 22 May 2013, 12:05
annaninio
ninia84


დიდი მადლობა გოგოებო, პირველი ფიზიოლოგიურად გავაჩინე ჩაჩავაში და ეხლა შიძლება დამჭირდეს საკეისრო, თან ჩაჩავაშიც არ მინდა და ხელახლა დამეწყო სამშობიაროების და მეანების შერჩევის ეტაპი. რატომღაც ემბრიოსკენ მიმიწევს გული, მაგრამ თან არავინ არ მყავს იქ ნაცნობი და ეს მაფერხებს...

Posted by: ninia84 22 May 2013, 12:18
fredsonco
მიდი, დაათვალიერე, შეხედე სიტუაციას, თუ მოგეწონება და გულიც იქით გაგიწევს, ნუ მიაქცევ ყურადღებას, რომ ნაცნობი არ გყავს. მე, მაგალითად, ძალიან კმაყოფილი ვარ, აქაც არიან გოგები, ვისაც ძალიან მოეწონა, უკმაყოფილოებიც არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შენი გადასაწყვეტია, რას აირჩევ. თუ რამე დაგაინტერესებს, არ მოგერიდოს, მკითხე

Posted by: fredsonco 22 May 2013, 12:26
ninia84

დიდი დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ახალი სიცოცხლე, ემბრიო და იმედის კლინიკა უნდა ვნახო უეხლოეს დღეებში. აქ თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული უკვე ამ სამშობიაროებზე, მაგრამ ასე ძნელია გადაწყვეტილების მიღება. დადებითიც წერია და ბევრი უარყოფითიც smile.gif ჩაჩავაში ძალიან ბევრი ნაცნობი მყავდა, ძალიან დიდი თანხაც გადავიხადე და მაინც არ ვარ კმაყოფილი smile.gif

Posted by: ooo,girl,girl 23 May 2013, 20:00
გოგოებო, სამშობიაროებთან დაკავშირებით გამოკითხვას ვატარებთ, სულ 1 პატარა შეკითხვაა და გთხოვთ, შეავსეთ. თქვენთვისაც საინტერესო იქნება შედეგები, კვლევის დამთავრების შემდეგ გაგაცნობთ. მადლობა წინასწარ smile.gif

https://docs.google.com/forms/d/1P8pC9812V57bFI5EWOdDHNuQRkszEYPZ1_J9bmuS99g/viewform

Posted by: annaninio 24 May 2013, 14:29
QUOTE
ninia84

არაა ის მელოტი არაა..გართულებები კიდე ამ გოგოს გამო მოხდა, პირველი საკეისროდან მალევე დაფეხმძიმდა და შეხორცებები ქონდა.სხვათა შორის არსენის შვილი კია მაგრამ მამას ფიზიკურად არ გავს. biggrin.gif

Posted by: Bulbusa 24 May 2013, 16:19
გოგონებო, მინდა ექიმი ავიყვანო იმედის კლინიკასჰი. და ვისაც მანდ გყავდატ ექიმი, რა გირს მისი მომსახურება? ერტად იხდი თუ ცალ-ცალკე და პირველი ვიზიტისას რა არის საჭირო, ანუ როგორ მოვემზადო?
მადლობა წინასწარ

Posted by: SPC 26 May 2013, 17:20
რა მაინტერესებს იცით, ეხლა გამახსენდა. ჩაჩავადან (ნუ ზოგადად სამშობიაროდან) არ უნდა გამოეტანებინათ რამე, სადაც აღნიშნული იქნებოდა როგორ ჩაიარა მშობიარობამ, იტირა თუ არა ბავშვმა ეგრევე, ის რაღაც შეფასების მეთოდი რომ აქვთ ეგ და ა,შ,? არაფერი მსგავსი არ მოუციათ

Posted by: arazam 26 May 2013, 17:32
SPC
კი უნდა გამოეტანებინათ და ისიც რომ იქ აცრა გაუკეთდა თუ არა, (ქუსლიდან) და სხვა შეფასებები
3 წლის წინ გამომატანეს ახლა თუ არ შეიცვალა რამე

Posted by: E_ko 27 May 2013, 00:31
SPC
იასამნისფერი წიგნი არ მოგცეს? იმ წიგნში ეწერება.

Posted by: SPC 27 May 2013, 01:23
arazam
E_ko
უი არა, არ მოუციათ ეგენი, კარგია რომ ვიკითხე, ამ დღეებში მაინც უნდა მივიდე იქ გგინეკოლოგთან და ვიკითხავ აბა
ქუსლიდან რომ აუღეს ეგ ხომ გენეტიკურის ანალიზია? მაგაზე მითხეს რომ საეჭვო პასუხის შემთხვევაში ხდებაო მხოლოდ დაკავშირება, თუ არაფერი არაა არ გიკავშIრდებიანო...

Posted by: Dido 27 May 2013, 12:30
SPC
ფორმა 100 პოლიკლინიკაში წარსადგენად. არ გამოგატანეს? მე კი. ნუ ახლა დაწვრილებით არ წერია მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ისინი უწერიათ, აცრაები და აპგარის ქულები და ა.შ. გენეტიკურზე 2 კვირის განმავლობაშI თU არ დაგიკავშირდნენ ე.ი. არაფერი არაა.

Posted by: arazam 27 May 2013, 14:15
SPC
QUOTE
ქუსლიდან რომ აუღეს ეგ ხომ გენეტიკურის ანალიზია? მ

კი კი მასეა , უბრალოდ მე რომ გამომატანეს ფურცელი იმაზე იყყო ჩამოთვლილი რა გაუკეთდა როგორი დაიბადა და ასე რა

Posted by: SPC 27 May 2013, 15:40
Dido
arazam
:მევარდებილი:
მოუციათ ეხლა ვნახე biggrin.gif... უბრალოდ რაღაც მიჯღაბნილი იყო ერთ ფურცელზე და ცოტა უფრო პრეზენტაბელრ რამეს ველოდი და ამიტომ გამომრჩენია smile.gif

Posted by: kosta-rika 29 May 2013, 23:31
ხალხო აუცილებელია ეს აყვანილი ექიმი?
ვინ მოიგონა საერთოდ?
1000 ლარი ღირს ისედაც საკეირო და რატო უნდა გადავიხადო ამას + 400, 500 ლარი არ მესმის
არაგეგმიურად რო მიხვიდე რა არ გაგიკეთებს მორიგე ექიმი კარგათ?
ახალ სიცოცხლეში მინდა მშობიარობა, არცერთი ექიმი არ ვიცი რომელია კაი და რა მნიშვნელობა აქვს ვინ გამიკეთებს საკეისროს smile.gif

Posted by: tlikina 30 May 2013, 10:05
kosta-rika
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გაგიკეთებს საკეისროს, შეიძლება ისე ცუდად დაგადოს ნაკერი რომ პრობლემები შეგექმნას, ბევრი შემ თხვევაა, საკეისროს დროს ბავშვს ჭრიან, ზოგს ფეხი მოსტეხეს, მოკლედ, კომპეტენტურს მიმართო ჯობია და ნებისმიერს არ მიენდო smile.gif

Posted by: მარიამი 30 May 2013, 12:15
kosta-rika
საკეისროზე მეც არ გირჩევ ნებისმიერის ნდობას. არ იცი, ვინ შეგხვდება. ჯობია გაიკითხო და სანდო და გამოცდილი ექიმი აიყვანო.

Posted by: Princess 30 May 2013, 12:16
kosta-rika
საკეისროს დროს ჯობია აიყვანო გამოცდილი ექიმი. ფიზიოლოგიურის დროს ყველა გამშობიარებს, მაგრამ საკეისრო ოპერაციაა და ჯობია გამოცდილმა გაგიკეთOს, რა იცი ვინ შეგხვდება მორიგე ექიმი.

Posted by: pravinia 30 May 2013, 12:34
QUOTE
ფიზიოლოგიურის დროს ყველა გამშობიარებს,


არც მასეა საქმე, ფიზიოლოგიურიც შეიძლება გართულდეს და კარგი მეანის ხელში ნაკლები ჩახევები და შესაბამისად ნაკლები ნაკერები მოუწევს პაციენტს,
პლიუს ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში თუ აღმოჩნდა, მაგასაც დროულად და ხარისხიანად მოევლება, გამოცდილი მაქვს რთული და იოლი ფიზიოლოგიურიც საკეისროც
და 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მეანის აყვანა თანხის ჰაერზე გადაყრა ნამდვილად არაა,
მაქსიმალურ უსაფრთხოებას "ყიდულობ" ამ თანხით და არ ღირს დაზოგვა, ჯობს კომფორტულ პალატაზე დაზოგო და ის სხვაობა ექიმს გადაუხადო;

Posted by: tlikina 30 May 2013, 13:57
pravinia


სრულიად გეთანხმებიი

თუმცა ბევრს უჭირს ამისა გააზრება წინასწარ

Posted by: Princess 30 May 2013, 14:07
pravinia
კი გეთანხმები, მაგრამ ძირითადად მაინც კარგი მორიგე ექიმები ყავთ კარგ სამშობიაროებში. რამდენმა იმშობიარა უპრობლემოდ, არ აუყვანია ექიმი. თუმცა მე არც ფიზილოგიურის დროს გავრისკავდი, მირჩევნია გადავიხადო ექიმის ფული და მშვიდად ვიყო. მაგრამ საკეისროს დროს მართლა უფრო აუცილებელი მგონია ექიმის აყვანა, თუმცა ყველამ ტავისი საქმე თითOნ იცის

Posted by: KaTeRiN 30 May 2013, 14:21
ნუ თუ მაინცდმაინც კონკრეტულად რომელიმე ექიმი არ გინდა აი იმენნა მინდა ამან გამიკეთოს საკეისრო, როგორც მე მქონდა აკვიატება , ან ეგ რა აკვიატებაა არ მესმის biggrin.gif
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანს უნდა ახალ სიცოცხლეში მშობიარობა ანუ კლინიკა გადაწყვეტილი აქვს და არ იცის რომელი მეანი, არც ერთს არ იცნობს და შესაბამისად მოთხოვნა არც ერთზე არ აქვს.
რატომ არ უნდა გაიკეთოს საკეისრო ვინც შეხვდება იმასთან? დავიჯერო ახალ სიცოცხლეში ისეთი არაპროფესიონალი მეანი ყავთ, რომ ბავშვი გაჭრას ან ვინმეს რამე დამართოს?

Posted by: tlikina 30 May 2013, 17:06
KaTeRiN

ბარკალია,რომელიც გაგუაში მუშაობს ითვლება ერთერთ კარგ მეანად და მარტო 2 ბავშვი მე ვიცი პირადად ვისაც გაუჭრა, ერთს სახე და ერს დუნდულა

დავარაშვილმა ეხლახანს ფეხი მოტეხა ჩემი მეზობლის ბავშვს,

დალი გაბიძაშვილმა ჩემი მეგობრის ბავშვს ფეხი მოტეხა ,

ეს ყველა საკეისროზე მოხდა და სამივე ცნობილი ექიმია smile.gif

Posted by: მარიამი 30 May 2013, 17:30
QUOTE
ნუ თუ მაინცდმაინც კონკრეტულად რომელიმე ექიმი არ გინდა აი იმენნა მინდა ამან გამიკეთოს საკეისრო, როგორც მე მქონდა აკვიატება , ან ეგ რა აკვიატებაა არ მესმის biggrin.gif
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანს უნდა ახალ სიცოცხლეში მშობიარობა ანუ კლინიკა გადაწყვეტილი აქვს და არ იცის რომელი მეანი, არც ერთს არ იცნობს და შესაბამისად მოთხოვნა არც ერთზე არ აქვს.

ჩემი აზრი ასეთია: ადამიანი სამშობიაროს ირჩევს პირველ რიგში მეანის მიხედვით (წესით) და არა სხვა კრიტერიუმებით. მე პირადად ქორიძის გამო ავირჩიე ჯანმრთელობის სახლი და არა იმიტომ, რომ კარგ წვნიანებს აჭმევენ მშობიარეებს biggrin.gif ცხადია, პირობებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ექიმია. ამიტომ ჯობია ადამიანმა კარგი ექიმი გაიკითხოს ახლობლებში, მერე იმ სამშობიაროს პირობებიც გაიგოს და ისე გადაწყვიტოს. ყველამ თვითონ იცის თავისი საქმე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.
ფიზიოლოგიურზე შეიძლება უფრო არ აიყვანო ექიმი, რადგან ერთი გამოცდილი და კომპეტენტური ექიმი სამშობიაროში ყოველთვის არის. ამიტომ, თუ რამე გართულება იქნა, იმ ექიმს აუცილებლად დაუძახებენ, გყავს თუ არა აყვანილი. და საკეისროს დროს, თუ დაიწყო არაპროფესიონალმა და ბავშვს ფეხი მოტეხა, ან ლოყა გაუჭრა, მერე რაღას იზამ...

Posted by: stasia 30 May 2013, 17:46
tlikina


ეს ყველა ახალ სიცოცხლეში?

ვაიმე რეები დაწერე sad.gif

ხო ავკუწე სკალპელით ეგეთი რამ რო გააკეთონ

Posted by: jaa 30 May 2013, 21:33
გავგიჟდიი, ბავშს ფეხი როგორ მოტეხაა?

Posted by: tlikina 31 May 2013, 11:36
stasia


არა ყველა ახალ სიცოცხლეში არაა, ერთი გაგუაშია, ერთი ჰერაში და მესამე, ბიბიდაში (მგონი ესე ქვია დავარაშვილი სადაც მუშაობს)

Posted by: ebi_chan 31 May 2013, 14:43
ახალ სიცოცხლეში მშობიარობისას რამე სპეციალურს გაცმევენ? თუ შენი პერანგით ხარ? ჩაინიკი ვარ უკაცრავად givi.gif

Posted by: Mur_Mur 31 May 2013, 18:47
QUOTE
ხალხო აუცილებელია ეს აყვანილი ექიმი?
ვინ მოიგონა საერთოდ?
1000 ლარი ღირს ისედაც საკეირო და რატო უნდა გადავიხადო ამას + 400, 500 ლარი არ მესმის
არაგეგმიურად რო მიხვიდე რა არ გაგიკეთებს მორიგე ექიმი კარგათ?
ახალ სიცოცხლეში მინდა მშობიარობა, არცერთი ექიმი არ ვიცი რომელია კაი და რა მნიშვნელობა აქვს ვინ გამიკეთებს საკეისროს

მაოცებთ რა smile.gif სანთლით არის საძებნელი საქართველოში კარგი ექიმები, გინეკოლოგი კი არა, დერმატოლოგთან არ მივალ, თუ არ გავიკითხე და დავრწმუნდი რომ კომპეტენტურია. როგორ შეიძლება ნებისმიერს გააჭრევინო მუცელი, მითუმეტეს მშობიარობისას?! არა მხოლოდ საკეისროზე, ფიზიოლოგიურზეც ათასჯერ გადამოწმებულ ექიმთან უნდა მიხვიდეთ, ჩემი აზრით.

Posted by: jaa 1 Jun 2013, 10:12
ebi_chan
თავიანთი აქვთ, მშობიარობის დროს მაგას ჩაგაცმევენ და მერე ჩაიცვამ შენსას

Posted by: falestra 1 Jun 2013, 13:53
QUOTE
ახალ სიცოცხლეში მშობიარობისას რამე სპეციალურს გაცმევენ? თუ შენი პერანგით ხარ? ჩაინიკი ვარ უკაცრავად 




ისე იგივე კითხვა მაქვს მე ჩაჩავაზე :/

Posted by: Princess 3 Jun 2013, 17:01
falestra
გაცმევენ თავინთ პერანგს. მერე უკვე შეგიძლია გამოიცვალო და შენი ჩაიცვა. მე არ მიხმარია პერანგი, არ მიყვარს გრძელი პერანგები საერთოდ, პიჟამოთი ვიყავი. ხალათიც მქონდა წაღებული და სპორტულებიც

Posted by: Pumpula 3 Jun 2013, 17:11
falestra
Princess
me chemi perangit vikavi,arc utqvamt rom tavianti qondat da chaicvio

Posted by: kosta-rika 3 Jun 2013, 17:17
KaTeRiN
QUOTE
ნუ თუ მაინცდმაინც კონკრეტულად რომელიმე ექიმი არ გინდა აი იმენნა მინდა ამან გამიკეთოს საკეისრო, როგორც მე მქონდა აკვიატება , ან ეგ რა აკვიატებაა არ მესმის  ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანს უნდა ახალ სიცოცხლეში მშობიარობა ანუ კლინიკა გადაწყვეტილი აქვს და არ იცის რომელი მეანი, არც ერთს არ იცნობს და შესაბამისად მოთხოვნა არც ერთზე არ აქვს.რატომ არ უნდა გაიკეთოს საკეისრო ვინც შეხვდება იმასთან? დავიჯერო ახალ სიცოცხლეში ისეთი არაპროფესიონალი მეანი ყავთ, რომ ბავშვი გაჭრას ან ვინმეს რამე დამართოს?

აი ზუსტად მასე ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტი ფულის გადაყრაა ნახევარ საათიან ოპერაციაში გადაიხადი +400 ლარი
მითუმეტეს თუ სულერთია და არ იცი ვინაა კარგი და ვინაა ცუდი
რომელი ექიმებიც არიან დღე ისინი მორიგეობენ ღამეც, ღამის ექიმი სხვა კიარაა და დღის სხვა
სად იყო ადრე ასე ექიმის აყვანა, იხდიდი ფულს და იკეტებდი ოპერაციას,. ვიღაცამ გამოიგონა და ავყევით ჩვენც smile.gif
მარიამი
QUOTE
საკეისროს დროს, თუ დაიწყო არაპროფესიონალმა და ბავშვს ფეხი მოტეხა, ან ლოყა გაუჭრა, მერე რაღას იზამ...

მერე თვითონ რაღას იზამს სად წამივა biggrin.gif
ან რა ორი თავი აბია ბავშვს რამე დაუშავოს?
და ისე ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს
კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ არცერთ ცნობილ სამშობიაროებში არ ყავთ ისეთი არაპროფესიონალები რომ რამის შეგეშინდეთ, ეს მათი პრესტიჟის ამბავია
ასე რომ ფულს ტყვილა იხდით ზედმეტად smile.gif

Posted by: falestra 4 Jun 2013, 09:58

Princess
ცოტა არ იყოს მენანება ჩემი აბრეშუმის პერანგები მოსასპობად. ისე წესით მართლა უნდა გაცმევდნენ რავი.. ნუ მაინც წავიღებ, baby.gif
ანუ შენ შენი პერანგით იმშობიარე?


Pumpula
საკეისროზე არ ჩაგაცვეს თავისი ? ჩემმა დაქალმა გაიკეტა ადრე ზურასტან და პერანგი ჩააცვეს ოპერაციისას და მერე ჩაიცვა თAვისი

Posted by: Princess 4 Jun 2013, 11:09
falestra
ტავიანთი მეცვა საკეისროს დროს, სანამ მომამზადეს, ჩამაცვეს, ტილოს ნაჭრისაა. მერე უკვე პალატაში რომ გადმომიყვანეს, გამომიცვალეს და მერე ჩემი ჩავიცვი, სისხლიანი იყო ის.

Posted by: garfield1 4 Jun 2013, 11:24
kosta-rika
QUOTE
სად იყო ადრე ასე ექიმის აყვანა, იხდიდი ფულს და იკეტებდი ოპერაციას,. ვიღაცამ გამოიგონა და ავყევით ჩვენც

მასე ადრე არც სამშობიაროები არ იყო და ბოსელში აჩენდა ხალხი და მაშინ მივმართოთ ხალხურ მეთოდებს .
QUOTE
მერე თვითონ რაღას იზამს სად წამივა
ან რა ორი თავი აბია ბავშვს რამე დაუშავოს

და ამ შემთხვევაში რომ ვერ წაგივა ვერსად და პასუხს აგებინებ, ბავშვს მაგით რა ? ღმერთმა არ ქნას და რამე დაუშავოს, მაგით უშველი ?
ყველა ისე უნდა მოიქცეს როგორც საჭიროდ თვლის, მაგრამ იმის თქმა რომ სისულელეა აყვანილ ექიმში ფულის გადახდა არაა სწორი.
მე პირადად მიღირს და 400-ს კი არა მეტსაც გადავიხდი ჩემი და ჩემი შვილის უსაფრთხოებაში

Posted by: naneee 4 Jun 2013, 12:24
falestra
მაინცდამაინც აბრეშუმის პერანგი რო არ წაიღო, რამე ბამბის უბრალო პერანგი იყიდე და ის კარგი არ გაგიფუჭდება smile.gif

Posted by: lila2009 4 Jun 2013, 16:18
სამშობიაროდან რომელ დღეს გწერენ? გაგუაში მაინტერესებს. მემგონი მესამე დღეს?

Posted by: blblbl 4 Jun 2013, 16:31
lila2009
თუ ყველაფერი კარგადაა მესამე მეოთხე დღეს გწერენ ფიზიოლოგიურზე,თუ რამე გართულდა თუნდაც მცირედი გტოვებენ.

Posted by: stasia 4 Jun 2013, 16:35
blblbl

ბლლლ მოდერატორი ხარ?

კი არ ვიცოდი მე, რომელ კლუბში ჩვენთან ხო არა?

bis.gif

Posted by: blblbl 4 Jun 2013, 16:37
stasia
ფლორა და ფაუნაში 2kiss.gif

Posted by: stasia 4 Jun 2013, 17:06
blblbl

რომ შემოვიდე და გავაოფო არ დამვორნავ? თუ არ ჭრის მანდ ნაცნობობა biggrin.gif biggrin.gif

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: kosta-rika 4 Jun 2013, 22:52
garfield1
QUOTE
მასე ადრე არც სამშობიაროები არ იყო და ბოსელში აჩენდა ხალხი და მაშინ მივმართოთ ხალხურ მეთოდებს

მგონი ძნელი მისახვედრი არ იყო რო სამშობიაროები ვიგულისხმე იმდროში (10 წლის წინათ მაგალითად) როცა აყვანილი ექიმის განმარტებაც არ იცოდა ხალხმა რა იყო, თორე ბოსელშიც მშვენივრად აჩენდნენ ამაში გეთანხმები
QUOTE
და ამ შემთხვევაში რომ ვერ წაგივა ვერსად და პასუხს აგებინებ, ბავშვს მაგით რა ? ღმერთმა არ ქნას და რამე დაუშავოს, მაგით უშველი ?ყველა ისე უნდა მოიქცეს როგორც საჭიროდ თვლის, მაგრამ იმის თქმა რომ სისულელეა აყვანილ ექიმში ფულის გადახდა არაა სწორი.მე პირადად მიღირს და 400-ს კი არა მეტსაც გადავიხდი ჩემი და ჩემი შვილის უსაფრთხოებაში

და შენმა აყვანილმა ექიმმა შემთხვევით რო იგივე დამართოს ბავშვს მერე? მაგაზე არ გიფიქრია?
შემთხვევა არ იყოს თორე ექიმი ადამიანია ღმერთი კიარა და ყველა ერთნაირად აგებს პასუხს, აყვანილ ექიმს მეტად მოთხოვ თუ რა?
ბევრი აყვანილი ექიმი ვიცი ბავშვს რო ამოიყვანენ მუცლიდან საშვილოსნოს ასისტენტებს აკერინებენ, ეგეც ეზარებათ, წესიერად თუ ვერ გაკერა მერე ნახე შენ პრობლემები, თორე მუცლის გაჩრას და ამოყვანას 2 წუთი უნდა smile.gif
არ მიყვარს ამდენი მატრაკვეცობები, შენ გაქ ფული როგორც ჩანს და გიღირს და იმან რა ქნას ვისაც მარტო მშობიარობის 1000 ლარი არ აქვს არათუ აყვანილი ექიმის კიდე facepalm.gif

Posted by: garfield1 4 Jun 2013, 23:01
kosta-rika
ვისაც არ აქვს და ვერ ახერხებს სხვა საკითხია, მაგრამ ვისაც ექიმის აყვანის საშუალება აქვს , მატრაკვეცა ნამდვილად არაა რა, მატრაკვეცობად შეიძლება ჩათვალო ჯაკუზიანი და ვერანდიანი ლუქსპალატა და არა უბრალოდ ექიმი.

Posted by: arazam 5 Jun 2013, 00:13
kosta-rika
QUOTE
შემთხვევა არ იყოს თორე ექიმი ადამიანია ღმერთი კიარა და ყველა ერთნაირად აგებს პასუხს, აყვანილ ექიმს მეტად მოთხოვ თუ რა?
ბევრი აყვანილი ექიმი ვიცი ბავშვს რო ამოიყვანენ მუცლიდან საშვილოსნოს ასისტენტებს აკერინებენ, ეგეც ეზარებათ, წესიერად თუ ვერ გაკერა მერე ნახე შენ პრობლემები, თორე მუცლის გაჩრას და ამოყვანას 2 წუთი უნდა

+1
არც კი ჩამითვლია არასოდეს ექიმის აყვანა საჭიროდ, აქ ქონა არქონაზე არაა ლაპარაკი, ბავშვს ან მე რომ მჭირდებოდეს და აუცილებლობას წარმოადგენდეს ყველაფერს გავაკეთებდი და იმ ექიმის ფულსაც მოვიტანდი მაგრამ ზედმეტობა მგონია და რა ვიცი

Posted by: kosta-rika 5 Jun 2013, 09:59
arazam
QUOTE
+1
არც კი ჩამითვლია არასოდეს ექიმის აყვანა საჭიროდ, აქ ქონა არქონაზე არაა ლაპარაკი, ბავშვს ან მე რომ მჭირდებოდეს და აუცილებლობას წარმოადგენდეს ყველაფერს გავაკეთებდი და იმ ექიმის ფულსაც მოვიტანდი მაგრამ ზედმეტობა მგონია და რა ვიცი

ამასწინათ ახალი სიცოცხლის ბუღალტერი იყო ჩემთან სამსახურში რაღაც საქმეზე და რო ვკუთხარი ექიმის აყვანა მინდათქო დამცინა რაში იხდი ფულს ეგ ისევ ბავშვს მოახმარე პამპერსები უყიდე 2 წელი ეყოფაო, დიდი სისულელეა ყველა ისე მოგხედავს როგორც აყვანილი უბრალოდ სახელში აძლევ ფულსო და მართალიცაა smile.gif

ძაან გავაბლატავეთ ეს ექიმები რაა
კაი 200 ლარამდე რო მოითხოვონ ჯანდაბას მარა ამას წინათ ვურეკავ ერთს და 500 ლარიო მომიხია
ცალკე ოპერაციიდან ხო რჩებათ 30 % მინიმუმ და კიდე 500 რა კაია აიწყეს ცხოვრება biggrin.gif

Posted by: makavel1 5 Jun 2013, 11:30
QUOTE
ბევრი აყვანილი ექიმი ვიცი ბავშვს რო ამოიყვანენ მუცლიდან საშვილოსნოს ასისტენტებს აკერინებენ

აი ეს არის სიგიჟე ნამდვილად. ფულს ზუსტად იმაში ვუხდი რომ თვითონ გამჭრას და გამკეროს და სხვას თუ გააკერინა რაღად მინდა აყვანა?

Posted by: Mafanya 5 Jun 2013, 12:22
QUOTE
აი ეს არის სიგიჟე ნამდვილად. ფულს ზუსტად იმაში ვუხდი რომ თვითონ გამჭრას და გამკეროს და სხვას თუ გააკერინა რაღად მინდა აყვანა?



ისეთი ექიმი რომ აიყვანოთ რომელიც თვითონ გაგკერავთ არ გიცდიათ? biggrin.gif


QUOTE
ამასწინათ ახალი სიცოცხლის ბუღალტერი იყო ჩემთან სამსახურში რაღაც საქმეზე და რო ვკუთხარი ექიმის აყვანა მინდათქო დამცინა რაში იხდი ფულს ეგ ისევ ბავშვს მოახმარე პამპერსები უყიდე 2 წელი ეყოფაო, დიდი სისულელეა ყველა ისე მოგხედავს როგორც აყვანილი უბრალოდ სახელში აძლევ ფულსო და მართალიცაა smile.gif

დედის ჯანმრთელობა პამპერსებზე ძვირფასი არ ღირს? როდესაც ფიზიოლოგიური უპრობლემო ჩვენებაა- კი ბატონო, შეიძლება ზედმეტია ექიმის აყვანა , მაგრამ როცა საკეისროა - ვერ დაველოდები იღბალს რომ კარგი ექიმი შემხვდება მორიგე და არა ასისტენტი მაგალითად.


Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 13:17
Mafanya
+1000 ვინ გაძალებს ექიმის აყვანას თუ კარგად მიდის ყველაფერი და ფიზიოლოგიურად აჩენ? მაგრამ როცა საკეისროა და დედა უნდა გაიჭრას რატომ უნდა ვენდო ნებისმიერ შემხვედრს, ცოტაა თუნდაც პრესტიჟულ სამშობიაროებში, ცუდად გაჭრილ და გაკერილ დედას სეფსისი და კიდევ ათასი უბედურება რომ დამართეს? როცა ვიხდი ფულს იმაში რომ ვიგრძნო თავი უსაფრთხოდ, აბა კაი დედის შვილია და რამე შეეშალოს, პასუხს მოვთხოვ კი არა თავს მოვაჭამ, იგივე იქნება ნებისმიერ შემხვდერთან, მე მშობიარობის დროს დამატებით 500 ლარს გადავიხდი თუ მხოლოდ მშობიარობის ფულს, მათ მოვალეობაში შედის ჩემი და ჩემი შვილის უსაფრთხოება!

Posted by: makavel1 5 Jun 2013, 13:18
Mafanya
Da vin tkva rom ar micdia?

Posted by: Mafanya 5 Jun 2013, 13:22
makavel1
მართალი გითხრათ მთელი თემა არ გადამიკითხავს, მაგრამ ისეთი კატეგორიული წინააღდეგი გამოდიხართ ექიმის აყვანის საკეისროს დროს, რომ ვიფიქრე ცუდი გამოცდილება აქვს თქო wink.gif

Posted by: kosta-rika 5 Jun 2013, 16:07
Mafanya
QUOTE
დედის ჯანმრთელობა პამპერსებზე ძვირფასი არ ღირს?  როდესაც ფიზიოლოგიური უპრობლემო ჩვენებაა- კი ბატონო, შეიძლება ზედმეტია ექიმის აყვანა , მაგრამ როცა საკეისროა - ვერ დაველოდები იღბალს რომ კარგი ექიმი შემხვდება მორიგე და არა ასისტენტი მაგალითად.

ზუსტად გავიგე გოგოებო რა ექიმებიც მუშაობენ დღე ისინი არიან ღამე უბრალოდ მორიგეობით, და ასისტენტს არავინ არ აკეთებინებს ოპერაციას
შენ რა გგონია 1000 ლარს რო იხდი საკეისროში ექიმს რამდენი რჩება? მინიმუმ 300 ლარი. ხოდა რატო უნდა გაგიკეთოს ცუდათ უფასოდ გიკეთებს თუ რა
wink.gif
ნახევარ საათიანი ოპერაციის გამო არავინ ჩაიგდებს თავს საფრთხეში
ყველა კარგათ გაკერავს, ნუ თუ მართლა უცოდინარი არაა
უცოდინრებს კი მარტო ოპერაციას არავინ აკეთებინეს
მოკლედ რადგან ეს თავის დამშვიდების საშვალებააა გადაიხადეთ ზედმეტი რა პრობლემაა, უბრალოდ ძაან გლობარური თემა გახდა ეს აყვანილი ექიმი, თან ისე ღორობენ მოკვდები სიცილით
დაადე მაქს 200 ლარი, რა უბედურებაა 500, ოპერაციიდანაც რჩებათ 300-400
ნახევარ საათში მაგათი კუშები 1000ს ურტყავს, ხალხის ხარჯზე გამდიდრება კი კაი მოიგონეს biggrin.gif

Posted by: blblbl 5 Jun 2013, 16:13
kosta-rika
QUOTE
დაადე მაქს 200 ლარი, რა უბედურებაა 500,

ახალ სიცოცხელშია მარტო ეგ ფასი ექიმის აყვანა,სხვაგან იაფია.

Posted by: arazam 5 Jun 2013, 16:28
blblbl
QUOTE
სხვაგან იაფია

იაფი რომელია? ან 200 სადმე ღირს?

Mafanya
QUOTE
ისეთი ექიმი რომ აიყვანოთ რომელიც თვითონ გაგკერავთ არ გიცდიათ?

ნწ, არა , ჯერ მკითხაობა არ დაგვიწყია პირველ ბავშვზე და მეორეზე ვეცდებით

Posted by: L O L I T A 5 Jun 2013, 16:41
გოგოებო ვარ 30 კვირის ორსული და ვერ გადამიწყვეტია სად ვიმშობიარო (ვიკეთებ საკეისროს)
ჩემთან სამსახურში სოსო ღოღობერიძის ფან-კლუბია და დაჟინებით მირჩევენ მასთან მშობიარობას ჰერაში
აღრიცხვაზე ჩაჩავას კლინიკაში ვარ და იდეაში თავიდან მანდ ვაპირებდი მშობიარობას, მაგრამ მერე ბევრისგან მოვისმინე უკმაყოფილების შესახებ და საგონებელში ჩავარდი.
მაინტერესებს თქვენ თუ გიმშობიარიათ რომელიმე მათგანში და რას მირჩევდით?

კიდევ ერთი კითხვა მაქვს. სხვა თემაში დავსვი, არ ვიცი რამდენად სწორად smile.gif
ექიმის აყვანა რომელი კვირიდან უნდა მოხდეს და აყვანის ფულს როდის ვიხდი, მშობიარობის მერე?

მადლობა წინასწარ

Posted by: makavel1 5 Jun 2013, 16:53
Mafanya
მე საერთოდ არ გამოვდივარ ექიმის აყვანის წინააღმდეგი და მსგავსი არაფერიც არ დამიპოსტავს, რაც მაღიზიანებს უბრალოდ არის ის რომ კონკრეტულ ადამიანს უხდი ფულს და ის თავის საქმეს არ აკეთებს.

Posted by: Galo 7 Jun 2013, 16:30
ყოფილი არამიანცის სამშობიერო ისევ გაიხსნა,გარემონტდა და ძაან მაგარი გახდა! ეხლა ჰქვია "ახალი სამშობიარო ცენტრი"! ორი ბავშვი გავაჩინე იქ და ფეისბუქზე სურათები რომ ვნახე - ვერ ვიცანი იქაურობა! )))
* * *
QUOTE

L O L I T A

საკეისროებში ჩემო აზრით,ამირან ქორიძეზე მაგარი არავინ არ არის! ორივე საკეისრო მან გამიკეთა.

Posted by: Princess 7 Jun 2013, 16:58
ექიმის აყვენა საკეისროს დროს 200 ლარი არ გამიგია სადმე ღირDეს
ჩაჩავაში 300ლარია, სხვაგან არ ვიცი

L O L I T A
აყვანის ფულს იხდი მშობიარობის მერე, აყვანა ხდება 34-35კვირიდან, გააჩნია ორსულის მდგომარეობას

Posted by: kosta-rika 10 Jun 2013, 09:25
Galo
QUOTE
ყოფილი არამიანცის სამშობიერო ისევ გაიხსნა,გარემონტდა და ძაან მაგარი გახდა! ეხლა ჰქვია "ახალი სამშობიარო ცენტრი"! ორი ბავშვი გავაჩინე იქ და ფეისბუქზე სურათები რომ ვნახე - ვერ ვიცანი იქაურობა! )))

მანდ ვაპირებ მშობიარობას ბესოსთან
ამასცინათ წავედით მე და ჩემი ქმარი და ძაან მოგვეწონა smile.gif
ფეისბუქზე მაგათი გვერდი როგორ ვნახო?

Posted by: Springchild 10 Jun 2013, 15:37
Princess

მე და შენ ორსულები 2011-12ში ვიყავით ამ თემაში და მიხარია რომ ისევ ელოდები.. მე ვერ დავგეგმე ასე მალე.. smile.gif

Posted by: Princess 10 Jun 2013, 15:40
Springchild
ხოო მახსოვს ))
მეც არ დამიგეგმია, უფრო მომავალ წელს ვგეგმავდი, მაგრამ... smile.gif

Posted by: Springchild 10 Jun 2013, 15:43
Princess

გილოცავ! მართლა ძალიან გამიხარდა! ისევ ჩაჩავაში?

Posted by: Princess 10 Jun 2013, 15:48
Springchild
კი ისევ შანIძესთან დავდივარ რა თქმა უნდა.
მერე დარახველიძესტან გადავინაცვლებ ))
წინაზე არ მეშინოდა ოპერაციის და ეხლა რაღაც შიშები დამეწყო, მეორეჯერ რომ უნდა გამჭრან(((

Posted by: Springchild 10 Jun 2013, 15:56
Princess

დარახველიძე ძლიერია, თავისი საქმე 10-იანზე იცის, ენდობი-მთავარი ესაა!

Posted by: ქინქლა 11 Jun 2013, 11:34
გოგოებო, ჩემი მეგობარი ეძებს სამშობიაროს და ვერ გადაუწყვეტია სად მივიდეს. არის რეზუს უარყოფითიანი და უნდა ქალ-მეანთან მშობიარობა. სად და რომელ მეანს გვირჩევთ?? კაცის ხსენებაც კი არ უნდა. საკეისროს გადაწყვეტს თუ ექიმი ურჩევს ჩვენების მიხედვით და მაგ შემთხვევაში დავარაშვილთან მივა მაგრამ მშობიარობა უნდა. მადლობთ წინასწარ


Posted by: ninucanini 12 Jun 2013, 09:59
გამარჯობათ გოგოებო, ვინმემ თუ იცით სამშობიარო სახლი ,,ახალი სიცოცხლე" და მეანი შოთა ნაცვლიშვილი? როგორი სამშობიაროა და მეანიც როგორია, ჯერვერ გადამიწყვეტია მასთან მივიდე თუ არა, ჩემი მკურნალი გინეკოლოგი მისი დამხმარე გინეკოლოგია სამშობიაროში და მინდა გავერკვე თვითონ სამშOბიაროშIც და მეანშიც. წინასწარ მადლობა.

Posted by: falestra 12 Jun 2013, 12:41
ჩემი პაწუკა უკვე მოევლინა ქვეყანას))))) მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ დარახველიძის, ჩაჩავას კლინიკაც მომეწონა, თუმცა პატარპატარა ხარვეზები ნამდვილად არის..

Posted by: dadu411 12 Jun 2013, 17:17
ninucanini
ჩემმა დაქალმა იმშობიარა მანდ თებერვალში და ძალიან უკმაყოფილოა ..ექიმიც ყავდა აყვანილი და რო ვიმშობიარე მერე მოვიდაო ...ერთი სიტყვიით მაგ სამშობიაროს ხსენება არ უნდა რო ვკითხე რა არ მოგეწონა იძახის არაფერი არ მომეწონააო ბავშვი რო აბანავეს ონკანს შეუშვირეს პირდაპირ სახით იმის მერე ვერ იტანს ბანაობასო ... რავიცი აბაა თუმცა კმაყოპილიც ბევრი ყავს მაგ სამშობიაროს
* * *
L O L I T A
მე ვვიმშობიარე ჰერაშიი ღოღობერიძეზე მართლაც ბრდღვნა მიდიის biggrin.gif მე არ მყავდა ექიმი აყვანილი მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჰერათი ნორმალური პირობებია პირველი რაც მომეწონაა ისაა რომ ბავშვები გაყავთ ღამე და ახალ ნამშობიარებელს არ გიწევს ღამეების თენება .... ფულს მერე იხდი გამოწერის დღეს უკვე 30 კვირის თუ არ აიყვანო შეგიძლია ან 35დან აიყვანე

Posted by: ქინქლა 12 Jun 2013, 17:41
dadu411
QUOTE
არ მომეწონააო ბავშვი რო აბანავეს ონკანს შეუშვირეს პირდაპირ სახით იმის მერე ვერ იტანს ბანაობასო ...

ყველა სამშობიაროში ეგრე ბანენ არანაირი პრობლემა არაა., ონკანის ცივ წყალში არ ბანენ smile.gif

Posted by: blblbl 12 Jun 2013, 18:12
ქინქლა
QUOTE
ონკანს შეუშვირეს პირდაპირ სახით

ამაზეა აქ საუბარი და არა ონკანით დაბანაზე,სახით რომ შეუშვირეს,შეეშინდა და არ უყვარს მას მერე ბანაობა.

Posted by: dadu411 12 Jun 2013, 19:12
ქინქლა
ხოო მარა სახით რო შეუშვირეეს ეგაა გასაკვირიი თორე ეგრე ჩემიც ონკანის ქვეშ დაბანეს

Posted by: Katerina :-) 12 Jun 2013, 22:48
QUOTE (ქინქლა @ 11 Jun 2013, 11:34 )
უნდა ქალ-მეანთან მშობიარობა. სად და რომელ მეანს გვირჩევთ?? კ

მე ვიმშობიარე #1 სამშობიაროში მედეა ადამიასთან, ძალან კარგი მეანია

Posted by: natia2203 13 Jun 2013, 09:17
dadu411
ზოგ ბავშვს არ უყვარს ბანაობა და ონკანზე რომ არ შეეშვირათ შეიძლება მაინც არ ყვარებოდა. სამშობიაროში მაქსიმუმ 3-5 დღის იქნებოდა ბავშვი და მაგ დროს ისეთი შიშის გრძნობა არ აქვს ბავშვს რომ მაგის გამო შეზიზღებოდა ბანაობა

Posted by: ქინქლა 13 Jun 2013, 10:13
dadu411
QUOTE
ხოო მარა სახით რო შეუშვირეეს ეგაა გასაკვირიი თორე ეგრე ჩემიც ონკანის ქვეშ დაბანეს

უი ამას მართლა ვერ მივაქციე ყურადღება, პარდონ. მაშინ დებილი ყოფილა ის ვინც ეს გააკეთა. რა უბედურებაა. ბავშვი კი არა მეც რომ ვინმემ შემაყოფინოს თავი ონკანში, მეც ისტერიკა დამემართება
Katerina :-)
მადლობა

Posted by: dadu411 13 Jun 2013, 11:16
natia2203
ხო შეიძლება მარა ის მაგას აბრალებს იქ შეაშინესოო და ეხლა უკვე მიეჩვია მემგონი აღარ ტირის ხოლმე ქინქლა დებილი იყო აბა რაა ჯერ ხო შეიძლება ცხვირში წასვლოდა წყალი და დამხრჩვალიყო

Posted by: ქინქლა 13 Jun 2013, 12:03
გოგოებო მეან ზალდასატანიშვილის ნომერი გაქვთ ვინმეს? იქნება პმ-ში მომწეროთ? ეგ ახალ სიცოცხლეშიც ხო მუშაობს და ღუდუშაურშიც/

Posted by: makau 13 Jun 2013, 12:09
ვინმემ ხომ არ იცით ბიბიდაში რა სიტუაციაა,ნუ დავარაშვილი რომ კარგია ვიცი,მომსახურებას და პირობებს ვგულისხმობ,ან დარახველიზესთან ვაპირებ ჩაჩავაში და ან დავარაშვილთან ბიბიდაში და სიტუაცია მაინტერესებდა თუ იცით ვინმემ

Posted by: ქინქლა 13 Jun 2013, 12:29
makau
ბიბიდაში ვიმშობიარე მე ორჯერ, მოგონებებში მიწერია შთაბეჭდილებები და აქ გიკოპირებ. ეხლა მაინც აღარ მახსოვს დეტალები

"სამშობიაროში სიტუაცია ისეთივე იყო როგორც მახსოვდა; უბრალოდ ახალი ნარემონტალი იყო და უფრო მეტი სისუფთავე; პერსონალი თითქმის ყველა უცვლელი. უფროსი მედდა დარეჯანი ძალიან მომეწონა; ძალიან სათნო ქალბატონია; წინაზე სხვა იყო უფროსი მედდა; ფაქტიურად მან გადამარჩინა საკეისროს დროს სიკვდილს, ის და ანესთეზეოლოგი მირეგულირებდნენ წნევას (ანესთეზეოლოგის სახელი არ მახსოვს, შუახნის კაცი იყო). ექთნები საშუალოდ ყურადღებიანები იყვნენ; პედიატრიულში ხელმძღვანელი შეუცვლიათ, ამჯერად ქალია განყოფილების უფროსი. პედიატრებიც ზოგი ძველი იყო ზოგი ახალი. ექთნებიც კარგები არიან პედიატრიაში; ერთის გამოკლებით-სასტიკად ვერ ვიტან უზრდელ, უტაქტო და თავხედ გოგოებს და ერთს ეს მოჭარბებულად ახასიათებს; არც მე დავრჩენილვარ ვალში მაგრამ მაინც; პირველ მშობიარობაზეც ასეთი თავხედი იყო; უბრალოდ ეხლა უფრო გააღრმავა თავისი თავხედობის ნიჭი და უფრო გამაღიზინაბელი იყო. ნუ 1 დღე ამისთანას აიტან. მთავარია რომ მართლა საუკეთესო სპეციალისტია. "

Posted by: makau 13 Jun 2013, 12:45
ქინქლა
მადლობა 2kiss.gif

Posted by: გვ@ნც@ 13 Jun 2013, 13:46
გოგოებო, თითქმის გადაწყვეტილი მქონდა ახალ სიცოცხლეში მშობიარობა, მაგრამ ჩემმა ერთმა ახლობელმა ისეთი გამოცდილება მომიყვა გადავიფიქრე ფაქტიურად, უყურადღებობა და პედიატრების არაკვალიფიციურობაა ძირითადი მიზეზები, ახლა ვფიქრობ იმედის კლინიკაზე და ხომ არ გაგიჩენიათ მანდ ამ ბოლო პერიოდში ვინმეს რომ მირჩიოთ მაგათი პირობები?

Posted by: garfield1 13 Jun 2013, 13:51
გვ@ნც@
ჩემ დას ყავს მანდ გაჩენილი ორივე ბავშვი, მეორე 5 თვის წინ გააჩინა, ჩემს დაქალს ასევე ორი საკეისრო აქვს გაკეთებული მანდ. ჩემ დას ექიმი არ აუყვანია, მორიგესთან იმშობიარა და უზომოდ კმაყოფილი იყო.
პრინციპში არც გართულება ქონია და არც სხვა რამე პრობლემა და სხვა შემთხვევაში როგორ იქნებოდა ვერ გეტყვი . ექთნებიც , პედიატრებიც კარგები ყავთო და თან ამას აყვანილი ექიმი რომ არ ყავდა, მორიგე ექიმები არანაკლებ მყვებოდნენ თავზეო, ვისაც აყვანილი ყავდა, იმათთან მორიგე არ შედიოდაო.
მოკლედ რავიცი აქებენ ორივე ძალინა. მე მიზეზი მაქვს(ამ მიზეზებზე შეიძლება ვინმეს გაეცინოს) და მაგიტომ არ მივდივარ მანდ, თორემ ძალიან ახლოს არის ჩემს სახლთან და არც დავფიქრდებოდი ალბათ .

Posted by: makavel1 13 Jun 2013, 14:22
გოგოებო გაგუაში საკეისრო გაგუას აყვანიანად რა ჯდება?

Posted by: tekco777 13 Jun 2013, 14:24
makavel1
პალატა როგორი გინდა??

Posted by: blblbl 13 Jun 2013, 14:24
makavel1
http://gaguaclinic.ge/index.php?id_pages=3

Posted by: makavel1 13 Jun 2013, 14:32
blblbl
გაიხარე
tekco777
მე არ მინდა, ისე ჩვეულებრივი უნდათ

Posted by: Nanuuu 13 Jun 2013, 14:33
გოგოებო, ჰერაზე არავის არ გსმენიათ რამე? ან გამოცდილება თუ გაქვთ?

Posted by: გვ@ნც@ 13 Jun 2013, 14:45
garfield1
მადლობა 2kiss.gif

Posted by: natalialuka 13 Jun 2013, 16:06
Nanuuu

ჰერა ძალიან კარგი, მანდ მუშაობს ჩემი გინეკოლოგი რომელმაც პირველზე მამშობიარა, თანარ გელაძე, უზომოდ კმაყოფილი ვარ მაგ ქალის და მიჯერე ძალიან კარგია

Posted by: buskunia 14 Jun 2013, 11:25
მშობიარობა მართლა უფასო ხდება თუ ტყუილი სიტყვებია? და რა მაინტერესებს კიდე.. თუ უფასო გახდა მარტო სახელმწიფო სამშობიაროებს შეეხება თუ კერძოსაც?


Nanuuu


ნორმალური სამშობიაროა.არც დიდი ქება მსმენია ვინმესგან და არც ცუდი smile.gif

Posted by: Nanuuu 14 Jun 2013, 11:36
natalialuka
QUOTE
ჰერა ძალიან კარგი,

ჩემი გინეკოლოგიც მანდაა და იუნონაში, ანუ ჰერაში ამშობიარებს თავის პაციენტებს, ძირითადად იუნონაშია.
მეც მსემნია ჰერაზე, კარგიაო, პატარა და ოჯახური და საყვარელიო smile.gif
დიღომში გადავედითო გუშინ მითხრა, ხაარ ნამყოფი მაანდ?
buskunia
QUOTE
არც დიდი ქება მსმენია ვინმესგან და არც ცუდი

ცუდი რო არ გსმენია ეგ უკვე კარგია biggrin.gif
QUOTE
მშობიარობა მართლა უფასო ხდება თუ ტყუილი სიტყვებია?

ხდებაო, პირველი ივლისიდან, ოღონდ მათთვის იქნება უფასო, ვისაც დაზღვევა არა აქვს, და თU ძაან ძვირიან კლინიკაშI მოგინდა მშობიარობა,
თანხის დამატება მაინც მოგიწევს...

Posted by: natalialuka 14 Jun 2013, 16:25
Nanuuu

მე ძალიან მინდა ისევ ჩემს ექიმთან ვიმშობიარო, იმიტომ რომ პირველზე ძალიან დამეხმარა და ვნახოთ თუ ფასები ნორმალური იყო სამშობიაროდ ისევ გელაძესთან მივალ

Posted by: ssvoapnoi 14 Jun 2013, 18:40
მეგობრებო თუ ვინმემ იცით ღუდუშაურში როგორი პირობებია, როგორი გარემოა, ძალიან მაინტერესებს, მამუკა ნემსაძესთან უნდა ვიმშობიარო უეჭველი და იძულებული ვარ მანდ მივიდე.

Posted by: garfield1 14 Jun 2013, 18:42
ssvoapnoi
მამუკა ნემსაძე ახალ სიცოცხლეშიც არის , მაგრამ გაითვალისწინე გაუტკივარებას არ აკეთებს, უწერიათ გოგოებს მოგონებების თემაში .

Posted by: blblbl 14 Jun 2013, 19:12
ssvoapnoi
QUOTE
მამუკა ნემსაძესთან უნდა ვიმშობიარო უეჭველი

რატოოო? biggrin.gif
ღუდუშაურს რაც შეეხება საშინელი პირობებია,ახალ სიცოცხლეში მიდი.



Posted by: მარიამი 14 Jun 2013, 22:04
კი ვიცოდი და დამავიწყდა, ვინმემ შემახსენეთ რა: რა ჯდება ჯანმრთელობის სახლში საკეისრო? წინასაოპერაციო ანალიზებში უკვე გადავიხადე 277 ლარი. კიდევ რამდენი უნდა მქონდეს ხელში, როცა წავალ?

Posted by: garfield1 14 Jun 2013, 22:11
მარიამი
1670 ლარი თუ არ მეშლება და სწორად მახსოვს .
მაინც დარეკე ხვალ და იკითხე ჯობია .
რა შედის მაგ წინასაკეისრო ანალიზებში ?

Posted by: pravinia 14 Jun 2013, 22:15
garfield1


165 ლარი ლაბორატორიული კვლევებია, სისხლი, შარდი, ნაცხი ბარდება
დანარჩენი არის მამოლოგის, ალერგოლოგის, თერაპევტის და ანესთეზიოლოგის კონსულტაციები;
ალერგოლოგი სინჯებს გაგიკეთებს 5 წამალზე

Posted by: garfield1 14 Jun 2013, 22:15
pravinia
და საკეისრო სწორად მახსოვს ? 1670 ლარია ?

Posted by: pravinia 14 Jun 2013, 22:19
garfield1

მგონი 1665 მითხრეს, მე 1200 დაზღვევამ დამისვა და ზუსტი თანხა სხვაობა რა გადავიხადეთ არ მახსოვს smile.gif
მაგრამ მეტი ნაღდად არაა

Posted by: garfield1 14 Jun 2013, 22:24
pravinia
უი შეგჭამე ძაან მაგრამ, ჩემი სადაზღვევოს პროვაიდერი არაა ჯან.სახლი და ხომ არ იცი როგორ იქნება ეგ ამბავი, მე უნდა გადავიხადო და ჩამირიცხავენ ?
თუ კალკულაცია უნდა წავიღო ირაოში და საგარანტიო ფურცელიც ეყოფათ ?

Posted by: მარიამი 14 Jun 2013, 22:40
garfield1
pravinia
მადლობა, მეც დაახლოებით მასე მახსოვდა. ყოველი შემთხვევისთვის 1800 რომ წავიღო, მეყოფა. ისე გადახდა როდის უნდა ხომ არ იცით? წინასწარ თუ მერე?

garfield1
წინასაკეისრო ანალიზებში შედის 167 ლარის სისხლის, შარდის, ნაცხის ანალიზები (ყველას რა დაიმახსოვრებს, მაგრამ ბევრი იყო) და დანარჩენი თერეპევტის, მამოლოგის, ალერგოლოგის, ანესთეზიოლოგის კონსულტაციები.

ჩემი პროვაიდერიც არაა და უნდა გადავიხადო და მერე ამინაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.
* * *
ისე რა მაგის პასუხია და კი მაინტერესებს, რა საჭიროა სისხლის ჯგუფის დადგენა ყველა ორსულობაში რამდენიმეჯერ. გაცვლა-გამოცვლის ბარათში გარკვევით წერია ჩემი ჯგუფი თავის რეზუსიანად. და კიდევ რატომ გამიკეთეს მაგაზე ანალიზი? შემეცვლებოდა თუ როგორაა საქმე? biggrin.gif

Posted by: garfield1 14 Jun 2013, 23:17
მარიამი
ჩემმა დაქალმა მთელი ცხოვრება იცოდა რომ რეზუს დადებითი იყო და ორსულობაში აღმოაჩინა რომ უარყოფითი ყოფილა.
ისე დავიჯერო იცვლება ეგეც? რაღაც მეეჭვება ეგ ამბავი, მაგრამ მაშინ რა საჭიროა ყოველ ჯერზე თავიდან დადგენა ?

წინასაკეისრო ანალიზებში B სტრეპტოკოკიც შედის? თუ ეგ ცალკე კეთდება?

Posted by: FoXy 15 Jun 2013, 00:11
garfield1
QUOTE
ისე დავიჯერო იცვლება ეგეც?

მთელი ცხოვრება 4 უარყოფითი მქონდა და ორსულობის დროს დადებითი აჩვენა რამოდენიმე ანალიზმაbiggrin.gif ექიმმა მითხრა შეიძლება შეიცვალაო.

Posted by: blblbl 15 Jun 2013, 00:21
FoXy
QUOTE
ექიმმა მითხრა შეიძლება შეიცვალაო.

გამორიცხულია და შეუძლებელი,მანამდე შეეშალათ ალბათ ან ორსულობაში,თორემ რეზუსის შეცვლა გამორიცხულია.

