ბრუკლინ ნეტსი — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ნიუ-იორკ სიტის ქალაქ ბრუკლინში მდებარეობს. გუნდი არის წევრი ატლანტიკის დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ნეტსი არის იმ ორი გუნდიდან ერთ-ერთი NBA-ში, რომელიც ნიუ-იორკ სიტიში ასპარეზობს ნიუ-იორკ ნიქსთან ერთად.
პირველად გუნდი მოდის ჯერ კიდევ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციიდან (ABA). ნეტსი კი 1967 წელს დაარსდა და ნიუ-ჯერსიში თამაშობდა როგორც ნიუ-ჯერსი ამერიკანსი. ადრეულ წლებში, გუნდი ლონგ-აილენდზე გადავიდა, სადაც ნიუ-იორკ ნეტსის სახელით ასპარეზობდა, სადაც 2 ABA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო, ხოლო 1976 წელს ABA და NBA გაერთიანებისას, ნეტსი შეუერთდა NBA-ს. გუნდი NBA ფინალში 2001-02 და 2002-03 წლების სეზონში გავიდა. ამის შემდეგ გუნდს არცთუ ისე წარმატებული პერიოდი უდგას, ხოლო 2007 წლიდან მოყოლებული კი არცერთხელ არ დაუმტავრებია რეგულარული სეზონის მოგებაში.
2012 წლის 13 აპრილს, NBA დააკმაყოფილა გუნდის მოთხოვნა ბარქლაიზ ცენტრში გადასვლის შესახებ, რომელიც ბრუკლინში მდებარეობს. გუნდი ახალ არენაში 2012-13 წლების სეზონიდან იასპარეზებს. გუნდი ოფიციალურად 2012 წლის 30 აპრილს გადავიდა ახალ ქალაქსა და ახალ არენაში, რასაც გუნდის სახელის შეცვლაც მოჰყვა - ბრუკლინ ნეტსი.
2010-2012: ნიუარკის წლები
ნეტსი გადავიდა პრუდენტიალ ცენტრში 2010-11 წლების სეზონისთვის. ეს იყო გუნდის დროებითი საშინაო არენა, სანამ ბარკლაიზ ცენტრში გადავიდოდა 2012 წელს.
2010 წლის 18 თებერვალს, ნეტსმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას პრუდენტიალ ცენტრში გადასვლის შესახებ, რომელიც ნიუარკის ტერიტორიაზე, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობს, სადაც გუნდმა 2010-11 წლების სეზონიდან დაიწყო თამაში მანამ, სანამ ახალი ბარქლაიზ ცენტრი აუშენდებოდა ბრუკლინში.
შესანიშვანი ოპტიმისტური განწყობით დაიწყო გუნდმა სეზონის უქმეები, როდესაც ნეტსმა ახალი პრომოკამპანია დაიწყო „ყველაფერი ახალი“-ს სახელწოდებით, რომელშიც ახალი საშინაო არენა, ახალი მფლობელი, ახალი მწვრთნელი და ახალი მოთამაშეები შედიოდა. მათ ასევე ჰქონდათ შანსი საუკეთესო არჩევანი გაეკეტებინათ 2010 წლის NBA დრაფტზე, სადაც ჯონ უოლი იყო ასარჩევი, თუმცა 2010 წლის 18 მაისს გუნდმა მესამე არჩევნის უფლება მოიპოვა, რითაც უოლის მაგივრად დერიკ ფევორსი აირჩია.
2010 წლის 10 ივნისს, გუნდის მთავარ მწვრთნელად ევერი ჯონსონი იქნა დასახელებული. მალევე მის თანაშემწედ სემ მიტჩელი იქნა მოყვანილი. ჯეი-ზის და მიხაილ პროხოროვის მფლობელობით, როდ თორნის გენერალური მენეჯერობით და ჯონსონით, რომელსაც იმ დროს საუკეთესო გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა ვიდრე სხვა ნებისმიერ მწვრთნელს NBA ისტორიაში, ნეტსი ჩაერთო თავისუფალი აგენტების გადმობირებაში ძალიან დიდი თავისუფალი სახელფასო ლიმიტით. გუნდის სურვილი იყო ლებრონ ჯეიმზის, დუეინ უეიდის და კრის ბაშის არჩევნიდან, ერთ-ერთი აეყვანათ, რათაც მათი სახელფასო ლიმიტი აძლევვდა საშუალებას. თუმცა სამივე მათგანმა მაიამი ჰიტთან გააფორმა კონტრაქტი. ნეტსის ყველაზე დიდი გადმობირება ტრევის აუთლოო გახდა, რომელმაც საშინელი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგადაც გუნდმა მის კონტრაქტს ამნესტია გაუკეთა.
