Welcome to South Florida
ამ ულამაზეს შტატს ძალინ ბევრი ღირშესანიშნაობა გააჩნია, მეგობრებო!
ნაციონალური პარკი ევერგლეიდსი, ფლორიდის თბილი მზით გამთბარი ალიგატორები და აქა-იქ ამერიკული ნიანგებიც კი ( სხვათაშორის წელს ამ ნიანგებს კიდევ ერთი ექსპონატი შეუერთფა, დალასიდან.. ოღონდ ეგ ამერიკან ეირლეინს არენაზე ბინადრობს )
ულმაზესი ბუნება, ასე ახლო მთა და ოკეანე .. მაიამი ბიჩზე მომღიმარე ათასობით ლათინური უკანალი ბიკინიში მაგრამ ამ ღვთაებრივი კუთხის ნამდვილი მარგილიტი ქალაქ მაიამიში მობინადრე საკალათბურთო გუნდია.. თუ კი ოდესმე მოხვდებით ამ ედემში და გატყვევათ ფლორიდის სექსუალურმა ნაპირმა თავისი უკანალებით, იცოდეთ, რომ ეშმაკს არ ძინავს .. ჭეშმარიტი გზა 601 Biscayne Boulevard-ზეა..
პ.ს. ოღონდ თეთრების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ ))
ეს დიადი კლუბი 1988 წელს დაარსდა და მის მერე მილიონობით ადამიანების გული დაიბყრო .. ( მართალია ძირითადად ესპანურ ენოვანი ხალხის მაგრამ მეგობრება ჩვენ ხომ რასისტები არ ვართ ! )რა თქმა უნდა პირველი წლები მძიმე და რთული იყო.. დაახლოებით ისეთ დღეში იყო ჰიტი როგორც მინესოტა.. არა ნუ მთლად მასე წყალწაყებული არა მაგრამ ბევრიც არ ეკლდა.. ( სხვათაშორის ჰიტი, მინესოტა და ორლანდო ერთად გაწევრიანდნენ ნბა-ში )
პირველი ასე ნანატრი პლეი-ოფი 1992წელს შედგა როდესაც ჰიტი ჯორდანის ბულს შეხვდა და ნუ.. მკრეხელები ხომ არ ვართ... ( სხვათაშორის ასრებობს თეორია, რომ ბულსი და ჯორდანი მას მერე დააფასეს რაც მათ ჰიტი გამოაგდეს )
შემდეგი გაბრწყინება უკვე 1995წელს მოხდა როდესაც გუნდში ლეგენდარული პეტ რაილი მოვიდა.. შემადგენლობა სრულიად შეიცვალა და მოხდა იმ დროს ერთ-ერთი უსერიოზულესი ტრეიდი.. გლენ რაისი შარლოტში გაუშვეს მის სანაცვლოდ კი პეტმა ალოზნო გადმოიყვანა რომელიც პირველი კალათბურთელი გახდა , ვინც 50ქულა ჩააგდო ჰიტის რიგებში.. ასევე გაფორმდა კონტრაქტი ტიმ ჰარვეისთან..
შედეგმა რა თქმა უნდა არ დააყოვნა და უკვე მომავალ წელს, როდესაც გუნდში გადმოდიან პიჯი ბრაუნი და ჯამაალ მაშბურნი ჰიტი კონფერენციის ფინალში გადის და მარცხდება ვისთან აბა?? აჰა.. გეუბნებით რომ არა ჰიტი ჩიკაგოს არ დააფასებდნენ
მომავალ ორ სეზონში კი ჩამოყალიბდა ნბას ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება, რომელსაც მესამე მსოფლიო ომსაც კი უწოდებდნენ.. ჰიტ ვს ნიკს.. ზო ვს იუინგ..
მაგრამ სამწუხაროდ ჰიტმა აქაც ქველმოქმედის ნიღაბი გაიკეთა და ამჯერად უკვე პატრიკ იუნგს მისცა საშუალება რათა ის დიდი იამაიკელი გორილა გამხდარიყო.. ( ასე მას მოფერებით ეძახდნენ.. ხუმრობით, ჩვენ ხომ არ ვარტ რასისტები..)