Posted by: garfield1 15 Jun 2013, 00:25
FoXy

სისხლის ჯგუფი და რეზუსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელია, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ სისხლის ჯგუფი შეეცვალა. მათ წლების წინათ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად იცოდნენ, რომ ერთი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში გამოკლევით სულ სხვა ჯგუფი აღმოაჩნდათ. 1999 წლამდე სისხლის ჯგუფისა და რეზუსის საკვლევი დიაგნოსტი-კუმები მთელ მსოფლიოში ადამიანის პლაზმისგან მზადდებოდა. ეს დიაგნოსტიკუმები მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფი-კურობით არ გამოირჩეოდა, რაც ნიშნავს, რომ გამორიცხული არ იყო შეცდომა. დღეს საქართველოში სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა წარმოებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მიღებული მეთოდებით -მაღალი ხარისხის მონოკლონებით, გელ-ტექნოლოგიებით. მათი გამოყენება გამორიცხავს მცდარ პასუხს. სწორედ წარსულში მიღებული მცდარი შედეგი უქმნის ზოგიერთ ადამიანს ილუზიას, რომ მას სისხლის ჯგუფი ან რეზუსი შეეცვალა. სინამდვილეში მოხდა ამ მაჩვენებლების ზუსტი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ერთი გარემოება: ძვლის ტვინის გადანერგვის ანუ ტრანსპლანტაციის დროს, რასაც ლეიკოზის მკურნალობისას მიმართავენ, განსხვავებული ჯგუფის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემთხვევაში ერთი ჯგუფის სისხლი შესაძლოა მართლაც შეიცვალოს მეორით. გარდა ამისა, დღეს შესაძლებელია სისხლის ჯგუფის ექსტრაკორპორალურად ანუ ორგანიზმის გარეთ ხელოვნური შეცვლა ბაქტერიებისგან მიღებული ენზიმების (ფერმენტების) ზემოქმედებით. კლინიკურ გამოცდას გადის აღნიშნული გარდაქმნისთვის შექმნილი აპარატურაც, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით სამეცნიერო კვლევათა სფეროა.

აი ეს ინფორმაცია ვნახე და გამოდის რომ ადრე თუ გქონდა კვლევა ჩატარებული, შეიძლება არ ყოფილიყო სანდო

Posted by: FoXy 15 Jun 2013, 00:29
blblbl
garfield1
ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მაშIნ უარყოფითი იყო რამოდენიმეჯერ მომიწია გაკეთება და ეხლა, რომ აღმოჩნდა დადებითი ჩემმა ექიმმა 3 სხვადასხვა ადგილას გამაკეთებინა და დადებითი იყოbiggrin.gif რას გაიგებ, ალბათ მართლა ეშლებოდათ ადრე.კიდევ კარგი სისხლი არ დამჭირდაbiggrin.gif

Posted by: E_ko 15 Jun 2013, 11:34
garfield1
QUOTE
წინასაკეისრო ანალიზებში B სტრეპტოკოკიც შედის? თუ ეგ ცალკე კეთდება?

მე როგორც მახსოვს ცალკე გამიკეთეს. ლაბორატორიაში ჩამოწერილ ანალიზებში არ იყო.

Posted by: makavel1 15 Jun 2013, 11:56
garfield1
მეც მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ 1 დადებითი ვიყავი და რომ დავიბადე იმ სამშობიაროს რაღაც ფურცელი რომაა სადაც ყველაფერი წერია რა აცრები გაგიკეთეს და ა.შ. იქაც წერია რომ 1 დადებითი ვარ და დადუნაზე ორსულობაში აღმოვაჩინე რომ 1 უარყოფითი ვყოფილვარ biggrin.gif

Posted by: nusa 15 Jun 2013, 13:06
garfield1
არ ვიცი ეგ ინფორმაცია რამდენად ზუსტია, მაგრამ ის რომ ეხლაც შეიძლება შეეშალოთ არც ეგაა გამორიცხული.
საერთოდ არ ვიცოდი რა ჯგუფის და რეზუსის სისხლი მქონდა ორსულობმადე, არ დამჭირვებია არაფერში.
ერთ კლნიკაში III მითხრეს და მეორეში II, სულ რაღაც 2-3 კვირის ინტერვალით.
გადამოწმებით დადგინდა II.

Posted by: voice of amerika 15 Jun 2013, 16:21
ჰერაში 1600 ღირს საკეისრო და ამას კიდე ანალიზების თანხაც ემატება ეგრე გამოდის? და პლუს ექიმს თუ აიყვან ეგეც...კაი ბევრი გამოდის..

Posted by: arazam 15 Jun 2013, 17:33
voice of amerika
QUOTE
ჰერაში 1600 ღირს საკეისრო

სად წაიკითხე ვინ თქვა ეს ფასი?

სამეანო განყოფილება

ფიზიოლოგიური მშობიარობა
ფიზიოლოგიური მშობიარობა 3 საწოლიან პალატაში - 650ლარი;

ფიზიოლოგიური მშობიარობა 2 საწოლიან პალატაში - 750ლარი;

ფიზიოლოგიური მშობიარობა 1 საწოლიან პალატაში - 850ლარი;

ფიზიოლოგიური მშობიარობა ლუქს პალატაში - 980ლარი;


საკეისრო კვეთა
მშობიარობა 3 საწოლიან პალატაში - 1000ლარი;

შობიარობა 2 საწოლიან პალატაში - 1050ლარი;

მშობიარობა 1 საწოლიან პალატაში - 1100ლარი;

მშობიარობა ლუქს პალატაში - 1200ლარი;

1 საწოლიანი + ექიმი რომ აიყვანო 1400 ლარი ჯდება

Posted by: natalialuka 15 Jun 2013, 18:08
arazam

არ ყოფილა ფიზიოლოგიური მობიარობა აქ ძვირი, შენ თუ იცი გელაძის აყვანა რა ჯდება? თუ მანდ მნიშვნელობა არ ააქვს რომელ ექიმს აიყვან?

Posted by: voice of amerika 15 Jun 2013, 19:43
მე ეტყობა ამერია, წინა გვერდზე უწერიათ ჯანმრთელობის სახლის ფასები და აშაკარად ჰერა მეგონაsmile.gif)) არ ყოფილა ძვირი ჰერაში და გამიხარდა, მგონი უნდა ჩავეტიო ჩემი კორპო დაზღვევითsmile.gif იმედია ანალიზებიც შედის მაგ თანხაშიsmile.gif

Posted by: arazam 15 Jun 2013, 22:05
natalialuka
ხო არაა ძვირი საერთოდ, გელაძის არ ვიცი , სოსო ღირს 300 ლარი მარტო ეგ ვიცი

Posted by: regenbogen 15 Jun 2013, 22:09
პაატა მახარაშვილის აყვანა რა ღირს ხომ არ იცით???


Posted by: makau 15 Jun 2013, 23:40
FoXy
makavel1
garfield1
მოკლედ უკვე რამდენზე გავიგე..მეც ეგრე მგონია რომ მაშინ ვერ აკეთებდნენ სწორად,თორემ ამდენი შემთხვევა როგორ აიხსნება.მე დადებითი ვიცოდი და ორსულობაში გავიგე რომ უარყოფითი მქონია

Posted by: agnes 16 Jun 2013, 12:09
QUOTE
პაატა მახარაშვილის აყვანა რა ღირს ხომ არ იცით??

280 ლარი მე როგორც ვიცი

Posted by: natalialuka 16 Jun 2013, 12:41
arazam

როგორ მაინტერესებს გელაძე, თან იმ პერიოდში მყავდა აყვანილი როცა უკვე ქალაქიდან იყო გასული და მშOბიარობა და სამშობიაროში ყოფნა შაბათ კვირას მომიწია და ყველა დღე ჩამოდიოდა ჩვენს სანახავად აგარაკიდან, გამსინჯავდა და მიდიოდა, ამას ეხლა არავინ გაგიკეთებს, იმიტომ მინდა ისევ გელაძე

Posted by: buskunia 16 Jun 2013, 17:13
Nanuuu


ახალ სიცოცხლეს ან ემბრიოს ვფიქრობ,განსაკუთრებით ძვირიანი არც ერთი არაა,პირიქით... smile.gif

კერძო დაზღვევა არ მაქვს,მარტო საყოველთაოთი ვარ დაზღვეული და ეგ როგორც ვიცი არ ანაზღაურებს მშობიარობას. ანუ დამაფინანსებენ?

Posted by: Nanuuu 17 Jun 2013, 11:41
buskunia
მმმმმ, საყოველთაოთი რო ხარ, ის გინაზღაურებს მშობიარობას?
ანუ როგორც მე მივხვდი, არსად არ უნდა იყო დაზღვეული და არ უნდა გიფინასდებოდეს არსაიდან მშობიარობა რო ეს სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
გადაამოწმე მაინც, მერიის ცხელ ხაზზე დარეკე ან რამე.

Posted by: garfield1 17 Jun 2013, 11:44
Nanuuu
არა ნან, საყოველთაო პირველი მარტიდან შემოვიდა და ზუსტად ეგაა ნათქვამი რომ 28 თებერვლის ჩათვლით არ უნდა გქონოდა არსად დაზღვევა და საყოველთაო დაზღვევა ვისაც აქვს იმასთან პრობლემა არაა

Posted by: Nanuuu 17 Jun 2013, 11:46
garfield1
აჰაა, ანუ დაუფინანსებენ buskunia-ს smile.gif
მე რო არ დამიფინანსებენ კი ვიცი და....
თან ცოტა მაქვს ლიმიტი 1200 ლარი... მაგ 1200-დამ 1000-ღა მაქვს დარჩენილი და რაც მანამდე
ანალიზები, ეხოები და ექიმთან ვიზიტები მომიწევს რაღა დამრჩება....

Posted by: garfield1 17 Jun 2013, 11:48
Nanuuu
მე დამემთხვა კარგად ძალიან, წინა წლის დაზღვევას აპრილში გაუვიდა ვადა და აპრილამდე 1200 ლარი მქონდა, რომელიც ბოლომდე ვერც დავხარჯე. ხოდა ეხლა შევიცვალეთ სადაზღვევო და 2500 მაქ და მყოფნის გემრიელად

Posted by: Nanuuu 17 Jun 2013, 12:15
garfield1
QUOTE
2500

მშვენიერია smile.gif

Posted by: Princess 17 Jun 2013, 14:24
natalialuka
თამარ გელაძეზე ამბობ? უზნაძეზე მუშაობდა მეოთხე სამშობიარო ერქვა ადრე თუ არ ვცდები , ეხლა სად გადავიდა?

Posted by: ათულია 17 Jun 2013, 14:55
Princess
QUOTE
უზნაძეზე მუშაობდა მეოთხე სამშობიარო ერქვა ადრე თუ არ ვცდები


ეგ მეორე სამშობიროა, მეოთხე უარყოფითიანებისაა და დღემდე ორთაჭალაშია

Posted by: natalialuka 17 Jun 2013, 16:57
Princess

კი თამარ გელაძეზე ვამბობ უზნაძეზეც იყო და ჰერაშიც მუშოაბდა და ეხლა ჰერაშია ისევ

Posted by: kosta-rika 17 Jun 2013, 19:59
garfield1
QUOTE
შევიცვალეთ სადაზღვევო და 2500 მაქ და მყოფნის გემრიელად

რა დაზღვევა გაქ ასეთი? კაია ძაან
მე 1600 მაქ და არ მყოფნის
აყვანილ ექიმს არ ანაზღაურებს ხო სადაზღვევო?

Posted by: garfield1 17 Jun 2013, 20:05
kosta-rika
ჩემთან ანაზღაურებს, აყვანილ ექიმსაც და ლუქსპალატასაც.
ჩვენებით საკეისროსაც თავისთავად .
ირაოს დაზღვევა მაქვს, პრემიუმი თუ რაღაც ქვია არ ვიცი ზუსტად

Posted by: ninucanini 17 Jun 2013, 20:47
QUOTE (buskunia @ 16 Jun 2013, 17:13 )
Nanuuu


ახალ სიცოცხლეს ან ემბრიოს ვფიქრობ,განსაკუთრებით ძვირიანი არც ერთი არაა,პირიქით... smile.gif

კერძო დაზღვევა არ მაქვს,მარტო საყოველთაოთი ვარ დაზღვეული და ეგ როგორც ვიცი არ ანაზღაურებს მშობიარობას. ანუ დამაფინანსებენ?

ახალი სიცოცხლე ჟვანიას კლინიკასთან რომ არის იმაზე იძახი? ვისთან გინდა იქ მშობიარობა? მეც იქ ვაპირებ თითქოს და ჯერ ვერავინ ვნახე რომ იცოდეს ან სამშობიარო ან შოთა ნაცვლიშვილი თვითOნ, თუ რამე საინტერესო იცი მაგ სამშობიაროზე მომწერე, რა.
* * *
გავიგე რომ ამირან ქორიძესთან საკეისრო გამხდარა 2500 ლარი, ვინმემ რამე თუ იცით ამ ინფირმაცია/ჭორის შესახებ?

Posted by: stasia 17 Jun 2013, 21:41
QUOTE
გავიგე რომ ამირან ქორიძესთან საკეისრო გამხდარა 2500 ლარი,




რაიიიიიიიიიიიი?????????

რა თავის მოქაჩლებაა ეხლა ეგ?






Posted by: jaa 17 Jun 2013, 21:43
ninucanini
მეც შოთასთან ვაპირებ, იმიტო რო ახალ სიცოცხლემდეც ჩემმა დეიდაშვილმა, ბიცოლაჩემმაც და დეიდაჩემმაც 2-2 ბავშვი მაგასთან გააჩინეს, იმათმაც საკეისროები გაიკეთეს და მეც საკეისროს ვაპირებ, ერთგვარი ოჯახის ექიმია ჩვენი biggrin.gif, მე ჯერ არ ვიცნობ პირადად, 35 კვირის მერე მივალ, მაგრამ ვიცი რომ ძაან კარგი ექიმია, ვენდობი ჩემების გამოცდილებას. 2 თვის წინ გააჩინა ბიცოლაჩემმა ახალ სიცოცხლეში და ძაან კმაყოფილია ყველაფრით

Posted by: garfield1 17 Jun 2013, 21:47
ninucanini
არამგონია , ჩემი ექიმი მეტყოდა მაგას აუცილებლად, ჭორია აშკარად.

და საიდან გაიგე თუ საიდუმლო არაა, სანდო წყაროა ?

Posted by: მარიამი 17 Jun 2013, 22:52
QUOTE
გავიგე რომ ამირან ქორიძესთან საკეისრო გამხდარა 2500 ლარი

ზეგ ვიკეთებ და არაფერი უთქვამთ გაძვირების შესახებ. ხვალ დავრეკავ მაინც და გადავამოწმებ.

Posted by: stasia 17 Jun 2013, 23:33
მარიამი

უი კი მოვიდა 19, როგორი გაქვს წინა საკეისრო განწყობა?

Posted by: kosta-rika 17 Jun 2013, 23:34
garfield1
QUOTE
ჩემთან ანაზღაურებს, აყვანილ ექიმსაც და ლუქსპალატასაც.ჩვენებით საკეისროსაც თავისთავად .ირაოს დაზღვევა მაქვს, პრემიუმი თუ რაღაც ქვია არ ვიცი ზუსტად

მაგარია ძაან wink.gif

Posted by: ninucanini 18 Jun 2013, 15:03
QUOTE (garfield1 @ 17 Jun 2013, 21:47 )
ninucanini
არამგონია , ჩემი ექიმი მეტყოდა მაგას აუცილებლად, ჭორია აშკარად.

და საიდან გაიგე თუ საიდუმლო არაა, სანდო წყაროა ?

საიდან და ბადადების დღეე ვიყავი, და როცა სამშობიაროებე ჩამოვარდა ლაპარაკი ვთქმი ქორიესთან მიდოდა თქო, მაგრამ დავრეკე და 2000 მითხრეს ანალიზებიანად თქო, ცოტა მეზვირება და ჯერ არ ვიცი რა ვქნა თქო, იქ ვიღაც გოგომ სულ უცხომ მითხრა ამირანთან ჩმეი მული მუშაობსო და 3 თვეა უკვე 2500 ლარი გახდა საკეისროო, ყველა იახის როგორი ძვირიაო, მაგრამ ამირანმა პასუხი გაგვცა მე ესე მიღირსო.
* * *
QUOTE (jaa @ 17 Jun 2013, 21:43 )
ninucanini
მეც შოთასთან ვაპირებ, იმიტო რო ახალ სიცოცხლემდეც ჩემმა დეიდაშვილმა, ბიცოლაჩემმაც და დეიდაჩემმაც 2-2 ბავშვი მაგასთან გააჩინეს, იმათმაც საკეისროები გაიკეთეს და მეც საკეისროს ვაპირებ, ერთგვარი ოჯახის ექიმია ჩვენი biggrin.gif, მე ჯერ არ ვიცნობ პირადად, 35 კვირის მერე მივალ, მაგრამ ვიცი რომ ძაან კარგი ექიმია, ვენდობი ჩემების გამოცდილებას. 2 თვის წინ გააჩინა ბიცოლაჩემმა ახალ სიცოცხლეში და ძაან კმაყოფილია ყველაფრით

შენ გაიხარე, ძვლივლ არ გნახე ვინც დადებითად გამოეხმაურა მაგ კლინიკას!! გული მისკდებოდა, აქ დამიწერა ერთმა გოგომ ჩემმა დაქალმა იმშობიარა და ყველაფრით უკმაყოფილო იყოო. გამიხარდა როდის ელოდები? მომწერე მერე შთაბეჭდილებები შოთაზე, და თU იცი ღამით ბავშვი გაყავთ თუ შენთან არის? ძალიან ბევრი კითხვები დაგაყარე, მაგრამ ვნერვიულობ ცოტას, სრულიად უცხო სამშობიაროა და მინდა კარგად გავერკვიო. მადლობა.,
* * *
QUOTE (stasia @ 17 Jun 2013, 21:41 )
QUOTE
გავიგე რომ ამირან ქორიძესთან საკეისრო გამხდარა 2500 ლარი,




რაიიიიიიიიიიიი?????????

რა თავის მოქაჩლებაა ეხლა ეგ?

ხოო, მეც ძალიან გამიკვირდა , ესეთი სასწაული ფასი არასად არ არის.

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 16:00
ninucanini
სამი თვე ეგ ფასი ვერ იქნება, აქაურმა გოგოებმა იმშობიარეს მაისში და 1665 ღირსო თქვეს+ ანალიზები, ამიტომ ეგ ტყუილია რომ უკვე ეგ ფასია. მომავალში რას აპირებენ ეგ სხვა საქმეა და გავიგებთ თუ გაძვირდა მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ღირს 2500

Posted by: ninucanini 18 Jun 2013, 16:13
QUOTE (garfield1 @ 18 Jun 2013, 16:00 )
ninucanini
სამი თვე ეგ ფასი ვერ იქნება, აქაურმა გოგოებმა იმშობიარეს მაისში და 1665 ღირსო თქვეს+ ანალიზები, ამიტომ ეგ ტყუილია რომ უკვე ეგ ფასია. მომავალში რას აპირებენ ეგ სხვა საქმეა და გავიგებთ თუ გაძვირდა მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ღირს 2500

ხოო, არ ვიცი, ანუ დაახლოებით 1800 ჯდება გამოდის. მაგრამ ჩემმა დაქალმა 1800 საკეისროში გადაიხადა შარშან და 200 ანალიზებში. ვერ მივხვდი რატომაა ესეთი არეული ფასები? იქ კიდევ ერთი მეანი ყოფილა, გვარი არ მახსოვს, შეიძლება იმასთან ცოტა იაფია, არ ვიცი მოკლედ.

Posted by: makau 18 Jun 2013, 16:17
ისე ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმართადაა,ეხლა ის 800 ლარიანი ვაუჩერები რომ იქნება ხომ არ მოიკლებენ სამშობიარო სახლები შემოსავალლს,დარწმუნებული ვარ ყველა აწევს ფასს,დარა გამოვა ჩვენთვის,არცისე დიდი შეღავათი.მოკლედ ეთვლებათ რომ უფასო ხდება მშობიარობა facepalm.gif

Posted by: natia2203 18 Jun 2013, 16:28
garfield1
ანალიზების გარეშე საკეისროს არ გიკეთებენ და შესაბამისად 1665 ლარი არავის არ უჯდება, ანალიზები 250 ლარი ჯდება და 2000-მდე ჯდება საკეისრო. არ მესმის ეგ თანხა საკეისროს თანხაში რატომ არ შეყავთ. მგონი მარკეტინგის ამბავია, იკითხავ საკეისრო რამდენი ჯდებაო, გეუბნებიან 1665 და რეალურად 2000 გიჯდება

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 16:35
natia2203
როგორ არ შემყავს, დავწერე კიდეც 1665+ ანალიზები, რომელიც 200 ლარამდე ჯდება დაახლოებით ან ცოტა მეტი. მაგრამ 2500 არაა აშკარად ეგ . იმედია სანამ დააპირებენ გაძვირებას გვეტყვიან.

ისე ჩემმა დაქალმა ჩაჩავაში გაიკეთა საკეისრო, დარსხველიძის აყვანით და ლუქსით თუ ვიპით 3500 დაუჯდა.თან იმ ლუქსში ვისაც უნდა იმას შეუძლია სანახავად მისვლა და იყო სტუმრიანობაში. ჩემთვის ეგ ძალიან დიდი მინუსია, სხვისი არვიცი

Posted by: natia2203 18 Jun 2013, 16:42
garfield1
2 კაციანი პალატა ჩაჩავაში დარახველიძის აყვანიანად 2000-მდე ჯდება. ლუქსი და აპარტამენტები მაგხელა თანხა ფიზიოლოგიურიც კი ჯდება smile.gif თან
QUOTE
ვისაც უნდა იმას შეუძლია სანახავად მისვლა და იყო სტუმრიანობაში. ჩემთვის ეგ ძალიან დიდი მინუსია, სხვისი არვიცი

აი ეს ჩემთვისაც მინუსია.

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 16:46
natia2203
ნამეტანი გაბერილი ფასებია, 3-4 დღისთვის. ჯაკუზში თუ არ ვიბანავე დიდი ამბავი რა biggrin.gif

: ჯაკუზირაარის:
:აქუბარდია: biggrin.gif biggrin.gif

Posted by: makavel1 18 Jun 2013, 16:55
ძაან ძვირია ჯანსახლიც და ჩაჩავაც, და უაზრობააა ამდენი ფულის გადაყრა, ვისაც დაზღვევა არ უნაზღაურებს რატომ იხდიან ამდენს ვერ ვხვდები.

Posted by: Pumpula 18 Jun 2013, 16:58
makavel1

მე პირადად დარახველიძეში გადავიხადე ეგ თანხა ასე ვთვლი, თორემ ჩაჩავას ვერ ვიტანდი წარსულდი, ვერ ვიტან და არც მომავალში მექნება დიდი სიმპატია მაგ კლინიკის მიმართ და არც ვარ პირობებით და მომსახურე პერსონალით კმაყოფილი

Posted by: makavel1 18 Jun 2013, 17:03
Pumpula
რაა გოგო ჟაკუზიან აპარტამენტებში იწექიი???? biggrin.gif მე მაგ ვიპია თუ რაღაცაზე ვამბობ, თორე დარახველიძეს მეტიც შეიძლება კაცმა გადაუხადო ეგ სხვარამეა

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 17:09
makavel1
ხო ჩემ დაქალს დაზღვევა ქონდა და აუნაზღაურეს, მეც მინაზღაურებს დაზღვევა მაგრამ ჯაკუზი და ზამთრის ბაღი ნამეტანია კაცო. ჯან.სახლში მე ქორიძის გამო მივდივარ და ფულსაც მაგაში ვიხდი თავისთავად .

Posted by: sopo1977 18 Jun 2013, 17:38
Nanuuu
garfield1
kosta-rika
მე მაქვს ორსულობა და მშობიარობა ულიმიტო 100%. ვგულაობ რაsmile.gif)

Posted by: stasia 18 Jun 2013, 17:43
დავრეკე ჯან სახლში კიდევ და შეცდომააო ესე მითხრეს biggrin.gif თუ მართალია მაგას რა ჯობია biggrin.gif

Posted by: Nanuuu 18 Jun 2013, 17:44
sopo1977
იგულავე რა გენაღვლება biggrin.gif

Posted by: natia2203 18 Jun 2013, 18:02
sopo1977
კარგად გაარკვიე, ჩემ დაქალსაც ულიმიტო ქონდა და მაინც არ აუნაზღაურეს ყველაფერი. ჩვენს პროვაიდერთან რამდენიც დაგიჯდებოდათ იმდენს გინაზრაურებთ მარტოვო საქმე საქმეზე რომ მიდგა მასე უთხრეს. არადა კორპორატიული ქონდა და პლიუს გოლდი მგონი ჯიპიაის smile.gif

Posted by: ninucanini 18 Jun 2013, 18:04
QUOTE (natia2203 @ 18 Jun 2013, 16:28 )
garfield1
ანალიზების გარეშე საკეისროს არ გიკეთებენ და შესაბამისად 1665 ლარი არავის არ უჯდება, ანალიზები 250 ლარი ჯდება და 2000-მდე ჯდება საკეისრო. არ მესმის ეგ თანხა საკეისროს თანხაში რატომ არ შეყავთ. მგონი მარკეტინგის ამბავია, იკითხავ საკეისრო რამდენი ჯდებაო, გეუბნებიან 1665 და რეალურად 2000 გიჯდება

ხოო, მეც ეგრე ვიცი, რომ დღესდღეობის დაახლოებით ეგრე 2000 ჯდება, 2500 უკვე ძალიან ბევრი მოუვა ამირანს.
* * *
QUOTE (makau @ 18 Jun 2013, 16:17 )
ისე ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმართადაა,ეხლა ის 800 ლარიანი ვაუჩერები რომ იქნება ხომ არ მოიკლებენ სამშობიარო სახლები შემოსავალლს,დარწმუნებული ვარ ყველა აწევს ფასს,დარა გამოვა ჩვენთვის,არცისე დიდი შეღავათი.მოკლედ ეთვლებათ რომ უფასო ხდება მშობიარობა facepalm.gif

ამ ვაუჩერებზე თუ იცით რამე გამარკვიეთ რაა?? ანუ 800 ლარიანი ვაუჩერი გირიგდება და კერძო კლნიკებშიც შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება? ნეტა ისე ხომ არ იზამენ რომ ვინც 2013 წლის 1 ივლისის მერე დაორსულდება მხოლოდ ის მიიღებს ვაუჩერებს??

Posted by: natalialuka 18 Jun 2013, 19:01
ninucanini

გადაირიეეეეეეე? უკვე დაორსულებულებმა რა ვქნათ? biggrin.gif

საქართველოშI არაკერძო სამშობიარო არის რამე? რომელი ეკუთვნის სახემწიფოს???

Posted by: Sweet Paloma 18 Jun 2013, 19:18
stasia
ტადაა! მაშ შევხვდებით ამირანთან!
ეს ისე, თორე 2თვის ინტერვალი კი გვაქვსsmile.gif

Posted by: ninucanini 18 Jun 2013, 20:10
QUOTE (natalialuka @ 18 Jun 2013, 19:01 )
ninucanini

გადაირიეეეეეეე? უკვე დაორსულებულებმა რა ვქნათ? biggrin.gif

საქართველოშI არაკერძო სამშობიარო არის რამე? რომელი ეკუთვნის სახემწიფოს???

მეც მანდ ვარ რომ თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ ესენი რამეს მოიფიქრებენ რომ ჩვენ ნერვები მოგვიშალონ lol.gif lol.gif . ძალიან კი ველოდები ამ ვაუჩერს და რავიი, დაზღვევა აღარ მაქვს და მაგის იმედზე ვარ. იმედია საჩვენოდ იქნება რამე. yes.gif

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 20:17
ninucanini
საშუალო ფასები რაცაა სამშობიაროებში იმის მიხედვით განისაზღვრება ვაუჩერის თანხაო, ხოდა ძვირიან კლინიკებში სხვაობას გადაიხდითო.

Posted by: stasia 18 Jun 2013, 20:27
Sweet Paloma

ხოოო გულზე მომეშვა რომ მითხრეს biggrin.gif

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 20:31
stasia
აუ მე და შენ ერთდროულად ვერ ვამთხვევთ ? შენ ცოტა ადრე გიწევს ხო ?