ასევე როდ თორნი, რომელიც გუნდიდ დიდი ხნის პრეზიდენტი იყო და რომელმაც შეძლო წარმატებული ნეტსის გუნდის აშენება 2000-ის ადრეულ პერიოდში, 2010 წლის 25 ივნისს წავიდა გუნდიდან, მის ადგილას კი ბილი კინგი დანიშნა გუნდმა.
NBA All Star პოინტ გარდი - დერონ უილიამსი აშშ კალათბურთის ნაკრებში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე.
ნეტსმა ნიუარკში პირველი სეზონი ცუდად დაიწყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო გუნდი მცდელობები მოთამაშეების აყვანაზე, როდესაც ცდილობდა კარმელო ენტონის აყვანას, რადგან ყველამ იცოდა მისი სურვილის შესახებ, რომ დენვერ ნაგეტსის დატოვებას აპირებდა. გუნდი ენტონიში ბრუკ ლოპესს, საშა ვუიავიჩს და ჯორდან ფარმერს უცვლიდა, მაშინ როდესაც ნეტსი 17-40 შედეგით ასპარეზობდა, NBA All Star შესვენებაზე კი, ენტონი ნეტსის ყველაზე დიდ მეტოქე გუნდ -- ნიუ-იორკ ნიქსში გადავიდა. თუმცა, გუნდმა ერთი კვირის მოგვიანებით - 2011 წლის 23 თებერვალს, გასაოცარი გაცვლა მოახდინა, როდესაც დერონ უილიამსი გადმოიბირა. მის სანაცვლოდ კი დევინ ჰარისი, დერიკ ფევორსი გაუშვა იუტა ჯაზის რიგებში. მიუხედავად ამისა, უილიამსის გუნდში გადმოსვლიდან, ნეტსმა პირველი 3 მატჩი წააგო, თუმცა შემდეგი 5 მატჩის მოგება შეძლო. თუმცა ყველაფერი ცუდად წავიდა, როდესაც უილიამსმა მაჯის ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ მატჩებში იბრძოდა, მაგრამ მის საუკეთესოს ვერ აჩვენებდა. საბოლოოდ ნეტსმა სეზონი 24-58 დაასრულა.
იმის იმედით, რომ გაფიცვის გამო შემოკლებულ 2011-12 წლების სეზონში გუნდი პლეი-ოფში გავიდოდა, დერონ უილიამსმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა გუნდში ტრავმების ეპიდემია კვლავ აქტუალური თემა იყო, რითაც NBA-ს ლიდერობდნენ მოთამაშეების მიერ 248 გამოტოვებული მატჩით ზუსტადაც რომ ტრავმის გამო. გუნდმა 6 სხვადასხვა მოთამაშე დაკარგა სეზონის დასასრულს და 25 სხვადასხვა დამწყები შემადგენლობა ჰყავდა ბოლო პერიოდში.
გუნდი ვერ ახერხებდა ტრავმების ეპიდემიის აღმოფხვრას, რის გამოც სეზონის პირველ 11 მატჩში 9 მარცხი განიცადეს, სეზონი კი 22-44 დასრულეს, რითაც ზედიზედ მე-5 სეზონის მანძილზე დარჩნენ პლეი-ოფის გარეშე.
2012 წლის 23 აპრილს, გუნდმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ნიუ-ჯერსის არეაში, სადაც ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ 87-105 დამარხცდა სრულად გაყიდულ არენაზე 18 711 მაყურებლის თვალწინ. როგორც ნიუ-ჯერსი ნეტსი, მათ უკანასკნელი მატჩი 2012 წლის 26 აპრილს ჩაატარეს სადაც 87-96 დამარცხდნენ ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ. იოჰან პეტრომ მოიპოვა უკანასკნელი ქულა როგორც ნიუ-ჯერსი ნეტსის რიგებში თამაშის დასრულებამდე 24.9 წამით ადრე.
