forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (29) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თუთიყუშები
Qetucha



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8363
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11

  გამოგზავნილია: 9 Jul 2016, 22:20  #48310151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
თუთიყუშები (psittacines)
372 სახეობაა გაერთიანებული, რომელთა სამშობლო ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებია.
სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტი.
გარეგნულად: ძირითადად საკმაოდ მკვეთრი შეფერილობა, აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები და გრძელი ფრთები.

თუთიყუშების სამ ოჯახად ყოფენ:

"ნამდვილი" თუთიყუშები (Psittacoidea)
user posted image
თუთიყუშების ყველაზე დიდი ოჯახია და დაახლოებით 330-მდე სახეობას მოიცავს. მათ შორისაა: არა, ამაზონის თუთიყუში, ტალღოვანი, მოსიყვარულეები, ყელსაბმიანი თუთიყუშები, ჟაკო და ა.შ.
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და აზია.

კაკადუსებრნი (Cacatuoidea)
user posted image
მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. კაკადუსებრთა წარმომადგენლები, "ნამდვილი" თუთიყუშებისაგან განსხვავებით ფერთა ზედმეტი სიჭრელით არ გამოირჩევიან.გავრცელების არეალი: ავსტრალია, ფილიპინები და ინდონეზია.

ახალი ზელანდიის თუთიყუშები (Strigopoidea)
user posted image
ეს თუთიყუშები ახალი ზელანდიისათვის ენდემური სახეობებია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები კიდევ ორ ქვესახეობად იყოფიან.
1. Nestoridae - რომელთაც მიეკუთვნება კეა და კაკას რამოდენიმე სახეობა.
2. Strigopidae -ს წარმომადგენელი კაკაპოა. ყველასათვის ცნობილი როგორც ერთადერთი თუთიყუში, რომელიც არ დაფრინავს. კაკაპო დღესდღეობით გადაშენების პირასაა.
მცირეოდენი ინფო მათ შესახებ თუთიყუშები (post #30681755) და ახალი ზელანდიის ენდემური სიცოცხლე (post #27649756)
მაღალი ინტელექტის და ლაპარაკის უნარის გამო თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრინველია, რომელიც სახლის პირობებში ჰყავთ. სათანადო ყურადღების შემთხვევაში მათი გაწვრთნა და სხვადასხვა ილეთების შესწავლაც შეიძლება. ისინი ახლო კონტაქტში შემოდიან ადამიანთან და მათი დამეგობრება არც თუ ისე ძნელია.

თუთიყუშების სახეობები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by Qetucha on 9 Jul 2016, 22:26
Qetucha



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8363
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11

გამოგზავნილია: 9 Jul 2016, 22:27  #48310208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგრძელება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



This post has been edited by Qetucha on 9 Jul 2016, 22:37
Qetucha



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8363
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11

გამოგზავნილია: 9 Jul 2016, 22:41  #48310295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორ ავარჩიოთ სასურველი ჯიშის თუთიყუში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სად შევიძინოთ თუთიყუში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუშების მოვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუში და ბავშვი: რა უნდა იცოდეთ მშობლებმა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კვება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კბენა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

პოზიტიური მეთოდები შიშის შესამცირებლად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by Qetucha on 9 Jul 2016, 23:16
Qetucha



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8363
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11

გამოგზავნილია: 9 Jul 2016, 22:48  #48310328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუთიყუშისთვის მეწყვილის მიჩვევა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ავადმყოფობა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

როგორ ვასწავლოთ ლაპარაკი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ზოომაღაზიების მისამართები და ტელეფონის ნომრები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუშებისთვის დასარქმევი სახელების სია ანბანის მიხედვით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

წინა თემები:
თუთიყუშები
თუთიყუშები
თუთიყუშები
პოსტი მომზადებულია ფორუმელ თუთომანთა მიერ. ©

This post has been edited by Qetucha on 9 Jul 2016, 22:48
vasovaso92
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15728
წევრი No.: 151015
რეგისტრ.: 16-June 12

გამოგზავნილია: 10 Jul 2016, 11:52  #48312481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამით bis.gif
---------------------
Giorgijee
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2020
წევრი No.: 206493
რეგისტრ.: 16-August 15

გამოგზავნილია: 11 Jul 2016, 13:30  #48321208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
10 დღეა არ წამს , მოწყენილათაა. უკან სკლინტი თუ რაგაც აქვს
sandroia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11914
წევრი No.: 67441
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 15 Jul 2016, 10:46  #48352583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით ხალხო

თბილისში არის ისეთი ზოომაღაზია სადაც თუთიყუშების და თევზების ფართო არცევანი იქნება?
ანუ ცოტა დიდი მაღაზია რომ იყოს და მხოლოდ იქ რომ დავდიოდე საყიდლად თუ არის ეგეთი?

