ძალიან ბევრმა ამ განყოფილებაში არ იცის, თუ როგორ უნდა გადმოწეროს ფაილები ტორენტიდან და თანაც ნორმალური სიჩქარით...
ნუ რათქმაუნდა ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა იშვიათი ან ჩვენთვის ამ მომენტში აუცილებელი ფაილის გადმოწერა შეიძლება ტორენტ-საიტიდან, ხოლო თუ როგორ გადმოვიწეროთ პრობლემების გარეშე, ამას ქვემოთ ჩამოვწერ...
პირველ რიგში ვიწერთ შემდეგ ტორრენტ-პროგრამას
http://fast.ge/file/30504/bitcomet-setup-rar.htmlეს არის bitcomet 0.7 ვერსია, არის ამაზე ახალი ვერსიები, მაგრამ ჩემი და სხვა მრავალი მომხმარებლის გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ უამრავი "ლაფსუსი" არსებობს ახალ ვერსიებში, ასევე არსებობს FlashGet-ზე თან დაყოლილი ტორენტ-პროგრამა, მაგრამ მასაც არ გირჩევთ, ბევრი ბაგი აღმოვაჩინე მანდ...
ალბათ გსმენიათ ტორრენტთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე-"პორტის გახსნა"-ზე...
სინამდვილეში არაფერი რთული არ არის ამაში, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად "გახსნათ" ეს პორტი ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციით, ან დაურეკოთ თქვენს პროვაიდერს, რომლის ნომერიც იცით ალბათ, "კავკასუს ონლაინი"-ს (რომელიც მოიცავს- კავკასუს ნეტვორკის, ჯორჯია ონლაინის და სანეტის აბონენტებს) შეუძლიათ დარეკოთ ნომერზე 48-00-00 ან 20-00-00.
ე.ი. ჩავაინსტალირეთ ეს ბიტკომეტის პროგრამა( გირჩევთ რუსული ენის არჩევას, ნუ თუ ინგლისური არ იცის ზოგიერთმა, ჯობია რუსული ვერსიით აგიხსნათ, რადგან უმეტესობას ალბათ მაინც რუსული ესმის)...შევდივართ ამ პროგრამაში და გადავდივართ ზემოთა მენიუში "Настройки"(ინგლისურ ვერსიაში იქნება "Preferences") ან ვაჭერთ (Ctrl+P).
გამოდის შემდეგი ფანჯარა...
ვაკოპირებთ პორტის ნომერს(ჯობია ჩაიწეროთ სადმე)
შემდგომ შევდივართ Control Panel-ში და შევდივართ Network Connections-ში... ქსელის "ნათურები" იქნება სავარაუდოდ
და ვირჩევთ ამას (Properties)
შემდგომ შევდივარ(ავტომატურად ამ მენიუზე გადავა) General-ში და და ვირჩევთ Internet Protocol (TCP/IP)-ს.
და ვაჭერთ Properties...
თუკი თქვენს "Protocol"-ში არ არის შეტანილი IP მისამართი, არ ინერვიულოთ, ეგ არაფერი, აირჩიეთ მენიუ "Use the following IP adress:" და შეიყვანეთ რიცხვები, როგორც ზემოთმოცემულ სურათშია...
განსხვავება იქნება, Online-ისა და Sanet-ის აბონენტებისათვის, ბოლო 2 მწკრივში: Preffered DNS Server -ში და Altarnate DNS Server-ების გასწვრივ
Online-ს შეყავს:
Preffered-ში: 213.157.196.130
Altarnate-ში: 213.157.196.131
Sanet-ს შეყავს:
Preffered-ში: 212.72.130.20
Altarnate-ში: 212.72.132.190
იმის შემდგომ რაც შევიყვანეთ ეს IP-ები (ან დავტოვეთ როგორც არის), ამოიწერთ "Defaul Gateway"-ს გასწვრივ რა IP-ცაა მოცემული ანუ: "192.168. 1.1"
ვაჭერთ OK და შემდეგზეც OK...
შევდივართ Start-ში, და ვირჩევთ Run-ს...
გამოსულ ფანჯარაში ვწერთ ამას:
და ვაჭერთ OK-ს
შემდეგ გამოსულ ფანჯარაში, მოგვთხოვს პაროლის შეყვანას.
კავკასუსისთვის როგორც წესი პაროლებია : ან "1234" (" "-ების გარეშე შეგვყავს რათქმაუნდა), ან "admin" ან "azma" ან "leqso", "ubuntu"
სანეტი ვისაც ააქვს : "epicrouter" სცადეთ.
ონლაინს რაც შეეხებ: ან "epicrouter"(იშვიათ შემთხვევაშია სამწუხაროდ) ან თუ არ წავიდა, უნდა დარეკოთ და გეტყვიან.
