ალბომების ალბომი
საუკეთესო რაც შეუქმნიათ. კი კი blood sugarიც, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რამეა. გაცილებით დიდ ადგილს იკავებს გულში
პერიოდულად მენატრება და ისევ ვუბრუნდები, თან ისეთი ადგილებიდან გამოვყავარ ხოლმე რომ ცოტა სასაცილოცაა ;დ
მთელი ცხოვრება რომ გაგყვება მელოდიები და რა ცხოვრების გამოცდილებითაც არ დახვდები მაინც რომ მოგეწებება და გაგათბობს, ლამაზად გატკენს რავი მილიონ მსგავს რამეს რომ გიზამს ისეთი რამეა.
ყველაზე ცუდია ამ ალბომიდან კომპოზიციების გამორჩევა, ორი საათი უნდა გქონდეს ჩართული, მაგრამ აი wet sandის ბოლო ნაწილი რომ გულს გიჭრის, ყელში გეზრდება და გახრჩობს, აი ეგეთი რამეები ძალიან იშვიათია რა და ძალიან დიდი სილამაზეა ამაში. აი მართლა უდიდეს სილამაზეს ვხედავ ამ ალბომში და ასეთი მომენტები ფაქტობრივად ყოველ კომპოზიციაშია აქ
ყოველთვის ფრუშანტეს magnum opusად ვთვლიდი, მაგრამ ზუსტად იმიტომაა ასეთი კარგი, რომ ფრუშანტეს მამოძრავებელი ძალის უკან ყველა წევრის ძალიან თავდადებული და გულიდან გადმოსული რამეებიც ისმინება.
იმდენად კარგი რამეა რომ ხანდახან მინდება უბრალოდ დავიჭირო ვინმე და ოთხი საათი და ცამეტი წუთი ველაპარაკო ამ ალბომზე.
ალბათ იარაღი რომ დამადონ თავზე ტოპ 20 უსაყვარლეს ალბომს ვერ მათქმევინებ, მაგრამ აი მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ სადღაც 'ძალიან' წინ იქნება ეს ;დ
ერთერთი უმნიშვნელოვანესი ალბომია ჩემთვის მთელი თავის 'უმნიშვნელობით'
პ.ს. ამ პერიოდის სინგლებში მიმოფანტული b sideბი არის ცალკე საგანძური!
https://www.youtube.com/watch?v=SWCuu8zuPe4 This post has been edited by ripsta on 30 Mar 2017, 17:04