ინდიანა პეისერსი / Indiana Pacers ინდიანა პეისერსი — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). პეისერსის საშინაო არენა - Bankers Life Fieldhouse, რომელსაც გუნდი WNBA გუნდთან, ინდიანა ფივერთან ერთან ინაწილებენ, რომელსაც ასევე ჰერბ სიმონი ფლობს.
პეისერსმა თამაში 1967 წელს დაიწყო როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) წევრი, სადაც მათ მოახერხეს 3 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რითაც ლიგაში მათი სახელი დატოვეს. 1976 წელს პეისერსი ABA-დან NBA-ში გადავიდა.
კონფერენცია - აღმოსავლეთი
დივიზიონი - ცენტრალური
დაარსდა - 1967 (NBA შეუერთდა 1976 წელს)
ისტორია - ინდიანა პეისერსი (1967–დღემდე)
არენა - ბანკერს ლაიფ ფიელდჰაუსი
ქალაქი - ინდიანაპოლისი, ინდიანა
გუნდის ფერები- ლურჯი, ყვითელი, ვერცხლისფერი, თეთრი
მფლობელი - ჰელბერტ სიმონი
გენერალური მენეჯერი - ლარი ბირდი
მთავარი მწვრთნელი - ფრენკ ვოგელი
1987–2005: რეჯი მილერის ერარეჯი მილერი პეისერსის მიერ იქნა არჩეული 1987 წლის NBA-ის დრაფტზე. პეისერსის ბევრი გულშემატკივარი არ ეთანხმებოდა გუნდის იმ დროინდელ გადაწყვეტილებას, მილერის აყვანით, რომლებსაც სტივ ელფორდი სურდათ გუნდში ეხილათ. პეისერსმა პირველ წელს ვერ მოახერხა გასვლა პლეი-ოფში 1987-88 სეზონისთვის, რასაც 1988 წლის დრაფტზე რიკ სმიტის აყვანა მოჰყვა. გუნდმა 1988-99 წლების სეზონი ძალიან უსახურად დაიწყო, რასაც ჯეკ რამზის გადაყენება მოჰყვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მას შემდეგ, რაც გუნდმა 0-7 დაიწყო. მელ დენიელსმა და ჯორჯ ირვინმა დაიკავეს ვაკანტური პოსტი დროებითი სტატუსით, სანამ დიკ ვერსაჩემ არ ჩაიბარა გუნდი 6-23 დროს, რომელმაც მოახერხა და გუნნდს 28-54 დააამთავრებინა. 1989 წლის თებერვალში, გუნდმა ვეტერანი ჰერბ უილიამსი გაუშვა დალას მევერიქსის რიგებში, მომავალი NBA-ის წლის მეექვსე კაცის ჯილდოს გამარჯვებული დეტლეფ შრემპფი.
1989-1993 წლებს შორის, პეისერსმა ჩაატარა დაახლოებით .500-იანი სეზონები და შეძლო პლეი-ოფში გასვლა. 1991 წელს პირველივე რაუნდში დამარცხდა 3-2 ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ, მომდევნო წელს კი 4-0. 1993 წელს, გუნდმა 3-1 დათმო ახალ მეტოქე ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ.
ლარი ბრაუნი გადმოვიდა გუნდში, როგორც მწვრთნელი 1993-94 წლების სეზონისთვის, რის გამოც პეისერსის გენერალური მენეჯერი დონი უოლში ძალიან იქნა გაკრიტიკებული (იმ დროს), როდესაც შრემპფი გაშვებული იქნა სიეტლ სუპერსონიქსის რიგებში დერიკ მაკკის და ჯერალდ პადიოს სანაცვლოდ, რომელიც არცთუ ისე ცნობილი იყო. გუნდმა სეზონი ჩვეულებრივ დაიწყო, თუმცა სეზონის უკანასკნელი 8 მატჩის მოგება მოახერხა და გუნდის ისტორიის მანძილზე პირველად, დააგროვა 47 გამარჯვება, რაც ყველაზე მაღალი იყო. გუნდმა პირველ რაუნდში მოახერხა შაკილ ო'ნილის და მისი ორლანდო მეჯიკის დამარცხება 3-0, მეორე რაუნდში კი აღმოსავლეთი კონფერენციის ტოპ ადგილით გასულ ატლანტა ჰოუქსს მოუგო 4-2 კონფერენციის ნახევარ-ფინალში.
