Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სანიტრის ან ექთნის დაქირავება


Posted by: aljazeera 2 Oct 2014, 23:18
გამარჯობათ ხომ არ იცით სად შეიძლება მოვძებნო (დავიქირავო) სანიტარი ან ექთანი (კვალიფიკაციას) მნიშვნელობა არ აქვს ან გამოცდილებას, მჭირდება ადამიანი რომელიც ღამეს გაუთენებს საღამოს 10 საათიდან დილის 10 საათამდე (საავადმყოფოში) -20-25 ლარად (დღეში) მორიგეობა 2-3 დღეში ერთხელ. მოვალეობა კრიტიკული მდგომარეობის დროს ექიმის დაძახება, ავადმყოფისათვის საფენის გამოცვლა ან სხვრა რაიმე დახმარება მის მოვალეობაში არ შედის (არააა).

ძალიან გთხოვთ თემა არ დამიხუროთ ძალიან მჭირდება.

ან ვინმემ თუ იცით ამ სახის დახმარება სად შეიძლება მივიღო ან ვის მივმართო??

Posted by: Solveig 2 Oct 2014, 23:43
aljazeera

QUOTE
მჭირდება ადამიანი რომელიც ღამეს გაუთენებს საღამოს 10 საათიდან დილის 10 საათამდე (საავადმყოფოში) -20-25 ლარად (დღეში) მორიგეობა 2-3 დღეში ერთხელ. მოვალეობა კრიტიკული მდგომარეობის დროს ექიმის დაძახება, ავადმყოფისათვის საფენის გამოცვლა ან სხვრა რაიმე დახმარება მის მოვალეობაში არ შედის (არააა).


როგორც შენი პოსტიდან ირკვევა, პაციენტი წევს საავადმყოფოში.


აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია შენი მოთხოვნა, იმიტომ, რომ რაც ჩამოთვალე, ეგ ისედაც არის საავადმყოფოს პერსონალის მოვალეობა.

ღამით ავადმყოფებს უნდა მიხედონ და საჭირო შემთხვევაში ექიმს დაუძახონ. აბა, ფლავის საჭმელად კი არ არიან მორიგე ექთნები და სანიტრები.

Posted by: BadbadGirl 3 Oct 2014, 00:43
Solveig
ჩემი საავადმყოფოს მაგალითზე ვიტყვი.
ღამის სმენაში 8 ავადმყოფზე მოდის ერთი ექთანი და ერთი სანიტარი. ბევრ პაციენტს დახმარების მოთხოვნა არ შეუძლია (სხვადასხვა მიზეზის გამო), პალატის კარებიც ხშირად დაკეტილია ხოლმე დერეფნიდან შუქმა რომ არ შეაწუხოთ ძილის დროს. კრუნჩხვები და მსგავსი რამეები ისე შეიძლება გაიპაროს როგორც არაფერი, მითუმეტეს თუ ტელემეტრზე არ არიან შეერთებულნი.

Posted by: Solveig 3 Oct 2014, 01:52
BadbadGirl

ეგ საავადმყოფოს პრობლემაა, თუ მეთვალყურეობის გარეშე ტოვებს ნევროლოგიურ პაციენტს, რომელსაც კრუნჩხვა შეიძლება განუვითარდეს...

ყველა პაციენტს არ ესაჭიროება მაინცდამაინც თავზე დგომა. ახლადნაოპერაციევი პაციენტი კი ყველგან ინტენსიურში წევს და იქ მუდმივად მორიგეობს ექიმი და დაბალი მედპერსონალი.
როცა დედაჩემი იწვა საავადმყოფოში (საქართველოში), 1 ღამე არ გამითევია. არ იყო საჭირო. თავიდან ინტენსიურში იწვა და მერე მორიგე ექთნები აქცევდნენ ყურადღებას..


გერმანიაში არიან მომვლელები (პფლეგერები) , რომლებიც ღამით რჩებიან საყურადღებო პაციენტებთან და სწორედ ეგ ევალებათ-ექთნის და ექიმის გამოძახება, როცა თავად პაციენტი ვერ მართავს თავს იმდენად, რომ ღილაკს ხელი დააჭიროს.
ეს მომვლელები არიან როგორც წესი, მოხალისეები. ზოგი სოციალურ წელს აკეთებს, ზოგი სტუდენტია...

Posted by: BadbadGirl 3 Oct 2014, 08:34
Solveig

ამ კაცსაც ეგ " (პფლეგერები)" სჭირდება.


QUOTE
. ახლადნაოპერაციევი პაციენტი კი ყველგან ინტენსიურში წევს

არაა ასე.
ოპერაციას გააჩნია. მაგალითად კაროტის ოპერაცია, თრომბექტონომია და ა.შ. საოპერაციოდან პირდაპირ ჩვენთან მოდიან. თრომბოლიზი პირდაპირ ჩვენთან ტარდება.

QUOTE
თუ მეთვალყურეობის გარეშე ტოვებს ნევროლოგიურ პაციენტს, რომელსაც კრუნჩხვა შეიძლება განუვითარდეს...

ჩვენ პაციენტებს, რომლებსაც ინსულტი ქონდათ (მცირე და საშუალო სტროუკის გარდა) თითქმის ყველას შეიძლება კრუნჩვა განუვითარდეს, ნებისმიერ დროს. ექიმის გამოძახება თუ ვხედავთ რომ რამე ხდება, ყველას გვევალება ვინც საავადმყოფოში მუშაობს. პრობლემა ღამეებია როცა პერსონალი ცოტაა. პერსონალის ნაკლებობა კი ნამდვილად პრობლემაა, ყველა განყოფილებაში.

ჩვენთან მოხალისე საერთოდ არ მინახავს, ამდენი ხანია ვმუშაობ.


Posted by: Solveig 3 Oct 2014, 12:26
BadbadGirl

ჰო მაგრამ, მაგ პფლეგერები თავად კლინიკას ჰყავს გერმანიაში, პაციენტის პატრონისმსაზრუნავი არაა. ქართველებიც მსახურობდნენ. ერთმა ახლა დაანება თავი, რადგან სხვა ქალაქში მიიღო სტუდენტის ადგილი. სამაგიეროდ, გამოცდილება და რეკომენდაციები უკვე აქვს....

არ მგონია, რომ სადმე, რომელიმე საავადმყოფოში მისცენ ადამიანს გარედან ანაზღაურებადი ექთნის ან სანიტრის შეყვანის უფლება. როგორც წესი, საქართველოში თავზე ოჯახის წევრი ქალები (დედა, და, ცოლი და ა. შ.) ადგანან და ამაში გასამრჯელოს არ იღებენ. თუ ასეთი არავინ ჰყავს პაციემტს, უმჯობესია, რომ მისი პატრონი სართულის მედპერსონალს მოელაპარაკოს და ერთი სანიტარი მიუჩინონ.



Posted by: ashley_tko 3 Oct 2014, 15:05
aljazeera
მოქმედი ექთანი რომ არ იყოს შეიძლება? იმიტომ რომ ექთნები ერთ მორიგეობაში 50 ლარს იღებენ საავადმყოფოში ისედაც და 20 ლარზე არამგონია დაგთანხმდნენ, ვინმე უმუშევარი იპოვო ჯობს ისევ.
ისე რატომ უნდა გჭირდებოდეს დამატებითი ექთანი....
რომელი საავადმყოფოა მომწერე პირადში, ჩემი ოჯახის წევრია ექთანი და ვაკითხინებ თავისთან,იქნებ ვინმეს უნდა დამატებითი სამსახური.

Posted by: BadbadGirl 3 Oct 2014, 19:49
Solveig
მაგდენი არ ვიცი, საქართველოში ვინმეს თუ შეაყვანინებენ გარედან, ალბათ უფრო არა.

