შენზე უარეს სიტუაციაში ვარ ძირითადად
, შენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიგიღია, იგივე პროფესიული, ჯარი...ყოჩაღ მიზანდასახულობის და კეთილსინდისიერების ამბავში
მესმის ეგ სირთულეები, მეც სულ რაღაც 1 წელი ვიმუშავე და...თუმცა მე ხაჭაპურებზე მაინც ვეგზავნებოდი და ერთად ვჭამდით
იმდენად მტანჯველი იყო ჩემთვის მაგათთან ურთიერთობა, რომ ამის გამო გამაგდეს (აღარ დავდიოდი)
შენ ამბობ, რომ შეგიძლია საუბარი რაღაც თემაზე და ა.შ. იქნებ კრიტიკულაად გადააფასო? ან შეიძლება მართლა შეგიძლია, ყველა 1 შემთხვევა ჰო ვერ იქნება
მაგრამ აი მე, სიტყვაზე 2 საათზე მეტიც მილაპარაკია ლამის უცხოსთან - ადამიანთან რომელიც მსიამოვნებს - მაგრამ ვხვდები, რომ მას ნაკლეებად ვაინტერესებ და სულ უფრო ,,დაბლა მიდის" ეგეთი ურთიერთობა
მთავარი მგონია ,,გახსნილობა", ,,სილაღე" ასე ვთქვათ...შეიძლება ყველაზე საინტერესო ადამიანი იყო, მაგრამ ეგ არ გქონდეს და დამჭკნარი ყვავილივით ურთიერთობები გექნება
იმას ვამბობ, სიტყვაზე ,,ვერბალური ინტელექტი" რამდენად გაქვს განვითარებული...როცა ცოტას საუბრობ, ან სულ არა (მე შეიძლება ითქვას არც ვლაპარაკობდი საერთოდ), არ არსებობს არ გადაეჩვიო ამას...საუბარი გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ საუბარი, ბავშვობიდან რომ ითვისებ ამის დავიწყების შემდეგ, არანორმალური სირთულეები იქმნება
ჰოდა, ამის და ადამიანების მიმართ შიშის გადალახვა შეიძლება, თუ მიეჩვევი
ყოველდღიურად უნდა დააძალო თავს და ეჩვევი...როცა შენი სურვილით აკეთებ, ცდილობ, ხედავ რმ გამოგდის
და თუ არ ცდილობ, ვერ მიეჩვევ...
პრაქტიკულ მაგალითს გეტყვი
როცა ,,ვარჯიში" დავიწყე, ადამიანთან ახლოს მისვლა არ შემეძლო. ახლოს ,უცნობ ადამიანთან...იმდენად მეშინოდა. ჩემი ,,მისია" იყო ,,ახლოს გავლა". შემდეგ, ახლოს გავლა ,,მომწყინდა" და ,,წარმოვიდგენდი, ვითომ რაღაცას ვკითხავდი". ასე, მოვიდა ის დღე, როცა ვკითხე
დავიწყე უაზრო შეკითხვები, მოკლე, რომ ეს ქუჩა სადაა? და პირველი 2 თვე ისე ვიტანჯე...ჯერ 1-2 ადამიანს ვახერხებდი, მაგრამ შემდეგ მინიმუმ 10 დავიდგინე
ახლა იმ ეტაპზე ვარრ, რომ თუ არ ,,გადამეკეტა", ნებისმიერ ადამიანს, სქესს, გარეგნობას...ვაჩერებ და ვეკითხები, ეს მარშუტკა აქ გამოივლის? და ა.შ. უკვე მრავალფეროვნება გაჩნდა ჩემს შეკითხვაში, შიგადაშიგ ღიმილი, ნაკლებად ,,რობოტული ხმა" და მეტი ჟესტიკულაცია სახით თუ ,,სხეულის ენა"
დამიჯერე, სადც მე მოვახერხე, ნებისმიერს შეუძლია
მაგრამ ,,იდეურად" უნდა მოინდომო, მე მქონდა ,,ექსპერიმენტი განკვეთა და 0 სიტყვა", რაც გავაკეთე და ახლა მაქვვს საპირისპირო მხარე, რაც კუს ნაბიჯებით, მაგრამ გამომდის...
სიტყვაზე თავიდან არ შემეძლო, ბავშვს გავხუმრებოდი და ა.შ. დღეს ბურთი ჩუმად გადავუდგე და რომ გაშტერდნენ რატომ მიგორავსო, მეთქი ცოცხალია ეს ბურთი და იმიტომ და ა.შ.
რუსული თუ იცი, წიგნს დაგილინკავ ვერბალურ ინტელექტზე, ეგ კიდევ სხვა თემაა (მე ნაკლებად მეშინია ადამიანების, მაგრამ აზრების ჩამოყალიბებაში ჯერ არ ვარ კარგად და გავურბი. ანუ აზრები, როცა მოქნლი ხარ და კონტროლზე გყავს ადამიანი, როგორც ბავშვობაში, როცა მქონდა ეგ ყველაფერი)
პ.ს. იყო დრო, როცა ქუჩაში ვერ გავდიოდი, წლები არ გავსულვარ, წლები. მართლა, 2 წელზე მეტი გადავაბი. ისე მეშინოდა, გონს ვკარგავდი ლამის, მაგრამ შემდეგ ყოველ დღე დავიწყე გასვლა, ყოველ დღე და სტატისტიკურად რომ ვთქვა, სადღაც 1 500-ე გასვლაზე მომეხსნა ეგ. ადამიანებზე სადღაც 600-ე ადამიანზე ,,გავნორმალურდი" ძველთან შედარებით...ანუ, რაღაცის 2 000-ჯერ გამეორება, როცა შენი სურვილია აჯობო ამას, აუცილებლად გამოიღებს შედეგს
ყველაფერი მიჩვევა და გადაჩვევაა
ხიკიკომორი რამდენად გინდა იყო? მე მინდოდა, ახლა ვერ ვიტყვი არ მინდაო, მაგრამ ჯერ გავხდები სოციალური არსება და შემდეგ შეიძლება ისევ დავუბრუნდე ძველ სტადიას
ექსპერიმენტია, თამაშია...გაიმეორე ქმედება 100–ერ და დაინახავ გაგიადვილდა, 1000–ჯერ და გამოგდის..
სახლიდან ვერ გავდიოდი და ახლა დორბლებს რომ ყრიან ,,მტრული გარემოებები", პირდაპირ მივაჭრი გოგოსთან და ვეკითხები რამეს, ეს წამოუდგენელი იყო ადრე...მალე ლაზღანდარულ საუბარშიც ავიყოლიებ
(ყველაფერს ამას ,,გახსნილობა" გაძლევს, როცა მისი და სხვების აღარ გეშინია, სულ უფრო ბუნებრივად იქცევი და თავისუფლად)
პ.პ.ს. აი რაც დავწერე, მოვა დრო და ვილაპარაკებ, როგორც ორატორი
, არა მოსაწყენად, მონოტონურად, არამედ...და ახლა, არაფერი გამომივა, რადგან ,,ვერბალური ინტელექტი" მომიკვდა
, მარტო წერით ვარ თევზი წყალში, წლობით წერა ამას გიშვრება
ზოგს წერა არ შეუძლია საერთოდ...სულ თავიდან არც მე შემეძლო