დედაჩემი მკითხაობს გასაგიჟებლად
მე ახლაც შოკში ვარ, როგორ შეუძლია ასე მკითხაობა ვის, ვის და დედაჩემის ტიპის ქალს...........
საერთოდ ძალიან ისეთი ტიპია, აი, ანტიმკითხავი ტიპია ყოველნაირად
ლაპარაკობს ცოტას და მორიდებულად, სხვის საქმეებში არ ერევა არასოდეს
არც ჭორაობს, არც ჭორებს უსმენს, პირდაპირ ეტყვის ადამიანს, სიტყვას პირში შეატეხავს, არ მაინტერესებს და ნუ მოყვებიო.....
დაქალები და ვიღაც-ვიღაცების მისვლა-მოსვლა არასოდეს უყვარდა
სულ ალაგებდა ან წერდა ან ხაზავდა
ყველასთან ზომიერი ურთიერთობა აქვს.......
ერთნაირი, დისტანციური
ამას იმიტომ ვყვები, რომ არანაირად არ არის ისეთი, ზოგიერთები რომ არიან უსაქმური და ცანცარა ქალები, ენას რომ არ აჩერებენ და ძაან გართულები რომ არიან რაღაც სულელური იდეებით, მითხაობას რომ იბრალებენ, წააბამენ ერთნაეთძე ტყუილს და მართალს, ცისას და ბარისას, გაგონილს და გაუგონარს.......
ეს ძალიან სერიოზული ადამიანია, ძალიან თავშეკავებული.......
მაგრამ, ნუ, გაშლის კარტს და მოყვება მოკლედ და კონკრეტულად, რასაც მოყვება, ის ხდება 100%-ით
თან თვითონ იძახის, არც ვიცი, რას ვლაპარაკობ და არც მჯერა არაფერი ჩემივე სიტყვებიდანო
ხუმრობა-ხუმრობაში
ერთმა აქაურმა სულიერმა ახალი სამსახურიც იშოვა, ხელფასიც კი დაუსახელა მკითხაობის დროს, როგორც უთხრა, გატყუებს ბიჭიო, ასეც აღმოჩნდა, მეორეს სუყველა პაკლონიკი კაკალ-კაკალ ჩამოუთვალა, მათ შორის ისეთი ოდიოზური პიროვნება, რომელსაც ყველა იცნობს....... ის ისე დაახასიათა, რომ ვთქვა აქ, სიცილისგან იხოხებთ ყველა
ნუ, თვითონ დედაჩემი ხო აზრზე არ იყო, ვიზეც ლაპარაკობდა, თორემ ტელევიზორში კი ჰყავს ს ნანახი
ნუ, საზღვარგარეთ წახვალო, უთხრა და მართლა წავიდა.......
მოკლედ, რაღაც ტიხარი აქვს გახსნილი ამ ქალს და იქედან ქაჩავს ინფორმაციას ისე, რომ თვითონაც აზრზე არ არის, როგორ აკეთებს ამას............