forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (415) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რჩევები, კითხვები & პასუხები
DODI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 6409
რეგისტრ.: 15-September 04

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 16:32  #4450658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kost@
ერთ ჭურჭელში გააცხელებ წყალს ადეუღებამდე, მეორეში საქონლის ბულიონს ნატურალურს (კუბიკებისაც შეიძლება). აიღებ გაყინულ პეკლმენს და დურთავ პირველ ქვაბში და ნახევარ წუთში ამოიღებ და ჩაყრი ბულიონიან ქვაბში, ჰოდა რომ მოიხარშება დაამატებ დანაყულ ნიორს მარილს და შავ პილპილს გემოვნებით. გამორთავ და დაამატებ არაჯღანს (არაჟანს) და სულ იფ იფ იფ მიირთმევ.
P.S. ყველაფერი ეს შეიძლება გაკეთდეს პორციებად თიხის ქოთნებში, ძალიან მაგარი გამოდის.
ჰო კიდევ ეს რეცეპტი სადაც საჭიროა იქ გადაიტანეთ.

This post has been edited by ShadowCat on 30 Oct 2007, 21:02
Kost@
დალიეთ ლუდი არ არის ცუდი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3829
წევრი No.: 1995
რეგისტრ.: 29-March 03

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 17:47  #4451162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · yim · msn
Breaky
არ მიყვარს კიდე რაღაც მინარევები რომაა ხორცში

This post has been edited by ShadowCat on 4 Dec 2007, 12:30


--------------------
[IMG]http://033.ge/images/clip_001.jpg[/IMG]
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21992
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 17:58  #4451248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kost@
QUOTE
არ მიყვარს კიდე რაღაც მინარევები რომაა ხორცში

ხომ არის არამინარევებიანი პელმენებიც, მხოლოდ ხორცი რომ აქვთ. არც მე მიყვარს მწვანილები რა რაღაცეები რომ ურევია, ამიტომაც
ვარჩევ თოლიას უბრალოდ პელმენებს, თან გემრიელიცაა.
და დოდიმ რაც დაწერა, ეგრე ძაან გემრიელი გამოვა. შინგითაც ხომ ხორცია და ხორცის ნახარშში თუ მოხარშავ, მით უფრო გემრიელი იქნება.

This post has been edited by ShadowCat on 4 Dec 2007, 12:30


--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable
Kost@
დალიეთ ლუდი არ არის ცუდი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3829
წევრი No.: 1995
რეგისტრ.: 29-March 03

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 18:04  #4451300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · yim · msn
Breaky
QUOTE
ხომ არის არამინარევებიანი პელმენებიც, მხოლოდ ხორცი რომ აქვთ. არც მე მიყვარს მწვანილები რა რაღაცეები რომ ურევია, ამიტომაც
ვარჩევ თოლიას უბრალოდ პელმენებს, თან გემრიელიცაა.
და დოდიმ რაც დაწერა, ეგრე ძაან გემრიელი გამოვა. შინგითაც ხომ ხორცია და ხორცის ნახარშში თუ მოხარშავ, მით უფრო გემრიელი იქნება.

დიდი მადლობა
Vika
Chaos, panic, disorder - my work here is done


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5076
წევრი No.: 566
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 18:48  #4451577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
malina
QUOTE
რა რამანწიკაა biggrin.gif

აჰა biggrin.gif


--------------------
"The first thing I do in the morning is brush my teeth and sharpen my tongue."
D. P.
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 23:26  #4453422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
დღეს მოვსინჯე ხახვის დაჭრა, ფონზე - ანთებული სანთლით biggrin.gif
თავიდან ყველაფერი 5-იანზე მიდიოდა.. ბოლოს ცოტა კი აურია, მარა კაკრაზ მოვრჩი მაგ დროისთვის biggrin.gif
ისე, რა მაინტერესებს - წითელი ხახვი უფრო მწარეა თუ თეთრი?

