Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > საავადმყოფოები


Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 19:05
ჩამოთვლილიდან რომელშია უკეთესი ავადმყოფის მიყვანა

Posted by: soul 21 Jan 2006, 19:07
QUOTE
4 ღუდუშაური


ღუდუშაური RULEZZZZZZ!!!

Posted by: daitio 21 Jan 2006, 19:10
Kost@
გააჩნია რა პროფილისაა და რა ფულადი სახსრების პატრონია პაციენტის ოჯახიsmile.gif)

Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 19:14
daitio
QUOTE
გააჩნია რა პროფილისაა და რა ფულადი სახსრების პატრონია პაციენტის ოჯახი

აქ ძირითადად ფართო პროფილის საავადმყოფოები არის ჩამოთვლილი.
ფინანსებს რაც ეხება ჩემ მეზობელს უფასო საავადმყოფო უფრო ძვირი დაუჯდა ვიდრე ფასიანი biggrin.gif

Posted by: daitio 21 Jan 2006, 19:20
Kost@
მაშინ ცოტა სხვა კუთხით შეხედე- პაციენტი 90% ირჩევს ექიმს და არა კლინიკას.
ზოგან ქირურგია ქაჩავს, ზოგში რეანიმაცია, ზოგში დიაგნოსტიკაა უფრო მაღალტექნოლოგიური. პრინციპში ჩემი აზრით 03 ის ექიმმა უნდა განსაზღვროს პაციენტის სირთულის მიხედვით ამ შემთხვევაში სად ჯობია წაყვანა..

Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 19:24
daitio
QUOTE
მაშინ ცოტა სხვა კუთხით შეხედე- პაციენტი 90% ირჩევს ექიმს და არა კლინიკას.
ზოგან ქირურგია ქაჩავს, ზოგში რეანიმაცია, ზოგში დიაგნოსტიკაა უფრო მაღალტექნოლოგიური. პრინციპში ჩემი აზრით 03 ის ექიმმა უნდა განსაზღვროს პაციენტის სირთულის მიხედვით ამ შემთხვევაში სად ჯობია წაყვანა

მე სპეციალურად აგვხსენი ეს გამოკითხვა. ხალხი მინდა მიხვდეს რომელი საავადმყოფო რას წარმოადგენს და რომელი ექიმია იქ წამყვანი ამა და ამ დარგში.
ჩვენ ძირითადად რესპუბლიკურში და არამიანცში მიგვყავს. თუ მოტეხილობაა და ჩხეიძეზე

Posted by: daitio 21 Jan 2006, 19:38
Kost@
მოტეხილობას არ ვგულისხმობ კოსტა..
შენ გახსოვს ადრე გრაფიკი რომ იყო და მის მიხედვით მიგყავდათ პაციენტები?
ორშაბათი-- არამიანცი
სამშაბათი-- მე-8 და ასე შემდეგ..

მერე შეიცვალა და ტერიტორიულად ახლოს მყოფ კლინიკაში მიყვანებზე იყო დირექტივები.
მერე კიდევ შეიცვალა და სადაც ადგილი იყო რეანიმაციაში იქ მიგყავდათ (ეს როცა სუნთქვის აპარატების დეფიციტი იყო) ..
ფაქტიურად ყოველ წელს იცვლებოდა დირექტივები...


Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 19:46
QUOTE
შენ გახსოვს ადრე გრაფიკი რომ იყო და მის მიხედვით მიგყავდათ პაციენტები?
ორშაბათი-- არამიანცი
სამშაბათი-- მე-8 და ასე შემდეგ

daitio
მაგ გრაფიკით შარშან ვმუშაობდით მაგრამ, მერე აღარ გაამართლა. სადგაც საღამოს 8ისკენ საავადმყოფო ავადმყოფებს არ იღებდა მოტივით ადგილი არა მაქო.

Posted by: kuna 21 Jan 2006, 22:14
Kost@
ახლა არ თქვა,რომ შეთქმულებაზე არ უმუშვია სასწრაფოს.
მაგ საკითხში არ დავკონკრეტდები,მაგრამ ზოგიერთი საავადმყოფოები მაგრად დომინირებენ......

Posted by: Doct0rIN 21 Jan 2006, 22:31
QUOTE (daitio @ 21 Jan 2006, 18:10 )
Kost@
გააჩნია რა პროფილისაა და რა ფულადი სახსრების პატრონია პაციენტის ოჯახიsmile.gif)

up.gif
yes.gif

Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 22:45
kuna
QUOTE
ახლა არ თქვა,რომ შეთქმულებაზე არ უმუშვია სასწრაფოს.
მაგ საკითხში არ დავკონკრეტდები,მაგრამ ზოგიერთი საავადმყოფოები მაგრად დომინირებენ.....

კი ადრე იყო ეგრე.
ისე პატარა შესწორება მინდა შევიტანა: ეს თემა არის საავადმყოფოებზე და არა ნოლსამზე
kuna
თუ საიდუმლო არაა რომელ საავადმყოფოში მუშაობ

Posted by: შოთა.03. 21 Jan 2006, 23:16
განსაკუთრებიტ თსსუ-ს უყვარს სასცრაპოს მიყვანილი პაციენტები. უპრობლემოდ იGებენ.

Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 23:18
SHOTA .03.
აბა აბა ეგ და მიხაილოვი სულ ღიმილით ელიან პაციენტს

Posted by: შოთა.03. 21 Jan 2006, 23:33
Kost@
შენ მაინც არ უნდა გესცავლებოდეს, რომ არაცორია მიხაილოვი და რესპუბლიკური. მაგათი თანამედროვე სახელებია თსუ და თსსუ კლინიკები. ვოტ.

Posted by: Kost@ 21 Jan 2006, 23:35
SHOTA .03.
ჩვეულებრივი ადამიანისთვის არის რესპუბლიკური და მიხაილოვი smile.gif

Posted by: შოთა.03. 21 Jan 2006, 23:52
ვახ, მე არაჩვეულებრივი ვყოფილვარ, რა მაგარია

Posted by: Kost@ 22 Jan 2006, 15:33
QUOTE
ვახ, მე არაჩვეულებრივი ვყოფილვარ, რა მაგარია

SHOTA .03.
რა გჭირს რაგაც სტრანი პოსტები გაქ?

Posted by: kuna 23 Jan 2006, 14:32
SHOTA .03.
Kost@
თქვენ რომელ საავადმყოფოებს ანიჭებთ უპირატესობას?
მაგალითად მწვავე პათოლოგიების დროს?

Posted by: Kost@ 23 Jan 2006, 21:21
kuna
QUOTE
თქვენ რომელ საავადმყოფოებს ანიჭებთ უპირატესობას?
მაგალითად მწვავე პათოლოგიების დროს?

არამიანცი

Posted by: Sofitsa 24 Jan 2006, 12:53
კარგი ექიმი ყველა საავადმყოფოშია, თუმცა არის საავადმყოფოები სადაც გარდა კარგი ექიმებისა არის კარგი მენეჯმენტი, კარგი აპარატურა, კომფორტი, რემონტი, ყურადრება, ზრუნვა, წესრიგი..... მრავალპროფილიანია, ანუ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია მიხვიდე, ნებისმიერი ჩივილისთვის შესაბამისი განყოფილება არსებობს, აქვს მაღალპროფესიონალური კლინიკის იმიჯი. ღუდუშაური მიმაჩნია ასეთად.

Posted by: keen 24 Jan 2006, 13:26
QUOTE
ღუდუშაური მიმაჩნია ასეთად


მაგარი გვარია yes.gif biggrin.gif wink.gif

Posted by: Kost@ 4 Feb 2006, 00:08
keen
QUOTE
მაგარი გვარია

კი ძალიან და სახელიც მაგარია ეროვნული კატასტროფის ცენტრი

Posted by: soul 4 Feb 2006, 01:14
QUOTE
მაღალპროფესიონალური კლინიკის იმიჯი


სწორედაც რომ იმიჯი, მხოლოდ და მხოლოდ...sad.gif

Posted by: Solveig 4 Feb 2006, 01:17
QUOTE
9 საავადმყოფი

არ გამაგიჟოთ ხალხო, ამის შეტანა შეიძლებოდა? დასახურია საერთოდ..მაგრამ რომ დახურონ, მერე უპატრონო ავადმყოფებს (ავარიები, დაჭრა, ცემა, ძაღლის დაკბენა და ა. შ.) რა ეშველებათ..

Posted by: Kost@ 4 Feb 2006, 11:28
Solveig
შევიტანე იმიტომ რომ ხალხმა იცოდეს რომელი საავადმყოფო რას წარმოადგენს.
ნაავარიების მანდ მიყვანა მკვლელობის ტოლფასია, და რაც შეეხება ძაღლის ნაკბენს ეგეთი ავადმყოფისთვის სპეციალური ანტირაბიული კაბინეტები არსებობს

Posted by: kuna 4 Feb 2006, 12:25
QUOTE
ხალხმა იცოდეს რომელი საავადმყოფო რას წარმოადგენს.
ნაავარიების მანდ მიყვანა მკვლელობის ტოლფასია,

მე9 ს საერთოდ არ უნდა ჰყავდეს პაციენტი.
მანდ სანიტრები ატარებენ ჭრილობის პირველად დამუშავებას პოლის ტილოებით.
ტყუილი არ გეგონით ikafoto ს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გააჩნდა და ტელევიზიითაც გავიდა.