1994 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი იყო, როდესაც რეჯი მილერის სახელი საბოლოოდ დამკვიდრდა გუნდში. სერიას კი გუნდი ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ მართავდა, როდესაც გუნდმა 2-2 გაათანაბრა, მეხუთე მატჩი კი ნიუ-იორკში დაბრუნდამ სადაც მილერმა სასწაულად წარმოაჩინა პლეი-ოფში თავი, რაც მომავალში უკვე ჩვეულებრივი საკითხი გახდა. პეისერსი მე-4 პერიოდის დასაწყისში 15 ქულით აგებდა, მილერმა კი შეძლო 25 ქულის მოგროვება მეოთხე პერიოდში, რომელთა შორის იყო 5 3-ქულიანი თამაშიდან ჩაგდებული ბურთი. მატჩის მოგების მიუხედავად, ნიქსმა შეძლო მომდევნო ორ მატჩში გამარჯვება და სერიის 3-4 მოგება, თუმცა რეჯი უკვე NBA-ის სუპერ ვარსკვლავად იქცა. მილერი იყო იმ სამი კაპიტნიდან ერთერთი აშშ-ის საკალათბურთო გუნდში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა 1994 წლის FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე.
მარკ ჯექსონი შემოუერთდა გუნდს სეზონის უქმეებზე ლოს-ანჯელეს კლიპერსის რიგებიდან, რამაც გუნდს მისცა პოინტ გარდის კარგი პოზიცია, რის შემდეგადაც გუნდმა 52-30 დაასრულა 1994-95 წლების სეზონი და პირველად მოიპოვა ცენტრალური დივიზიონის ტიტული და ასევე პირველი 50+ გამარჯვება სეზონში ABA-ს დღეების შემდეგ. გუნდმა პირველ რაუნდში ნოლზე გაუშვა ჰოუქსი, ხოლო მეორე რაუნდში კი კვლავ ნიქსს შეხვდა კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც მილერმა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მოახდინა თავის ბრწყინვალედ გამოჩენა. ამჯერად, პეისერსი პირველ მატჩში 6 ქულით მარცხდებოდა თამაშის დასრულებამდე 16.4 წამით ადრე, სადაც მილერმა მოახდინა 8.9 წამში 8 ქულის მოპოვება და დაეხმარა გუნდს 2 ქულიანი გამარჯვების მოპოვებაში. პეისერსმა შეძლო ნიქსის 7 მატჩში დამარცხება, თუმცა კონფერენციის ფინალში 7 მატჩში დამარცხდა ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ.
1997-98 წლების სეზონში გუნდს ლარი ბირდი ედგა მწვრთნელის რანგში გუნდს, რომელმაც მოახდინა გუნდის ახალი რეკორდის დამყარება და სეზონის 58-24 დასრულება, რაც 19 მატჩით გაუმჯობესება იყო წინა სეზონთან შედარებით. გუნდს კრის მიულინი დაემატა სეზონის უქმეებზე, რომელიც უმალვე გახდა გუნდის ღირებული მოთამაშე, რომელმაც დამწყები მცირე ფორვარდის როლი მოირგო. დამხმარე მწვრთნელი რიკ კარლაისლი, რომელიც ასევე თავდასხმის მწვრთნელი იყო და დიკ ჰარტერი რომელიც დაცვას ავარჯიშებდა, იყვნენ გადამწყვეტი ფიგურები პეისერსის მოთამაშეებისთვის როგორებიც არიან დეილ დეივისი, ანტონიო დეივისი და დერიკ მაკკი. მილერი და რიკ სმიტი ორივე იყვნენ დასახელებული ყველა-ვარსკვლავის გუნდში იმ წელს. პეისერსმა მოახერხა 3-1 დაემარცხებინა კავალიერსი და 4-1 ნიქსი, ხოლო კონფერენციის ფინალში 7 მატჩში დამარცხდა ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ.
ლოკაუტის გამო შემოკლებულ 1998-99 წლების სეზონში, პეისერსმა მოახერხა 33-17 შედეგით ცენტრალური დივიზიონის მოგება და ნოლით გაუშვა მილუოკი ბაქსი და ფილადელფია სიქსერსი, ხოლო კონფერენციის ფინალში 6 მატჩში დამარცხდა ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. პეისერსმა ფორვარდი ანტონიო დეივისი გაუშვა ტორონტო რაპტორსის რიგებში პირველი რაუნდის არჩევნის ჯონათან ბენდერის სანაცვლოდ. თუმცა 56-26 სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდმა პირველ რაუნდში მილუოკი ბაქსი, მეორე რაუნდში სიქსერსი დაამარცხა, ხოლო კონფერენციის ფინალში გასულებმა ამჯერად შეძლეს 4-2 მოეგოთ ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ და პირველად გუნდის ისტორიაში შეძლეს NBA-ის ფინალში გასვლა.
პირველი NBA-ის ფინალი გუნდს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ მოუწია, სადაც ინდიანას ჩემპიონობის იმედები მე-6 თამაშში დასრულდა. თუმცა პეისერსმა მაინც მოახერხა ლოს-ანჯელესის ყველაზე ცუდი პლეი-ოფის ანგარიშის დაფიქსირება და მე-5 მატჩში 33 ქულის სხვაობით დაამარცხა.
2001-02 წლების შუა-სეზონის დროს, პეისერსმა ბლოკბასტერული გაცვლა განახორციელა ჩიკაგო ბულზთან, სადაც იალენ როუზი და ტრევის ბესტი გაუშვა ბრედ მილერის, რონ არტესტის, კევინ ოლის და რონ მერსერის სანაცვლოდ. მილერი და არტესტი მომდევნო რამდენიმე წელი ყველა-ვარსკვლავის რიგებში ჩნდებოდნენ პეისერსიდან. გუნდის გადახალისებამ პეისერსი პლეი-ოფში დააბრუნა, სადაც პირველ რაუნდში ტოპ ადგილით გასულ ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, სადაც მე-5 მატჩში ორმაგი ოვერტაიმის შემდეგ დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.
2003–2010: კამათი და დაცემა2004 წლის 19 ნოემბერს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში პეისერსმა მოგება შეძლო, თუმცა გუნდის მოთამაშე რონ არტესტმა ძალიან უხეში ჯარიმა აიღო მოწინააღმდეგე ბენ უალასის წინააღმდეგ, რომელმაც ცხელ გულზე ხელი ჰკრა არტესტს, რამაც გუნდების მასობრივ ჩხუბში გადაზრდა გამოიწვია, როდესაც ყველაფერი დამთავრებისკენ მიდიოდა, არტესტი ამჯერად გულშემატკივრების წინააღმდეგ დაიწყო ჩხუბი, რომლებმაც საბოლოოდ გასახდელისკენ მიმავალ არტესტს ლუდის ჭიქების სროლა დაუწყეს. თამაში შეჩერდა მატჩის დასრულებამდე 46 წამით ადრე, ხოლო მოთამაშეებმა მაყურებელთაგან არაერთი ანტი ოვაცია მიიღეს.
რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ამ ჩხუბში იყო ჩართული დასჯილი იქნა NBA-ის რწმუნებულ დევიდ სტერნის მიერ. არტესტი დასჯილი იქნა დარჩენილი რეგულარული სეზონის მატჩების განმავლობაში და პლეი-ოფში, რომელმაც ტოტალურად 73 მატჩი მოიცვა - ყველაზე გრძელი დასჯა პარკეტზე მოხდენილი ინციდენტის გამო NBA-ის ისტორიაში. სხვა მოთამაშეები, რომლებიც დაისაჯნენ იყვნენ ჯექსონ (30 მატჩით), ონილი (25 მატჩით), უალასი (6 მატჩით) და პეისერსის ენთონი ჯონსონი (5 მატჩით) (ონილის დასჯა მოგვიანებით 15 მატჩამდე შემცირდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით).
ამ ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მოყოლებულ დასჯებს, პეისერსმა მაინც შეძლო მე-6 ადგილის დაკავება და პლეი-ოფში გასვლა 44-38 შედეგით. მნიშვნელოვანი მიზეზი სეზონის ძლიერი დასრულებისა იყო გუნდის მიერ დეილ დეივისის აყვანა. მან გუნდში რეგულარული სეზონის უკანასკნელ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა პლეი-ოფის შეხვედრაში, რომელმაც ცენტრში გუნდში საკმაოდ გააძლიერა. დეივისის გადმოსვლას ჯერმეინ ონილის ტრავმა მოჰყვა, რომელმაც დარჩენილი რეგულარულ სეზონის განმავლობაში ვეღარ მოახერხა გუნდს დახმარებოდა.
