Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > როგორ ვიპოვო საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში


Posted by: ვეშაპო 7 Sep 2012, 21:03
ნეტში არის ამის შესაძლებლობა?




Posted by: PULSE 7 Sep 2012, 21:05
ვეშაპო
http://www.voters.cec.gov.ge/

Posted by: ვეშაპო 7 Sep 2012, 21:06
PULSE
გაიხარე. smile.gif

ვხურავ.


ანდა იყოს, ვინმემ თუ ვერ იპოვა, დაწეროს.

თუ არ ღირს, მოდერატორმა დახუროს.

Posted by: MALI 7 Sep 2012, 21:18
არ დახურუთ ცოტა ხანს smile.gif

მეც მაქვს შეკითხვა .
ვისრაგებლე ამ სიტით და ჩემს სტატუსზე წერია " არის საზღვარგარეთ"

30 სექტემბერს ჩამოვდივარ 3 კვირით საქართველოში
და ანუ ხმას მე ვერ მივცემ??? smile.gif

Posted by: Chxikvia 7 Sep 2012, 21:20
MALI
QUOTE
30 სექტემბერს ჩამოვდივარ და ანუ ხმას მე ვერ მივცემს???

სად ხარ ერევანში?

Posted by: MALI 7 Sep 2012, 21:22

Chxikvia
რა ოპერატიული ხართ

შევასწორე მგონი smile.gif

Posted by: ქაფქიანა 7 Sep 2012, 21:23
ჩემს მისამართზე ყველაფერი წესრიგშია. მონაცემები ზუსტია.

Posted by: Chxikvia 7 Sep 2012, 21:25
MALI
QUOTE
რა ოპერატიული ხართ

შევასწორე მგონი

rolleyes.gif საწყენად არ მიიღოთ,სმაილის დასმა დამავიწყდა.

მამა მარჩენალიც ყოფილა სიაში, მაგრამ.....ეჰ cry.gif
http://www.radikal.ru

Posted by: chioreli 7 Sep 2012, 21:27
ვისაც არ გვაჩვენებს იმათმა სად გავარკვიოთ?

მოდერს მეც ვტხოვ რომ არ დახუროს ეს თემა ძალიან ბევრს დაჭირდება მსგავსი დახმარება

Posted by: bently 7 Sep 2012, 21:32
QUOTE
ჩემს მისამართზე ყველაფერი წესრიგშია. მონაცემები ზუსტია.



++

Posted by: strelicia 7 Sep 2012, 21:39
http://www.voters.cec.gov.ge/
რეაქცია ნული აქვს , მუშაობს საერთოდ?

Posted by: axlguns 7 Sep 2012, 21:41
QUOTE
ჩემს მისამართზე ყველაფერი წესრიგშია. მონაცემები ზუსტია.

+1
სხვებიც ზუსტად არიან,მიწერილ-მოწერილი ვერავინ ვნახე

Posted by: Janiashvili 7 Sep 2012, 21:43
საინტერესოა თუ შეილება არჩევნების შემდეგ ვის მივეცი ხმა რო გავიგო(მერე გავიგებთ გაყალბდა თუ არა)...

Chxikvia
მისი პირადი ნომერი საიდან იცი? spy.gif

Posted by: ziriro 7 Sep 2012, 21:45
თუ არ ხარ ადამიანი სიაში, რა უნდა მოიმოქმედოო, აგერ მეზობელი მეკითხება. სადმე უნდა დარეკოს?

Posted by: katokato 7 Sep 2012, 21:45
მეც მოვძებნე მაგ ლინკზე და რეგისტირებული ვარ მისამართზე, რომელიც აღარ არსებობს კიდევ 8 ადამიანთან ერთად... yes.gif ვის შევატყობინო, რომ შეასწორონ?

Posted by: MALI 7 Sep 2012, 21:55
Chxikvia
სავარაუდოდ ივანიშვილი ხართ გვარად wink.gif

chioreli

QUOTE
ვისაც არ გვაჩვენებს იმათმა სად გავარკვიოთ?


