forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (46) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წვნიანი კერძები, სუფები, ბულიონები, ბორში და ა.შ.
Yoshimitsu Fukazawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 33833
რეგისტრ.: 25-April 07

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 17:33  #5883013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Breaky
მმმმმ მომინდა ეგ სუპი! კი მაგრამ რამდენი წყალი ხახვი და ასე შემდეგ? ანაკომი რამდენი პაკეტი?
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21992
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 17:37  #5883055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
კი მაგრამ რამდენი წყალი ხახვი და ასე შემდეგ? ანაკომი რამდენი პაკეტი?


1 საშუალო ზომის ქვაბზე 1 თავი ხახვი (მაინც მთლიანი უნდა და მხოლოდ გემოსთვის უნდა ჩაიხარშოს), 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 დიდი ბულგარული, კარტოფილის რაოდენობა ზომაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული (დაახლოებით 4-5 ცალი საშუალო ზომის). ანაკომი 1 პაკეტი. დანარჩენი ყველაფერი გემოვნებით.
1 საშუალო ქვაბში იგულისხმება დაახლოებით 8 მათლაფა სუფი, შეიძლება ცოტა მეტიც (თეფშის ზომასაც გააჩნია, ჯამში თუ ჩაისხი სულ 3 პორცია გამოვა).
* * *
პ.ს. ჩემს ქმარს სუფების სიყვარული ამ სუფით დავაწყებინე, ძალიან მოეწონა და მერე ჩვეულებრივი სუფებიც შევაპარე givi.gif


--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable
Yoshimitsu Fukazawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 33833
რეგისტრ.: 25-April 07

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 18:00  #5883199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Breaky

კი მაგრამ ეყოფა ერთი ანაკომის სუნელი?(თუ რაც ქვია) ერთი უნდა გავაკეთო!
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21992
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 18:17  #5883315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
კი მაგრამ ეყოფა ერთი ანაკომის სუნელი?(თუ რაც ქვია) ერთი უნდა გავაკეთო!


კი, ყოფნის. მასე ვაკეთებ სულ და ძალიან კარგი არომატი აქვს. ნუ, ძალიან დიდ ქვაბში არ ქნა და ეყოფა.
BadbadGirl
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13472
წევრი No.: 22504
რეგისტრ.: 16-August 06

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 19:20  #5883706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
ანაკომა რა არის?
სუპი ადვილი ჩანს და ვცდიდი სიამოვნებით





--------------------
ახალბედა დედის ბლოგი - http://tomushka.blogspot.com/
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21992
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 19:46  #5883898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BadbadGirl
QUOTE
ანაკომა რა არის?


აქ იყიდება, რაღაც სუნელებიანი ვერმიშელებია, ადუღებული წყალი რომ უნდა დაასხა და 3 წუთში რომ მზადაა.
BadbadGirl
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13472
წევრი No.: 22504
რეგისტრ.: 16-August 06

გამოგზავნილია: 15 Jun 2007, 19:54  #5883957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
Breaky
აააა ოკკკკ.გსაგებია. გაიხარე .
აქაც ბევრია, ამცუთას 5 პაჩკა მაქვს "სმაკი" ქვია. ჩემი ქმარი მიირთმევდა სანამ მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სასტიკად აქვს აკრძალული
მე ავუკრძალე ანუ, biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

This post has been edited by ShadowCat on 4 Nov 2007, 22:04
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12979
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 16 Jun 2007, 05:50  #5888420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთხოვეთ ეხლა, მთხოვეთ და ნაღდ ფრანგულ ხახვის სუპს გასწავლითმ ცოტა საჩალიჩოა მარა ნუ ახუიტელნი biggrin.gif მთხოვეთ.