მიუხედავად პეისერსის ცუდი სეზონებისა, გუნდმა 14 წლის განმავლობაში 13-ჯერ მოახერხა გასვლა პლეი-ოფში. პირველ რაუნდში, ინდიანამ შეძლო ატლანტიკური დივიზიონის ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსის დამარცხება 7 მატჩში. ბოსტონისთვის ეს იყო მე-3 შეხვედრა, როდესაც მეშვიდე შინ ჩატარებულ შეხვედრაში დამარცხდა. პეისერსი მეორე რაუნდში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელიც წინა წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის გადათამაშება იყო. სერიამ ასევე მოიცვა თამაშის შემოტრიალება ობურნ ჰილზში. ბევრი სეზონში ხელჩართულ ბრძოლას პეისერსითვის გაკვეთილად მიიჩნევს, რის შედეგადაც გუნდმა წარმატებულად ჩაატარე დარჩენილი მატჩები. მას შემდეგ რაც გუნდი პირველ მატჩში დამარცხდა, პეისერსმა შეძლო მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება და სერიას 2-1 ლიდერობდა. მიუხედავად ამისა, პეისერსმა ვერ შეძლო წარმატების გამეორება და დამარცხდა მომდევნო 3 მატჩში და სერიაც 2-4 დათმო. მეექვსე და საფინალო მატჩი შედგა 2005 წლის 19 მაისს, რომელიც რეჯი მილერისთვის უკანასკნელი NBA-ის მატჩი გამოდგა. მან მოახერხა 27 ქულის მოგროვება და დასრულებისას იქ შეკრებილ მაყურებლისგან ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა. მილერის თავდაუზოგავი შრომისა, პეისერსი დამარცხდა, რაც მილერის კალათბურთიდან წასვლა NBA-ის ჩემპიონის ტიტულის გარეშე მოხდა მისი 18 წლიანი კარიერის შემდეგ, რომელიც მან სულ პეისერსში გაატარა. მილერის #31 მაისური პეისერსის მიერ 2006 წლის 30 მარტს გაუქმდა, როდესაც პეისერსი ფინიქს სანსის წინააღმდეგ თამაშობდა.
მილერის წასვლის მიუხედავად, ასევე არტესტის საგასა და ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშის ტრავმიანობის მიუხედავად, პეისერსმა მაინც მოახერხა 2006 წლის პლეი-ოფში გასვლა 15 წლის განმავლობაში მე-14. პეისერსი ასევე იყო ერთადერთი გასვლითი გუნდი, რომელმაც პლეი-ოფის პირველ მატჩში მოახერხა გამარჯვება. მეორე მატჩში ნიუ-ჯერსიმ სერია 1-1 გაათანაბრა. მე-3 თამაში, რომელიც უკვე ინდიანაში შედგა, ჯერმეინ ონილმა 37 ქულა და პეისერსის 2-1 მოჰყვა. ნეტსმა ყველაფრის მიუხედავად მოიგო მე-4 და მე-5 მატჩები და სერიას 3-2 ლიდერობდა. მეექვსე მატჩში ენთონი ჯონსონმა 40 ქულა მოაგროვა თუმცა პეისერსისთვის სეზონი დასრულდა, რადგან ნეტსმა მატჩში 96-90 გაიმარჯვა.
პეისერსმა 2006-07 წლების სეზონი ერთერთი ყველაზე ცუდი სეზონი გამოდგა გუნდის ისტორიაში. გუნდმა 35-47 დაასრულა სეზონი, თუმცა გუნდს ყველა-ვარსკვლავის შესვენებამდე ჰქონდა 11 მატჩიანი წაგებების სერია, რაც შესვენებამ შეაჩერა კიდეც. ჯერმეინ ონილი და მარკუს დენიელსის ტრავმებმა დიდი ზეგავლენა იქონია გუნდის ფორმაზე. 15 აპრილს, გუნდი ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ დამარცხდა, რითაც საბოლოოდ გამოეთიშა პლეი-ოფში გასვლას პირველად 1996-97 წლების სეზონის შემდეგ.
