მოგესალმებით ყველას!
პირველ რიგში, მსგავსი თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ გავხსენი ახალი.
ახლა კი ლეთ'ს გეთ დაუნ თუ ბიზნეს!
ამხელა ფორუმზე ერთადერთი დიჯეი რო არ ვიქნები ეს ხომ ცხადია, გამოჩნდით აბა ბიჭებო და გოგოებო, გაგვეცანით!
გავუზიაროთ ერთმანეთს ფლეილისთები, გამოცდილება, დავსვათ კითხვები და გავცეთ პასუხები.
მე ზოგადად დიდი არაფერი ცოდნა გამაჩნია, ჯერჯერობით "ბედ რუმ დიჯეი" ვარ
თუმცა ტრაკტორთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნებისმიერი რამ მკითხოთ, თითქმის ზეპირად ვიცი ეს პროგრამა, სხვათაშორის სხვებთან შედარებით საკმაოდ რთულია და მეტი ფუნქციებიც აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სწორად გამოყენება ჭირდება რაც ჯერჯერობით ისე ვერ გამომდის როგორც მინდა რომ გამომივიდეს
ეს არის ჩემი სეთაფი (Traktor Kontrol S8 და პანასონიკის მუსიკალური ცენტრი)
დინამიკები დიდი არაფერი მაგრამ სავარჯიშოდ მყოფნის, მაგრამ სამაგიეროდ კონროლერი მყავს მხეცი <3
ძალიან მაინტერესებს ვინ რა ბრენდს და რა მოდელს ანიჭებთ უპირატესობას და რატო?
რას ტილს უკრავთ?
მოგვიყევით როგორი იყო თქვენი პირველი გამოსვლა პუბლიკასთან და ასე შემდეგ, პირადად მე ძალიან მაინტერესებს!