თხოვნით არ გთხოვს, მაგრამ თუ ახლო ურთიერთობა გაქვთ, step by step ისეთ გარემოებას(ატმოსფეროს) ქმნის, რომ ბოლოს მეტი გასაქანი აღარ გექნება! გივლის, გაჭმევს-გასმევს, შარვლებს გიუთოვებს, ბოლო-ბოლო ნასკებს გირეცხავს, ბლიაძ!!!.... თან გამუდმებით ტვინს გიღერძავს, თავისი გათხოვილი, ზღაპრულ ბედში ჩავარდნილი დაქალების და მათი არანაკელბ ბედნიერი მეუღლეების ყოფის აღწერით. მათი დებილი ბალღების ბაგა-ბაღში თავს გადახდენილი კურიოზებით და იგავ-არაკებით! ამ ყველაფერთან დაკავშირებული ოჯახური რომანტიკის იდილიებით. კაროჩე, თანდათან მიყავხარ იმ აზრის გათავისებისკენ, რომ როგორც პატარძალს არ აცდება, ისე არც შენ აგცდება დაქალების ბაიყუში ქმრების ბედის გაზიარება! არა, მამენტ, ისე როგორ იქნება, რო შენ თვითონაც არ წამოგცდეს სიმთვრალეში, ან კაი მაგარ მოწეულზე, რო ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმება ურიგო არ იქნებოდა. ჰოდა, აი მანდ დაგენძრევა გოგიას ძაღლივით. დაიხვევს თითზე ამ ნათქვამს, ჩაიწერს თავისი ქალური ბუნების ყველა უჯრედში, შეგირჩევს შესაბამის მომენტს და იმ ჩანაწერის copy paste-ს ისე ოსტატურად მოახდენს შენი "ხალასტოი" ცნობიერების ყველა კლასტერში, ისე შეგაგდებს ნამუსზე, რო თავს ამ ანგელოზის მწამებელ უკანასკნელ ნაძირალად იგრძნობ. ხელს ჩაიქნევ პრინციპებზე, იტყვი: მაინც ერთადა ვართ და იმ "ფარატინა" ქაღალდების შედგენა რაღა ბედენაა-თქო. წაყვები კუდვარდა ბოჩოლოსავით "ზაგს"-ში(მუმუმაჩი, თუ რაც ჰქვია) და იმ წყეულ ჟურნალში სკუთარი თავისუფლების აღკვეთაზე ხელს იდიოტური ღიმილით მააააწერ!!!
პახმელიაზე იტკეც ხელს შუბლში: ეს რა მივქარე, ჩემი კარგის დრაგი და ესე და ისეო, მარა გვიანღა იქნებააა....