√ა
ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
ა, დათვი და ა, კვალი!
აასვენა, აღარ დაასვენა.
ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი
ავი კაცი თავისთავის მკვლელია
ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო.
ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო.
ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
ავმა რა ქნა - ავის მეტი
ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო
არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
არწივს საკენკით ვერ გააძღობო
ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი
* * *
ბ
ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
ბაძვა სჯობია შურსაო
ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო!
ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო
ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო
ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
ბუტიას კერძი გემრიელიაო
ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო
* * *
გ
გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
გამგონი გაიგონებსო
გამშველებელს მოხვდებაო
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო
გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს
* * *
დ
დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
* * *
ე
ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად
ვერ დაიჭერს
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო
➡See much more here:
https://ka.m.wikiquote.org/wiki/ქარ
„ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12 ).