მამაკაცები მთვარის ნიშნის მიხედვით ©
რუსამამაკაცი მთვარით ვერძისულ არაა აუცილებელი,რომ ეს მამაკაცი ვერძივით იქცეოდეს, მაგრამ გარკვეული ვერძული თვისებები მისთვის დამახასიათებელი იქნება. თან ზუსტად ამ თვისებებს გამოავლენს თქვენთან ურთიერთობის დროს. მაგალითად თუ მზით ქალწულია , სამსახურში ის მოიქცევა,როგორც ქალწული,ხოლო თქვენთან ვერძი იქნება.
მამაკაცი,ვერძი მთვარით,დაგიწყებთ დევნას,სანამ მიზანს არ მიაღწევს . მიზანი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა _ დაწყებული იქიდან რომ სურვილი ექნება თქვენი სახით შეიძინოს სასიამოვნო თანამოსაუბრე,დამთავრებული იმით,რომ შეეცდება ლოგინში შეგითრიოთ. მიზანი აუცილებლად იქნება დამოკიდებულია მთავრის განლაგებაზე ჰოროსკოპის სახლში. ასე რომ,როდესაც იგრძნობთ ყურადღებას ამ მამაკაცისგან მაშინვე ნუ მოიხიბლებით, შეიძლება მას უბრალოდ აინტერესებს,სად შეიძინეთ ქუდი,რომ მერე ასეთივე აჩუქოს სხვა ქალს .
მაგრამ დავუშვათ,მისი ყურადღების ობიექტი ხართ თქვენ და არა თქვენი ქუდი,როგორ მოვიქცეთ მასთან?
მთვარით ვერძ მამაკაცს სურს,რომ მისი მოთხოვნები შესრულდეს სწრაფად. მას შეუძლია უბრალოდ გაწყვიტოს თქვენთან ურთიერთობა თუ დიდხანს იფიქრებთ: წახვიდეთ თუ არ წახვიდეთ , დათანხმდეთ თუ არ დათანხმდეთ .... და .შ სასიყვარულო ურთიერთობებში მას მუდმივად სჭირდება "ირბინოს" სადღაც და განიცადოს ახალი შეგრძნებები . თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისცეთ მას მუდმივად ახალი შეგრძნებები - "გუდაბაი ლედი" ... მრავალფეროვნებისთვის შეიძლება მოგიწყოთ სკანდალი იმ მიზეზით,რომ არ აქცევთ სათანადო ყურადღებას იმიტომ,რომ პატივს არ სცემთ.
პოპულარული წყაროები წერენ: "რომ ამ მამაკაცს წინააღმდეგობები აძლევენ შთაგონებას".დიახ,ეს ასეა იქამდე,სანამ წინააღმდეგობას ანუ თქვენ , არ მოერევა. როცა დაგამარცხებთ მიხვდება,რომ დასაძლევი უკვე არაფერია და გაეშურება ახალი წინაღობების გადასალახად. როგორ დააკავოთ ის? ამისთვის დააკვირდით სატურნის მდებარეობას მის და თქვენ ჰოროსკოპში.
მთვარით კუროძალიან ემოციური და ფიცხია,როგორც მამაკაცი,მთვარით ვერძში. ის არ დაგიწყებთ დევნას, უბრალოდ ყველა ხელსაყრელ მომენტს გამოიყებენს, რომ თქვენ ცხვირწინ იტრიალოს,თითქოს რაღაცას ელოდება . ეს მამაკაცები მოთმინებით გამოირჩევიან. არ უყვართ ჩხუბი. ოჯახური უსიამოვნენები დიდხანს შეუძლიათ უსიტყვოდ განიცადონ.
პოპულარული წყაროები წერენ: “თუ კუროს თვისებების მატარებელი მამაკაცის მოთმინება ამოიწურა,ის წავა და გამორიცხულია,რომ აზრი შეიცვალოს”. ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს . თუ სატურნი მის ჰოროსკოპში ქმნის კვიკონსს (150 გრადუსი) ვენერასთან ან მთვარესთან. ამ ასპექტს შეიძლება დავარქვათ "აქეთ-იქეთ" ანუ თქვენი მამაკაცი ივლის წინ და უკან .
თუ თქვენ შეუქმნით სტაბილურობის განცდას და მას ექნება ხვალინდელი დღის რწმენა; აგრძნობინებთ,რომ არ ხართ მფლანგველი, გეხერხებათ ეკონომია, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება. ასევე მოგიწევთ გახდეთ კარგი მზარეული, იმიტომ რომ მშიერი მთვარე კურო ძალიან ბოროტდება.