QUOTE
თუ ასეთი არავინ ჰყავს პაციემტს, უმჯობესია, რომ მისი პატრონი სართულის მედპერსონალს მოელაპარაკოს და ერთი სანიტარი მიუჩინონ.

საქართველოს ვარიანტში ეს იდეა ნამდვილად გაამართლებდა.

ჩვენ გვყოლია პაციენტები რომლებსაც ეპილეფსიური შეტევები ქონდათ, ან კიდევ 65 წლამდე პაციენტები სხვადსხვა დაავადებებით რომლებსაც 24 საათიანი პერსონალური ასისტენტი სჭირდებოდა. ამ პაციენტებს თავისი პერსონალური ასისტენტები საავადმყოფოშიც ქაყვდათ, დღე - ღამის განმავლობაში. ეგეთი შემთხვევაც მქონია, პაციენტის მეთვალყურე მხოლოდ ქმარი რომ იყო (მხოლოდ ფეხის თითს ამოძრავებდა ეს ქალი), ეს ქმარი დილას მოდიოდა ხოლმე და საღამომდე უჯდა ცოლსა. ცოლის თვალის უცნაურ მოხუჭვაზე სულ ზარს რეკავდა, ორ წუთში თუ არავინ მოდიოდა გარეთ გამოდიოდა და ჩხუბობდა, ჩემ ცოლს ეპილეფსიური შეტევა აქვს და ყურადღებას არ აქცევთო.

რომ შევაჯამო იმის თქმა მინდა რომ, სამ სხვადასხვა საავადმყოფოში მაქვს ნამუშევარი და ერთი საერთო ყველას აქვს - მომვლელი პერსონალის რაოდენობა შესაბამისობაში ვერ მოდის პაციენტების რაოდენობასთან და მოვლის მოთხოვნის დონესთან. ღამის და შაბათ კვირის სმენას კიდევ უფრო ცუდად აქვთ საქმე, განსკუთრებით კი შაბათ კვირის სმენას. როგორც ახლობელს შეგიძლია მოითხოვო რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ავადმყოფს, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ამას ვერ შესძლებენ. იმიტომ კი არა რომ არ უნდათ დახმარება, არამედ იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებენ. ამას ვამბობ შიდა სამზარეულოდან გამომდინინარე.

პ.ს. ზემოთხსენებული ადამიანის ახლობელის პრობლემა რაა არ ვიცი, მე პოსტებს ვწერ ისეთ პაციენტებზე რომლების სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, მერე ჩვენთან მოვიდნენ და მოვლა და მეთვალყურეობა სჭირდებათ.

Posted by: tatusia 3 Oct 2014, 21:23
მე ბებია მეწვინა რესპუბლიკურში 3 წლის წინ. ექთანი ან სანიტარი რომ მჭირდებოდა, ჯერ ცარიელი პალატები უნდა დამევლო, რომ მეპოვნა სად ეძინა. მერე გამეღვიძებინა და მისი უკმაყოფილო ბუზღუნისთვის მომესმინა. ჰოდა მშვენივრად შევისწავლე იმ პერიოდში წვეთოვანის მოხსნა, ნემსის გაკეთება, შარდის კათეტერის დაცლა დამაგრება, სუდნოს ხო სულ მხრებზე ვათამაშებდი უკვე... ასე რომ კი უნცა მიაქციონ ყურადღება მაგრამ სადაა

Posted by: LIVE-76 4 Oct 2014, 18:44
მაპატიეთ ყველამ ჩემო კარგებო მაგრამ, მე მაგათ (23 სართულიანი!!!) - მარტო ჯიბეებზე როდამდე უნდა უყურონ გაჭირვებულ პაციენტებს და მათ შეწუხებულ ახლობლებს?! mad.gif ხელფასს ხომ იღებენ? არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, რადგან რაკი მუშაობენ კეთილი ინებონ და პატიოსნად იმუშაონ! სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ - თითქოს ნამეტანი რელიგიურობაზე რომ დებენ თავს მაგნაერების უმრავლესობა - რაც არ უნდა იფარისევლონ - ზუსტად ასეთი დიდი ცოდვა სრულიად საკმარისია მაგათთვის ჯოჯოხეთში მოსახვედრად!

ან როდამდე უნდა ითმინოს ხალხმა ამ სამედიცინო მაფიის პარპაში საქართველოში?! ვინც ასე ბინძურად იქცევა და უფულობის გამო ავადმყოფს უხეშად ექცევა, უყურადღებოდ ტოვებს და მითუმეტეს როდესაც საერთოდ არანაერ დახმარებას არ უწევს და აგდებს კლინიკიდან - აი როგორც მინიმუმ უკრაინის მსგავსად ნაგვის ბუნკერებში უნდა ჩააყუდონ ასეთი შემთხვევების დროს გაჭირვებულის ახლობლებმა და ასეირნონ ასე ქალაქის ქუჩებში კამერების თანხლებით!!! yes.gif ხო და სულ რამოდენიმე ფაქტიც კი საკმარისი იქნება მაგნაირი ვაი ექიმებისთვის თუ ვაიექთნებისთვის ჭკუის სასწავლებლად!!! up.gif

პ.ს. შუაგულ ციმბირში ვცხოვრობ უკვე მრავალი წელია, 2008 წლიდან სამწუხაროდ მინიმუმ 30 ჯერ მაინც ვარ ჰოსპიტალიზირებული, ხო და აი ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა არც ერთხელ არ მინახავს და არც გამიგია ისეთი ფაქტი რომ ან ექრთანს რაიმე დაეზარებინოს და მითუმეტეს ექიმს... ეგ კი არა და აი გამოწერისას უბრალო შოკოლადის ბამბანერკას რომ მიართმევ და ან ერთ ბოთლ რაიმე დასალევს - არ არის საჭიროო გეუბნებიან, ზოგს რამის ძალითაც კი ტენი და თან უხსნი რომ ასე ვარ აღზრდილი რომ კეთილ ხალხს თუნდაც სიმბოლურად შესაძლებლობის ფარგლებში გსურს მადლობა გადაუხადო... ყველა მაგას გაიძახის - ეს ჩვენი სამუშაოაო!!!

საქართველოში კი ვითომ ქართველობაზე და ნამეტანი კაცთმოყვარეობაზე თავს დებენ, ნახევარსაათიან სადღეგრძელოებში ვერ ეტევიან ისე ლოცავენ ჩვენ ერს... მარა როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება - განიტე ძენგი ბლიადდდ!!! 150 ლარიანმა პენსიონერებმა და სანახევროდ უმუშევარმა უღარიბესმა ხალხმა საიდან უნდა დახატოს ან კლინიკის ოფიციალურად სამყოფი თანხა და მითუმეტეს დამატებით ექიმებისთვის ჯიბეების გასავსებად და პლუს კიდევ თურმე ღამის მორიგეობაშიც 20 - 25 ლარი კაკ მინიმუმ ვიღაც ექრთანს უნდა ჩაახუტო ყოველ ღამეში!!!!! user posted image mad.gif