იტოგში თუ გაიარეთ ეს ეტაპიც და პაროლი შეიყვანეთ წარმატებით, ასეთ რამეს იხილავთ წინ
თუკი ასეთი მენიუ არ გამოვიდა თქვენ წინ, ესე იგი, პაროლი ან როუტერი არის არასტანდარტული და შესაბამისად მოგიწევთ პროვაიდერთან დარეკვა და პორტის გახსნის თხოვნა, უკარნახებთ იმ ნომერს, რომელიც ბიტკომეტის Preferences-დან დაიმახსოვრეთ და გაგიხსნიან.
ვინც გაიარა და დაინახა ის საბედისწერო მენიუ, სადაც წერია Enter Menu Selection Number-ის გასწვრივ შეგყავთ : 15 ( NAT Setup), აჭერთ ენტერს, შემდეგ შეგვყავს : 2 (Nat Servers Sets) და ვაჭერთ ენტერს , შემდგომ შეგვყავს: 1 (Server Set 1 <Used For SUA Only) და ისევ ენტერს ვაჭერთ
როგორც სურათზეა მოცემული "7152"-ის მაგივრად შეგყავთ ის ციფრები რაც ბიტკომეტში ამოაგდეთ (პორტის ნომერი). ხოლო ბოლში IP- რომ წერია, შეგყავთ ის, რაც ქვემოთმოყვანილ სურათში არის პირველ ხაზზე ანუ ამ შემთხვევაშია "192.168.1.5"
თუკი თქვენ აქამდე შეყვანილი გქონდათ სხვა IP, სიტყვაზე 192.168.1.225, მაშინ Telnet-ის ბოლო შესავსებ ცხრილშიც უნდა ჩაწეროთ 192.168.1.225, 192.168.1.5-ის მაგივრად.
მონაცემთა შევსების შემდეგ, "ისრებით" ან ენტერით "მოციმციმე ვერტიკალურ ხაზს" ჩამოვიყვანთ იქ, , როგორც სურათზეა მითითებული, და ვაჭერთ ენტერს, რომ დავადასტუროთ ჩვენი მონაცემების შეყვანა
შემდეგ მენიუდან გამოვდივართ, ESC-ით, მერე ისევ ESC და ბოლოში 99 და ვაჭერთ ენტერს.
თუკი ყველაფერი სწორედ შეასრულეთ, მინდა გაგახაროთ, რომ პორტების გადამისამართება დასრულებულია.
რაც შეეხება ტორენტ საიტებს: ქართული ტორრენტს საიტებიდან, ასე თუ ისე აქტიური ვიცი :
http://geotorrents.com/რათქმაუნდა ყველაზე დიდი სიჩქარე გექნებათ, აქედან გადმოწერილი ფაილების ჩამოტვირთვის დროს, რადგან "ლოკალი"-ში მყოფი კომპებიდან წამოიღებთ ამ ფაილს...
მარტივად რომ ვთქვათ Seeder-ი ნიშნავს იმას, ვინც ფაილს აწვდის სხვებს, რადგან თვითონ უკვე გადაიწერა (ან მისი დაგდებულია ეს ტორენტ ფაილი), ხოლო Leecher- ის ადამიანია, ვინც ამ ფაილს იწერს Seeder-ებისა Leecher-ებისგან, როდესაც თვითონვე არასრული ფაილის დროს სხვასაც უნაწილებს ამ ფაილს. რაც უფრო მეტი ლიჩერი და სიდერი ყავს ფაილს, მით უფრო დიდი სიჩქარით მოდის ფაილი.
ტაკს გავაგრძელოთ, შევდივართ, ესე
http://geotorrents.com/ -ზე და ვრეგისტრირდებით... ვავსებთ მონაცემებს და მეილზე მიღებული Confirmation-ის ლინკზე შევდივართ და გადავალთ ჯეოტორენტის საიტზე, უკვე აქტვივირებული იუზერით...ტესტირებისთვის გადმოიწერეთ რომელიმე ფაილი ,მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ, პირველ რამოდენიმე გვერდზე Wait Time-ს შეამჩნევთ, მოცემული ლინკების გასწვრივ რომ საათების რაოდენობა წერია მაგ. ”48” ან ”20” , რაც ნიშნავს დალოდების დროს, რამდენი ხანიც არ შეიძლება, რომ გადმოიწეროთ ეს ფაილი, ამიტომ დააკვირდით რომ ეს Wait Time-ი არ ქონდეს, იმ ფაილს, რომელზედაც შეხვალთ...გადმოიწერთ და გახსნით, ავტომატურად გამოვა ბიტკომეტის ფანჯარა...
