მოკლედ, დავიტანჯე ამ ავეჯის ძებნით და მინდა აქ ჩამოვწერო რა მაღაზიები ვიცი. იქნებ თქვენც დამეხმაროთ და რაც იცით მიუმატოთ ამ სიას. იმედია ვინმეს გამოადგება ეს ინფორმაცია.
(პ.ს. მხოლოდ მზა ავეჯის მაღაზიები, დამზადებაზე რეკლამებს ნუ დაწერთ.
მოდერატორს: შეიძლება მსგავსი თემა არის, მაგრამ აქ დღევანდელი 2013 წლის მონაცემებით დავწეროთ
1. საბა და მაგ ქუჩაზე მდებარე პატარა მაღაზიები - დიდუბეში, ყველანაირი ავეჯი, აქ დამზადებულიც და ჩამოტანილიც
2. ბელუქსი - აღმაშენებლის ძეგლთან, ძირითადად რბილი ავეჯის არჩევანია დიდი, არის საძინებლებიც და მისაღების ავეჯიც.
3. ბელიტა - ისიც იქვეა აღმაშენებლის ძეგლთან, სხვადასხვა ტიპის ავეჯი თურქეთიდან.
4. პიერ კარდენი - აღმაშენებლის ხეივანზე, მაღალი კლასის ავეჯი, შესაბამისად ფასებიც.
5. პაპილონი - დიდუბის ხიდთან, შერეული ავეჯია, რბილი ავეჯის არჩევანი აქვთ
6. ემბავუდი - ფილიალებია ქალაქის სხვადასხვა ნაწილში
7. ბელონა - კახეთის გზატკეცილზე, ისნის ხიდის ზემოთ. თურქული ავეჯი შემოაქვთ სხვადასხვა ტიპის.
8. კლასიკი - პავლოვზე 14ში,
9. კასა მია - დიღომში ამერიკის საელჩოსთან, სხვადასხვა ტიპის ავეჯი, რბილი ავეჯის არჩევანი აქვთ
10. ვალენტინი - ისიც მანდვეა
11. ჩემი სახლი - ისიც იქვე, შერეული ტიპის ავეჯი აქვთ და რბილი ავეჯის არჩევა მანდაც შეიძლება
12. დელისის ზემოთ შუქნიშანთან, იქაც მაღაზიაა, აღარ მახსოვს სახელი - ჩამოტანილი ავეჯი აქვთ სხვადასხვა ტიპის, ძირითადად კლასიკური.
13. დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე არის მაღაზია - ძირითადად რბილი ავეჯი