Posted by: stasia 18 Jun 2013, 20:36
garfield1


რავი აბა გააჩნია როდის დაგვიგეგმავს, 8 თუ 9 დღით ვარ დიდი შენზე, როდის გიწევს დიუ დეითი? მე 21 ში

Posted by: pravinia 18 Jun 2013, 20:48
QUOTE
ამირანთან ჩმეი მული მუშაობსო და 3 თვეა უკვე 2500 ლარი გახდა საკეისროო, ყველა იახის როგორი ძვირიაო, მაგრამ ამირანმა პასუხი გაგვცა მე ესე მიღირსო.

givi.gif
ენას კი ძვალი არ აქვს, მაგრამ ეს ფანტაზიორობა რა საჭიროა biggrin.gif

265 ანალიზები და კონსულტაცია+1665 საკეისრო=1930

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 20:56
stasia
30ში მაქვს მე და მაშინ არ გამოვა ეგ ამბავი
* * *
pravinia
მერე უკვირთ ჭორები როგორ ვრცელდებაო givi.gif

Posted by: sopo1977 18 Jun 2013, 22:12
natia2203
მე მაქვს ელიტი აისიგრუპის. მაღალი მენეჯმენტის პაკეტი. თან ჩვენმა საკონტაქტო პირმა გაააფრთხილა, რომ კარგად უნდა მომემსახურონ. ამიტომ დარჩნენ მაგ სადაზღვევოსთან, თორემ ჩემს ერთ თანამშრომელ ორსულს რაღაცეები არ დაუფინანსეს და კინაღამ ხელშეკრულება შეწყვიტა სამსახურმა. ჩემი უფროსი დიდ პატივს სცემს ორსულებს. ნუ იმედი მაქვს პრობლემა არ შემექმნება. წამლებიც უფასოდ გამომაქვს და ანალიზებსაც ქვითრების მიხედვით მინაზღაურებენ. თან მე ძალიან ბევრი წამლები მაქვს დანიშნული, მითუმეტეს, რომ ინვიტრო გავიკეთე. ზოგიერთი სადაზღვევო ინვიტროს შემდგომ ორსულობას არ აფინანსებსო, ჩემს კლინიკაში მითხრეს.

Posted by: jaa 18 Jun 2013, 23:46
ninucanini
რავიცი აქ გოგოებმა ვინც იმშობიარეს ყველა კმაყოფილია მაგ სამშობიაროთი, ერთადერთი რაც არაკომფორტულიაო ესაა მაღალი ლოგინები, რომლებზეც ნაკეისრალებს უჭირს აძრომა-ჩამოძრომა, გადახედე ძველ პოსტებს და ნახავ შთაბეჭდილებებს.

რაც შეეხება ბავშვს არ გაყავთ და შენთანაა ღამითაც. მემგონი მარტო ნაკეისრალების ბავშვები გაყავთ პირველ ღამეს. მე სექტემბერში ველოდები. შენ?

garfield1
ისე 2 დღის ნამშობიარევს ან მითუმეტეს ნაკეისრალს ჯაკუზიში ჩაწოლა რატომ უნდა მომინდეს? თუ სტუმრებს რომ გავუმასპინძლდე? biggrin.gif

Posted by: garfield1 18 Jun 2013, 23:51
jaa
ალბათ რავიცი აბა biggrin.gif
მე სულ არ მინდა მნახველები, ისედაც გაფრთხილებული მყავს ჩემი ქმარი შენს გარდა არავინ მოვიდესთქო და იმდენი მნახველი მითუმეტეს,ყველას უშვებენ და თან პატივისცემა გონიათ ეგ

Posted by: ninucanini 19 Jun 2013, 09:26
QUOTE (jaa @ 18 Jun 2013, 23:46 )
ninucanini
რავიცი აქ გოგოებმა ვინც იმშობიარეს ყველა კმაყოფილია მაგ სამშობიაროთი, ერთადერთი რაც არაკომფორტულიაო ესაა მაღალი ლოგინები, რომლებზეც ნაკეისრალებს უჭირს აძრომა-ჩამოძრომა, გადახედე ძველ პოსტებს და ნახავ შთაბეჭდილებებს.

რაც შეეხება ბავშვს არ გაყავთ და შენთანაა ღამითაც. მემგონი მარტო ნაკეისრალების ბავშვები გაყავთ პირველ ღამეს. მე სექტემბერში ველოდები. შენ?

garfield1
ისე 2 დღის ნამშობიარევს ან მითუმეტეს ნაკეისრალს ჯაკუზიში ჩაწოლა რატომ უნდა მომინდეს? თუ სტუმრებს რომ გავუმასპინძლდე? biggrin.gif

მე ნოემბრის ბოლოს. ეგ არ მომეწონა რომ არ გაყავთ. მე ცოტა მიჭირს საკეისროს მერე მოძრაობა .
* * *
QUOTE (garfield1 @ 18 Jun 2013, 20:17 )
ninucanini
საშუალო ფასები რაცაა სამშობიაროებში იმის მიხედვით განისაზღვრება ვაუჩერის თანხაო, ხოდა ძვირიან კლინიკებში სხვაობას გადაიხდითო.

უი რა კარგია, გაიხარე მადლობა.
* * *
QUOTE (garfield1 @ 18 Jun 2013, 23:51 )
jaa
ალბათ რავიცი აბა biggrin.gif
მე სულ არ მინდა მნახველები, ისედაც გაფრთხილებული მყავს ჩემი ქმარი შენს გარდა არავინ მოვიდესთქო და იმდენი მნახველი მითუმეტეს,ყველას უშვებენ და თან პატივისცემა გონიათ ეგ

მნახველებზე 100 % იანი ხარ, იმ დროს ვისი ან რისი თავი გაქვს?? ან რა საყვარელ ფორმაში ხარ რომ ვინმე უცხოს დანახვა გაგიხარდეს? smile.gif lol.gif

Posted by: Dido 20 Jun 2013, 19:52
ხო აი არ ვიცი ის ჯაკუზი რისთვისაა ან სამი ოთახი რა საჭიროა. მოკლედ, მე ერთადგილიანი მინდოდა მაგრამ არ იყო არც ერთი თავისუფალი და ფასდაკლება გამიკეთეს რო სადაზღვევოს ლიმიტში ჩავტეულიყავი და მოვხვდი მაგ აპარტამენტში biggrin.gif მაგარი უაზრობაა და 3000 ლარი ღირს. ნუ ჯაკუზში ჩაწოლა არავის უფიქრია რათქმაუნდა და ის ორი ოთახიც რა საჭიროა არ ვიცი. რაღაც დებილური ტახტი დგას სადაც ახლობელი შეგიძლია დაიტოვო რო დაწვეს,. ჩემთან არავინ დარჩენილა მაგრამ იმ ტახტზე ცოტა მოზრდილი ზომის კაცი არა მგონია დაეტიოს biggrin.gif
ჩემი უფროსი შვილი კი კარგად გაერთო როცა მოდიოდა ხან ორანჟერეაში იჯდა და ხან ჯაკუზში რადიოს რთავდა და ფეხსაცმელებით ჩადიოდა შიგნით facepalm.gif biggrin.gif ფანჯრებიდან ისეთი ხმაური შემოდიოდა რო გამისკდა თავი, ფანჯრები მელიქიშვილისკენ გადის. მომსახურება იგივეა რაც სხვა პალატებისთვის. ახალნამშობიარევ ქალს კომფორტული ლოგინის და სუფთა აბაზანის მეტი არაფერი სჭირდება. მნახველები როცა გინდა და რამდენიც გინდა შემოუშვი და ეს პლიუსად არ მიმაჩნია biggrin.gif დასვენება სჭირდება ქალს და არა რია რია.

Posted by: makau 21 Jun 2013, 16:41
გოგოებო დავარაშვილთან ვის გაგიჩენიათ? ორ მეანს შორის ვმერყეობ და ვერ გადამიწყვეტია, ან ეგ და ან დარახველიძე.ნუ თან ისიც მინდა დავაზუსტო ჩაჩავა თუ ბიბიდა rolleyes.gif

Posted by: Nanuuu 21 Jun 2013, 16:48
makau
QUOTE
დავარაშვილთან

ჩემმა მეგობარმა მგააჩინა 2 ბავშვი, მაგისმა მულმა 3 biggrin.gif ისე უყვართ რო რავიცი...
ჩაჩავაზე ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი რამე მესმის უკვე გული აღარ მიმდის რაა

Posted by: makau 21 Jun 2013, 17:42
Nanuuu
ხო არაა,ხო მეც რატომღაც ჩაჩავა ნაკლებად მიზიდავს.თან ფასითაც მგონი ნაკლები ჯდება ბიბიდაში

Posted by: ssvoapnoi 21 Jun 2013, 18:14
QUOTE

QUOTE
მამუკა ნემსაძესთან უნდა ვიმშობიარო უეჭველი

რატოოო?
ღუდუშაურს რაც შეეხება საშინელი პირობებია,ახალ სიცოცხლეში მიდი.


იმიტომ რომ პოსტთრომბოზული მდგომარეობა მაქვს, ორივე ბარძაყის სახსრის ვენებში თრომბები მაქქვს და მთელი ორსულობა მაგასთან დავდივარ, არაჩვეულებრივად მიდის ყველაფერი. ახალ სიცოცხლეზე ველაპარაკე და მითხრა მირჩევნია ღუდუშაურში მიგიღო, აქ ყველა პროფილია, რამე რომ გართულდესო. ასე რომ იძულებით ღუდუშაური მიწევს. ფასი ვერ გავიგე საკეისროსი, მამუკას აყვანა როგორც ექთანმა მითხრა 400 ლარი ღირს. კერძო დაზღვევა კი მაქვს მაგრამ ლიმიტი ცოტაღა დამრჩა, ასე რომ ჩემი გადასხდელია თითქმის. იქნებ ვინმემ იცით ღუდუშაურის ფასები? პირობები რომ საშინელია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 2 დღის წინ. ჩემმა თანამშრომელმა იმშობიარა სოციალურად დაუცველის პოლისით და ბლოკამდე სანამ გაიყვანდნენ პირდაპირ ეტლზე იმშობიარა. ქალი ყვიროდა ბავშვი გამოდის წყლები დავღვარეო, სისხლი გასდიოდა და არაუშავს იცის ეგრე ყელის გახსნამო. მოკლედ ბავშვი დაიბადა ეტლზე, მიმავალი სამშობიარო ბლოკისკენ, გალურჯებულ-გაშავებული. თანაც პათოლოგიური ორსული იყო, ვადაზე ადრე მშობიარობდა მაღალი წნევების გამო და მაინც ესე უყურადღებოდ მოექცნენ. საერთოდ რა შეიძლება ამას ვუწოდოთ არ ვიცი

Posted by: makavel1 21 Jun 2013, 18:17
ssvoapnoi
პირველი საკეიისროა შენიი?

Posted by: ssvoapnoi 21 Jun 2013, 18:18
makavel1

არა მეორე. პირველზე გამაბედნიერა იმედის კლინიკამ და იმიტომ ვარ ამ დღეში ეხლა

Posted by: makavel1 21 Jun 2013, 18:46
ssvoapnoi
მეორე საკეისროზე ახალ სიცოცხლეში 208 ლარია მარტო გადასახდელი, თუ დაამთხვევ ისე რო მამუკა იყოს მორიგე კაი იქნება smile.gif

Posted by: zedka 21 Jun 2013, 22:47
ხალხნო მშობიარობის დაფინანსებაზე რა ხდება ხომ არ იცით ? საკეისროს შემთხვევაში როგორ ხდება დაფინანსევა და ყვეელგან აფინანსებენ ?

Posted by: sopo1977 21 Jun 2013, 22:56
zedka
კიო მე მითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში. არ ფინანსდება მხოლოდ ვიპ მომსახურება და ექიმის აყვანაო.

Posted by: garfield1 21 Jun 2013, 23:07
------------------------------------------------------------

Posted by: ssvoapnoi 21 Jun 2013, 23:56
makavel1
QUOTE
მეორე საკეისროზე ახალ სიცოცხლეში 208 ლარია მარტო გადასახდელი, თუ დაამთხვევ ისე რო მამუკა იყოს მორიგე კაი იქნება


აუ ეგ კარგად ამიხსენი რა, ღუდუშაურის საინფორმაციომაც ეგრე მიპასუხა, განმეორებითისაკეისრო პროგრამაში ჯდება და 208 ლარია გადასახდელიო.ვერ მივხვდი რა პროგრამაში ჯდება. კერძო დაზღვევა მაქვს და შესაბამისად სახელმწიფო დაზღვევით ვერ ვისარგებლებ, რა პროგრამაზეა საუბარი? ან ასე ცოტა რატომ ჯდება მეორე საკეისრო?

Posted by: makavel1 22 Jun 2013, 11:46
ssvoapnoi
ვაიმე არვიცი ნამდვილად, მე იქ აღრიცხვაზე ვიყავი და ანკეტებს ვინც ავსებდა იმ ქალმა მითხრა რომ რატო არ გინდა აქ რომ გააჩინო იაფი დაგიჯდებაო, მიდიო რეგისტრატურაშიო და უთხარიო რომ განმეორებითი საკეისრო რომ ხარო და აგიხსნიან ყველაფერსო მაგრამ მე არ მივსულვარ გაცვლა-გამოცვლის ბარათისთვის ვიყავი მისული. მიდი ჯობია და მემგონი კაი ვარიანტია რავიცი.....

Posted by: ssvoapnoi 22 Jun 2013, 13:57
makavel1
გაიხარე მადლობა. იმ კვირაში მივდივარ მამუკასთან ღუდუშაურში და დაველაპარაკები.

Posted by: zedka 23 Jun 2013, 22:38
პირველი საკეისრო ვისაც აქვს გაკეთებული მანდ მაგატტვისაა ეგ შეღავათი ?
ssvoapnoi
makavel1 თუ რამე გაიგეთ მაგ ამბავზე დაწერეთ აბა

Posted by: ssvoapnoi 24 Jun 2013, 17:08
zedka

მოკლედ რა გავარკვიე დღეს
ახალ სიცოცხლეში დავრეკე და მითხრეს: არსებობს მაღალი რისკის ორსულთა რეფერალური პროგრამა, რომელშიც შედიან პირველად ნაკეისრალი (რა თქმა უნდა ჩვენებით) ორსულები.თანაგადახდა არის მხოლოდ 208,25 ლარი.
ასევე მითხრეს რომ არ უნდა იყო სოციალურად დაუცველი,მე მაქვს სამსახურის კორპორატიული დაზღვევა, რაზეც მიპასუხეს რომ მაინც გეხებათ და ამ პროგრამით მიგიღებთო, მაგრამ გადამოწმების მიზნით 1505 (სამინისტროს ცხელ ხაზი) მიპასუხეს რომ არანაირ დაზღვეულს არ ეხება ეს პროგრამაო. ანუ თუ არსად არ ხარ დაზღვეული, პირველი საკეისრო ჩვენებით გაქვს გაკეთებეული, მაშინ ჩაგსვამენ ამ პროგრამაში და გადაიხდი 208 ლარს.

პ.ს. არ აქვს მნიშვნელობა პირველი საკეისრო სად გაიკეთე

Posted by: tamuussi 24 Jun 2013, 18:23
მე გაგუას სამშობიაროში გავაჩინე ერთი თვის წინ საკეისროთი და უზომოდ კმაყოფილი ვარ bis.gif თბილი და ყურადღებიანი პერსონალი, კეთილმოწყობილი პალატები, სისუფთავე, სამჯერადი კვება... რავიცი მოკლედ თუ მეორეს გაჩენას დავაპირებ აუცილებლად გაგუაში მივალ ისევ love.gif

Posted by: მარიამი 24 Jun 2013, 22:01
ჩემი შთაბეჭდილებები:

გავაჩინე საკეისროთი ჯანმრთელობის სახლში. ძალიან ბევრი პლიუსები შემიძლია დავუწერო. სულ პირველი შთაბეჭდილებიდან დაწყებული, ამბის გასაგებად რომ მივედი, არავისგან მიგრძვნია უხეშობა ან უყურადღებობა. მიმღებში რომ ქალია, გადამყვა ზედ, თვითონ გამომყვა ყველგან, ღიმილით რომ გესაუბრება ადამიანი, იმასაც ხომ დიდი მნიშნველობა აქვს განწყობისთვის.

მეორედ მივედი უკვე თვითონ ამირან ქორიძესთან კითხვებით. ძალიან კარგად მიმიღო, ყველა კითხვაზე ამომწურავად მიპასუხა, თარიღზე შემითანხმდა და წინასაკეისრო ანალიზებზე დამიბარა. მისგანაც ძალიან კმაყოფილი წამოვედი.

წინასაკეისრო ანალიზები დაჯდა 277 ლარი. ცოტა რიგში დგომებმა დამღალა.

საკეისრო კვეთა დაჯდა 1665 ლარი + მე მიომებიც ამომაჭრეს - 350 ლარი.

წინა 2 ბავშვი გაგუაში გავაჩინე და ცოტა შედარებითი დახასიათება გამომივა, მაგრამ ვერც შევადარებ პირობებით და მომსახურებით გაგუას კლინიკას და ჯანმრთელობის სახლს. პალატები ყველა ერთადგილიანებია, ყველა პალატაში დგას მაგიდა, სკამები და კარადა, რის ნაკლებობასაც ძალიან განვიცდიდი გაგუაში. სკამზე მინდოდა დავმჯდარიყავი, ზურგი მიმეყრდნო და ისე მეწოვებინა ძუძუ ბავშვისთვის და მაგის საშუალება არ იყო. საშინლად მტკიოდა ხოლმე ზურგი. ტანსაცმელი კი ჩანთაში მეყარა და ყველაფრის მოძებნა მიჭირდა. ჯან.სახლში კარადაში დავკიდე კულტურულად ყველაფერი. იქვე დამხვდა იმათი პერანგები და ხალათი (გაჭირვებისას გამოიყენებ ადამიანი). ასევე დამხვდა კბილის პასტა, ჯაგრისი, სავარცხელი (მე ჩემსას ვხმარობდი, მაგრამ მაინც), ჩუსტები. კედლებზე რომ სურათები და ხატები ეკიდა, ეგ ხომ წვრილმანია, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ჩემთვის.

რაც შეეხება პერსონალს, არც ერთი ადამიანისგან არ მიგრძვნია აგდებული დამოკიდებულება. ყველა ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. არც ერთხელ არ დამჭირვებია გამოძახება, იმდენად ხშირად შემოდიოდნენ. ყველაფერში დახმარებას მთავაზობდნენ. ჩულქები რომ დამესვარა, იმის გარეცხვაც შემომთავაზეს, მაგრამ მე თვითონ მომერიდა გასარეცხად მიცემა. ბავშვს უვლიდნენ ძალიან კარგად. ყოველდღე ბანდნენ (შედარებისთვის, გაგუაში ერთხელ არ დაუბანიათ, მარტო გაწმინდეს და ეგ იყო). ერთხელ ვკითხე პამპერსის ქვეშ გამომწვარი ხომ არაა-მეთქი და ჩვენთან ბავშვები ასე ადვილად არ იწვებიანო. სულ ჩაკრიალებულ-ჩასუფთავებული იყო ბავშვი. ღამე გაჰყავდათ, რომ დამეძინა. თუ იტირებდა, მაშინვე ვიღაც შემოდიოდა და მიზეზს იგებდა. ჩაუტარეს ყველანაირი გამოკლვევა. შედარებისთვის: გაგუას კლინიკაში, ერთს დაიძახებდნენ, აბა, 12 სთ-ზე პედიატრი მოდის და ბავშვები საპროცედუროში (თუ სადღაც) გამოიყვანეთო და შეგეძლო თუ არ შეგეძლო, უნდა გაგეყვანა. მერე იქ რიგში მდგარიყავი, თუ არ გაიყვანდი, არც არავინ ინტერესდებოდა, რატომ არ გაიყვანე. ასევე ნაკერების დამუშავებაზე: აბა, 11-ზე ყველა ნაკერების დამუშავებაზე! მიხვალ-არ მიხვალ - არავის არ აინტერესებდა. ეს იქიდან ვიცი, რომ მე პირადად არც ერთხელ არ მივსულვარ პირველზე (1 ნახეთქი მქონდა) და არც არავის უკითხავს რატომ არ მოდიხარო. ჯან.სახლში თვითონ შემოდიოდნენ ნაკერების დამუშავებისთვის. ბავშვიც თვითონ გაჰყავდათ პედიატრთან.

კიდევ ერთი დიდი პლიუსი: ოპერაციის მეორე დღეს შემოვიდა ქალი, რომელმაც წამომაყენა ლიგინიდან და აკადემიურად ამიხსნა ყველა ნიაუნსი, რაც უნდა იცოდეს ახალნამშობიარებმა ქალმა და რაც გაგუაში აზრად არავის მოსვლია. ამისხნა რა მდომგარეობაში იყო ჩემი სხეული, მუცლის ღრუ, საშვილოსნო, მუცლის პრესი. რა უნდა გამეკეთებინა, რომ მალე ჩამდგარიყო ყველაფერი მწყობრში. მეორე დღეს ისევ მოვიდა და მასწავლა მუცლის გვერდითი კუნთების ვარჯიშები, მესამე დღესაც შემოვიდა და დამეხმარა ვარჯიშის გაკეთებაში.

კიდევ ერთი ნიუანსი: გაგუაში რომ ვიმშობიარე მეორეზე, ჩავიხიე და უამრავი ნაკერი მქონდა შორისზე. ისე მტკიოდა, ვიწექი და ვყმუოდი მთელი ღამე, ლამის დაჩოქილი ვეხვეწებოდი ექთნებს, გამაყუჩებელი მომეცით-თქო და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ 1-2-ჯერ გადმომიგდეს თითო აბი. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა იყო ჯან.სახლში. თვითონ მეუბნებოდნენ, თუ ტკვილები გექნეს, არ მოითმინო, გვითხარი და გამაყუჩებელს გაგიკეთებთო. გაიხარონ მაგათ smile.gif

საკეისროს შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი ხომ გავრცელებული აზრით უფრო მძიმე უნდა იყოს, ვიდრე ფიზიოლოგიურის. პირიქით მოხდა ჩემთან. შედარებაც არ შემიძლია, იმდენად მძიმედ ვიყავი წინა მშობიარობაზე ამასთან შედარებით. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო საკეისრო ჩემი ექიმის მხრიდან.

ჰო, აქ ერთმა დაწერა ჯან.სახლზე, ყავისფერი ტუალეტის ქაღალდი იყოო. ახლა ეგ როგორ ჩავუთვალო მინუსად, როცა სახლშიც მასეთ ქაღალდს ვიყენებ smile.gif მაგრამ მაგის მეტი მართლა არაფერი მახსენდება. კიდევ ერთი დისკომფორტი: დერეფნიდან სულ ხმაური და გადაძახილ-გადმოძახილი შემოდიოდა, მაგრამ ვერც ამას ჩავთვლი ისეთ მინუსად, სათვალავში ჩაგდებად რომ ღირდეს.

მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ბევრ პლიუსებს ვუწერ ჯანმრთელობის სახლს.


Posted by: garfield1 24 Jun 2013, 22:11
მარიამი
პირველ რიგში გილოცავ,ვნახე შენი გოჭის ფოტო და ძალიან საყვარელია smile.gif
კარგი გოგო ხარ რომ დაწერე ყველაფერი. შენი ცანთა შეგატანინეს? ადრე დაწერეს გოგოებმა არ შეიძლება არაფრის შეტანაო, ან ბავშვის ტანსაცმელი და ბოთლი თუ გქონდა, მე ვაპირებ მაგ ყველაფრის წაღებას და იმედია უკან არ გამომატანენ.

Posted by: მარიამი 24 Jun 2013, 23:39
garfield1
მადლობა smile.gif
ჩანთა შევიტანე და კარადაში შევინახე. არავის გაუპროტესტებია. ბავშვის ტანსაცმელი თვითონ მოითხოვეს მეორე დღეს. პირველ დღეს გახვეული იყო იმათ სახვევებში. ბოთლი კი მქონდა, მაგრამ ისინი თავიანთი ბოთლით აჭმევდნენ. არც შემითავაზებია ჩემი. რაღაც თავიდან არ მქონდა მაგდენის თავი. ნარკოზით გავიკეთე და ცოტა გაბრუებული ვიყავი. მერეც აღარ გამოვიჩინე ინიციატივა. უკან არ გამოგატანენ არაფერს და წესით არც საკუთარ ბოთლზე უნდა გითხრან უარი. ისე მატყუარაც ჩაუდეს ჩემსას რამდენიმეჯერ, თავისი. იმედია ახალი იყო smile.gif

ჰო, კიდევ ერთი დადებითი მომენტი. ქორიძე გაძლევს საშვს და იმ საშვით 2-დან 8-მდე 2 ადამიანს უშვებენ, ვისაც მისცემ ამ საშვს. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის, რომ დედაჩემი და ჩემი ქმარი შემოდიოდნენ. რამდენ ხანსაც უნდათ, რჩებოდნენ. მაგრამ მოვლა-პატრონობა ისეთი მქონდა, ახლობლის დახმარება ნამდვილად არ დამჭირვებია. უბრალოდ, ადამიანური მომენტი იყო, რომ ახლობელი გვერდით მყავდა.

გაგუას კლინიკა კი შემომელანძღა ამასობაში, მაგრამ გაგუაში ეგ ძალიან ცუდადაა. მესმის, რომ 2 და მეტ-ადგილიან პალატებში ჯობია მართლა არ შეუშვან ხალხი, სხვისი ახლობლების თავი არავის აქვს, მაგრამ ერთ-ადგილიანებში ვიყავი ორივეჯერ და პირველად ჩემი ქმარი შემოიპარა ჩანთის შემოსატანად და რომ გაიგეს, ისეთი კინწისკვრით გააგდეს, ბავშვზე ერთი წამით დახედვა ძლივს მოასწრო. ვითომ რა დაშავდა ახლა იმით, ჯან.სახლში თუ უშვებდნენ?

Posted by: stasia 24 Jun 2013, 23:43
მარიამი

გილოცავ კიდევ ერთხელ


ნარკოზით გაიკეთე ანუ? ნემსით რაზე არა? ამის თაობაზე უშუალოდ ანესთეზიოლოგს ელაპარაკე?

მეც ნარკოზს ვფიქრობ რომ გავიკეთო smile.gif

Posted by: naneee 24 Jun 2013, 23:45
მარიამი
smile.gif მეც ცოტა შემაწუხა დერეფანში ხმაურმა. ტელევიზორი ჰქონდათ ხოლმე ხმამაღლა ჩართული ეს იყო დ ეს. სხვა მინუსი არც მე მახსენდება ჯანსახლის. რომელ პალატაში იყავი? love.gif

Posted by: garfield1 24 Jun 2013, 23:57
მარიამი
აი ეგ მნახველების ამბავი მომწონს ძალიან, ქმარი მინდა რომ მოვიდეს მეტი არავინ და დედაჩემი თუ არ დამეჩაგრა დედამთილის გამო იმასაც მოვიყვან smile.gif სხვა არ მინდა ნამდვილად არავინ. მე გამზადებული მაქვს ყველაფერი და პატარა ჩანთით წავიღებ და გამოვიყენებ.
მიხარია ასეთ კარგ რამეებს რომ წერთ ჯან.სახლზე

Posted by: natalialuka 25 Jun 2013, 08:51
მარიამი

რა მაგარია გილოცავ, მშვენიერ პირობებ მომახურებაში ყოფილხარ smile.gif


Posted by: makau 25 Jun 2013, 10:44
მარიამი
კიდევ ერთხელ გილოცაავ! ძალიან საყვარელი ბაო გყავს love.gif
ისე ნარკოზის ამბავი მეც მაინტერესებს,ექიმმა გირჩია თუ შენთვითონ გადაწყვიტე,მე როგორც ვიცი თუ ხელხემალზე რამე პრობლემა გაქვს გაიტკივარებას არ გიკეთებენ.