--------------------
Я всегда знала, что приличные люди должны иметь права, а неприличные (вроде Крючкова, Хомейни или Ким Ир Сена) — не должны. Право — понятие элитарное (C) Новодворская Валерия Ильинична
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2007, 00:47  #5903337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
გრეჩიხის სუპის ხსენება არ შემხვედრია აქ

ამ დროს ძალიან გემრიელია და სასარგებლო

რეცეპტი კი უადვილესი: ჩვეულებრივ ბოსტნეულის (ან ხორცის ბულიონის) სუფს დაუმატებთ გრეჩიხას (ანუ წიწიბურას) მაკარონის ან ბრინჯის ნაცვლადsmile.gif


--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2007, 00:49  #5903364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გრეჩიხის სუპის ხსენება არ შემხვედრია აქ

ამ დროს ძალიან გემრიელია და სასარგებლო

რეცეპტი კი უადვილესი: ჩვეულებრივ ბოსტნეულის (ან ხორცის ბულიონის) სუფს დაუმატებთ გრეჩიხას (ანუ წიწიბურას) მაკარონის ან ბრინჯის ნაცვლად


ხახვი, სტაფილო, ცოტა კარტოფილი (სილამაზისათვის), წიწიბურა. შესაკმაზად-ცოტა პომიდორი, ოხრახუში და ცოტა პიტნა.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
Vika
Chaos, panic, disorder - my work here is done


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5076
წევრი No.: 566
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 18 Jun 2007, 18:38  #5909446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
djindjidrinji
QUOTE
მთხოვეთ ეხლა, მთხოვეთ და ნაღდ ფრანგულ ხახვის სუპს გასწავლითმ ცოტა საჩალიჩოა მარა ნუ ახუიტელნი biggrin.gif მთხოვეთ

ჯინჯ, დაწერე რეცეპტი, what the hell biggrin.gif

მე მეზარება გაკეთება, მაგრამ ეგაა ჩემი უსაყვარლესი სუპი, ყოველთვის ვუკვეთავ, სადაც მენიუზე ვხედავ.


--------------------
"The first thing I do in the morning is brush my teeth and sharpen my tongue."
D. P.
Barry
Zigeuner


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3642
წევრი No.: 1473
რეგისტრ.: 6-December 02

გამოგზავნილია: 19 Jun 2007, 14:27  #5915472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
djindjidrinji
ჰა, დაწერე აბა. გთხოვთ : )


--------------------
http://photobarry.blogspot.com/
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12979
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 21 Jun 2007, 14:35  #5933600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პო ზაიავკამ ტელეზრიტელეი,
Vika
Barry

ტაკს, მაშ დავიწყოთ. რატომ ხახვის სუპი? იმიტომ რომ უგემრიელესი სუპია. ყველაზე გემრიელი სუპია. სამწუხაროდ თბილისში არც ერთ ზავიდენიაში მას მიახლოებითაც კი არ ამზადებენ ისე, როგორც ამას წესი ითხოვს, მოაქვთ წყალში ჩახარშული ხახვის ფოთლები. ამდენად ვარიანტი იყო ორი. ან უნდა დამევიწყებინა ხახვის სუპი, ან უნდა მესწავლა მისი კეთება, მე მეორე ვარიანტი ვამჯობინე, მივაგენი რა ორიგინალურ რეცეპტს, მცირედი მოდიფიკაციების შემდეგ მივიღე ზუსტად იმ, სულ პირველი ხახვის სუპის გემო. დროთა განმავლობაში ჩემმა ხახვის სუპმა ჭეშმარიტი ხახვის სუპის connaisseur-ები სასიამოვნოდ გააოცა. ეს ისე შესავალი, რამე სალაფავის რეცეპტს ვდებდე არ გეგონოთ biggrin.gif