მართლაც და სად შეიძლება ამის გარკვევა? საინტერესოა

Posted by: fermina 7 Sep 2012, 22:09
და საარჩევნო უბანი 03.65 სად მდებარეობს, როგორ უნდა გავიგო?

Posted by: burkina-faso 7 Sep 2012, 22:26
QUOTE
და საარჩევნო უბანი
08.55
QUOTE
სად მდებარეობს, როგორ უნდა გავიგო?


Posted by: ROBERY 7 Sep 2012, 23:07
წინა არჩევნებისთვის უკეთესად იყო დაჟე, ნუ ამათთვის უარესად, იმიტომ რომ სიტყვაზე მე ჩემს მთელ კორპუსს ვხედავდი და უამრავი უზუსტობა და მკვდარი სული აღმოვაჩინე 3 სადარბაზოიან კორპუსში.

დარწმუნებული ვარ უმეტესობა გასწორებული არ იქნება არც ახლა.

Posted by: iverski 7 Sep 2012, 23:41
ჩემი შევიყვანე და პატიოსნად ამომიგდო, რომ საზღვარგარეთ არისო

Posted by: ziriro 8 Sep 2012, 16:23
კარგი თემაა, შეამოწმეთ თქვენი თავი, მერე რომ არ დაიწყოთ ესაო და ისაო

Posted by: ვეშაპო 14 Sep 2012, 18:40
ამოვწიოთ.

Posted by: burkina-faso 25 Sep 2012, 19:03
ხალხო როგორ უნდა მოვძებნოთ ოლქები და უბნები, სადაც არჩევხებზე უნდა მივიდეთ? ამის მონაცემები არ იცით სადმე?

Posted by: public_enemy 25 Sep 2012, 19:14
რაიონში ვარ ჩაწერილი და აქ მინდა ხმის მიცემა როგორ გავაკეთო ვინ იცის???

Posted by: Geronti 25 Sep 2012, 19:21
fermina
burkina-faso
აქ არის სხვადასხვა ცნობარები:
http://cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=137

მათ შორის, საარჩევნო უბნების მისამართები
http://cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=137&info_id=9767

სადაც პდფ ფაილია ჩამოსატვირთად:
სhttp://cesko.ge/files/2012/PARLAMENTIS%20ARCHEVNEBI/UBNEBI/ubnis_misamartebi.pdf
QUOTE
03.65

საბურთალო / #52 საჯარო სკოლა / ალ. ყაზბეგის #27
QUOTE
08.55

დიდუბე / უმისამართოები / ასტრა პარკი / ჩაჩავას #8



public_enemy
QUOTE
რაიონში ვარ ჩაწერილი და აქ მინდა ხმის მიცემა როგორ გავაკეთო ვინ იცის???

მე მგონი ეგ ადრევე უნდა გეჩალიჩა, ახლა უკვე გვიანი იქნება.

Posted by: ecklesiast 25 Sep 2012, 19:24
ვეშაპო

ყურადღება მიაქციე კომენტარს. არ გეწეროს გასულია ქვეყნიდან ან რამე ეგეთი biggrin.gif

და აუცილებლად გადაამოწმე (იქვე ქვევით იქნება გადასაცლელი ლინკი) ვინ არის შენს მისამართზე აგრეთვე რეგისტრირებული.

Posted by: public_enemy 25 Sep 2012, 19:25
ე ბიჭო ამაზე პასუხი არავინ იცით????

QUOTE
რაიონში ვარ ჩაწერილი და აქ მინდა ხმის მიცემა როგორ გავაკეთო ვინ იცის???


Posted by: ThelicH 25 Sep 2012, 19:28
http://imageshack.us/photo/my-images/716/shekitxva.png/

Uploaded with http://imageshack.us თუ შეიძლება ამიხსნათ, ეს ამომიგდო .. და რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება ხმის მიცემაში ? და საერთოდ რას ნიშნავს O_O

Posted by: ecklesiast 25 Sep 2012, 19:32
ThelicH

ესეიგი ჩაწერილი არ ხარ არსად.