მთვარით ტყუპებიმათთვის მთავარია - ინტელექტუალური საუბრები . ხშირად ისინი ინტელექტუალური საუბრების მიღმა მალავენ თავის სქესობრივ სიცივეს. ამიტომ დგება საკითხი, გაჰყვეთ მას ცოლად,რათა იყოთ მისთვის ინტელექტუალი თანამოსაუბრე თუ ...... ?
თუ არაფერი გექნებათ მასთან სალაპარაკო,მამაკაცი მთვარით ტყუპები ჯერ დაგაიგნორებთ,შემდეგ დაიწყებს იმაზე საუბარს,რომ ოჯახური ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და მაშინვე წავა,როცა თქვენზე უკეთეს თანამოსაუბრეს იპოვის.
რა უნდა გააკეთოთ,რომ მისი ინტერესი თქვენს მიმართ არ განელდეს,მგონი ისედაც ნათელია . მაგრამ რაზე უნდა ესაუბროთ ? ნახეთ მისი მერკურის მდებარეობა.
მთვარით კირჩხიბიმამაკაცი ასეთი მთვარით აფასებს სინაზეს,მზრუნველობას და ერთგულებას. მას სურს,რომ თქვენ თანაუგრძნოთ,მასთან ერთად გადაიტანოთ ყველაფერი ის,რაც მის თავს ხდება. თუ ის ამას ვერ იპოვის თქვენ ურთიერთობებში,სხვა დანარჩენზე ლაპარაკი ზედემტია
მას უყვარს,როცა მუდმივად უმზადებენ რამე გემრიელს. არ შეიძლება იმის თქმა,რომ ჭამა მისი ცხოვრების აზრია. მაგრამ თუ ცუდი მზარეული ხართ, მის პატივისცემას ვერ ეღირსებით .
მამაკაცს მთვარით კირჩხიბში ოჯახში უყვარს მშვიდი,კომფორტული გარემო. მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა მას აღიზიანებს და ხდება ნერვიული.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თუ ქსურთ ეს მამაკაცი "გამოიჭიროთ", დაუმეგობრდით მის დედიკოს ან თავი მოჩვენეთ,რომ მეგობრობთ.
მთვარით ლომიმოემზადეთ გახდეთ თეატრალური სანახაობების მაყურებელი,რომელსაც ის გაითამაშებს თქვენს წინაშე. რა თემაზე იქნება სპექტაკლი, დამოკიდებულია სახლზე და იმ ნიშანზე,რომელშიც არის მისი მთვარე ან მზე.
თუ თქვენ არ აღფრთოვანდებით მისი სპექტაკლებით,ის წავა უკეთესი აღქმის მქონე მაყრებლების საძებნელად . მაგრამ მანამდე დაწვრილებით აგიხსნით,რომ ახლანდელი მაყურებელი ანუ თქვენ არ მოსწონხართ .
აქ ყველაფეტი მარტივია ,იწავლეთ დროულად ტაშის დაკვრა და ყვირილი : "ბის!"
ჰო აი,კიდევ რა: მამაკაცებს მთვარით ლომში ძალიან არ უყვართ,როცა მათი საყვარელი ქალი ცუდად გამოიყურება. იმ მხრივ არა,რომ ის ავადაა და სახის კანი მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურება.. მას არ მოსწონს,როდესაც ქალი ცუდად არის ჩაცმული,არ ატარებს სამკაულებს და არ იყენებს დეკორატიულ კოსმეტიკას. ამ შემთხვევაში,ის აკუთარი გადმოსახედიდან იყურება,მას უყვარს თეატრალური ეფექტები და სურს ქალშიც იგივე დაინახოს. ინტიმური სიახლოვისგანაც კი შეუძლია შექმნას სპექტაკლი ორისათვის.
მთვარით ქალწულიეს მამაკაცი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმართლეს და წესიერებას. მართალია აქაც საჭირო იქნება გარკვეული შეზღუდვები. მნიშვნელოვანია,რომელ ნიშანშია მისი მზე. იმიტომ რომ თუ მისი მზე არის მორიელში სიმართე და წესიერება შეიცლება უბრალოდ ნიღაბი იყოს,რომლის მიღმაც ის იმალება,თქვენთან ურთიერთობის დროს.
თუ თქვენ შეიძინეთ მამაკაცი მთვარით ქალწული საყვარლის სტატუსით და მას ჰყავს ოჯახი, არც იფიქროთ,რომ ის მათ თქვენ გამო მიატოვებს. რადგან ამ მამაკაცებისთვის განქორწინება საკმაოდ პრობლემატურია. განქორწინება არ მისცემს საშუალებას,თავი გამოიჩინოს,როგორც წესიერმა ადამიანმა. რა თქმა უნდა,ეს ყველაფერი ხდება ქვეცნობიერ დონეზე.
