მოგეხსენებათ ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი 1956 წლიდან გადაეცემა (ადრე მხოლოდ ევროპაში მოთამაშეებს, ესეც მინდა გავითვალისწინო). ამ თემაში მინდა ყველამ ჩვენი აზრი ვთქვათ როდის ვის არ უნდა აეღო და ვისთვის უნდა მიეცათ
მხოლოდ არგუმენტებით და შაბლონურ არგუმენტებს თუ ავიცილებთ თავიდან მადლობელი ვიქნები
ქვევით ჩემი ვერსია, მხოლოდ ვერსია, რომელიც ღიაა რომ ,,ჩასწორდეს", ან ჩაემატოს ვინმე, ნამდვილად გამომღებოდა ხალხი. გამახსენეთ ვინმე ამა თუ იმ სეზონში
დავიწყებ მოკლედ
დ
ყველას ახლა ვერ დავწერ, 5-5-წლით შევავსებ :დ და როცა მოვრჩები ყველას მოდერს ვთხოვ პირველ პოსტში შეაერთოს, თუ არ იზამს არც მაგით დაიქცევა ქვეყანა, შეიძლება ეს თემა ადგეს და დახუროს, წესი წესია რა ვქნა, თუ დასახურია დახუროს :დ
1956 - ოფიციალური: 1.
სერ სტენლი მეტიუზი 2.
დი სტეფანო 3.
კოპამეტიუზმა მოიგო პირველი ოქროს ბურთი, მაშინ როდესაც იმ წელს მის გუნდს არცერთი ტიტული არ მოუგია, მეტიუზი არც ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა. დი სტეფანოს რეალმა კი მოიგო ჩემპიონთა თასი და იმ დროს პრესტიჟული ,,პატარა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი". გახდა ესპანეთის ჩემპიონატის პიჩიჩი და გაქონდა გადამწყვეტი გოლები. რეალი 56-ში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო (უნგრეთის ნაკრებთან ერთად).
სხვა კანდიდატები ვისაც 56 წელს ბრწყინვალე სეზონი ქონდათ:
სივორი და
პუშკაში (55 წლის პუშკაშის უნგრეთი შეიძლება ყველაზე ძლიერია ,,უნგრეთებში". ძალიან კარგი სეზონი ქონდათ ასევე კოპას,
იაშინს და
ნილტონ სანტოსს.
იქნებ იმან რომ ოქროს ბურთი ევროპული ჯილდოა იქონია გავლენა და საუკეთესო ევროპელ მოთამაშეს გადაეცა პრიზი ნაცვლად საუკეთესო სამხრეთ ამერიკელისა? უბრალო კითხვაა, ვინმე რეგვენმა არ იფიქროს რომ ,,ჯადოქარს" ,,ვერჩი"
, პირიქით, მიხარია დღევანდელი გადმოსახედიდან რომ უფრო უკან მოთამაშე მეტიუზმა მოიგო და არა დი სტეფანომ, ვინც მერე აუცილებლად მოიგებდა, მაგრამ სეზონი უფრო დი სტეფანოს გამოუვიდა, ასე ჩანს ახლა :დ :
ჩემი ვერსია: 1. დი სტეფანო 2. მეტიუზი 3. პუშკაში
1957 - ოფიციალური: 1. დი სტეფანო 2.
ბილი რაიტი 3.
დ. ედვარდსი/კოპა
დი სტეფანო აშკარად პირველია. იმ წელს ყველაფერს იგებდა და უამრავი გოლი გაქონდა.
სხვები ვისაც ბწყინვალე სეზონი ქონდა:
სივორი (57 წლის კოპა ამერიკა, არგენტინას საუკეთესო ნაკრები ყავდა), სენსაციური დანკან ედვარდსი,
ბილი რაიტი წარსული დამსახურებების გამო ჩანს შეყვანილი, მისი საუკეთესო პერიოდი რამდენიმე წლის წინ უკან იყო. ევროპელ მოთამაშეთაგან აშკარად საუკეთესო იყო კოპა, იფურჩქნებოდა :დ.
ტომ ფინის ჰქონდა სენსაციური სეზონი ინგლისში და წლის მოთამაშედაც დასახელდა. ასევე
ამადეო კარისო (მეკარე),
ნილტონ სანტოსი და გაიბრწყინა
დიდიმ.
ჩემი ვერსია: 1. დი სტეფანო 2. კოპა 3. ედვარდსი
1958 - ოფიციალური: 1. კოპა 2.
ჰ. რანი 3.
ფონტენიეს სამხრეთელების წელია, მიხედავად იმისა რომ ევროპელ მოთამაშეთაგან კოპას ვერავინ ჯობდა (ნაკრებმა კი ბრინჯაო აიღო მსოფლიოზე). კითხვა ერთია, ვინ იყო საუკეთესო მსოფლიოში,
დიდი თუ
პელე. დიდი მსოფლიოს ჩემპოინატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, პელემ კი 17 წლის ასაკში მსოფლიოს მოგების გარდა 58 გოლი გაიტანა შტატის ჩემპიონატში (დღემდე რეკორდი)
ასევე ბრწყინვალე სეზონი: დი სტეფანო, ჟ. ფონტენი,
სანტამარია (რეალი, მცველი),
ჯ. ჩარლზი (იუვენტუსი) და
გრეგი (მანჩესტერი, მეკარე)
ჩემი ვერსია: 1. დიდი 2. პელე 3. კოპა
1959 - ოფიციალური 1. დი სტეფანო 2. კოპა 3. ჯ. ჩარლზი
ძალიან ძნელია არჩევა. დი სტეფანო ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი იყო ,,უეჭველზე" მეტად (ყველაფერი მოიგო, ინდივიდუალური თუ გუნდური), მაგრამ პელე რეკორდებს ამყარებდა და სანამ უდისტეფანო არგენტინის ნაკრები კოპას იგებდა, პელე თითქმის მარტო იბრძოდა (ფინალი და ტურნირის ბომბარდირი)
სხვა საუკეთესონი:
გარინჩა, კოპა, სანტამარია,
იაშინი. რაც შეეხება ჯონ ჩარლზს მას გმირული თამაშები ქონდა ნამდვილად, მაგრამ არა სტაბილურად მთელი სეზონი. უფრო წარსული დამსახურებების გამო მგონია (58 წლის მსოფლიო რად ღირს მარტო) იუვენტუსი ჩემპიონიც ვერ გახდა.
ჩემი ვერსია: 1. პელე 2. დი სტეფანო 3. კოპა
1960 - ოფიციალური: 1.
ლუის სუარესი 2. პუშკაში 3.
ზეელერიეს წელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსამართლოდ. მიუხედავად იმისა რომ სუარესი მსოფლიოში ნახევარმცველთაგან ყველას ჯობდა (იყო ბარსას ჩემპიონი გუნდის ,,მაესტრო" და მოიგო ბაზრობათა თასიც) - პუშკაში უფრო ღირსეულად გამოიყურება: ჩემპიონთა თასი, საკონტ. თასი, ბომბარდირი ყველა ტურნირზე. 52 გოლი (სხვა ვერსიით მეტი) სეზონში.
სხვა საუკეთესონი:
ხენტო, ზეელერი, იაშინი (ევროპის ჩემპიონი), პელე,
ჯალმა სანტოსი, სივორი[/B]
ჩემი ვერსია 1. პუშკაში 2. ლუის სუარესი 3. იაშინი
პ.ს. გამოკითხვა ნაუცბათევად შევადგინე, რაც გამახსენდა სკანდალურები თუ უბრალოდ კამათი რომ იყო
This post has been edited by ქარი on 3 Nov 2011, 10:37