ვინც იცის იქნებ იმათ მიპასუხონ

სად უნდა მისცენ ხმა იმ ხალხმა რომლებიც მოხსნილები არიან რეგისტრაციის მისამართიდან

Posted by: Geronti 25 Sep 2012, 19:33
ThelicH
ecklesiast
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი: 251 - 00 - 51
ცხელი ხაზის სამუშაო საათებია: დილის 09:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე
http://cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=47

აიღო, დარეკა.
yes.gif

Posted by: ThelicH 25 Sep 2012, 19:34
ჩემს საკუთრებაშია ბინა სადაც ვცხოვრობ 2 წელია უკვე და... რანაირად არ ვარ ჩაწერილი არსად smile.gif) ჩემი ბინიდან გამაგდეს?smile.gif

Posted by: ecklesiast 25 Sep 2012, 19:35

მაგალითად ჩემი ახლობელი დარჩა უბიანაოდ და სიაში უწერია მოხსნილია რეგისტრაციის მისამართიდან

სად უნდა მივიდეს ხმის მისაცემად?

Posted by: BeWater 25 Sep 2012, 19:36
QUOTE (Chxikvia @ 7 Sep 2012, 21:25 )
MALI
QUOTE
რა ოპერატიული ხართ

შევასწორე მგონი

rolleyes.gif საწყენად არ მიიღოთ,სმაილის დასმა დამავიწყდა.

მამა მარჩენალიც ყოფილა სიაში, მაგრამ.....ეჰ cry.gif
http://www.radikal.ru

რა პონტშია სიაშ, საქართველოს მოქალაქეა? smile.gif

Posted by: IG2006 25 Sep 2012, 19:36
QUOTE
როგორ ვიპოვო საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში, ვინმემ იცის?



და როგორ ვიპოვო საარჩევნო უბნის მისამართი, თუ სად უნდა მივიდეს ადამიანი ხმის მისაცემათ?

ცესკოს საიტზე რაღაც ვერ მოვძებნე

Posted by: Geronti 25 Sep 2012, 19:38
ThelicH
QUOTE
ჩემს საკუთრებაშია ბინა სადაც ვცხოვრობ 2 წელია უკვე და... რანაირად არ ვარ ჩაწერილი არსად ) ჩემი ბინიდან გამაგდეს?

რას ჰქვია გაგაგდეს no.gif პანიკა საჭირო არ არის smile.gif
თუ ახალ მისამართზე ამ ორ წელიწადში ბინადრობა არ დაგირეგისტრირებია, მაშინ ალბათ იმიტომ მოხდა, რომ მოგხსნეს ძველი მისამართიდან. იქ კარდაკარიდან მისულებს ეტყოდნენ, ეგ ადამიანი აქ აღარ ცხოვრობს, გადავიდა სხვაგანო. ამათაც მიიტანეს ინფორმაცია და ბაზაში სანაცვლო, ახალ მისამართზე რეგისტრირებული არ აღმოჩნდი. ასე იყო?


IG2006
QUOTE
და როგორ ვიპოვო საარჩევნო უბნის მისამართი, თუ სად უნდა მივიდეს ადამიანი ხმის მისაცემათ?
ცესკოს საიტზე რაღაც ვერ მოვძებნე

უბნების სია აქედან ჩამოტვირთე
http://cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=137&info_id=9767



* * *
ხალხო. ცხელ ხაზზე დარეკეთ, რატომ მარჩიელობთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი: 251 - 00 - 51
ცხელი ხაზის სამუშაო საათებია: დილის 09:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე
http://cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=47

Posted by: SPC 25 Sep 2012, 19:38
იცით რა მაინტერესებს?
რა ბინაშიც ვიყავი ჩაწერილი ის გავყიდეთ და ეხლა ისე აღმოჩნდა რომ ამ წუთას არსად არ ვარ ჩაწერილი biggrin.gif
პირდაობაში ძველი მისამართი მიწერია
ეხლა მაგ საიტზე შევედი და ჩემი თავი კი ვნახე და გვერდზე წერია "რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია"

ხოდა შევძლებ ხმის მიცემას თუ ვერა?