Posted by: Kost@ 4 Feb 2006, 12:56
kuna
QUOTE
მე9 ს საერთოდ არ უნდა ჰყავდეს პაციენტი.
მანდ სანიტრები ატარებენ ჭრილობის პირველად დამუშავებას პოლის ტილოებით

ისე მაგის ტერიტორიაზე რომ არის კარდიოლოგიური და ნევროლოგიური განყოფილებები მაგათ არა უშავს?
პ.ს მსნ-ზე რა ქენი?

Posted by: kuna 4 Feb 2006, 14:12
QUOTE
კარდიოლოგიური და ნევროლოგიური განყოფილებები

კარდიოლოგიურს არაუშავს,მაგრამ მე მაინც არამიანცის ტერიტორიზე არსებული კლინიკები მომწონს
დიდი ნაწილი. თუმცა იაღლიშები მაგათაც აქვთ.

Posted by: Kost@ 4 Feb 2006, 14:15
kuna
QUOTE
კარდიოლოგიურს არაუშავს,მაგრამ მე მაინც არამიანცის ტერიტორიზე არსებული კლინიკები მომწონს
დიდი ნაწილი. თუმცა იაღლიშები მაგათაც აქვთ

იაღლიშები სულ ყველას აქვს.
QUOTE
3 რესპუბლიკური[ 0 ]  [0.00%]

ისე ამ საავდმყოფოსაც არ აქვს მაინდამიანც დიდი რეიტინგი

Posted by: kuna 4 Feb 2006, 14:19
QUOTE
ისე ამ საავდმყოფოსაც არ აქვს მაინდამიანც დიდი რეიტინგი



შენ მაინც უნდა იცოდე რატომაც!!!!!!!!
yes.gif rolleyes.gif aba.gif

Posted by: ikafoto 4 Feb 2006, 14:22
Kost@
QUOTE
პ.ს მსნ-ზე რა ქენი?

მაგის ბრალი არაა მე ვერ მოვიცალე rolleyes.gif

Posted by: Kost@ 4 Feb 2006, 14:49
ikafoto
QUOTE
მაგის ბრალი არაა მე ვერ მოვიცალე

ეგ არაფერი

Posted by: Kost@ 25 Mar 2006, 17:53
ამ თემაში განვიხილოთ თბილისის საავადმყოფოები. მომსახურეობის ხარისხით, აპარატურით მედ პერსონალით, პროფილებით.

Posted by: ბაჩუკი 26 Mar 2006, 22:05
თოდუას ცენტრი უძლიერესია, როგორც მომსახურეობის ხარისხით, ისე აპარატურით და მედ პერსონალითაც, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ჩემი აზრით პირველია ჩვენს ქვეყანაში.

Posted by: Kost@ 27 Mar 2006, 00:36
bachuki84
QUOTE
თოდუას ცენტრი უძლიერესია, როგორც მომსახურეობის ხარისხით, ისე აპარატურით და მედ პერსონალითაც, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ჩემი აზრით პირველია ჩვენს ქვეყანაში

თან ეხლა მემგონი კიდე ახალი აპარატურა ჩამოიტანეს

Posted by: ბაჩუკი 27 Mar 2006, 00:40
მაისში ჩამოდის ბოლო თაობის ენდოსკოპი

Posted by: Kost@ 27 Mar 2006, 00:45
QUOTE
მაისში ჩამოდის ბოლო თაობის ენდოსკოპი

კარგი იქნება

Posted by: ბაჩუკი 27 Mar 2006, 01:12
რამდენადაც ვიცი, ახლა კუჭის ვარიკოზული ვენების ლიგირებაზე მუშაობენ შემდგომი სკლეროთერაპიით, მე პირადად საყლაპავის ვენების ლიგირება ვნახე, ძალიან საინტერესოა და მემგონი მარტო ამ კლინიკაში კეთდება.

Posted by: Kost@ 27 Mar 2006, 10:20
bachuki84
ხო თან თოდუაში საკმაოდ ძლიერი მედ პერსონალია

Posted by: pesto 28 Mar 2006, 01:30
თუ აქ ზოგადად საავადმყოფოებზეა საუბარი, მე ჯო ენის სამედიცინო ცენტრს დავასახელებდი, როგორც მაღალი დონის გულის კლინიკას

Posted by: Kost@ 28 Mar 2006, 18:22
pesto
QUOTE
თუ აქ ზოგადად საავადმყოფოებზეა საუბარი, მე ჯო ენის სამედიცინო ცენტრს დავასახელებდი, როგორც მაღალი დონის გულის კლინიკას

აქ საუბარია ყველაპერ იმაზე რაც ეხება საავადმყოფოებს მე მინდა რომ ფორუმელები ან უბრალოდ ამ საიტის სტუმრები აზზე იყვნენ რომელ საავადმყოფოში რა ხდება და რომელ საავადმყოფოში შეძლებენ შეაბამისი მკურნალობის მოღებას

Posted by: შოთა.03. 28 Mar 2006, 18:49
ოოოოო აქ ღუდუშაურის კლინიკა აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ რესპუბლიკაში. ისე მე პირადად მას ვერცერთ საავადმყოფოს ვერ დავუყენებ გვერდზე, როგორც კონკურენტს და არცაა ასეთი საავადმყოფო. ისე ჩემ მოწონებას აგრეთვე ქუთაისში გახსნილი ახალი
საავადმყოფოც იმსახურებს. wow.gif up.gif

Posted by: pesto 28 Mar 2006, 20:03
შოთა.03.
QUOTE
ოოოოო აქ ღუდუშაურის კლინიკა აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ რესპუბლიკაში. ისე მე პირადად მას ვერცერთ საავადმყოფოს ვერ დავუყენებ გვერდზე, როგორც კონკურენტს და არცაა ასეთი საავადმყოფო. ისე ჩემ მოწონებას აგრეთვე ქუთაისში გახსნილი ახალი
საავადმყოფოც იმსახურებს. 



რა ღირსებები შეგიძლია დაასახელო ღუდუშაურის ცენტრის,
და ქუთაისის საავადმყოფო პირველ ადგილზეა არა მარტო საქართველოში არამედ ბევრ სერიოზულ საზღვარგარეთის კლინიკას ჯობნის აპარატურიტ და შენობით. მხოლოდ

Posted by: ბაჩუკი 29 Mar 2006, 21:01
QUOTE
აპარატურიტ და შენობით. მხოლოდ

მედპერსონალზე რას იტყვი?ფაქტია რომ აშკარად არ მოგწონს, მაგრამ იქნებ დაგვისაბუთო შენი მოსაზრება

Posted by: Kost@ 1 Apr 2006, 20:08
QUOTE
იქნებ დაგვისაბუთო შენი მოსაზრება

საერთოდ ყველამ ვცადოთ თავისი მოსაზრებების გარკვეულწილად დასაბუთება

Posted by: dabdura 3 Apr 2006, 22:39
ეჰ
რაც მე ამ დღეებში ბავშვთა საავადმყოფოში ვნახე და მოვისმინე, ჯობდა რომ საერთოდ არც მივსულიყავი.
მართალია ახლა ძალიან აღელვებული ვარ მომხდარის გამო, მაგრამ შეცეცდები რომ მოკლედ გადმოგცეთ ყველაფერი.
ადრე გაგონილი მქონდა ქართველი ექიმის დაუდევრობაზე ბეევრი რამ, როგორ ყვლეფენ ხალხს (განსაკუთრებით იმათ, ვისაც ოდნავ მაინც დაუნახავენ ფულს).
რეანიმაციის განყოფილებაში 3 დღე ბავშვის მკურნალობა არის უფასო, ანუ, ყოველ რეგისტრირებულ ბავშვში სახელმწიფო უხდის საავადმყოფოს 800ლარს, ანუ, პაციენტის მშობლემბა არაფერი არ უნდა გადაიხადონ, არც წამლის ფული, და არც ექიმს არ უნდა მისცენ არაფერი. ამ თანხაში ყველაფერი შედის, და მხოლოდ ამ 3 დღის გასვლის შემდეგ უნდა გადაიხადონ, ისიც ოფიციალურად.
ეს წესით, რა თქმდა უნდა. ამ დროს სინამდვილეში რა ხდება:
- ნაგლად,თვითონ მოდიან და გეუბნებიან, რამდენი უნდა მისცე სანიტარს, ცალკე ექთანს, ცალკე ექიმს(5-10-15 GEL საუკეთესო ვარინატში).
- წამლებს გაყიდინებენ ძვირიანს,თან იქ, სადაც თვითონ გეტყვიან.
- ასევე, გეტყვიან, რომ წამალი არის, მაგრამ ძვირია,და იქვე გაყიდინებენ სამმაგ ფასში.
- ბავშვთან შეშვებაზე "ვითომ" სიმკაცრეა, ამ დროს როგორც კი 10 ლარიანს ჩაუდებ სანიტარს.მაშინვე შეგიშვენებნ.
- ნუ, ზოგადად როგორ ეპყრობიან ამ თოთო ბავშვებს უნდა ნახოთ რაა, რა საცოდაობაა.
- ბავშვს შეუძლია საათობით იბღავლოს, და კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას. რამდენჯერ შესულა მშობელი და ბავშვს ჟანგბადის მილი ჰქონია გამოვარდნილი, და იხრჩობოდა უჰაერობისაგან.
- ბავშვებს იმის მიხედვით უვლიან, ვის მშობელს უფრო მეტი ფული აქვს.

