ავტომობილებთან ნაკლებად არის ჩემი პრობლემა, მაგრამ ამორტიზატორთან არის და იქნებ მირჩიოთ რამე
გამოვიწერე ტელევიზორის საკიდი, რომელსაც უდგას გაზის ამორტიზატორი.
იყიდებოდა როგორც ახალი, ეწერა რომ აკლდა მხოლოდ დეკორატილი პანელი, რომელსაც ისედაც ტელევიზორი დაფარავდა და მაგიტომ ვიყიდე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვიღაც იდიოტმა მოხსნა ამორტიზატორის დამცავი ბოლტი, ამორტიზატორი ბოლომდე გაიშალა და კონსტრუქციამ ცოტათი მიიღო დეფორმაცია.
ეს დამცავი მექნიზმი შეატრიალა, უბრლოდ დაამაგრა და ისე დააბრუნა მაღაზიაში, მაღაზიამ კი გაყიდა როგორც ახალი.
საკიდი ძვირი არ ღირდა, შეიძლება თანხაც დავიბრუნო, მაგრამ 5.5 კგ იყო და შესაბამისად ბევრი დამიჯდა ჩამოტანა, ამიტომ მინდა რომ ავამუშავო.
გუშინ მოვხსენი ზაკლიოპკები, რომ დამცავი მექანიზმი სწორად ჩამესვა და ამორტიზატორი უფრო გაიხსნა, ამორტიზატორს ერთი მილიმეტრიტაც ვერ ვწევ უკან, ავტომობილის ბაგაჟნიკის ამორტიზატორს წააგავს, ავეჯებშიც იყენებენ მსგავსებს.
ეს ამორტიზატორი:
ეს საკიდის ნაწილი სადაც უნდა ჩაჯდეს, მაგრამ 3სმ არის გაშლილი:
სახლის პირობებში ამ საკიდს ვერ აღვადგენ, იქნებ რომელიმე ხელოსანი მირჩიოთ ვინც დამეხმარება
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa