https://www.youtube.com/watch?v=lEmFDA4uv48ესაა ბერძენიშვილის ლექცია ბარათაშვილზე და გალაკტიონზე.
საინტერესო ლექციაა (მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად რაღაცეებში არ ვეთანხმები).
ჰოდა აქ ამბობს ასეთ რამეს: გალაკტიონმა ბოლორითმოვანი ლექსის შესაძლებლობები მთლიანად ამოწურა და ამიერიდან პატიოსანმა კაცმა კონვენციური ლექსები აღარ უნდა წეროსო.
სიმართლეა, ოღონდ არა სრული, არამედ ნახევრადსიმართლე.
სრული სიმართლე ისაა, რომ გალაკტიონმა არა მხოლოდ ბოლორითმოვანი ლექსის შესაძლებლობები ამოწურა, არამედ ყველანაირი ლექსის (მათ შორის - თავისუფალი ლექსისაც). შესაბამისად, ამ ლოგიკას თუ მივყვებით, პატიოსანმა კაცმა გალაკტიონის მერე... საერთოდ აღარ უნდა წეროს ლექსები
შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში - გალაკტიონის შემდეგ თავის გამოდება პოეტობაზე და ქართულ პოეზიაში თვისობრივი სიახლის დამკვიდრებაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია.
დღევანდელი ქართველი პოეტები ან გალაკტიონის განშტოებანი არიან (ტოტისტოტისტოტები) ან და ამ ვეებერთელა ხის მიერ დაჩრდილული უბადრუკი ამონაყარები.
მსგავსი ამბავი ერთხელ უკვე მოხდა, როცა რუსთაველმა დიდი ხნით დაჩრდილა ქართული პოეზია, სანამ გურამიშვილი გამოჩნდებოდა.
გალაკტიონის შემთხვევაშიც ალბათ ასე იქნება.
ანუ - კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ლოდინი, სანამ ახალი გურამიშვილი გამოჩნდებოდეს.
This post has been edited by Menestrel on 29 Jun 2015, 15:31