და ახლა ყველაზე საშინელი რამ:
რეანიმაციულ განყოფილებას, ძალიან პატარა შესასვლელი აქვს,სადაც საათობით დგანან მშობლები, იმ იმედით რომ ექთნისაგან მისი შვილის მდგომარეობის შესახებ რაიმეს შეიტყობენ.
ასევე იდგა ერთი ბებია ქალი, (არ ვიცი აზერბაიჯანელი, არ ვიცი ქურთი, მაგრამ არა ქართველი!) საცოდავად კუთხეში.
. შვილიშვილი ყოლია დაწვენილი,ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონია. რამდენჯერაც მე მივედი, სულ იქ იდგა, და ელოდებოდა, როდის ანახვებდნენ ბავშვს.რამდენჯერაც ჩვენი ბავშვის სანახავად შევდიოდი, იმდენჯერ ვხედავდი როგორ ტიროდა გაბმულად ამ საცოდავი ქალის ბავშვი და ზედ არც არავინ არ უყურებდა, რომ ვკითხე რატომ ტირის მეთქი,ეგ სულ ეგრე ბღავისო, და უკეთებდნენ მერე დიმედროლს, რომ დაეწყნარებონათ.(ვინ იცის საცოდავს საჭმელიც არ ქონდა, წამლებზე ლაპარაკი ზედმეტია).
გავიდა 3დღე.
მერე ის ბავშვი რომელთანაც მე მივდიოდი, პალატაში გადაიყვანეს, და ამ ქალის ბავშვზე არაფერი გამიგია დღემდე.
თურმე 3 დღის შემდეგ, ეს ბავშვი ადიელაში გაუხვევიათ ექთნებს და გაუტანებიათ, გამოკეთდაო და სახლში წაიყვანეო.







ბავშვი მარშუტკაში დაიღუპა
sad.gif





ქართველი ექიმების პროფესინალიზმზე საუბარი აღარაა, საერთოდ მათი ადამიანობა დგას ეჭვქვეშ.
vik.gif

პ.ს. მე რაც დავწერე,ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გავიგონე.
ამ პოსტის მერე თუ 1-2დღე არ მოვიწერე, ზნაჩიტ სროკზე გამიშვეს.
ეს არ ეხება ყველა ექიმს,არსებობენ უიშვიათესი გამონაკლისებიც, თუმცა,სამწუხაროდ დიდი მნიშვნელობა ამ უვარგის უმრავლესობასაც გააჩნია!




Posted by: Kost@ 3 Apr 2006, 23:09

dabdura
შენ სროკზე გასაშვები არაფერი არ დაგიწერია.
რაც შეეხება მაგ საავადმყოფოს მე რეანიმაციულ განყოფილებასთან შეხება არ მქონია და ამიტომ მათი მიმღებით შემოვიფარგლები: მიმღების მედ პერსონალი ისეთი სახით დაჰყურებს და ისეთი ტონით ელაპარაკება მათ მშობლებს, რომ მე მაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში, რამდენჯერმე მქონია შემთხვევა მშობელს უთქვია ჩვენტვის ეს სად მოგვიყვანეო sad.gif

Posted by: dabdura 3 Apr 2006, 23:20
Kost@
ეჰ
ეგეთ ყურებას ყველგან შეხვდები, ნებისმიერ სუპერმარკეტში, ნებისმიერ მაღაზიაში, და მითუმეტეს საავადმყოფოში, რადგან იციან რომ მათ გარდა და მათზე უკეთესს ვერავის მიმართავ (იაშვილის ბავშვთა კლინიკა ბოლოს და ბოლოს ყველაზე საუკეთესოდ მიაზრება დღეს თბილისში, და საქართველოში).




ფუუფ
ეს არაპროფესიონალიზმი და ამპარტავნობა გვღუპავს ჩვენ!

Posted by: kozet 3 Apr 2006, 23:20
dabdura
რომელ ბავშვთა საავადმყოფოზეა ლაპარაკი?

Posted by: dabdura 3 Apr 2006, 23:27
kozet
იაშვილის ბავშვთა კლინიკა, დიღომში, რკინიგზის საავამყოფო, ქირურგიის ინსტიტუტთან და სხვებთან ახლოს.


Posted by: Kost@ 3 Apr 2006, 23:31
შეილება ისინი საკმაოდ ძლიერ მედპერსონალს წარმოადგენენ მაგრამ ცოტა ავადმყოფთან მოქცევა უნდა დახვეწონ აი ესაა ჩემი აზრი

Posted by: kozet 3 Apr 2006, 23:58
dabdura
სამაგიეროდ ფასადი აქვთ იმისთანა...გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარეს.....
ასეთი დროა...მთავარია ფასადი იყოს ლამაზი

Posted by: Kost@ 4 Apr 2006, 00:11
kozet
მაგათზეა ნათქვამი ეს რა "ფუტლიარს" აფუჭებსო

Posted by: kozet 4 Apr 2006, 00:36
Kost@
ხოოოოოოოო yes.gif
მართალი ხარ.... არადა რა ჯობია როცა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.....

Posted by: dabdura 4 Apr 2006, 00:46
QUOTE (Kost@ @ 3 Apr 2006, 22:31 )
შეილება ისინი საკმაოდ ძლიერ მედპერსონალს წარმოადგენენ მაგრამ ცოტა ავადმყოფთან მოქცევა უნდა დახვეწონ აი ესაა ჩემი აზრი

რა?
პერსონალი რომ არ უვარგათ მაგაზე ვწერე ამდენი!
ცოტა კი არ უნდა დაიხვეწონ, ჩემი ნება რომ იყოს სანიტრიდან დაწყებული ექიმით დამთავრებული ყველას გავაგდები!
მე რა განუკითხაობაც იქ ვნახე ამ დღეებში....
საკმარისი იყო

ქართველმა ექიმებმა რომ პაციენტთან მოპყრობა არ იციან, ეს ახალი ამბავი არაა. მაგრამ როგორ პაციენტებზეა აქ საუბარი, ბავშვებზე, ანგელოზებზე. რომელთაც ყველაზე მეტი მოფრთხილება ჭირდებათ.

ნუ, მიმზიდველი შემოსასვლელისა და შეღებილი ფასადების ფენომენზე მგონი კომენტარი არ ღირს!


Posted by: Kost@ 4 Apr 2006, 00:50
kozet
QUOTE
მართალი ხარ.... არადა რა ჯობია როცა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია

ეჰჰ boli.gif

Posted by: soul 4 Apr 2006, 02:06
dabdura

ოხ შენ ჯერ არ იცი ყველაფერიsmile.gif) აი ის რომ გენახა მანდ როგორ უყენებენ ლავწქვეშა ვენის კათეტერს ბავშვებს მაშინ ნაღდად სროკზე წახვიდოდი იმიტომ რომ მოკლავდი ვიღაცას...

ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე ხდება ეგ ამბავი და ხომ წარმოგიდგენია ბავშვს როგორ ტკივა და როგორ კივისsad.gif(

Posted by: Kost@ 4 Apr 2006, 02:45
soul
QUOTE
ოხ შენ ჯერ არ იცი ყველაფერი) აი ის რომ გენახა მანდ როგორ უყენებენ ლავწქვეშა ვენის კათეტერს ბავშვებს მაშინ ნაღდად სროკზე წახვიდოდი იმიტომ რომ მოკლავდი ვიღაცას...

ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე ხდება ეგ ამბავი და ხომ წარმოგიდგენია ბავშვს როგორ ტკივა და როგორ კივის

რა უბედურებაა საავადმყოფოა თუ საყასაბე?
ეგეთი ექიმი უნდა დაკოდო ანესთეზიის გარეშე

Posted by: okulone 6 Apr 2006, 23:08
QUOTE
ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე ხდება ეგ ამბავი

მასეთები სხვა საავადმყოფოშიც მინახია, არ მეგონა სხვაგანაც თუ ხდებოდა ასეთები, ის საავადმყოფო ერთადერთი მეგონა.
vis.gif

Posted by: Kost@ 8 Apr 2006, 11:18
okulone
QUOTE
მასეთები სხვა საავადმყოფოშიც მინახია, არ მეგონა სხვაგანაც თუ ხდებოდა ასეთები, ის საავადმყოფო ერთადერთი მეგონა.

