ტოჩინოშინი (ნამდვილი სახელი — ლევან გორგაძე; დ. 13 ოქტომბერი 1987, მცხეთა, საქართველო) — ქართველი სუმოისტი, 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელი, კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელი.
ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) წამყვან პოზიციებს. მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. 2018 წელს ტოჩინოშინმა გაიმარჯვა ჰაცუ ბაშოში (15 დღიან ტურნირში) და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი.
ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (ცხენის წაბლი) და „შინი“ (გული)
წინა თემის ლინკი:
ტოჩინოშინიინფორმაცია სუმოზე :
სუმო (post #25572294)სუმოს ლექსიკონი
ბანძუკე: სუმოს რეიტინგ-ლისტი, რომელიც წინა ბაშოს შედეგების მიხედვითაა შედგენილი და ქვეყნდება მომავალი ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბანძუკე ხელნაწერი დოკუმენტია, რომელიც სუმოისტებს ურიგდებათ.
ბაშო: სუმოს სუპერტურნირი. წელიწადში 6 ბაშოა. უფრო ზუსტი დასახელებაა ჰონბაშო.
გიოჯი: სუმოს მსაჯი
დოჰიო: არენა სადაც მიდის ორთაბრძოლა. თიხნარზე დაყრილი ქვიშაა, რომელიც ბრინჯის მცენარის ღეროს რკალითაა შემოსაზღვრული.
დოჰიო-ირი: რინგზე გასვლის ცერემონიალი. მხოლოდ ძურიოს და მაკუუჩის დივიზიონის სუმოისტები ასრულებენ. დასავლეთის და აღმოსავლეთის სუმოისტები ცალ-ცალკე ასრულებენ რიტუალს, იოკოძუნა კი ცალკე.
იოკოძუნა: დიდი ჩემპიონი, ყველაზე მაღალი ტიტული სუმოში.
იუშო: ტურნირის მოგება ნებისმერ დივიზიონში. უმაღლეს დივიზიონში თან ახლავს იმპერატორის თასის მოგება.
კაჩი-კოში: ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რაც რეიტინგში წინსვლის გარანტიაა.
კენშო-მავაში: სარიტუალო მავაში, რომელიც ინდივიდუალური გემოვნებითაა მოხატული. ადრე კენშო მავაშით ჭიდაობდნენ.
კირიმატე: ილეთი, რომლის წყალობითაც იმარჯვებს რიკიში. კირიმატე მრავალია.
კინბოში: ოქროს ვარსკვლავი. ეძლევა მაეგაშირას რანგის სუმოისტს თუკი ის ბაშოზე იოკოძუნას დაამარცხებს. აქვს ფინანსური დატვირთვაც.
კომუსუბი: მეოთხე რანგი სუმოში.
მაეგაშირა: უმაღლესი დივიიზონის სუმოსიტთა უდაბლესი რანგი. ბაშოს დროს მხოლოდ მაღალი რანგის მაეგაშირებს უწევთ ბრძოლა იოკოძუნასთან და ოძეკისთან.
მაკე-კოში: უარყოფოთი ბალანსი, რეიტინგში დაქვეითების გარანტია.
მაკუუჩი: უმაღლესი დივიზონის დასახელება.
მაკუშიტა: რანგით მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი დივიზიონი.
მავაში: სუმოისტის ქამარი-ტილო, რომელსაც ის ატარებს ვარჯიშისას და ორთაბრძოლისას. თეთრი, ბამბისა ვაჯიშისას და აბრეშუმის ფერადი – შეჯიბრებისთვის.
ნიჰონ სუმო კიოკაი: სუმოს ასოციაცია.
ოიაკატა: სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი
ოძეკი: ჩემპიონი, მეორე რანგი პროფესულ სუმოში.
რიკიში: პირდაპირი თარგმანით, ძლიერი მამაკაცი. სუმოისტი.
სანდანმე: მეოთხე დივიზიონი.
სანიაუკუ: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე და კომუსუბი – ამ რანგის სუმოისტთა კრებსითი სახელი.
სეკიტორი: ის სუმოისტი, რომელიც ორი ელიტური დივიზიონიდან ერთ-ერთშია.
შიკონა: საბრძოლო სახელი. შეიძლება იყოს ნამდვილი სახელის იდენტურიც.
ძურიო: მეორე დივიზიონი, ითვლება ელიტად. ამ დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტს აქვს ხელფასი და პრივილეგიები.
ჯონიდანი: რანგით მეორე უდაბლესი დივიზიონი სუმოში.
ჯონოკუჩი: უდაბლესი დივიზიონი . ასეც ითარგმნება იაპონურდან – „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
ჰენკა: დაჯახების დროს ხერხით მეტოქის აცილება და ამ მეთოდით გამარჯვება. ხშირად ცუდ ტონად ითვლება იაპონელ პუბლიკის თვალში, განსაკუთრებით თუ ჰენკას მაღალი რანგის სუმოისტები მიმართავენ.
გავიგე 30ში ოფიციალურად ოძეკი გახდებაო.რამდენად მართალია?
This post has been edited by marimari11 on 27 May 2018, 16:50