Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > კომპანია ტრიბა


Posted by: iase 22 Aug 2014, 13:42
ვისთანაც შეხება გქონიათ ამ კომპანიასთან რას ურჩევთ იმ ხალხს ვინც კონტაქტი უნდა დაიჭირონ
ამ კომპანიასთან?



Posted by: De-Phazz 22 Aug 2014, 15:58
iase
რაზეც შეთანხმდებით ხელშეკრულება გააფორმებინე wink.gif

Posted by: iase 22 Aug 2014, 18:26
De-Phazz
QUOTE
რაზეც შეთანხმდებით ხელშეკრულება გააფორმებინე

კი ეგ აუცილებლად
smile.gif

Posted by: sham 22 Aug 2014, 18:33
iase

შეპირებები არ დაარღვიო, თუ გინდა რომ რაღაც შეღავათები გაგიკეთონ . smile.gif


Posted by: iase 22 Aug 2014, 18:44
sham
ანუ? smile.gif
...........................

Posted by: sham 22 Aug 2014, 18:54
iase

ანუ რაზეც მოილაპარაკებთ (თანხებზე, ვადებზე,გადახდის სქემაზე) , არ უნდა დაირღვეს და შეიძლბა ჯარიმების რაღაც ნაწილიც ეპატიოს მსესხებელს.

Posted by: Salome_L 11 Oct 2014, 12:29
მსგავს კომპანიებთან ურთიერთობა ცეკვასავითაა, ვინც რა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს მეწყილეც იქით მიყვება biggrin.gif თუ დაინახეს, რომ რაღაცაზე დაგოიმდი ან კარგად გქაჩავენ , მაქსიმალურად მოგაწვებიან. თუ ხედავენ, რომ ვერაფერი, მინიმალურსაც კმაყოფილდებიან, ლიჟბი რამე იყოს. თუ ეგაც არაა, მორჩილად იცდიან.

Posted by: sham 11 Oct 2014, 12:36
Salome_L


საიდან მსგავსი ინფორმაცია ? გქონია შეხება ?



iase
რა ქენი შენ მოაგვარე პრობლემა ?

Posted by: GASPAR 15 Oct 2014, 12:52
QUOTE
რაზეც შეთანხმდებით ხელშეკრულება გააფორმებინე 


მე არ დავდე ხელშეკრულება და ზეპირსიტყვიერად მოვილაპარაკეთsad.gif

3400 დოლარის გადახდაზე შევთანხმდით ნაწილ-ნაწილ. გავყინავთ ამ თანხასო. (მე პირობა არ დამირღვევია, აი მათ კი....

1600 დოლარი მქონდა 3400 დან გადახდილი, 1800 იყო დარჩენილი ვიფიქრე დავფარავ და მოვიშორებთქო.
მაგ დღეს დაიწყო!
მაშინ დაზღვევა არ მიგივიმატებიაო. გადახდილი თანხიდან 600 დოლარი დაზღვევის დასაფარად გლიჯეს.
2400 ხომ დარჩა და მაგას დავფარავთქო. არა 2750 უნდა შემოიტანო, რომ გავანულოთო.

3400 დოლარის ნაცვლად მიწევს 1600+2750=4350 დოლარის გადახდა. თითქმის 1000 დოლარი მტენეს კიდე ზემოდან.

ხელშეკრულება რომ მქონოდაsad.gif კი მივაწვებოდი, მაგრამ 3400 დოლარის გადანაწილება მარტო 12 თვეზე შეგვიძლია მეტზე ვერ გავანაწილებთო. 290 დოლარი გამოდიოდა და ვერ გავქაჩავდი ვერაფრით.
თვეში ერთჯერ შემოიტანე რომ ძირს დააკლდეს და ნაკლებ თანხაზე რომ ჩამოვა ხელშეკრულება მერე დავდოთოsmile.gif


ეგ არის მაგათი შეღავათები და კაცური სიტყვა.


Posted by: კატანკა 15 Oct 2014, 13:25
GASPAR


მე მაქვს ტბს 18 000 ამდე ასული ვალი

არადა უპროცენტო 50 დღიანი რომ იყო, მაგით გამოვიტანე 1700 ლარი.