სასწაული aba.gif

Posted by: Led_Zeppelin 1 Nov 2007, 09:07
QUOTE
dabdura

QUOTE
ეჰ რაც მე ამ დღეებში ბავშვთა საავადმყოფოში ვნახე და მოვისმინე, ჯობდა რომ საერთოდ არც მივსულიყავი.

QUOTE
ნაგლად,თვითონ მოდიან და გეუბნებიან, რამდენი უნდა მისცე სანიტარს, ცალკე ექთანს, ცალკე ექიმს(5-10-15 GEL საუკეთესო ვარინატში).

დალოცვილო გეკითხა ერთი ექიმისათვი რამდენი აქვს ხელფასი.
იქ სადაც 1000ლ აქვს ხელფასი ექიმს იქ 5 ან 10 ლარისათვის თავს არავინ არ გაიფუჭებს........................................................U.პ


უკვე რამოდენიმე წელია სამედიცინო ინსტიტუტები ითვლება არპრესტიჟულად რაც 4-5 წელიწადში მოუბრუნდება ქვეყანას
ექიმების დეფიციტით....................................................................................პ.ც. smile.gif

Posted by: Obscured 1 Nov 2007, 09:27
QUOTE
QUOTE
ოოოოო აქ ღუდუშაურის კლინიკა აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ რესპუბლიკაში. ისე მე პირადად მას ვერცერთ საავადმყოფოს ვერ დავუყენებ გვერდზე, როგორც კონკურენტს და არცაა ასეთი საავადმყოფო. ისე ჩემ მოწონებას აგრეთვე ქუთაისში გახსნილი ახალი
საავადმყოფოც იმსახურებს. 




რა ღირსებები შეგიძლია დაასახელო ღუდუშაურის ცენტრის,
და ქუთაისის საავადმყოფო პირველ ადგილზეა არა მარტო საქართველოში არამედ ბევრ სერიოზულ საზღვარგარეთის კლინიკას ჯობნის აპარატურიტ და შენობით. მხოლოდ

ავადმყოფს თუ არ მოახმარენ მაგ ტეხნიკას 2-3წელიწადში მოძველდება და გადასაყრელი იქნება.
რეგიონალური ცენტრი ამარაგებს თბილისს უმძიმესი არა ტრენსპორტაბელური ავადმყოფებით რომლებიც ადგილზე ყნდა იწვნენდა მკურნალობდნენ და თუ ასე არიქნება ეგ ცენტრი სულ არ არის საჭირო. ქუთაისში ყველა საავადმყოფოებში 35სასუნთქი აპარატია რაც საკმარისია . მაგრამ მძიმე ავადმყოფის გაგონებაც არ უნდათ.
კატასთროფა და სასწრაფოები ეზიდებიან ამ ავადმყოფებს თბილისში. და მერე გავამებს უკან.
რა ღირსებები შეგიძლია დაასახელო ღუდუშაურის ცენტრის-------------მაღალი ხელფასები.

Posted by: donvaso 1 Nov 2007, 09:39
QUOTE
ჩამოთვლილიდან რომელშია უკეთესი ავადმყოფის მიყვანა

??????????
?????????
????????
??????
????
???
??
?
biggrin.gif

Posted by: Obscured 1 Nov 2007, 09:39
QUOTE
უკვე რამოდენიმე წელია სამედიცინო ინსტიტუტები ითვლება არპრესტიჟულად რაც 4-5 წელიწადში მოუბრუნდება ქვეყანას
ექიმების დეფიციტით....................................................................................პ.ც.

არავითარი დეფიციტი არ იქნება საეთოდ რომ დაიხუროს ეგ ინსტიტუტები ჯობია წავლენ საზღვარ გარეთ დაიქ დაამთავრებენ,
რეგიონებში სავადმყოფოები საერთოდ უნდა დახურო. გააძლირო კატასტროფა და სასწრაფო . ზიდონ დაზიდონ ავდმყოფები ცენტრში.
ისე ქართული ქირურგიის მამამთავარმა მუხაძემ თქვა: ავადმყოფი ლოგინში უნდა მ.....ო თორემ თუ ადგა
მერე დაემშვიდობეო. ეგ არაფრის მომცემი არ არისო...............................................................:-)

Posted by: Led_Zeppelin 1 Nov 2007, 10:32
QUOTE
ჩამოთვლილიდან რომელშია უკეთესი ავადმყოფის მიყვანა
-------------------ინფექციურში:-)

* * *
QUOTE
Obscured

მუხაძემ ,ეგ ფრთიანი ფრაზა, თქვა ისტურიულ მატერიალიზმამდე......დღეს- გინდა მ.....ი , გაიდა არა ,არ შველის რაც არა აქვს
რას მოგცემს............................................................................................................................ wink.gif
ისე ჩემი მეგობარი ექიმი ამბობდა сгарая сам , свити другим და ამატებდა голои задницем.
медицина миня сдепапа нищим.

Posted by: Ser_David4 1 Nov 2007, 13:37
Obscured
QUOTE
ისე ქართული ქირურგიის მამამთავარმა მუხაძემ თქვა: ავადმყოფი ლოგინში უნდა მ.....ო თორემ თუ ადგა
მერე დაემშვიდობეო. ეგ არაფრის მომცემი არ არისო...............................................................:-)


ე.ი შენ თუ ექიმი ხარ და თანაც "მუხაძის მიმდევარ -მოყვარული "გა...ია მთელი ავადმყოფები და ეგ არის biggrin.gif:D


Posted by: Led_Zeppelin 14 Nov 2007, 18:18
QUOTE
Ser_David4

ვერ იზამს ძაანაც რომ უნდოდეს ვინაიდან მისახლეობის 80% არა გადამხდელ უნარიანია. და ვინც გადამხდელ უნარიანია ის ოპერაციას აშშ-ი იკეთებს........................................................................................................ასე რომ ძაან ნუ ინერვიულებთ............U.პ givi.gif

Posted by: Ser_David4 16 Nov 2007, 18:00
Led_Zeppelin
ოკ არ ვინერვიულებ biggrin.gif

Posted by: donvaso 16 Nov 2007, 18:16
იქნებ ამიხსნათ რომელ ჩამოთვლილებს გულისხმობთ????????
smile.gif

Posted by: Pathetikos 16 May 2008, 18:29
ხალხო, ღუდუშაურის კლინიკასთან თუ გაქვთ კავშირი ვინმეს, შეგიძლიათ მითხრათ, შაბათ-კვირას რომელ საათებში მუშაობენ და საერთოდ ქირურგები თუ იქნებიან. user.gif

Posted by: Fitzcarraldo 16 May 2008, 18:31
Pathetikos
QUOTE
ხალხო, ღუდუშაურის კლინიკასთან თუ გაქვთ კავშირი ვინმეს, შეგიძლიათ მითხრათ, შაბათ-კვირას რომელ საათებში მუშაობენ და საერთოდ ქირურგები თუ იქნებიან. 



ქირურგები რად გინდა, რა უნდა მოიჭრა?

Posted by: Pathetikos 16 May 2008, 18:33
Fitzcarraldo
მე მგონი, ბრმა ნაწლავი მაწუხებს. sad.gif


ხოდა მინდა გავესინჯო.

Posted by: Fitzcarraldo 16 May 2008, 18:40
Pathetikos
QUOTE
Fitzcarraldo
მე მგონი, ბრმა ნაწლავი მაწუხებს.


ხოდა მინდა გავესინჯო.



ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მე სხვა რამე ვიფიქრე

Posted by: Cor-toni 16 May 2008, 18:42
Pathetikos
QUOTE
ხალხო, ღუდუშაურის კლინიკასთან თუ გაქვთ კავშირი ვინმეს, შეგიძლიათ მითხრათ, შაბათ-კვირას რომელ საათებში მუშაობენ და საერთოდ ქირურგები თუ იქნებიან. 


საავადმყოფოებისთვის შაბათი-კვირა-დასვენების დღეები არ არსებობს. არც ღამე smile.gif .
მორიგე ექიმი ნებისმიერ დროს არის, ნებისმიერ განყოფილებაში.



Posted by: Pathetikos 16 May 2008, 21:21
cor-toni
და... შანსი არის, რომ მომატყუონ და ცარიელ ადგილას მითხრან, საოპერაციო ხარო? sad.gif
რა ვიცი, ამ ქვეყანაში მაგის მეტი რა ხდება. sad.gif

მარა ღუდუშაური ეგებ მაინც სულ სხვაა. user.gif


მაგის გამო არ მივდივარ სწორედ ღუდუ-ში? user.gif

Posted by: ბაკო 16 May 2008, 21:53
Pathetikos
QUOTE
ხალხო, ღუდუშაურის კლინიკასთან თუ გაქვთ კავშირი ვინმეს, შეგიძლიათ მითხრათ, შაბათ-კვირას რომელ საათებში მუშაობენ და საერთოდ ქირურგები თუ იქნებიან

იქნებიან ქირურგები აუცილებლად.
QUOTE
და... შანსი არის, რომ მომატყუონ და ცარიელ ადგილას მითხრან, საოპერაციო ხარო?