აქვე სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო , რომ არ არსებობს ზუსტი პროპორციები მაშინ, როცა ადამიანს აქვს ორი თვალი, გემო პირში და გული. იქნება ეს ხახვის სუპი თუ ერბოკვერცხი, უნდა იფიქრო თუ რა სიამოვნებით დააგემოვნებ მას შენ და სხვები. საჭმლის კეთება არის კრეატივი, ზუსტად ასე უნდა მიუდგე, თორე კუჭის გასავსებად დოკტორსკი კალბასიც წავა. ეს იმას მივაყოლე, რომ ინგრედიენტების რაოდენობას გიწერთ პირობითად. თუ იგრძნობთ, რომ მეტი კარაქია საჭირო, არ შეიკავოთ თავი, იმიტომ, რომ ჯინჯის მარტო 40 გრამი ეწერა და ის უკვე გამოიყენე. ნებისმიერი კერძის გაფუჭება შეიძლება რეცეპტის სტროგად დაცვით და ნებისმიერი კერძის გადარჩენა შეიძლება ოდნავ ტვინის განძრევით, ამიტომ არ შეშინდეთ ფიფლ. მაშ ასე,

თქვენ დაგჭირდებათ (იდეაში 6 ულუფაზეა, მარა ყველაფერი დამოკიდებულიამადაზე და თეფშებზე biggrin.gif)

- დაახლ. 40 გრამი კარაქი ( ეს დაახლოებით სამი სუფრის კოვზი კარაქია)

- დაახლ. 1-2 სუფრის კოვზი ზეთი (მოჟნო ზეითუნის, მოჟნო ჩვეულებრივი, მე ზეითუნის ზეთს ვერ ვიტან, ამიტომ ჩვეულებრივი ზეთით ვაკეთებ)

- 5-6 დიდი ხახვი (უმჯობესია თეთრი და წითელი შერეულად)

- 1 ჩაის კოვზი შაქარი

- 1 ჩაის კოვზი მარილი

- 2-3 სუფრის კოვზი ფქვილი

- 12 ჭიქა (ჩვეულებრივი კრუჟკა ანუ, რაც დაახლოებით სამნახევარი-ოთხი ლიტრი, გააჩნია ვის როგორი კონსისტენცია უნდა) ბულიონი. ბოსნტეულის ან ხორცის. მე ხორცის მირჩევნია. მისაღებია კუბიკის ბულიონი, მარა ცხადია, რომ ნატურალურ საქონლის ხორცის ბულიონს არაფერი შეცვლის.

- 100 გრამი თეთრი ღვინო ( ვინც ჩამპალი კაპიტალიზმის ქვეყნებში ცხოვრობთ და მაინც გადაწყვიტეთ ხახვის სუპის სახლში გაკეთება biggrin.gif, შეგიძლიათ იხმაროთ sherry). ყველა დანარჩენისთვის მშრალი თეთრი ღვინო . მამენტ, ზოგ რეცეპტში ეწერა შავი ღვინოც, მარა მე თავი შევიკავე, მგონი თეთრი უფრო მიზანშეწონილია, თუმცა შავი ღვინით სუპი უფრო მუქი გამოვა, რაც სასურველია.

- დაფნის ფოთლები (აი ვისაც რამდენი გაგეხარდებათ, მე სადღაც 5ს ვდებ ხოლმე)

- душистый горошек (ქართულად არ ვიცი რა ქვია) ერთი 8 მარცვალი რა.

- ერთი ბატონი პური (ფრანგული ბაგეტი, ქე რო პოპულიში იყიდება ისეთი, ჩვეულებრივი რბილი თეთრი პურიც წავა)


-ყველი. იდეაში Gruyère. მარა თბილისში ვგონებ ჩემ ფეხს იშოვი, ამიტომ ვიყიდე უბრალოდ მაგარი (მაგარი ვსმისლე მკვრივი biggrin.gif) ყველი და ის ვიხმარე. მერე აღმოჩნდა რომ ჩვეულებრივი შვეიცარიულიც მშვენივრად უხდება.

ეხლა უშუალოდ პროცესი.

