არა, რა, ზოგჯერ ისეთებს მოისმენ ადამიანი, რომ თავის შეკავება ძალიან რთულია.
შეადრება რომ იქნებოდა ლეჯერის ჯოკერს და ფენიქსის ჯოკერს შორის, ეგ თავიდანვე ცხადი იყო და მესმის კიდეც. მაგრამ ობიექტურობა ასე როგორ უნდა დაკარგო ადამიანმა, თან ისეთმა ხალხმა, რომლებიც კინოს მხოლოდ გასართობად არ უყურებენ.
ლეჯერის ჯოკერი არის ბეტმენის ფილმში, სადაც არ აქვს დიდი დრო დათმობილი და არც გახლავთ მთავარი გმირი, ერთი მორიგი ვილიანია, ამ დროს, მთელი ფილმი მიაქვს მას, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად მაგ ფილმში ბევრი კარგი პერსონაჟია.
ტიპმა ბეტმენს მოპარა შოუ და გახდა მთავარი სახე და იკონა პოპ კულტურის.
სანამ ლეჯერის ჯოკერი გამოჩნდებოდა არენაზე ჯოკერი იყო პოპულარული პერსონაჟი, მაგრამ იმის ნახევარი არ ყოფილა, როგორი სტატუსიც ლეჯერის ჯოკერის შემდეგ შეიძინა. გიჟი კლუინიდან გახდა გენიოს დამნაშავედ, რომელიც თითქოს დოსტოევკის წიგნებიდან გადმოსული თეორეტიკოსი დამნაშავეა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლეჯერის ჯოკერი არის ფილმში, რომელიც არის მძაფრსიუჟეტიან სერიოზულ ფილმების კატეგორიაში გამავალი, მაგრამ მაინც კომიქსური ფილმი; და რომ არა ლეჯერის ჯოკერის პოპულარულობა საერთოდ გადაიღბდენ თუ არა ფენიქსის ჯოკერს, ეგეც საკითხავია.
ამ დროს, მისი კონკურენტი-ანუ ფენიქსის ჯოკერი არის ავტობიოგრაფიული ფილმი და ფაქტობრივად ერთი მსახიობის თეატრია.
ფენიქსს ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო იმისთვის, რომ ჯოკერის პერსონაჟი ბოლომდე გაეხსნა და წარმოერჩინა, ხოლო თავად ფილმი კომიქსური ფილმი კი არა, უბრალო დრამის კატეგორიაში გამავალი ფილმია, სადაც ბრენდი ჯოკერის და სხვა გოთემის გმირების სახელების გარდა ბეტმენის შავ სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს.
ჰოდა, აქედან გამომდიანრე, როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ჯოკერი ობიექტურად ერთმანეთს, როდესაც ერთი არის ავტობიოგრაფიული დრამა, ხოლო მეორე არის მძაფრსიუჟეტია ფილმი, სადაც ჯოკერი არის ერთი მორიგი ვილიანი კარგი ბიჭების გასაქაჩად.
რა თქმა უნდა, მეც შედარება გამომივიდა, თუმცა ხაზი გავუსვი, რომ ამ ორი პერსონაჟის ობიექტურად შედარება და შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია. აი, თუ იქნება ბეტმენზე ფილმი და იქ ექნება ფენიქსის ჯოკერს დათმობილი დროის გარკვეული ნაწილი, შემდეგ შეიძლება.
ახლა უშვალოდ ფილმზე - საერთოდ არ არის ეს ფილმი კარგი კინო.
აი, ობიექტურად: ლიტერატურაში და მაშასადამე კინოშიც არიან ისეთი პერსონაჟები, რომელთა ხელახალი ინტერპრეტაცია და ახალი ფორმებით გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავია, რაც გასაგებია და მაგის გამო ფილმი ან წიგნი დაიწუნო- არის სისუელე. მაგალითად, ოიდიპოსის პერსონაჟის უამრავი ინტერპრეტაცია ვიცით, იგვე ითქმის დონ კიხოტზე და ა.შ. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც კონკრეტული ფილმებიდან დააკოპირებ პერსონაჟებს და ერთი ერთში გაერთიანებ ერთ პიროვნებაში. აი, ზუსტ კოპირებას გააკეთებ ლამის, მცირეოდენი ცვლილებებით. ჰოდა, ახლა რამდენიც არ უნდა იყროყინოს ამ ფილმის რეჟისორმა რომ მარტინ სკორსეზეს ფანია და მაგით პატივი მიაგო, მაინც სიმართლე არის ერთი- ტიპმა უბრალოდ დააკოპირა სკორსეზეს ორი ფილმის პერსონაჟი კერძოდ - ტაქსის მძღოლი და კომედიის მეფე ))) და ახლა, რამდენიც არ უნდა ტაში უკრან ამ ფილმზე გაგიჟებულმა ფანებმა მაგარი იყო რობერტ დე ნიროს პერსონაჟი რომ მოკლაო,ანუ სიმბოლური აქტი იყოო, მაინც ვერ გავექცევით მაგ აშკარა კოპიპასტის თემას.
მოკლედ, ტიპს ჰყავდა ბრენდი ჯოკერის სახით, რომელიც ლეჯერის და ნოლანის დამსახურება პოპ კულტურის ამ დონის იკონა რომ გახდა, ჰოდა ამას დაუმატა სკორსეზეს ორი ლეგენდარული პერსონაჟი, თან ზუსტი კოპირებით, იქ ლიბერალებს და კაპიტალისტებს დააჯვა და აეეე მაგარი კინოა ძმაო )))
არც ფენიქსის თამაში წყვეტს ვარსკლავებს ))) უაზრო სიცილი და ნახეთ რა უბედური ვარ სიფათების კერვა.
ასეთი ფილმები რომ 70-იანებში გადეღო ვინმეს ან შემდეგ შიშველი პისტოლეტის გვერდითაც არავინ დააყენებდა.
სამწუხაროდ, დღეს ისეთ ###ობებს იღებენ ამ აშკარა პლაგიატობას ხალხი შედევრად თვლის )))