მამაკაცას მთვარით ქალწულში მოსწონთ კარგი აღნაგობის,სასიამოვნო და მოვლილი ქალები . დეკორატიულ კოსმეტიკას, შეღებილი ხართ თუ არა ეს მამაკაცი ყურადრებას არ აქცევს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სუფთა და ჯანმრთელი სახი კანი. ფერიმჭამელები და გამონაყარი მასში ზიზღს იწვევს. ასე რომ,თქვენ დიდი დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ გარეგნობას . მთვარე ქალწულ მამაკაცს ისევე როგორც მთვარე კუროს არ უყვარს მფლანგველი ქალები.
მთვარით სასწორიეს მამაკაცი ჩაციკლულია ურთიერთობების გარეგნულ მხარეზე. ამით ის ცოტათი ჰგავს მამაკაცს მთვარით ლომში. ქალებში ყველაზე მეტად აფასებს ლამაზ გარეგნობას. თუ იგრძნობს,რომ მისთვის აღარ ხართ მომხიბვლელი,მაშინვე სხვას დაუწყებს ძებნას.
საყოფაცხოვრებო ვალდებულებების შესრულება პრაქტიკულად არ შეუძლია _ ის ამას თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად თვლის.
ამიტომ ჯობია შეეგუოთ,რომ მოგიწევთ ქურასთან ტრიალი საბანკეტო კაბაში. ის ისაუბრებს თქვენ კაბაზე,როგორი მშვენიერია,მაგრამ არ დაგეხმარებათ კარტოფილის გათლაში. მერე უცბად გაახსენდება,რომ ვიღაც ნაცნობ ქალს თქვენზე გაცილებით უკეთესი კაბა აქვს.
მთვარით მორიელითუ თქვენ შეიძინეთ ასეთი მამაკაცი,ვიზიარებ თქვენს მწუხარებას,რადგან ეს მთვარის ერთერთი ყველაზე ცუდი მდებარეობაა.
თუ თქვემ მასთან უსიამოვნება მოგივათ,პირდაპირ არ "მოგაყრით" სათქმელს. ის,როგორც მზვერავი,ხმას არ ამოიღებს და დაიგროვებს ბრაზს თქვენზე. ის არასოდეს აღიარებს თავის დანაშაულს არანაირ სიტუაციაში. პირიქით,თქვენ დაგადანაშაულებთ ყველაფერში. მაგრამ ამასაც პირდაპირ არ გეტყვით. მოგიწევთ თავად მიხვდეთ,რა დააშავეთ. რამე რომ მოიმოქმედოთ,ასეთ სიტუაციაში საკმაოდ რთულია,რადგან მუდმივად მისი სიჩუმის, მინიშნებების და უთქმელობის წინაშე აღმოჩნდებით.
პოპულარული წყაროები წერენ, რომ “მამაკაცი მთვარით მორიელი ძალიან ვნებიანია სიყვარულში”. მაგრამ ესეც არაა სიმართლე,ისინი იმდენად ხშირად იგროვებენ "შხამიან" ემოციებს,რომ სექსისთვის უბრალოდ აღარაფერი რჩებათ . რა თქმა უნდა,არის გამონაკლისებიც. სასიყვარულო ურთიერთობებში ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ მამაკაცის მარსის მდებარეობას . მარსი გვიჩვენებს,სად და როგორ ხარჯავს ის თავის ენერგიას.
მთვარით მორიელები,როგორც კაცები ასევე ქალები,ინტერესდებიან უსიამოვნო მოვლენებით და რაღაცნაირად ახერხებენ,საკუთარ თავს შეუქმნან.
გარდა ამისა,მორიელები,როგორც მთვარე მორიელები ასევე მზით მორიელები,უზომოდ ეჭვიანები არიან. ამ შემთხვევაშიც არ გეტყვიან პირდაპირ ამის შესახებ. მაგრამ შანსს არ გაუშვებენ ხელიდან,არ წაგკბინონ თავისი შხამიანი კომენტარებით,რაც თქვენთვის გაუგებარი იქნება.
მათ მომენტალურად შეუძლიათ დაანგრიონ ყველაფერი,რასაც თქვენ აშენებდით.
რა უნდა გააკეთოთ,როცა ასეთი მამაკაცი გყავთ?..ალბათ,უნდა იზრუნოთ,რაც შეიძლება მალე მოიშოროთ თავიდან.
