თემა, რომელიც მუდამ გულის სიმებს ეხება...
თემა, რომელშიც ერთმანეთს ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ვუზიარებთ, ზოგჯერ ვკამათობთ, ზოგჯერ კი ერთმანეთს ვუღიმით...
გისურვებთ თუნდათ ნელი ნაბიჯით, მაგრამ დინჯად და გააზრებულად მიგეღწიოთ სულიერი და პიროვნული განვითარებისათვის, გამძლეობას, მოტივირებულობას და უშრეტ ენერგიას გისურვებთ.
"ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.
იგი ნელა მიაბიჯებდა.
ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე.
ამიტომ ეხიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი!
ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი!
ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი!
ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.
სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე".
თემის ტოპ 10 მპოსტავი:
წინა თემის ლინკი This post has been edited by cuckoosnest on 10 Jul 2021, 22:51
სტილომეტრიაში ბავშვებს ვამზადებ ბიჭო არადა. ))) ;)