პ.პ.ს მთავარი დამავიწყდა ამეღნიშნა - ყველა აქაური მოქალაქე უმუშავარიც და დაჟე ბომჟიც კი დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ სავალდებულო პოლისით, რომელიც თითქმის ყველა სახის მკურნალობის საშუალებას იძლევა! yes.gif ისე დამავიწყდებოდა აბა რა იქნებოდა, კაპიკი რომ არ გადამიხდია არც ერთხელ... biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 5 Oct 2014, 17:26
LIVE-76
იცი რამდენს იღებს 24 საათში ერთ პაციენტში ექთანი ერთ-ერთ საავადმყოფოში? 50 თეთრს. თვეში გგონია იმაზე მეტი გამოსდის ხელფასი ვიდრე პენსიონერს აქვს? არა.
ბევრი რამაა აქ დასარეგულირებელი და მათ შორის მედპერსონალის ხელფასიც. ხომ არ გგონია რომელ სავადმყოფოზეც ვამბობ, ერთი წუთი ღამე სძინასვ ექთანს? ხანდახან მაქსიმუმ 24 პაციენტი ყავს მოსავლელი. ერთი სიტყვით ერთი დღე-ღამე უძილო 24 პაციენტი 12 ლარია მისი ანაზღაურება - 20% ანუ 10 ლარი, თვეში 200 ლარზე თუ ავიდა ამ ჯოჯოხეთური შრომის ფასად, კიდევ კარგი შემოსავალია.
აქაც დაზღვწული უკვე სავალდებულო პოლისით და ის იცი თუ არა, რომ სადღაც 3 თვე მაინც იგვიანებს სახლემწიფოს მიერ კლინიკის დანახარჯის ანაზღაურება, არაა ასე მარტივად საქმე, სამწუხაროდ

Posted by: BadbadGirl 5 Oct 2014, 18:24
Natuka NGN
QUOTE
ევრი რამაა აქ დასარეგულირებელი და მათ შორის მედპერსონალის ხელფასიც.

მარტო მანდ არა.
ჩვენთან მხოლოდ ექიმებს აქვთ კარგი ხელფასი, დანარჩენი პერსონალი "ენთუზიაზმზე" უფრო მუშაობს ვიდრე ხელფასზე. ამას წინ ჩემი პაციენტიც მესაუბრებდა, არ მესმის ხალხი რატომ მოდის საავადმყოფოში სამუშაოდო.

Posted by: LIVE-76 6 Oct 2014, 05:48
Natuka NGN
QUOTE
იცი რამდენს იღებს 24 საათში ერთ პაციენტში ექთანი ერთ-ერთ საავადმყოფოში? 50 თეთრს.


აქ ელემენტარულ ადამიანობაზეა საუბარი პირველ რიგში. მითუმეტეს როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. დედაჩემს თვეში 8 ლარი ქონდა ხელფასი, ხან იმასაც უგვიანებდნენ, მაგრამ 32 ბავშვს ისე ასწავლიდა რომ არასდროს არც ერთისთვის არ უგრძნობინებია თავისი უფულობა და გაჭირვება! ექიმი და მასწავლებელი უპირველესად მოწოდებით უნდა იყო, და ანაზღაურება მეორეხარისხოვანი უნდა იყოს... თუ ასე არაა - აირჩიე სხვა პროფესია სადაც ფული ჩხრიალებს!!!

მეორე რიგში - ხო ვინუჟდენი იხდის დღესდღეობით კლინიკებში კანონით თუ უკანონოდ ავადმყოფი ფულს? და სხვათაშორის ძალიან ძვირს, მიუხედავად ექიმების და მომსახურების ძალიან დაბალი დონისა... ხო და აი სად მიდის ის ფული? ვიღაცის ჯიბეში ხომ მიდის, ხო და გაიფიცნონ ექთნები და რავი კიდევ ვისაც კაპიკებზე უწევთ მუშაობა, მაშინ როდესაც ხედავენ რომ პაციენტებს წეწავენ და ფულს კი ვიღაც ზემოთ ინაწილებს! მაგრამ არა, რატო, არ ჯობია ყველა საწყალ პაციენტებს დაეტაკოს და ფული სთხოვოს და ფაქტიურად გამოსძალოს? facepalm.gif

QUOTE
აქაც დაზღვწული უკვე სავალდებულო პოლისით და ის იცი თუ არა, რომ სადღაც 3 თვე მაინც იგვიანებს სახლემწიფოს მიერ კლინიკის დანახარჯის ანაზღაურება, არაა ასე მარტივად საქმე, სამწუხაროდ