Posted by: QoniCo 25 Jun 2013, 11:30
მარიამი
მარიამ გილოცავთ, ძალიან საყვარელი პატარა გყავთ love.gif ბედნიერი გოგო გაგიზარდოთ ღმერთმა... smile.gif

Posted by: COCOA 25 Jun 2013, 11:42
მარიამი
გილოცაავ, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს. მეც ძაან მიხარია ასეთი კარგი ამბების მოსმენა ჯან.სახლზე. ხვალ მივდივარ წინა საკეისრო ანალიზებზე და რიგებია??? და კიდევ იქნებ დაწერო ანესთეზიის ამბავიც რაა. გაიხარე რომ არ დაგეზარა და ყველაფერი დაწვრილებით დაწერე smile.gif

Posted by: tamar1586 25 Jun 2013, 12:07
მარიამი
გილოცავ მესამეს! 2kiss.gif ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს დაიკოსთან და ძამიკოსთან ერთად! wink.gif

QUOTE
აქ ერთმა დაწერა ჯან.სახლზე, ყავისფერი ტუალეტის ქაღალდი იყოო. ახლა ეგ როგორ ჩავუთვალო მინუსად, როცა სახლშიც მასეთ ქაღალდს ვიყენებ

ძალიან საყვარელი ხარ wink.gif

Posted by: მარიამი 25 Jun 2013, 14:03
ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

stasia
makau
ნარკოზით არ მინდოდა, სპინალური მერჩივნა, მაგრამ ხერხემლის პრობლემების გამო ანესთეზიოლოგმა მითხრა, ვერ გავრისკავო. ზუსტად იმ მალებს შორის ადგილი მაქვს შევიწროვებული, სადაც უნდა გაკეთებულიყო ის ნემსი. ეგ კი არა, წინაზე რომ ეპიდულარული გაიკეთე, ეგეც რისკი იყოო, ასე მითხრა. ნარკოზის უკმაყოფილო არ ვარ, არაფერი დაუტოვებია ერთი შეხედვით. პირველ დღეს ცოტა მითიშული ვიყავი, სულ მეძინებოდა და ეგაა.

naneee
მე-5 პალატაში ვიყავი, სასადილოს პირდაპირ. სასადილოს ჭურჭლის ხმაურიც შემოდიოდა დროდადრო, მაგრამ დიდად არ მაწუხებდა.
* * *
COCOA
ანალიზებზე ნამდვილად მომიწია რიგებში დგომა. აქედან მამოლოგის რიგი იმან გამოიწვია, რომ ექიმი გასული იყო და სანამ მოვიდა, ველოდებოდით ყველა, თორემ როცა მოვიდა, მერე კი წავიდა ის რიგი სწრაფად. ერთგან, სადაც ნაცხი უნდა აეღოთ, ვიღაცას გადახვევას უკეთებდნენ და არ უშვებდნენ არავის, კარები იყო ჩაკეტილი. მაგის გამო ველოდე კარგა ხანს. ალერგოლოგთან 10-15 წუთი უნდა თითო ადამიანს, სინჯებს რომ უკეთებს, დრო უნდა რომ პასუხი მიიღოს. სისხლის და შარდის ანალიზებზე რიგი არ ყოფილა. ჰო, მე წინა დღეს რომ დავრეკე, შარდი მოიტანეო მითხრეს. თუმცა ჩემს გარდა მგონი სახლიდან მიტანილი არავის ჰქონდა. ისე კი გამიგია, რომ დილის შარდი ჯობია ანალიზისთვის.


კიდევ ერთი მომენტი: აქ ადრეც დაიწერა, მაგრამ გავიმეორებ, ვისაც არ უნახავს. აუცილებლად ითხოვენ ანტითრომბულ (მგონი ასე ჰქვია) ჩულქებს. ანესთეზიოლოგმა თვითონ მომცა მისამართი მეტრო 300 არაგველთან, სადაც უნდა მეყიდა, მაგრამ მე აქ მქონდა წაკითხული, რომ ლუბლიანას 34-ში იაფად იყიდებაო და პირდაპირ იქ წავედი. ვიყიდე 25 ლარად თურქულები. მშვენიერია, კარგად ვხმარობ, ბოლო-ბოლო 40 დღის მეტი არ გჭირდება ეგ ჩულქები და 40 დღე ყველა ვარიანტში გაძლებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, 300 არაგველთან 100 ლარის ფარგლებში ღირს, ოღონდ გერმანულებია. ვისაც როგორ ურჩევნია, შეუძლია გადაწყვიტოს.

აი, ეს შენობაა, სადაც იყიდება ჩულქები, მაგრამ მე გვიან მოვიფიქრე სურათის გადაღება და ამიტომ ზუსტად ის აფთიაქი არ ჩანს, შიგნითა კუთხეშია დამალული.


user posted image

Posted by: Nanuuu 25 Jun 2013, 14:33
მარიამი
QUOTE
ანტითრომბულ (მგონი ასე ჰქვია) ჩულქებს

ეს მარტო საკეისროს შემთხვევაში უნდა თუ ფიზიოლოგიურზეც?

Posted by: garfield1 25 Jun 2013, 14:35
მარიამი
ანუ წინასაკეისრო ანალიზებზე რომ წავალ მთელი დღე უნდა დავუთმო მაგას ხო ?
იმედია შიმშილით გული არ წამივა biggrin.gif

Posted by: makau 25 Jun 2013, 15:18
Nanuuu
წესით ყველამ უნდა ჩაიცვას,საკეისროს დროსაც და მშობიარობის დროსაც.მე არ ვიცოდი და არ მცმია არცერთ მშობიარობაზე და ვფიკრობ რომ მაგის ბრალია ეხლა რომ მაქვს სიმძიმე და გაბუჟება ფეხებზე .

Posted by: COCOA 25 Jun 2013, 15:25
მარიამი
ეს ჩულქები საკეისროს დღეს უნდა წავიღო ხო? და კიდევ ელასტიური ბინტიო თუ რაღაც, აქ წერდნენ და შენთვის არ მოუთხოვიათ?

Posted by: garfield1 25 Jun 2013, 15:29
COCOA
იცი რა ეგ ელასტიური ბინტები იაფი ღირს და საკეისროს დროს თუ დაგესვრება არ დაგენანება და მერე უკვე იმ ჩულქებს ჩაიცმევ და მაგიტომაა უკეთესი ორივეს თუ იყიდი

Posted by: natalialuka 25 Jun 2013, 15:50
მარიამი

შემთხვევით ხომ არ იცი ჩაჩავაში ფიზიოლოგიური მშობიარობა რა ღირს?

Posted by: COCOA 25 Jun 2013, 15:51
garfield1
ხოო ჭკვიანურია smile.gif)

Posted by: makau 25 Jun 2013, 16:01
natalialuka
550 ლარი 4 ადგილიან ბანძ პალატაში და 840 ლარი ღირს 2 კაციან კარგ პალატაში,ნუ მერე ამას + ექიმი და ა.შ.
http://chachava.ge/forum/index.php?/topic/27-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/ აი აქ შედი და ნახე დეტალურად

Posted by: natia2203 25 Jun 2013, 16:35
natalialuka
840 ლარი ორკაციანი და 1240 ლარიანი ორკაციანიც არის.

ისე 840 ლარიანსა და 1240 ლარიანს შორის მე პირადად რაც შევამჩნიე სხვაობა არის ოთახის ზომა, ძალიან ცოტათია 840-იანი პატარა, და ტელევიზორის ზომა smile.gif
1240-იანში უფრო დიდი ტელევიზორია biggrin.gif


Posted by: ათულია 25 Jun 2013, 16:38
COCOA
QUOTE
ეს ჩულქები საკეისროს დღეს უნდა წავიღო ხო?

რა უნდა წაიღო, ყველაზე "დაბალი დონის" სამშობიაროში ვიმშობიარე და იქ არ მოუთხოვიათ მიტანა

რაღადროს სამშობიროში მიტანებია

Posted by: COCOA 25 Jun 2013, 16:43
ათულია
რა ვიცი აქ ვინც იმშობიარა ყველამ თავისი მიიტანა

Posted by: ათულია 25 Jun 2013, 16:46
COCOA
ხო შეიძლება მიიტანეს მაგრამ კიდევ ხდება დღეს ესეთი რამეები?

Posted by: chaPPek 25 Jun 2013, 16:48
ათულია

ზოგს უნდა რომ თავისი შერჩეული ეცვას. ის ფერი და ის ხარისხი რომელიც თვითონ მოსწონს. და + ეცვას მშობიარობიდან ერთი თვე.

COCOA
ჯანსახლში რომც არ გქონდეს ელასტიური ბინტი სანამ აგაყენებენ ფეხზე თვითონ დაგახვევენ, ასე რომ თუ არ მიიტან პრობლემა არაა.

Posted by: kosta-rika 25 Jun 2013, 16:49
ათულია
QUOTE
რა უნდა წაიღო, ყველაზე "დაბალი დონის" სამშობიაროში ვიმშობიარე და იქ არ მოუთხოვიათ მიტანარაღადროს სამშობიროში მიტანებია

აბა იქ ჩაგაცვეს ვენების გეტრები?
ვეღარ გავიგე ვიყიდო თუ არა
ბინტი მაქვს ნაყიდი და იმაზე მითხრა რათ გინდოდაო ექიმმა აქ გვაქვსო

Posted by: ათულია 25 Jun 2013, 16:58
chaPPek
გემოვნებაზე არ დაობენ. იქნებ ბამბის ფერი და მუშამბის ხარისხიც არ მოგვეწონოს მივიტანოთ?

ანუ პირველადი რაც არის ჩემი აზრით სამშობიარომ უნდა უზრუნველყოს
QUOTE
ბინტი მაქვს ნაყიდი და იმაზე მითხრა რათ გინდოდაო ექიმმა აქ გვაქვსო

ელასტიურ ბინტზე ვამბობდი მეც
თორე მე 40 დღე მეცვა მშობიარობის მეორე დღიდან სპეციალური კოლგოტი რომელიც 40 ევრო ღირდა და ოჯახის მეტი არავინ მიყიდიდა

Posted by: chaPPek 25 Jun 2013, 17:06
ათულია
QUOTE
გემოვნებაზე არ დაობენ. იქნებ ბამბის ფერი და მუშამბის ხარისხიც არ მოგვეწონოს მივიტანოთ?


ვისაც არ მოწონს მიიტანს.

QUOTE
პირველადი რაც არის ჩემი აზრით სამშობიარომ უნდა უზრუნველყოს


უზრუნველყოფს მეთქი, ამის თქმა მინდოდა. ჯანსახლში ელასტიური ბინტებს დაგახვევენ, რომც არ გინდოდეთ მაინც.

Posted by: pravinia 25 Jun 2013, 17:47
QUOTE
ვისაც არ მოწონს მიიტანს.


ჩულქს რაც შეეხება, სჯობს მიიტანო, არც ბინტი და არც ეგ არ სტერილდება, რეზინა აქვს და გრილ წყალში უნდა გარეცხო, ჩრდილში გააშრო, ისე რომ ყველას სჯობს თავისი ჰქონდეს;
მშობიარობის დროს იმდენი სითხეები გამოდის სხეულიდან და ყველა 100%-ით ჯანმრთელი ხომ არაა, მე ვერ ჩავიცვამდი სხვისას;
ბინტი იაფია და გაგიკეთებენ თუ ჩულქი არ მიიტანე, მაგრამ მაგის გაკეთებას ცოდნა უნდა, სადმე ზედმეტად რომ არ გადაიჭირო და ჩულქს ზომის მიხედვით აქვს მოჭერა დარეგულირებული საჭირო ადგილებში;
მოკლედ სჯობს ჩულქი იყიდო თუ არის ამის ფინანსური შესაძლებლობა smile.gif
პ.ს. მე 55 ლარი მივეცი

Posted by: natalialuka 25 Jun 2013, 17:56
makau
natia2203

დიდი მადლობა გოგოებო smile.gif

Posted by: ათულია 25 Jun 2013, 17:59
ელასტიური ბინტი ვიგულისხმე რომელიც ოპერაციებამდე უნდა დაიხვეს, ჩემი აზრით სამშობიაროს უნდა ქონდეს ყველა მშობიარესთვის

ხოლო რაც შეეხება ჩულქს ან კოლგოტს ნამდვილად ზომების და რეგულირების მიხედვითაა და თავად უნდა იყიდო


აშკარად ვერ დავწერე სწორედ (ანუ ისე როგორც ვფიქრობდი)

ბოდიშს ვიხდი

Posted by: kosta-rika 25 Jun 2013, 18:49
pravinia

რაამბავია 55 ლარი, მე მაქს 20 ლარამდე მეგონა
არადა როცა საჭიროა რას ვიზავთ, მოკლედ გავატყავე ეს ჩემი ქმარი, სტრიების კრემიო, მკერდის კრემიო, მკერდის საფენები, ქამარი და რავი უამრავი რამე ვიყიდე უკვე ბავშვის რაღაცეებზე რო აღარაფერი ვთქვა biggrin.gif     

Posted by: მარიამი 25 Jun 2013, 19:12
QUOTE (garfield1 @ 25 Jun 2013, 14:35 )
მარიამი
ანუ წინასაკეისრო ანალიზებზე რომ წავალ მთელი დღე უნდა დავუთმო მაგას ხო ?
იმედია შიმშილით გული არ წამივა biggrin.gif

არა, მთელი დღე ნამეტანია. 10-ზე მივედი და სადღაც 12:30-ზე გამომიშვეს, წადი ჭამე და 2-ზე მოდი პასუხებზეო. მაგ პასუხების მერე კიდევ უნდა შეხვიდე 1-2 ექიმთან და მერე თავისუფალი ხარ. ასე 3:30-ის მერე წამოვედი მგონი,
* * *
QUOTE (Nanuuu @ 25 Jun 2013, 14:33 )
მარიამი
QUOTE
ანტითრომბულ (მგონი ასე ჰქვია) ჩულქებს

ეს მარტო საკეისროს შემთხვევაში უნდა თუ ფიზიოლოგიურზეც?

რა ვიცი, ფიზიოლოგიურზე არ მოუთხოვიათ ჩემთვის არც ერთხელ, საკეისროზე აუცილებელიაო მეუბნებიან. მგონი ფიზიოლოგიურზეც სასურველია.

QUOTE
ეს ჩულქები საკეისროს დღეს უნდა წავიღო ხო? და კიდევ ელასტიური ბინტიო თუ რაღაც, აქ წერდნენ და შენთვის არ მოუთხოვიათ?

კი, უნდა წაიღო. ეგ ერთადერთია, რაც საკეისროს დღეს უნდა წაიღო, სხვას არაფერს ითხოვენ. სხვა ყველაფერი მეორე დღეს შეგიძლია მიიტანო. ელასტიური ბინტები და ეს ჩულქები ერთიდაიგივე ფუნქციას ასრულებს. ოღონდ ჩულქები გაცილებით პრაქტიკულია. 40 დღე უნდა ატარო და 40 დღის მანძილზე რომ ბინტები მქონდეს სახვევი ყოველდღე, ხო გავგიჟდი biggrin.gif თან კარგად არ ჩერდება, ცურდება და ა.შ. ღირს ჩულქებში 25 ლარის გადახდა.
* * *
ათულია
ჩემი აზრით, მაგ ჩულქების მიტანა ყოველთვის იქნება საჭირო, რადგან შენი ზომა უნდა მიიტანო აუცილებლად. თან 25-100 ლარის ფარგლებშია ფასები. ზოგს იქნებ 25-იანი ყოფნის, ვიღაცას 100-იანი უნდა მაინცდამაინც. ინდივიდუალურად შესარჩევია და ამიტომაც მიაქვს ყველას თავისი.

ახლა ვნახე, ბინტებზე დაგიწერია smile.gif ბინტების ამბავი არ ვიცი. ალბათ ექნებათ. მე მითხრეს, ჩულქები მოიტანეო. ბინტების მიტანა არ უთქვამთ. ალბათ ჩულქები რომ არ მიმეტანა, თავის ბინტებს დამახვევდნენ.

Posted by: pravinia 25 Jun 2013, 23:22
ათულია


არა შენ კი გასაგებად გიწერია, მაგრამ მერე გადასულია თემა და ამის გამო მივუბრუნდი ჩულქებს smile.gif
ისე კი მე რომ გამომწერეს სადღაც ორ დღეში დამისივდა კოჭებიდან დაწყებული თითებამდე ტერიტორია,
ჩულქები რომ უჭერს არ გაატარ სითხე და თითები მქონდა სარდელებივით,
მამაჩემი ექიმია და სისხლძარღვთა ქირურგთან გავიარეთ კონსულტაცია, მირჩია თუ ვენების პრობლემა არ მქონდა
აღარ მეტარებინა და ორი დღის მერე დამიცხრა ფეხები, კოჭები არ მეტყობოდა მანამ, ბოძებივით მქონდა;
ისე რომ ოპერაციის დროს კი აუცილებელია და მერეც რამდენიმე დღე, მაგრამ სიარული, მოძრაობა და ფეხზე დგომა რომ მოვუმატე, მერე უკვე
მავნო, მას მერე მიგდია ასე smile.gif

Posted by: ათულია 26 Jun 2013, 11:07
pravinia
QUOTE
არა შენ კი გასაგებად გიწერია


მე კი ვიფიქრე რომ გაუგებრად.

მე მქონდა ვენების პრობლემა თრომბოემბოლიის მაღალი რისკის ქვეშ ვიყავი, საკეისროს დროს და მერეც სანამ გამოგვწერდნენ მამუკა ბოკუჩავა რეკავდა და რაღაც ნემს აკეთებინებდა

ამიტომაც მე მეორე დილითვე ამომაცვეს სპეც-კოლგოტი, კოლგოტის სამშობიაროში დახვედრებას რაც შეეხება ნამდვილად არ არის სამშობიაროს პრეროგატივა.
მაგრამ რაც შეეხება ელასტიურ ბინტს, ბამბას გამაყუჩებელს და ა შ მემგონი სამშობიარომ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი მშობიარე.

სულ ეს არის ჩემი კომენტარი smile.gif

Posted by: ninucanini 27 Jun 2013, 12:38
QUOTE (makau @ 21 Jun 2013, 16:41 )
გოგოებო დავარაშვილთან ვის გაგიჩენიათ? ორ მეანს შორის ვმერყეობ და ვერ გადამიწყვეტია, ან ეგ და ან დარახველიძე.ნუ თან ისიც მინდა დავაზუსტო ჩაჩავა თუ ბიბიდა rolleyes.gif

დავარაშვილთან მე საკეისრო გავიკეთე და რა გთხრა ვერ გადავირიე თვითონ სამსობიაროზე, დათო უპრობლემო კაცია, მშობიარესთან ვიცი რომ საკმაოდ მკაცრია. დარახველძეზე ბევრი კარგი გამიგია.

Posted by: zedka 27 Jun 2013, 19:32
ssvoapnoi

კიდევ ერთიც და ვსიო smile.gif მარტო ღუდუშაურში და ახალ სიცოცხლეში მოქმედებს ეს პროგრამა , განმეორებიტ საკეისროზე ?

პირველზე ეს ჩულქები თუ გეტრები არ მქონდა და სამშობიაროში ის რაღაც ბინტები მიმატანინეს (ჩაჩავაში ) და ის მქონდა შემოხვეული . სახლში ვეღარაფრიტ ვეღარ ვიგუე . ეხლა ამ გაგანია სიცხეში მითუმეტეს ვერ შემოვიხვევ. თუ ეს 25 ლარიანები ნორმალურია მაგი უნდა ვიყიდო ალბათ

Posted by: makau 28 Jun 2013, 10:32
ninucanini
მადლობა, smile.gif ხო რაღაც მეც დარახველიძეზე უფო მეტი კმაყოფილი გამიგიადავნახოთ.ალბათ მაგასთან გადაცწყვიტავ.

Posted by: ssvoapnoi 29 Jun 2013, 00:17
zedka
QUOTE
კიდევ ერთიც და ვსიო  მარტო ღუდუშაურში და ახალ სიცოცხლეში მოქმედებს ეს პროგრამა , განმეორებიტ საკეისროზე ?


ვერ გეტყვი საყვარელო, მე მამუკა ნემსაძიდან გამომდინარე ამ ორ კლინიკასთან მქონდა შეხება, შეიძლება სხვაგანაც არის.
შენ სადმე კერძოდ დაზღვეული თუ არ ხარ 1-დან პროგრამა ისედაც შეგეხება, სადაც არ უნდა მიხვიდე, ისე სად აპირებ?

Posted by: marguerite 29 Jun 2013, 01:49
"ახალი სამშობიარო ცენტრი" _არამიანცის ტერიტორიაზე განახლებული კლინიკა.

2 კვირის წინ , სამშობიაროში არ იყო ცხელი წყალი, საკვები სახლიდან მიგვქონდა.

გაითვალისწინეთ, ვინც აქ გეგმავთ მშობიარობას.


Posted by: zedka 29 Jun 2013, 17:25
ssvoapnoi

მე ჩაჩავაში ვაპირებ. პირველიც იქ გავაჩინე . ჯანდაცვის სამინისტროში რომ დავრეკე არაფერი იცდნენ . ეხლა დავრეკავ აბა ჩაჩავაში და გავარკვევ smile.gif დიღმისკენ რაღაც არ მიმიწევს გული .

1 მდე რომ არ მოიცადოს , ყოველიშემთხვევისთვის მაინტერესებდა smile.gif
მადლობა ყურადღებისთვის : )


Posted by: kosta-rika 29 Jun 2013, 17:31
marguerite
QUOTE
"ახალი სამშობიარო ცენტრი" _არამიანცის ტერიტორიაზე განახლებული კლინიკა.2 კვირის წინ , სამშობიაროში არ იყო ცხელი წყალი, საკვები სახლიდან მიგვქონდა.გაითვალისწინეთ, ვინც აქ გეგმავთ მშობიარობას.

2 კვირის წინ ახალი გახსნილი იყო და შეიძლება მაგიტომ
რავიცი მე მითხრეს ყველაფერი არიო, მანდ ვაპირებ 5 ში

Posted by: marguerite 29 Jun 2013, 19:49
kosta-rika
მაინც იკითხე ცხელ წყალზე, ჩემმა მეგობარმაც იცოდა, რომ ყველაფერი იქნებოდა, მაგრამ დარჩა ისე.

––––––––––––

Posted by: ninucanini 1 Jul 2013, 15:25
გოგოებო სახელმწიფოს ვაუჩერებზე რამე ახალი და საინტერესო ხომ არ გაგიგიათ? უკვე პირველია და მე ცოტას ვნერვიულობ, რა და როგორ იქნება.

Posted by: garfield1 1 Jul 2013, 15:26
ninucanini
გეგმიური საკეისრო 800 ლარი
ფიზიოლოგიური 500 ლარი
ნებისმიერ სამშობიაროში, მთავარია რომ სხვაგან არ იყო დაზღვეული

Posted by: ninucanini 1 Jul 2013, 15:32
QUOTE (garfield1 @ 1 Jul 2013, 15:26 )
ninucanini
გეგმიური საკეისრო 800 ლარი
ფიზიოლოგიური 500 ლარი
ნებისმიერ სამშობიაროში, მთავარია რომ სხვაგან არ იყო დაზღვეული

და ეს ვაუჩერები ჯანდაცვაში უნდა ავიღოთ თუ იცი? ვიყავი დაზღვეული ბისიაი ში და გამიუქმდა უკვე დიდი ხანია. თურმე ისევ სიაში ვყავდი ალდაგს და მომიწია მათთან ოფისში მისვლა , განცხადების დაწერა, წამოვიღე მერე ცნობა და მივიტანე ჯანდაცვაშI, იქ მითხრეს აწი ყველაფერი წესრიგშI იქნებაო და დაგირეკავენო, მაგრამ არავინ მეხმიანება.

Posted by: garfield1 1 Jul 2013, 15:40
ninucanini
აუ მაგდენი არ ვიცი ზუსტად რომ არ მოგატყუო,
მე ჩემი მშობლები მყავდა ალდაგში დაზღვეული და წელიწადზე მეტია გააუქმდათ დაზღვევა და მაინც არიან ბაზაში, შესაბამისად საყოველთაო დაზღვევის ვაუჩერებს ვერ იღებენ მაგის გამო.
ხოდა მშობიარობას მგონი ვაუჩერი არ სჭირდება უბრალოდ ბაზაში უნდა იყო როგორც არადაზღვეული და მაინც სამინისტროში გაარკვიე , რამე შეცდომაში არ შეგიყვანო

Posted by: ninucanini 1 Jul 2013, 15:44
garfield1
ხოო, მომიწევს ისევ მისვლა მეც ესე ვფიქრობ. სანამ შენები განცხადებას არ დაწერენ ალდაგის ოფისში, პუშკინის 2 -ში, მანამდე ეყოლებათ იმათ ბაზაში,. მოუგვარებელი აქვთ ეგ სისტემა, და მოსაკლავები იქნებიან მე რომ რამე გამიპრობლემდეს ამ ვაუჩერზე.

Posted by: T@K 3 Jul 2013, 09:56
პაატა ჟორჟოლიანზე არავინ არაფერი იცით???

Posted by: zedka 4 Jul 2013, 22:50
ვინმემ გაიკეთა საკეისრო სახელმწიფო დაფინანსებით ? დღეს ვიყავით ჩაჩავაში და განმეორებით საკეისროს არც თვლიან ჩვენებადო და საბოლოიოდ აღმოჩნდა რომ ფიზიოლოგიურსაც კი არ აფინანსებენ მანდ . არადა დღეს უნდა დაგვენიშნა დღე :@ გაცოფებული ვარ . არც ვიცი სად შეიძლება სხვაგან წავიდე . არც მიფიქრია რომ ჩაჩავას გარდა სხვა სამშობიაროზე . რომელია ნორმალური დაახლოებით იგივე თანხაში ?

Posted by: sopo1977 4 Jul 2013, 23:13
zedka
ახალი სიცოცხლე ყველაზე იაფია და ნორმალური როგორც ვიცი. ნებისმიერ კლინიკაშიო და ჩაჩავა არ შედის? რა წესია.

Posted by: ათულია 4 Jul 2013, 23:14
kosta-rika
QUOTE
2 კვირის წინ ახალი გახსნილი იყო და შეიძლება მაგიტომ
რავიცი მე მითხრეს ყველაფერი არიო, მანდ ვაპირებ 5 ში


რადგან ახალი გახსნილები არიან ე ი დასაშვებია მელოგინე/მშობიარეები უწყლოდ იყვნენ?

არამგონია შენ რომ მაგ პერიოდში გემშობიარა მშიდად შეხვედროდი მაგ ფაქტს



Posted by: zedka 4 Jul 2013, 23:17
როგორი პირობებია ახალ სიცოცხლეში ? საიტს ვერ ვპოულობ . დიღომშია ხო ?

Posted by: sopo1977 4 Jul 2013, 23:37
zedka
კი, დიღომშია. დაგუგლე
სამედიცინო ცენტრი ახალი სიცოცხლე
და ამოგიგდებს, მე ვერ ვლინკავ, ტელეფონით ვარ.

Posted by: Iris87 5 Jul 2013, 11:12
მე ვიმშობიარე "ახალ სამშობიარო ცენტრში" და კმაყოფილი ვარ საერთო ჯამში. ცხელი წყალი იყო, 10 დღის წინ გავაჩინე.
პერსონალს დიდი + ჩემგან, ბებია ქალით დაწყებული, ექიმები, ბვშვების ექთნები, პედიატრები. ყველა ცვლაში ძალიან კარგი გოგოები იყვნენ, ყურადღებიანი, სულ გაღიმებული შემოდიოდნენ, გაყავდათ მთელი ღამით,მარტო საჭმელად შემოიყვანდნენ. ზარის დარეკვა არც დამჭირვებია ისე ხშირად შემოდიოდა ექთანი, ხომ არაფერი გჭირდებათო. მუსტელას პროდუქცია აქვთ ბავშვებისთვის დასაბანი სითხე და კრემი, პამპერსის პამპერსი. პირველ დღეს გახვეული ყავთ, მეორე დღიდან ჩააცვეს ჩემი მიტანილები. მინუსია ის, რომ კვება არ ქონდათ, და სახლიდან მოქონდა დედაჩემს საჭმელი. მალე გვექნებაო ამბობდნენ.

Posted by: T@K 5 Jul 2013, 12:22
T@K
QUOTE
პაატა ჟორჟოლიანზე არავინ არაფერი იცით???

ვინმემ რამე მითხარით რა cry.gif

Posted by: tlikina 5 Jul 2013, 14:55
Iris87
ნეონატოლგი მანდ ბელა ბოჭორიშვილია?

Posted by: ssvoapnoi 7 Jul 2013, 19:39
zedka

ახალ სიცოცხლეში წადი ძალიან კარგია მართლა.
* * *
დღეს დეტალურად გამოვიკითხე ღუდუშაურში და კვება არ არის, ყველაფერი თქვენი უნდა იქონიოთო და ბავშვის მოვლაც თქვენზეა თავის პამპერსებიანადო. smile.gif
მოკლედ ძალიან გახარებული ვარ smile.gif))) რა მეშველება. ნემსაძე უნდა დავითანხმო ახალ სიცოცხლეში გამიკეთოს

Posted by: ninucanini 8 Jul 2013, 16:25
QUOTE (zedka @ 4 Jul 2013, 23:17 )
როგორი პირობებია ახალ სიცოცხლეში ? საიტს ვერ ვპოულობ . დიღომშია ხო ?

https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94/249163565190050?fref=ts


მეც მანდ ვაპირებ მშობიარობას, მხოლოდ გადმოცემით ვიცი რომ კარგები არიან და ყველა თითქმის კმაყოფილია.

Posted by: Iris87 10 Jul 2013, 11:49
tlikina
კი, ბელა ბოჭორიშვილია.