მერე ჯარიმებით მიდის წინ. არაერთხელ მივმართე მაგ ტრიბასაც და მანამდე ტბს- რომ გდავიხდი ძირს და პროცენტს და ჯარიმები ჩამომაწერეთთქო და არ ქნეს. თავიდან ჯარიმებიანად ვიხდიდი, ოღონ 1 წელზე გადამინაწილეთთქო. შევტანხმდით, მაგრამ პირველ გადახდამდე ეგ ფირმა დაიხურა. არადა ხელშეკრულება მაშინაც არ დაგვიდია, მერე კიდევ რაღც ფირმამ დამირეკა და იმანაც არა, მთლიანად გადაიხადეო, დავუწერე ასე გადავიხდითქო. და ისიც დაიკარდა.

მერე ამ ტრიბამ დამირეკა, შევთანხმდით, მაგრამ ხელშეკრულება არ დადეს. და მე დავიკიდე. აბა ხელშეკრულების გარეშე კი არა ხელშეკრულებიანად არ ვენდობი ამათ.

ჩემტან იმენნა ტბს-ს და ამათაც ბევრი მძღნერი ჭამეს.

1 კაპიკის ქონება არ მაქვს ჩემს სახელზე. ხელფასს ვიღებ მაღალს და თუ სახელფასოს დამიბლოკავენ, მივატოვებ სამსახურს.

მოსტყვნიათ პატრონი

ალალად მინდა ძირის გადახდა

და ალბათ ჩემით დავიწყებ სეტანას და დავფარავ. მერე მე თვითონ ვუჩივლებ რადგანაც ვფიქრობ სპეციალურად მიჩალიჩებენ რომ დიდ თანხაზე იყვანონ.

ცირკი კიდევ ის არის, რომ 1 ლარს მედავებიან 2007 წლიდან, მაგტიფიქსის განვადებაზე, რომელიც მაგთიფიქსზე ჩარიცხული თანხიდან უნდა დაფარულიყო. და ტვინი რომ მომმიტყნეს, გადავწყვიტე არ მინდა განვადება მტლიანად დავფარავთქო. ისევ რაღაც შეცდომები დაუშვეს და ახლაც კი 1 ლარია დავალიანება მთლიანად დაფარულ სესხზე.

ბოსელია ბანკი კი არა

Posted by: xaron 25 Oct 2014, 14:16
მაგათზე დედა-არღნიანი ხალხი არ არსებობს დამიჯერეთ და ჟობია ყველა საქმე სასამართლომდე მიიყვანოთ და იქ გადაწყვიტოთ !!!!!!!!!!!!!!

Posted by: iase 30 Oct 2014, 10:36
ნომერი ხომ არ იცით ამათი?
...........................

Posted by: teoteoteo123 2 Dec 2014, 14:21
მაგარი თაღლითები არიან....მე მქონდა შეხება და ჩემ თავზე გამოვცადე მაგათი მზაკვრობა.

Posted by: sham 2 Dec 2014, 14:51
კატანკა

გადახდით თუ ხარ დაინტერესებული მიდი კომპანიაში და რაღაცაზე შეთანხმდებით .

ნუ ეხლა ყვლაფერი რაზეც შთანხმდებით ოფიციალურად რომ უნდა გააფორმოთ მაგაზე მემგონი არ გვინდა კამათი. გრაფიკი და გადანაწილება მხოლოდ სიტყვაზე ნდობით არ გამიგია მე ...

QUOTE
გამოვიტანე 1700 ლარი.

გაააჩნია რა სესხია, კიდევ ირიცხავ პროცნტს თუ არა, ყოველშემთხვევაში მაგ თანხაზ 18000-ს არავინ მოგთხოვს ...

