Comic con - ის თემა ამოიწია , პატარა ნიუსები ივენთის გარშემო.
ზუსტი ლაინაფი და ფილმების გრაფიკი ჯერ არ არის გამოქვეყნებული , თუმცა წინასწარ შეგახსენებთ რომ Fox - ი ამ წლის ქომიქ ქონს გამოტოვებს.
მიზეზი არის ქომიქ ქონზე მცირე აუდიტორიისთვის ნაჩვენები ფილმის სცენების პირატული გზით გადაღება და გავრცელება. შარშან ეს იყო
Deadpool - ის ტრეილერი, რომელიც ქომიქ ქონის მერე დაახლოებით ერთ თვეში გამოვიდა ფართო აუდიტორიისთვის, თუმცა რატო ბრაზდება მაგაზე ვერ ვხვდები , WB - ის მატერიალებიც ხო გავრცელდა ეგრე Suicide Squad და BvS - ისიც. ანუ Fox -ის პანელი არ იქნება და შესაბამისად არ იქნებიან მაიკლ ფასბენდერი თავისი ახალი ფილმით Assassin’s Creed, ვერც Wolverine 3 - ის და Maze Runner: The Death Cure - ის კადრებს ვნახავთ, X-Men - ების მომავალზეც ვერაფერს გავიგებთ და აგრეთვე Gambit და Deadpool 2 - ის ნიუსებს ვერ გავიგებთ.
ქომიქ ქონი ჩატარდება 21 - 24 ივლისს, ქალაქ სან დიეგოში.