ხახვი უნდა დაჭრათ ძააალიან თხელ რგოლებად. მაქსიმალურად თხელ რგოლებად. მერე საკმაოდ დიდ ქვაბში ასხავთ 2 კოვზ ზეთს და 20 გრამ კარაქს, ამატებთ შაქარს მარილს და ყრით ხახვს. შაქარი არ გამოგრჩეთ, კარამელიზაციას უკეთებს ხახვს. ტკბილი გემო არ ექნება სუპს, სამგიეროდ ხახვი გამოვა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
მოკლედ ხახვს რომ ჩაყრით, სადღაც ერთი წუთი მაღალ ცეცხლზე ურიეთ, რომ დალბეს და ზეთით და კარაქით გაიჟღენთოს. მერე აყენებთ დაბალ ცეცხლზე, ახურავთ ქვაბს თავსახურს და სადღაც 10 წუთი თუშავთ, სისტემატური მორევით. მერე ახდით თავსახურს, დაუმატებთ დარჩენილ 20 გრ კარაქს და მუდმივად ურევთ სადღაც 15 წუთი, მანამდე სანამ ხახვი არ გახდება მოყავისფრო და წელვადი. (დაიმახსოვრეთ, რომ პატარა ქვაბში ბევრი ხახვი თუ იწვება, არ გახდება სასურველად ყავისფერი. ეგ არაა ტრაგედია, პროსტა სუპი იქნება ოდნავ უფრო ღია). როცა ხახვი მზადაა, უმატებთ ფქვილს, ნელნელა რო მოაკაროთ უკეთესი იქნება, მარა ნებისმიერ ვარიანტში შეიკვრება ეგ თქვენი ფქვილი, არაფერი საგანგაშო არაა, აგძელებთ ჩვეულებრივად მორევას, სანამ ფქვილი არ გახდება ყავისფერი. როცა ფქვილი ყავისფერი გახდება, ასხავთ ქვაბში ბულიონს (შეკრული ფქვილი გაიხსნება მაგაში, მაგიტომ დავწერე, რომ საგანგაშო არაა), ამატებთ ღვინოს, დაფნის ფოთლებს, душистый горошек -ს, მარილს და პილპილს გემოვნებით, ახურავთ თავსახურს და დაბალ ცეცხლზე ტოვებთ 15 წუთით. ხანდახან მოურიეთ.

ამასობაში

ჭრით ბაგეტს დაახლ. 2 სმ სისქის ნაჭრებად, თუ გაქვთ ჩვეულებრივი პური, მაშინ უბრალოდ კანი მოაჭერით, და დუხოვკაში ბრაწავთ. (სუხარის მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ). სუპს ასხავთ ქოთნებში, ან სპეციალურ თეფშებში, სუპის ჯამებში. მუღამი ისაა, რომ იყოს ღრმა და არა განიერი და თერმოგამძლე. (მე სპეც. მაგ სუპისთვის შევიძინე სუპერში ეგეთი ჯამები). ასხავთ სუპს თქვენს ქოთნებსა თუ ჯამებში, ზემოდან ადებთ უკვე შებრაწულ პურს ისე, რომ მთლიალად ფარავდეს სუპს (მაგიტო ვამბობ რომ ჩვეულებრივი თეფში არ წავა). ზემოდან, პურზე, აყრით გახეხილ ყველს, სულო და გულო -იმდენს. დგავთ ამას დუხოვკაში სანამ ყველი არ დადნება (მე გრილის ნაწილს ვრთავ ხოლმე და ჩქარდება პროცესი).

მოკლედ,

bon appétit!



.

This post has been edited by djindjidrinji on 21 Jun 2007, 14:35
Yoshimitsu Fukazawa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 33833
რეგისტრ.: 25-April 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2007, 14:42  #5933676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
djindjidrinji
იმხელა ნერწყვი გადავყლაპე კითხვას რო მოვრჩი კინაღამ დავიხრჩვი sad.gif მეც მაგრა მიყვარს ხახვის სუპი smile.gif ვცდი ერთხელ გაკეთებას
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12979
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 21 Jun 2007, 14:49  #5933741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Yoshimitsu Fukazawa

სურათია ნამეტანი დიდი და ვერ ვამაგრებ, თორე ნერწყვით დახრჩობა მერე გენახა biggrin.gif სცადე, მართლა საკაიფო სუპი გამოდის. პროსტა ეხლა ცხელა მამენტ მაგისთვის...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (46) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0319 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]