2007 წლის 10 აპრილს პეისერსმა გამოაცხადა მწვრთნელ რიკ კარლაისლის გაშვების შესახებ, რისი მიზეზიც იყო პირველი წაგებითი სეზონი 10 წლის განმავლობაში. პეისერსის პრეზიდენტმა ლარი ბირდმა განაცხადა, რომ კარლაისლს ჰქონდა შესაძლებლობა რომ დაბრუნებულიყო პეისერსში სხვა როლის თანამდებობაზე. მოგვიანებით, კარლაისლი გადავიდა ESPN წამყვანად სანამ დალას მევერიკსის მწვრთნელად 2008 წელში. 2007 წლის 31 მაისს, ჯიმ ობრაიანი დასახელებული იყო კარლაისლის შემცვლელად. ობრაიანის პირველივე მიზანი 2007-08 წლების სეზონისთვის პლეი-ოფში დაბრუნება იყო, მაგრამ ვერ შეძლო მოგვიანებით და მის მომდევნო სეზონშიც სანამ ედგა სათავეში.
2010-13 : დენი გრეიჯერის და პოლ ჯორჯის ერა [QUOTE]გუნდმა 2010 წლის დრაფტის პირველ რაუნდში 10 ნომრად აირჩია პოლ ჯორჯი. ასევე გუნდმა დაიმატა ნიუ ორლიანიდან გამთამაშებენი დარენ კოლისონი.
10-11 წლის სეზონი ინდიანამ ცუდად დაიწყო სეზონი ჩავარდნები ქონდათ, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვრის თვეში, მაგრამ დასკვნითი ეტაპი მშვნივარად ჩაატარეს და გავიდენ პლეიოფში ბოლო ადგილით, სადაც ჩიკაგო ბულსს დაუპირისპიდნენ. სადაც ჩიკაგო გავიდა სერიაში წინ ანგარიშით 3:0 და უკვე ძლიან რთული იქნებოდა ამ სერიის შემობრუნება, საბოლოოდ პეისერსმა დათმო სერია ბულსთან 1:4.
შემდეგ სეზონში გუნდი უფრო გაძლიერდა, დრაფტ ფიქის სანაცვლოდ სანანტონიოდან მიიღო გამთამაშებელი ჯორჯ ჰილი, ასევე ტორონტოდან გადმოიყვანეს ლეანდრო ბარბოსა. პოლ ჯორჯისთვის კარგი სეზონი არღმონდა ყველა მის პროგრესზე საუბრობდა და მომატებაზე და ბიჭმაც მოუმატა. გუნდიდან ოლსტარზე მიიწევის როი ჰიბერტი, ასევე რასინგ სტარზე იქნე არჩეული პოლ ჯორჯი და სლემდანქ კონკურსზე. გუნდმა მშვენირი სეზონი ჩაატარა და გავიდა კონფერენციაში 3 ადგილზე (41-25 )გავიდა ფლორიდულ კლუბზე ორლანდო მეჯიქზე რომელმაც პირველი თამაში პლეიოფის ინდიანას მოუგო ხოლო შემდეგ ინდიანამ ზედზიდ 4 თამაში მოუგო და დახურა სერია 1:4. კონფერენცის ნახევარ ფინალში კიდევ ერთი ფლორიდული კლუბი ელოდა ინდიანას ამჯერად უფრო საშიში და მძლავრი მაიამი ჰითი პირველი სამი თამაშის შემდეგ ინდიანა იყო წინ 2:1 მაგრამ შემდეგ ზედზიედ 3 თამაში დათმო ჰითთან და გამოვარდა ნახევარ ფინალიდან.
12-13 სეზონში გრეინჯერი იღებს ტრამვას, და გუნდის სრული ლიდერობა გადდადის პოლ ჯორჯზე, გუნდმა დაიმატა ჯერალდ გრინი და დჯ აგუსტინი, ასევე გუნდში ამტოვტივდენ ახალი სახებიც ლენს სტივენსონის სახით. ინდიანა კონფერეციაში კვლავ 3 ადგილზე გადის (49-32) სადაც პირველ წრეში ატლატა ჰოუქს ამარცხებს 4:2 იგივე ანგარიშით ამთავრებს სერიას ნიუ-იორკ ნიქსთან, ხოლო კონფერენცის ფინალში კვლავ მაიამის ხვდება ამჯერად ძაზედ დაძაბული სერია გაიმართა, პირველ თამაში მაიამიმ ლებრონის ბაზერით მოიგო (103-102) მანამდე ოვერტაიმში პოლჯორჯმა გადაიყვანა თამაში რომელმაც ძალიან რთული 3 ქულიანი მოათავსა კალათში.