და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს:
ხორცი რამდენი ხანი შეიძლება შევინახოთ და როგორ? რაიმე "სფეშალ ტრიუკები" ხომ არ ჭირდება? biggrin.gif

მე ყოველთვის იმდენს ვყიდულობ, რომ იმ დღესვე გავაკეთო, დიდი-დიდი მეორე დღეს..
მარა ყოველ დღე ხორცის საყიდლად ხომ ვერ ივლი კაცი! user.gif


--------------------
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".

London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!

It's all about music!

არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo:
Kissie
დოდკა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14777
წევრი No.: 1259
რეგისტრ.: 18-September 02

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 23:33  #4453475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ShadowCat
QUOTE
ყოველ დღე ხორცის საყიდლად

როგორ გემჩნევა, რომ კაცი გყავს სახლში biggrin.gif ჩვენ თვე ისე გავიდეს შეიძლება, რომ ხორცი არ ვიყიდოთ (ნუ, ქათამს არ ვგულისხმობ)

smile.gif)

QUOTE
დღეს მოვსინჯე ხახვის დაჭრა, ფონზე - ანთებული სანთლით

ეს მეც ვცადე და გამოვიდა, ვიკას მადლობა. 2kiss.gif

QUOTE
წითელი ხახვი უფრო მწარეა თუ თეთრი?

პა სობსტვენნამუ ოპიტუ - წითელი.


--------------------
Find me on Facebook:
fb.com/dodka
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 23:34  #4453486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
Kissie
მაგ კაცმა რაცხა მეც მიმაჩვია ხორცეულს yes.gif biggrin.gif
DODI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 6409
რეგისტრ.: 15-September 04

გამოგზავნილია: 29 Dec 2006, 10:11  #4455100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ShadowCat
QUOTE
წითელი ხახვი უფრო მწარეა თუ თეთრი?

უნიფხვოს დათესილი ხახვია მწარე ფერს მნიშვნელობა არ აქვს lol.gif lol.gif lol.gif

This post has been edited by DODI on 29 Dec 2006, 10:14
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21992
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 29 Dec 2006, 14:08  #4456398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DODI
QUOTE
უნიფხვოს დათესილი ხახვია მწარე ფერს მნიშვნელობა არ აქვს

მეც მაგას არ ვწუწუნებ, რა სულ უნიფხვოები თესავენ ამ ხახვსთქო, ჯერ ნიფხვაინის დათესილი ხახვი არ შემხვედრია lol.gif
BaBajanka
:)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2592
წევრი No.: 20316
რეგისტრ.: 7-June 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2006, 14:46  #4456601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
ჩემი ქმრის თავშემონახულ მეგობარს სამზარეულოში ნეჟნად უკიდია ცურვის სათვალეები (ყველას რომ ჰქოდა ჩვენს ბავშვობაში, აქეთ-იქით რეზინები რომ კიდია და სხვადასხვა ფერის რომ არის)
ხოდა ხახვს იმით ჭრის და ძალიან კმაყოფილია smile.gif

მოიმარაგეთ აკვალანგები, ლასტები, რა იცით რაში გამოგადგეთ! biggrin.gif
abdaubda
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 222
წევრი No.: 25979
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 2 Jan 2007, 02:10  #4477104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი,ვისაც დედამთილები არ გყავთ და მაინც თქვენი დასაჭრელია დაჭრის დროს პურის გული შეჭამეთ,გაგონილი მქონდა და მე მშველის, ოღონდ, დიდი ხახვია თუა ბლომად პური მეჭმევაsmile.gif
კიდე ხახვს სანამ დაჭრი წყალში უნდა ჩადო თურმე


