მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ მოუცლელობის გამო
შემოვიხედე იქნებ გამოგადგეთ ჩემი ნიუსი
ბოლო დროს ძალიან ბრაგუნებდა წინა მხარეს ჩემი ტიიდა, გრუნტზე ხო საერთოდ ყველაფერი ცალკ ცალკე გადიგამოდიოდა, რულიც ძიგძიგებდა, მეგობარმა წამაყვანინა შინაურ მოხელესთან, (ზაჰესის ხიდზე გადადიხარ და ეგრევე მარცხენა მხარეს ჩასახვევია) ლევანი ქვია მოხელეს, შეაგდო ეს ჩემი მანქანა იამაზე და ტიპმა მითხრა ბეწვზე ხარ გადარჩენილიო
ყველაფერი მოშლილ-მორყეულ-მოშვებული იყო და დამტვრევის რისკიც ძალიან მაღალი იყოო
. ეს ყველაფერი, გააკეთა, ნაწილი არაფერი არ მაყიდინა, თვითონვე ყავს ტოკარი, რაც გასაჩარხ-დასაპრესები იყო თვითონვე იჩალიჩა, ახლები რო გაყიდინო დიდხანს ვერ გაგიქაჩავსო და ისევ ესენი გავუშვათო მითხრა, ნუ სტერჟინები შეცვალა მარა მასვე ქონდა ყიდვა არ დამჭირდა, რაზვალიც გაასწორა და ისიც დაამატა, თუ ხრამში არ გადახტები მე გაძლევ გარანტიას რო სამი წელი აღარ მოგიწევს მოსვლაო, თუ არადა მოდი და ფულს უკან მოგცემო. ზედმიწევნით კარგად იცნობს ტიიდას და მითხრა რო იშვიათი გამძლეობის პერედოკი აქვს და გამიკვირდა ესეთ დღეში როგორ ჩააგდეო
ვუთხარი პირველი მანქანაა და თან გურიის გზებზე დავდივარ ხშირად მეთქი და გასაგებიაო გაეცინა. ორსაათნახევარი დასჭირდა და 350 ლარი გამომართვა. ძალიან ბევრი დადის მაგასთან და მერე ნომერსაც დავდებ, ვიზიტკა მანქანაში დამრჩა!