დაახლოებით ამ სტილში მჭირდება.
სულ ზევით მარცხნივ და მარჯვნივ იქნება პატარა იკონკები ფიქსირებული რაოდენობით, მაგალითად ფეისბუქის, ოდნოების და ა.შ. ძირითადი საიტებისა.
მარცხნივ იქნება ტეგების ჩამონათვალი, რომლის რაოდენობაც უნდა იცვლებოდეს. ამავე დროს, რომელ ტეგსაც დავაწვები, ფუნქციამ უნდა მოძებნოს საერთო ცხრილში ტეგის შესაბამისი საიტები და მნიშვნელობის მიხედვით ჩაწეროს შუაში განლაგებულ 2 სიაში(ქართული და უცხოური).
მარჯვნივ უნდა იყოს სარეკლამო სურათები, რომელიც ასევე უნდა იცვლებოდეს რაოდენობრივად.
სულ ქვევით შუაში ასევე სარეკლამო სურათებია, რომელიც შეავსებს შუა არეს და რაოდენობრივად იქნება ასევე ნებისმიერი(ზევიდან ქვევით ჩამწკრივდება).
შუა ნაწილში ზევით არის კნოპკები(განყოფილებები) ფიქსირებული რაოდენობით, რომლებსაც იგივე დანიშნულება ექნებათ რაც ტეგებს და იგივენაირად შეავსებს სიებს.
სიები არის 2 ცხრილი, რომლებშიც იწერება ქართული და უცხოური საიტები, იქნება ფიქსირებული ზომის და სკროლ-ფუნქციით.
ცხრილში იწერება საიტის სახელი(ლინკი), დახასიათება და იკონკა(სურათი).
გვერდი უნდა ავსებდეს მთლიან ეკრანს, შესაბამისად უნდა იწელებოდეს შუა არე.
საიტს უნდა ქონდეს ადმინის მიერ შესავსები 2 ცხრილი, ქართული და უცხოური საიტების, სადაც ჩაიწერება საიტის მისამართი/მნიშვნელობა/ტეგები/მნიშვნელობა/დახასიათება/იკონკა.
დანარჩენ ნიუანსებს, ფერებს და ა.შ. მერე გეტყვით.
დაწერეთ რეალური ფასი, დანარჩენს თანდათან გავარკვევთ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)