ხშირად მხვდება ხოლმე შენი პოსტები დასაქმებაზე. საწყენად არ ვამბობ. კოდსაც თუ ეგრე წერ როგორც აქ, შენ თვითონ გაგიჭირდება.
საერთოდ არ სჭირდება ფინანსები და ინვესტიცია იმას რომ ამდენი ხნის განმავლობაში ცოტა ხანი შენს პორტფოლიოზე გემუშავა.
რამე საიტი აგეწყო, რამე პროგრამები შეგექმნა.
პლიუს ამას თუ ამდენი ენა იცი, ფრილანსერობა რატომ არ გიცდია? ბევრი ნაცნობი მყავს, თვეები მაგით გაჰქონდათ თავი. ოდესმე გიცდია? ძალიან ბევრი რესურსია სადაც კონკრეტულ დავალებაში იხდიან ფულს. სულ არ გიწევს გასვლა.
სხვა რა უნდა გირჩიო არც ვიცი.
მეორე რაც დავაფიქსირე. ვინმე რამეს რომ გირჩევს ან გეუბნება ეჩხუბები თითქოს და ეგ არაფერში მჭირდება, დამასაქმეო. ეგრე ნათქვამზე შენ კი არა ქრისტე ღმერთს მიუკეტავს უმრავლესობა კარებს : ))
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ ცუდი გაგებით არ გწერ ამას. პირიქით. გგულშემატკივრობ.
ეს ქართული ფრილანსერ საიტი. რაღაცეები იდება მემგონი შენთვის საინტერო:
https://freelancers.ge/main/ეს უცხოური:
https://www.freelancer.com/დანარჩენი გუგლში. თუ მაგდენი რამე იცი, თავისუფლად შესძლებ 800-1000 ლარამდე გამომუშავებას სხვადასხვა საიტებზე
ყველაზე მარტივები და ელემენტარულებიც რომ აიღო დღევანდელი კურსი ისეთია 500 ლარამდე კი ააარტყავ თამაშ-თამაშით
ამასობაში პრაქტიკასაც დააგროვებ და პორტფოლიოსაც
შოპიფაის თემპფლეითებთან საერთოდ უცოდინარი გოგოები ჩალიჩობენ ხოლმე რაღაცეებს. ვორდპრესიც არაა ამოუწურავი თემა. მოკლედ, მთავარია მოინდომო.
წარმატებები
This post has been edited by vOn3Cic4 on 21 Sep 2019, 00:43