იმედია, არ გეწყინებათ თემის გახსნა მე რომ გადავწყვიტე.
თუ სხვას ჰქონდა სურვილი, შეგიძლიათ ხელახლა გახსნათ,უბრალოდ
უკვე 2020 წელია და ისევ ძველი თემაა-ამიტომ გადავწყვიტე სიტუაცია
გამომესწორებია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს!
მრავალს დაესწარით!
მაშ ასე,ლეგენდარულ თემის დაბრუნება.
ბევრი იუზერი გაიძახის ამ თემაში ლეგენდარულ ფრაზას: დღე რატომ საუბრობთ თუ თემას ღამის საუბრები ჰქვია ? აქაური კისკისა გოგოებიც პასუხობენ: ჩვენ არც ღამე ვიცით და არც დღე,როდესაც გვიხარია მაშინ ვსაუბრობთ.
მოკლედ,ეს თემა არის თავისუფალი და შეგიძლიათ ყველფერზე ისაუბროთ…
თემის უდადვოდ მთავარი მედროშე და უცვლელი წევრი გახლავთ ქათქათა ლოლა,იგივე რედ ქვინი. ლოლა დახატული გოგოა. აქვს ნანარა და ტკბილი ხმა.
იუმორიც კარგი აქვს.. მართალია მე და ლოლა ვერ ვეწყობით და თითქმის სულ ვჩხუბობთ,მაგრამ ეგ არაფერი :დ შვილიშვილებს მოუყვება ბოლოს ვის ეკამათებოდა.
იმედია დაბრუნდება ქათქთა ლოლა და ისევ იფრიალებს წითელი კაბით.
ასევე თემაში ბინადრობს ქალი ქერა,ქალი ვაკე,ქალი მამუკას რისხვა, ქალი მძღოლი, პატარა სალომეა. შემდეგ იუზერი არის ინამორატა. ამ თემაში ყველაზე კარგად ინა ტრიალებს კუხნაში… ანუ ყველაზე კარგად ეხერხება კულინარია.
თემის კიდევ ერთი ლეგენდარული წევრი არის ლედი! ძალიან ნიჭიერი და ლაკონური იუმორის დედოფალი. სხვა ლეგენდარულ წევრებს რაც შეეხება აღნიშვნის ღირსია ბრაუნების დედოფალი სალომე და ასევე კაცი რაღაცა იქნება ისე არ დავრჩებით დონ გაჯეტა. იმედია საბოლოოდ არ დაივიწყებენ ამ თემას და ერთხელ მაინც შემოიჭყიტებენ… კიდევ არ უნდა დავივიწყოთ შოკოლადების რისხვა და გამანადგურებელი,ბასიანის და ხიდზე ცეცხლის დამთები, პატარა მარი იგვე შოკოლადო.
ასევე მაღალი გოგო ,რომელმაც ჯერ ლიტ განყში გადაწყვიტა გადაბარგება,შემდეგ უსათაუროში,იგვე ჯუჯღუნა. ასევე კიდევ ერთი მაღალი გოგო,რომელიც ძალიან წააგავს
შარლიზ ტერონს და რომელიც დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგვიბრუნდა ულამაზესი და ასევე დახატული პატარა ბუსა.
კიდევ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისეთი იუზერები,როგორებიც არიან ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს ანაბელი,მუდამ მხიარული ბესტერი,კაცი ჭამა და სმა ვიცი რედბული და კაცი პოკერი თორნიკე და სხვები… მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა. ასევე მინდა გამოვყო ამ თემის და არა მარტო ამ თემის დიდი ტკივილი ჟურნალისტკა,რომელსაც ეს თემა ძალიან უყვარდა.
მართალია დაგვტოვა,მაგრამ ის პოზიტივი რაც მანდ დატოვა,სულ მუდამ იქნება ამ თემაში და არა მარტო ამ თემაში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
მოკლედ,გისურვებთ სასიამოვნო საუბრებს და პოზიტიურ წელს.
მიმაგრებული სურათი