და კიდევ ხელფასიდან ჩამოგეჭრება იმის შემდეგ რაც გიჩივლბენ და განგათავსებენ მოვალეთა რეესტრში და საქმე გადავა აღმასრულებელთან. მაგის შემდგ უფლება აქვთ ჩამოგაჭრან მაქსიმუმ ხელფასის 50 % .ისიც იმ შემთხვევაში როდესაც ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტია. უბრალოდ ყველა ეს პროცედურა გაგიძვირებს მაგ თანხას იურიდიული და სააღსრულებლო თანხებით. ასე რომ ჯობია სწრაფად მიხვიდე კომპანიაში და რაღაც რეალურზე შეთანხმდეთ სასამართლომდე .


teoteoteo123
QUOTE
მაგარი თაღლითები არიან....მე მქონდა შეხება და ჩემ თავზე გამოვცადე მაგათი მზაკვრობა.

დაწერე აბა კონკრეტულად რა მოხდა.

Posted by: teoteoteo123 3 Dec 2014, 21:04
მივედი.ერთიან დაფარვაზე შემითანხმდნენ. დავფარე ძირი და პროცენტი სრულად. შემითანხმდნენ ჯარიმის თანხაზეც,ისისც გადავიხადე, ერტი კვირის მერე მითხრეს უნდა დაამატოო. არ დავამატე. ყოველ მისვლაზე უმატებდნენ. ეხლა ფინანსურ პოლიციაში დავწერ და და თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეს ააღვუძრავ.იმიტომ რომ თაღლითურად მძალავენ ფულს. შევა ფინანსური და გაარკვევს ყველაფერს. უამრავი ასეთი მოტყუებული ყავთ.
მე გირჩევთ რომ ძირი და პროცენტის გარდა ჯარიმა არცერთი თეთრი არ გადაიხადოთ. ფეხებსაც ვერ მოგჭამენ.სასამართლოში თუ გიჩივლეს მაქსიმუმ ჯარიმის 5 % -ს დაგარიცხავთ სასამართლო.ასეთია პრაქტიკა.გავარკვიე ადვოკატებთან.
* * *
http://bfm.ge/index.php?newsid=7661#.VH9ES9KUcmE
ბანკები და ფინანსები
როგორ ატყუებენ შპს "ტრიბა" და შპს "საკრედიტო ბიურო" პრობლემურ მსესხებლებს
მთავარი → ფინანსები 19.03.2014
როგორ ატყუებენ შპს "ტრიბა" და შპს "საკრედიტო ბიურო" პრობლემურ მსესხებლებსარ შეხვიდეთ ამ კომპანიებთან ზეპირ გარიგებაში, ისინი აუცილებლად შეცვლიან პირობებს

ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა დღითიდღე მწვავდება. მოვალეთა რეესტრის ნეგატიურ სიაში ჩანაწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან პრობლემა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს. ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში თანხობრივად პრობლემური სესხები 5%-ს არ აღემატება. პრობლემური სესხების 80%-ზე მეტი 1000 ლარზე ნაკლებია, ანუ ბანკებთან პრობლემა აქვს ყველაზე დაბალშემოსავლიან კლიენტებს. ერთი სიტყვით, პრობლემას უფრო სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

ქართულ ბანკებში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრობლემური სესხი სპეციალურ სამსახურებს გადაეცემათ, რომლებიც პრობლემურ მსესხებელს სესხის დაბრუნებას აიძულებენ. სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ის, რომ ბანკი მასსა და კლიენტს შორის არსებულ ხელშეკრულებას, აღსასრულებლად მესამე პირს გადასცემს. არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,ახალგაზრდა ადვოკატების" პოზიციით, თუ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებაში წინასწარ არ არის მითითებული, რომ ბანკს უფლება აქვს დაარღვიოს კონფიდენციალურობის პრინციპი და ეს ხელშეკრულება აღსასრულებლად მესამე პირს გადასცეს, ბანკის მხრიდან მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა. თუმცა, ამ სტატიის მთავარი საკითხი სხვა თემაა - კერძო საფინანსო საკრედიტო კომპანიებს, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებას უზრუნველყოფენ, ხშირად შეცდომაში შეჰყავთ კლიენტები.

საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიები, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ შპს ,,ტრიბა" და შპს ,,საკრედიტო ბიუროა". მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იწყებს თანხის გადახდას.

