მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლები მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლები წარმოადგენს სისტემას, რომელიც მუშაობს წლის ნებისმიერ დროს მზის ენერგიაზე და უზრუნველყოფს ცხელი წყლის მოწოდებას -40°C (გრადუს) გარემო ტემპერატურაზეც.
ამ სისტემის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ენერგომატარებლის (ელ.ენერგია, გაზი, შეშა...) 75-80%-იანი ეკონომიისა წლის განმავლობაში.
იგი მუშაობს ვაკუმური ენერგოშემკრები მილაკების საშუალებით, რომლებიც ალტერნატიური ენერგიის გამოყენების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევაა. მისი მუშაობის საიმედობა გამოცდილია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში და აქვს საქარხნო გარანტია 10-15 წელი.
ცხელი წყალი უფასოდ
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ცხელი წყალი და გათბობა უფასოდ მზის ენერგიის გამოყენებით.
მზე ეს გახლავთ:
აბსოლუტურად უფასო და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო;
მოცემული სისტემა წარმოდგენილია კანადასა და აშშ-ში, ნორვეგიასა და დანიაში, შვეციასა და დიდ ბრიტანეთში და ა.შ.
ჩვენ გთავაზობთ, თქვენთვის საჭირო, მაღალი ხარისხის მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლების შერჩევას, დამონტაჟებას, საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას მაღალკვალიფიციური მუშა პერსონალის მეშვეობით.
შეიძინეთ და დააყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია და თქვენ მიიღებთ ცხელ წყალსა და გათბობას გარემოზე ზიანის მიუყენებლად.
საერთო ინფორნაცია მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელ მოწყობილობებზე.
ბრტყელი და ვაკუმურმილებიანი მზის ენერგოშემკრებები, სახეობები, მუშაობის პრინციპი და მათში მიმდინარე პროცესები.მზის თბური ენერგიის მეშვეობით შესაძლებელია უზრუნველყოთ მოთხოვნა ცხელ წყალზე მთლიანად წლის მზიან თვეებში. წლის განმავლობაში მზით შეგვიძლია მივიღოთ 30%-მდე ენერგია გათბობბიათვის და 80% ცხელი წყლის უზრუნველყოფისათვის.
მეცნიერებისა და გამომგონებლების მიერ, სხვადასხვა ტიპის მზის ენერგიით მოწყობილობების შექმნის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ეფექტურად შეაგროვონ მოდინება მზის ენერგიისა და გადაიყვანონ იგი მინიმალური დანახარჯებით, მათთვის საჭირო ენერგიაში (სითბო, ელ.ენერგია).
ყველაზე გავრცელებული და იაფი გზა გახლავთ საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის მიღება ეგრედწოდებული
ბრტყელი ენერგო შემკრები მოწყობილობებით. გარკვევით იოლად მიიღება იგივე
ვაკუმურმილებიანი ენერგო შემკრებებით. დაბალი, მინუს ტემპერატურების დროს მათი უპირატესობა მეტად თვალსჩინოა.
მზიან ზაფხულის დღეშიც კი შესამჩნევია განსხვავება ბრტყელსა და ვაკუმურმილებიან მოწყობილობებს შორის. თუ
ბრტყელ მოწყობილობაში წყლის ტემპერატურა 60°C-ს არ აღემატება,
ვაკუმურში იგი 100°C-ს სცილდება.
ჩვენ გთავაზობთ ვაკუმურმილებიან ენერგო შემკრებ მოწყობილობებს.
რატომ არის იგი მეტედ სარგებლიანიჩვენ ვიყენებთ მზის უფასო ენერგიას და ვღებულობთ უფასოდ ცივი წყლის გაცხელებას 85°C-მდე. ვაკუმურმილებიან ენერგო შემკრები მოწყობილობა მუშაობს მთელი წლის განმავლობაში (ზამთარი-შემოდგომა, როცა მზე ანათებს). მოღრუბლულ ნისლიან დღეშიც კი იგი გაათბობს წყალს (მუშაობს დაახლოებით 20-30%-ით, მაქსიმალურთან შედარებით). ამსთან წყლის ავზი სათანადოდაა შეფუთული, რომელიც ინახავს ტემპერატურას 72-80 სთ-ის განმავლობაში. Aვაკუმურმილებიან მოწყობილობებს შეუძლიათ იმუშაონ სხვა გამათბობელებთან ერთად (გაზის, სალიარის, ელ.ენერგიის).
მზის ენერგო შემკრები მოწყობილობების გამოყენება ყველაზე ეკოლოგიური მეთოდია ცხელი წყლის მისაღებად, ამავე დროს:
_ არ ვიყენებთ ორგანულ საწვავს;
_ არ ვწვავთ ჟანგბადს;
_ არ ვაბინძურებთ გარემოს;
_ ჩვენ ვღებულობთ ენრგო დამოუკიდებლობას.
სწორი გათვლების შემთხვევაში შეგვიძლია ცხელი წყლით 100%-იანი უზრუნველყოფა 8 თვის განმავლობაში. დანარჩენ თვეებში საჭირო იქნება სხვა ენერგიის წყაროების დახმარება.
ჩვენი მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლების არჩევანი გახლავთ:
1. მომავლის ინვესტიცია;
2. გარემოს გაბინძურებისაგან გაფრთხილება;
3. ეკონომია დღესვე.
ჩვენს შესახებ კომპანია “აიდიო”, რომელიც მოგეხმარებათ არ იხადოთ ფული ცხელ წყალში და ნაკლები იხადოთ გათბობაში.
კომპანია “აიდიო”-ს საქმიანობაა: მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლების მიწოდება, სიმძლავრეების განსაზღვრა-დამუშავება, ინსტალაცია, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება.
კომპანია “აიდიო”, რომელიც მოგეხმარებათ ფაქიზად მოეპყროთ გარემოს.
WWW.AYDIOGROUP.GET. 890-516-416
899-42-41-15
899-45-32-27
კომპანია “აიდიო”-ს მიერ განხორციელებული პროექტების არასრული ფოტო-გალერეა………სასტუმრო ამბასადორი
მონტაჟის პროცესში.
სოლოლაკი
სახლი საგურამოში.
ბაზალეთი
ეს კი ვაკუმური მილი
This post has been edited by დუჩა on 10 Apr 2011, 12:43