Posted by: tlikina 10 Jul 2013, 19:35
Iris87
კარგი გოგოა, ჩემი ბავშვის ექიმია დაბადებიდან და ძალიან მომწონს smile.gif

Posted by: manka90 11 Jul 2013, 16:00
გოგოებო, გამარჯობათ! მე-5 სამშობიაროზე რას მეტყვით? ღირს იქ მშობიარობა თუ არა და რა პირობებია?

Posted by: blblbl 11 Jul 2013, 16:14
manka90
QUOTE
ღირს იქ მშობიარობა

არა,ისე აღარც გამიგია მანდ ვინმეს ემშობიაროს.ნაცნობმა იმსობიარა 2წლის წინ ,ფული არ ჰქონდა და იმიტომ,მანდ იაფია დანარჩენებტან სEდარებით,საშინლად აწვლეს,არც გაუყუჩეს არ ვიცით და არც ანესთეზიოლოგი გვყავსო biggrin.gif ნუ პირობები სასინელი იყო .

Posted by: manka90 11 Jul 2013, 16:56
QUOTE (blblbl @ 11 Jul 2013, 16:14 )
manka90
QUOTE
ღირს იქ მშობიარობა

არა,ისე აღარც გამიგია მანდ ვინმეს ემშობიაროს.ნაცნობმა იმსობიარა 2წლის წინ ,ფული არ ჰქონდა და იმიტომ,მანდ იაფია დანარჩენებტან სEდარებით,საშინლად აწვლეს,არც გაუყუჩეს არ ვიცით და არც ანესთეზიოლოგი გვყავსო biggrin.gif ნუ პირობები სასინელი იყო .

ეხლა რა სიტუაციაა იქ ხომ არ იცით? ექიმი მირჩიეს და ის მე-5-ში მუშაობს.

Posted by: n_elo 12 Jul 2013, 22:54
გოგოები ვინც ჯამღთელობის სახლში იმშობიარეთ რა ღირს ფიზიოლოგიური მშობიარობა? და სულ ერთ კაციანი პალატებია?

Posted by: naneee 13 Jul 2013, 00:06
manka90
QUOTE
გამარჯობათ! მე-5 სამშობიაროზე რას მეტყვით? ღირს იქ მშობიარობა თუ არა და რა პირობებია?

რაც მე-5-დან გიორგი საყვარელიძე წავიდა, კაპიკად აღარ ვარგა იქაურობა smile.gif

Posted by: zedka 13 Jul 2013, 00:25
ვინც გაგუაში იმშობიარეთ რეები წაიღეთ ? პამპერსებს და რაგაცეებს გახვედრებენ ? მე კი მაქვს ყველაფერი მომარაგებული მგონი , მაგრამ არ მინდა რამე გამომრჩეს

Posted by: blblbl 13 Jul 2013, 00:31
zedka
პამპერსი და საფენები იქ გხვდება დანარჩენი არ მახოსოვს.

Posted by: pravinia 13 Jul 2013, 01:23
n_elo


1550 და სულ ერთადგილიანებია smile.gif
მეორე სართულზე მესამე პალატა მიყვარს მე biggrin.gif ორჯერ ვიწექი მანდ love.gif

Posted by: n_elo 13 Jul 2013, 09:52
pravinia
mag 1550shi analizebi da gautkivareba ar shedis xo?

Posted by: zedka 13 Jul 2013, 23:39
blblbl

ხო დგეს მივედით გაგუაში და მითხრეს , მარტო ბავშვის ტანსაცმელი წამოიღეო . არადა ჩაჩავაში კლექსანიც კი ჩვენ გვაყიდინეს . ეხლა მივხვდი ნორმალურ სამშობიაროში რამდენი რამე გვეკუთვნოდა თურმე . ჟმოტები . ექთნებით და ექიმებით მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ მაგრამ უნამუსოები ყოფილან . სანამ ფული არ მივიტანეთ საკეისროსაც არ მიკეთებდნენ და რუდუშაურში მაგზავნიდნენ , თუ ფული არ გაქვთ იქ უფრო იაფი ღირს და წადითო

Posted by: nailart 13 Jul 2013, 23:43
მეხუთეში რემონტი მიმდინარეობს და თუ სხვა გამოსავალი გაქვთ, სხვაგან წადით, მე ვიყავი მანდ ამ ორი დღის წინ და საშინელებაა რაღა დაგიმალოთ.

Posted by: marguerite 14 Jul 2013, 00:11
QUOTE (zedka @ 13 Jul 2013, 00:25 )
ვინც გაგუაში იმშობიარეთ რეები წაიღეთ ? პამპერსებს და რაგაცეებს გახვედრებენ ? მე კი მაქვს ყველაფერი მომარაგებული მგონი , მაგრამ არ მინდა რამე გამომრჩეს

ბავშვის ტანსაცმელი წაიღე, თხელი პლედი, რომ საწოლზე დაუფინო . ბოთლი (თუ რძე არ გექნება, საერთო ბოთლით რომ არ მისცენ დამატება), შენთვის _ შამპუნი და საპონი, პირადი ჰიგიენის ნივთები. საფენები ბავშვისთვისაც აქვთ და დედისთვისაც.

Posted by: zedka 14 Jul 2013, 00:33
marguerite

მე კიდევ საფენების მთელი გორა მიმაქვს , ანუ ამოვალაგო უნდა . აი ბოთლი არ მიყიდია ჯერ , ხვალ ვიყიდი . იმედია რძე მექნება ისევ . \
ბავშვს დამაბანინებენ გაგუაში თუ სახლში წამოსვლას უნდა დაველოდოთ ?

Posted by: blblbl 14 Jul 2013, 00:35
zedka
თუ მოითხოვ შეიძლება დაგაბანინონ და ისე არ ბანენ ბავშვებს.

Posted by: marguerite 14 Jul 2013, 00:40
zedka
არ დაუბანიათ ჩემი. რომ ვკითხე _ასეთი სტანდარტიაო და დავუჯერე. ახლა ვნანობ , პრობლემა არ შეჰქმნია გამოწვასთან დაკავშირებით, მაგრამ სხველი ხელსახოცით გასუფთავებას აშკარად წყალი ჯობია. პალატებში არის ონკანი და იქ შეგიძლია დაბანო.

Posted by: garfield1 14 Jul 2013, 00:42
marguerite
QUOTE
რომ ვკითხე _ასეთი სტანდარტიაო

რა სტანდარტი ? რატომ არ შეიძლება დაბანა ვითომ ? rolleyes.gif

Posted by: marguerite 14 Jul 2013, 00:47
garfield1
ახალი გაიდლაინებიო _ ეს ეკერათ პირზე. აღარ გავართულე სიტუაცია და არ მოვითხოვე, დაბანეთ–თქო.
ახლაც ვერ ვხვდები, რატომ არ ბანენ. ის კი მითხრეს, არაა აუცილებელი ჭიპი მოძვრეს, დაბანე გაწერისთანავეო.

Posted by: blblbl 14 Jul 2013, 00:49
marguerite
garfield1
ინტერნეტში წავიკითხე ადრე,სასურველია რომ რომ იბადენა და ნადები აქვს,ის სრულად შეიწოვოს კანმაო და შეიძლება ახალ სტანდარტებში ამას გულისმობენ?რისთვის იყო კარგი ეგ აღარ მახსოვს sad.gif

Posted by: garfield1 14 Jul 2013, 00:55
blblbl
QUOTE
ინტერნეტში წავიკითხე ადრე,სასურველია რომ რომ იბადენა და ნადები აქვს,ის სრულად შეიწოვოს კანმაო

ხო მაგრამ იმ ნადებს ხო მაინც წმენდენ რავიცი, სამშობაიროში გადაღებული ფოტოები მინახავს ჩვილების და ნუ შეიძლება ჯონსონის შამპუნით დაბანილები არ არიან მაგრამ ის ნადები მაინც არ აქვთ და თუნდაც სველი ხელსახოცით გაწმენდას დაბანა არ ჯობია ?

Posted by: marguerite 14 Jul 2013, 00:59
garfield1
დაბადებისთანავე სახვევებით გაასუფთავეს, სველი ხელსახოცით მერე, საფენის ყოველ გამოცვლაზე წმენდდნენ.

Posted by: blblbl 14 Jul 2013, 00:59
garfield1
აშკარად სჯობს,მაგრამ რა პრინციპია და რატომ არ ბანენ არ ვიცი,ვინც იმშობიარებთ ისეთში სადაც არ ბანენ იკითხეთ რა biggrin.gif

Posted by: makavel1 14 Jul 2013, 13:14
QUOTE
თუ მოითხოვ შეიძლება დაგაბანინონ და ისე არ ბანენ ბავშვებს.

wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: nailart 14 Jul 2013, 13:56
თუ ბავშვის კანმა უნდა შეიწოვოს ნადები, ოკეი, შეიწოვა პირველი ერთი დღე, დანარჩენი ორი თუ სამი დღე რასაც სამშობიაროში ვატარებთ, აღარ უნდა დაბანონ? მე თვის ბოლოს ველოდები და ჩემი პატარა თუ თავად არ დაბანეს, მე დავბან. ჩემი პირველი ბავშვი როგორც კი გავაჩინე, ეგრევე თბილ აბაზანაში დაბანეს, გაამშრალეს, შეახვიეს და მერე მომიყვანეს. სულ 3 წუთი წაიღო ამ პროცესმა, თავისი გაზომვა-აწონით. და შემდეგი დღეები რაც იქ ვიყავი, ყოველ დილას აბანავებდნენ ხოლმე. და ყოველი კაკაშკების მერე ტაკოს ბანდნენ.

Posted by: zedka 14 Jul 2013, 14:37
ჩაჩავაში მე თვითონ ვბანდი . მერიდებოდა რამდენჯერაც კაკებს იზამდა ვერ ვთხოვდი ჩაბანეთთქო და სველი სალფეთქით გაწმენდილს კიდევ ვერ ვენდობი . თან ნაკეისრალს ცოტა მიჭირდა . როგორც ვიცი მეორე საკეისროს მერე უფრო ძლიერი ტკივილები აქვთ . ყოველ შემთხვევაში გოგოები ესე იძAხდნენ ეხლა უფრო გვტკივაო და რომ წარმოვიდგენ როგორ მეტკიება ბავშვი როგორღა უნდა დავბანო არ ვიცი sad.gif

Posted by: blblbl 14 Jul 2013, 14:41
zedka
გამაყუჩებელს აკეთებენ და არ გტკივა,რატომ უნდა გეტკინოს,რამდენჯერაც მოითხოვ იმდენჯერ გაგიკეთებენ

Posted by: makavel1 14 Jul 2013, 15:46
zedka
მეორე საკეისრო გავიკეთე 24ში და არანაირი ტკივილები არ მქონია, ერთხელაც არ დამჭირვებია გამაყუჩებელი, ჩაბანას რაც შეეხება ისეც ყოფილა რომ ჩაბანდნენ მეორე წუთში ისევ უქნია და დამიძახია და ისევ ჩაუანიათ. რას ქვია გერიდება, ამხელა თანხას იხდი და ბავშვიც არ უნდათ ჩაბანონ?

Posted by: ninia84 14 Jul 2013, 18:47
makavel1
Meorec embrioshi gaikete?

Posted by: ninucanini 14 Jul 2013, 19:28
გოგოებო, ვნც ,,ახალ სიცოცხლეში იმშობიარეთ" რა წაიღეთ თან? ან ბავშვსთვის საფენები იმათია ?

Posted by: qetiketi14 14 Jul 2013, 20:08
zedka
მეც გაგუაში გავაჩინე 8 თვის წინ ორ სამ საათში დაბანეს. 2სთ მე მეწვინა მერე მე პალატაში გადამიყვანეს და ბავში წაიყვანეს ცოტა ხანში ახალი ტანსაცმელი მომთხოვეს უნდა დავბანოთ და ჩავაცვათო.

პაკეტებს რაც შეეხება მე ძალიან ბევრი მქონდა და იმათი პაკეტი ცოტა არ იყოს და პატარა იყო არც კი გამომიყენებია სულ ჩემები ვიხმარე 4 პაჩკა ოლვეისი და მჟირდა სულ sad.gif

ეს იყო 8 თვის წინ და ეხლა არ ვიცი

Posted by: blblbl 14 Jul 2013, 20:10
qetiketi14
QUOTE

მეც გაგუაში გავაჩინე 8 თვის წინ ორ სამ საათში დაბანეს. 2სთ მე მეწვინა მერე მე პალატაში გადამიყვანეს და ბავში წაიყვანეს ცოტა ხანში ახალი ტანსაცმელი მომთხოვეს უნდა დავბანოთ და ჩავაცვათო.

კი მასე აბანავებენ და მერე პაპერსის გამოსვლისას ბანდნენ?

Posted by: qetiketi14 14 Jul 2013, 20:11
blblbl
არა რა დაბანა პამპერსაც მე ვუცვლიდი
ჩემი ინიციატივით რათქმა უნდა smile.gif ერთხელ ჩავაბანინე და ჩაბანეს მე მაინც შემეშინდა ჭიპის გამო

Posted by: kvatunia24 14 Jul 2013, 20:52
ანუ ამ ახალი გაიდლაინმებით იყო რომ ახალ სიცოცხლეში 3 დღე არ ჩაბანეს ბავშვი? facepalm.gif პროსტა რამ გამასულელა იცით? ეს გოგო იყო რუსი, ვინც ჩემს გვერდით იწვა, პირველი შვილი იყო, ვააბშე გონზე არ იყო ბავშვის მოვლის და მგონი საერთოდაც არ იყო მზად შვილის გასაჩენად biggrin.gif ჯერ ხომ თავისი ფეხით შემოვიდა პალატაში 2 საათის ნამშობიარევი, მერე რომ დაწვა და დაიძინა საღამომდე არ აუწევია თავი, კიდევ კარგი ბავშვი ნაჭამი იყო და ეძინა, არც მოუკითხავთ ექთნებს, ერთი შემოიხედეს და რომ ნახეს დედა შვილს ეძინათ გავიდნენ ისევ, მერე კი შემოდიოდნენ ყოველ 20 წუთში ერთხელ რომ მიხვდენ რომ ეს გოგო საჭმელად სპეციალურად არ აღვიძებდა ბავშვს რომ თვითონ რაც შეიძლება კარგად გამოეძინა და დაესვენა და ისეთი უკმაყოფილო იყო რომ გააღვიძებინეს ბავშვი და აჭამეო უთხრეს კინაღამ მოვკვდი სიცილით ასე სულ ძუძუზე უნდა მეკიდოსო? biggrin.gif ხოდა ვაბშე არ ჩაუბანია ბავშვი, პამპერსიც კი არ გამოუცლია ის 2 დღე, სულ რომ არაფერი ექნა ბავშვს მაინც ხომ იხუთება კანი 2 დღე რომ საფენი არ გამოვიცვალო ხომ დავლპი და ავქოთდი? არც ჩაუბანიათ დაბანაზე ხომ ზედმეტია საუბარი, რია ვიცი აბა რა ვთქვა ძალიან არ მომწონს მე ამათი ახალი გაიდლაინები, ნამეტანი უაზრობამდე მიდის ყველაფერი და ზედმეტი ხომ არ მოსდით? rolleyes.gif

Posted by: marguerite 14 Jul 2013, 23:31
zedka
პალატაში არის ონკანი და ჩაბან, თუ ტკივილი გექნება_სთხოვ მედდებს. მაგრამ, მე რაც წინა გვერდეზე დაგიწერე, ახალშობილს სრულად არ ბანენ, და იმასაც ვერ ვხვდები, თავად როგორ უნდა აბანავო, საკუთარი აბაზანით ხომ არ მიხვალ ?!

Posted by: taktakuna 15 Jul 2013, 00:06
marguerite
ღუდუშაურში დუშში შეუშვერდნენ და უცებ-უცებ ბანდნენ.პირველი დღე არაა სასურველი დაბანაო ადრე ვუსმენდი სინაურიძეს და მერე ჩვეულებრივ. ახალი გაიდლაინებით იგონებენ რაღაცეებს და სიზარმაცეს აპრავებენ. სამი-ოთხი დღე ბავშვი რომაა დაბანა არ უნდა? მით უმეტეს ზაფხულში...

Posted by: blblbl 15 Jul 2013, 00:20
QUOTE
დუშში შეუშვერდნენ და უცებ-უცებ ბანდნენ

აი ეს ჭიპლარიან ბავშვზე ძალიან საშიში მგონია ,მაგას მირჩევნია სულ არ დაბანონ biggrin.gif ისე რა პრინციპით არ ბანენ მართლა მაინტერესებს

Posted by: teoni 15 Jul 2013, 00:24
არც ჩემი დაბანეს ,გერმანიაში ვარ.სახლში რომ მივიყვანეთ მაშინღა ვაჭყუმპალავეთ.

Posted by: blblbl 15 Jul 2013, 00:26
teoni
QUOTE
არც ჩემი დაბანეს ,გერმანიაში ვთარ

აჰა ანუ სიზარმაცე არაფერ შუაშია,მართლა რამე გაიდლაინია ეტყობა ,მაქაურებს ვენდობი biggrin.gif

Posted by: taktakuna 15 Jul 2013, 00:32
blblbl
მეც დავინტერესდი ასე არ ხვდებათ ისე წყალი რომ რამე მოუვიდეთო, უცებ გაახვანჩალებდნენ და ეგაა.
მე რამის 20 დღე მყავდა ბავშვი იქ და რომ არ დაებანდათ გადაეთუთქებოდა ყველაფერი, მაგამ მეორე დღიდან ყველას ბანდნენ.

Posted by: kosta-rika 15 Jul 2013, 10:18
marguerite
QUOTE
"ახალი სამშობიარო ცენტრი" _არამიანცის ტერიტორიაზე განახლებული კლინიკა.2 კვირის წინ , სამშობიაროში არ იყო ცხელი წყალი, საკვები სახლიდან მიგვქონდა.გაითვალისწინეთ, ვინც აქ გეგმავთ მშობიარობას

5ში ვიმშობიარე და საშინლად არ მომეწონა პირობები
ძალიან ცუდი ექიმები ყავთ, მე აყვანილი მყავდა გოჩა გელაშვილი, მაგაზე უხეში კაცი არ არსებობს, საკეისროს ვიკეთებდი და სპინალური რო უნდა გაეკეთებინათ შიშისგან ცრემლები გადმომცვივდა და ამან დამშვიდების მაგიერ ქმართან რო წვებოდი იმის რატო არ გეშინოდაო. ისეთი ავბღავლდი ძლივს დამაწყნარა ანესთეზიოლოგმა, შეშინებულ ადამიანს კიდე მაგას რო ეტყვი სადაური ლოგიკაა, ვაი ექიმი
ეგ ერთი, მეორე სანამ ოპერაციაზე შემიყვანდნენ დალანძღეს ექთნებმა ერთმანეთი , იქ ამბავი იყო ყვირილი წივილი, მე ვერც მხედავდნენ
ცხელი წყალი არ იყო შესაბამისად 3 დღე დაუბანელი ვიყავი, ჩაბანისთვისაც არ მომაკითხა არავინ, არც მინდოდა მოიტანდნენ წყალს ჭუჭყიანი ტაშტით, სველი სალფეტკებით ვისარგებლე სხვა გამოსავალი რო არ იყო
დილას წყურვილით ვკვდებოდი და სანამ ქმარი მომიტანდა რაღAცეებს წყალი მოვითხოვე , ექთანმა შემომიტანა ყურმოტეხილი ჭუჭყიანი ჭიქით, ლაქები ქონდა კაი ხნის გასარეცხი იყო, ეს ვიღაც პაციენტმა დატოვა სხვა არ გვაქო
ნუ ბავშვი გაყავდათ მე არ შემეძლო მოვლა მარა რათ გინდა გაოფლილი სველი შემოყავდათ ალბათ ბევრს ატირებდნენ
ჩემი აყვანილი ექიმი ერთხელ არ შემოსულა, გაზებით მქონდა შებერილი მუცელი, კუჭშიც ვერ გავდიოდი 2 დღე, მერე დავურეკე ახლობელ ექიმს და იმან მითხრა რაც უნდა მექნა. რაში გადავიხადე ფული ვერ ვხვდები
გამოწერის დღეს დილას უნდა წამოვსულიყავი და საღამომდე მაყურყუტეს, სანამ არ ვთქვი მე წავედი თქო, მერე დაიწყეს საბუთების გამზადება
ისეთი დავცოფე ყველა კაი ხანი ემახსოვრებათ მარა მე და ჩემ შვილს რა, კიდე კაი ბავშვი ჯანმრთელი წამოვიყვანე და მეც გადავრჩი, სხვას აღარ დავეძებ

Posted by: Princess 15 Jul 2013, 10:21
kosta-rika
დაწერეს აქ გოგოებმა არ არის კარგი პირობებიო და მაინც მანდ წახვედი? smile.gif
კიდევ კარგი ჯანმრთელად ხართ შენც და პატარაც, გილოცავ დედობას!

Posted by: kosta-rika 15 Jul 2013, 12:45
Princess
QUOTE
დაწერეს აქ გოგოებმა არ არის კარგი პირობებიო და მაინც მანდ წახვედი? კიდევ კარგი ჯანმრთელად ხართ შენც და პატარაც, გილოცავ დედობას!

მადლობა გაიხარე smile.gif
ვიფიქრე ახლობელია მაგის დირექტორი და კარგათ მომაქცევენ ყურადღებას თქო, რას წარმოვიდგენდი ელემენტარული პირობები თუ არ იყო
კიდე რადაობა ბახილებს რო აცმევენ მნახველებს ხო იცით ერთჯერადი როა, მაგათთვის ეგ მრავალჯერადია და ვითომ სისუფთავეს იცავენ biggrin.gif და მოსაცმელები აქვთ მნახველებისთვის ისეთი დახეული ხელს ძლივს გაუყრი სახელოში
იდიოტი ვააარ რა მინდოდა მანდ
sad.gif

Posted by: sopo1977 15 Jul 2013, 12:48
kosta-rika
აუუ, ესეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე არ მეგონა. რა უბედურებააsad.gif

Posted by: Springchild 15 Jul 2013, 13:38
kosta-rika
wow.gif wow.gif wow.gif

ვაიმეე, ეს რა დაწერე!!! მეგონა კლინიკები იმიჯს უფრთხილდებიან და ასეთები აღარსად ხდება და ეს ღუდუშაურზე უარესი ყოფილა...

ისეთ შოკში ვარ რომ ამხელა ბედნიერების მოლოცვა კი დამავიწყდა! ბედნიერ დედობას გისურვებ!!!

Posted by: blblbl 15 Jul 2013, 13:42
QUOTE

"ახალი სამშობიარო ცენტრი" _არამიანცის ტერიტორიაზე განახლებული კლინიკა.

ეს კლინიკა დაიხურა იმის გამო რომ იყო საშინელი პირობები,როგორც ჩანს ოდნავადაც არ შეცვლილა სიტუაცია და რატომ გახსნეს ან რისთვის დახურეს საინტერესოა.სირცხვილია უბრალოდ.
* * *
QUOTE
უხეში კაცი არ არსებობს, საკეისროს ვიკეთებდი და სპინალური რო უნდა გაეკეთებინათ შიშისგან ცრემლები გადმომცვივდა და ამან დამშვიდების მაგიერ ქმართან რო წვებოდი იმის რატო არ გეშინოდაო

აი ეს ადამიანი ვერ გადამირჩებოდა გულისამრევი კაცუნა

Posted by: nailart 15 Jul 2013, 14:32
საერთოდ, რამდენიმე წლის უკან ძალიან მოდაში იყო ეგ გამოთქმა, ქმარს რომ აძლევდი არ გეშინოდაო? მერე ამის გამო ერთი ექიმი კარგად სცემეს არამიანცში. ერთ-ერთი მშობიარეს ქმარმა smile.gif ვაიმე რა ტყეშია ზოგიერთი დღემდე. ამის თქმა როგორ შეიძლება ქალისთვის, გინდაც ორსული იყოს და გინდაც არაორსული. აღზრდის პრობლემები აქვს ამ ხალხს.

Posted by: kosta-rika 15 Jul 2013, 14:57

Springchild
QUOTE
ისეთ შოკში ვარ რომ ამხელა ბედნიერების მოლოცვა კი დამავიწყდა! ბედნიერ დედობას გისურვებ!!!

მადლობა ჩემო კარგო

blblbl
QUOTE
ეს კლინიკა დაიხურა იმის გამო რომ იყო საშინელი პირობები,როგორც ჩანს ოდნავადაც არ შეცვლილა სიტუაცია და რატომ გახსნეს ან რისთვის დახურეს საინტერესოა.სირცხვილია უბრალოდ.

იმხელა შოკი მივიღე რო რავი, არადა დაწყებული მქონდა მშობიარობა თორე გამოვიქცეოდი საოპერაციოდან. იმდენად უარყოფითი ემოციები მივიღე წესიერად ვერ აღვიქვი ჩემი ბედნიერება შვილის სახით. პედიატრებიც საზიზღრები ყავთ , უხეში ბებერი ქალები, ისე ატირებდნენ ბავშვებს გახდა ჩაცმაზე ჩემ შვილს შიშები აქვს, 7 დღისაა ბავშვი და ნელნელა გადაეჩვია გამოცვლაზე ტირილს. მოკლედ ჩემ დღეში რო არ ჩავარდეთ ერიდეთ მასეთ ძველ სამშობიაროებს, მაგათ სულ არ ადარდებთ იმიჯი, არამგონია საერთოდ იცოდნენ მაგ სიტყვის მნიშვნელობა

Posted by: flying teapot 15 Jul 2013, 15:46
kosta-rika
QUOTE
ამან დამშვიდების მაგიერ ქმართან რო წვებოდი იმის რატო არ გეშინოდაო


ფუჰ, ღორი. mad.gif :@@@@@@@@@@@ მწარედ ვანანებდი ამ სიტყვებს...!