არა არ არის შანსი, თუ არ ენდობი მერე შეგიძლია სხვა ექიმთანაც გადაამოწმო, თუმცა არამგონია ტყუილად გაგჭრან.
წარმატებები smile.gif

Posted by: Pathetikos 17 May 2008, 12:24
ბაკო
და თანხა დაახლოებით რამდენი წავიღო?
რავი, ანალიზებიო, ექოსკოპიაო...

Posted by: intriga55 17 May 2008, 12:53
Pathetikos
QUOTE
და თანხა დაახლოებით რამდენი წავიღო?

ჩემ ბოლშე, ტემ ლუჩშე wink.gif (გააჩნია ვისთვის biggrin.gif

Posted by: Pathetikos 17 May 2008, 12:59
intriga55
მაინც რამდენი? ასი ლარი? ორასი ლარი? მილიონი?

Posted by: ბაკო 17 May 2008, 17:10
Pathetikos
QUOTE
და თანხა დაახლოებით რამდენი წავიღო? რავი, ანალიზებიო, ექოსკოპიაო...

QUOTE
მაინც რამდენი? ასი ლარი? ორასი ლარი? მილიონი?

100 ლარი მგონი გეყოფა.
ანუ კონსულტაცია + ექოსკოპია (ისიც თუ დაგჭირდა) ანალიზები შეგიძლია მეორე დღეს გაიკეთო.

Posted by: Candy 13 Jul 2008, 13:03
როდის უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა თბილისის საავადმყოფოებში? თუ ადამიანს ფული არ აქვს, უნდა მოკლან? საერთოდ დაკარგული აქვს ზოგიერთ ექიმს ადამიანური გრძნობები.

Posted by: Natosha 13 Jul 2008, 13:05
QUOTE
როდის უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა თბილისის საავადმყოფოებში? თუ ადამიანს ფული არ აქვს, უნდა მოკლან? საერთოდ დაკარგული აქვს ზოგიერთ ექიმს ადამიანური გრძნობები.

რიტორიკული კითხვაა.. და უფულო ადამიანი რომ არ უნდა კვდებოდეს, მაგაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და არა ექიმმა yes.gif

Posted by: Candy 13 Jul 2008, 13:10
Natosha
QUOTE
რიტორიკული კითხვაა.. და უფულო ადამიანი რომ არ უნდა კვდებოდეს, მაგაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და არა ექიმმა yes.gif


ხო მაგრამ როდესაც ტრამვირებული ადამიანი შეჰყავთ საავადმყოფოში, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, ექიმი არ უნდა ეკითხებოდეს მის ნათესავს, რომ ფული თუ გაქვთო....

თორემ სახელმწიფო ზრუნავს ასეთ პაციენტებზე, უბედური შემთხვევების დროს დანახარჯების 75% იფარება ბიუჯეტიდან.

მაგრამ ეს ზოგიერთი ექიმი იმდენად დამგელებულია, რომ მაინც ითხოვენ ფულს...

Posted by: *tamtam* 13 Jul 2008, 13:17
მოგესალმებით, მამაჩემს ამ ბოლო დროს ცხვირით სუნთქვა უჭირს. მგონი ძგიდი აქვს გამრუდებული. ვის მირჩევთ ძლიერ სპეციალისტს და საავადმყოფოს, რომ მივიდეს და ოპერაცია გაიკეთოს საჭიროების შემთხვევაში??

Posted by: Led_Zeppelin 13 Jul 2008, 19:30
QUOTE
Candy

QUOTE
როდის უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა თბილისის საავადმყოფოებში? თუ ადამიანს ფული არ აქვს, უნდა მოკლან? საერთოდ დაკარგული აქვს ზოგიერთ ექიმს ადამიანური გრძნობები.

ხო საავადმყოფოები იმისთვისაა რომ ავდმყოფები ხოცონ იქ ექიმებმა. საერთოდ დაკარგული აქვს ზოგიერთ ექიმს ადამიანური გრძნობები.რა სისულელეა რა გრძნობები რის გრძნობები ავდმყოფი რომ შემოდის ექიმმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე და სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს შრომაში თავისი საფასური.
QUOTE
რიტორიკული კითხვაა.. და უფულო ადამიანი რომ არ უნდა კვდებოდეს, მაგაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და არა ექიმმა yes.gif

QUOTE
თორემ სახელმწიფო ზრუნავს ასეთ პაციენტებზე, უბედური შემთხვევების დროს დანახარჯების 75% იფარება ბიუჯეტიდან.  მაგრამ ეს ზოგიერთი ექიმი იმდენად დამგელებულია, რომ მაინც ითხოვენ ფულს...

მაგრამ ეს ზოგიერთი ექიმი იმდენად დამგელებულია,რომ მაინც ითხოვენ ფულს..
ჯერ გაარკვიეთ რა 75 % რის 75 % იფარება და სად მიდის ეგ ფული . ყოველ შემთხვევაში ექიმს იქედან არაფერი არ მისდის--ან თუ მისდის კაპიკები.
საერთოდ დაკარგული აქვს ზოგიერთ პაციენტებს ადამიანური გრძნობები და გონიათ რო ექიმი აქლემია და კვირაში ერთხელ იკვებება და თუ იმ ექიმს ოჯახი ყავს ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
თქვე კაი დედმამიშვილებო დაანებეთ ექიმს თავი . მშიერი და ტიტველი ექიმი თქვენ ვერ მოგარჩენთ.......................თავის -თავი გასჭირვებია.. sleep.gif
* * *
გაარკვიეთ ის -100 საავადმყოფო სად არის.........................................................................................U.პ

Posted by: Candy 13 Jul 2008, 20:28
Led_Zeppelin
QUOTE
ჯერ გაარკვიეთ რა 75 % რის 75 % იფარება და სად მიდის ეგ ფული . ყოველ შემთხვევაში ექიმს იქედან არაფერი არ მისდის--ან თუ მისდის კაპიკები.


ხოდა თავად ექიმებმა გაარკვიონ რატომ მისდით კაპიკები. პაციენტის დანახარჯების 75%-ს იხდის სახელმწიფო და ნება იბოძონ და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. თუ არ მოსწონთ, არავინ აძალებთ!

როგორ ძალიან უნდა გძულდეს ადამიანი, რომ საავადმყოფოში მოხვედრა უსურვო!

Posted by: Natosha 13 Jul 2008, 20:52
QUOTE
თუ არ მოსწონთ, არავინ აძალებთ!

არც პაციენტს არავინ აძალებს საავადმყოფოში მისვლას. თუ არ მოსწონს ექიმები იმკურნალოს სახლში yes.gif

Posted by: amirani1986 13 Jul 2008, 21:08
ვერ ვნახე შესაბამისი განყოფილება..იქნებ იცით საქართველოსჰი სად კეთდება გენეტიკური ანალიზი,ამ შემთხვევაჰსი გენეტიკურ დაავადებაზეა საუბარი..ტუ იციტ იქნებ დაპოსტოტ....

Posted by: No Regrets 13 Jul 2008, 21:15
soul
QUOTE
ღუდუშაური RULEZZZZZZ!!!


კი მაგრა?! - ერთი 3 კვირის წინ ბავშვი მივიყვანე (უბრალოდ ინციდენტი დიღომში მოხდა და ამიტომ უახლოეს საავადმყოფოს - ღუდუშაურს მივმართე, დრო არ იყო "ქართული წესით გაკითხვის"), მუხლს ქვემოთ ქონდა ფეხზე დაზიანება და ვშიშობდი მოტეხილი ხომ არ არისთქო.
გადავიღეთ რენტგენი მოტეხილობა არ აღმოჩნდა, მიმღების ექიმმა თავი გაიგიჟა გიბსი უნდა დავადოო, წყნარი ტონით ვეკითხები - ბატონო, მე ექიმი არ ვარ და თუ შეიძლება იქნებ ამიხსნათ რისთვის არის საჭირო გიბსი იმ შემთხვევაში თუ ფეხი არ არის მოტეხილითქო - ნუ რაზეც საკმაოდ უკმეხი პასუხი მივიღე - ეხლა შენ გასწავლო გიბსს რატომ ადებენ 5 კაცი მყავს რიგში უნდა დავადო და მორჩაო.
გადავურეკე ნაცნობ ექიმს რომელმაც მირჩია თუ მაინცდამაინც თავს იგიჟებს მაშინ "ლანგეტი" მაინც დაადოსო.
მოკლედ მოვუბრუნდი ამ ღუდუშაურის მიმღების ექიმს და ვეკითხები "ლანგეტს" ადებთთქო - იმ მომენტში გაგებაში არ ვარ რა არის "ლანგეტი" - კიო თავი დამიქნია და 3 წლის ბავშვს ტრაკამდე ცირკულარული (ეს მერე გავიგე რას ნიშნავდა) გიბსი დაადო, თან მიაყოლა რომ 20 დღე არავითარ შემთხვევაში არ მოხსნათო!
მოვიყვანე ბავშვი სახლში - გიჟს გავს, ტირის ვერ ისვენებს, დავურეკე ამ ჩემს ნაცნობ ექიმს და მოვიყვანე, რომ მოვიდა გადაირია რათ უნდოდა ცირკულარული გიბსი ტრაკამდეო, მოხსნა გიბსი და გამოვჭერით "ლანგეტი" (ანუ გიბსი რომელიც მარტო ფეხის უკანა მხარეს აფიქსირებს), ამოისუნთქა ბავშვმა და მინდა გითხრათ რომ 3 დღეში ეს "ლანგეტიც" მოვხსენით და კვირის ბოლოს უკვე დარბოდა.
რამოდენიმეჯერ ვიფიქრე მივალ საჩივარს დავწერთქო, მაგრამ ხომ იცით ეს "გადარჩენილი ადამიანის ფსიქიკა", რახან ბავშვი გადარჩა და კარგად იყო იმდენად დადებით განწყობაზე ვიყავი რომ აღარ ჩავეძიე ამ საკითხს, არადა ცუდად მოვიქეცი, ვინაიდან ამ უცოდინარმა ექიმმა შეიძლება სხვასაც ავნოს, თან ეს ყველაფერი ეჭვი მაქვს 60 ლარიანი ქვითრის გამო მოხდა.

