mtiuli...ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ
რაც შეეხება ამ თემას, არ მაქვს რადიკალური აზროვნება, 1% მაინც რომ იყოს ალბათობა აფხაზებთან მოლაპარაკების(თუნდაც რუსეთის ფაქტორის დაკიდებით), პირველი ვიქნებოდი ვინც მხარს დაუჭერდა. არ არსებობს უბრალოდ ასეთი სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვიცი რა ეგ ხალხი, იმიტომ ვამბობ ასე დარწმუნებით.
ქართველებმა არ იციან ამათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ აქედან გარკვეული იმედები.
როგორ უყურებენ აფხაზები, როგორც ერი ქართველებს ეს კითხვა დავსვათ: როგორც ქართველები რუსებს? არა, სასაცილოც კია შედარება. როგორც ქართველები არაბებს, თურქებს და ირანელებს? არა, უარესად.
როგორც რიგითი ქართველები XVII საუკუნეში ყიზილბაშებს, როცა ფიზიკური გადარჩენისთვის მიდიოდა ბრძოლა? კი, ზუტად ასე.
მსგავსი სიძულვილი რომ ქონოდათ მასობრივ დონეზე ქართველებს სხვების მიმართ, მე ვერ ვიხსენებ.
თავად ის სისასტიკე რომლითაც სამოქალაქო მოსახლეობას გაუსწორდნენ ომის დროს, შედარებადია იმასთან რაც ქართველებმა ქნეს 1659 წელს ბახტრიონის აჯანყების დროს. ე.ი. ვინც კი ხელში მოხვდებოდათ ან უნდა მოეკლათ ან ყველაზე კარგ ვარიანტში გაეძევებინათ.
აქედან უნდა ამოვიდეთ და დავსვათ კითხვა:
არსებობს კი რამე რაც შეიძლება შეეთავაზებინა შაჰს ვთქვათ 1660 წელს კახეთის სამღვდელოების, გლეხობის და თავადაზნაურებისადმი, რომლებიც მანამდე გავეშებით ხოცავდნენ თურქმანებს, რომ ისინი თავისი ნებით დათანხმებულიყვნენ მათზე ბევრად მეტი მუსლიმის ხელახლა დასახლებას კახეთში და ირანის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შესვლას(წარმოვიდგინოთ, რომ მაგ აჯანყების მერე კახეთი გათავისუფლდა ირანისგან)?
მე ვფიქრობ, რომ არა, ასეთი შეთავაზება არ არსებობდა.
ერთადერთი "შეთავაზება" იყო ძალა და ეს აკავებდა კიდეც აღმ.საქართველოს მათ ხელში. ისიც არ დაივიწყო რომ თუკი მაშინ 1-2 თავადის მოსყიდვა კიდევ შეიძლებოდა, ახლა 1-2 აფხაზის მოსყიდვა საკმარისი არ იქნება, ეგეთი რამე საზოგადოების მოზრდილი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.
მე არც ის მგონია, რომ ვთქვათ რაც არ უნდა შემოგვთავაზოს რუსეთმა ბევრი ქართველი(თუნდაც რუსეთუმეების დიდი ნაწილი) გარდა მთლად უიმედო ავადმყოფებისა, დათანხმდეს იმას, რომ საქართველოში ასე 20-30% ქართველი და 50-60% რუსი ცხოვრობდეს, ჩვენც რუსეთის ნაწილი ვიყოთ.
ეს იმ პირობებში, როცა აქ რუსების მიმართ შეუდარებლად უკეთეს დამოკიდებულაა, ვიდრე აფხაზეთში ქართველების მიმართ.
This post has been edited by ingfari on 22 Jan 2018, 02:36