QUOTE
ბავშვებს გახდა ჩაცმაზე ჩემ შვილს შიშები აქვს, 7 დღისაა ბავშვი და ნელნელა გადაეჩვია გამოცვლაზე ტირილს. მოკლედ ჩემ დღეში რო არ ჩავარდეთ ერიდეთ მასეთ ძველ სამშობიაროებს

ცაწკალი პატარა sad.gif((((

მე ორთაჭალაში ვაპირებ, მე-4ში. ეგეც "ძველია" (ახლა კი კერძო გახდა მგონი), მაგრამ არც 6 წლის წინ ვყოფილვარ უკმაყოფილო და იმედია, არც ახლა მიმტყუნებს ჩემი დათო ექიმი smile.gif))))))

Posted by: makavel1 15 Jul 2013, 15:56
ninia84
კი, მეორეც მანდ გავაჩინე

Posted by: zedka 15 Jul 2013, 16:50
kosta-rika

ისე მომეშალა ნერვები შენს ნაწერზე ,რომ მზად ვარ თუ ოდესმე მაგ კაცის ცემას გადაწყვეტ წამოგყვე და მაგრად ვჟეჟო . დეგენერატი რა

Posted by: makau 15 Jul 2013, 17:09
kosta-rika
გილოცავ პატარას დაბადებას love.gif სამწუხაროა რომ ამხელა ბედნიერება ასე ჩაგამწარეს.. მაგრამ რაც მთავარია ჯანმრთელები გადაურჩით მაგ საავადმყოფოს. ვაიმე აი მასეთ ფრაზებზე ვფეტქდები ხოლმე ჩემი მშვიდი ხასიათის მიუხედავად mad.gif
QUOTE
უხეში კაცი არ არსებობს, საკეისროს ვიკეთებდი და სპინალური რო უნდა გაეკეთებინათ შიშისგან ცრემლები გადმომცვივდა და ამან დამშვიდების მაგიერ ქმართან რო წვებოდი იმის რატო არ გეშინოდაო
ალბათ მშობიარობას ქმარი არ ესწრებოდა,თორემ ვერც გაბედავდა მაგის თქმას. თორემ ნებისმიერ ქმარს შემოაკვდებოდა ეგ რომ გაეგო

Posted by: ninucanini 16 Jul 2013, 15:26
QUOTE (kvatunia24 @ 14 Jul 2013, 20:52 )
ანუ ამ ახალი გაიდლაინმებით იყო რომ ახალ სიცოცხლეში 3 დღე არ ჩაბანეს ბავშვი? facepalm.gif პროსტა რამ გამასულელა იცით? ეს გოგო იყო რუსი, ვინც ჩემს გვერდით იწვა, პირველი შვილი იყო, ვააბშე გონზე არ იყო ბავშვის მოვლის და მგონი საერთოდაც არ იყო მზად შვილის გასაჩენად biggrin.gif ჯერ ხომ თავისი ფეხით შემოვიდა პალატაში 2 საათის ნამშობიარევი, მერე რომ დაწვა და დაიძინა საღამომდე არ აუწევია თავი, კიდევ კარგი ბავშვი ნაჭამი იყო და ეძინა, არც მოუკითხავთ ექთნებს, ერთი შემოიხედეს და რომ ნახეს დედა შვილს ეძინათ გავიდნენ ისევ, მერე კი შემოდიოდნენ ყოველ 20 წუთში ერთხელ რომ მიხვდენ რომ ეს გოგო საჭმელად სპეციალურად არ აღვიძებდა ბავშვს რომ თვითონ რაც შეიძლება კარგად გამოეძინა და დაესვენა და ისეთი უკმაყოფილო იყო რომ გააღვიძებინეს ბავშვი და აჭამეო უთხრეს კინაღამ მოვკვდი სიცილით ასე სულ ძუძუზე უნდა მეკიდოსო? biggrin.gif ხოდა ვაბშე არ ჩაუბანია ბავშვი, პამპერსიც კი არ გამოუცლია ის 2 დღე, სულ რომ არაფერი ექნა ბავშვს მაინც ხომ იხუთება კანი 2 დღე რომ საფენი არ გამოვიცვალო ხომ დავლპი და ავქოთდი? არც ჩაუბანიათ დაბანაზე ხომ ზედმეტია საუბარი, რია ვიცი აბა რა ვთქვა ძალიან არ მომწონს მე ამათი ახალი გაიდლაინები, ნამეტანი უაზრობამდე მიდის ყველაფერი და ზედმეტი ხომ არ მოსდით? rolleyes.gif

,,ახალ სიცოცხლეში" ბავშვებს ექთნები არ ბანენ?? შენთვითონ უნდა ჩაბანო??
* * *
QUOTE (ssvoapnoi @ 7 Jul 2013, 19:39 )
zedka

ახალ სიცოცხლეში წადი ძალიან კარგია მართლა.
* * *
დღეს დეტალურად გამოვიკითხე ღუდუშაურში და კვება არ არის, ყველაფერი თქვენი უნდა იქონიოთო და ბავშვის მოვლაც თქვენზეა თავის პამპერსებიანადო. smile.gif
მოკლედ ძალიან გახარებული ვარ smile.gif))) რა მეშველება. ნემსაძე უნდა დავითანხმო ახალ სიცოცხლეში გამიკეთოს

,,ახალ სიცოცხლეზე " თU გაქვს რაიმე საინტერესო ინფორმაცია მომწერე რა , იქ ვაპირებ მშობიარობას და არაფერი არ ვიცი საერთოდ. წავიკითხე თითქოს ბავშვი შენთვითონ უნდა ჩაბანოო, პამპერსები მე უნდა მივიტანო?? და რავიცი კიდევ რამე თU იცი ყველაფერი მომწერე ცოტაც ვნერვიულობ ესე ბრმად რომ მივდივარ . წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: flying teapot 16 Jul 2013, 17:17
QUOTE
მე ორთაჭალაში ვაპირებ, მე-4ში. ეგეც "ძველია" (ახლა კი კერძო გახდა მგონი), მაგრამ არც 6 წლის წინ ვყოფილვარ უკმაყოფილო და იმედია, არც ახლა მიმტყუნებს ჩემი დათო ექიმი smile.gif))))))


დავით ქორიძის სახელობის ორთაჭალის სამშობიარო მოვინახულე და დავათვალიერე დღეს. 6 წლის წინ გავაჩინე პირველი საკეისროთი მანდ. ახლა შედარებაც არაა მაშინდელთან.
მომეწონა ძალიან, მესამე სართული მოვინახულე. up.gif
პალატები დიდია, ნათელი, სუფთა, საწოლები მშვენიერი, შხაპით, 4ჯერადი კვებით.. ლუქსიც აქვთ შეუზღუდავი დროით შეუძლია მოვიდეს ახლობელი და დარჩეს.
ახალშობილებს მაშინაც კარგად უვლიდნენ და ახლაც იმედია გრძელდება ეგ ტრადიცია.
1200 ლარამდე ჯდება საკეისრო თავისი პერსონალური ექიმით და ლუქსით.
ძვირია?

Posted by: kato783 16 Jul 2013, 17:24
flying teapot
არანაირად.1750 დამიჯდა მე ორკაციანი პალატა.

Posted by: flying teapot 16 Jul 2013, 17:53
kato783
QUOTE
არანაირად.1750 დამიჯდა მე ორკაციანი პალატა.


ეგ სად? ჰო, სხვა ფასებს რომ ვადარებ, არ გამოდის ძვირი სულაც.))))))
თან აქ, ორთაჭალაში ჩემი ექიმია დათო მიქაბერიძე, მიცნობს, ვიცნობ, დიდებული ექიმი და ადამიანი♥

Posted by: garfield1 16 Jul 2013, 18:04
flying teapot
თუ მართლა კარგი პირობებია და ექიმსაც ენდობი, პირიქით იაფიც კია ეგ ფასი

Posted by: narkozeli 16 Jul 2013, 20:02
QUOTE
სპინალური რო უნდა გაეკეთებინათ შიშისგან ცრემლები გადმომცვივდა და ამან დამშვიდების მაგიერ ქმართან რო წვებოდი იმის რატო არ გეშინოდაო


drug.gif

ასეთი ექიმი, ჩემი მოკრძალებული აზრით ექიმად არ უნდა მუშაობდეს!

Posted by: zedka 17 Jul 2013, 00:58
ninucanini

ერთადერთი რაც ვიცი კარგი პალატები აქვთ , და მგონი სულ ორკაციანები და ერთკაციანებია . კიდევბ ოთჯერადი კვება აქვთ . სხვა არაფერი ვიცი . მე გაგუაში გადავწყვიტე და აგარ ჩავძიებივარ მაგატ პირობებს
'

Posted by: nailart 18 Jul 2013, 12:28
მე ვიყავი ორთაჭალაში გუშინ, ძალიან სუფთად არიან, კვება, პამპერსი და ა.შ. სულ მაგათია. არის 4-იანი , 2-იანი და ლუხ პალატები. ძალიან მომეწონა, ადრეც მაგარი იყო მაგრამ ასეთი გარემონტებული არ იყო. დუშ კაბინებში რომ შევიხედე, ძალიან მომეწონა სუფთად ინახავენ. პატარას 2-3 საათით გავიყვანთ და მერე სულ დედასთან არისო. ექთნები გამოცვლაზეც და ჩაბანაზეც ეხმარებიან დედებს, ვინც არ იცის ან არ შეუძლია თავისით. დღეში ნახვის საათი მხოლოდ ერთი საათია ჩვეულებრივ პალატებში, და ლუქსში 24 საათი შეგიძლია ქმარიც დაიტოვო ან დედა. მე მანდ გადავწყვიტე.

Posted by: n_elo 18 Jul 2013, 13:54
gogoebo or samshobiaroze vixlichebi pirveli herashi gavachine soso gogoberidzestan da dzaan kmayofili viyavi eqimitac da samshobiaro personalit samcuxarod soso shvebulebashi ikneba me roca vimshobiareb myasvs meoreeani umagresi eqomi magram 4e samshobiaroshia xoda exla ar vici herashi vimshobiaro samshobiaros gamo tu eqimis gamo 4eshi 4eshi ar vici ra xdeba

Posted by: nailart 18 Jul 2013, 13:57
n_elo

მეოთხე ძველია ყველამ ვიცით, მაგრამ კარგია. თავად შეისეირნე მეოთხეში, მიმღებში რომ გოგონა ზის ის დაგათვალიერებინებს ყველაფერს. გადახედე მაინც შენი თვალით ნანახი ყველას ჯობია.

Posted by: n_elo 18 Jul 2013, 14:02
pirvelze maxsovs davatvaliere da imis mere gsaketeso mitxres is ar momecona rom bavshvi ar gayavt pirvelze chemi shvili aciokebda bavshvtas da ar acherebdnen chemtan iyo sul tiroda da mteli game kkoridorshi davdiodi udzilobisgan da daglilobisgan axal namshobiarebi cudad gavxdi naxevari saatit gaiyvanes vitom daidzineo da iseve make shemomiyvabes

Posted by: kvatunia24 18 Jul 2013, 15:25
ninucanini
არავინ ბანს ბავშვს, შენ თვითონ უნდა ჩაბანო და გაასუფთავო, ნაკეისრალებზე რა ხდება არ ვიცი, მე მგონი მხოლოდ მაგათ ბავშვებს აქცევენ ჰყურადღებას, პამპერსებზეც არ ვიცი რამდენად აქვთ, იმიტომ რომ ამ გოგოს ვინც ჩემთან ერთად იწვა, 1 ის მეტი არ გამოუცვლია პამპერსი, რაღაც ტესტ პამოერსები შემოგვიტანეს პამპერსის ფირმის, ბროშურასთან ერთად და ეგ იყო, ერთხელ შემოვიდა პედიატრი, სმენა შეუმოწმა ბავშვს და კ ვიტამინი ჩააწვეთა და ამით მორჩა, 3 დღეს ჩემთან ერთად გამოწერეს. სიტუაცია ნამდვილად ნორმალურია, სისუფთავეა, ყველა გიღიმის და ყველა კარგად გექცევა მაგრამ პედიატრები არ ყავთ კარგი, მე არ მქონია შეხება, არანაირად, მაგრამ რასაც ჩემი თვალით ვუყურე და დავწერე იმის გარდა ვიცი კიდევ რამოდენიმე გოგოს მონაყოლი როგორ გაამწარეს ახალი სიცოცხლის პედიატრებმა და გულის მანკიან ბავშვს პნევმონიაზე როგორ მკურნალობდნენ, არა და ისეთი შუილებ ქონდა ყურს რომ მივადებდი მე მესმოდა და პედიატრს არ უნდა გამოპარვოდაო, შენი გადასაწყვეტია, მარტო კარგი სიტუაციის გამო მეორედ მანდ აღარ მივიდოდი ნამდვილად smile.gif

Posted by: buskunia 18 Jul 2013, 15:36
საყოველთაო დაზღვევა მშობიარობაზე 500 ლარით ყველა სამშობიაროში მოქმედებს ხო? კერძოებშიც და სახელმწიფოებშიც?

Posted by: kato783 19 Jul 2013, 10:19
flying teapot
ჩაჩავაში. და დიდად კმაყოფილიც არ ვარ მომსახურე პერსონალით, პედიატრიც უყურადღებო იყო. უბრალოდ დარახველიძე მიყვარს.

Posted by: n_elo 19 Jul 2013, 10:22
მოკლედ გადავწყვიტე მეოთხე სამშობიარო ვნახე მათი საიტი კარგად გაუკეთებიათ ერთ კაციანი პალატა მომეწონა
იმედია საკეისრო არ დამჭირდება
მოკლედ ფიზიოლოგიური ექიმის ყავანით გაუტკივარებით და ერთ კაციანი პალატით 1050 ლარი

Posted by: flying teapot 19 Jul 2013, 11:14
nailart
QUOTE
მე ვიყავი ორთაჭალაში გუშინ, ძალიან სუფთად არიან, კვება, პამპერსი და ა.შ. სულ მაგათია. არის 4-იანი , 2-იანი და ლუხ პალატები. ძალიან მომეწონა, ადრეც მაგარი იყო მაგრამ ასეთი გარემონტებული არ იყო. დუშ კაბინებში რომ შევიხედე, ძალიან მომეწონა სუფთად ინახავენ. პატარას 2-3 საათით გავიყვანთ და მერე სულ დედასთან არისო. ექთნები გამოცვლაზეც და ჩაბანაზეც ეხმარებიან დედებს, ვინც არ იცის ან არ შეუძლია თავისით. დღეში ნახვის საათი მხოლოდ ერთი საათია ჩვეულებრივ პალატებში, და ლუქსში 24 საათი შეგიძლია ქმარიც დაიტოვო ან დედა. მე მანდ გადავწყვიტე.


მეც მანდ smile.gif))))) რომელ ექიმთან ხარ? თუ არ გყავს აყვანილი?



n_elo
QUOTE
მოკლედ გადავწყვიტე მეოთხე სამშობიარო ვნახე მათი საიტი კარგად გაუკეთებიათ ერთ კაციანი პალატა მომეწონა
იმედია საკეისრო არ დამჭირდება
მოკლედ ფიზიოლოგიური ექიმის ყავანით გაუტკივარებით და ერთ კაციანი პალატით 1050 ლარი

smile.gif))) ჩვენ რაღაც რეკლამას ვუკეთებთ მეოთხეს თუ რა ხდება? :DDDDD

საიტზე მაინც ისე კარგად არ ჩანს, გაიარე, დაგათვალიერებინებენ.

მოვივლი მალე და დავწერ რეალურად როგორაა. 6 წლის წინ მომვლელების ამბავში ნორმალური იყო.

Posted by: garfield1 19 Jul 2013, 11:49
buskunia
კი ეგ 500 ლარი ყველა სამშობიროში მოქმედებს, განსხვავებას შენ იხდი, ოღონდ სხვაგან არ უნდა იყო დაზღვეული

Posted by: nailart 19 Jul 2013, 11:51
flying teapot

მე არ მყავს აყვანილი ექიმი, არც ვიცი მანდ რომელი ექიმები არიან, უნდა გავიკითხო ეგეც. შენ ვისთან მიხვალ?

Posted by: flying teapot 19 Jul 2013, 13:21
nailart
QUOTE
მე არ მყავს აყვანილი ექიმი, არც ვიცი მანდ რომელი ექიმები არიან, უნდა გავიკითხო ეგეც. შენ ვისთან მიხვალ?


მე პირველზე ვინც გამიკეთა საკეისრო, იმასთან მივდივარ ისევ - დათო მიქაბერიძესთან. ძალიან კარგი ექიმია მართლა, კარგი ადამიანი♥
მანდ კიდევ ერთი კარგი ექიმი ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა სახელი. გაგიგებ დღეს და მოგწერ . smile.gif))

Posted by: n_elo 19 Jul 2013, 13:44
მე მეგი ბერუჩაშვილთან ვმშობიარობ ცემი გენეკოლოგია ძალიან მაგარი ექიმია

Posted by: nailart 19 Jul 2013, 13:47
n_elo
მეოთხეშია ეგ ქალი?

flying teapot
კი, დიდად დამავალებ.

საერთოდ, მე დედაჩემი მეუბნება მანდ ვისთანაც არ უნდა იმშობიარო, ყველა კარგი სპეციალისტიაო. გამოუცდელი და დუშინდელი მოყვანილი მანდ არცერთი არ არისო.

Posted by: n_elo 19 Jul 2013, 14:26
nailart
კი მეოთხეშია კაია ხანია მანდ მუშაობს

Posted by: flying teapot 19 Jul 2013, 14:29
n_elo
nailart
როდის გიწევთ თქვენ?))))))


QUOTE
საერთოდ, მე დედაჩემი მეუბნება მანდ ვისთანაც არ უნდა იმშობიარო, ყველა კარგი სპეციალისტიაო. გამოუცდელი და დუშინდელი მოყვანილი მანდ არცერთი არ არისო.

ჰო, თუ დედა გეუბნება, ასე იქნება... პერსონალიც გამოცდილი ჰყავთ.))))

ესეც საიტი, თუ ვინმეს დააინტერესებს. ბოლომდე ინფორმაციული ვერაა (მაგალითად, არაა ექიმების ჩამონათვალი, გალერეაში მეტი ფოტო შეიძლება იყოს და ა.შ.), მაგრამ ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით:

http://pspsamshobiaro.ge/

Posted by: buskunia 19 Jul 2013, 15:02
garfield1


მადლობ smile.gif

---------------------

Posted by: n_elo 19 Jul 2013, 15:57
me 12idan 20seqtemberi mitxres nu tu sakeisro ar momicia

Posted by: ssvoapnoi 19 Jul 2013, 17:34
ninucanini
ეს ღუდუშაურშია ესე, ღუდუშაურზე მიწერია, ახალ სიცოცხლეში არაფერი არ დაგჭირდება გახვედრებენ ყველაფერს, ბავშვის ჩაბანაზე არაფერი არ ვიცი მართლა

Posted by: nailart 20 Jul 2013, 01:52
მე 2 აგვისტოს მიწევს, ფიზიოლოგიურად ვაპირებ, ბავშვი ცოტა დიდია ვიდრე უნდა იყოს. ამის გამო ცოტა ვპანიკობ, გამიჭირდება ალბათ. ვნახოთ რას ვიზამ smile.gif

Posted by: blblbl 20 Jul 2013, 01:56
nailart
QUOTE
ბავშვი ცოტა დიდია ვიდრე უნდა იყოს. ამის გამო ცოტა ვპანიკობ, გამიჭირდება ალბათ

გაუტკივარება გაიკეთე დაჭინთვებზე ექიმი რასაც გეტყვის ყველაფერი დაუჯერე,არ გაგიჭირდება თუდ აუჯერებ და არც ნაკერები დაგჭირდება.დიდი ბავშვი აუცილებლად რთულ მშობიარობას არ ნიშნავს,ექიმზე და შენზეა ბევრი დამოკიდებული

Posted by: nailart 21 Jul 2013, 16:08
blblbl
მადლობ, დავუჯერებ, აბა რას ვიზამ, გაუმტკივარებაზე მითხრეს არაო, ალერგიული აღმოვჩნდი. ანუ ისე უნდა გავაჩინო, როგორც პირველ საუკუნეში. სულ მთლად ,,ფხიზელ'' მდგომარეობაში. smile.gif ხელპ smile.gif

Posted by: ლიკლიკა 21 Jul 2013, 17:33
flying teapot
QUOTE
1200 ლარამდე ჯდება საკეისრო თავისი პერსონალური ექიმით და ლუქსით.
ძვირია?

wow.gif
1300 ლარამდე გაგუაში დამიჯდა საკეისრო ექიმით და 4 კაციანი პალატით.

Posted by: blblbl 23 Jul 2013, 20:32
nailart
3 სახეობის გამაყუჩებელია სულ მცირე,ყველაზე ალერგიული ხარ?იკითხე რა წამლებით აყუჩებენ,მერე წადი ლეჩკომბინატში და ნახევარ საათში გეტყვიან რა შეგიძლია გამოიყენო.

Posted by: natalialuka 24 Jul 2013, 00:17

გოგოებო რამდენიმე კითხვა მაქვს ვინც| "იმედში" და "ახალ სიცოცხლეში" იმშობიარეთ:

1. რა სიტუაციაა მნახველების მხრივ? იმედში არის ვიზიტის საათები? ახალ სიცოცხლეში რომ არის ვიცი?

2. ბავშვები გაყავთ პალატიდან? თუნდაც რომ არ მქონდეს ბავშვის მოვლის თავი და ცოტა ხანი ვინმემ დამაძIნოს?

3. რამდენი დღე აჩერებენ სამშობიაროში ფიზიოლოგიურად მშობიარობისას?

4. ბავშვებს ბანენ? (არ გაგიკვირდეთ ჩემი შვილი მეორე სამშობიაროში გავაჩინე და მხოლოდ გაწმინდეს, მეორე ღამემდე ბავშვი დასაბანი იყო და მე რომ არ მეთხოვა და არ მეხვეწა არც არავინ აპირებდა მის დაბანას არადა 24 ივლისს გაჩნდა და შუა ღამე დაბანა ექთანმა რომ შევეცოდე მერე, ისიც ჩუმათ რომ არავის დაენახა)



Posted by: makavel1 24 Jul 2013, 00:25
natalialuka
ახალ სიცოცხლეში დაგინებულია არ გაყავთ ბავშვები lol.gif

Posted by: ლუნა 24 Jul 2013, 00:31
makavel1

არც სხვაგან გაყავთ (ჯან.სახლი გამონაკლისია) ნაკეისრალები მეცოდებიან თორემ ბუნებრივად ნამშობიარებებს კიდევ რა უჭირთ.. mo.gif

Posted by: natalialuka 24 Jul 2013, 00:32
makavel1

ხო გოგო ეგენი ხომ იგივე მეორე სამშობიაროს სასტავია და ეს ამერიკული მეთოდი მაგარი მოიგონეს რააა

არც მეორეში არ გაუყვანია ერთი წამით არავის და კი ვიყავი მერე მუდამ გამოუძინებელი, ისე გავითიშე ერთხელ ბავშვის ტირილი ვეღარ გავიგე, ასეც არ შეიძლება
* * *
ლუნა

ვაიმე საერთოდ არსად გაყავთ? სულ გადავიფიქრებ ეხლა გაჩენას biggrin.gif

კაი რაა ნამშობიარები, ნაწვალები, ნაჯიჯგნი, კიდე უძილო და კიდე ვიღაცამ რომ არ გაიყვანოს ვერ გადავიტან, ისე მწარედ მახსოვს, კინაღამ შევიშალე

Posted by: makavel1 24 Jul 2013, 00:43
ლუნა
natalialuka
კიი გოგო ეხლა ემბრიოში გაყავდათ, სულ გაყვანილი იყო ჩემი ღამე

Posted by: ლუნა 24 Jul 2013, 00:54
natalialuka
QUOTE
ვაიმე საერთოდ არსად გაყავთ?

no.gif
ახლა ყველა სამშობიაროში ეს ავადსახსენებელი ახალი მეთოდია დამკვიდრებული რომ ახალშობილი 24 საათი დედასთან უნდა იყოს, რამდენად შეუძლია მშობიარეს არავის აინტერესებს ოღონდ..

ზოგ სამშობიაროში თუ სთხოვ შეიძლება გარკვეული დრო გაიყვანონ მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია..

როგორც ზემოთ დავწერე ჯან.სახლი გამონაკლისია იმიტომ რომ სხვა სამშობიარეებთან შედარებით ლამის ორმაგი ფასებია და ცდილობენ მისულს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, ეგეც რომ არ გააკეთონ მარტო ქორიძის პროფესიონალიზმის იმედად მყოფებს პაციენტები აშკარად შემოაკლდებათ..
* * *
makavel1

მართლა? არადა მოგონებებში ემბრიოზეც წამიკითხავს რომ ბავშვი არ გაყავდათ.. მოკლედ ეგეც გამართლებაზეა მგონი.. biggrin.gif

Posted by: makavel1 24 Jul 2013, 01:00
ლუნა
QUOTE
ართლა? არადა მოგონებებში ემბრიოზეც წამიკითხავს რომ ბავშვი არ გაყავდათ.. მოკლედ ეგეც გამართლებაზეა მგონი.

შარშან ცოცხალი თავით არ გაყავდათ, მე კიდევ კაი ლუქსში ვიწექი და რჩებოდნენ თორემ დადუს ვინ მიხედაბდა არვიცი მე ვერ ვდგებოდი საერთოდ და ეხლა ამ წელს ყველასი გაყავდათ

Posted by: Baia5 24 Jul 2013, 03:00
natalialuka
იმედში როგორც ვიცი ნახვა არ შეიძლება. ჰოლში უნდა გამოხვიდე . პალატაში არავის შეუშვებენ. თუმცა არის იქ ისეთი პალატა სადაც შეგიძლია მეუღლესთან ან დამხმარესთან ერთად დარჩე. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა 4 დღეში გწერენ. რაც შეეხება ახალ სიცოცხლეს სადაც მე უნდა ვიმშობიარო იქ დაშვებულია მნახველები პალატებში, ასევე არის VIP პალატა. ძალიან კარგი პირობებია და იქაც 4 დღემდე გაჩერებენ თუ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. smile.gif

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 05:11
natalialuka
იმედში გააჩინა ჩემმა დამ და გაყავდათ ბავშვები, 6 თვის წინ ეგრე იყო და ეხლა არ ვიცი. მნახველებს ზემოთ არ უშვებენ იმედში, ქვემოთ უნდა ჩახვიდე და ბავშვსაც ვერ აჩვენებ ვერავის, მხოლოდ მეორე სართულის ფანჯრიდან. მე რომ ვიკითხე ერთადგილიანი პალატა არ გვაქვსო და არვიცი , ამბობენ არისო . სხვამხრივ ნორმალური სიტუაციაა იმედში

Posted by: natalialuka 24 Jul 2013, 08:23
garfield1
Baia5

არა მართლა რომ არ გაიყვანონ თავს მოვიკლავ, ისე მწარედ მახსოვს ლუკაზე მაგის გამო როგორ ვიტანჯებოდი, ერთი სული მქონდა გავქცეულიყავი იქიდან...

Baia5

ახალ სიცოცხლეში 2 დრე აჩერებენ მეტი არა ზუსტად ვიცი, ცემმა რძალმა გააჩინა და 2 დღეში გამოაძყნძულეს

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 08:58
natalialuka
გოგო ახალ სიცოცხლეში პედიატრები არ უვარგათო და სხვა პირობებზე ვერ გეტყვი

Posted by: natalialuka 24 Jul 2013, 09:11
garfield1

ხოდა წავალ იმედში მაშინ, თან ჩემს რძალს ჭიპლარიანი ბავშვი გამოატანეს , 2 დღეში გამოუშVეს ზუსტად... მოკლედ რააააა რაღაც უნდა ვქნა biggrin.gif

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 09:33
natalialuka
ახალ სიცოცხლეში არც გაყავთ არც ბანენ, მნახველებს უშვებენ თავისუფლად biggrin.gif იმედში ვიცი რომ მნახველებს არ უშვებენ სხვა მხრივ რა სიტუაციაა არ ვიცი smile.gif მე ემბრიო მომეწონა ეხლა გაკეთებული და გასუფთავებული, თუ ყველაფერი კარგად იქნა და მეორე წრეზე წავედი იქ გავაჩენ smile.gif

Posted by: ninia84 24 Jul 2013, 10:27
kvatunia24
Adre ar mogewona xo, rogorc maxsovs. me orive mand gavachine da mesamezec mand mival:) tan exla bevrad momewona yuradgebis mxriv. pirvelzec ar wamovsulvar ukmayopilo, magram exla ashkarad gaumjobesebulia yvelaperi natalialuka
Mec chiplariani bavshvit gamovedi mexute dges, mecxre dges modzvra. dilit gavxseni pampersi da momdzvrali damxvda. mase ushveben yvelgan, agar elodebian. gixsnian, rogor mixedo da ar aris problema

Posted by: ninucanini 24 Jul 2013, 10:40
QUOTE (kvatunia24 @ 24 Jul 2013, 09:33 )
natalialuka
ახალ სიცოცხლეში არც გაყავთ არც ბანენ, მნახველებს უშვებენ თავისუფლად biggrin.gif იმედში ვიცი რომ მნახველებს არ უშვებენ სხვა მხრივ რა სიტუაციაა არ ვიცი smile.gif მე ემბრიო მომეწონა ეხლა გაკეთებული და გასუფთავებული, თუ ყველაფერი კარგად იქნა და მეორე წრეზე წავედი იქ გავაჩენ smile.gif

შენი გამოცდილებიდან იცი ახალი სიცოცხლის ამბები? ანუ ბავშვს რომ არ ბანენ?? ყველა სხვადასხვანაირად წერს და ვერ გავერკვიე, ზოგი ძალიან კმაყოფილია, ზოგი სასწაულად წუწუნებს და მეც დავიბენი რა ვქნა ვერ გამირკვევია. პამპერსებზე რა ხდება თუ იცი ჩვენი მისატანია?

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 10:50
გოგოებო ჩაჩავაში ბავშვების მოვლის საკითხი როგორია? გაგუა, იმედი, ახალი სიცოცხლე და ემბრიო გამოირიცხა.
ქორიძესთან ვფიქრობ, მაგრამ ბანძი ანესთეზიოლოგი ყავთ რომელიც სპინალურს მესამე ცდაზე არტყამსო და ჩაჩავა არის მე მგონი ერთადერთი სამშობიარო სადაც ხარისხი არის შენარჩუნებული, მაგრამ ბავშვების მოვლის საკითხი როგორაა ვინმემ იცის?

