#58824572 · 30 Jan 2022, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
codester.com-ზე ყოველკვირა 4 ფაილია უფასოდ, სკრიპტები, ლოგოები და ა.შ.
სხვა მხრივ უნდა ისწავლო გუგლის საძიებოს ეფექტურად გამოყენება და არ დაგჭირდება ფორუმზე კითხვების დასმა და ლოდინი რო ოდესმე ვინმე გიპასუხებს. თუ სწორ კითხვა დაუსვამ გუგლს მიიღებ საჭირო პასუხს.
თუ სწავლა გინდა მაშინ ჯობია სწავლის პროცესში შენ თვითონ წერო კოდები. განულებულებს მე მხოლოდ იმისთვის ვიყენებდი რომ მენახა რომელი სკრიპტი ჯობდა და გადამეწყვიტა რომელი მეყიდა. სხვა მხრივ განულებულების გამოყენებას არ გირჩევთ ათასი დაშიფრული კოდები შემხვედრია მასეთ სკრიპტებში.
თუ კლიენტი გყავს რომელმაც შეკვეთა მოგცა მაშინ ჯობია ფასიანი დაითრიო რომელსაც საპპორტი ეყოლება რაღაც დროის განმავლობაში მაინც, იმიტომ რომ შენ მაგ სკრიპტში დეტალურად რო გაერკვევი მაგას დიდი დრო დასჭირდება და როგორც წესი ფასიან სკრიპტებს შესაბამისი საპპორტიც ყავს რომლებიც გეხმარებიან პრობლემების აღმოფხვრაში.
მითუმეტეს რომ როგორც წესი არ აქვს სკრიპტებს ისეთი ფასი რო მთელი ხელფასი წაიღოს. მე ყოველთვის კლიენტს თანხის 30%ს წინასწარ ვთხოვ და ფაქტიურად ყოველთვის ეგ თანხა საკმარისია საჭირო სკრიპტის საყიდლად, თან სკრიპტი ერთ საიტზე მარტო ხო არ უნდა გამოიყენო, არის ერთეულები რომლებიც ლიცენზიის კოდით ებმევა საიტებს მაგრამ უმეტესობა შეუზღუდავი ოდენობის საიტებზე შეგიძლია გამოიყენო
This post has been edited by bulog89 on 30 Jan 2022, 15:37
|