უკვე ერთი წლის შემდეგ ალონზო მართალი ზედიზედ მეორედ ხდება ლიგის საუკეთესო დამცველი და პლეი ოფის მეორე რაუნდში კვლავ აგებინებს პატრიკს რათა მასააც რამე შეხვედროდა.. ( ამ დაპირისპირებაზე უფრო ვრცლად მერე დავწერ და ჩავამატოთ, ოკ? )
2001-2002 წლებში საზარელი ამბავი მოხდა.. სრულიად მაიამიმ შავები იმოსა.. მთელი სეზონი ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ალონზო მართალი..
მაგრამ ედი ჯონსის და ბრაიან გრანტის ძალისხმევით ჰიტი კვლავ გადის პლაეი-ოფში 50 მგებით და ამჯერად შარლოტსაც აძლევს თავის შანს..
შემდეგ სეზონში კი აპოკალიპსი დაიწყო.. ჰარდვეი გაუშვეს დალასში , არ იყო ზო.. ჰიტმა უარყოფითი ბალანსით დაამთავრა სეზონი.. და როგორც მაიას ტომის ავანწიურისტი ასტროლოგები, ეგვიპტელი მეცნიერები, ბიბლიის ავტორები და ძმანი მათნი წინასწარმეტყველებდნენ მოხდა მეორედ მოსვლა..
2003 წელს, დრაფტის მეხუთე ნომრად ჰიტმა აიყვანა დუეინ უეიდი ... აღმოსავლეთით ვარსკვლავი აინთო და იმ ღამეს თურმე მაიამის 911-ის სამსახურში ყველაზე მეტი ზარი შესულა.. ვიღაც სამი ვირზე ამხედრებული უცნაურად ჩაცმული ადამიანი ეირლეინს არენასთან იდგა თურმე და რაღაც საჩუქრები ეჭირათო.. მაულდერი და სკაილიც კი უნახავთ მაგის მერე იმ მიდამოებში მაგრამ სრულიად უშედეგოდ.. მათ თან წაიღეს ამ ამოცანის პასუხი ...
ჰიტს ახალი ერა დაეწყო.. ცხოვრება კვლავ მშვენიერია..
პირველივე წელს , უკვე ვან განდის მესვეურობით ვეიდის და ოდომის ჰიტი პლაი-ოფში გადის ..
პირველ რაუნდში ისინი ბაირონ დევისის ორლინს ხვდებიან და უდაძაბულეს ბრძოლაში ამარცხებენ ( 4-3 ) შემდეგ ეტაში უკვე ჯერმენის და რეჯის პეისერები ელოდნენ და რა თქმა უნდა უთაქტო იქნებოდა რომ რეჯჯის მოღვაწეობა არ დაფასებულიყო და ჰიტი კვლავ აძლევს შანსს ნბას ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს..
შემდეგ წელს ჰიტმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრეიდი გაჩარხა.. დიდი შაკის სანაცვლოდ ( რომელსაც მისცეს შანსი რათა დაემტკიცებინა თავისი სიდიდე ჰიტში ) LA-ში უშვებენ ოდომს და კიდე 2 ჩუვაკს..
შედეგი სახეზეა და ჰიტი მეორედ გადის კონფერენციის ფინალში..
ალბათ უკვე აღარ გიკვირთ და ჰიტმა კვლავ არ შეუშალა ხელი ნბას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვით გუნდს და ძრავების ქალაქის ბინადრები შემდეგ ეტაპზე გაუშვეს..
და აი დადგა ნანატრი წელი..
როგორც ამბობენ ვალს დაბრუნება უნდაო..
პირველ წრეში ბულსი უბრუნებს ვალს და ჰიტი 4-2ს ამარცებს ხარებს
შემდეგ ნიუ-ჯერსია ( ესენი საერთოდ რისი დამბრუნებლებეი არიან )
კონფერენციის ფინალში უკვე პისტონზი იხრის ქედს ზო მართალის და უეიდს წინაშიე,,
ამასობაში ველურ დასავლეთში დიდი ჯახებია.. ტეხასური გუნდები ბობოქრობენ..
უშეღავათო ბრძოლაში დალასმა ჯერ დეზები გამოაგდო 4-3 და კონფერენციის ფინალში დასავლეთით ყველაზე სწრაფი მარჯვენას მქონე ნეშის ფინიქსი დაამარცხეს..