Posted by: Geronti 25 Sep 2012, 19:45
ეე, დროულად უნდა გამოგეღოთ ხელი:

მონაცემთა გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 184.11)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას. უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოითხოვონ ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღისა (17 სექტემბერი). ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება პირდაპირ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში ან საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ყურადღება!
ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

2012 წლის 1 აგვისტოდან ამომრჩეველთა ერთიან სიაში ჩანაწერების - „არის საზღვარგარეთ“ ან „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“ შეტანისათვის აინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ან საარჩევნო ადმინისტრაციას არა უგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა.

http://www.cec.gov.ge/files/2012/DADGENILEBA/dan_d_30_2.pdf


* * *
დაიცა, დაიცა, ეგ ვადები არის ცვლილების შეტანაზე, მონაწილეობაზე კი აი რა ვნახე:

ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, განსხვავებული ჩანაწერით − „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“ − შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები:
- რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით;
- რომელთა რეგისტრაცია გააუქმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტომ.

აღნიშნული ამომრჩევლები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხმას აძლევენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ისინი ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი იქნებიან ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომლის საზღვარგარეთ ყოფნა დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით, შეიტანება ჩანაწერი „არის საზღვარგარეთ“. აღნიშნული ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს ზოგადი წესით.

ecklesiast
SPC
გამოდის, მონაწილეობა ჩვეულებრივ შეგიძლიათ ადრინდელ უბნებზე, ოღონდ რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილები სიების ბოლოში იქნებით გადატანილი.


* * *
:კიდევმკითხეთრამერა:
yawn.gif

Posted by: SPARTACUS 25 Sep 2012, 20:00
სადაც მე ვარ რეგისტრირებული,ჩემი ტავი კი ვნახე სიებში,მაგრამ ცემი მეზობლების უმრავლესობა ვერ ვნახე.არ ვიცი რა ხდება.ან როგორ უნდა გაარკვიონ.რომ მივლნენ არჩევნების დღეს ხმის მისაცემად ნეტა ამ სიებით იხელმძღვანელებენ თუ სხვა სია ექნებათ?

Posted by: Geronti 25 Sep 2012, 20:04
SPARTACUS
მეზობლებმა უნდა მიხედონ საკუთარ თავს:
QUOTE
ყურადღება!
ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

რა უნდა ქნან მეზობლებმა და როგორმე აქამდე ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მაინც უნდა მოეძებნათ სიაში საკუთარი თავი და ოჯახის წევრები - ინტერნეტში ან უბანზე მისვლით. სია კი რაც არის, ეგ არის, სხვა სია წესით არ უნდა ჰქონდეთ, დარღვევა იქნება.



Doktor Niemand
strelicia
ალბათ არ გამოჩნდა ეკრანზე, რომ სულ ძირში თქვენს მოთხოვნას ერთადერთი წვრილი სტრიქონით პასუხობს. ჩასკროლეთ ბოლომდე.

Posted by: Doktor Niemand 25 Sep 2012, 20:11
strelicia
QUOTE
http://www.voters.cec.gov.ge/
რეაქცია ნული აქვს , მუშაობს საერთოდ?

+

Posted by: NVIDIA MAN 25 Sep 2012, 20:13
ყველაფერი წესრიგშია ჩემებთანაც

მოკლედ სრული სვლით 1-სკენ

Posted by: SPC 25 Sep 2012, 21:04
Geronti
QUOTE
გამოდის, მონაწილეობა ჩვეულებრივ შეგიძლიათ ადრინდელ უბნებზე, ოღონდ რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილები სიების ბოლოში იქნებით გადატანილი.

მადლობა

Posted by: burkina-faso 25 Sep 2012, 21:34
Geronti
დიდი მადლობა
ამოვწიოთ საჭირო თემა

Posted by: seta 25 Sep 2012, 21:39
ვეშაპო
ხომ არ იცით სად ვნახო ოლქის ნომრის მიხედვით რომელ დაწესებულებაში ვაძლევ ხმას?

