პროლოგი:
მოკლედ მოხდა ისე რომ 21 დღით ადრე მოიპარეს ამ ლეგენდარული თამაშის იმიჯი XBOX 360-ის და ტორენტეტებზე დადეს.
ვინც არ იცის:
მოქმედება ხდება მომავალში 2277-წელს, ვაშინგტონში და მის შემოგარენში. პოსტაპოკალიპრუტი სამყარო, ახალი წესებით და უნიკალური გაფორმებით და დიზაინით. გრაფიკა დაფუძნებულია გაუმჯობესებულ გეიმბრიოს(ობლივიონის) "ენჯინზე" და საკმაოდ დეტალური სამყაროს და ლამაზ პეიზაჟებს გვიხატავს.
თამაში გითრევს პირველი წამებიდან. მე პირადად 2 დღეა ფოლაუთის სამყაროში გადავსახლდი. არადა წინასწარ გამოშვებული ტრეილერების ნახვის მერე დიდ იმედგაცრუებას მოველოდი.
მართვა მაგარი მომეწონა. უცებ ავითვისე და ძალიან კომფორტულად და ძალდატანების გარეშე მიდის პროცესი. გახმოვანება და ხმაც უნაკლოა.
ბრძოლის სისტემა თავიდან თითქოს უჩვეულობა, რეალურ დროში ამავე დროს პაუზებით და დამიზნებებით, ტრეილერებიდან მოუხერხებელი ჩანდა, მაგრამ რელობაში უცებ ავუღე ალღო და მომეწონა.
თავიდან ყველას და ყველაფერს ვურტყავდი და ვებრძოდი, განსაკუთრებით გარეთ გამოსვლის მერე. რო გაჭირდა ცხოვრება და ფული, მერე ჩუმად მოვლაც დავამუღამე და მიპარვაც.
ეხლა უკვე საკუთარი სახლი, ნაცნობები, პირადი მოსამსახურე რობოტი და ბლომად საქმეები მაქვს დარჩენილი. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ფოლაუთის სამყაროში !
ოფიციალური გამოსვლის თარიღია 28 ოქტომბერი.
This post has been edited by Abnormalia on 11 Oct 2008, 18:59