სერია ძალიან უიბლოდ დაიწყო ჰიტისთვის.. დალასმა თავისი გრანდ კანიონური ტალღა დაიჭირა და 2-0 გაიჭრა წინ..
მაგრამ ოკეანის შტატს სად ესწავლება სერფინგი .. ფლორიდაში ვეიდმა და კომპანიამ ჩამოხსნეს თავიანთი დაფები და ერთი ამოსუნთქვი სამივე საშინაო შეხვედრა მოიგეს.. 3-2! ბევრ სპეციალისტს მაინც ეჭვი ეპარება , რომ ჰიტი გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში.. რამეთუ ბებერი დედაკაცი სტატისტიკა დალასისკენაა.. თურმე მხოლოდ 2ჯერ თუ 3ჯერ მოხდა ისე, რომ ფინალში 2-0იდან ამოქაჩა გუნდმა..
და აი მეექვსე მატჩი, როდესაც ტეხასში უკვე მეშვიდესთვის ემზადებოდნენ ზომ გაიხსენა ახალგაზრდობა .. მიხვდა რომ მაინც არავინ უფასებდა იმ კეთილ საქმეებს და პრაქტიკულად ჩინეთის კედელი აღმართა ჰიტის ფართან.. 6ბლოკი.. მთავარი დამრტყმელი ძალა რა თქმა უნდა დვეინი იყო.. თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ბებერმა 'გრიაზნი გარიმ' , ჯეი ვილმა და პოუზიმ იმ თამაშში უდიდესი წვლილი შეიტანეს..
ჰიტი ჩემპიონია .. პირველად
პეტ რაილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნბას ისორიაში კაკ მინიმუმ ტოპ10საუკეთესო ტრენერებში სედის.. უეიდი ფინალის მვპ ხდება და რაც ყველაზე მტავარია: ალონზო მართალი, გრიაზნი გარი და ჯეი ვილი ალბათ დამსახურებულ ბეჭდებს იგებენ , მათ ეს ეკუთვნოდად და პენსიაზე თავაწეულები გადიან.. ალონზო მართალის მაისური კი სამუდამოდ აღიმართა ეირლანს არენის ჭერზე და 33 ნომერით ჰიტში მხოლოდ მისი სული იბურთავებს ხოლმე.. ( ტიმ ჰარდვეის მაისურიც ისე )
შემდეგ რაც მოხდა თქვენც მშვენივრად იცით.. ჰიტი კვლავ დედა ტერეზას როლში იყო და სხვებსაც აძლევდა შანს სანამ არ შედგა ვარსკვლავთა აღლუმი ( ჭკვიანი ხალხი იყო ეს მაიამის ტომი ) და არ გაგიკვირდეთ, თუ ფლორიდის პლიაჟზე სეირნობისას უცნაურ სურათს მოჰრათ თვალი.. თურმე მანდილოსნები სპეციალურად იზრდიან მესამე ძუძუს რათა სამივე ვარსკვლავის პროფილი ამოიქარგონ.. მარცხენაზე გულის ხმარეს რა თქმა უნდა ვეიდია, მარჯვნივ კრის ბოში , რეპტილიას ვიდზე.. ხოლო მესამეზე ლებრონ ჯეიმსი. Big Three ისტის დივიზიონში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ 2-4 წააგო სუპერფინალი დალასთან, ( ბოლო შანსი იყო დირკის და დაუთმეს boli.gif ჩუვაკებს )
2010 ლებრონის და ბოშის მოსვლის შემდეგ გუნდმა 4-ჯერ ზედიზედ ითამაშა სუპერფინალი. 2011-2012 გაიმარჯვა და მვპ ორივეჯერ ლებრონ ჯეიმსი გახდა. 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით ლებრონი მაიამიდან კვლავ კლივლენდში დაბრუნდა. დიდი მადლობა ლებრონს გასული 4 წლისთვის და 2 ტიტულისთვის
ტექსტის ავტორი და რეჟისორი ანდრო
წინა თემები
Miami HeatMiami HeatMIAMI HEATMIAMI HEATMIAMI HEAT