გამარჯობა.
დაპოსტილ თემასთან დაკავშირებით პირველ რიგში ვიტყვი , რომ არ დავიწყებ იმის განხილვას , ვინ ვის რა უთხრა, ამ თქმაში რა იგულისხმა და ა.შ. სამართალს არ უყვარს ბუნდოვანება , მკითხაობა და ზედმეტად განზოგადებული საკითხები.
ამ ფორუმზე არაერთხელ დაწერილა და გამეორება ცოდნის დედაო და ჩვენც გავიმეოროთ. ბინის გირავნობა სამართლებრივ სივრცეში მასგავსი ტერმინი არ არსებობს. გირავნობა გამოიყენება მოძრავი ნივთების და არამატერილური ქონების უზუნველყოფის სახით , ხოლო იპოთეკა გამოიყენება უძრავი ნივთების უზრუნველყოფის მიზნით, ანუ ის რასაც ბინის გირავნობას ეძახიან რელობაში ეს არის ბინის იპოთეკით დატვირთვა...
რაც შეეხება ხშირ განცხადებებს , რომ მეპატრონე მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით ტვირთავს ბინას და თავად რჩება ბინაში და ქირას იხდის გარკვეულ თანხას (3%)..
პირველ რიგში განცხდება , რომ განვიხილოთ და დავალაგოთ გამოვა შემდეგი: პირი იღებს სესხს , სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით ტვირთავს ბინას და ყოველთვე გიხდით სესხის პროცენტს (და არა ქირას ასე ლამაზად რომ ჟჭერს) , იგივეა ბანკიდან აიღოთ სესხი , ბინა იპოთეკით დატვირთოთ და ყოველთვე იხადოთ პოროცენტი, მაგრამ განცხადება ისე ლამაზად და კოხტადა შეფუთული , რომ ბევრის ყურადღებას იპყრობს და არაერთი წამოეგება ანკესზე.
აღნიშნულ განცხადებებს ანთავსებებ პირები: ვისაც არ უნდა ბანკთან ურთერთობა (არიან ე.წ „ შავ სიაში“ , არსებული რეგულაციების ფარგლებში და მათი გადამხდელუნარიანობით საბანკო დაწესებულება არ გასცემს სესხს ან გასცემს ნაკლების ოდენობით ვიდრე ესაჭიროებათ) , ასევე პირები , რომლებსაც გარკვეული მოლოდინები აქვთ , რომ სესხად აღებულ თანხას რაიმე ბიზნესში ჩადებენ და მალე დაბრუნებ უკან და ა.შ.
1) იმისათვის , რომ დავადგინოთ აქვსთ თუ არა უფლებამოსილება იპოთეკით დარტვირთვაზე ამისთვის უნდა ვნახთ იმ უძრავი ქონების ამონაწერი , უძრავი ქონების რესტრიდან , რომლის იპოთეკით დატვირთვა ხდება.
2) იპოთეკის და ნასყიდობის ხელშეკრულებას ორი განსხვავებული სამართლებრივი დოკუმენტია და განსხვავებული რეგულაციაბეია , ნასყიდობის დროს ხდება ქონების შეძენა (საკუთრებაში მიღება) , ხოლო იპოთეკა უზრუნველყოფაა (გარანტია) სესხის დარუნების.
3) როგორც გითხარით ქირა არ არსებობს, ეს არის ყოველთვიური პროცენტი , რომლესაც გიხდიან , უბრალოდ უმეცარმა ხალხმა ქირა დაარქვა. ქირა იქნება იმ შეთხვევაში თუ ბინა თქვენს საკუთრებაში იქნება და სხვა პირი იცხოვრებს.
4) საშემოსავლო გადასხადი უნდა გადიხადოს იმ პირმა ვინც თანხა გასესხა და გადასახადის ოდენბა შეადგენს მიღებული თანხის ანუ სარგებლის 20%_ს.
5) აღნიშნული გაბათილება იმ შემთხვევაში მოხდება თუ გარიგება დაიდო მოტყუებით , ძალადობით , მუქარით , ქმედუუუნარობით და ა.შ.
6) სამწუხაროდ ჩვენი და არამარტო ჩვენი კონონმდებლობა განცდის ხარვეზებს, მაგრამ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ძლევა შესაძლებლობას , რომ რისკი მინიმუმამდე იყოს შემცირებული . რაც შეეხება თანხის არ დაბრუნებას , დროის გაწელვას და ა.შ. თუ მესხებელი არღვევს დადებულ ხელშეკრულებას , ამითვის უნდა მიმართოთ სასამართლოს და შემდგომში სააღსრულებლო ორგანოს რომ მსეხებელზე მოვახდინოთ იძულება.
პ.ს. ორთოგრაგრაფიულ შეცდომების არსებობის შემთხვევაში დაფიქრდით ვიდრე აღნიშნულზე დაპოსტავდეთ..
This post has been edited by GHOST91 on 18 Aug 2019, 22:42