--------------------

auau
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4265
წევრი No.: 14891
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 13 Jan 2007, 23:25  #4561339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ჩემი გამოცდილებიდან - ძალიან ვფრთხილობ კონსერვების გაკეთების დროს.მაინც ზოგიერთი პროდუქტი სარისკოა. ამიტომ სოკოს ვინახავ ასე: კარგად გარჩეულ და გარეცხილ მიწის სოკოს (ხის სოკოს არ ეხება) წამოვადუღებ 3 - 5 წუთი,დავყრი საწურზე დასაწრეტად. შემდეგ დიდ მინის ქილებში ან ემალის ან მინის ქვაბში ვაწყობ მჭიდროდ და ვაყრი საკმაო რაოდენობის მარილს.(მარილი რაც მეტია, მით კარგად ინახება). სულ ზემოდან მჭიდროდ ვაფენ მუხის ფოთლებს.ვასხამ მარილიან წყალს დაახლოებით ისე, როგორც მწნილს, დანარჩენი მარილი შეერევა თავისით, ზემოდან ვადებ სიმძიმეს, ისე რომ სოკო სითხეში იყოს მოქცეული. თუ 2 და 3 ლიტრიან ქილებში ვდებ, სოკოს ვტენი მაგრად, მერე ფოთლებით ვფარავ და წყალი 2-3 თითით ზევით უნდა იყოს. უფრო მეტი გარანტიისთვის - ზემოდან ცოტა ზეთი ესხმება და გერმეტულად ინახავს. პერიოდულად ვრეცხავ მუხის ფოთლებს და ქილის ან ქვაბის ნაპირებს ვწმენდავ, რომ ობი არ გაცნდეს. ასეთი დამარილება უვნებელია. მერე სოკო დადგი გამდინარე წყლის ქვეშ, მერე წამოადუღე და შეუდგი ისრევ წყალს სანამ მარილი არ გაუვა. ეს ძალიან მალე ხდება. წამოდუღებული სოკო საყინულეშიც კარგად ინახება. ზოგიერთი ფორუმელი შემიძლია მოწმედ მოვიყვანო. yes.gif yes.gif


--------------------
არ ვიყეფები, ბატონო,არა!
აუაუ ყოველთვის ძაღლებთან და ყეფასთან კი არაა დაკავშირებული...
აუუუუუუუუუუუუ!
ნაიადა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12862
წევრი No.: 27911
რეგისტრ.: 6-January 07

გამოგზავნილია: 14 Jan 2007, 18:29  #4565455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თქვენ გაიხარეთ.
სხვა გვერდებზე საფრთხობელები დამხვდნენ( რამდენიმეს გამოკლებით.)
არ დავმფრთხალვარ, მაგრამ, მცირე ხნით, თქვენთან ამოვისუნთქებ, შეიძლება?
ყველანი ისეთი თბილები, იუმორიანები ჩანხართ, ვიცი უარს არ მეტყვით.
ჰოდა, კვერცხზე(გაგეცინათ?) მოგახსენებთ რამეებს. ზოგი ამოკითხულ-შემოწმებულია, ზოგიც თავად შევამჩნიე.

1. გატეხვამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს, რადგანაც ნაჭუჭზე მიკრულია უამრავი ბაქტერია; გატეხვისას ისინი მოხვდებიან კვერცხის შიგნით, მერე კი ,-საკვებში.
2. მოსახარშ ცივ წყალში ბლომად მარილის ჩაყრა აგვაცილიბს ნაჭუჭის დასკდომას; (თუ მაცივრიდან ეგრევე ცეცხლზე არ ვდურთეთ)
თოხლოდ მოხარშვისთვის ადუღებიდან ვადუღოთ არაუმეტეს 2-3 წუთისა.
მაგრად მოხარშვისთვის ვადუღოთ 5-8 წთ.
მაგრად მოხარშული კვერცხი დავდგათ ცივი წყლის გ ა მ დ ი ნ ა რ ე ნაკადქვეშ,-სრულ გაცივებამდე. ნაჭუჭი ადვილად გაეცლება. ერთხელ გადავლებით ამ შედეგს ვერ მივიღებთ.