მიუთითებთ, ადგილს სადაც გინდათ რომ ჩაიწეროთ ეს ფაილი და ცოტა ქვემოთ ”პწიჩკებით” რომ არის აღნიშნული ფაილები, რომელთა ჩამოტვირთვაც გინდათ და მიეცით ოკ. შემდეგ შედით ისევ ჯეოტორენტზე და ნახეთ, თქვენი ნიკისა და IP-ის გასწვრივ რომ წერია Connectable : -ის გასწვრივ რა წერია, თუკი წერია NO ან UNKNOWN ესე იგი რაღაც პრობლემაა და სცადეთ Firewall-ის ჩართვა ან დაწერეთ თუ არ გამოგივიდათ რამე....
თუკი Yes წერია, მაშინ ყველაფერი რიგზეა და პრობლემა არ იქნება არანაირი ტორენტების გადმოწერის....
ე.ი. ჯეოტორენტს მოვუარეთ, ახალა გადავიდეთ სხვა ტორენტებზე, მე მაგალითად არანაირად არ მომწეონს ჯეოტორენტი, მაგრამ ცუდი ისაა რო ლოკალზე სხვა ალტერნატივა არ არის....მაგრამ რუსეთის ტორენტიდან შეგვიძლია ძალიან ბევრი და კარგი ფაილები ვიშოვოთ... ჩემი აზრით საუკეთესო ტორენტია
http://torrents.ru , საიდანაც ძალიან კარგათ მოაქვს, თუკი ტორეტს ბევრი სიდერი ყავს, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ტორენტს.რუ-ს დიდ პატივს ვცემ, ის არის, რომ 1 წლის წინ დადებული ფაილებსაც კი ასიდერებს ხალხი და ძალიან დიდი ბაზაა ტორენტების
კიდევ ერთი კარგი უნივერსალური ტორენტ-საიტი შემიძლია გირჩიოთ:
http://www.mininova.org -საიდანაც რეგისტრაციის გარეშე შეგვიძლია ტორენტ ფაილების გადმოწერა, საერთოდ მინინოვა არის, ტორენტ-საიტებიდან აღებული ტორენტ-ფაილების საძიებო სისტემასავით...მაგრამ შესაბამისად დარეგისტრირების გარეშე გადმოწერილი ფაილები შედარებით დაბალი სიჩქარით მოაქვს...
კიდევ რამოდენიმე კარგი ტორრენტ-საიტი:
www.torrentleech.org (სადაც მოსაწვევის მიღებაა საჭირო რეგისტრაციისთვის)
www.file.lv
torrents.to
www.torrentz.com
და მრავალი და მრავალი, გუგლში უბრალოდ ჩაწერთ "torrents"-ს და ათასობით საიტებს ამოგიყრით...
რაც შეეხება Ratio-ს...Ratio-არის თქვენს მიერ ატვირთული ფაილების ზომის პროცენტული შეფარდება, თქვენს მიერ ჩამოტვირთულ ფაილების ზომასთან. უამრავი საიტი, სადაც საჭიროა რეგისტრაცია, მოითხოვს იუზერისგან ამ Ratio-ს დაცვას...მისი დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში კი ბანსაც ადებენ...
Ratio-ს აწევის/შენარჩუნების კარგი და გამოცდილი მეთოდია: ისეთი ფაილების გადმოწერა, რომელიც მომხმარებლებში ძალიან პოპულარულია და უმჯობესია "პერსპექტიულ" ფაილებს თუ აიღებთ, რადგან რაც უფრო ნაკლები სიდერი ყავს ფაილს და რაც უფრო მეტი ლიჩერი, მით მეტი ადამიანი იწერს თქვენგან და შესაბამისად Ratio-ც მაღლა იწევს...
P.S. იმათთვის ვისაც სასწრაფოდ სჭირდებათ ჯეოტორენტიდან ფაილის გადმოწერა და Wait Time-ის გამო ამას ვერ ახერხებთ, შემიძლია გათხოვოთ ჩემი ნიკი, PM-ში მომწერეთ...
ასევე ფაილების Upload-ის მსურველებმა შეგიძლიათ მომმართოთ, თუკი გსურთ ჯეოტორენტზე ფაილის ატვირთვა, Chempion-მა გამოგვიყო იუზერი, რომელსაც Uploader-ის სტატუსი აქვს და შესაბამისად შეძლებთ ატვირთვას.
დაწერეთ თუკი სხვა რამე კითხვები გაქვთ აქ ან PM-ში მომმართეთ და შევეცდები გიპასუხოთ...
This post has been edited by Beliar on 18 Apr 2007, 23:57
You either die a hero or you live long enough to see yourself become the villain.