საიტი: ფილმები და სერიალებიჰოსტინგი: Proserv
დიზაინი: Kinobar (გადაკეთებული)
საიტის აღწერა: მეგობრებო პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ფილმების საიტი. მესმის საქართველოში უკვე გაცვეთილი თემაა და უამრავი ფილმების საიტიც არსებობს, თუმცა როცა ადამიანს რაღაცის სურვილი გაქვს უნდა დაიკმაყოფილო, მაქედან კიდე რა და როგორ გამოვა დრო გვიჩვენებს, ხოლო მსგავს რამეს არასდროს ჩავთვლი დაკარგულ დროდ, ამიტომ გადავწყვიტე მაინც სასურველ თემას გავყოლოდი და რამე სხვა არ წამომეწყო, მითუმეტეს, რომ რაღაც პატარ-პატარა გეგმები მაქვს მომავალში, რასაც აქვე გაგაცნობთ.
პირველ რიგში მინდა ვისაუბრო საიტის დიზაინზე რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, არის აღებული მზა Kinobar-ის დიზაინი და მაქვს შენატანი რაღაც ცვლილებები, რაც ჩემს შესაძლებლობაში ჯდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ არის ალბათობა, რომ ამ დღეებში რაღაც ცვლილებებს შევიტან. ხვალ-ზეგ დაემატება დიზაინის Light ვერსიაც და მომხმარებელს თავად შეეძლება აირჩიოს სასურველი დიზაინის ვერსია. საიტზე შეხვდებით რამდენიმე ფლეიერს, რათა მომხმარებელმა სურვილისამებრ შეძლოს აირჩიოს ისინი, ასევე დაზღვეულიც ვიყო, თუ რომელიმე სერვერიდან წაიშლება ფილმი, არსებობდეს სათადარიგო ვარიანტიც.
ახლა შევეხები თემას, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. მე პირადად არ ვგეგმავ, საიტის არსებობის დასასრულამდე მიყვანას, მხოლოდ სხვისი გახმოვანებული ფილმების დამატებით. პირველ ეტაპზე იგეგმება სამოყვარულოდ, ფილმების და სერიალების გახმოვანება, რეალურად ეს მოხდება მინიმუმ 3-4 ხმაში, მაგრამ მაინც სამოყვარულოდ, რადგან ამას პირველ ეტაპზე დამწყები პირები გაავაკეთებთ და არა პროფესიონალი გამხმოვანებლები ან მსახიობები, თუმცა დავაკვირდებით რა და როგორ გამოვა.
ამ ეტაპზე საიტი იმისთვის გაიხსნა, რომ მომავლისთვის შემზადდეს, რათა როცა სასურველ ეტაპზე გადავალთ, ყველაფერს შედარებით სავსე ფილმების ბაზითა და ცოტა გუგლის საძიებო სისტემაში სიყვარულით შევხვდეთ. მანამდე დიდი ალბათობით დიზაინსაც დავუკვეთავთ, რომელიც იქნება სპეციალურად საიტისთვის განკუთვნილი, საინტერესო ფუნქციებითა და დეტალებით.
ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ მომცეთ რჩევები, რომლებსაც მაქსიმალურად გავითვალისწინებ, თუმცა აქვე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ყველაფერს სათავეში უდგას, არა პროფესიონალი, არამედ დამწყები პიროვნება და ძალიანაც ნუ გამკიცხავთ, დიზაინიდან დაწყებული, რავი სხვა ყველაფრით დამთავრებული, თუმცა როგორც ამბობენ ცოდნაც ნელ-ნელა პროცესში მოვა.
პ.ს არვიცი ამხელა ტექსტისა და აღწერის გამოქვეყნება აქ რამდენად მიზანშეწონილია, მაგრამ მინდოდა ყველაფერი დამეწერა.
ასევე არ ვიცი შეგეზარებათ თუ არა ამხელა ტექსტის წაკითხვა, მაგრამ მადლობა ყურადღებისთვის.