კლიენტის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა, ძირითადად, სწორედ ამ დროს ხდება. ხსენებულ ორივე კომპანიაში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამ კომპანიის წარმომადგენლები კლიენტებს არ უზუსტებენ, თუ რა თანხა აქვთ გადასახდელი ვალდებულების სრულად დასაფარად და არ უფორმებენ არანაირ ხელშეკრულებას, რაც მათ საშუალებას აძლევთ ნებისმიერ დროს შეცვალონ გადასახდელი თანხის მოცულობა და ყველა სხვა პირობა. რაც მთავარია, მსგავსი ქმედების საშუალებას მათ აძლევთ კლიენტის გაუთვითცნობიერება და უფლებების არცოდნა. შედეგად, ხშირად ხდება ისე, რომ მსესხებელი, რომელსაც აქვს ვალდებულება იხდის იმაზე რამდენიმეჯერ მეტს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ აყვება მსგავსი კომპანიების შანტაჟს და დაიცავს საკუთარ უფლებებს.

რა არის პირველი და უმთავრესი, რაც ამ კომპანიებთან ურთიერთობაში კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იურთიერთოს მათთან ადვოკატის ან იურისტის კონსულტაციის გარეშე. თუ ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა კლიენტს არ აქვს, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხის დაზუსტება და წერილობითი ფორმით ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოხდეს სასამართლოში. კლიენტმა თანხა არ უნდა გადაიხადოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ამ შემთხვევაში მას აუცილებლად შეუცვლიან პირობას და მოუწევს მეტის გადახდა, ვიდრე პირველადი ზეპირი შეთანხმებით.

კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო არ არის სადამსჯელო სისტემა, მას იქ არავინ დასჯის. მიღებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პრობლემურ კლიენტს დააკისრებს ძირი თანხის და პროცენტის სრულად გადახდას და დაკისრებული ჯარიმის 10%-ს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაფორმდება წერილობითი შეთანხმება და შეთანხმებულ თანხას აღარ დაერიცხება პროცენტი და საურავი. შესაძლებელია კლიენტს დაეკისროს სასამართლოს ბაჟის გადახდა. თუმცა, ეს თანხა იმდენად მიზერულია, იმ თანხასთან შედარებით, რომლის გადახდაც შპს ,,ტრიბას" ან შპს ,,საკრედიტო ბიუროსთან" ზეპირი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოუწევს, რომ გაცილებით ნაკლებ ზარალს განიცდის.

ასე რომ, ნუ დაუშვებთ სხვების მიერ უკვე მრავალგზის დაშვებულ შეცდომას, არ შეხვიდეთ ზეპირ გარიგებაში შპს ,,ტრიბას" ან შპს ,,საკრედიტო ბიუროს" წარმომადგენლებთან, ისინი აუცილებლად მოგატყუებენ და დაგაზარალებენ. დაიცავით საკუთარი უფლებები სასამართლოში.

P.S. სახელმწიფოს, ადამიანები, რომლებსაც უკიდურესი შეჭირვების გამო რამდენიმე ასეული ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ და ვალდებულებებს ვერ ემსახურებიან, ყურადღების მიღმა ჰყავს დატოვებული და მსგავს შპს-ებს მოსახლეობის გაყვლეფის უფლებას თავისუფლად აძლევენ.


ლევან მარტაძე
136


* * *
.............................................................................................................................................................................................................................................................................................

Posted by: teoteoteo123 22 Dec 2014, 21:27
............................................................................................................................................................................

Posted by: INWKI13 5 Feb 2015, 22:33
მოგესალმებით. კითხვა მაქვს თქვენთან და თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ. თიბისი ბანკში აღებულ სესხზე მაქვს პრობლემები და საქმე გადასცეს საფინანსო ბიუროს შპს"ტრიბას" და მაინტერესებს შემიძლია თუ არა საქართველოს საზღვრის დატოვება როცა ჩემი საქმე ტრიბასთვის გადაუციათ? და რამდენ ხანში გადადის შპს ტრიბადან საქმე სასამართლოში? სესხი არის სამომხმარებლო და 2 წელია არ გადამიხდია. მადლობა წინასწარ იქნებ დამეხმაროთ და მომაწოდოთ ინფორმაცია.