Posted by: burkina-faso 1 Oct 2012, 02:19
seta
QUOTE
ხომ არ იცით სად ვნახო ოლქის ნომრის მიხედვით რომელ დაწესებულებაში ვაძლევ ხმას?

კიდევ ერთხელ შეიხედეთ საიტზე თქვენი პირადი ნომრით და იქნება მითიტებული დაწესებულებაც
აქამდე ჩემთანაც არ ჩანდა, მაგრამ ახლა გამოჩნდა

Posted by: Kaifistka 1 Oct 2012, 03:04
ჩემს მისამართზე ბევრია რეგისტრირებული. არცერთი მამაჩემი და დედაჩემი არ არის. ამ მისამართზე რეგისტრირებულებს დავაწექი.
შეგიძლიათ ამიხნათ რატომ? შემიძლია სკრინებიც დავდო.
ჩემი მშობლები ნამდვილად ჩაწერილები არიან და საიტზე არ მაჩვნებს.

Posted by: datvi1990 1 Oct 2012, 03:10
,,რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი,, ეს რას ნიშნავს?

Posted by: Wildwesthero 1 Oct 2012, 03:18
Kaifistka
QUOTE
ჩემს მისამართზე ბევრია რეგისტრირებული. არცერთი მამაჩემი და დედაჩემი არ არის. ამ მისამართზე რეგისტრირებულებს დავაწექი.
შეგიძლიათ ამიხნათ რატომ? შემიძლია სკრინებიც დავდო.
ჩემი მშობლები ნამდვილად ჩაწერილები არიან და საიტზე არ მაჩვნებს.

მისამართზე ბევრი რომაა რეგისტრირებული მაგას ვერ უშველი ვერაფერს, სიების შესადგენად რომ დადიოდნენ მაშინ ეუბნებოდა ხალხი რომ ჩემ მისამართზე უცნობი ან გარდაცვლილი პირები არიან მიწერილიო და მაინც ###-ზე დაიკიდეს.

და მშობლებს რაც შეეხება თუ სიაში არ არიან ეგ ცუდია მე ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ ჩაწერის მიხედვით უნდა მივიდნენ უბანზე და თუ სიაში არ იქნებიან დამატებით სიაში უნდა მიაწერონ წესით.

ამ ერთიან სიებზე რო დადიოდა სასტავი მაგ დროს ჩააწერინეს საკუთარი თავები?

პ.ს.
ვინმე უფრო კომპეტენტური თუ ნახე იმას კითხე, მგონი მაინც შეძლებენ ხმის მიცემას (ჩემი და ანალოგიურ მდგომარეობაშია)

Posted by: seta 1 Oct 2012, 10:28
burkina-faso
QUOTE
იდევ ერთხელ შეიხედეთ საიტზე თქვენი პირადი ნომრით და იქნება მითიტებული დაწესებულებაც
აქამდე ჩემთანაც არ ჩანდა, მაგრამ ახლა გამოჩნდა

გმადლობ !

Posted by: qorda 1 Oct 2012, 10:32
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი რო წერია რა ქნას?? იქენბა სიაში თU არა??????????/

Posted by: ninicool 6 Jul 2013, 07:02
http://voters.cec.gov.ge/ -ს რატომ არ მიხსნის?

Posted by: Pompiero 6 Jul 2013, 07:45
მარტო საკუთარი თავის საპოვნელად კი არა, ყველასთვის მისაწვდომი 2 სია უნდა დაიდოს: ანბანის მიხედვით და უბნებში სახცოვრებელი ადგილების მიხედვით

Posted by: iaiameri 6 Jul 2013, 08:22
Pompiero

იდო
ეგ

და ნაციკებმა მიჩქმალეს

Posted by: Pompiero 6 Jul 2013, 08:38
iaiameri
მეზობლები ვინ აქაა და ვინ საზღვარგარეთ, ხომ ვიცით და სიით გადამოწმება შეგვიძლია.

კიდევ ის, რამდენი ჩინელი ცხოვრობს ჩვენს ბინაში biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)