მერე ამ შემთხვევაშიც რატომ არიან ჩუმად? მაგრამ ყვეა საფეხურზე ფული იჭრება, მაღარიჩები, ათასი სხვა რამ კიდევ... ხო და გამოდის რომ ყველას ყველაფერი აწყობს, რაკი ჩუმად არიან. რომ არ აწყობდეთ - გააშუქებდნენ თუნდაც ამ ვაი ჟურნალისტების მეშვეობით, ამდენი კერძო არხებია, ინტერნეტმედია... გამოსვლები მოეწყოთ ქუჩაში... მაგრამ კიდევ და კიდევ ააარააააა, ურჩევნიათ ავადმყოფები მოწველონ ძალიან ძვირი მკურნალობით, წამლებით, ანალიზებით... რეალობა ესაა სამწუხაროდ.

Posted by: Natuka NGN 6 Oct 2014, 11:46
LIVE-76
ადამიანობა მართლა არაფერ შუაში არაა, 24 პაციენტი ყავს ღამე ხშირად ერთ ექთანს მოსავლელი და ზოგი საკმაოდ მძიმე. შეიძლება უცებ ისე სასწრაფოდ მეორეს ვერ დაეხმაროს. ძირითადად პაციენტები ასაკოვნები არიან. ახლა ტელეფონით ვარ და ვინუჟდენნი იხდის რას ქვია? ამჟანად 30% იხდის და ხშირად ეს 30% ძირითადი თანხა საბრუნავი კლინიკის, ვინაიდან სადაზღვევო და სახელმწიფო ანაზღაურებას იგვიანებს. ეს გარედან ჩანს ასე მარტივად საქმე.
არ ვარ მე ექიმი, მაგრამ ვხედავ რა რთული ყოფა აქვთ ურგენტულ ქირურგებს, რომელთაც დღეში შეძლება 5 ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს და უბრალოდ ფეხზე ვეღარ იდგეს. იქ საჭმელუს ჭანაზეც არაა საუბარი. რომელ ჭამაზეა საუბარი, როდესაც მთელი დღე ფეხზე დგახარ და აკეთებ ოპერაციას სასწრაფოს. თითმოჭრილი პაციენტი შემოგდის და თითი რომ გადაარჩინო გინდა არ გინდა საოპერაციო მაგიდასთან უნდა დადგე. მერე პაციენტს პრეტენხია აქვს, ექიმი ყურადღწბას არ გვაქცევსო.
ერთი სიტყვით, ჩემზე უკეთ შენ არ გეცოდინება მედპერსონალის დონე, მაგრამ საერთო აგრესიაში სრულიად უდანაშაულო და მაღალი კლასის ექიმებიც ხვდებიან და ეს არ მომწონს. ექიმი არანაკლებ დაცული უნდა იყოს. დანარჩენზე კომპიდან გაგცემ პასუხს.

Posted by: ashley_tko 7 Oct 2014, 00:06
Natuka NGN
არ ამბობ ეხლა შენ მართალს,მაპატიე მაგრამ როდინდელი ინფორმაცია გაქვს ხელფასთან დაკავშირებით? რამდენი პაციენტიც არ უნდა ყავდეს ექთანს 50 ლარზე ნაკლებს არ იღებს ერთ ღამეში. ჩემი ოჯახის წევრი მუშაობს არამიანცში და ინგოროყვაში და ზუსტად ვიცი.

Posted by: Solveig 7 Oct 2014, 02:11
თემა აშკარად სხვა რაღაცაზე იყო თავიდან.

არადა, ავტორმა შეგვატოვა თემა და დაგვეკარგა biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 8 Dec 2019, 21:42
მოხუცებულისთვის სახლში მომვლელი/სანიტარი რომ მჭირდებოდეს , სად უნდა ვეძებო ?

Posted by: turatura 8 Dec 2019, 23:25
QUOTE (n-i-c-k @ 8 Dec 2019, 21:42 )
მოხუცებულისთვის სახლში მომვლელი/სანიტარი რომ მჭირდებოდეს , სად უნდა ვეძებო ?

იტალიაში.... .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)