Posted by: jo black 22 Feb 2015, 23:05
თუ ტრიბასთან შეთანხმებას მიაღწევ, ტრიბა სასამართლოში აღარ გადასცემს საქმეს, თუ არა და გადასცემს და სავარაუდოდ 3 თვის მერე სასამართლო მხოლოდ ძირს და აღმასრულებლის 7%-ს დაგაკისრებს, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მაშინ გეკრძალება თუ ძებნილი ხარ. მე პირადად ტრიბასთან შევთანხმდი და 2000 ლარიან განვადებას ვიხდი და ზედმეტი გამოგმდის500 ლარი 2 წლის განმავლობაში.

Posted by: MrsT 7 Apr 2015, 15:20
იქნებ ვინმემ ამიხსნათ ჩემს მდგომარეობაში რა შეიძლება გაკეთდეს. პიროვნება პატიმრობაშია იანვრიდან და ყველა ბანკთან პრობლემა აქვს..არ აქვს ქონება. ყავს შვილები. კონკრეტულად ეს კომპანია თბს-ის განვადებაზე და სესხზე რეკავს..თან იძახის ორი ხელშეკრულებაა და ვერ დაგიდებთ ხელშეკრულებას მარტო ერთზეო. სხვისი განვადებაა და იმას გადახდა უნდა და ასე ზეპირად შეაქვს თანხა. რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს..ან როცა პიროვნება პატიმრობაშია ეს სესხები არ ჩერდება?

Posted by: mokheve 2 Jul 2015, 17:37
ეგრევე გამიჩNდა კითხვა - რატომ უნდა ვენდო რაღაც ორგანიზაციას სიტყვიერ შეთანხმებაზე?? სიტყვიერი ზეპირი ურთიერთშეთანხმება პიროვნეულად აი როგორმე შეიძლება მაგრამ იამსაც მეილით ვამოწმებინებ ყოველთვის და ვადასტურებინებ უნიშნელოდ ეტალსაც კი და ორგანიზაციას როგორ უთანხმდებით სიტყვიერ დონეზე გამაგიჟებთ რააა...

აბსურდია და მგონია რომ ეზოში სათამაშოდ ჩასული ბავშვების დიალოგები წავიკითხე ეხლა ამთემაში

Posted by: button nose 24 Jul 2015, 23:32
მე მქონია ამ კომპანიასთან შEხება და ვიტყვი რომ აფერისტების კგუფია, შანტაჟIთ და დაშინებითA იღებენ თანხებს, თავის ძირიან, პროცენტიან ჯარიმიანად. ხელშეკრულების გაფორმებას არ გთავაზობენ და იშვიათად ვინმეს უკეთებენ. მე თიბიაი ბანკის უოფილი თანამშრომელი ვარ და ამ ძვირფასი ბანკის გამო მოვხვდი მანდ(2008 წლის დიდ შემცირების შედეგად გამოშვებული),არანაირი შეღავათი არ გამიკეთAეს. 3 წლის შემდეგ დავიწყე მუშაობა და დავიწყე გადახდა. რამოდენიმე პროდუქტი იყო ერთAად(ტუმცა თანხა დიდი არ იყო). მინიმალურს ვიხდი. ეს იყო ჩემი პირობა და დამთანხმდნენ. მხოლოდ ეხლა გამიგორმეს დარჩენილ თანხაზე ხელშეკრულება,( მანამ კი თითოეული პროდუქტის განულების შემდეგ ვიღებდი ცნობას რომ ეს კონკრეტული პროდუქტი აღAრ მაქვს. მოკლედ ვფიქრობ ჯობია გადაიხადო, ოღონდაც ფრთხილად, და თავი არ მოატყუებინოთ!

Posted by: babala 7 Mar 2016, 21:59
ვინმე ხო არ მუშაობს ამ კომპანიაში პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერს ხო არ იცით რამდენი აქ ხელპასიიიიიი

Posted by: sham 8 Mar 2016, 02:29
babala

ფიქსირებული ხელფასი არ არის,,,

ბონუსებია, გააჩნია რამდენს ამოიღებ... თუ გაქაჩავ უკმაყოფილო არ იქნები....

