საიტის ძრავა: UCOZ
ჰოსტინგ პაკეტი: (Premium)
ლინკი:
literatura.clubაღწერა:
მოგესალმებით, ადრე გავაკეთე ელ-წიგნების საიტი, რომელსაც დრო და დრო ვაქცევდი ყურადღებას, ეს იყო უბრალოდ ჰობი, მაგრამ სახლში გამოკეტვისა და კარანტინის შემდეგ, ამ ჰობმა უფრო მეტი აზრი შეიძინა, უქოზი მხოლოდ ეს ვიცი რაღაც დონეზე და მეხმარებიან მოწესრიგებაში მეგობრები, ვეცადეთ დიზაინი დაგვეხვეწა ყველანაირად. ამჟამად 400-ზე მეტი წიგნია ბაზაში ქართულ ენაზე და ვაპირებ კიდევ და კიდევ მეტი დავამატო. გვერდიც კი გვაქვს ფბ-ზე და ხშირად გვწერენ მადლობას, რომ საიტი შეიქმნა და დევს სრულიად უფასოდ წიგნები.
რჩევა მჭირდება უფრო და უფრო როგორ გავხადო ხელმისაწვდომი ხალხისთვის ??
Facebook პოსტი და ბუსტი დროებითია, რეკლამაც დავდევი Promo-ზე ეგეც დროებითი აღმოჩნდა. სხვას რას მირჩევთ და ისეც ზოგადად ყველაფერს მოვისმენ <3
This post has been edited by chinovniki on 12 May 2020, 15:13