შედარებისთვის რომ ავიღოთ მაგალითად სუპერმარკეტი ორი ნაბიჯი და კარფური

აი ესეთ სტილშI რაა
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 56781
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 15 Jul 2016, 22:35  #48358436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (sandroia @ 15 Jul 2016, 10:46 )
მოგესალმებით ხალხო

თბილისში არის ისეთი ზოომაღაზია სადაც თუთიყუშების და თევზების ფართო არცევანი იქნება?
ანუ ცოტა დიდი მაღაზია რომ იყოს და მხოლოდ იქ რომ დავდიოდე საყიდლად თუ არის ეგეთი?

შედარებისთვის რომ ავიღოთ მაგალითად სუპერმარკეტი ორი ნაბიჯი და კარფური

აი ესეთ სტილშI რაა

კარფურის და სუპერის დონის არაფერი არ არის, პატარა მაღაზიები კი არის რამდენიმე, მაგალითად ზოოპლაზა არის თამარაშვილზე ლუკოილის კალონკასთან, ტელევიზიის პირდაპირ არის მაღაზია (პეტშოფი მგონი), რუსთაველის მეტროსთან (სახელი არ მახსოვს), კიდევ თევზების დიდი მაღაზია იყო ქარვასლაში (ფიშოპი) და დაიხურა...




თევზებზე თუ რამე გაინტერესებს, ცალკე თემაა და იქ გამოგეხმაურებიან, ან დამირეკე და აგიხსნი რაღაცეებს, 2 წელია აკვარიუმისტობას მივყავი ხელი, კუებიც მყავს დაჟE biggrin.gif


თუთიყუშები თინეიჯერობის დროს მყავდა მთელი ოჯახი, 3 პარტია ბარტყები გამოჩიკეს და დააფრინეს, ასე რომ მაგ საკითხშიც მეტნაკლებად ვერკვევი smile.gif

This post has been edited by PAINKILLER on 15 Jul 2016, 22:37


--------------------
SUBARU LEGACY 3.0R SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel i3-8100 4-Core 3.6GHz
AORUS Z370 Gaming 5
AORUS GTX 1070 8GB Extreme
CORSAIR Vengeance RGB Pro 16GB 3000MHz
Samsung 970 EVO 250GB M.2 NVMe
Seasonic PLATINUM 1050W Full Modular
CORSAIR Graphite 730T Full Tower
DELL U2515H 25" 2K IPS
oligarh
member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10341
წევრი No.: 10418
რეგისტრ.: 26-May 05

გამოგზავნილია: 15 Jul 2016, 23:55  #48359086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
მეგობრებო დამწყები ვარ და რომელ თუთიყუშს მირჩევთ, შედარებით იოლი მოსავლელი და კაპასი რომ არ იყოს biggrin.gif
ასევე მაინტერესებს დაბალ ტემპერატურას როგორ ეგუება, ოთახში სადაც საღამომდე გათბობა არ ირთვება და ცივა თუ გაძლებს?

This post has been edited by oligarh on 16 Jul 2016, 00:22
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17415
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 16 Jul 2016, 00:07  #48359167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ასე რომ მაგ საკითხშიც მეტნაკლებად ვერკვევი

ოღონდაცა რა biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif




sandroia

ზოომაღაზიების მეტი რა არის. ნუ დაგეზარება გავლა smile.gif

oligarh
გეტყვიან ტალღოვანიო და არ დაუჯერო smile.gif
სინამდვილეში არცერთი ცოცხალი (!) არსება არაა მარტივი და იოლი მოსავლელი.
იცი რატომ?
იმიტომ რომ ცოცხალია smile.gif
ამიტომ აქედანვე დაფიქრდი: გაქვს საკმარისი დრო, რომ დაუთმო თუთიყუშებს? თუ არ გაქვს, აზრი არ აქვს smile.gif


--------------------
"But I'm a creep, I'm a weirdo, what the hell am I doing here?
I don't belong here" (c) R.