პ.ს დასკვნები თქვენთვის მომინდია!

Posted by: Candy 13 Jul 2008, 22:25
Natosha
QUOTE
არც პაციენტს არავინ აძალებს საავადმყოფოში მისვლას. თუ არ მოსწონს ექიმები იმკურნალოს სახლში


ნეტა საერთოდ არასოდეს არ დასჭირდეს პაციენტს საავადმყოფოში მისვლა, მაგრამ ხანდახანბ ხდება ისეთი მომენტები, როდესაც გვიწევს იქ მკურნალობა.

მაგრამ შენი პოსტი რას ემსახურება, ვერ ვხვდები. შენი აზრით ექიმმა პაციენტს ფული უტიფრად უნდა მოსთხოვოს ( არ იგულისხმება ოფიციალური გადასახადები)? და შენი აზრით თუ სახელმწიფო რიცხავს 75%-ს, პაციენტმა ის უნდა არკვიოს, ვის ერიცხება ეს 75% ან ამ 75%-ის რა წილს იღებენ ექიმები?


ექიმებს აქვთ ხელფასი და იმყოფინონ! პაციენტებს კი მოეკიდონ ნორმალურად და ადამიანურად! სანამ ერთი ორ "ტკბილ" სიტყვას არ ეტყვი, აზრზე ვერ მოდიან.

Posted by: Natosha 13 Jul 2008, 23:44
Candy
QUOTE
მაგრამ შენი პოსტი რას ემსახურება, ვერ ვხვდები

ჩემი პოსტი იმას ემსახურება, რომ მაგარი ყელში მაქვს ამოსული მსგავსი კამათები. თან ისეთი ადამიანებისგან, "სტილისტისთვის" 200 ლარი რომ არ ენანება სამაგიეროდ ექიმს შეიძლება 2 ლარზე ეწუწუნოს. კონკრეტულად შენზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ტონა მაქვს მასეთები ნანახი.


QUOTE
ექიმებს აქვთ ხელფასი და იმყოფინონ!

smile.gif ასე როგორ "დაგლოცო" და როგორ გითხრა შენ იმყოფინე საქართველოს საშუალოსტატისტიკური ექიმის ხელფასი-თქო smile.gif

Posted by: Candy 14 Jul 2008, 14:47
Natosha
QUOTE
ჩემი პოსტი იმას ემსახურება, რომ მაგარი ყელში მაქვს ამოსული მსგავსი კამათები. თან ისეთი ადამიანებისგან, "სტილისტისთვის" 200 ლარი რომ არ ენანება სამაგიეროდ ექიმს შეიძლება 2 ლარზე ეწუწუნოს. კონკრეტულად შენზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ტონა მაქვს მასეთები ნანახი.



ეგეთ ჟმოტებზე ლაპარაკი არ მაქვს. მე კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ.

QUOTE
ასე როგორ "დაგლოცო" და როგორ გითხრა შენ იმყოფინე საქართველოს საშუალოსტატისტიკური ექიმის ხელფასი-თქო


ზოგიერთი ავადმყოფი საერთოდ არ მუშაობს და ექიმს თავისი ხელფასი თუ არ ყოფნის, არ უნდა მოსთხოვოს პაციენტს გათვალისწინებული ხარჯების გარდა სხვა გადასახადები! ამის თქმა მინდა! wink.gif

Posted by: GEORGIA7777 14 Jul 2008, 16:18
თქვენი აზრით საუკეთესო რეანიმაცია სად არის ? რესბუბლიკური, ღუდუშაური თუ მეცხრე ?

Posted by: roo 14 Jul 2008, 19:30
QUOTE (Kost@ @ 21 Jan 2006, 19:05 )
ჩამოთვლილიდან რომელშია უკეთესი  ავადმყოფის მიყვანა

საჩხერეს რაიონული საავადმყოფო wink.gif

უბრალოდ იქაური თუ არ ხარ, მაშინ როგორ ხდება არ ვიცი

QUOTE
თუ მოტეხილობაა და ჩხეიძეზე


მაგიტმაცაა ჩვენ ფორუმელს კინაღამ ხელი მოაჭრეს biggrin.gif

ტრავმის დროს 100% ღუდუშაურში

Posted by: Natosha 14 Jul 2008, 20:00
Candy
ზოგადად, ასეთ კამათში ბევრჯერ მითქვია და კიდევ ვიტყვი, დღევანდელ ქართული მედიცინის სისტემას ძალიან ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლი აქვს და ამის მსხვერპლი ხდება პირველ რიგში პაციენტი და ექიმიც, რა თქმა უნდა.

Posted by: DICOM 14 Jul 2008, 20:06
მოკლედ რა smile.gif არაა ჩვენი საშველი. მოკლედ მედიცინაში თუ არ ერკვევი კაცი ისეთ რამეს გიზამენ რომ მინიმუმ ფსიქოლოგიური სტრესი გაქვს გარანტირებული smile.gif მე მითხრეს MRI რომ გადავიღე ჰიპოფიზი არა გაქვსო smile.gif

Posted by: Natosha 14 Jul 2008, 20:27
DICOM
QUOTE
მე მითხრეს MRI რომ გადავიღე ჰიპოფიზი არა გაქვსო

biggrin.gif

შენც კიდევ ის "ბელას" ისტორია უნდა მოგეყოლა biggrin.gif ეგ რა არის თქო. კაცს თავის ტვინი არ ქონდა და ისე ცხოვრობდაო.

Posted by: Candy 14 Jul 2008, 22:57
Natosha
QUOTE
ზოგადად, ასეთ კამათში ბევრჯერ მითქვია და კიდევ ვიტყვი, დღევანდელ ქართული მედიცინის სისტემას ძალიან ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლი აქვს და ამის მსხვერპლი ხდება პირველ რიგში პაციენტი და ექიმიც, რა თქმა უნდა.


მეც ამისდ თქმა მინდა და კიდევ იმის თქმაც, რომ განერვიულებულ და მშფოთვარე პაციენტის ახლობელს ექიმმა ეგრევე ფულზე არ უნდა დაუწყოს საუბარი. ხომ არ გაიქცევიან და აცალე და მერე მოსთხოვე... smile.gif

Posted by: dato2007 14 Jul 2008, 23:01
ამბობენ რომ არამინცის საავადმკოფოში პაციენტი რეანიმაციაში რომ შეყავთ პირველი 6 დღე უფასოა მაგრამ არ დაიჯეროთ. პირველივე დღესვე 50 ლარამდე ექიმებმა დაგვატოვებონეს ყოველნაირი საბუთის მოცემის გარეშე და ავადმკოფის გადაყვანაზე ტიპები ვინც ნასილკებს ატარებენ 15 ლარს ითხოვენ და არანაირ საბუთს რა თქმა უნდა არ იღებენ. ბოლოს და ბოლოს როდის მოევლება ამ განუკითხაობას და მაგ უნამუსო ექიმებისაგან ფულის გამოძალვას იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი ან რამე გააკეთოს

Posted by: roo 15 Jul 2008, 07:28
QUOTE (dato2007 @ 14 Jul 2008, 23:01 )
მაგ უნამუსო ექიმებისაგან ფულის გამოძალვას

არ მიხვიდე,მორჩა და გათავდა.

PS მწვავე შემთხვევები მემგონი საერთოდ ყველგან უფასოა, და (ეს ნაღდად ვიცი) ექიმი ვალდებულია გაუწიოს დახმარება ნებისმიერ გადაუდებელ პაციენტს. ამის არ შესრულება კანონით ისჯება.

Posted by: Led_Zeppelin 17 Jul 2008, 19:12
QUOTE
ბოლოს და ბოლოს როდის მოევლება ამ განუკითხაობას და მაგ უნამუსო ექიმებისაგან ფულის გამოძალვას იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი ან რამე გააკეთოს

მაშინ როცა გადაუხდიან იმ ხელფას რაც ექიმს ეკუთვნის.........................................................................................wink.gif

Posted by: malina 21 Jul 2008, 14:47
არამიანცის მიმღების ტელ ნომერი ხომ არ იცით ვინმემ ?

