წინა თემის ლინკი:
არა რუსულ კანონს ! ვოლ 5საქართველოს პარლამენტი 2023 წელს აპირებდა, მიეღო კანონი, რომელიც მტრულ ძალად გამოაცხადებდა დასავლური ქვეყნებიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას.
კანონპროექტს აკრიტიკებდა ყველა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. საქართველოს აქტიური მოქალაქეები, მზექალა შანიძიდან დაწყებული, შოთა არველაძით დამთავრებული, წერდნენ, რომ კანონი წინააღმდეგობაში იყო ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან.
ამ კანონის მიღების იდეასაც კი მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, ამერიკელი სენატორებისა თუ ევროპელი დეპუტატებისგან. 2023 წლის 24 თებერვალს ამერიკის ელჩმა მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი.”
“ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე,“ – თქვა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა 2023 წლის 20 თებერვალს.
“ეს კანონპროექტი აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას,“ – ეს პირდაპირ თქვა ევროკავშირის საგარეო სამსახურმა.
რა მოჰყვა რუსეთში მსგავსი კანონის მიღებას?
რუსეთში 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე, „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართულ ორგანიზაციებს, რომ „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირდნენ.
საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის მსგავსად, აგენტებს იქაც იუსტიციის სამინისტრო აღრიცხავს. კანონის 2012 წლის ვერსიაში განსაზღვრული იყო, რომ პოლიტიკური აქტივობა არის ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანიც არის გავლენა მოახდინოს სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და საზოგადოებრივ აზრზე.
კანონი უცხო ქვეყნებად აცხადებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს და მათ წინააღმდეგაა მიმართული. ისე როგორც ჩვენს შემთხვევაში აპირებდა „ქართული ოცნება.“
კანონი ჯერ 2016, შემდეგ კი 2020 წელს გამკაცრდა. გაფართოვდა “უცხოური აგენტის” ცნება და ახლა აგენტია არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც, რომლებიც რაიმე სახით შემოსავალს საზღვარგარეთიდან იღებენ.
მათ არ შეუძლიათ სახელმწიფო ან მუნიციპალურ სამსახურში მუშაობა. თუ მედია რომელიმე მათგანს ახსენებს, უნდა მიუთითონ, რომ „უცხოური აგენტები“ არიან.
რუსეთში დაიწყეს ორგანიზაციების ინსპექტირება, დაჯარიმება, მუქარა და სასამართლოში დაბარება. ორგანიზაციები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, ან მიეღოთ უცხოური გრანტები და დაერქვათ „უცხოეთის აგენტების“ სახელი ან დახურულიყვნენ.
ამ დილემისა და ზეწოლის გამო, რუსეთში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. ამ კანონის დარღვევის გამო, დააჯარიმეს დიაბეტით დაავადებულთა მხარდამჭერი ორგანიზაციაც, 2018 წელს კი ეს დაწესებულება დაიხურა.
2021 წელს აგენტებად გამოცხადდა ის მედია საშუალებებიც, რომლებიც დაფუძნდნენ რუსეთში ან მეზობელ ქვეყნებში და რომლებიც იყვნენ რუსულენოვანი. მაგალითად, თუ საქართველოში იქნებოდა დაფუძნებული რუსულ-ენოვანი მედია, ისიც აგენტი გახდა.
2022 წელს ომის შემდეგ კი კანონი შეეხო ყველას, ვინც რაიმე სახით აკრიტიკებს მთავრობას. მაგალითად, უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს რეპერი მორგენშტერნი, რომელიც სიმღერის ტექსტში მთავრობას აკრიტიკებდა.
კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს ყველა გადაცდომაზე, არ შესრულებაზე ან არასრულად შესრულებაზე. რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს მილიონობით დოლარის ჯარიმა ამ კანონის არ შესრულებისთვის დააკისრეს.
2023 წელს РБК-ს მთავარი რედაქტორის, პეტრუ კანაევის სახლი დააყადაღეს რადგან მან 2021 წლის აპრილში გამოშვებულ სტატიაზე არ დააწერა, რომ ის იყო უცხოური გავლენის აგენტი. ჯარიმა 5,000 რუბლი იყო, რომელიც რედაქციამ არ გადაიხადა.
რომან ანინი გამომძიებელი ჟურნალისტია. მუშაობდა გამოცემა „ნოვაია გაზეტასთვის,“ შემდეგ კი საკუთარი მედია დააარსა, სახელწოდებით „მნიშვნელოვანი ისტორიები.“ ახლა მისი ყველა თანამშრომელი რუსეთიდან გახიზნულია, რადგან მათ აგენტებს უწოდებდნენ და დაჭერის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
„როდესაც მთავრობას შემოაქვს ასეთი შემზღუდველი კანონები, ის ამაზე არასოდეს გაჩერდება და ყოველთვის უფრო შორს მიდის, რუსეთის მაგალითი ამას აჩვენებს. 2012 წელს რუსეთში ხალხს ამაზე რეაგირება არ ჰქონია, რადგან ეგონათ, ეს ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ პატარა ჯგუფს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული. მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ მთავრობის მადა გაცილებით მეტი იყო და ისინი გადავიდნენ ყველა არასამთავრობოზე, რომელიც მთავრობას არ მოსწონდა. ახლა ეს კანონი ეხება მედიასაც და ფიზიკურ პირებსაც, რადგან კანონში გაჩნდა “აგენტთან დაახლოებული პირის” მცნებაც. ანუ ნებისმიერი ვინც არის დაკავშირებული, იქნება ეს ნათესავი, ოჯახის წევრი, პარტნიორი თუ კოლეგა, ისინიც შეიძლება გახდნენ აგენტები,” – ამბობს ანინი.
========
ჯვარედინ გზაზე ისმის:
- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს - ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
- მე მონა ვარ!..
- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები...
- მე სუსტი ვარ...
- თავისუფლები სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...
- არ მაქვს იმედი...
- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
- მეშინია უარესის...
- მონაბაზე უარესი რაღა იქნება?
- სიკვდილი... შიმშილი...
....
- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.
1916 წ, ნიკო ლორთქიფანიძე
This post has been edited by Ladiesman on 30 Apr 2024, 14:09
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე იმ კაცის დედა ##### ვინც პირველად რუსი აქო !