2012-დღემდე: ბრუკლინში გადასვლა
2004 წელს, მას შემდეგ რაც გუნდმა ახალი არენის შესახებ ნიუარკში ვერ მიაღწია შეთანხმებას (პრუდენტიალ ცენტრი აშენებული იქნა ნიუ-ჯერსი დევილსის მიერ.) იანკინეტსმა გაყიდა გუნდის უფლებები ბრიუს რატნერზე 300 მილიონ აშშ დოლარად, რომელმაც შეძლო მოგება ჩარლზ კაშნერის და ჯონ კორზინისთან გუნდის შესყიდვის თაობაზე. მაშინ როდესაც კაშნერი და კორზინი გეგმავდნენ გუნდის შენარჩუნებას ნიუ-ჯერსიში, რეტნერის გეგმებში გუნდის ნიუ-იორკში დაბრუნება შედიოდა. 2005 წელს გუნდმა განაცხადა, რომ აპირებდა ბრუკლინის მიდამოებში გადასვლას. ერთ-ერთი გუნდის მფლობელი - რეპერი ჯეი-ზი ზუსტადაც რომ ბრუკლინიდან არის. ახალ არენას, მოგვიანებით Barclays Center ეწოდა. ნეტსი იქნება პირველი მთავარი პროფეიონალური სპორტული გუნდი, რომელიც საშინაო მატჩებს ბრუკლინში ჩაატარებს.
მას შემდეგ რაც პროექტი არაერთხელ შეფერხდა, რუსმა ბიზნესმენმა - მიხაილ პროხოროვმა მიაღწია 200 მილიონიან შეთანხმებას 2009 წლის 23 სექტემბერს, რისი მიხედვითაც გახდა გუნდის მთავარი მფლობელი, რომელმაც ინვესტირება გაუკეთა გუნდის ბრუკლინში საბოლოო გადასვლას, მოიტანა გუნდში ყველა ფინანსური სახსრები, რაც გუნდის ახალი არენის მშენებლობისთვის საჭირო იყო. ადგილობრივი კანონმდებლობის დაკმაყოფილების შემდეგ, Barclays Center მშენებლობა 2010 წლის 11 მარტს დაიწყო.
2011 წლის 26 სექტემბერს, გუნდმა ოფიციალურად განაცხადა ბრუკლინში გადასვლის შესახებ, სადაც მისი სახელი ბრუკლინ ნეტსი იქნებოდა. ბრუკლინში დაბადებულმა რეპერმა და თანა-მფლობელმა ჯეი-ზიმ გამართა პრეს-კონფერენცია, სადაც ამ ცვლილებების შესახებ განაცხადა. გუნდი ოფიციალურად გახდა „ბრუკლინ ნეტსი“ 2012 წლის 30 აპრილს. გუნდის ახალი ფერები კი შავ-თეთრი გახდა, ასევე 2 ახალი ლოგო იქნა შექმნილ, რისი საზეიმო გახსნაც ჯეი-ზიმ თავად შეასრულა. მთავარი ლოგოს ფორმაზე ფარია გამოსახული და ზედ გუნდის სახელი „ნეტსი“ აწერია, რომელსაც ქვემოთ კალათბურთის ბურთში ასო "B" ახლავს. გუნდის მეორე ლოგო იგივე „B-ბურთისგან“ შედგება, რომელსაც რკალი აქვს შემოვლებული და ზემოთ ქალაქის სახელი - „ბრუკლინი“, ხოლო ქვემოთ შტატის სახელი - „ნიუ-იორკი“ აწერია.
2012 წლის NBA დრაფტზე ნეტსმა იკენ კერემენი აირჩია, რომელიც მოგვიანებით ტიშოუნ ტეილორში და თორნიკე შენგელიაში იქნა გაცვლილი, რომელსაც ასევე ფულიც დაემატა.
2012 წლის 26 ივლისს, გუნდმა განაცხადა, რომ ბრუკლინ ნეტსი დაიწყებდა ინაუგურაციის სეზონს 2012 წლის 1 ნოემბერს, მის ლოკალურ მეტოქე - ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ Barclays Center-ში.
2013 წელი ამბიციური და ბებერი ბრუკლინის ხანა კლუბის მაისურით გამოდიოდნენ ისეთი ლეგენდები როგორებიც არიან კევინ გარნეტი პოლ პირსი ჯო ჯონსონი .. თუმცა პროექტი საბოლოოდ ჩავარდა.
2017-2018 დიანჯელო რასელისა და ალან კრაბბეს ერის დასაწყისი
[B]
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)