მთვარით მშვილდოსანიის ჰგავს მამაკაცს მთვარით ტყუპებს . მასაც ძალიან უყვარს ინტელექტუალი ქალები. განსხვავება მხოლოდ ისაა,რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს მორალის ნორმებს. თუ ის მიხვდა,რომ თქვენ ინტელექტუალურად არასაკმარისად განვითარებული ხართ,არ გაიქცევა,როგორც მამაკაცი მთვარით ტყუპები,რომ დაიკმაყოფილოს ინტერესი სხვასთან. ის ეცდება განავითაროს თქვენი ინტელექტი. იზრუნებს და ხელს შეუწყობს თქვენ ზრდას . მას გულწრფელად გაეხარდება თუ გაიზიარებთ მის მისწრაფებებს. მაგრამ არ გაპატიებთ თუ ცუდად მოიხსენიებთ მას სხვების თანდასწრებით.
მამაკაცს,მთვარით მშვილდოსანში,არ უყვარს როდესაც მის თავისუფლებას ზღუდავენ.
თუ ერთმანეთს დაშორდებით,ის მაინც ისე აღგიქვამთ,როგორც მეგობარს. მაგრამ უკან რომ დაიბრუნოთ,არ გამოგივათ.
მთვარით თხის რქამორცხვია, უჭირს საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება. მამაკაცი მთვარით თხის რქაში ძალიან მალე მოლბება და ხდება მზრუნველი , თუ იგრძნობს რომ თქვენთან ურთიერთობა საიმედოა,არ წარმოადგენთ მისთვის არანაირ საფრთხეს და არ დასცინებთ მას.
ხშირად მამაკაცები მთვარით თხის რქაში არ არიან თანახმა გაყრაზე, იმ შემთხვევშიც კი,თუ ქორწინებისგან არ იღებენ არანაირი სიამოვნებას. ეს დაკავშირებულია იმასთან,რომ მათ ძალიან განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და ქორწინებასაც ამის გამო არ დაანგრევენ . მაგრამ თუ ის გაგეყარათ,შეხვედრისას ისე დაიჭერს თავს თითქოს საერთოდ არ გიცნობთ.
წყენას მთვარე თხის რქა არ დაივიწყებს და არც პატიების თხოვნა ეხერხებათ.
მთვარით მერწყულითუ თქვენ "შეიძინეთ" მამაკაცი მთვარით მერწყულში, სჯობს წინასწარ შეეგუოთ იმ აზრს,რომ შეიძლება ის მოულოდნელად გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან,რადგან ის ყველანაირ ურთიერთობას,ისევე როგორც სექსულურ ურთიერთობას,არიქვამს როგორც ექსპერიმენტს. თუ მან იგრძნო რომ ექსპერიმენტი დასრულებულია მაშინვე "აორთქლდება" . დაშორების სურვილი მას გაუჩნდება მოულოდნელად. მაგრამ ახსნასაც ვერ მოასწრებს ისე გაიქცევა. ასეთი მამაკცის "დაბმა" სექსით ან ორსულობის გამო არ გამოგივათ. რადგან როგორც ზემოთ ზემოთ წაიკითხეთ ეს მისთვის მხოლოდ ექსპერიმენტი იყო.
მთვარით თევზებიმამაკაცი მთვარით თევზებში საყვარელ ქალში მხოლოდ კარგს ხედავს . ის ხშირად აიდეალებს მას ან უყვარდება მიუწვდომელი იდეალი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თუ ამ მამაკაცს შეუყვარდით,თქვენ არ ხართ დაჯილდოვებული არანაირი კარგი თვისებებით.
მან შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიეროს,რომ დაქორწინდა სულ სხვა ქალზე და ეს "სულ სხვა" აღმოჩნდებით თქვენ.
მამაკაცი მთვარით თევზებში ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ზოგს ეს მოსწონს კიდეც. მეორეს მხრივ,შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ ნაკლად,თქვენ შეიძლება გააცნობიეროთ,რომ მას არ აქვს თავისი შეხედულება და ელოდება სხვისგან ხელმძღვანელობას.
თუ ამ მამაკაცს შეექმნა პრობლემები,მას უჭირს გაუმკლავდეს მათ და ეძალება ნარკოტიკებსა და სასმელს.
რომელ ქალს შეუძლია მისი ატანა?
მამაკაცს მთვარით თევზებში უყვარს სიმშვიდე და დასვენება. კიდევ რა უყვარს?
ეს მე,ასტროლოგმაც კი არ ვიცი (ავტ . შენიშვნა)