ჯერ ყველამ თავიანთ თავებში ჩაიხედონ. სულ ღლეზე რომ კიდიათ დეველოპერები. ის ხალხი დაჯდა და დაწერა ის თამაში, პროგრამა, ოპერაციული სისტემა და ა.შ. რასაც თქვენ იყენებთ სამუშაოდ, გასართობად და.აშ. და ამაში ფულის გადახდაც არ გინდათ! რო წერთ ამდენი მილიონიო და იმდენი მილიონიო. საიდან შედის ეგ მოგება მერე ხელფასებად რო უხდიან დეველოპერებს? გაყიდვებთ. თქვენ ბიძია ყიდვა არ გინდათ არაფრის ყველაფერი უფასოდ გინდათ ეგრე სადაა? ვიღაცა ადგეს და 3 ლიმონი ჩადოს პროექტში რომ მერე თქვენ უფასოდ მოპარული პროდუქტი მიიღოთ ხომ? მაგრები ხართ.
ჯერ უნდა დაიწყოთ დეველოპერების პატივისცემა და არ აღიქვათ მონად. გადაუხადეთ. შეიძინეთ თამაშები, ოპერაციული სისტემები. ეს თქვენთვისაც კარგია არ აიკიდებთ კრეკებით და უბედურობებით ვირუსებს. თუ არ გაქვთ ბიძია ფულები დაელოდეთ ცოტა ხანი და მერე იყიდეთ sale-ბზე, ზოგჯერ უფასოდაც იჩითება ხოლმე იგრები. ბევრი იგრა მაქ მასე უფასოდ დათრეული საჩუქრადაა ხოლმე, sale-ბზეც მაქ ბევრი ნაყიდი ძალიან მაგარ ფასებად. Origin-ს ვაფშე მაგარი აქ Origin access თვეში 4-5 ევრო უნდა სულ და უამრავ თანამედროვე თამაშს თამაშობთ. OS-ს windows-ში რო არ მინდა ფულის გადახდა და ისედაც არ მომწონს windows
linux-ს ვიყენებ. Steam მიყენია და 2 იგრას ვთამაშობ ხოლმე. ეხლა საკმაოდ ბევრი იგრა გამოდის უკვე linux-ზე native-დ. Steam-ზეც მაქ F1 2015, Grid autosport, Dirt rally, Tomb raider, portal, CS:GO, Spec ops the line, და ა.შ. ბევრია უკვე საკმაოდ და ისინი ითამაშეთ native-დ linux-ზე. თუ მაინცდამაინც windows-ს იგრები გინდათ ეგეც არაა პრობლემა. უყურეთ ამ ვიდეოს.
მაგრამ მთავარი ისაა რომ ფული უნდა გადაიხადოთ სოფტშიც ისევე როგორც hardware-ში იხდით ფულს დაუშურებლად. i7 6700 რო აქ ვინმეს და i7 7700 რო გამოვა და იმაზე რო გადადის, მიუხედავად იმისა რომ სხვაობა 0 იყო მაგათში და მსგავს სვლებს რო აკეთებთ ჰარდში და ფულს ყრით, სოფტი გაცილებით ნაკლები ღირს და კეთილი ინებეთ და ისწავლეთ სხვისი ჯაფის დაფასება!