#60211673 · 20 Mar 2023, 20:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ჩამოვწერ ჩემს მოსაზრებებს. შეიძლება შეირჩეს ერთი ან რამდენიმე. გააჩნია, რა მდგომარეობაა, სახლი სად არის, რა უბანია..კორპუსია, კერძოა...
1. თუ კორპუსია - დაიკეტოს სადარბაზო და დაყენდეს საკეტები. დავთვალე კიდეც და თუ რაღაც სპციფიური შემთხვევა არ არის, 2000 ლარის ფარგლებში ჩვეულებრივ ეტევა გამჭოლი სადარბაზოს 2 კარი თავისი საკეტებიანად.
2. თუ კერძო სახლია და ეზოა - ჭიშკარი, წესიერი საკეტით+სახლზეც ნორმალური საკეტები. (რატომღაც ხშირია შემთხვევა, რომ ჭიშკარი გარედანაც ჩვეულებრივ იღება და შესაბამისად, აზრს კარგავს მისი არსებობა)
3. კამერა ან მხოლოდ დომოფონი. შეიძლება დაყენდეს რა თქმა უნდა, სადარბაზოს ცენტრალურ კარზე, ან კონკრეტულად ბინის კარზეც..როგორც მოხერხებადია
4. ბინის კარზე ნორმალური საკეტები. მოერიდეთ სტანდარტულ, იაფფასიან საკეტებს, რომელიც წუთებში იღება ან ტყდება. კარგი იქნება, თუ დაამატებთ შიგნიდან პრიმიტიულ ურდულსაც, რომელიც ნამდვილად კარგი დამცველია ბინის მეპატრონის სახლში ყოფნის დროს მძარცველის შემოჭრის მცდელობისას.
5. ბინის/სახლის დაცვაზე "აყვანა" - არ ჯდება ყოველთვიური მომსახურება ძვირი.
6. იარაღის შეძენა გირჩიეს უკვე. მაგრამ ჩემი პირადი აზრით ჯერ ზოგად უსაფრთხოების ამბებს უნდა მიეხედოს. თუ საქმე ისეა, რომ იარაღით გიწევს თავის დაცვა, მაქსიმალურად უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ შეიარაღებული შეტაკება აიცილოთ თავიდან. დიდი რისკია, რომ მძარცველი თქვენზე უკეთესი მსროლელი აღმოჩნდეს, ან უბრალოდ მეტად გაუმართლოს. თუ მაინც გადაწყვეტთ, ჩემი აზრით, წმინდად თავდაცვის მიზნით ე.წ. დრაბავიკი/პომპა (ვინჩესტერს რომ ვეძახით ხალხში) უფრო კარგი და ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი პისტოლეტი
This post has been edited by new_member_ on 20 Mar 2023, 21:00
--------------------
არს კაცი ჭური თვითმოძრავი სულისა ხელმწიფე!
ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის,სინდისის თავისუფლება : მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება,რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი
ყველაფერი მაინც კარგად იქნება!
|