Posted by: teoteoteo123 21 Apr 2016, 23:46
თაღლითები არიან. დედაბუდიანათ. ჩემი რჩევაა არ გადაუხადოთ არცერთი თეთრი ჯარიმის თანხა. მარტო ძირი და პპროცენტი გადაიხადეთ.

Posted by: abati 23 Apr 2016, 17:30
მეც ესე შეუთანხმდი ძირი + პროცენტი.

Posted by: jadgschloss 25 Apr 2016, 00:34
babala
QUOTE
ვინმე ხო არ მუშაობს ამ კომპანიაში პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერს ხო არ იცით რამდენი აქ ხელპასიიიიიი


მე ამიყვანეს, მაგრამ არცერთი დღე არ მიმუშავია.
რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ჩემი საქმე არ იყო.

საწყის ეტაპზე იყო 300 ფიქსირებული და ამოღEბული თანხების 3%.
მერე რა ხდებოდა არ ვიცი smile.gif

Posted by: cuore 10 May 2016, 09:54
თუ ქონება არ გაქ არაფერი ვაბშე ნახუიზე უნდა გაუშვა ეგენი აფერისტების ბუდეა
თუ რამე საქმეს დაიჭერ ხელსეკრულება ათასჯერ უნდა წაიკითხო და იურისტებს გააცნო.
იმიტო რო ეგენი არიან უთესლესი არსებები

Posted by: klubnika 5 Sep 2016, 12:05
როგორ დავუკავშირდე??? ინტერნეტში რა ნომრებიც ფიქსირდება არ იღებენ

Posted by: ana-123 4 Aug 2017, 01:46
sham
როგორვ ვხედავ თქვენ კარგად ერკვევით იმ საბანკო საკითხებში რომლითაც ტრიბა ხელმძღვანელობს და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ:
1. ხანდაზმულ სესხად ითვლება თუ არა სესხი მისი აღებიდან 5 წლის შემდეგ?( იქნებ ბოლო გადახდიდან ითვლით)
2. გაქვთ თუ არა უფლება თანხა ჩამოაჭრათ გაუფრთხილებლად? და ეს თვითნებური ჩამოჭრა ითვლება თუ არა დარღვევად.
3. თვითნებურად შეგიძლიათ თუ არა ჯარიმის გრაფაში გადაასწოროთ თანხის რაოდენობა?
საერთოდ ვინ გვიცავს ჩვენ -კლიენტებს როცა უსამართლობას ვაწყდებით? ვის უნდა მივმართოდ ამ სემთხვევაში ?
წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif

Posted by: rocky666girl@gmail.com 25 Dec 2017, 18:00
მოგესალმებით! მეც იგივე პრობლემის ქვეშ ვარ მოქცეული,ბანკის ვალი მაქ, კონკრეტულად თბს-ს რომელიც გადავიდა შპს ტრიბაში. ვეძებ იურისტს რომელიც დამეხმარება ამ საქმის სწორად წარმოებაში, სავარაუდოდ კერძო ადვოკატს ან იურისტს ვანიჭებ უპირატესობას. როგორ მირჩევდით თქვენ, აქვს აზრი თუ არა იურისტის აყვანას?

Posted by: Jebrail 25 Dec 2017, 22:22
მიიყვანე სასამართლომდე და გამწარდებიან ეს დედაშცმულები.

Posted by: qaosi 15 Jan 2018, 13:01
ნაბიჭვრები არიან. ეგენი გამომძალველები არიან და რობოტებივით საუბრობენ.

რო დაიწყებს დაქოქილ საუბარს შეაწყვეტინე და ნელა ალაპარაკე, თორე ისე მოგატყუებენ აზრზე ვერ მოხვალ :დ

რამდენიმე დღე ვიყავი მანდ და ჯოჯოხეთია პატარა რაა sad.gif

Posted by: Brian 18 Jan 2019, 21:35
გამარჯობათ.