შემდეგი თამაშიც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა რომელიც ინდიანამ მოიგო (97:93) სადაც თამაშის ბედი ბოლო 2 წუთში გადაწყდა და ინდიანამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1,სერიამ გადაინაცვლა ინდიანაპოლისში სადაც მაიამი ახერხებს რიგით 3 თამაშის მოგებას და წინ გადის 2:1, 4 თამაში დაბრუნდა იდიანა და 99:92 სძლია მაიამის და ანგარიში კვლავ გაათანაბრა 2:2 მაიამი მოიგო რიგით 5 დაპირისპირება და წინ გავიდა სერიაში 3:2 რაც დიდი უპირატესობა იყო მაშინ მაიამისთვის, ინდიანა კვლავ არ დანებდა და სერია გადაიყვანა 7 თამაში რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა მაყურებლებში, პირველ პერიოდს ინდიანა იგებს 21:19 და მეორე პერიოდში ხდება ინდიანს ჩავარდნა და აგებს მერე მეოთხედს 17 ქულიანი სხვაობით რაც ძალიან დიდი უპირატესობა იყო მაიამისთვის და გამიყენა კიდეც, საბოლო ჯამში ინდიანა დათმო კონფერენციის ფინალი მაიმისთან 7 თამაში (3:4)
13-14 გუნდმა დაატრეიდა გუნდის ლიდერი დენი გრეინჯერი ფილადელფიაში სანაცვლოდ მიიღო ივან ტარნერი, ასევე დაიმატეს ანდრიუ ბაინამი. ოლსტარში აირჩიეს პოლ ჯორჯი ძირითად მოთამაშედ ხოლო როი ჰიბერტი სკამზე. პეისერსმა დაიწყო სეზონი შესანიშნავად ფრენჯაიზის ისტორიაში ყვეალზე კარგი სტარტი გამოუვიდათ (11-1). ინდიანა სეზონს ამთავრებს კონფერენცის 1 ადგილზე, (56-26).
და გადის ატლანტა ჰოუქსე რომეთანაც ძალიან დაძაბული ბრძოლა მოუწია და 7 თამაშის ჩატარება გახდა გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო სადაც ინდიანამ იმარჯვა და სერია დახურა (4-3), შემდეგი მეტოქე პეისერსის გახდა ვაშინგტონ ვიზარდი რომთანაც პირვლეი წაგებული თამაშის შემდეგ ზედზიედ 3 თამაში მგოება მოახრეხეს და სერია დახურეს (4-2) და კიდევ ერთხელ კონფერენცის ფინალში გუნდს ელოდა მაიამი, პირველი მოგებული თამაშის შემდეგ პეისერსმა ზედზიედ 3 თამაში დაუთმა მაიამის და უკვე დაბრუნება სერიაში ძალიან რთული იყო, ინდიანმ დათმო სერია საბოლო ჯამში (2-4).
14-15 ინდიან სეზონი ჩაგდო ვერ გავიდა გუნდი პლეიოფში (38-44) 9 ადგილზე გავიდა კონფერეციაში, რაც გამოწვეული იყო გუნდის ლიდერი პოლ ჯორჯის ტრამვით. ბევრი არც არაფერი შეიძლება ითქვა ამ სეზონზე ჯორჯის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა, სეზონის შემდეგ გუნდი დატოვა დევიდ ვესტმა, ლუის სკოლამ. სიჯეი ვოტსონმა,ასევე დაატრეიდეს დარფტ ფიქის სანაცვლოდ როი ჰიბერტი ( ლოსანჯელეს ლეიკერსი) გადმოიყვანეს მინესოტადან ჩეზ ბადიჯერი, დაიმატეს მონტა ესლისი დალას მავერიქსიდან ასევე დაიამტეს ჯორდან ჰილი ლოსანჯელეს ლეიკერსიდან,
გუნდის მიმდიანრე შემადგენლობა This post has been edited by T@chka on 6 Nov 2015, 15:40