3.ყიდვისას ავარჩიოთ მძიმე კვერცხები: ახალი კვერცხი მძიმეა, ძველი კი-მსუბუქი.
ცუდმა კვერცხმა სხვები რომ არ გაგვიფუჭოს, გასასინჯად ცალკ-ცალკე გავტეხოთ ხოლმე სხვა (პატარა) თეფშზე.
4. გატეხვისას თუ გული და ცილა (დანის მოუხვედრებლად) ერთმანეთშია შერეული, ასეთი კვერცხი არასანდოა,- უმრავლეს შემთხვევაში იწვევს მძიმე მოწამვლას. გამოვიყენოთ მხოლოდ ისეთი კვერცხი, რომელშიც ცილა და გული მკვეთრადაა გამიჯნული.

5. თუ ნამცხვარში გული და ცილა ცალკ-ცალკეა შესარევი, წვერმოტეხილი კვერცხიდან ცილა გადმოვღვაროთ, გული შიგვე ჩავტოვოთ და ჩავაწყოთ ისევ ლაფეთში, ან ღრმა, პატარა ჯამში ისე, რომ არ გადაბრუნდნენ.
6. კვერცხის შესაწვავად გამოვიყენოთ რაოდენობიდან გამომდინარე სიდიდის ტაფა.(თუჯისა სჯობს).
ათქვეფა სჯობს არა დანით, არამედ ჩანგლით, ან სათქვეფელათი. (ჰაერით მდიდრდება, მსუბუქდება)
ტაფა უნდა იყოს ძალიან ცხელი. ასეთ ტაფაზე მოვაყარით მწიკვით მარილი, მოვასხუროთ ცხიმი და დავასხათ მარილთან ათქვეფილი კვერცხი. მაღალ ცეცხლზე გავაჩეროთ ძირის დაბრაწვამდე, აქა-იქა ჩანგლით გავწიოთ, რომ სისველე ძირში ჩავიდეს. მერე ცეცხლი დავადაბლოთ და ბრტყელი გადასაბრუნებლით კვერცხი გადავაბრუნოთ. სისველე შევაშროთ გემოვნების მიხედვით: ზოგს ძაან მშრალი უყვარს, ზოგს,-ნაკლებად მშრალი.
თუ შეწვისას ტაფას თავსახურს დავაფარებთ, კვერცხს გადაბრუნება აღარ უნდა, ოღონდ ცეცხლი უნდა დადაბლდეს.

7. ბეზეს ცხობას, რაოდენობიდან გამომდინარე, სჭირდება 1-3 სთ.(ტემპერატურიდან გამომდინარეც.) თუ ბეზეს გამოყენება გამოუცხობლად გვინდა, გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ბეზე ფენებს შუა დნება, წყალდება. იგი მხოლოდ ზემოდან მოსართავად გამოდგება, ისიც, ბოლო მომენტში.
8. ზოგი საუზმე, რომელსაც აირღუმელში ვამზადებთ, შეგვიძლია გავალამაზოთ ნახევარნაჭუჭში ჩატოვებული გულით,რომელსაც ასათივე სახით ჩავდგამთ საჭმელში, გამოღებამდე 3-4 წთ-ით ადრე.

ვითომ არაფერი, მაგრამ ტრაქტატი გამოვიდა, არა?
წავალ ეხლა, კარგებო, არააგრესიულებო. ძველით ახალ წელს გილოცავთ.


--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)

,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 14 Jan 2007, 23:42  #4567761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
nia-aneta
QUOTE
(თუ მაცივრიდან ეგრევე ცეცხლზე არ ვდურთეთ)

ანუ თუ მაცივრიდან ეგრევე წყალში ვუშვებთ, მარილის ჩაყრა აუცილებელი აღარაა? spy.gif
QUOTE
8. ზოგი საუზმე, რომელსაც აირღუმელში ვამზადებთ, შეგვიძლია გავალამაზოთ ნახევარნაჭუჭში ჩატოვებული გულით,რომელსაც ასათივე სახით ჩავდგამთ საჭმელში, გამოღებამდე 3-4 წთ-ით ადრე.

ჰმ.. ეგეთი საუზმეები მე არ ვიცი. გაგვიზიარე შენი ცოდნა - შესაბამის თემაში wink.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (415) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0604 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]