ეს ის შემთხვევაა, როცა აღარც თანამედროვე ავიონიკა უშველის
სუ-25 არის მძიმედ შეჯავშნული მფრინავი ტანკი, რომელიც შექმნილია სპეციალურად დაბალი სიმაღლეებიდან ახლო კონტაქტში იერიშებისთვის. ვერანაირი ავიონიკა ვერ უშველის ასეთ სიმაღლე-სიახლოვეზე მოქმედებისას თანამედროვე შეიარაღების პირობებში...
დიდი სიმაღლიდან მართვადი რაკეტების/ბომბების სასროლი ავიონიკის დაყენებას კიდევ დიდი აზრი არ აქვს.. ჯერ ერთი არც ისე მაღლა ადის (პრაქტიკული ჭერი დაუტვირთავად - 8000 მეტრი, სრული დატვირთვით 5000 მეტრი) და მერე ენერგიის საკმაოდ დიდ ნაწილს თავისი ჯავშნის თრევაზე ხარჯავს, რომელიც დიდ სიმაღლეზე არაფერში სჭირდება და უბრალოდ ზედმეტი ბალასტია.. და ამავდროულად მისი ნაწილია კონსტრუქციულად...
ანუ რომც დააყენო ეგ ახალი ავიონიკა, ვერც საკმარის იარაღს წაიღებს, ვერც საჭირო სიმაღლეზე ავა, ვერც გამანადგურებლებისგან დაიცავს თავს... ე.ი. არ იქნება ეფექტური.. სამაგიეროდ იქნება იდეალური სამიზნე )))
საერთოდ სხვა თვითმფრინავები გვჭირდება, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის პირობებში რომც გვაჩუქონ ექსპლუატაციის ტ-კი არ გვაქვს... მაგალითად ფ16-ის CPFH (ფრენის ყოველი საათი. შედის საწვავი, მარაგი ნაწილები, მფრინავის და ტექნიკური პერსონალის ხელფასები) $15-20კ - ს აღწევს... წელიწადში 2-3-ჯერ 1 საათი ან იფრენენ ან ვერა, მაშინ როცა ელემენტარული უნარების გამოსამუშავებლად და ფორმაში ყოფნისთვის, აშშ-ს სტანდარტებით მინიმუმ 180-200 საათია წელიწადში საჭირო.
This post has been edited by RedShark on 21 Sep 2021, 22:39