People don't understand People like me

Leo Moon

Stay a child while you can be a child

ლატენტური ცუღლუტი ხარ (c) საილერი
oligarh
member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10341
წევრი No.: 10418
რეგისტრ.: 26-May 05

გამოგზავნილია: 16 Jul 2016, 00:23  #48359339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
Unico
დღეში 3-4 საათი მინიმუმ, ნუ ერთ ოთახში ვიქნებით, 4 საათი ვერ დავუჯდები და ვერ ველაპარაკები ან ვეთამაშები biggrin.gif
QUOTE
არსება არაა მარტივი და იოლი მოსავლელი.

ხო გასაგებია მაგრამ ყველა ერთნაერი ხომ არ არის, დარწმუნებული ვარ ხასიათებით განსხვავებული იქნება ჯიშები.

Unico
QUOTE
ასევე მაინტერესებს დაბალ ტემპერატურას როგორ ეგუება, ოთახში სადაც საღამომდე გათბობა არ ირთვება და ცივა თუ გაძლებს?

ამაზე ხომ ვერ მეტყვი რამეს.

This post has been edited by oligarh on 16 Jul 2016, 00:24
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 56781
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 16 Jul 2016, 01:11  #48359863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ოღონდაცა რა 

Unico


ვერ გავიგე???
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17415
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 16 Jul 2016, 12:10  #48362936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
oligarh
ნუ მაშინ განუყრელებს გირჩევ, წყვილი იყიდე, ანუ დედალ-მამალი smile.gif
ლაპარაკის სწავლა გაგიჭირდება, ჩვენთან უჭირთ განუყრელებისთვის რამის სწავლება (იმიტომ რომ ამას დიდი დრო უნდა), მაგრამ სამაგიეროდ ლამაზები არიან და თავისებურად ჟღუტულებენ.

რაც შეეხება ტემპერატურას.
თუ გათბობა არ გაქვს ჩართული, თუ ადამიანიც ძლივს ჩერდება მაგ ოთახში (ან შეიძლება არ იყოს სახლში საღამომდე და გათბობაც ვერ ჩართოს), მაშინ ბუნებრივია ვერ გაძლებს თუთიყუში.

ზამთარში გათბობა უნდა. ახლა, მთლად გამათბობელს მიასკუპე გალიაო, ამას არ გეუბნები, მაგრამ გასაძლები ტემპერატურა რომ იყოს სახლში.
თორემ მოიბუზება, ავად გახდება და მოკვდება.
მართლა გეუბნები. არის ამის შემთხვევები smile.gif
natia khuchua
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 125
წევრი No.: 155046
რეგისტრ.: 11-October 12

გამოგზავნილია: 16 Jul 2016, 19:11  #48365895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ,

კარგა ხანია აღარაფერი დამიწერია ფორუმზე smile.gif

მოკლედ, 4 დღეა, რაც ვიყიდე კორელა, რომელიც დიდი ხანია მინდოდა მყოლოდა. პატრონის თქმით, ბიჭი უნდა იყოს, ჰქვია ზიბრი. საოცარი თუთოა, თბილი და ტკბილი bis.gif ჯერ თვენახევრისაა და სულ ჩემთან ახლოს აა, მხარზე მაზის ხოლმე და თავს რომ მომადებს ლოყაზე, მაგ დროს შეჭმა მინდება, ისეთი ტკბილია. სულში ვიძვრენ ლამის, ისეთია, თუმცა როცა ვეფერები ან როცა უბრალოდ მხარზე მაზის ან დადის აქეთ-იქით, რაღაც ხმებს გამოსცემს, პირს არ აღებს ოღონდ, ცხვირისმიერი ბგერასავითაა რაღაც, როგორ ავხსნა არვიცი. სტვენა არაა, არც ჭყიპინი, დაბალ ბგერებს უშვებს. უცხოურ ფორუმებზე გადავავლე თვალი მსგავს თემებს და წერენ, რომ ან სიამოვნებთ მოფერება და ამიტომ გამოსცემენ ასეთ ხმას, ან შეწყვილების პერიოდი აქვთ და მოფერებისას ასე რომ ვთქვათ იღგზნებიან biggrin.gif ან შიათ და ამით არის გამოწვეული ეს ხმები. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რას მეტყვით?


--------------------
I am my own woman

I don't know if life is greater than death but love was more than either

I wanna be a human being not a human doing
ანანასი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3572
წევრი No.: 155293
რეგისტრ.: 18-October 12

გამოგზავნილია: 19 Jul 2016, 12:18  #48385256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
განუყრელები არ იყიდოთ.
დილის 6 საათზე რო დაიწყებენ ღნავილს არ ჩერდებიან ღამის 12 მდე. facepalm.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (29) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0608 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]