Posted by: kriketi-1985 9 Dec 2009, 10:29
დიღომში რომ ვითომ საავადმყოფოა რკინიგზისას უწოდებენ, იქ ჯანმრთელიც არავინ გააჭაჭანოთ თორემ დაავადებენ პირიქით. ქსეროქსის აპარატის გარდა არანაირი აპარატი იქ არაა, არადა სასწრაფოს პირველად იქ მიჰყავხარ, გავრცელდა ხმები, რომ ვინც იმ საავადმყოფოში ,,კლიენტებს'' (მაგათთვის კლიენტია ავადმყოფო)
მიიყვანს, ფულს უნაწილებენ, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ორჯერ მოვხვდი იქ, ახლობლებს გავყევი ორივეჯერ, აქედან ერთხელ მხოლოდ ერთი პაციენტი იწვა მაგ ,,საავადმყოფოში'', ხოლო მეორედ რამდენიმე ექთნის, ერთი სანიტრისა და ერთი ექიმის გარდა არავის ჭაჭანება იქ არ იყო.
პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან უხეში მოპყრობა, მოკლედ არ ღის ამის ჩამოთვლა, რა სისაძაგლეებიც იქ ჩაიდინეს, ავადმყოფზე რომ იტყვი, თუ გინდათ წაიყვანეთ სხვაგან და თუ გინდათ აიღეთ და გადააგდეთო....... აღარ გავაგრძელებ, თუმცა თქვენს მიერ ჩამოთვლილ ფულის კეთების დაწესებულებებს (და არა საავადმყოფოებს) შეუერთეთ ეს ,,საავადმყოფოც''

Posted by: likuna90 4 Feb 2010, 17:48
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ მაინტერესებს ბაქოში თუ არის რომელიმე უროლოგიური სამკურნალო კლინიკა, თუ შეძლებთ მომაწოდეთ რაიმე ინფორმაცია მაინც .მადლობა წინასწარ .

Posted by: ia_Baggins 17 Feb 2010, 23:17
თოდუას ცენტრს საიტი თუ აქვს შეგიძლიათ დამილინკოთ?



ვერ ვიპოვე გუგლში sad.gif

Posted by: daitio 17 Feb 2010, 23:44
QUOTE (roo @ 14 Jul 2008, 18:30 )

QUOTE
თუ მოტეხილობაა და ჩხეიძეზე


მაგიტმაცაა ჩვენ ფორუმელს კინაღამ ხელი მოაჭრეს biggrin.gif

ტრავმის დროს 100% ღუდუშაურში

მინდა გითხრა, ზევით სტაციონარში მართლა ძალიან მაგრები არიან, აი ამბულატორიული ტრავმის კი რა მოგახსენო..smile.gif)

ესეც ჩვენო ფორუმელის ციტატაა:
კი მაგრა?! - ერთი 3 კვირის წინ ბავშვი მივიყვანე (უბრალოდ ინციდენტი დიღომში მოხდა და ამიტომ უახლოეს საავადმყოფოს - ღუდუშაურს მივმართე, დრო არ იყო "ქართული წესით გაკითხვის"), მუხლს ქვემოთ ქონდა ფეხზე დაზიანება და ვშიშობდი მოტეხილი ხომ არ არისთქო.
გადავიღეთ რენტგენი მოტეხილობა არ აღმოჩნდა, მიმღების ექიმმა თავი გაიგიჟა გიბსი უნდა დავადოო, წყნარი ტონით ვეკითხები - ბატონო, მე ექიმი არ ვარ და თუ შეიძლება იქნებ ამიხსნათ რისთვის არის საჭირო გიბსი იმ შემთხვევაში თუ ფეხი არ არის მოტეხილითქო - ნუ რაზეც საკმაოდ უკმეხი პასუხი მივიღე - ეხლა შენ გასწავლო გიბსს რატომ ადებენ 5 კაცი მყავს რიგში უნდა დავადო და მორჩაო.
გადავურეკე ნაცნობ ექიმს რომელმაც მირჩია თუ მაინცდამაინც თავს იგიჟებს მაშინ "ლანგეტი" მაინც დაადოსო.
მოკლედ მოვუბრუნდი ამ ღუდუშაურის მიმღების ექიმს და ვეკითხები "ლანგეტს" ადებთთქო - იმ მომენტში გაგებაში არ ვარ რა არის "ლანგეტი" - კიო თავი დამიქნია და 3 წლის ბავშვს ტრაკამდე ცირკულარული (ეს მერე გავიგე რას ნიშნავდა) გიბსი დაადო, თან მიაყოლა რომ 20 დღე არავითარ შემთხვევაში არ მოხსნათო!
მოვიყვანე ბავშვი სახლში - გიჟს გავს, ტირის ვერ ისვენებს, დავურეკე ამ ჩემს ნაცნობ ექიმს და მოვიყვანე, რომ მოვიდა გადაირია რათ უნდოდა ცირკულარული გიბსი ტრაკამდეო, მოხსნა გიბსი და გამოვჭერით "ლანგეტი" (ანუ გიბსი რომელიც მარტო ფეხის უკანა მხარეს აფიქსირებს), ამოისუნთქა ბავშვმა და მინდა გითხრათ რომ 3 დღეში ეს "ლანგეტიც" მოვხსენით და კვირის ბოლოს უკვე დარბოდა.
რამოდენიმეჯერ ვიფიქრე მივალ საჩივარს დავწერთქო, მაგრამ ხომ იცით ეს "გადარჩენილი ადამიანის ფსიქიკა", რახან ბავშვი გადარჩა და კარგად იყო იმდენად დადებით განწყობაზე ვიყავი რომ აღარ ჩავეძიე ამ საკითხს, არადა ცუდად მოვიქეცი, ვინაიდან ამ უცოდინარმა ექიმმა შეიძლება სხვასაც ავნოს, თან ეს ყველაფერი ეჭვი მაქვს 60 ლარიანი ქვითრის გამო მოხდა.

Posted by: kriketi-1985 22 Feb 2010, 20:58
საავადმყოფო უშუქობისთვის არ უნდა იყოს მზად? ერთ- ერთ ცნობილ კლინიკაში დენი წავიდა და ნახველის ამოსაქაჩი აპარატი, რომელიც როგორც ჩანს მხოლოდ დენზე ერთდებოდა (ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ როცა დენია, პალატაში აქვთ საქაჩი და ქაჩავენ ხოლმე, ხოლო ახლა უდენობისას იძულებულნი იყვნენ რეანიმაციაში გაქცეულიყვნენ და იქიდან გამოეტანათ სასწრაფოდ ეს აპარატი, თორემ პაციენტი დაიღუპებოდა ორ წუთში, გაოცებული და აღშფოთებული ვარ, ჯერ ერთი პალატაში რომ წნევის, შაქრის საზომი აპარატი და კიდევ ბევრი რამ (რაც სახლიდან მიგვაქვს) არ აქვთ, იმას საავადმყოფო არ უნდა ერქვას მგონი, თან მძიმე ავადმყოფების პალატაში, საავადმყოფოში, სადაც საშინელი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებელია იქაურობა, დერეფნები, მოსაცდელი ოთახები, სიბინძურე, დამლაგებელიც არ ჰყავთ როგორც ჩანს...

Posted by: tami_synergy 19 Mar 2010, 16:00
ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია ახალაშენებულ საავადმყოფოებზე რეგიონებში? მითხრეს რომ ხონში ქარელში ბოლნისში ახალი საავადმყოფოები აშენდაო მაგრამ ვერავითარ ინფორმაციას ვერ მივაგენი sad.gif

Posted by: patriciia 20 Mar 2010, 11:46
DICOM
QUOTE
მე მითხრეს MRI რომ გადავიღე ჰიპოფიზი არა გაქვსო

lol.gif
ისე ცოცხლობს ადამიანი ჰიპოფიზის გარეშე, ხო იცი?!

Posted by: CVS 21 Mar 2010, 00:45
ბაჩუკი
QUOTE
თოდუას ცენტრი უძლიერესია, როგორც მომსახურეობის ხარისხით, ისე აპარატურით და მედ პერსონალითაც, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ჩემი აზრით პირველია ჩვენს ქვეყანაში.