ვაბშე ვინ არიან ესენი? სახელფასო ბარათიდან 100 ლარის ოდენობის თანხა ჩამომაჭრეს. თიბისი ბანკის ცხელ გაზზე დავრეკე და აზრზე არ ვართო. ორშაბათს გავარკვევთო. რა მოიცდის მანამდე ))))

Posted by: ladusha2 18 Jan 2019, 22:09
Brian

ამომღები კომპანიაა, ყიდულობს ბანკებისგან და მიკროსაფინანსობისგან გაფუჭებულ სესხებს ესევთქვათ და თვითონ იწყებს ამოღებას მაგ სესხების.

Posted by: Brian 18 Jan 2019, 22:34
ladusha2

და არანაირი სესხი რო არ მაქვს? სადღაც 10 წლის წინ ვიყავი შავ სიაში მაგრამ გადახდილია ის.

თან ასე დაუკითხავად თანხის მოჭრა რავიცი რავიცი...

Posted by: ladusha2 18 Jan 2019, 22:44
Brian

არა მე ინფო გითხარივინები არიან , თორე ესე პირდაპირ სასამართლოს გარეშე ვერ ჩამოგაჭრიან კაპიკს, ნინიას ბაღი ხომ არარისsmile.gif

Posted by: zazams 13 Apr 2019, 13:24
გამარჯობათ, მაქვს ასეთი პრობლემა, დავრჩი უმუშევარი და პრობლემურებზე გადაცემული სესხი მაქვს. ვიხდიდი დავალიანებას ორი თვე შეთანხმების გაფორმებასაც ვაპირებდი, და ყველაფერი ნორმალურად იყო. უძრავი ქონება მაქვს და ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულებას ვაფორმებდი და ეს რომ ნახეს ,,ყადაღა–იპოთეკის" დადებას ცდილობენ დაჩქარებული წესით და შემიჩერეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, არადა გარდა იმისა რასაც ახლა ვაფორმებ მაქვს სხვა უძრავი ქონებაც რომელიც სრულიად საკმარისია, მაგრამ ცდილობენ ყველაფერზე დაადონ ყადაღა და თან მოუმზადებლად იქიდან რეესტრი უჩერებთ პროცესს ყველა საბუთების არ ქონის გამო. სესხი არის არაუზრუნველყოფილი უბრალოდ გაგიჟდნენ რომ დაინახეს ნასყიდობის ხელშეკრულება. მირჩიეთ როგორ მოვიქცე ყადაღა/იპოთეკის დადების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია დამატებით მოთხოვეს წარმოსადგენად ქვითარი და ,,აქტი სასამართლოსი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსი დაყადაღების შესახებ", რაც ჯერჯერობით არ აქთ.
მირჩიეთ რამე კიდევ ვალი მემატება ნასყიდობა რომ არ გავაფორმო და უფრო მეტად მძირავენ იმის მაგივრად რომ აზრზე მოვიდე და დავფარო ეს სესხი, არადა ეს ნასყიდობა რამენაერად ახლა უნდა გავაფორმო, ყველა ფინანსურ ზიანთან ერთად დასამშვიდებელი ხალხი დამემატა რომლებიც იქიდან ცალკე ნერვიულობენ და ვერ გაუგიათ რა ხდება და სადაცაა ძაან დიდ გაუგებრობაში ამოვყოფ თავს ერთერთი ასეთი ამომღები კომპანიის გამო თუ რამენაერად არ მოვაგვარებ პრობლემას უახლოეს მომავალში smile.gif

Posted by: chuboo 3 Nov 2022, 12:55
cuore
QUOTE
თუ ქონება არ გაქ არაფერი ვაბშე ნახუიზე უნდა გაუშვა ეგენი აფერისტების ბუდეა
თუ რამე საქმეს დაიჭერ ხელსეკრულება ათასჯერ უნდა წაიკითხო და იურისტებს გააცნო.
იმიტო რო ეგენი არიან უთესლესი არსებები



თუქონება გაქ? შპს როგორ შეუძლია ჩამოგართვას? სასამართლო? აღსრულება?

სადაზღვეომ გადასცა ჩემი საქმე ..
რა მეთოდებით მომიდგებიან?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)