dinamosfanდაზღვევას და პირადი ინფორმაციის დაცვას სხვადასხვა სპეციფიკა აქვს, არ შევადარებდი ერთმანეთს.
რამდენიმე თვის წინ მივაღწიე იმას, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა შემაწუხებელმა კომპანიამ ჩემი მონაცემების დამუშავება და ჩემთან ზარები სამუდამოდ შეწყვიტა.
კიდევ იზამენ და თვითონ შეწუხდებიან, დაჯარიმდებიან მსუქნად
ვიცი ქეისები მიკროსაფინანსოების შესახებ, რომლებიც დაჯარიმდნენ ასევე მესამე პირისათვის მონაცემთა გადაცემის გამო (ოჯახის წევრს თუ მეზობელს თუ ნათესავს თუ ნაცნობს რომ ეუბნებიან ხოლმე, ასევე მესამე კომპანიას რომ აძლევენ ვალების ამოღების მიზნით). მერე შეასწორეს ხელშეკრულება და ახალი პუნქტი შეიტანეს
თვალს ხუჭავს რა... მილიონები რომ არის მოგება, 10-20 ათასი შეიძლება ბევრი არ ჩანს
) მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ დიდ თანხაზე ადის
მანდ არის ძალიან ბევრი დეტალი, მათ შორის:
- ზოგადი ურთიერთობის კულტურა, რომლის მიხედვითაც იზდება ხალხი. ანუ როცა რაღაც პრობლემა იქმნება ერთ ადამიანთან, მისი მოგვარების მიზნით მიდიან ოჯახის წევრთან და ეუბნებიან მას (მაგალითად, ბავშვებს რომ ჩხუბი მოუვათ და მშობლებს მიადგებიან ხოლმე. თუნდაც სესხებში - ერთი ძმა რომ ისესხებს და მერე მეორეს სთხოვენ და ა.შ.). როცა ქცევის ასეთი ნორმა საყოველთაოდ მიღებულია, ძალიან უჭირს ბანკის თანამშრომელს იმის გაგება, თუ რატომ არ უნდა დაურეკოს და უთხრას სესხზე მსესხებლის ახლობელს. და პირიქითაც - ანუ ოჯახის წევრს არ ესმის რატომ უნდა დაუმალოს მეორემ სესხის შესახებ ინფორმაცია.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობადობის დაბალი დონე. ეს მიმართულება ძალიან ცოტა ხნის წინ შემოვიდა საქართველოში, ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. და საერთოდაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის რას ნიშნავს მონაცემთა დაცვა, რატომ არის მნიშვნელოვანი. და კიდევ უფრო ცოტამ - ეს როგორ უნდა გააკეთოს. რადგან ხალხი ვერ ხვდება ამის საჭიროებას, შესაბამისადაც არ იქცევა.
- ის, რომ ბანკებს და დიდ ორგანიზაციებს არ აქვთ კარგად განვითარებული პოლიტიკები და პრაქტიკები ამ მიმართულებით. ერთი იმიტომ რომ უზარმაზარი და მოუქნელი სტრუქტურა აქვთ. მეორე ალბათ იმიტომ რომ პერსონალის სწავლებისას ძალიან ცოტა დროს უთმობენ ამ საკითხებს. მესამე ალბათ იმიტომ რომ დიდია კადრების გადინება (დამწყებ პოზიციებზე მაინც) და, მაგალითად, დატრენინგებული და გამოცდილი ოპერატორი რომ სადღაც სხვაგან გადადის, მის მონაცვლეს ისევ 0-დან უწევს რაღაცეების დაწყება. სანამ მუშაობის სპეციფიკას დაამუღამებს, შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები გაეპაროს.
პ.ს. ქიუნეტზე სესხის გამცემის თავში ჩამახედა რა....
გაცემა რომ ეჩქარება, ამოღებაზე აღარ ფიქრობდა?