არც ეგრეა საქმე, ბევრი იაღლიშები მინახავს მაგათი, თანაც სიცოცხლესთან და სასწრაფო ოპერაციასთან დაკავშირებული. ერთი ეხლახან იყო

Posted by: patriciia 21 Mar 2010, 00:59
CVS
QUOTE
არც ეგრეა საქმე, ბევრი იაღლიშები მინახავს მაგათი, თანაც სიცოცხლესთან და სასწრაფო ოპერაციასთან დაკავშირებული. ერთი ეხლახან იყო

ასიანია
მე ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა
აკეტებენ რუტინულ ოპერაციებს, თუ გაურთულდებათ, მალავენ, სანამ ადამიანი მთლად არ მისიკვდილდება
რეანიმაცია არ გააჩნიათ
გარდა ამისა, ექიმები ჰყავსთ საბჭოთა მედიცინის
შტერები
აპარატები კი აქვთ, იცოცხლე
მაგრამ არჩენს წამალი და არა აპარატი

Posted by: DICOM 21 Mar 2010, 01:04
patriciia

კი მარა ვაი მაგ სიცოცხლეს biggrin.gif

ფაქტია, რომ მერე აღმომაჩნდა smile.gif მქონია თურმე smile.gif

Posted by: მატისი 21 Mar 2010, 22:43
ტატიშვილის კლინიკა სადაა ზუსტად, ვერ მიმასასწავლით? user.gif

Posted by: donvaso 21 Mar 2010, 22:49
მატისი
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

მისამართი: თბილისი, ვაკე, თენგიზ აბულაძის ქ. #8
ტელეფონი: 913119, 913242;


Posted by: patriciia 21 Mar 2010, 23:04
DICOM
QUOTE
კი მარა ვაი მაგ სიცოცხლეს

ვიცი, ვიცი biggrin.gif
ჰიპოთირეოზი აღმომაჩნდა და ახლა ვგრძნობ, რა დღეში იყო ჩემი საწყალი ჰიპოფიზი, როდესაც ფარისებრი ვერ უქაჩავდა

Posted by: მატისი 21 Mar 2010, 23:20
donvaso
QUOTE
მისამართი: თბილისი, ვაკე, თენგიზ აბულაძის ქ. #8 ტელეფონი: 913119, 913242;


ეგ ვიცი biggrin.gif
მაგრამ ზუსტად სადაა ეგ ქუჩა არ ვიცი

Posted by: nata-natali 8 Apr 2010, 19:03
QUOTE (მატისი @ 21 Mar 2010, 23:20 )
donvaso
QUOTE
მისამართი: თბილისი, ვაკე, თენგიზ აბულაძის ქ. #8 ტელეფონი: 913119, 913242;


ეგ ვიცი biggrin.gif
მაგრამ ზუსტად სადაა ეგ ქუჩა არ ვიცი

ვაკეში, ეკლესიის უკან, სტუდქალაქთან

Posted by: მატისი 9 Apr 2010, 16:01
nata-natali

მოგვიანებით, მადლობა
ვიყავი უკვე smile.gif

Posted by: qalbatoni nadejda 21 Apr 2010, 13:37
QUOTE (მატისი @ 21 Mar 2010, 22:43 )
ტატიშვილის კლინიკა სადაა ზუსტად, ვერ მიმასასწავლით? user.gif

ტატიშვილის და სხვა სამედიცინო ცენტრების მისამართები:
http://www.vidal.ge/Medicine/search.php?F=Medicine&P=DiagnosticMedicineCenters&lang=GE

Posted by: qutato 6 Jun 2010, 21:01
რა ეშველება საავადმყოფოებს.ვინმემ ხომ არ იცის რამე? yes.gif




Posted by: xorvela 6 Jun 2010, 21:12
ასი საავადმყოფო არა, მაგრამ 2-3 კი იქნება შემდეგ ათწლეულში.
ოღონდ "უბრალო ხალხს" არ მიიღებენ. biggrin.gif

Posted by: lexomd 1 Jul 2010, 22:14
http://forum.ge/?f=29&showtopic=34134869

Posted by: qutato 2 Jul 2010, 18:13
სამედიცინო რეფორმა საავადმყოფოებში თანამშრომლების გათავისუფლებით გაგრძელდა.ეს უკვე მეტისმეტია.

Posted by: pernata 4 Jul 2011, 23:20
დღეს ჩემმა შვილმა მოიტეხა ხელი. ველოსიპედიდან ჩამოვარდა. თითი ისე ქონდა გვერდზე გადაბრეცილი, ეჭვგარეშე იყო მოტეხილობა. სასწრაფოდ გავქანდით ესე დარეკლამებულ საბავშვო Emergensy -ში, დიღომში. ნუ, კაი, ყველაფერი ჩანთხლეულია, ძუნძგლიანი, არ ვჩივი-მიმღებში ზანტი გოგოს ყურადღება ძლივს მივიქციეთ. --ააა, თქვენ ტრავმატოლოგი გენდომებათ, ალბათ... მერე გასძახა-ლუიზა, ტრავმატოლოგი აქაა??? ტრავმატოლოგი არ აღმოჩნდა ადგილზე. (დღის 4 საათზე) მოვითხოვე მენეჯერი, რომ საბავშვო გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტრავმატოლოგის კუთვნილი სამუშაო საათების გრაფიკი ეჩვენებინა. მანამ ვიბრძოდი-მეთქი რენდგენი გადავიღოთ, რაზეც მიპასუხეს-ჩვენი აპარატი მაინც არ ვარგა, "ჟვანიაში" წადით. mad.gif ვთხოვე, ხელწერილი დაეწერათ, რომ აშკარად ტრავმირებულ პაციენტს ისტუმრებენ ამ მიზეზების გამო. გადამამისამართეს სადღაც ზედა სართულზე, მაგრამ რადგან ბავშვი მელოდებოდა, რათქმაუნდა ეს ბრძოლა გადავდე და გავიქეცუთ ღუდუშაურში.
ღუდუშაურშიც სრულიად არაჰიგიენურ პირობებში, მაგრამ გაგვიმართლა-ტრავმატოლოგიც იყო და რენდგენოლოგიც. ნუ გადავიღეთ რენდგენი, თითი მოტეხილი და გადანაცვლებული-ჩასასმელია. ვიკითხე - რა პრეპარატით აპირებდნენ გაყუჩებასაცსასმელად, რაც შეიცხადეს-რათ უნდა ეხლა ამას ანესთეზია??? არადა საშუნლად ტკიოდა და საერთოდ ვერ ვეხებოდით. დაჟინებით და კატეგორიულად მოვითხოვე ანესთეზია. ეგრევე მოიტანეს პრეპარატი და შპრიცი. არც ტესტს გვთავაზობდნენ ალერგიულობაზე mad.gif mad.gif გავაკეთებინე სინჯი ხელზე. ლიდოკაინი აღმოაჩნდათ. (ამ ეტაპზე ცენზურა უკვე კარგად დავიწყებული მქონდა)
მანამ ჩვენი ალერგიულობის ტესტის 1/2 სთ გავიდა, მოვიდა იაპონელი ტურისტი, ბორჯომში მოუტეხია ხელი. წინასწარ გააბრთხილეს - როგორც უცხოელი ორმაგს იხდიო. თარჯიმანს შევთავაზე-წესდება მოეთხოვა, სადაც ეწერა ეს აფსურდი. დაეზარათ.
ამასობაში გაირკვა, რომ არ არის ალერგიული და თვითონ სამედიცინო პროცედურამ მართლა უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაიარა, იმასაც ავღნიშნავ, რომ ჩემი ქმარი ედგა თავზე და ეს რომ არა, თითებს ერთმანეთზე დადებულს ჩაუთაბაშირებდნენ.
მერე გადახდა - 250 ლარი!!! იქვე, ბანკის ფანჯარაში გადავიხადე, მაგრამ დამაეჭვა თანხამ და მოვითხოვე ამონაბეჭდი, რა პრეისკურანტით დამიჯდა ამდენი. დიდი ჩოჩქოლის მერე გაირკვა, რომ 180 უნდა გადამეხადა-2 რენდგენი-50 (ჩასწორებამდე და შემდეგ) და თითის ჩასწორება-130.
მაგრამ რადგან თანხა უკვე გადახდილი იყო, ვერ ვაბრუნებთო. ნახეს, რომ არ შევეშვებოდი და ხვალ ვარ დაბარებული დილით რაღაც ზედა სართულზე ისევ (ვერ გავარკვიე სად და ვისთან და მანუგეშეს-გიორგი წამოგყვებათო biggrin.gif. ) mad.gif mad.gif mad.gif
ძალიან მინდოდა და ვცდილობდი სასიკეთო რეფორმების დაჯერებას, მაგრამ ტრაკში მივდივართ აშკარად. ყველაფერს ვიღონებ, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყანაში არ იცხოვრონ.

Posted by: Sonya 5 Jul 2011, 09:51
http://forum.ge/?showtopic=34197180&hl=%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

ჯენერალში ყოფილა ეს თემა. მე რატომღაც პოლიტიკა მახსოვდა. პერნატა, მანდ დააკოპირე - მეტი ხალხიც შედის და პრობლემის ადექვატურიც არის. გადარეული მშობლები პოსტავენ.

Posted by: Golden Fish 11 Jun 2012, 22:24
კარგი ორთოპედი სად შეიძლება რომ იყოს? ჩხეიძეზე თუა ვინმე ნორმალური არავინ იცის? ღუდუშაურში არ მინდა. მაგ კლინიკას ვალები აქვს და ექიმებს ხელფასს არ უხდიან და სულ დაბოღმილები დადიან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)