6iani
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 231875
რეგისტრ.: 11-May 17
|
#52946344 · 20 Jun 2018, 20:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეშმა. კოშმარი ივან ფიოდროვიჩისა დოსტოევსკის იდუმალი სოფლმხედველობა.. რაც ჰისტერია არის დოსტოევსკის ხატით ტეხილებში, ის არის ეპილეპსია დოსტოევსკის ესხატოლოგიურ მსოფლიოგზნებაში. საგულისხმოა, რომ დოსტოევსკი ავად იყო ამ “ავიზნით. ეპილეპსია: როგორც ვერ ატანა დროსი და ხანიერობისა. აქ იგი პირდაპირ ორკესტრია პატმოსის კუნძულის. აპოკალიფსი – ეს არის სიგიჟე დოსტოევსკის. აპოკალიფსური ეპილეფსია: შთაგონებაა დოსტოევსკის. იგი ანგრევს სამყაროს, ანგრევს პლანეტებს, მაგრან იოანნესათვის სხვა მიწას მზერს და სხვა ზეცას. გრიგოლ რობაქიძე დოსტოევსკის შესახებ დოსტოევსკის შემოქედების ანალიზი ურთულესია, რადგან მან გაბედა და ურთულესი ფსიქიკა გადმოიტანა სხვადასხვა მოცემულობის სახით და დაახასიათა ადამიანათა ფენომენალური ცნობიერების სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც არ განიხილება ჩვეულებრივ ყოფიერებაში და ობივატელურ სამყაროში. იგი მომავლის სამყაროს აჩრდილები და პროექტებია აწმყოში, რომელსაც აქვს ყოფიერების სუბსტანციასთან და იდეასთან ზუსტი მაკავშირებლები. ის ემსახურება ადამინათა იდეას და მის კონკრეტიკას რეალურ მოცემულობაში. მისი რეალიზმი არის ფანტასტიკა. დოსტოევსკის პერსონაჟების რეალობა სხვაა და მაგალითად ტოლსტოისეული სამყაროს რეალობა სხვა. აქ ადამიანური ზღვრების გადალახვის სხვადასხვა ვარიაციები ხატოვნად არის გადმოცემული და ანვითარებს ცხოვრებისეულ დრამატურგიას როგორც ილუზიურ ყოფაში ასევე ყოფიერებაში. დოსტოევსკი გძირავს მისტიციზმში და ამავდროულად მისტიციზმისა და ჟამის, არსებობისა და "მე"-ს ბუნებასთან შეჯახების გარდაუვალ რეალობის სხვადასხვა ასპექტებს სხვადასხვა საფუძველში განიხილავს დრამატული რეალობის საფუძველზე. ეს იგივე ანტიკური დრამტურგიაა, მაგრამ აქ ღმერთების ადგილს იკავებენ ღმერთობისა და თავმოყვარეობის სურვილით აჟიტირებულნი და შეპყრობილი ფენომენალური პერსონაჟები და მოქმედება ვითარდება ცხოვრებისეული დრამის ქვეშ უმაღლეს მისტიცსზმთან ღრმა კავშირში. მისი დიალოგებიც შეუცნობი და უღრმესი ქვეფენების მატარებელია და როგორც რობაქიძე აღნიშნავს დრამატულობით და სირთულით პლატონის დიალოგებს ესადაგება, ოღონდ ეს დიალგები ცხოვრებაში მიმდინარეა ხოლო ანტიკური დიალოგის სისტემა დიალექტიკურია და ქადაგების ფუძეს ესადაგება. აქ ყველაფერი არეულია და მიმდინარე როგორც მიწაზე მდგარ ფანტასტიკურ რეალობას შეესაბამება. ამჯერად ყურადღება მინდა შევაჩერო მის უკანკსნელ და საოცარ რომან "ძმებ კარამაზოვებზე". ეს რელიგიური და რეალური რომანია. აქ ადამინები რეალობაში ცხოვრობენ და ერთმანეთს ჯალათებივით ეპყრობიან. აქ ხდება ვნებათა ასტრალური დაპირისპირება. ცხოვრება ზემოდან მართულ დეტექტიკურ საგას წააგავს და მიწიერი თუ ზენა ბედი პერონაჟთა მიერ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მაგრამ კითხვა ვინ მოკლა მამა მაინც ისტორიულად დაფარული დარჩა, როგორც რომანი დაუსრულებელი და გაუხსნელი უამრავი კვანძი, მაგრამ ჩემი აზრით ამ მოცემულ ტექსტშიც გასაგები ხდება ვინ მოკლა ამაზრზენი სუბიექტი რომელიც რომანში ფიოდრო პავლოვიჩის სახითაა წარმოჩენილი. სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ უნდა აღვნიშნოთ რომ მამის მკვლელი არ არის ერთადერთი "დამნაშავე", რადგანაც შვილთა უმეტესი ნაწილი გაცნობიერებულად ისწრაფვის ამისკენ და თითქოს ყველაფერი დასწრებაზეა, რადგან მამა აუციებლად უნდა მოკვდეს. ეს თითქოს ბინძური კარამზოვული სისხლიგან გაქცევის წინაპირობაა და რელიგიურ აუცილებლობასაც წარმოადგენს. თითქოს და რეალობა და ფანტასტიკა ერთმანეთში ირევა და თან ლოგიკურად ერწყმის და რეალობით ფანტასტიკური იდეა გამოიკვეთება. მამისგან დასჯილ შვილებს სურთ მოკლან მამა, რათა შთამომავლობა გადაარჩინონ მისი სისხლისგან. შვილთაგან ყველა მკვლელია და ყველას შეუძლია ეს ჩაიდინოს. მიტია, რომელსაც სინამდვილეში მამა არ მოუკლავს ამას აუცილებლად გააკეთებდა რაღაც გარვეულ პირობებში. ამის ჩამდენი იყო სმერდიაკოვიც და ივანიც. ალიოშას გამოკლებით, რადგან იგი "სულელია" და უნაყოფო. იგი თავისუფალი ყოველვარი ვნებისა და იდეისგან. ის ცხოვრების მექანიკური ნაყოფია. მიშკინის ანტიპოდი, რომელშიც არსებული თვითოული გრძნობა სოცილაურია და არა ინდივიდუალური განსხვევბით იდიოტის ფენომენისგან. ალიოშა რეალობისგან შორს დგას და მისი მექანიკური ცნობიერება სამყაროში მოვლენათა მსვლელობას ვერ წარმართვადა განსხვებით დანარჩენი პერონაჟებისგან, რომელთა ცხოვრებაც მისტიურ საბურველშია გახვეული და მათი ყოფიერი თუ მიღმიერი ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მაგრამ მაინც ვინ მოკლა მამა?!. რომანის ძირითადი მსვლელობა თუ მას ლოგიკურად გავყვებით სმერდიაკოვსა და მიტიას შორის მერყეობს, მაგრამ თუ რომანს სიღრმისეულად ჩავწვდებით დასაბუთებით შემიძლია განვაცხადო რომ მკვლელი ალაბთ რომანში ყველაზე გამბედავი და ღირსეული პერონაჟი ივანე კარამაზოვია, მაგრამ მაინც როგორ მოხდა ეს?!. ივანი ტიპიური მისტიციზმით შემპყრობილი გენიოსია, რომელიც უდაბნოს მცენარეებით საზრდოობს და სულის გადასარჩენად სწირვს თავს. მასში ჯერ კიდევ შენარჩუნებული ის რომანტიკული იდეები და სინდისი, რასაც ასე დასცინოდა ბელინსკი. ივანი მიდრეკილია პათოლოგიებისკენ და გვერდს უმაგრებს უზარმაზარი ემპირიული გამოცდილება. იგი შემყრობილია რელიგიით და მთელი ცხოვრება ფაქტობრივად ამისთვის აქვს გადადებული. მან დაყენა საკუთარ თავთან საკითხი თუ რომელი გზა აერჩია. მან გააცნობიერა რომ ქრისტიანობა ეს იდეაა და ადამინათა მოდგმისთვის განუხორციელებელი, რადგანაც რეალობამ ის ამ დასკვნამდე მიიყვანა. ის ეთანხმება ქრისტეს არჩევანს და მის იდეას თავისუფლებისკენ სადაც ის თანხმობაში მოდის დოსტოევსკის კიდევ ერთ ფანტასტიკურ პერონაჟთან ნიკოლაი სტავროგინთან, მაგრამ ივანის აზრით ქრისტეს იდეა მოითხოვს განუსაზღვრელ განტოლებებსა და ტანჯვას და აღზევებას მაინც ეჭქვეშ აყენებს. მისი თავისუფლება საბოლო ჯამში რეალურია, მაგრამ გაუძლო შინაგან კრიზისებსა და გამოცდებს რომ მიაღწიო აქამდე თითქმის შეუძლებელი. იგი ადანაშაულებს ქრისტეს, რომელამაც უარყო უდაბნოს თვითგანდგურებისა და თვითუარყოფის დიადი სული, რომელმაც ქრისტეს საკუთარი ლაბირინთიდან გამოღწევის იდეურად საოცრად რისკისშემცველი მაგრამ სწორი გზა მისცა სადაც თითქოს ყველაფერი მოთავსდა და ამოიხსნა რაც შემდეგ განუსაზღვრელ განტოლებებში უნდა გადასულიყო, მაგრამ განა ასეთი დაცემა იმ მწერვალიდან სადაც ქრისტეს გზის გადახვევა ხდება შესაძლებელი იყო?! სავრაუდოდ არა, მაგრამ ივანე კარაზაოვი უხეშად რომ ვთქვათ თავზე ხელს იღებს. დღეს ყველაფერი სულერთია და დასაშვები აცხდებს ის ამაყად და კლდის ქიმიდან ვარდება, რათა გამოსცადოს საკუთარი ღმერთი რომ თუ იგი მართლაც რჩეულია ანგელოზებმა იხსნან უღრმესი ტრაგედიდან, მაგრამ ქიმიდან გადავრდნილ ივანს როგორც ჩანს არავინ იჭერს და ყველაფრის უარმყოფელი ტიტანი უფსკრულში ღრმად ეშვება საიდანც ამოღწევის შესაძლებლობა არის თუ არა მაზე პასუხს ვერ ვიგებთ. მას ცალი მხარე წართმეული აქვს და სტანჯავს ჰალუცინაიცები და ხმები. ის ბოდავს და ცეიბ-ცხელების ფონზე არსებობს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ფსიქიკური ფენიომენი მისი გაორება ანდა რეალობიდან გამოსვლაა. მას ეცხადება ჰალუცინაცია რომელიც თავს წარმოუდგენს სატანად და ესაუბრება უღრმეს მეტაფიზიკურ საკითხებზე. ეს ჰალუცინაცციაში განსხეულებული რეალური არსებაა თუ თავად ივანის შექმნილი ქვეცნობირის ურთულესი ნიმუში ამის დადგენა ძნელდება, მაგრამ ფაქტია ის დამოკიდებლად მოქმედებს ივანთან ერთად, ივანის მეშვეობით. ივანი წინასაწარ გებულობს მისგან მოვლენებს, რომელთა შესახებ წესით და რიგით წარმოდგენა არ უნდა ქონდეს, მაგრამ ეს როგორ?.. იქნებ იმიტომ რომ სწორედაც აქვს წარმოდგენა მათზე. სატანსთან დიალოგის დროს ივანი სატანას ჭიქას ესვრის, სველი პირსახოცით შემოხვეული ცდილობს თავი დაიხსნას ხმისგან, რაც საბოლოოდ იმით სრულდება რომ მოსული ალიოშა ივანს ატყობინებს გასულ საათს მომხდარ სმერდიაკოვის თვითმკვლელობას, რომლის შესახებ ალიოშამდე მას თავისივე ჰალუცინაცია აგებინებს. სინამდვილეში როგორც ირკევა არც ჭიქაა დამტვრეული და პირსახოციც მშრალი კიდია აბაზანაში. სინამდვილეში მომხდარი ფაქტები ივანის წარმოსხავაა, რომელიც მის შიგნით თამაშდება როგორც გარეგანი რეალობა და რა ხდება ამ დროს გარეგან რეალობაში?! იქნებ აქ საქმე ურთულეს ფენომენთან გვაქვს რომელიც სცილდება პიროვნების გაორების მცენბას. ივანის ერთი ნაწილი სიზმრისეულ ბურანში მოქედებს რეალობაში ხოლო მეორე რეალობაში რეალურად, მაგრამ ერთმანეთან კავშირები მხოლოდ წყვეტილი, გაუგებარი და თითქმის არარსებულია. რას აკეთბდა ივან კარამზაოვი იმ ერთ საათში, რომლის დროსაც ის შესაძლებელია ოთახში საერთოდ არ იყო!?. იქნებ სწორედ მისი ცნობიერების ერთი მხარე თავს იმართლებდა სმერდიაკოვთან, რომელმაც ერთადერთი გაიგო როგორ მოკლა ივანმა მამა და დადანაშაულა, რასაც მისი მხრიდან ნახევარძმის და საუკეთესო მეგობრის ჩამოხრჩობა მოყვა!?. აქ ივანი იდეალური დამნაშავეა. ის გაცნობიერებულად შლის ყველა კვალს და სიუჟეტს ისე კრავს რომ ყველაფერი სმერდიაკოვს დაბრალდეს და ამით ძმაც იხსნას. სინამდვილეში კი თავადაა მამის მკველი, მაგრამ თვად მან ეს არ უნდა გაიგოს, რადგან მისი ნახევარძმისა და საუკეთესო მეგობრის მკვლელობის გაცნობიერება მას საბოლოოდ შეშლის ჭკუიდან, ამიტომ ილუზიაში "ყვეალფერი დასაშვებია". ჩვენ არ ვიცით მისი მეხსიერების რა კავშირები თაშდება დროში და როგორ ნაწილდება ის გონებაში. შესძლებელია, რომ თვაად დრო აქ სხვადასხვა კანონებს ეფუძენბოდეს და სხვადასხვაგვარად აისახებოდეს მეხსიერებაში. შესაძლებელია ის მთელი ერთი საათი სხვა დროის ნაწილია, რომელმაც გააქრო ერთი საათი მეხსერებიდან და მის ამოსავსებათ ჩაჯდა როგორც იდეალური ალტერანტივა, მაგრამ ორივე არსებობდა. ამ დროში კი ივანი გაცნობიერებული ორმაგი ფიგურაა, მაგრამ საკუთარ კატასტროფას თავადვე ეწირება, რადგანც მისი არჩევანი სავრაუდოდ უფსკრულისკენ ღრმა და გამანადგრებელი დაშვებაა, მაგრამ ივანე კარამაზოვი საკუთარი თავის წინაშე უდაუდ გამართლებული...
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|