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 10:52
ninia84
რომელი ადრე, თებერვალში გავაჩინე და ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო პედიატრების დამოკიდებულება, ბავშვების არგაყვანა და უჰაერობა biggrin.gif სხვა ყველაფერი მისაღებია ჩემთვის, კარგი სუფთა და მყუდრო სიტუაციაა ექიმებიც კარგები არიან, უბრალოდ რა გაუხდათ წესიერი პედიატრები არ ვიცი, მარტო მე არ ვარ უკმაყოფილო, ბევრმა აღნიშნა უკვე ეგ.
ninucanini
ჩემი გამოცდილებიდან ვიცი ზუსტად, 3 დღე ვიყავი და მიუხედავად იმისა რომ ჩემი გადაიყვანეს პირველივე დღეს იაშვილში, მეზობელი გოგონას ბავშვი 3 დღე დაუბანელი იყო, არც გაუყვანიათ არც ერთი წამით, ეძინა ამ გოგოს და ბავშვი რომ წამოიტირებდა მე ვაღვიძებდი რომ მიეხედა biggrin.gif ექიმები შემოვიდოდნენ დახედავდნენ ნახავდნენ რომ ეძინათ დედა შვილს და თუ ჭამის დრო არ იყო არც აღვიძებდნენ, მესამე ღამეს რომ დააქცია ბავშვმა ყველაფერი ტირილით და არც მე დამაძინა არც დედამისი, მერე იკადრეს პედიატრებმა შემოსვლა და გარკვევა თუ რატომ ტიროდა, როგორც აღმოჩნდა კუჭში გასულა და ალბათ დაეწვა ტაკოები biggrin.gif მანამდე აზრად არ მოსვლია არავის ამ გოგოსთვის ეთქვათ რომ 2 დღე პამპერსი რომ აცვია ბავშვს გამოუცვლელად გამოეფუფქებოდა ყველაფერი biggrin.gif

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 11:02
kvatunia24
QUOTE
მანამდე აზრად არ მოსვლია არავის ამ გოგოსთვის ეთქვათ რომ 2 დღე პამპერსი რომ აცვია ბავშვს გამოუცვლელად გამოეფუფქებოდა ყველაფერი biggrin.gif

მე მგონი ექიმის თქმა არ სჭირდება იმას რომ ბავშვს 2 დღე ერთი და იგივე პამპერსი არ უნდა ეცვას biggrin.gif თვითონ ეცვა დედას გაუხდელათ 2-2 დღე ერთი და იგივე საცვალი?

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 11:03
Mafanya
QUOTE
მაგრამ ბანძი ანესთეზიოლოგი ყავთ რომელიც სპინალურს მესამე ცდაზე არტყამსო

ეს ვინ გითხრა ? ორშაბათს გავიკეთე საკეისრო და მიუხედავად იმისა რომ წონა დიდი მაქ და ცხიმიც შესაბამისად, ძალიან მარტივად გამიკეთა ნემსი და თანაც ისე რომ არც მიგრძვნია არაფერი . ჭორებს არ დაუჯერო smile.gif

Posted by: LOTUSi 24 Jul 2013, 11:05
ლუნა

QUOTE
ახლა ყველა სამშობიაროში ეს ავადსახსენებელი ახალი მეთოდია დამკვიდრებული რომ ახალშობილი 24 საათი დედასთან უნდა იყოს, რამდენად შეუძლია მშობიარეს არავის აინტერესებს ოღონდ..


გეშლება. ყველგან არაა მასე.

მე იმედში ვიმშობიარე შარშან, საკეისრო გავიკეთე და ბავშვი მეორე დღეს შემომიყვანეს, ისიც ჩემი თხოვნით. როცა ვეტყოდი გაყავდათ. ბანენ კიდეც და ყველაფერიც. რამდენჯერ ამის გაზების გამო, რომ მგონებია რო ჩაისვარა გამომიძახებია, შემოუყვანიათ და თავაზიანად უთქვიათ ფისებიც კი არ აქვსო. ზოგგან თავში ჩაგარტყამენ რაღაცას biggrin.gif და ჭიპლარი სანამ არ მოძვრება ბავშვს არ გიშვებენ.

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 11:05
garfield1
თანამშრომლებმა მითხრეს, საკეისრო აქვს რამდენიმეს გაკეთებული თან სხვადასხვა პერიოდში, შეიძლება დაიხვეწა იმის მერე ნესტანი?

Posted by: chaPPek 24 Jul 2013, 11:07
Mafanya

ნესტანმა გამიკეთა ანესთეზია. ძალიან კარგი ქალია - რავიცი მე მომეწონა ისედაც და სპინალურიც პირველივე ცდაზე უპრობლემოდ გამიკეთდა.

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 11:08
chaPPek
შენ მე მგონი დაახლოვებით 2 წლის წინ გაიკეთე ხომ? რა ვიცი,ამათ უფრო დიდი შვილები ყავთ, ისეთი ჰორორები მომიყვნენ. ზოგიერთმა მეორეც გააჩინა მანდ და სრული ნარკოზით მეორე უკვე. ალბათ ისწავლა ვსე ტაკი

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 11:09
Mafanya
მეც ნესტანმა გამიკეთა, უპრობლემოდ, თან ვერ ვიხრებოდი ისე როგორც მეუბნებოდა, რავიცი რა გითხრა ნამდვილად კმაყოფილი ვარ და დანარჩენი უკვე შენი გადასაწყვეტია. ბავშვებიც გაყავთ, ყველა გამოცვლაზე ბანენ, უვლიან მშვენივრად. დილით შემოყავთ, მაგრამ თუ ეტყვი გაიყვანენ , მითუმეტეს საკეისროს დროს.

Posted by: noniko77 24 Jul 2013, 11:10
ერთი წუთით არ გაუყვანიათ ბავშვი ჩემი ოთახიდნ,ვერც წარმომიდგენია როგორ უნდა გაეყვანათ ვერ მოვისვენებდი ნამდვილად,რავიცი რა ვთქვა აბა კი თუ საკეისროა ნაღდად უნდა გაიყვანონ,მაგრამ ფიზიოლოგიურს მემგონი არ ჭირდება ეს გაყვანა ,რავიცი დაახლოებით 15 ნაკერი მქონდა მაგრამ ჩემით ვუცვლიდი და არც გამჩენია სურვილი ვინმეს გაეყვანა.

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 11:10
Mafanya
გათიშული როცაა დედა, დაღლილი, ძილის მეტზე არ ფიქრობს არაფერზე, პირველი შვილი იყო გამოუცდელი, რუსის გოგო იყო ქართველების რძალი და როგორც მივხვდი ნაკლებად აინტერესებდა იმ მომენტში შვილი, მარტო ძილი უნდოდა biggrin.gif

Posted by: chaPPek 24 Jul 2013, 11:11
Mafanya

ჰო, ზუსტად 2 წლის წინ smile.gif

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 11:17
kvatunia24
ნუ ეგ ელემენტარულია, თორემ იმას არ ვამბობ რომ ექთნები ყოჩაღ თქო, უბრალოდ საფენის გამოცვლის საკითხი ქალმა რომელიც იმ ასაკშია უკვე რომ შვილი გააჩინა უნდა ვხვდებოდეს თქო

chaPPek
მომავლებიდან მახსოვხარ, მაგ პერიოდში გავაჩინე მეც და მაგიტომ

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 11:27
Mafanya
მესმის ჩემო კარგო, მაგრამ იცი როგორი სიტუაცია იყო? ეს გოგო აშკარად არ იყო მზად დედობისთვის, მარტო საკუთარი თავის მოვლით იყო დაკავებული, ბავშვი როცა წამოიტირებდა მარტო მაშინ აქცევდა ყურადღებას, ის 3 დღე ხელშიც კი არ აუყვანია, დაწოლილი ეფერებოდა დ ელაპარაკებოდა biggrin.gif მთელი დღე ეძინა გუდასავით, კიდევ კარგი ბავშვიც მშვიდი იყო და მარტო მაშინ წამოიკრუსუნებდა როცა ეღვიძა და მოშივდებოდა ხოლმე, ხო დავწერე უკვე მანამდე, თუ თავისით არ იღვიძებდა ბავშვი ჭამაზე ეს გოგო არ იყო წინააღმდეგი მთელი დრე უჭმელს ძინებოდა, რომ უთხრეს რომ არ შეიძლება ასე ყოველ 2.5 საათში უნდა აჭამო და თუ არ გაიღვიძა შენ თვითონ გაღვიძოო, ისე გაუკვირდა და ისეთი უკმაყოფილო იყო კინაღამ გადავიხარხარე biggrin.gif

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 11:34
kvatunia24
QUOTE
მარტო საკუთარი თავის მოვლით იყო დაკავებული, ბავშვი როცა წამოიტირებდა მარტო მაშინ აქცევდა ყურადღებას, ის 3 დღე ხელშიც კი არ აუყვანია

საყვარელი biggrin.gif

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 11:37
Mafanya
ძალიან, იცი როგორი ტიპი იყო? ლამაზი თოჯინა გოგოები რომ არიან უტვინო გოგრებით biggrin.gif არა და ამ დროს რაღაც ენჯეოში ვმუშაობო, ლეპტოპი ქონდა წამოღებული და ბოლო დღეს რომ გვწერდნენ დააძრო, საქმე მაქვს გასაკეთებელი და იმედია სანამ გაიღვიძებს მოვასწრებო biggrin.gif თან ქართულად ვერ ლაპარაკობდა, ესმოდა ყველაფერი მაგრამ ვერა რა biggrin.gif

Posted by: ninia84 24 Jul 2013, 11:40
kvatunia24
Embrioze gitxari. mgoni remontis periodshi naxe da ar mogewona

Posted by: ლუნა 24 Jul 2013, 12:02
LOTUS.

ლუქსში ან ერთადგილიანში ხომ არ იწექი? გამიგია რომ ხშირად ვინც ძვირიან პალატაშია მათ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე..


მე ვაპირებდი იმედში მშობიარობას მაგრამ ჩემმა ქმარმა თავი გაიგიჟა იმსიშორეზე ნუ მატარებო, სადაც პირველი გააჩინე ბარემ მეორეზეც იქვე იმშობიარეო..
პირველი ნახალოვკაში შარაშიძეში გავაჩინე და არ ვიყავი მაინცდამაინც კმაყოფილი მაგრამ რას ვიზამ.. მითუმეტეს მაშინ ორკაციან პალატაში ვიწექი ახლა ოთხიანში ვიქნები (ამჯერად სახელმწიფო დამაფინანსებს) მაგრამ სამი დღე გავძლებ როგორღაც..
პირობები თითქმის ერთნაირია არც მაშინ გაყავდათ ბავშვი ღამე და არც ახლა გაიყვანენ დარწმუნებული ვარ, ერთი ეგაა ცუდი რომ ოთხკაციანში მნახველების მიღება არ შეიძლება მაგრამ ეგ არაფერი მერე ხომ ნახავენ სასწრაფო არაფერია..

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 12:08
ლუნა
გაგუაში ვიწექი ლუქსში და მაგას თუ მეტი ყურადღება ერქვა მაშინ რა ვიცი biggrin.gif

Posted by: Nanuuu 24 Jul 2013, 12:09
ლუნა
QUOTE
იმსიშორეზე ნუ მატარებო,

იმედია ჩემი ქმარი არ მეტყვის ამას biggrin.gif რაჭველია, გვიან მოაფიქრდება
რუსთავიდან დიღომში რო უნდა ვატარო biggrin.gif

Posted by: E_ko 24 Jul 2013, 12:13
Mafanya
მე ვერ გამიკეთა ნესტანმა სპინალური, მაგრამ წინასწარ ვიცოდი რომ შეიძლება ვერ გაეკეთებინა, საკეისრომდე რამდენიმე დღით ადრე კონსულტაციაზე რომ ვიყავი მაშინ ნახა ჩემი წელი და მითხრა, მაგრამ შენ რადგან გინდა ვცადოთო. რამდენჯერმე ცადა მაგრამ ვერ გაარტყა. ასე რომ ბოლომდე მის უცოდინარობას ვერ დავაბრალებ.

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 12:15
E_ko
წელი რა შუაშია? რა შემთხვევაში შეიძლება ვერ გაკეთდეს? რამე სპეფიციური წელი უნდა გქონდეს ადამიანს?

Posted by: ლუნა 24 Jul 2013, 12:17
Nanuuu
QUOTE
რუსთავიდან დიღომში რო უნდა ვატარო

ცაცკალი.. user.gif biggrin.gif

არადა ბევრთან შედარებით არ არის შარაშიძე ცუდი სამშობიარო, ზოგადად ყურადღებაში მოიკოჭლებენ და ბავშვი არ გაყავთ (ამიტომ მეცოდებიან ნაკეისრალები მანდაურობისთვის)..
მეანებმა და პედიატრებმა თავიანთი საქმე კარგად იციან, ამ საკითხში ხუთიანზეა ყველაფერი..

Posted by: E_ko 24 Jul 2013, 12:18
Mafanya
ხომ წელის მიდამოში კეთდება და რომ ნახა ეს ჩემი წელი თუ ხერხემალი ეგრე თქვა. ზუსტად აღარ მახსოვს მიზეზი.

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 12:23
E_ko
მდაა. აი ეგეთი ისტორიები მახსოვდა ჩემი თანამშრომლების მონაყოლიდან. მე სრული ნარკოზი არ მინდა, შანსი არაა ეგ გავიკეთო. შეიძლება საკეისროდან ავდგე და სხვაგან წავიდე ეგ რომ შემომთავაზონ biggrin.gif

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 12:25
E_ko
გამხდარი ხარ ? ანუ წონა ხომ არ გქონდა ზედმეტი ?
ლუნა
იმედს მგონი ლუქსპალატა საერთოდ არ აქვს , ან თუ აქვს ალბათ ერთი ან ორი მაქსიმუმ, ძირითადად ორადგილიანებია და ყველას თანაბრად ექცევიან. ჩემ დას აყვანილი ექიმიც არ ყოლია და თან გადამყვა ყველაო, ასე რომ ლუქსში იყო და მაგიტომ გაყავდათ ბავშვიო მთლად მასეც არაა

Posted by: E_ko 24 Jul 2013, 12:32
garfield1
არა გამხდარი არ ვარ, ერთ ერთი მიზეზი ეგაც იქნებოდა. მაგრამ გაუკეთებიან ჩემი წონისებს სპინალური. არ ვიცი რა მოხდა რა.
Mafanya
წინასწარ რომ არ ვყოფილიყავი შეგუებული შეიძლება მეც არ გამეკეთებინა საერთო ნარკოზით.
მეორე ბავშვზე კი ვიცი რომ მხოლოდ და მხოლოდ სპინალურს გავიკეთებ. გაგონება არ მინდა საერთო ნარკოზის.

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 12:35
E_ko
ხო მეც არ ვარ გამხდარი და ცოტა გაუჭირდა მაგრამ ბევრი არ უწვალია, მანამდეც რომ მნახა არ უთქვამს არაფერი, თან მე კატეგორიუალდ არ მინდოდა ნარკოზი . მოკლედ ან გამიმართლა, ან დაიხვეწა ნესტანი smile.gif

Posted by: E_ko 24 Jul 2013, 12:38
garfield1
მე 10 თვის წინ გავიკეთე მაგრამ მანამდეც აკეთებდა, მე არ გამომართლა biggrin.gif

Posted by: makau 24 Jul 2013, 13:02
ლუნა
მეც ორივე ბავშვი შარაშენიძეში გავაჩინე მაგრამ ეხლა მესამეს მადნ აღარ ვაპირებ,მიუხედავად იმისა რომ ახლოა ტერიტორიულად ჩემთან. დავიღალე ექთების უყურადღებობით და მაგათი ხელებში ყურებით.გაჩენილი არ მყავდა გინდა ერთი და გინდა მეორე და უკვე ბებიაქალის პატივისცემაზე მელაპარაკებოდენენ,როგორი მაგარი იყო რომ ნაკერებიც არ დამჭირდა და პირველზე ქუდბედი გამომიჩინა.. მერე სანიტარმა ჩანთა ამატანინა პალატამდე და იმასაც 5 ლარი უნდოდა.. მოკლედ საშინლად მოქმედებს ესეთი სიტუაცია რაა..იმის მაგივრად რომ დატკბე შენი შვილით და საერთოდ რისი თავი გაქ ახალ ნამშობიარევს...და ესენი რეებზე გელაპარაკებიან,პირდაპირ გულისამრეია ჩემთვის.თან როცა 1200 ლარს იხდი ხელებში აღარ უნდა გიყურებდენენ მგონი.. პირველზე ხომ გამაგიჟესს,ისეთი მორიგე ექთანი შემხვდა შუა აგვისტოში მეუბნება რათ უნდა ბავშვს დაბანა ,სველი სალფეტკებით გამოუწმინდეო და სახლში დაბანეო aba.gif

Posted by: LOTUSi 24 Jul 2013, 13:18
ლუნა

QUOTE
ლუქსში ან ერთადგილიანში ხომ არ იწექი? გამიგია რომ ხშირად ვინც ძვირიან პალატაშია მათ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე..


არა ყველა პალატა ერთნაირია. 2 ადგილიანები. დავითმა გამიკეთა საკეისრო, მაგრამ სხვებსაც ისევე ექცეოდნენ.

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 13:38
ninia84
ააა პარდონ biggrin.gif ხო რემონტის პერიოდში ვიყავი ეხოზე მისულო და ისეთი ბარდაგი იყო გული კინაღამ გამისკდა, მაგრამ ეხლა ძალიან კარგი და მშვიდი სიტუაციაა, ერთი ის არ მომეწონა რომ თათრებით იყო სავსე იქაურობა, რამდენი არიან, ღმერთმა ამრავლოთ, ერთი ოჯახი იყო 3 ორსული გოგო ყავდათ მოყვანილი biggrin.gif

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 14:09
kvatunia24
QUOTE
ერთი ოჯახი იყო 3 ორსული გოგო ყავდათ მოყვანილი biggrin.gif

ოპტომ დეშევლე biggrin.gif

Posted by: natalialuka 24 Jul 2013, 14:22
ლუნა
Nanuuu

მე იმედი ტერიტორიულად მაწყოობს biggrin.gif ჩემი ქმრის სამსახურთან არის ზუსტად და შევიკლებ იმ საწყალს ხელში biggrin.gif

ეხლაც იმედში დავდივარ და ყველა ვარიანტში რა დროსაც არ უნდა მომაფიქრდეს წასვლა უარს ვერ მეუბნება, სამსახურიდან გამორბის ხოლმე biggrin.gif


Posted by: sopo1977 24 Jul 2013, 14:31
QUOTE (Mafanya @ 24 Jul 2013, 12:08 )
ლუნა
გაგუაში ვიწექი ლუქსში და მაგას თუ მეტი ყურადღება ერქვა მაშინ რა ვიცი biggrin.gif

არ მოგეწონა სიტუაცია გაგუაში? დაზღვევით არის ჩემი პროვაიდერი და ვფიქრობ მანდ მისვლას.

Posted by: Mafanya 24 Jul 2013, 14:51
sopo1977
გაგუა რომ კარგია მაგაზე არაფერს ვიტყვი , საკეისრომაც ყველანაირი გართულების გარეშე ჩაიარა, მაგრამ ოპერაციის მერე მთელი დღე ხარ ინტენსიური თერაპიის პალატაში სადაც 2-3 საათში ერთხელ შემოისეირნებს ექთანი და სანამ რამის თქმას მოასწრებ გარბის უკან biggrin.gif პალატაშიც შენთვის ხარ, კაციშვილი არ გაწუხებს smile.gif ნუ ბავშვის მოვლაზე, გაყვანაზე და ა.შ. არ არის ლაპარაკი. არ ვიცოდი ძუძუ როგორ ჩამედო სწორად და უცაცუნე ბავშვს პირზე და თვითონ მიხვდებაო biggrin.gif ნუ ექთნები აფუჭებენ ყველაფერს რა და ექიმებსაც არ ადარდებთ დიდად, პაციენტები ბლომად ყავთ მაინც. დაზღვევა თუ გაქვს სხვა არ არის პროვაიდერი შედარებით ნორმალური?

Posted by: makau 24 Jul 2013, 14:54
ისე რაღაც არავისგან მსმენია ამ ბოლო დროს ბიბიდაზე არაფერი.. ნეტა მარტო მე ვიქრობ დავარაშვითან გაჩენაზე? rolleyes.gif ადრე კი მითხრა ერთმა რომ კარგი სიტუაციააო,მაგრამ ამ ახლო პერიოდში მაინტერესებდა თუ ვინმემ გააჩინა ეხლა რა სიტუაციაა. აგვიტოში კი აპირებს ჩემი დაქალი და გავეგებ მერე როგორ მოეწონება,მანამდე მაინტერესებდა თYუ ვინმეა ინფორმირებული.

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 14:56
sopo1977
შენი არჩევით არ შეიძლება სამშობიარო? მე ეგრე გავაკეთე, თანხას ვიხდი და საბუთები მიმაქვს და ჩამირიცხავენ უპრობლემოდ. გაგუა ემბრიო და იმედი იყო ჩემი პროვაიდერი და არ მინდოდა არცერთი.

Posted by: kvatunia24 24 Jul 2013, 14:59
Mafanya
გეგონოს აბა? არ გამოსდით, ისეთი ფასებია ამ ანალიზებზე 5 ჰორმონში 200 ლარი დავტოვე, 25 ლარი ღირს ერთი ფორმა და მე ორ ორი ფორმა ამაღებინა ქრონიკული და მწვავე biggrin.gif პლიუს ნაცხის, ბაქტერიული ანალიზები, ეგენიც 20 25 ლარამდე ღირს, კონსულტაცია 40 ლარი biggrin.gif

Posted by: ათულია 24 Jul 2013, 15:04
ახალი თემის ლინკი

http://forum.ge/?act=ST&f=97&t=34555958

Posted by: noniko77 24 Jul 2013, 16:32
Nanuuu
QUOTE
რუსთავიდან დიღომში რო უნდა ვატარო

რუსთავის სამშობიაროშI დაწოლას ნამდვილად ჯობია დღეში ათჯერ იარო დიღომში.

Posted by: chiamaiaano 30 Jul 2013, 20:19
QUOTE (T@K @ 5 Jul 2013, 12:22 )
T@K
QUOTE
პაატა ჟორჟოლიანზე არავინ არაფერი იცით???

ვინმემ რამე მითხარით რა cry.gif

მაგაზე დეგენერატი და აფერისტი კაცი მეორე არ დადის

Posted by: LOTUSi 31 Jul 2013, 12:57
დახურეთ smile.gif


303003030030303030

Posted by: zedka 1 Aug 2013, 01:17
Mafanya

მე საკეისროდან 6 საათში წამომაგდეს დაახლოებით და პალატაში უნდა გადაგიყვანოთო . თან მოხმარებაც არ უნდოდა სანიტარს , ახასლ ნაოპერაციევი როგორ უნდა წამოვმდგარიყავი დამოუკიდებლად არ ვიცი. გამამწარეს .

მე ექტნებით კ,აყოფილი ვარ ბაშვის მიხედვის მხრივ , ბავშვი გაყავდათ კი არა შემოყვანაც არ უნდოდათ . ყოველ თხოვნახე გაყავDატ და თუ ვთხოვდი ბანდნენ კიდეც . საჭმელადაც კი არ შემომიყვანეს და ხელოვნური მიუციათ პირველ დღეს და მერე ძუძუს აღარ იდებდა

Posted by: T@K 2 Aug 2013, 12:06
noniko77
QUOTE
მაგაზე დეგენერატი და აფერისტი კაცი მეორე არ დადის

ესე რა გავიგო გეუზრდელა თუ მოგატყუა რამე? დეგენერატი და აფერისტი რას ნიშნავს? biggrin.gif

Posted by: Mafanya 2 Aug 2013, 12:09
zedka
QUOTE
ე ექტნებით კ,აყოფილი ვარ ბაშვის მიხედვის მხრივ , ბავშვი გაყავდათ კი არა შემოყვანაც არ უნდოდათ . ყოველ თხოვნახე გაყავDატ და თუ ვთხოვდი ბანდნენ კიდეც . საჭმელადაც კი არ შემომიყვანეს და ხელოვნური მიუციათ პირველ დღეს და მერე ძუძუს აღარ იდებდა

გაგუაში ხდება ეგ ამბავი? ძალიან კარგი, რაღაც მაინც შეუცვლიათ უკეთესობისკენ,


Posted by: chiamaiaano 2 Aug 2013, 12:13
QUOTE (T@K @ 2 Aug 2013, 12:06 )
noniko77
QUOTE
მაგაზე დეგენერატი და აფერისტი კაცი მეორე არ დადის

ესე რა გავიგო გეუზრდელა თუ მოგატყუა რამე? დეგენერატი და აფერისტი რას ნიშნავს? biggrin.gif

კი მომატყუა კაირადა მე რო დამეწყო და მიმიყვანეს ემბრიოში,სხვაგან აკეთებდა საკეისროს და 8საათი არ მოვიდა და მანამ არ მოვიდა ხელიც არავინ მომკიდა ვიყავით მე და ჩემი ქმარი მარტოები წინასამშობიარო ოთახში,მერე მოეთრა როგორც იქნა და მაინც ისე დააგვიანა რო ჩაჭრა ვერ მოასწროდა ნახეთქებზე ნაკერები რო დამადო ,კეკუტის ძაფით კიარა,აბრეშუმით უმუშავია და 2 თვე მერე იქიდან გამოწვეულ ინფექციებს და მაგ ძაფების ამოღებას ვმკურნალობდი,+ 2 ნაკერი მქონდა არასწორად და მეორე დღესვე ამომიღო ავალიანმა. მეტი რაღა უნდა ექნაsmile.gif)

Posted by: T@K 2 Aug 2013, 12:18
chiamaiaano
QUOTE
ისე დააგვიანა რო ჩაჭრა ვერ მოასწრო

საკეისრო არ გაიკეთე რისი ჩაჭრა ვერ მოასწრო? spy.gif

QUOTE
აბრეშუმით უმუშავია

საჭიროების შემთხვევაში ამას სხვა ექიმების აკეთებენ

QUOTE
2 ნაკერი მქონდა არასწორად

არასწორად რას ნიშნავს?

ბევრი კითხვები დაგისვი მაგრამ უფრო კონკრეტულად მაინტერესებს თუ არ შეწუხდები

Posted by: chiamaiaano 2 Aug 2013, 12:23
QUOTE (T@K @ 2 Aug 2013, 12:18 )
chiamaiaano
QUOTE
ისე დააგვიანა რო ჩაჭრა ვერ მოასწრო

საკეისრო არ გაიკეთე რისი ჩაჭრა ვერ მოასწრო? spy.gif

QUOTE
აბრეშუმით უმუშავია

საჭიროების შემთხვევაში ამას სხვა ექიმების აკეთებენ

QUOTE
2 ნაკერი მქონდა არასწორად

არასწორად რას ნიშნავს?

ბევრი კითხვები დაგისვი მაგრამ უფრო კონკრეტულად მაინტერესებს თუ არ შეწუხდები

არა ფიზიოლოგიური,არასწორად რო არ ჩაიხე,ანუ მე ზიგზაგის ფორმაზე ვიყავი,მანამდე სწორად გჭრიან,მაგიტო ავიყვანე მე პირადად ექიმიsmile.gif)

არა,იმედში ვაპირებ ეხლა დღე დღეზე და გაგიჟდნენ იქ რო გაიგეს რაღა დროს აბრეშუმით მუშაობააო.
არასწორად არ ვიცი რას ნიშნავს ძალიან მტკიოდა ,იმაზე მეტად ვიდრე სამშობიარო ტკივილები და მაშინ მითხრა ავალიანმა არასწორად გაქვსო და მე-2 დღესვე ამომიღეს.
+ ერთხელაც არ მოსულა ჟორჟოლიანი რო ენახა ჩემი მდგომარეობა

Posted by: T@K 2 Aug 2013, 12:28
chiamaiaano
ოკ გასაგებია მადლობა smile.gif
საკეისროს რო გავიკეთებ დავწერ შთაბეჭდილებებს აუცილებლად )))

Posted by: chiamaiaano 2 Aug 2013, 12:30
QUOTE (T@K @ 2 Aug 2013, 12:28 )
chiamaiaano
ოკ გასაგებია მადლობა smile.gif
საკეისროს რო გავიკეთებ დავწერ შთაბეჭდილებებს აუცილებლად )))

ჟორჟოლიანთან იკეთებ??? წარმატებებს გისურვბ:*:*

Posted by: T@K 2 Aug 2013, 12:32
chiamaiaano
QUOTE
ჟორჟოლიანთან იკეთებ??? წარმატებებს გისურვბ:*:*

კი ოღონდ იანვარში )))
მადლობა smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)